საკანი #5 - რეალითი შოუ
#1
დაწერილია 04 February, 2009 - 11:57
როგორც იცით ბნ. გაჩეჩილაძე [უცნობი] ნებაყოფლობით პატიმრობაში იმყოფება ტ/კ მაესტროს ეთერში, სადაც უძღვება რეალურ შოუსაც ... გადაცემის მიზანი ნათელია და ამას ალბათ განმარტება არ სჭირდება
მაინტერესებს თქვენ რას ფიქრობთ ამ გადაცემის შესახებ? უყურებთ ხოლმე? რა შთაბეჭდილება გექმნებათ ამ გადაცემის მაყურებელს?
ეს გადაცემა "სიმართლის" ქადაგემის მიზნითაა შექმნილი თუ ... ?
ტარიელ ზივზივაძე
პროფესიონალი ბიზნეს ტრენერი და კონსულტანტი
დირექტორი @ MARNET Associates LLC
მობ: 995 77 73 79 64
E-mail: admin@marketing.ge
კომპანიის ვებსაიტი
Linkedin Profile
პირადი პროექტები:
საერთაშორისო სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადა - ჩადეთ ფული განათლებაში!
ონლაინ ბიზნეს საკონსულტაციო ვებსაიტი - ინფორმაცია, კონსულტაცია & კავშირები
რა რეპუტაცია გაქვთ Conference.ge-ზე ? გახსოვდეთ, აქ თქვენ შეგიძლიათ შეაფასოთ თითოეული დარეგისტრირებული წევრის გამოხმაურება. ამისათვის საჭიროა გამოხმაურების ბლოკის ქვედა მარჯვენა კუთხეში პიქტოგრამას დააწკაპუნოთ. ამით შეფასდება როგორც კონკრეტული გამოხმაურება, ასევე +1 ქულით გაიზრდება წევრის საერთო რეპუტაცია. Conference.ge-ზე წევრის რეპუტაცია მნიშვნელოვანია!
|
#2
დაწერილია 04 February, 2009 - 19:03
#3
დაწერილია 04 February, 2009 - 20:04
#4
დაწერილია 05 February, 2009 - 14:01
#5
დაწერილია 09 February, 2009 - 20:40
ოპოზიცია "ციხეში " კრიმინალის ასოციაციას იწვევს, ჯაბიზმს და უპასუხისმგებლობას, არსებული ნგრევას უკეთსი ალტერნატივის გარეშე..
მოკლედ სულ, რომ მიშას გინებში ამოხდეთ სული, სულ მთავრობის ქება გამოვა ასეთ ფორმატში...
#6
დაწერილია 10 February, 2009 - 03:12
ამას ემატება ისიც, რომ უცნობის ხედვა ზოგადად ძალიან უინტერესოა ჩემთვის, სიმღერის უაზრო ტექსტს კიდევ შეიძლება მოუსმინოს კაცმა მუსიკის ხათრით, მაგრამ ასეთივე საუბარს...
დირექტორი

ინტერაქტიული სატელეფონო სისტემები:
დაგეგმარება, კონსულტაცია, ხმოვანი ჩანაწერები
ტელეფონი: (+99532) 471147
ელ ფოსტა: contact {at} telvo.ge
ვები: telvo.ge
#7
დაწერილია 10 February, 2009 - 18:32
ისე, უცნაურია, ასეთ მართლა შინაარსზე და საზოგადოებრივ თვითშეგნებაზე ორიენტირებულ პროექტს ასეთი მწირი გამოხმაურება რომ აქვს ამ ფორუმზე.
#8
დაწერილია 10 February, 2009 - 19:46
ციტატა
წიგნი ინფორმაციის სულ სხვა ტიპის მატარებელია და შეიძლება იყოს ილუსტრირებული ან ილუსტრაციების გარეშე. ტელევიზიის არსი კი როგორც არ უნდა ვატრიალოთ, ვიდეოს გადმოცემაა აუდიოსთან ერთად. შესაბამისად, ინტერესის უდიდესი წილი ვიდეოზე, ანუ მოძრავ სურათებზე მოდის და აუდიო მხოლოდ აკომპანიმენტია.
