შავი სია
#241
დაწერილია 06 October, 2009 - 01:28
იგივე პრობლემა შემექმნა კავკასუსის G-link-ზე რომელსაც წესით მეორე დღესვე უნდა დაეყენებინა მაგრამ ერთი კვირა გავიდა და ჯერ არ მოსულან, მიუხედავად ყოველდღე რეკვისა და ჩხუბისა,
საქართველოში ვერ ისწავლეს კლიენტთან ურთიერთობა, რაც ალბათ დაბალი კონკურენციის ბრალია, სხვა გზას არ გვიტოვებენ ან დაემორჩილები და ისე გაბურთავებენ როგორც უნდათ, ან არა და საერთოდ არ გექნება პროდუქტი.
რა რეპუტაცია გაქვთ Conference.ge-ზე ? გახსოვდეთ, აქ თქვენ შეგიძლიათ შეაფასოთ თითოეული დარეგისტრირებული წევრის გამოხმაურება. ამისათვის საჭიროა გამოხმაურების ბლოკის ქვედა მარჯვენა კუთხეში პიქტოგრამას დააწკაპუნოთ. ამით შეფასდება როგორც კონკრეტული გამოხმაურება, ასევე +1 ქულით გაიზრდება წევრის საერთო რეპუტაცია. Conference.ge-ზე წევრის რეპუტაცია მნიშვნელოვანია!
|
#242
დაწერილია 06 October, 2009 - 16:11
4, Marijani str., Tbilisi, Georgia, 0186
Tel.: +995 32 306 111
e-mail:
info@citydesign.ge
citydesign.info@gmail.com
skype ID: citydesign.info
www.citydesign.ge
#243
დაწერილია 07 October, 2009 - 00:55
#244
დაწერილია 07 October, 2009 - 01:35
4, Marijani str., Tbilisi, Georgia, 0186
Tel.: +995 32 306 111
e-mail:
info@citydesign.ge
citydesign.info@gmail.com
skype ID: citydesign.info
www.citydesign.ge
#245
დაწერილია 07 December, 2009 - 18:43
თითქმის ანალოგიური პრობლემა მქონდა სავაჭრო სახლში "გოლეთიანი"ს მობილურების მაღაზიაში. ჩემს ნოკია N80 გაუცვდა შლეიფი, რომელიც უნდა გამოცვალოს კომპანიამ საგარანტიო ვადის განმავლობაში აბსოლიტურად უფასოდ და შემდგომში 30%ფასდაკლებით, თან არა მქონდა საგარანტიო ფურცელი, რომელიც ნამდვილად არ გადმოუციათ ნასყიდობის დროს. შემდეგ როდესაც მოვითხოვე ტელეფონის შეკეთება მომთხოვეს იმ საფასურის გადახდა, რომელიც არანაირად არ მეკუთვნოდა.
ბოლოს ასე დასრულდა საქმე
იძულებული გავხდი ცამეტარებინა მასტერ-კლასი სამოქალაქო სამართალში და განსაკუთრებით ნასყიდობის ხელ;შეკრულებასთან დაკავშირებით, შემდეგ კეთილი ინებეს (არადა იმათი აჯობებდა) და ფასდაკლება გამიკეთეს.
ხოლო რაც შეეხება კომპანიაბის შავ სიების ჩამოწერას ამ შემთხვევაში აუცილებელ პირობას წარმოადგენს მტკიცებულებათა უზრუნველყოფა ანუ მარტივად თუ ვიტყვი არაფერი არ უნდა ითქვას და დაიწეროს ისე რაც კონკრეტული ფაქტებით არ იქნება გამყარებული, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებამოსილია მოგთხოვოთ კომპენსირება, მიყენებული მორალური თუ მატერიალური ზიანის.
ლაშა ქურდაძე.
#246
დაწერილია 25 December, 2009 - 21:35
არ ვიცი რას გულისხმობენ თი-ბი-სი-ში შემოთავაზებაში, მაგრამ რატომღაც აღმოჩნდა, რომ ის რაც შეგვპირდნენ... პირობადაც კი არ დარჩა. ჯერ იყო და ე.წ. "ონლაინ-ბანკინგი" მთელი კვირის განმავლობაში ვერ ჩავრთეთ. რა თქმა უნდა მთელი ეს კვირა ეს "ჩვენი მიზეზი იყო". ერთი კვირის შემდეგ კი აღიარეს, რომ თურმე "დი-ჯი პასსი" ყოფილა გაფუჭებული. ეს დასაწყისია.
