ბავშვობის მაიმუნობები მრავლად იყო, ბოთლების მოპარვა და მერე ჩაბარება ლისიჩჩკის ყიდვის მიზნით :
რაც შეეხება ჩემს პირველ და სერიოზულ წამოწყებას, (5-6 წლის წინ) - ეს იყო ჯერ ჩემი პირველი მინანქრის საყურის შეკვეთა მუშაობის დაწყებიდან, იმავე საღამოს ( იმდენი ვიბლატავე უცხო გოგოებში,რომ ზაკაზი დავითრიე, არადა გონზე არ ვიყავი :
შემდეგ კი პირველი ბეჭდის გაყიდვა ამირანის მაღაზიაში. განცდა, რომელიც არასოდეს დამავიწყდება. ძალიან მაგარი გრძნობა ყოფილა, როდესაც გებულობ, რომ შენი ხელით, გემოვნებით შექმნილი ნივთი ვიღაცას ისე მოეწონა, რომ იყიდა. დღემდე ვეძებ იმ ქალს :
ის დღე უდიდესი სტიმული იყო ჩემს ცხოვრებაში

დამფუძნებლის მიმართვა




პიქტოგრამას დააწკაპუნოთ. ამით შეფასდება როგორც კონკრეტული გამოხმაურება, ასევე +1 ქულით გაიზრდება წევრის საერთო რეპუტაცია. Conference.ge-ზე წევრის რეპუტაცია მნიშვნელოვანია!