მხოლოდ მონოტონური აკომპანიმენტით რომ დაინტერესდე და საათობით უსმინო, მართლაც რომ უზომოდ "ჭკვიანი", "გაზრდილი", მოწადინებული და ალბათ მოცლილიც უნდა იყო ადამიანი და ამასთან ერთად "უცნობიც" გაინტერესებდეს
დირექტორი

ინტერაქტიული სატელეფონო სისტემები:
დაგეგმარება, კონსულტაცია, ხმოვანი ჩანაწერები
ტელეფონი: (+99532) 471147
ელ ფოსტა: contact {at} telvo.ge
ვები: telvo.ge
#9
დაწერილია 06 March, 2009 - 16:11
თქვენი აზრით მაინტერესებს ამ გადაცემასთან დაკავშირებით და გადაცემის მსგავსი ფორმატი (საუბრები და დამოძღვრა საკნიდან) რა ემოციებს იწვევს თქვენში?
#10
დაწერილია 07 March, 2009 - 21:42
#11
დაწერილია 19 March, 2009 - 06:28
პირველმა დღემ ყველანაირი სურვილი დამიკარგა გადაცემისთვის მეყურებინა... რაც არ უნდა სიმართლეს ღაღადებდეს უცნობი, იმდენად უნიჭოდ და შტერულად აკეთებს რომ უარესი წარმოუდგენელია მიინაირიირი ამბიციების მქონე ადამიანისთვის.. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ პირველი დღის გადაცემიდან რომ თამაშობს... ზედმეტად დრამატული მეჩვენა
რო მეცლება ვეცდები კიდე 1-2 გადაცემა მოვიძიო ინტერნეტში და ვუყურო... რო უფრო ობიექტურად შევძლო მსჯელობა... მაგრამ ახლა ოპოზიციას რომ ვუყურებ, როგორ ტინგიცობენ, და რამდენად ჩამოუყალიბებელი "გაერთიანებებია" რომ მიუხედავად იმისა რომ სააკაშვილის პრეზიდენტობა გულზე არ მეხატება, მიმაჩნია რომ ამ წუთას ქვეყნისთვის საუკეთესო გამოსავალია მისი პოზიციაზე დარჩენა, განსაკუთრებით რუსეთის აგრესიული პოლიტიკის ფონზე...
ვინ უნდა მართოს ქვეყნის საგარეო პოლიტიკა __გრეჩიხამ, ფიქრია ჩიხრაძემ, თუ კომუნისტების დროიდან პოლიტიკაში მყოფმა არსებებმა?...
ამ წუთას ჩემში პირადად არ ერთი ოპოზიციური პარტია თუ რაც გინდა ის უწოდე არ იწვევს ნდობას... და 9 აპრილის მოლოდინი გულს მიხეთქავს,...
იმედია მშვიდობა იქნება და უცნობი იჯდეს ციხეში და იფილოსოფოსოს და ქართულ პოეზიას კიდე შემატოს ახალი "შედევრები"
#12
დაწერილია 19 March, 2009 - 10:06
#13
დაწერილია 19 March, 2009 - 10:47
არ არის სწორი ის მოსაზრება, რომ მიშას გარდა პოსტზე ვერავის ხედავთ. ეგ უგუნურობის ნიშანია. ახალი ადამიანია საჭირო ყველა ვარიანტში, ღირსეული კანდიდატები კი მოიძებნებიან. ყოველშემთხვევაში ვისაც ელემენტარული აზროვნების უნარი აქვს, სწორ არჩევანს გააკეთებს. არასწორი არჩევანი მხოლოდ ისევ არსებულის დატოვებაა. დანარჩენი ყველა ვარიანტი მართებულია. არც მე ვიცი ვისი ხილვა მსურს პრეზიდენტად, მაგრამ ნამდვილად ვიცი რომ არსებულს ყველა ჯობია.
ძალიან ვიხალისე იმ პოსტზე, სადაც ტელევიზიაში მთავარი სურათების ცვლილება ყოფილა და აუდიო მხოლოდ აკომპანიმენტი. ძალიან მაინტერესებს ამის დამწერი CNN-ს უხმოდ როგორ უყურებს... თქვენთვის ტელეღიპუცები უფრო მისაღები იქნება, ჭრელ-ჭრელი კადრებია სულ
საკანი #5-ს რაც შეეხება: ნუ განსჯით ადამიანს, რომელიც ქვეყნის და ერის გულისთვის თავს ისჯის. როგორი ასატანია 24 საათი პატარა ოთახში ყოფნა მაშინ, როცა მუდმივად გაკვირდებიან, ძილის დროსაც კი. რა ამბიციაც არ უნდა მამოძრავებდეს, მატერიალური თუ პროფესიული, ამას 3 დღეც ვერ გავუძლებ. მხოლოდ სიყვარულის ძალით თუ შევძლებ ამას...