მეორე ეტაპი თანამშრომლების სახელფასო ბარათების დამზადება იყო, რომელსაც ერთი კვირა დაბეჭდვას მოუნდნენ და თითქმის ამდენივე მის ჯიქიას "ჯადოსნური" ქუჩიდან ჩამოტანას. ანუ თანამშრომლებმა ხელფასის აღება მხოლოდ შუა თვეში შეძლეს. ძნელი არ უნდა იყოს თანამშრომლების განწყობა პირველივე ხელფასის ასე დაგვიანებისას.
ბარათი ავიღე თუ არა მაშინვე მოვითხოვე "ოვერდაფტის ჩართვა" (დაპირებული ხელფასის ოდენობის სამმაგის ნაცვლად მხოლოდ 30% ვითხოვე). ორ დღეში დამირეკეს და უარი (!) მითხრეს. თურმე ნუ იტყვით და "თი-ბი-სი ქარდ-ი" მქონია და ორივეს ერთად არსებობას ბანკის პოლიტიკა არ ითვალისწინებდა. ეს შემოთავაზებაში ნამდვილად არ იყო ნახსენები. გაითვალისწინეთ, რომ კომპანიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხელფასი მე მაქვს და უარი მითხრეს, რა იმედი უნდა ქონდეს მაგ. დამლაგებელს?
ამავე შემოთავაზებაში ბარათიდან თანხის განაღდების 0% იყო. გუშინ დავრეკე ბანკში იმის გასარკვევად, თუ რატომ არ სრულდებოდა ეს პირობაც: მითხრეს საკმარისი რაოდენობის ხალხი არ გყვათო!!!!!! ნეტა რამდენია ეს საკმარისი ან არ უნდა თქმულიყო ეს თავიდანვე?
კიდევ ერთი სიურპრიზი. რატომღაც 10-მდე ანგარიში მქონდა წლების მანძილზე ამ ბანკში გახსნილი, რამდენიმე ისეთი პლასტიკური ბარათის იყო, რომელიც თვალითაც არ მინახია არასდროს. როგორც ამიხსნეს ეს საჩუქარი იყო ჩვენგანო და თქვენ არ წაგიღიათო. დიდი ომის შედეგად როგორც იქნა მივაღწიე სამართალს და დავახურინე ეს ანგარიშები, მაგრამ, საინტერესოც აქ დაიწყო. თურმე ნუ იტყვით და ყველაფერი ეს მხოლოდ იმიტომ ხდებოდა, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ანგარიშების მომსახურების $3.85 მქონია გადასახდელი!!!. ამით მდიდრდება თი-ბი-სი?
ჯერ-ჯერობით უფრო შორს არ წავსულვარ და კრედიტი არ მომითხოვია, თორემ დარწმუნებული ვარ იმაზე შორს გამიშვებენ ვიდრე მე მგონია, მაგრამ თუ აქ არიან ამ ბანკის წარმომადგენლები, იქნებ გამარკვიონ ეს ბანკის ოფიციალური პოზიციაა თუ რომელიმე ფილიალის "თავის გამოჩენის" მიზეზი?
#247
დაწერილია 25 December, 2009 - 22:40
ინტერნეტ-ბანკი 5 დეკემბერს რომ "ახალი პროგრამა ჩაუშვეს" იმის მერე წელში ვერ გაიმართა აგერ უკვე მესამე კვირაა, ასე რომ თქვენ ამ შემთხვევაში გამონაკლისი არ ყოფილხართ
კრედიტებს რაც შეეხება - ზუსტად ერთი თვის წინ ვაზუსტებდი პირობებს და დასმულ კითხვაზე პასუხად მივიღე, რომ სესხის განხილვისას არ აინტერესებთ, რომ მათი კლიენტი ვარ, დადებითი საკრედიტო ისტორია მაქვს (თიბისი ქარდზე, მაგრამ მაინც ხომ არის), დეპოზიტი მათთან მაქვს, და ანგარიშებზე საერთო ბრუნვაც არც ისე მცირეა... მეც ავდექი და თვის ბოლოს ჩემი დეპოზიტიანად გადავედი იმ ბანკში, რომლისთვისაც ეს ფაქტორები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე თიბისი ბანკისთვის...
#248
დაწერილია 15 January, 2010 - 11:48
რაც შეეხება ქართულ რესტორან კაფე ბარებს ეს ცალკე თემაა ესაა ყველაზე უზრდელი სექტორი მემგონი, რომელიც შეგარცხვენს სტუმართან ერთად თუ ხარ.
