ნახტომი



- - - - -

ამოცანა პროგრამისტებისათვის 2


გამოხმაურებათა რაოდენობა: 30

#1 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,777 გამოხმაურება

დაწერილია 18 June, 2009 - 11:01

პატივცემულო მეგობრებო,


[ვთხოვ ამ დისკუსიაში ჩაებან მხოლოდ ისინი, ვისაც ეს საკითხი ესმის]

”ამოცანა პროგრამისტებისათვის 2” იმიტომ, რომ პირველი უკვე იყო 2 წლის წინ. იმ 2 წლის წინანდელი დისკუსიის შემდეგ მე გადავდგი კონკრეტული ნაბიჯები, რამაც შედეგი მომიტანა. ეხლა კი მინდა წინ წავიწიო ... ამისათვის კი თქვენი რჩევა მჭირდება, რაც დამეხმარება შევიმუშავო ამოცანის გადაჭრისათვის ადექვატური სტრატეგია.

შესავალი
დარწმუნებული ვარ არაერთხელ გსმენიათ იმ სტრატეგიული თამაშის თაობაზე, რომელსაც ჰქვია B-STRAT. ეს თამაში მე 1998 წელს შევქმნი [ვგულისხმობ მოდელს]. მას შემდეგ მოდელი ექსელში გადავიტანე, დავაპროგრამე, არაერთხელ გავაუმჯობესე და ასე მოვედი დღემდე. სიმულაციის შესახებ ცალკე სექციაც არის კონფერენციაზე, სადაც ყველა ჩატარებული პროგრამის ინფორმაციაც დევს. პირდაპირ ვიტყვი - თამაშის დროს ხალხს ესიზმრება იმდენად საინტერესო და აზარტულია ეს ყველაფერი და ამ მხრივ და ბევრი სხვა მიმართულებითაც მსოფლიო ანალოგებს არაფრით არ ჩამოუვარდება - ამას თამამად ვაცხადებ.

რა იყო 2 წლის წინ:
2 წლის წინ მედგა ასეთი პრობლემა: B-STRAT -ის მოდელი ჩემს მიერ ისე იყო მოფიქრებულ/გაკეთებულ/დაპროგრამებული ექსელში, რომ 1) ერთდროულად მაქსიმუმ 25 მონაწილეს შეეძლო მხოლოდ თამაში, 2) ერთდროულად მხოლოდ 5 კომპანია ყალინდებოდა და მონაწილეობდა, 3) არ იყო ონლაინ ვერსია.

შესაბამისად ჩემი მიზანი იყო: 1) გაზრდილიყო ერთდროულად მონაწილე ინდივიდთა რაოდენობა [მინიმუმ 200]; 2) გაზრდილიყო კონკურენტი კომპანიების რაოდენობა [მინიმუმ 75]; 3) გაკეთებულიყო პროგრამის ონლაინ ვერსია;

შესაბამისად გავხსენი სადისკუსიო თემა 2007 წლის მაისში. გამოტანილი დასკვნების საფუძველზე გავაკეთე ოფლაინ და ონლაინ ვერსიების შუალედური ვარიანტი იმავე ზაფხულში და 2007 წლის შემოდგომიდან მოყოლებული B-STRAT-ის ონლაინ ვერსიას ვატარებ საკმაოდ აქტიურად. პროგრამა ტარდება მთლიანად ინტერნეტით და მხოლოდ ჩემს მიერ. თუმცა მთელი პროგრამული კოდი არის ჩემთან, ჩემს კომპიუტერში. მონაწილეებთან კი კონტაქტი მაქვს ელ-ფოსტით. ანუ მიგზავნიან გადაწყვეტილებათა ფორმებს, ვუგზავნი შედეგებს. ანუ ინტერნეტში არაფერი არ დევს, თუმცა ინტერნეტით ხდება ინფორმაციის მიმოცვლა.

რა პრობლემები მიდგას დღეს:
1) ერთდროულად მაქსიმუმ 500 მონაწილეს შეუძლია მხოლოდ თამაში,
2) ერთდროულად მაქსიმუმ 100 კომპანია ყალიბდება და მონაწილეობს,
3) პროგრამა ნელა მუშაობს, ზოგიერთი ფაილის გახსნას 5 წუთზე მეტი უნდება ჩემი საკმაოდ სწრაფი კომპიუტერი;
4) პროგრამის გამოყენების მასშტაბები იზრდება, ჩემი რესურსები კი შეზღუდულია;

რა მიზანი მაქვს დღეს:
ჩემი მიზანი არის ჩავატარო მსოფლიო სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადა. სტუდენტურ ბიზნეს ოლიმპიადებს უკვე 3 წელია ვატარებ და დავინახე. ამ ახალი საქმის წამოსაწყებად მე ყველა საჭირო კავშირები და წინაპირობები მაქვს. თუმცა ამ საქმეს გაცილებით უფრო ეფექტურად გავაკეთებდი თუ მექნებოდა პროგრამის სუფთა ინტერნეტ ვერსია. მსოფლიო მასშტაბი გექნეს და ასეთი შეზღუდული პროგრამა - უბრალოდ არ შეიძლება. ჩემი საბოლოო მიზანი [გრძელვადიანი] კი არის დავნერგო ჩემი პროგრამა მსოფლიოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში [როგორც უკვე ინერგება სხვადასხვა ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში].

ამოცანი გადაჭრის სავარაუდო გზა
ბოლო 3 თვის განმავლობაში სერიოზული გამოცდილება მივიღე ონლაინ სტრატეგიული თამაშების კუთხით. ბევრი პროგრამა გავიცანი, ყველაზე უკეთ კი ერთ დროს ყველაზე პოპულარული თამაშის - ”იმპერია”-ს ონლაინ ვერსია. ეს ონლაინ თამაში იმდენად კარგად შევისწავლე, რომ ზუსტი წარმოდგენა შემექმნა იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება იყოს B-STRAT-ის სრული ონლაინ ვერსია.

მე აშკარად დავინახე, რომ PHP ძირითადში გამოდგება იმისათვის, რომ გაკეთდეს B-STRAT-ის ინტერნეტ ვარიანტი, თუმცა შესაძლოა არასაკმარისი იყოს და სხვადასხვა პროგრამული ბლოკები შესაძლოა სხვა ენაზე გაკეთდეს. აქედან კი არ ვიცი საით წავიდე ...

ამიტომ თქვენი რჩევა მჭირდება ...

ჩემს ადგილზე თქვენი შემდეგი ნაბიჯი რა იქნებოდა?

საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
პროფესიონალი ბიზნეს ტრენერი და კონსულტანტი
დირექტორი @ MARNET Associates LLC
მობ: 995 77 73 79 64
E-mail: admin@marketing.ge

კომპანიის ვებსაიტი
Linkedin Profile

პირადი პროექტები:
საერთაშორისო სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადა - ჩადეთ ფული განათლებაში!
ონლაინ ბიზნეს საკონსულტაციო ვებსაიტი - ინფორმაცია, კონსულტაცია & კავშირები

რა რეპუტაცია გაქვთ Conference.ge-ზე ? გახსოვდეთ, აქ თქვენ შეგიძლიათ შეაფასოთ თითოეული დარეგისტრირებული წევრის გამოხმაურება. ამისათვის საჭიროა გამოხმაურების ბლოკის ქვედა მარჯვენა კუთხეში პიქტოგრამას დააწკაპუნოთ. ამით შეფასდება როგორც კონკრეტული გამოხმაურება, ასევე +1 ქულით გაიზრდება წევრის საერთო რეპუტაცია. Conference.ge-ზე წევრის რეპუტაცია მნიშვნელოვანია!