სულ სხვა თემაა უცნობი ვის ეხატება გულზე და ვის არა. ხშირად სისულელეებს ამბობს, მაგრამ ეს უწიგნურობის ბრალია თუ სიტუაციის, რომელშიც იმყოფება ამდენი ხანი? მაგას ვერ გეტყვით, რადგან პირადად არ ვიცნობ. ამ გადაცემას უცნობის გამო არ ვუყურებ, საინტერესო სტუმრები მაინტერესებს ხოლმე ძირითადად.
ბევრი მანდ შესული სტუმარი არის ფლიდი და მატყუარა, მაგი ფაქტია. იმაზეც ნერვები მეშლება, როცა უცნობი ასეთებს მშვიდად და მეგობრულად ესაუბრება. მაგრამ ბევრიც ისეთი სტუმრობს საკანს, რომლებამდეც ჩვენ ბევრი გვაკლია, გინდ ერუდიციის და გინდ პიროვნული თვისებების კუთხით. ისინი თუ მიდიან პირდაპირ ეთერში და არ "ეპაზორებათ", თქვენ ვინ ხართ ფორუმიდან რომ ისვრით კენჭებს?
...
თქვენთვის მთავარია არ გაინძრეთ და სოროებში იჯდეთ. არსებულმა რომ დაგვანგრია, უარესის გეშიანიათ მაშინ, როცა უარესი აღარაფერია. რა დაგვრჩა დასაკარგი? თქვენი აზრით ვინც ახლაა სათავეში სიტუაციას გამოასწორებს? თუ პირიქით? კაცს, რომელიც ჩვენს უზარმაზარ მტერს პიროვნულად ეზიზღება, ის არ გაახარებს. ხელი არ მიუწვდება, რომ დაარტყას. სამაგიეროდ იმ ქვეყანას ერჩის რომელსაც იგი მართავს. მაგიტომაა რომ გალსტუკების ღეჭვამდე მივიდა ზოგ-ზოგიერთი.
მე თავს შერცხვენილად ვგრძნობ მსოფლიოს წინაშე ამ კაცის გამო და ნებისმიერი მირჩევნია მის ადგილას, შალვაც კი!
მომაყარეთ ახლა თქვენი უაზრო ტვინის მიერ ამოძრავებული თითებით აკრეფილი სიტყვები, რომელთაც ჩემთვის არანაირი წონა არ აქვთ. როდის იყო ადამიანს მაიმუნის შეურაცხყოფა გულზე ხვდებოდა...
p.s. ფორუმის მეორე ნაწილს ვთხოვ მაპატიოს ზედმეტი ემოციურობა
#14
დაწერილია 19 March, 2009 - 11:03
Oto Shamugia, Mar 19/09, 10:47 -ში, განაცხადა:

საიდან ამდენი აგრესია განსხვავებულ აზრზე? ასე არ შეიძლება...თქვენ აბა რა გინდათ, რომ რუსეთს მთელი ცხოვრება შიშით ვუყუროთ? ფეხქვეშ გავეგოთ და მათზე ვილოცოთ? იქნებ დაფიქრდე ცოტა და თქვა, რუსეთი მეგობარია თუ მტერი, რუსეთი ისტორიულად მტერი იყო, არის და იქნება საქართველოსთვის, ერთხელ და საბოლოოდ უნდა გადავწყვიტოთ რა გვინდა, რა გზაზე ვდგავართ.... ან იქეთ ან აქეთ, ისტორიულად სულ ვიბრძოდით და ახლაც ვიბრძვით და ამაში არაფერია გასაკვირი, სულაც არ მინდა ჩემი პრეზიდენტი უყვარდეს პიროვნულად ჩვენს მტერს. ზუსტად ეგ არის ჩვენი უბედურება ჩემი აზრით, რომ ნებისმიერი გვირჩევნია პრეზიდენტს, შალვაც კი...სირცხვილია ჩემი აზრით ეს ყველაფერი...
#15
დაწერილია 19 March, 2009 - 11:58
და არა მგონია ისინი ამ დროს გულწრფელები არ ყოფილიყვნენ და რამეში ისედაც პირფერობა გამოეჩინათ. საერთოდ თუ ისინიც პირფერობენ და მაშIნ მართლა რა გვეშველება,
მეორე რაც ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო პრესა და მედია საშუალებები ამ პროექტით დაინტერესდნენ და გააშუქეს კიდეც.
