დაწერილია 16 April, 2009 - 20:46
სოფიკო, უკვე რამდენიმე შენი პოსტი ვნახე, სადაც ადამიანების მიმართ იყენებ ისეთ გამონათქვამებს, როგორიცაა გიჟი, დეგენერატი და სხვადასხვა დამცინავი ეპითეტები, რომ არაფერი ვთქვა სხვისი დაჟეჟვის ასეთ გამძაფრებულ სურვილზე. რბილად რომ ვთქვა, ეს სრულიად არაკორექტულია ახალგაზრდა სტუდენტი გოგონასაგან და ამის შემდეგ ჩემთვის რთულია მივიღო შენი შენიშვნები სხვების კორექტულ ქცევასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება უცნობის სისხლიან მოწოდებას. მე არ ვიცი შენ რა ნაწყვეტი ნახე, თუმცა მე ძალიან მაინტერესებდა დღეს ამ თემაზე კომენტარების ნახვა და აგიხსნი რატომ. გუშინ საკანს თავიდან ბოლომდე ვუყურე. უცნობმა მართლაც თქვა, რომ გამოსაშვები სისხლი უნდა გამოიშვას, ოღონდ ნაგულისხმევი ცოტა სხვა რამ იყო ვიდრე შენ გულისხმობ. საინტერესო კი ის არის, რომ მისმა სტუმარმა უთხრა, მკვდარი ქალაქის არ იყოს, შენ ხვალ ნახე რა კადრები წავა, ამას ისე აჩვენებენ, თითქოს უცნობი სისხლის დაღვრას ითხოვს, უცნობს სისხლი წყურია და ა. შ. შენი ბევრი პოსტი წავიკითხე და საკმაოდ საღ აზროვნებას გამჩნევ, ამიტომ ჩემი რჩევა იქნება (თუ მიიღებ რათქმაუნდა), ნუ გახდები პროპაგანდის მსხვერპლი, კარგი გონება გაქვს და ეცადე დასკვნები ნაჩქარევად არ გააკეთო. რამდენადაც მახსოვს, წინა პოსტში წერდი, რომ საბედნიეროდ ვერ უყურებ ამ გადაცემას და ინფორმაცია არ გაქვს. ეს ძალიან ფაქიზი თემაა. დარწმუნებული ვარ გავა დრო და სერიოზული კვლევის საგანი გახდება ამ გადაცემის მნიშვნელობა. იქნებ გენახა რამდენიმე გადაცემა, გაგეანალიზებინა და მერე მიიღო მსჯელობაში მონაწილეობა?
სოფიკო, გვიან ვნახე, შენი პოსტის ბოლო მინაწერი. კი, ნამდვილად ვხედავ გულუბრყვილობას და იმიტომ დავწერე. როცა აღნიშნე, რომ არ გინახავს, ინფორმაცია არ გაქვს და ასეთ კატეგორიულ განცხადებებს აკეთებ, იძულებული ვარ ასეთ დასკვნამდე მივიდე. იმედია ამას ცუდად არ გაიგებ, რადგან ეს შენი არაინფორმირებულობის და ახალგაზრდული სიფიცხის შედეგად მიმაჩნია მხოლოდ.