#2 Irakli Betchvaia

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,772 გამოხმაურება

დაწერილია 19 June, 2009 - 00:40

მე როგორც ვხედავ, შენ გინდა MMORPG. :-) ეს ისე, ხუმრობით.

ძალიან საინტერესო რამეა, მაგრამ მე ალბათ ვერ ვიზამ. დრო არ მეყოფა.

PHP-ს შეეშვი. ამ ენას იყენებენ დამწყებები შედარებით მცირე ამოცანებისთვის. მერე კი ამოცანის ზრდასთან ერთად პრობლემები ჩნდება. ჯობია JavaEE. თუკი ადამიანი ერკვევა, ამით ბევრად გაუადვილდება მუშაობა. თანაც ზემოთ შეზღუდული არ იქნები.

ვფიქრობ შენ გინდა თამაშმა ბრაუზერში იმუშაოს. ალბათ რამე ცენტრალური სერვერი იქნება, რომელზეც მოხდება გამოთვლა მოთამაშეები კი ბრაუზერში შედეგებს დაინახავენ. მართალი ვარ? გასარკვევია, შეიძლება თუ არა გამოთვლის პარალელურად ჩატარება, ქლასტერის დაყენება რომ შესძლო.

საკითხავია ასევე თუ რა შეგიძლია მოითხოვო შენ მომხმარებლისგან. ამ ბოლო დროს მაგალითად ტენდენცია რიჩ კლიენტებისკენ მიდის. მატი პლუსია ბევრად უფრო მაღალი სიჩქარე, უფრო დიდი ფუნქციონალობა და ძალიან გამარტივებული პროგრამირება. ეს ტექნოლოგიებია Java/JavaFX, Flash და მაიკროსოფტის ტექნოლოგია, რომლის დასახელება არ მინდა. თუკი არ შეგიძლია კლიენტის კომპზე ამ ტექნოლოგიების გამოყენება, მოგიწევს JavaScript-ში წერა, რაც ბევრად უფრო რთულია.

იმპერიის საიტს გადავხედე. როგორც ჩანს PHP-ს იყენებენ. შიგნით ვერ შევედი. საიტებზე ან JavaScript ექნებათ ანდა Flash. უფასო თუა მერე დავრეგისტრირდები და ვნახავ. მე ჯავას ვარჩევდი.

5 წუთი რატომ სჭირდება შენს კომპს ერთი ფაილის გასახსნელად საკვირველია. ასეთი რა ფაილები გაქვს? დავიჯერო შეუძლებელია ამ პროგრამის ოპტიმირება? რა ენაშია დაწერილი?
გარდა ამისა, რატომაა შეზღუდული მოთამაშეების და კომპანიების რიცხვი? მეორე ვერსიაც ექსელში გააკეთე და ეგ ექსელი არ გაძლევს შეუზღუდავი რაოდენობის ობიექტების გამოყენების საშუალებას?

კიდევ ერთიც. ვფოქრობ, თამაშის შესაქმნელად სურათების დახატვა უფრო ძნელია, ვიდრე პროგრამის დაწერა. შენ უკვე გააქვს სურათები?

რამდენ ხანში გინდა ეს პროგრამა იყოს მზად?

პირველ რიგში შენს ადგილას ვნახავდი პროგრამისტს, რომელმაც იცის JavaEE. და ვნახავდი დიზაინერს სურათებისთვის.

რამოდენიმე დღის სამუშაო თუა, შაბათ-კვირას გაგიკეთებდი. პროგრამა გამოთვილსთვის ექსელში თუ გააკეთე, ის ძალიან მარტივი იქნება. ჯავას ფრონტენდს შეიძლება კიდევ 1-2 დღე დასჭირდეს. იმეილების ავტომატური გაგზავნაც საკმაოდ ადვილია. უფრო რთულია მიღება. ყველაზე დიდ დროს ალბათ ვებ-ფრონტენდი და ნახატები მოითხოვენ. ასევე არასასიამოვნო სამუშაოა პროგრამის გადათარგმნა.
Der Gott ist tot!

#3 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,777 გამოხმაურება

დაწერილია 19 June, 2009 - 08:42

რამოდენიმე კრიტერიუმს ჩამოვწერ:

1. მინდა, რომ კლიენტმა ბროუზერიდან ითამაშოს, სადმე ცენტრალურ სერვერზე;
2. ასევე მინდა, რომ მეც ვისწავლო ის პროგრამა რითაც ყველაფერი გაკეთდება, რომ ჩეპეს შემთხვევაში მეც შევძლო ჩარევა. ჩვეულებრივ მე პროგრამას მუდმივად ვაუმჯობესებ ამიტომ ეს კომპონენტი ძალიან მნიშვნელოვანია;
3. პროგრამის გასაკეთებლად დრო საკმარისადაა, მაგრამ არც ისე ადვილია შენ რომ გგონია. ექსელში კი არის დაპროგრამებული, მაგრამ ათასობით ფორმულაა და მთელი პროგრამა 250 მბ-ზე მეტია. ვაფასებ შენს ყურადღებას :=D>:, მაგრამ იმდენი კი მესმის ამ სფეროში რომ ვთქვა - ასე ადვილიც არ არის ...

ექსელს რაც შეეხება ... მე მგონი უკვე ზღვარს მივუახლოვდი, იმიტომ, რომ მაგალითად ზოგი მარტივი ფორმულა რომ ჩავწერო მაგარი ჩალიჩი მიწევს ... ვყოფ ფორმულას და ... მოკლედ გახსენებაც არ მინდა ... მრავალ ობიექტთან მუშაობა არ გამომდის ექსელში

იმერიის საიტზე ჯავასკრიპტიცა აქვთ გამოყენებული და დინამიური ფლეშიც, თუმცა გვერდების დაბოლოებებით თუ ვინმსჯელებ php გვერდებია. 5 წუთი მჭირდება ექსელის ფაილის გასახსნელად, იმიტომ რომ ფორმულებია ბევრი და დიდ ხანს უნდება ... ექსელში ვერ გავაკეთებ, იმიტომ რომ რთული საჩალიჩოა და დიდი იქნება ... შეიძლება ბაც და რა იცი რა მოხდეს ... მერე კიდევ საჩალიჩოდ რომ არ დავიტოვო ეხლა უკვე იმ ეტაპზე ვარ, რომ მირჩევნია წესიერი პროგრამა გაკეთედეს ... სურათები დახატული არ მაქვს .... ანუ დიზაინერის გასაკეთებელი საქმე არის, თუმცა ყოველი გვერდის სტრუქტურას გავწერ, რომ დიზაინერს სამუშაო გაუადვილო ... ეს ამოცანის ყველაზე მარტივი მხარეა...