ასე რომ რაც არ უნდა ვიძახოთ რომ უნიჭოდ დადგმული სპექტაკლია, ცხადია წარმატებულია...
#16
დაწერილია 19 March, 2009 - 12:22
Oto Shamugia, Mar 19/09, 10:47 -ში, განაცხადა:
მე თავს შერცხვენილად ვგრძნობ მსოფლიოს წინაშე ამ კაცის გამო და ნებისმიერი მირჩევნია მის ადგილას, შალვაც კი!
მომაყარეთ ახლა თქვენი უაზრო ტვინის მიერ ამოძრავებული თითებით აკრეფილი სიტყვები, რომელთაც ჩემთვის არანაირი წონა არ აქვთ. როდის იყო ადამიანს მაიმუნის შეურაცხყოფა გულზე ხვდებოდა...
ყოჩაღ, ძალიან მაგარია - "თქვენი უაზრო ტვინის მიერ ამოძრავებული თითებით აკრეფილი სიტყვები"...
ეს კი შედევრია - "როდის იყო ადამიანს მაიმუნის შეურაცხყოფა გულზე ხვდებოდა"...
პოლიტიკა და პოლიტიკოსები სულ არ მაინტერესებს, ერთი რამე კი მაინტერესებს - "თქვენთვის" და "ჩვენს" რას ნიშნავს?
#18
დაწერილია 19 March, 2009 - 17:58
სირცხვილი მხოლოდ ის არის, რომ ზოგიერთებს, როგორც არის, ისე ყოფნა ურჩევნიათ და მხოლოდ რიგით მოქალაქედ მიაჩნიათ თავი. ასეც არის, როდესაც ადამიანს არც ქვეყნის სიყვარული და არც მისი დაცვის ამბიცია არ გამოძრავებს. შალვა ცარიელი იუმორია, მაგრამ ძალიანაც რომ მოინდომოს, ვერ გაგვაუბედურებს ისე, როგორც ამჟამინდელმა "ცრუ-მეფემ" იკისრა.
შალვა მხოლოდ უადგილო მაგალითია. მე ბუნებრივია ღირსეული კაცი მინდა ვიხილო ქვეყნის სათავეში. ასეთი კაცით, როგორიც მიშუტკაა, მე ქვეყნით ვერ ვიამაყებ საზღვარგარეთ. გამოდის, რომ მხოლოდ ისტორიაღა შემოგვრჩა და წარსული უნდა ვიკმაროთ სიამაყისთვის. მე კი აწმყოთი და კარგი მომავლის მოლოდინით ტკბობა მირჩევნია. ამიტომაც ვუყურებ საკანი #5-ს და ამიტომაც გავალ 9 აპრილს ქუჩაში! თქვენ კი (არა მიშისტებო და/ან რუსეთის აგენტებო, არამედ უბრალოდ უგუნურნო) რუსთავი2-ს უყურეთ და დაიბრმავეთ თვალები, ვითომ არცარაფერი ხდება ამ ქვეყანაზე...
საკანი #5 არ არის შედევრი. ეს არის მცდელობა ვიქცეთ მსოფლიო საზოგადოების ღირსეულ ნაწილად. მიუხედავად იმისა, რომ ეს "მცდელობა" ანუ გადაცემა არ არის პროფესიონალური დონის და ბოღმა ჩინოვნიკების მიერ დადგენილ ვირტუალურ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს, მე დაუფიქრებლად ვუერთდები და არ მერიდება ამის!
გარდა მაგისა, ჩემი აზრით, საკანი #5, სამწუხაროდ არახშირ შემთხვევაში, მაგრამ მაინც, არის ქართული ინტელიგენციის თანამედროვე მოდელი...
#19
დაწერილია 19 March, 2009 - 18:08
Oto Shamugia, Mar 19/09, 17:58 -ში, განაცხადა:

რა ვიცი, რა ვიცი...ყველაფერი მესმის, შენ პოზიციას პატივს ვცემ, მაგრამ "უგუნურნო" და მსგავსი ფრაზები მგონი არაა საჭირო, იმიტომ რომ ჩვენ ქართველები ვართ და შენ თუ საქართველოს ისტორიით ამაყობ, ისიც უნდა იცოდე რომ საამაყო არ არის ადამიანთა ლანძღვა და უშვერი სიტყვებით მოხსენიება...
რა ვიცი, მე ასე ვფიქრობ, შეუძლია ვისაც სურს დამეთანხმოს ან არ დამეთანხმოს...
