ძალიან დავაფასებდით კონფერენციის წევრები თუ შეურაცხმყოფელი ფრაზების ნაკლებობა იქნება თქვენს პოსტებში.
რაც შეეხება შენს აზრს, პატივს ვცემ, და უფლებას ვიტოვებ არ დავეთანხმო, თუმცა არც უგუნურს გიწოდებდი მაგის გამო
ციტატა
სულ სხვა თემაა უცნობი ვის ეხატება გულზე და ვის არა. ხშირად სისულელეებს ამბობს, მაგრამ ეს უწიგნურობის ბრალია თუ სიტუაციის, რომელშიც იმყოფება ამდენი ხანი? მაგას ვერ გეტყვით, რადგან პირადად არ ვიცნობ. ამ გადაცემას უცნობის გამო არ ვუყურებ, საინტერესო სტუმრები მაინტერესებს ხოლმე ძირითადად.
ბევრი მანდ შესული სტუმარი არის ფლიდი და მატყუარა, მაგი ფაქტია. იმაზეც ნერვები მეშლება, როცა უცნობი ასეთებს მშვიდად და მეგობრულად ესაუბრება. მაგრამ ბევრიც ისეთი სტუმრობს საკანს, რომლებამდეც ჩვენ ბევრი გვაკლია, გინდ ერუდიციის და გინდ პიროვნული თვისებების კუთხით. ისინი თუ მიდიან პირდაპირ ეთერში და არ "ეპაზორებათ", თქვენ ვინ ხართ ფორუმიდან რომ ისვრით კენჭებს?
რაც შეეხება უცნობს, რა თავის დასჯაზეა ლაპარაკი. თავს კი არ ისჯის ძალიან მაგრად ერთობა...ალბათ დაფნის გვირგვინს ელოდება რომ გამოვა "ციხიდან" არ ვამბობ რომ სამშობლო არ უყვარს, მაგრამ მოდით მის საქციელს გმირობას ნუ მივაწერთ. თავისუფლებას მაგაზე უარეს პირობებშიც აღიკვეთავენ ხოლმე სხვადასხვა რეალითი შოუს მონაწილეები. და ბატონი უცნობი კიდე თბილადაც არის და არც კუჭი უხმება შიმშილით და თავის იმიჯსაც იმაღლებს ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი თვალში. საქართველოს სიყვარულის შოუდ გადაქცევა არ გამიგია მე. თავის დასჯა მაშინ გამოუვა თუ მიშა მომავალ არჩევნებამდე დარჩა თავის პოსტზე
საქართველოს გულისთვის ხალხი ბევრად უარეს დღეში იგდებს თავს მაგრამ დაფნის გვირგვინით არ ეგებებიან. სისულელეებს იმიტომ ამბობს რომ ჭკვიანური არაფერი ადგება ენაზე. ხანდახან მის ნათქვამშI სიმართლის მარცვალიც დევს, მაგრამ ისეთ კუდს გამოაბამს რომ ჯობს არ ილაპარაკოს. მე ამ პოსტით არანაირად არ ვიცავ ჩვენს ხელისუფლებას, პირიქით მივესალმები თუ უფრო ღირსეულით შეიცვლება, მაგრამ მე ღირსეულს ვერავის ვხედავ.
რაც შეეხება გადაცემის სტუმრებს, მოდით კერპებად ნუ გადავაქცევთ, ისინიც ჩვეულებრივი მოკვდავები არიან! გადაცემაში მონაწილეობა "საპაზორო" არანაირად არ არის, და აქედან გამომდინარე ვერ ვხვდები რით მოიპოვეს ასეთი დიდება შენს თვალში, თუმცა ესეც შენი პირადი აზრია და პატივს ვცემ. მაგრამ ერთ შესწორებას მაინც შევიტან, ეს ფორუმი არ არის, ეს კონფერენციაა. და აქ ბრბო არ არის რომ კენჭები ესროლონ მასეთ გამორჩეულ ადამიანებს

დამფუძნებლის მიმართვა



თემა დახურულია!

პიქტოგრამას დააწკაპუნოთ. ამით შეფასდება როგორც კონკრეტული გამოხმაურება, ასევე +1 ქულით გაიზრდება წევრის საერთო რეპუტაცია. Conference.ge-ზე წევრის რეპუტაცია მნიშვნელოვანია!