სწორედ რომ MMORPG ტიპის თამაში გამოვა, ოღონდ ბიზნესის კუთხით :)

სად შეიძლება საქართველოში ნახო JavaEE პროგრამისტი?
ეს პროგრამა ადვილი სასწავლია? რამდენად სწრაფია?

რედაქტორი Tariel Zivzivadze, 19 June, 2009 - 08:53.

საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
პროფესიონალი ბიზნეს ტრენერი და კონსულტანტი
დირექტორი @ MARNET Associates LLC
მობ: 995 77 73 79 64
E-mail: admin@marketing.ge

კომპანიის ვებსაიტი
Linkedin Profile

პირადი პროექტები:
საერთაშორისო სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადა - ჩადეთ ფული განათლებაში!
ონლაინ ბიზნეს საკონსულტაციო ვებსაიტი - ინფორმაცია, კონსულტაცია & კავშირები

#4 Teimuraz Kevlishvili

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 121 გამოხმაურება

დაწერილია 19 June, 2009 - 12:49

ტარიელ თუ სურვილი და დრო გექნება მომდევნო კვირაში შევხვდეთ და დავილაპარაკოთ მაგ პროგრამაზე.

მე შემიძლია შემოგთავაზო საკმაოდ ნორმალური გადაწყვეტილება. :=D>:

#5 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,777 გამოხმაურება

დაწერილია 19 June, 2009 - 13:05

დავაზუსტებ მათთვის, ვინც ამ თემას წაიკითხავს და ვერ გაიგებს რა არის MMORPG ტიპის თამაში ... massively multiplayer online role play game - არის ტიპი თამაშისა, რომელშიც უამრავი რაოდენობის მონაწილე მონაწილეობს ერთდროულად და გულისხმობს გარკვეული სცენარის ფარგლებში კონკრეტული მიზნების მიღეწევას

მადლობა თემურ ...

რა თქმა უნდა დამაინტერესებს ... ოღონდ კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე საუბარი ჯერ ნაადრევი მგონია ...

ამ ეტაპზე ჩემი მიზანი სტრატეგიის განსაზღვრაა ... მე მაქვს გრძელვადიანი მიზანი, რომლის შესაბამისად მჭირდება განვსაზღვრო, თუ რა გზით ჯობია ვიარო ...
იქნებ საერთოდ არ აქვს აზრი MMORPG თამაშზე ვიზრუნო?

მოკლე მონახაზი ჯობია აქ დაწერო ჯერ ...
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
პროფესიონალი ბიზნეს ტრენერი და კონსულტანტი
დირექტორი @ MARNET Associates LLC
მობ: 995 77 73 79 64
E-mail: admin@marketing.ge

კომპანიის ვებსაიტი
Linkedin Profile

პირადი პროექტები:
საერთაშორისო სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადა - ჩადეთ ფული განათლებაში!
ონლაინ ბიზნეს საკონსულტაციო ვებსაიტი - ინფორმაცია, კონსულტაცია & კავშირები

#6 George Chkhikvishvili

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 826 გამოხმაურება

დაწერილია 19 June, 2009 - 17:44

აი რამდენიმე მოსაზრება:

ნუ შეეცდები დასვა მთელი ამოცანა წინასწარ (ამას ხშირად აკეთებენ იმ მიზნით რომ, თავიდანვე განსაზღვრონ ფასი. სინამდვილეში ეს როგორც წესი შეუძლებელია)

დაყავი ეტაპებად: ანუ შეეცადე ჯერ გააკეთო გარდამავალი ვარიანტი, რომელსაც გააკეთებ მინიმალური დიზაინით და თანხებით. ელემენტარულად დასაწყისისთვის შეეცადე გადაიტანო ის რაც ექსელშია - ვებ გვერდებზე.

გამოიყენე ეს ვარიანტი კონცეპციის დასახვეწად. მით უმეტეს, კონფერენციის სახით გაქვს მძლავრი იარაღი, სადაც შეძლებ იდეების "აბკატკას". მხოლოდ ამის შემდეგ გამოჩნდება საბოლოო ვარიანტის სახე.

თუ გსურს სერვერული ვარიანტი, პლატფორმად გამოიყენე Microsoft .Net ან როგორც უკვე ითქვა JavaEE. თბილისში Microsoft .Net პროგრამისტები მეტნი არიან, ანუ კონკურენციაც მეტია და შესაბამისად მათი შრომაც უფრო იაფია. თუმცა Microsoft .Net-ს ნაკლი ის არის, რომ სჭირდება Windows ჰოსტინგი, რომელიც უფრო ძვირია.

მაქსიმალურად ერიდე ფლეშს. ეს გაგიძვირებს უმოწყალოდ, არადა, ბიზნესის კუთხით, უმეტეს შემთხვევაში, არ მოგცემს ადეკვატურ უკუგებას.

საერთოდ ეს არის არატიპიური ამოცანა, ამის გამო მისი დაპროგრამება დაჯდება ძალიან ძვირი. მაგალითად თბილისური ფასებით, ნორმალური პროგრამისტი, რომელიც მუშაობს ისეთ ტრადიციულ ამოცანებზე, როგორც მონაცემთა ბაზებია (ამოცანების 95%) ღირს დაახლოებით 2500 ლარი თვეში. პირველი, ალბათ უნდა განისაზღვროს ექნება კი ამ პროეტქს ის ფინანსური მოგება, რომელიც შექმნის ხარჯებს დაფარავს...
Analyst/Software Designer
<a href="http://biletebi.ge" target="_blank">Biletebi.ge</a>
<a href="http://ads.karvasla.com?languageid=1" target="_blank">ads.Karvasla.com</a>
<a href="http://survey.ge" target="_blank">Survey.ge</a>
...............................
tel: +995 97 556563
E-mail: gio_ch@hotmail.com

#7 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,777 გამოხმაურება

დაწერილია 19 June, 2009 - 18:46

ეტაპებად დაყოფა ... საინტერესო მიდგომაა ... პრინციპში ასეც ვაკეთბ ...

დღეს სრულფასოვანი და კონკურენტუნარიანი MMORPG კომერციული ვერსიის შექმნა საშუალოდ 10 მილიონი აშშ დოლარი ჯდება და ამას მხოლოდ სერიოზული კომპანიები თუ ქაჩავენ. ეს ბიზნესი კი წელიწადში 1,4 მილიარდიან ბიზნესად ითვლება. მე არც ამ ფულის მეათასედი და არც ამ ბაზრის მემილიონედის იმედი არ მაქვს პირველი 3 წელი, მაგრამ მაინც ვფიქრობ რომ სრულფასოვანი პროგრამის შექმნა მაინც შესაძლებელია ჭკვიანური მიდგომით.

ცხადია არასტანდარტული ამოცანაა. საჭირო პროგრამისტის პოვნა და დასაქმება ერთია და სულ სხვაა პროგრამის შემდგომი მომსახურება. ამაზეც საფიქრალია ... ა.გ. თუ ეტაპებად დავყოფ ალბათ პირველი ეტაპი იქნება ამ ყველაფერის მოწყობა, მეორე ეტაპი კი გამართვა/ამუშავება. მესამე ეტაპზს კი დავარქმევდი პროგრამის მომსახურებას [მე ხომ მუდმივად ცვლილებები შემაქვს]...