#20
დაწერილია 19 March, 2009 - 19:08
Oto Shamugia, Mar 19/09, 17:58 -ში, განაცხადა:
სირცხვილი მხოლოდ ის არის, რომ ზოგიერთებს, როგორც არის, ისე ყოფნა ურჩევნიათ და მხოლოდ რიგით მოქალაქედ მიაჩნიათ თავი. ასეც არის, როდესაც ადამიანს არც ქვეყნის სიყვარული და არც მისი დაცვის ამბიცია არ გამოძრავებს. შალვა ცარიელი იუმორია, მაგრამ ძალიანაც რომ მოინდომოს, ვერ გაგვაუბედურებს ისე, როგორც ამჟამინდელმა "ცრუ-მეფემ" იკისრა.
შალვა მხოლოდ უადგილო მაგალითია. მე ბუნებრივია ღირსეული კაცი მინდა ვიხილო ქვეყნის სათავეში. ასეთი კაცით, როგორიც მიშუტკაა, მე ქვეყნით ვერ ვიამაყებ საზღვარგარეთ. გამოდის, რომ მხოლოდ ისტორიაღა შემოგვრჩა და წარსული უნდა ვიკმაროთ სიამაყისთვის. მე კი აწმყოთი და კარგი მომავლის მოლოდინით ტკბობა მირჩევნია. ამიტომაც ვუყურებ საკანი #5-ს და ამიტომაც გავალ 9 აპრილს ქუჩაში! თქვენ კი (არა მიშისტებო და/ან რუსეთის აგენტებო, არამედ უბრალოდ უგუნურნო) რუსთავი2-ს უყურეთ და დაიბრმავეთ თვალები, ვითომ არცარაფერი ხდება ამ ქვეყანაზე...
საკანი #5 არ არის შედევრი. ეს არის მცდელობა ვიქცეთ მსოფლიო საზოგადოების ღირსეულ ნაწილად. მიუხედავად იმისა, რომ ეს "მცდელობა" ანუ გადაცემა არ არის პროფესიონალური დონის და ბოღმა ჩინოვნიკების მიერ დადგენილ ვირტუალურ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს, მე დაუფიქრებლად ვუერთდები და არ მერიდება ამის!
გარდა მაგისა, ჩემი აზრით, საკანი #5, სამწუხაროდ არახშირ შემთხვევაში, მაგრამ მაინც, არის ქართული ინტელიგენციის თანამედროვე მოდელი...
და უგუნურში ვის გულისხმობ?
1 წევრი კითხულობს თემას
0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე
Link პარტნიორები
| |||
ბიზნესის დაგეგმვა
MARNET Associates LLCგანათლება
ISET
შენი განათლების გზამკვლევი
Targmne.com
International Students' Business Olympiadდასაქმება / HR
Staff.geინტერნეტი & IT
FreeShop.Ge
Karvasla.com
SEO და ინტერნეტ მარკეტინგი
კომპანია BIT
SMS ქისა |
Fonts.ge - ქართული ფონტები
კომპანია Singular-ის ბლოგი
Anonsi.ge
Sanishne.com
ბლოგი Business Cafe
ბლოგი Event-Lentaინფორმაცია
Enthusiast.ge
Бизнес Грузия
Reality.ge
Worldnews.geმარკეტინგი & PR
ბლოგი MSG Partisani
ბლოგი PRHYPERMARKET
DAVID.GE 2.0
მარკეტინგული ბლოგი |
ქართული ბრენდი
PR გიდი
PR სააგენტო GePRa
PR სააგენტო პროფილი
Publicity.ge
ფაბლისითი ჯგუფიმედიცინა & ჯანდაცვა
სამედიცინო პორტალი
სამედიცინო ფორუმისაქართველო
About Georgia
Kutaisiტრანსპორტი & ლოგისტიკა
ავტომობილები ჰოლანდიიდან
1auto.ge |
ტურიზმი
Georgian Tourism Association
კომპანია ჰარმონია
გლობალ სერვის ტურიუძრავი ქონება
101.ge
IND პროექტი
Privatservice-Tbilisi Real Estate |

დამფუძნებლის მიმართვა

თემა დახურულია!
პიქტოგრამას დააწკაპუნოთ. ამით შეფასდება როგორც კონკრეტული გამოხმაურება, ასევე +1 ქულით გაიზრდება წევრის საერთო რეპუტაცია. Conference.ge-ზე წევრის რეპუტაცია მნიშვნელოვანია!