იმას ვერ ხვდებიან რომ პირადად მე მეორედ იქ არ შევალ, 100 ლარს რო ვტოვებ ლუკმა პირიდან არ უნდა გამომაცალო, თუნდაც 5 ლარი დავტოვო, თუნდაც მარტო ჩაის დასალევად შევედი აუცილებლად უნდა მშიოდეს და ვიქეიფო, რომ ეს არ აკეთონ ?
სახელების დაწერისგან ჯერ ჯერობით თავს შევიკავებ. თუმცა იცოდნენ, რომ არ უღირთ ლოიალური კლიენტების დაკარგვა, საჭმელს რო ვჭამ ხელში მიკავია თეფში არ უნდა ააცალო ადამიანს.
THINK DIFFERENT!
"People who are crazy enough to think they can change the world, are the ones who do"
"no respect for the status quo"
#249
დაწერილია 09 February, 2010 - 18:28
მოკლედ სერვისი უნდა ისწავლონ და გაცილებით მეტი ამონაგები ექნებათ.
#250
დაწერილია 07 March, 2010 - 01:26
ბოლოს ჯითისი-ს აფთიაქში რომ ვიყავი, კაცი ყიდულობდა ელექტრო თერმომეტრს. და ფარმაცევტს კითხა სწორად თუ ზომავსო სიცხეს. ამანაც აიღო და პირში ჩაიდო თერმომეტრი და მთელი რიგი ველოდებოდით როდის დაიწრიპინებდა და ეს ფარმაცევტი ძაან მშვიდად და აუღელვებლად იდგა მოპრუწული ტუჩებით პირში თერმომეტრ-გაჩრილი და მერე იმ კაცს უმტკიცებდა, სიცხე არ მაქვს და 36-ს აჩვენებსო.
#251
დაწერილია 07 March, 2010 - 16:13
თუკი ჯიპისის გულისხმობთ, ნამდვილად ვერ დაგეთანხმებით. მე პირადად ძალიან მომწონს მათი მომსახურება და ვფიქრობ, რომ ის ფაქტი რომ იმ ფარმაცევტმა პირში ჩაიდო თერმომეტრი დადებითზე უფრო მეტყველებს ვიდრე უარყოფითზე
და კიდევ ძალიან დიდ პატივს ვცემ სუპერფარმს. ვთვლი, რომ მათ აფთიაქების ქსელებს შორის ყველაზე კარგი მომსახურება გააჩნიათ. ძალიან ხშირად მათთან ისე მივდივარ, როგორც ექიმთან. ყოველთვის გულთან ახლოს მიაქვთ შენი პრობლემა და მუდამ ცდილობენ დახმარებას.
#252
დაწერილია 07 March, 2010 - 20:51
1 წევრი კითხულობს თემას
0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე
Link პარტნიორები
| |||
ბიზნესის დაგეგმვა
MARNET Associates LLCგანათლება
ISET
შენი განათლების გზამკვლევი
Targmne.com
International Students' Business Olympiadდასაქმება / HR
Staff.geინტერნეტი & IT
FreeShop.Ge
Karvasla.com
SEO და ინტერნეტ მარკეტინგი
კომპანია BIT
SMS ქისა |
Fonts.ge - ქართული ფონტები
კომპანია Singular-ის ბლოგი
Anonsi.ge
Sanishne.com
ბლოგი Business Cafe
ბლოგი Event-Lentaინფორმაცია
Enthusiast.ge
Бизнес Грузия
Reality.ge
Worldnews.geმარკეტინგი & PR
ბლოგი MSG Partisani
ბლოგი PRHYPERMARKET
DAVID.GE 2.0
მარკეტინგული ბლოგი |
ქართული ბრენდი
PR გიდი
PR სააგენტო GePRa
PR სააგენტო პროფილი
Publicity.ge
ფაბლისითი ჯგუფიმედიცინა & ჯანდაცვა
სამედიცინო პორტალი
სამედიცინო ფორუმისაქართველო
About Georgia
Kutaisiტრანსპორტი & ლოგისტიკა
ავტომობილები ჰოლანდიიდან
1auto.ge |
ტურიზმი
Georgian Tourism Association
კომპანია ჰარმონია
გლობალ სერვის ტურიუძრავი ქონება
101.ge
IND პროექტი
Privatservice-Tbilisi Real Estate |

დამფუძნებლის მიმართვა



თემა დახურულია!
პიქტოგრამას დააწკაპუნოთ. ამით შეფასდება როგორც კონკრეტული გამოხმაურება, ასევე +1 ქულით გაიზრდება წევრის საერთო რეპუტაცია. Conference.ge-ზე წევრის რეპუტაცია მნიშვნელოვანია!