პირველ ეტაპზე მე ვხედავ სამ კომპონენტს. ცხადია ვეყრდნობი იმ მოსაზრებას, რომ თავად თამაშის მოდელი მაქვს:

1. დიზაინი - ყველაზე მარტივი ამოცანა. დაუსვამ დიზაინს ამოცანას და მორჩა. კლიენტის ვებ ინტერფეისი ადვილად გაკეთდება

2. თავად მოდელის დაპროგრამება. საჭირო იქნება ვებ ინტერფეისზე მიბმული ფორმულების ფაილები [თუ არ ვიცი ამათ რაც ჰქვია], რომლებიც იმუშავებენ მუდმივ რეჟიმში. ეს ყველაზე შრომატევადი მგონია. თუმცა რთული არ მგონია

3. სერვერის მოწყობა, რომელიც გათვლილი იქნება რაღაც დატვირთვაზე... აი ამაზე კი წარმოდგენა არ მაქვს


რამე გამომრჩა?
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
პროფესიონალი ბიზნეს ტრენერი და კონსულტანტი
დირექტორი @ MARNET Associates LLC
მობ: 995 77 73 79 64
E-mail: admin@marketing.ge

კომპანიის ვებსაიტი
Linkedin Profile

პირადი პროექტები:
საერთაშორისო სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადა - ჩადეთ ფული განათლებაში!
ონლაინ ბიზნეს საკონსულტაციო ვებსაიტი - ინფორმაცია, კონსულტაცია & კავშირები

#8 Irakli Betchvaia

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,772 გამოხმაურება

დაწერილია 20 June, 2009 - 00:31

არ გამოგრჩა.

მაგრამ ვფიქრობ სიძნელეები რაც ჩამოთვალე, პირიქითაა. ::-/:

პირველ რიგში, ჭირივით ერიდე M$ .Net-ს! შეიძლება თბილისში მეტი პროგრამისტი ნახო ამ პლატფორმისთვის, ამგრამ ჯავასთან შედარებით ნაკლებად მძლავრია (მაგ. მარტო ვინდოუსი, ძირითადად ფასიანი ბიბლიოთეკები) და მისი გამოყენება ბავრად უფრო რთულია. ყველაზე ადვილად და სწრაფად ჯავას შეისწავლი. პროგრამირებაც ამ ენით სხვებზე უფრო მარტივია. რთულ ამოცანებს უფრო ადვილად, იაფად და საგრძნობლად უფრო სწრაფად ხსნი. ფირმაში ორივეს გამოყენება გვიწევს და ის, ვისაც უწევს C#-ში წერა, დილიდან საღამომდე მაიკროსოფტს აგინებს. :)

1. სერვერის მოწყობა საერთოდ არ წარმოადგენს პრობლემას. შენ ახლავე არ უნდა ააწყო ისეთი სერვერი, რომელიც 10 წელიწადშიც მოერევა დატვირთვას. თავიდან შეგიძლია შენს პერსონალურ კომპიუტერზე გაუშვა ეს პროგრამა, მერე კი ნელ-ნელა უფრო მძლავრ სერვერებს დააყენებ ანდა ქლასტერს ააწყობ. მთავარია სათანადო პლატფორმა შეარჩიო და პროგრამა ისე დაწერო, რომ მისი განაწილება შესაძლებელი იყოს! ახლა კი საერთოდ წედმეტია ამაზე ფიქრი. მაგალითისთვის ჩემი პერსონალური კომპიუტერი სახლში დღე და ღამე ჩართულია და ჩემი მშობლები ანდა მეგობრები როცა უნდათ შემოდიან და სხვადასხვა ფაილებს ტვირთავენ, რასაც დავუდებ.
2. 250მბ პროგრამა შენი ხელით თუ დაწერე, მართლა რაღაც გოლიათი უნდა იყოს! ალხა პროექტზე რომ ვმუშაობ, უკვე 200.000 სტრიქონს გადავაცილე და პროგრამა ჯამში ალბატ 10 მეგაბაიტიც არ იქნება, თანაც აქიდან უმეტესობა სურათებია.
ამის და მიუხედავათ, ვფიქრობ ამ ამოცანასაც შედარებით ადვილად გადაჭრი. ამოცანის ეტაპებად დაყოფა ძალიან ჭკვიანური რჩევაა. თავიდან შენ არ გჭირდება პროგრამა, რომელსაც შეეძლება ავტომატური Load Balancing-ი. საკმარისია ერთი ბიბლიოთეკა, რომელსაც გადასცემ მონაცემებს და ის გამოგითვლის პასუხს. რაც არ უნდა დიდი პროგრამა გქონდეს, ექსელში, ეჭვი მეპარება ჯავაში ის რამოდენიმე დღეში ვერ დაწერო. ექსელი უბრალოდ ვერ გაქაჩავს ესოდენ დიდ პროგრამებს. ჯავას სწავლა თუ დაიწყე, რასაც მე გირჩევ, სწორედ ეს იქნება, რასაც თავიდან გააკეთებ. ამას მოჰყვება მერე რამე მარტივი გრაფიკული ინტერფეისი, ექსელი თავიდან რომ მოიშორო. დამიჯერე, ამ ეტაპს რომ მიაღწევ, ეგრევე ამოისუნთქებ. :) მერე კი მონაცემათა ბაზაზე შეგიძლია იფიქრო.
3. დიზაინი და ვებ-ფრონტენდი ამჟამად მარტივი გეჩვენება, მაგრამ ესაა ის, რასაც ხედავს მომხმარებელი, ანუ ამ ადგილას პატარა ნაკლიც კი არ გეპატიება. ამოცანის გასამარტივებლად მე გირჩევდი არც JavaScript-ი და არც Flash-ი გამოიყენო. ფლეშისთვის კი არსებობს ჯავას ბიბლიოთეკები, რომლითაც შეგიძლია ადვილად მუშაობა, მაგრამ მაინც ჯავას გამოყენება კლიენტის კომპზეც უფრო ადვილი იქნება. საერთოდ, ამ ნაწილს შენ ყველაზე ბოლოს გააკეთებ, სხვა ყველაფერი მზად რომ იქნება.

საქართველოში სად შეიძლება ნახო JavaEE პროგრამისტი, არ ვიცი. ძველ თემაში რომ დაგიდე ფორუმის ლინკი, იქიდან არაფერი გამოვიდა?
Java საერთოდ სწრაფი ენაა, განსაკუთრებით სერვერზე, თუკი იცი როგორ გამოიყენო. :) ბერვმა არ იცის და პროგრამაც შესაბამისი გამოსდის.
სანამ JavaEE-ს ისწავლიდი, ჯერ დაიწყე საერთოდ Java-ს სწავლა. მე რითაც შევძლებ დაგეხმარები. როგორც სწავლაში, ისევე პროგრამირებაში. თვით JavaEE საკმაოდ რთულია, მაგრამ სხვა პლატფორმები კიდევ უარესია. თანაც ბოლო წლებში ამ მხრივ ბევრი გუმჯობესება მოხდა.
ამ პროექტს რომ დაამთავრებ, ძლიერი პროგრამისტი იქნები.

