ამჟამინდელი პრეზიდენტის პოსტზე ყოფნა ნამდვილად არ ასტაბილურებს სიტუაციას ქვეყანაში, ამას პოლიტ-ექსპერტების 99% ამბობს. რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას სულ მცირე იმ პრეზიდენტის ცვლილება სჭირდება, რომელიც რუსეთის ხელმძღვანელებში პიროვნულ ნეგატიურ დამოკიდებულებას იწვევს. ხშირ შემთხვევაში რუსეთის მიერ მიღებული სამხედრო გადაწყვეტილებები სწორად რომ ამ "პიროვნულს" ეფუძნებოდა...
არ არის სწორი ის მოსაზრება, რომ მიშას გარდა პოსტზე ვერავის ხედავთ. ეგ უგუნურობის ნიშანია. ახალი ადამიანია საჭირო ყველა ვარიანტში, ღირსეული კანდიდატები კი მოიძებნებიან. ყოველშემთხვევაში ვისაც ელემენტარული აზროვნების უნარი აქვს, სწორ არჩევანს გააკეთებს. არასწორი არჩევანი მხოლოდ ისევ არსებულის დატოვებაა. დანარჩენი ყველა ვარიანტი მართებულია. არც მე ვიცი ვისი ხილვა მსურს პრეზიდენტად, მაგრამ ნამდვილად ვიცი რომ არსებულს ყველა ჯობია.
ძალიან ვიხალისე იმ პოსტზე, სადაც ტელევიზიაში მთავარი სურათების ცვლილება ყოფილა და აუდიო მხოლოდ აკომპანიმენტი. ძალიან მაინტერესებს ამის დამწერი CNN-ს უხმოდ როგორ უყურებს... თქვენთვის ტელეღიპუცები უფრო მისაღები იქნება, ჭრელ-ჭრელი კადრებია სულ
საკანი #5-ს რაც შეეხება: ნუ განსჯით ადამიანს, რომელიც ქვეყნის და ერის გულისთვის თავს ისჯის. როგორი ასატანია 24 საათი პატარა ოთახში ყოფნა მაშინ, როცა მუდმივად გაკვირდებიან, ძილის დროსაც კი. რა ამბიციაც არ უნდა მამოძრავებდეს, მატერიალური თუ პროფესიული, ამას 3 დღეც ვერ გავუძლებ. მხოლოდ სიყვარულის ძალით თუ შევძლებ ამას...
სულ სხვა თემაა უცნობი ვის ეხატება გულზე და ვის არა. ხშირად სისულელეებს ამბობს, მაგრამ ეს უწიგნურობის ბრალია თუ სიტუაციის, რომელშიც იმყოფება ამდენი ხანი? მაგას ვერ გეტყვით, რადგან პირადად არ ვიცნობ. ამ გადაცემას უცნობის გამო არ ვუყურებ, საინტერესო სტუმრები მაინტერესებს ხოლმე ძირითადად.
ბევრი მანდ შესული სტუმარი არის ფლიდი და მატყუარა, მაგი ფაქტია. იმაზეც ნერვები მეშლება, როცა უცნობი ასეთებს მშვიდად და მეგობრულად ესაუბრება. მაგრამ ბევრიც ისეთი სტუმრობს საკანს, რომლებამდეც ჩვენ ბევრი გვაკლია, გინდ ერუდიციის და გინდ პიროვნული თვისებების კუთხით. ისინი თუ მიდიან პირდაპირ ეთერში და არ "ეპაზორებათ", თქვენ ვინ ხართ ფორუმიდან რომ ისვრით კენჭებს?
...
თქვენთვის მთავარია არ გაინძრეთ და სოროებში იჯდეთ. არსებულმა რომ დაგვანგრია, უარესის გეშიანიათ მაშინ, როცა უარესი აღარაფერია. რა დაგვრჩა დასაკარგი? თქვენი აზრით ვინც ახლაა სათავეში სიტუაციას გამოასწორებს? თუ პირიქით? კაცს, რომელიც ჩვენს უზარმაზარ მტერს პიროვნულად ეზიზღება, ის არ გაახარებს. ხელი არ მიუწვდება, რომ დაარტყას. სამაგიეროდ იმ ქვეყანას ერჩის რომელსაც იგი მართავს. მაგიტომაა რომ გალსტუკების ღეჭვამდე მივიდა ზოგ-ზოგიერთი.
მე თავს შერცხვენილად ვგრძნობ მსოფლიოს წინაშე ამ კაცის გამო და ნებისმიერი მირჩევნია მის ადგილას, შალვაც კი!
მომაყარეთ ახლა თქვენი უაზრო ტვინის მიერ ამოძრავებული თითებით აკრეფილი სიტყვები, რომელთაც ჩემთვის არანაირი წონა არ აქვთ. როდის იყო ადამიანს მაიმუნის შეურაცხყოფა გულზე ხვდებოდა...
p.s. ფორუმის მეორე ნაწილს ვთხოვ მაპატიოს ზედმეტი ემოციურობა