როგორც უკვე დაწერე, იმპერია მართლაც ჯავა სკრიპტს და ფლეშს იყენებს კლიენტის კომპზე, სერვერზე კი PHP.

აგერ საინტერესო ლინკი დასაწყისისთვის:

http://java.sun.com/...books/tutorial/
Der Gott ist tot!

#9 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,777 გამოხმაურება

დაწერილია 20 June, 2009 - 09:25

სერვერს რაც შეეხება,
შენ კი შეგიძლია მანდ შენი კომპოიუტერი გადააკეთო სერვერად, მაგრამ საქართველოში ასე არ გამოვა ... აქ იმის იმედიც არ გექნება, რომ მეორე წუთში ნორმალური შეერთებით გექნება რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ მე ვერ დავაყენებ და ვერ მოვმართავ ჩემს სერვერს ისე, რომ დაცული იყოს. ამიტომ ჩემს შემთხვევაში ოპტიმალური გამოსავალი იქნება სადმე სრულფასოვანი ჰოსტინგის შესყიდვა სპეციალურად ამ საქმისათვის და მისი გამოყენება.

ჯავას სწავლას რაც შეეხება,
მე პროგრამისტი არ ვარ, მაგრამ თავის დროზე html ვისწავლე და სხვაასხვა პროგრამების და კოდების მოდიფიცირება ვიცი ისე, რომ ამ კონფერენციას ვმართავ სრულად. სწავლა ნამდვილად არ მეზარება, თუმცა სამომავლოდ არც პროგრამისტობა მინდა ... მინდა ვიცოდე ... დრო რამდენი სჭირდება იმას, რომ ჯავა იმ დონეზე შევისწავლო, რომ მარტივი ამოცანები გადავჭრა?

Java თუ JavaEE?
თუ პირველი საკმარისია, მეორე რა საჭიროა? ის ხომ უფრო რთულია? რა უპირატესობა ექნება იმას, რომ JavaEE შეისწავლო?
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
პროფესიონალი ბიზნეს ტრენერი და კონსულტანტი
დირექტორი @ MARNET Associates LLC
მობ: 995 77 73 79 64
E-mail: admin@marketing.ge

კომპანიის ვებსაიტი
Linkedin Profile

პირადი პროექტები:
საერთაშორისო სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადა - ჩადეთ ფული განათლებაში!
ონლაინ ბიზნეს საკონსულტაციო ვებსაიტი - ინფორმაცია, კონსულტაცია & კავშირები

#10 George Chkhikvishvili

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 826 გამოხმაურება

დაწერილია 20 June, 2009 - 10:23

ამ ინფორმაციით რაც ითქვა, პროგრამირების კუთხით, ერთ-ერთ პრობლემას მე ვხედავ პროგრამის კონფიგურირება-დობაში (ბოდიში სუპერტერმინისთვის ::-/: ). ანუ, თუ გსურს რომ შეძლო მომავალში ცვლილებების შეტანა ისე, როგორც ამას ექსელში აკეთებდი, დაგჭირდება ფორმულების დიზაინერი, რისი დაპროგრამება ადვილი არ არის (საჭიროა რედაქტორი, პარსერი, კომპილატორი დ.ა.შ.). მეორე გამოსავალია, რომ ჩასვა წილში (ან დასვა ხელფასზე) პროგრამისტ(ებ)ი, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ცვლილებებს შეიტანს უშუალოდ პროგრამულ კოდში, რაც გაცილებით მარტივია. აქვე ჩნდება კითხვა: რა არის პროექტის მიზანი, ანუ პროგრამა იქნება კომერციული თუ მარტო სასწავლო? საიდან ფიქრობ რომ შემოსავალი მიიღო?

რაც შეეხება პლათფორმას. ნებისმიერ შემთხვევაში, ძირითადი მნიშვნნელობა აქვს პროგრამისტის პროფესიონალიზმს, რა პლატფორმაზე მუშაობს ეს მისი საქმეა. თანამედროვე სერვერები იმდენად ძლიერია, რომ რთულია იმათი გადატვირთვა. იქნება ეს ჯავა თუ ემ-ეს ფრეიმვორქი ორივე მაგ ამოცანას თავისუფლად გადაწყვიტავს. პირველ რიგში საპოვნია "სწორი" სპეციალისტი, მეორე ამოცანაა უკვე ბიუჯეტი. თუ დადებ მეტ ინფორმაციას პროექტზე, შევძლებ თბილისური რეალობიდან გამომდინარე დახხლოებითი ბიუჯეტის (ანუ ასეულებია, ათასეულები დ.ა.შ.) და ვადების თქმასაც.

არის ძალიან ბევრი ნიუანსი, ნებისმიერ შემთხვევაში სპეციალისტის გარეშე, აი-თი პროექტის კეთება დაახლოებით იგივეა, რომ მედიცინაში დაიწყო თვით-მკურნალობა.

რედაქტორი George Chkhikvishvili, 20 June, 2009 - 10:28.

Analyst/Software Designer
<a href="http://biletebi.ge" target="_blank">Biletebi.ge</a>
<a href="http://ads.karvasla.com?languageid=1" target="_blank">ads.Karvasla.com</a>
<a href="http://survey.ge" target="_blank">Survey.ge</a>
...............................
tel: +995 97 556563
E-mail: gio_ch@hotmail.com

#11 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,777 გამოხმაურება

დაწერილია 20 June, 2009 - 10:33

ციტატა

არის ძალიან ბევრი ნიუანსი, ნებისმიერ შემთხვევაში სპეციალისტის გარეშე, აი-თი პროექტის კეთება დაახლოებით იგივეა, რომ მედიცინაში დაიწყო თვით-მკურნალობა.

ეგ არ მინდა სწორედ ::-/: ... ამიტომ ვფიქრობ, პროგრამირების სწავლას ხომ არ ჯობია პროგრამული მხარე სხვაგვარად მოვაგვარო?

ფორმულების გადაკეთებასთან დაკავშირებით,
რა თქმა უნდა პერიოდულად დამჭირდება ფორმულების შეცვლაც ... თან არაერთის ... ამიტომ პროგრამა ისეთი უნდა იყოს, რომ ფორმულის შეცვლა შემეძლოს ... აქ კიდევ სხვა პრობლემაა: სანამ მე პროგრამისტს ავუხსნი რა მინდა ... ეუფჰჰჰ ... რთულია გააგებინო ის რაც ჩაფიქრებული მაქვს ... როცა თვითონ იცი ეს გაცილებით ადვილია ...

პროგრამისტების დაინტერესებაზე მეც ვიფიქრე, მაგრამ თუ ჩვენს რეალობას გავითვალისწინებთ არ მგონია სათანადო პროგრამისტის პოვნა ასე ადვილი იყოს. შესაძლოა პროექტში მონაწილეობა შევთავაზო იმ კომპანიებს, რომლებიც მსგავსი თამაშების გაკეთებაზე მუშაობენ ... მაგრამ ჯერ არ ვარ ჩამოყალიბებული ... აქ კიდევ უფრო სერიოზული საკითხებია, როგორიცაა მაგალითად კოდის უსაფრთხოება ... მსგავსი სტრატეგიული თამაშების მოდელები მეტად ძვირი ღირს ...

ცხადია პროექტი იქნება კომერციული, და შემოსავალს მრავალი წყაროდან ველი ... თუმცა ამის პროგნოზირება რთულია ჯერ ... ეს არის პროდუქტი, რომელსაც სტუდენტური ოლიმპიადების დროს გამოვიყენებ, შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატების დროს, კერძო კომპანიებსაც შევთავაზებ ამის ჩატარებას თავისი თანამშრომლებისაათვის ... სწორედ რომ სასწავლო დანიშნულება აქვს ამ ყველაფერს და შემოსავალსაც მოიტანს ... მაგრამ არა იმდენს, რომ ადამიანთა დიდი ჯგუფის დაფინანსებას ეყოს ... სწორედ ამიტომ მინდა მაქსიმალურად ისე გაკეთდეს, რომ მე თვითონ შემეძლოს ბევრი რამ ...
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
პროფესიონალი ბიზნეს ტრენერი და კონსულტანტი
დირექტორი @ MARNET Associates LLC
მობ: 995 77 73 79 64
E-mail: admin@marketing.ge

კომპანიის ვებსაიტი
Linkedin Profile

პირადი პროექტები:
საერთაშორისო სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადა - ჩადეთ ფული განათლებაში!
ონლაინ ბიზნეს საკონსულტაციო ვებსაიტი - ინფორმაცია, კონსულტაცია & კავშირები

#12 Irakli Betchvaia

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,772 გამოხმაურება

დაწერილია 20 June, 2009 - 12:42

ჯავა ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ამასთანავე მძლავრი ენაა. რანე სხვა ობიექტ-ორიენტირებული ენა თუ იცი, მაგ. Visual Basic, კიდევ უფრო გაგიადვილდება სწავლა. მარტივი ამოცანების გადაჭრას იწყებ პირველივე ლექციიდან, ანუ პრიველივე დღიდან. ერთ კვირაში ალბატ ექსელის ფორმულებს გადაიტან ჯავაში. მე ამაში დაგეხმარები.

შედარებით მეტი დრო დაგჭირდება გრაფიკული გარსისთვის. ეს უფრო ღრმა ცოდნას მოითხოვს, მაგრამ რთული არც ესაა. თუკი გამოიყენებ NetBeans-ს, მას მოჰყვება უკვე გრაფიკული გარსების ედიტორი. მარტივი გარსის პროგრამა ჩემთვის ალბათ ერთი დღის სამუშაო იქნებოდა. შენც ადვილად შეისწავლი. რთულია ამ ყველაფრის სერვერზე გადატანა. მონაცემათა ბაზა დაგჭირდება. ალბათ ვებ სერვისები. თუკი მომხმარებლის კომპზე რამე მოძრაობა გინდა ანახო ანდა სხვა სპეცეფექტები, ეს უკვე ცალკე თემაა. ამას სპეციალისტი დასჭირდება.

ჯავა არის პროგრამირების ენა. ის გამოიყენება სხვადასხვა პლატფორმებზე.
სანის შექმნილია:
JavaME - შეზღუდული რესურსების მქონე მოწყობილებებისთვის, მაგ. მობილური ტელეფონები
JavaSE - დესკტოპებისთვის
JavaEE - სერვერებისთვის

ამასე ემატება გუგლის ანდროიდი, ესეც მობილური ტელეფონებისთვის. რამდენადაც ვიცი, ჯავა ასევე შეგიძლია გამოიყენო .Net-ზე.

თავიდან შენ უნდა შეისწავლო პროგრამირების ენა. მერე კი იმის და მიხედვით, თუ სად გინდა ამუშაო შენი პროგრამა, შეისწავლი შესაბამის პლატფორმას. მაგ. თუკი გინდა რომ მომხმარებელმა მობილური ტელეფონიდან შესძლოს თამაშში მონაწილეობის მიღება, დაწერ პროგრამას ანდ JAvaME-ში, ანდა Android-ში.

ფორმულების დიზაინერი საჭირო არაა. უფრო ადვილი იქნებოდა ჯავას სწავლა, ვიდრე ამ დიზაინერის დაწერა. საერთოდ ასეთი ამოცანებისთვის სკრიპტული ენები გამოიყენება. ჯავას უკვე მოჰყვება რამოდენიმე ასეთი ენა და სხვები შეგიძლია დაუმატო. მაგრამ ეს ყველაფერი ხათაბალაა. თანაც შედარებით ნელა იმუშავებს (ექსელზე მაინც გაცილებით უფრო სწრაფად).
Der Gott ist tot!

#13 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,777 გამოხმაურება

დაწერილია 20 June, 2009 - 13:03

ხომ არ იქნებოდა უფრო გამართლებული მომეძებნა კომპიუტერული კომპანიები, რომლებიც სპეციალიზდებიან სიმულაციური თამაშების დაპროგრამებაზე და შემეთავაზებინა თანამშრომლობა?

ან/და სად შეიძლება მივიღო ინფორმაცია თუ რა ტექნოლოგიებს იყენებენ MMORPG თამაშების შექმნისას და როგორია შექმნის პროცესი?

და კიდევ,
ახსნილიდან გარკვეული წარმოდგენა მექმნება თუ როგორ დამეხმარება ჯავა, მაგრამ ცხადია მის სარგებლიანობა/გამოსადეგობას ბოლომდე მხოლოდ მაშინ მივხვდები თუ ერთი კვირის ინვესტიციას მოვახდენ ჯავას შესწავლაში. მაგრამ ჯავა საკმარისი იქნება თავად პროგრამის დასაწერად. სადმე ამ პროგრამის გარკვეულ პირობებში ასამუშავებლად კი საჭირო იქნება კონკრეტულ პლატფორმაზე მორგება. სწორად გავიგე?
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
პროფესიონალი ბიზნეს ტრენერი და კონსულტანტი
დირექტორი @ MARNET Associates LLC
მობ: 995 77 73 79 64
E-mail: admin@marketing.ge

კომპანიის ვებსაიტი
Linkedin Profile

პირადი პროექტები:
საერთაშორისო სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადა - ჩადეთ ფული განათლებაში!
ონლაინ ბიზნეს საკონსულტაციო ვებსაიტი - ინფორმაცია, კონსულტაცია & კავშირები

#14 Irakli Betchvaia

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,772 გამოხმაურება

დაწერილია 20 June, 2009 - 13:37

მე ვფიქრობ, თუკი გაქვს ფული, ჯობია დაელაპარაკო ფირმას. სათანადო ხარისხით თუ გაკეთდა ეს ყველაფერი, ალბათ თანხა თავიდან 20.000-ი ევროს ფარგლებში იქნება. თუ ფული არ გაქვს, იქნებ თავისუფალი პროექტი შექმნა? პროგრამისტს უფრო ადვილად ნახავ. იმპერიის პატრონი როგორც ჩანს არის რაღაც Non profit organisation.

MMORPG თამაშების შექმნისას სხვადასხვა ტექნოლოგიები გამოიყენება. გააჩნია რა თამაშია. თუკი მაგ. სწრაფი 3D გრაფიკა გინდა, ჯავა ნაკლებად გამოდგება.

ჯავას ერთ-ერთი დიდი პლუსი ისაა, რომ ერთხელ თუ დაწერ, მერე აღარ უნდა მოარგო რამე პლატფორმას. ::-/: შენი ფორმულები სერვერზე ისევე იმუშავებენ, როგორც დესკტოპზე. ამ კოდს მოდიფიცირება არ დასჭირდება. განსხვავებები იქნება გრაფიკულ გარსში. სერვერს მაგ. ის საერთოდ არ აქვს, ანუ კლიენტს ცალკე უნდა მიაწოდო რამე გრაფიკული გარსი (ან ავტომატურად, ანდა თვითონ დააინსტალიროს), რომელიც ამა თუ იმ გზით ილაპარაკებს სერვერთან. დესკტოპზე კი ეს ყველაფერი ბევრად უფრო მარტივია. იქ შეგიძლია გახსნა ფანჯარა სადაც იქნება სათანადო ფორმულარი. ფორმულები გამოთვლისთვის იქვე გედება, ანუ სერვერთან კომუნიკაციაზე თავი არ უნდა იტეხო. ამდაგვარ ამოცანებს აკეთებენ დამწყები პროგრამისტები სწავლის დაწყებიდან 1-2 კვირის მერე.

მობილურ ტელეფონებზე პრობლემა ისაა, რომ რესურსები ძალიან შეზღუდული გაქვს. ფორმულებს იქ ალბათ ვერ დაითვლი, ანუ ცალკე სერვერია საჭირო და ფანჯარასაც ვერ გახსნი ჩვეულებრივი ფორმულარით. შესაბამისად გრაფიკული გარსის კეთებაც უფრო რთულია.
Der Gott ist tot!

#15 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,777 გამოხმაურება

დაწერილია 20 June, 2009 - 14:27

კარგი,
დავანებოთ თავი მობილური ტელეფონებიდან თამაშს, ვინაიდან როგორც ვხვდები ნებისმიერ მოქმედ პროგრამას შეიძლება მოარგო გარკვეული გარსი და მიაბა მობილურ ტელეფონებს ... სერიოზულ თამაშებს არ აქვთ ეს გაკეთებული და მე რომ ამაზე ვიფიქრო დროის კარგვა იქნება ..

რა ალტერნატივებია?

დავუშვათ შექმენი თავისუფალი პროექტი ...
ნახავ კი ნორმალურ პროგრამისტს? თან მარტო პროგრამისტიც ხომ არაა? თან თუ პროგრამისტი "ნორმალურია" ის უსაქმოდ არ იქნება ... თუ არ ვარგა, ესე იგი არც შენ გამოგადგება ... თავისუფალი პროექტი მართლაც რომ მნიშვნელოვანი უნდა იყოს მთლიანად საზოგადოებისათვის, რომ მისთვის ვინმეებმა დრო დახარჯონ ...
ანუ ეს ვარიანტი ნაკლებად შესაძლებელია ... თუ შეუძლებელი არა ...

დავუშვათ დავუკავშირდი კომპეტენტური ფირმას ... რატომღაც მგონია, რომ 20 000 ევრო ნამდვილად არ იქნება საკმარისი საწყის ეტაპზეც კი ...
და ვინაიდან მსგავსი ფული არ მაქვს, შესაბამისად ეს ვარიანტიც გამოირიცხა ...
თან გარდა იმისა, რომ უნდა პროგრამის დამზადებაში გადაიხადო იმას ხომ უნდა მერე განახლებელი? ... პროცესი კი ადვილი არ იქნება და დიდი ენერგიას წაიღებს ...

დავუშვათ დაუკავშირდე კომპეტენტურ ფირმას და გრძელვადიანი თანამშრომლობა შესთავაზო [რატომღაც მგონია, რომ საქართველოშიც შეიძლება ასეთი ვინმეს გამოძებნა] ... შეიძლება გააკეთო ერთობლივი პროდუქტი და სამომავლო შემოსავალიც გაინაწილო, მაგრამ რთულია ვინმე წამოიყვანო ასეთ თემაზე თანამშრომლობაზე ... მათი პოზიციიდან თუ შევხედავთ რისკი მაღალია ... მაგრამ ეს შესაძლებლობა რეალურად არსებობს სხვებთან შედარებით ..

დავუშვათ მარტო შევუდექი საქმეს ... ეხლა ვათვალიერებდი გარკვეულ გვერდებს ინტერნეტში ... MMORPG თამაშების შექმნის ინდუსტრიაში სერიოზული მოძრაობებია იმ მხრივაც, რომ ბევრი ინდივიდი მარტოც კი აკეთებს ასეთ თამაშებს [სხვა საკითხია რამდენად წარმატებულად] ... მთელი ინსტრუქციებიც კი ვნახე თუ როგორ შეიძლება ამის გაკეთება ერთი ადამიანის მიერ ... მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ პროგრამისტული მხარის გარდა აქ ბევრი მომენტია [მარტო მსოფლიო მასშტაბით მარკეტინგი და შემსრულებლის მრავალმხრივი უნარები რად ღირს], ნამეტანი რთული პროცესია ეს და წარმატების შანში 1%-ზე ნაკლებია ... ანუ მარტომ არც უნდა დაიწო ეს საქმე ...

რამოდენიმე შეკითხვა:

შენ ახსენე, რომ ჯავაში დაწერილი პროგრამა შეიძლება დეკტოპზეც ამუშავოო. ეგრეა?
ანუ გამოდის, რომ მე შემიძლია ექსელში გაკეთებული პროგრამა ჯავაში გადავიყვანო და ისე ვამუშავო?
ექსელის ფაილები შეიძლება თუ არა მიაბა ჯავას პროგამულ ფაილებზე ისე, რომ ჯავა ფაილში ექსელიდან მონაცემები შეიტანო?
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
პროფესიონალი ბიზნეს ტრენერი და კონსულტანტი
დირექტორი @ MARNET Associates LLC
მობ: 995 77 73 79 64
E-mail: admin@marketing.ge

კომპანიის ვებსაიტი
Linkedin Profile

პირადი პროექტები:
საერთაშორისო სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადა - ჩადეთ ფული განათლებაში!
ონლაინ ბიზნეს საკონსულტაციო ვებსაიტი - ინფორმაცია, კონსულტაცია & კავშირები

#16 Irakli Betchvaia

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,772 გამოხმაურება

დაწერილია 20 June, 2009 - 14:47

1. ჯავას პროგრამები მუშაობს "ყველგან". დესკტოპზე პრობლემა არ გექნება.
2. შეგიძლია ექსელის პროგრამა გადაიტანო ჯავაში და ის ამუშაო. ეს პროგრამა იმუშავებს ბევრად(!) უფრო სწრაფად, ექნება ნორმალური გრაფიკული გარსი და განახლებებსაც ადვილად მოარგებ.
3. ჯავას პროგრამას რასაც გინდა, იმას მიაბავ. ოღონდ XLS და მსგავსი ფაილების კითხვა მეტად რთული იქნება შენთვის, მითუმეტეს ამ ეტაპზე. ჯობია აირჩიო რამე მარტივი ფორმატი, მაგ. CSV. დარწმუნებული ვარ, ექსელშიც კი შეგიძლია ტაბულა ამ ფორმატში შეინახო. მაგრამ უკეთესი იქნებოდა, სათანადო ედიტორი დაგეწერა და ჯავასთვის უფრო მარტივი ფორმატი შეგერჩია. არ ვიცი რა მონაცემების შეტანა გინდა და ამიტომ კონკრეტულად აქ ვერაფერს გირჩევ.
Der Gott ist tot!

#17 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,777 გამოხმაურება

დაწერილია 20 June, 2009 - 16:57

უნდა აღინიშნოს, რომ დღეს არსებული მოდელი სრულფასოვნად დააკმაყოფილებდა საერთაშორისო დონის სტუდენტური ოლიმპიადის ჩატარების მოთხოვნებს. მხოლოდ ისაა საჭირო, რომ ყველაფერი ითარგმნოს ინგლისურ ენაზე, რასაც ამ ზაფხულზე ვგეგმავ. თავად ოლიმპიადის სქემაზე ეხლა ვმუშაობ და ვფიქრობ, რომ ერთი წლის განმავლობაში მექნება შესაძლებლობა, რომ B-STRAT შეუფერხებლად გამოვიყენო მისი MMORPG-ად გადაკეთების გარეშე. არადა MORPG ნამდვილად არის უკვე ... ერთი M-ღა აკლია ::-B: ... ანუ თამამად შეიძლება ითქვას რომ 1 წელი მაქვს ... მაგრამ თუ გავიაზრებთ, რომ ეს ადვილი საქმე არაა და პროგრამის შექმნის გარდა მისი გარანდვაცაა საჭირო [რასაც ჩვეულებრივ დიდი დრო მიაქვს], 1 წელი არც თუ ისე დიდი პერიოდად მეჩვენება ...

ნელ-ნელა მივდივარ იმ დასკვნამდე, რომ ამ ეტაპზე 2 ამოცანა იძენს პრიორიტეტს:

1. სადაზვერვო ხასიათის. უკეთ უნდა შევიწავლო MMORPG თამაშების დარგი, ბაზრის განვითარება და ა.შ. ... თუ საჭიროა ვითამაშო კიდეც რამოდენიმე MMORPG თამაში. ამ სადაზვერვო საქმიანობის შედეგად უკეთესი წარმოდგენა შემექმნება თუ როგორია დარგის ტენდენციები, რა დეტალების გასათვალისწინებელი. ეს კი თავის მხრივ დამეხმარება განვსაზღვრო სტრატეგია, სწორად დავსვა მარკეტინგული მიზნები და შევიმუშავო MMORPG თამაშის ისეთი მოდელი, რომელიც უკეთ გაიყიდება;

2. შესრულებითი ხასიათის. უნდა გავერკვე Java-ში, უნდა გავიგო თუ ძირითადში რა სახის პროგრამებს იყენებენ კომპანიები MMORPG თამაშების შესამუშავებლად ... შესაძლოა ამ ძიების პროცესში პროექტის სავარაუდო პარტნიორების შესახებაც გამიჩნდეს ჩამოყალიბებული აზრი;

ვფიქრობ უახლოესი თვეების [ალბათ 2 თვე] განმავლობაში ამ ეტაპების გავლის შემდეგ უკეთესი წარმოდგენა მექნება პროექტის სტრატეგიის, საჭირო ინსტრუმენტების და განხორციელების უშუალო დეტალების შესახებ და უკვე შესაძლებელი იქნება კონკრეტული საუბრები.

რამეს ხომ არ დაამატებდით?
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
პროფესიონალი ბიზნეს ტრენერი და კონსულტანტი
დირექტორი @ MARNET Associates LLC
მობ: 995 77 73 79 64
E-mail: admin@marketing.ge

კომპანიის ვებსაიტი
Linkedin Profile

პირადი პროექტები:
საერთაშორისო სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადა - ჩადეთ ფული განათლებაში!
ონლაინ ბიზნეს საკონსულტაციო ვებსაიტი - ინფორმაცია, კონსულტაცია & კავშირები

#18 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,777 გამოხმაურება

დაწერილია 21 June, 2009 - 10:18

ჰმ,
როგორც ჩანს რაც მე მინდა MMORPG არ არის. ეს პრინციპულად ცვლის მოქმედების სიბრტყეს ...

ვიკიპედიაზე ვნახე Massively multiplayer online game ძალიან კარგი დახასიათება ... და როგორც ვხვდები ის, რაზედაც ჩვენ ვსაუბრობთ, არის MMO real-time strategy ანუ შემოკლებით MMORTS

ოდნავ მოგვიანებით, როცა უკეთ გავეცნობი სხვადასხვა Massively multiplayer online game -ს კონკრეტულად დავწერ რომელი რა არის და რით განსხვავდებიან ერთმანეთისგან

ძალიან კარგი განმარტება იმისა, თუ რა არის MMORPG: http://www.wisegeek....is-a-mmorpg.htm

რედაქტორი Tariel Zivzivadze, 21 June, 2009 - 10:07.

საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
პროფესიონალი ბიზნეს ტრენერი და კონსულტანტი
დირექტორი @ MARNET Associates LLC
მობ: 995 77 73 79 64
E-mail: admin@marketing.ge

კომპანიის ვებსაიტი
Linkedin Profile

პირადი პროექტები:
საერთაშორისო სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადა - ჩადეთ ფული განათლებაში!
ონლაინ ბიზნეს საკონსულტაციო ვებსაიტი - ინფორმაცია, კონსულტაცია & კავშირები

#19 George Chkhikvishvili

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 826 გამოხმაურება

დაწერილია 21 June, 2009 - 12:16

ნუ ირაკლისგან განსხვავებით მე მაინც გირჩევდი იარაღის ყიდვის მაგივრად მსროლელების დაქირავებას ::-B:

აი ეს არის ჩემი ხედვა:

თუ გსურს რომ პროცესი რეალურად წინ წაწიო, აუცილებლად ეს საკითხები უნდა გაიარო სპეციალისტთან. ბანალურ რამეს ვამბობ, მაგრამ პროგრამირებაში ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალი შეიძლება გადაიზარდოს რამდენიმეთვიან უსარგებლო შრომაში. პირველი, რასაც პროფესიონალი გააკეთებს დაგიცავს ავანტიურებისგან. თან აქ არ გამოგადგება ახალგაზრდა "ნიჭიერი", რადგან კარიერის დასააწყისში დეველოპერები ხშირად არიან პროგრამისტული საშუალებების ამა თუ იმ მწარმოებელის სლოგანების ტყვეობაში. ამ დროს წაკითხული ბევრი გაქვს, მარა ცხოვრებაში ნაცადი ცოტა და ბოლომდე ვერ გრძნობ ზღვარს მარკეტინგს და რეალობას შორის. ისე ეს ზოგჯერ "ბიძებსაც" მოსდით :)

რაც შეეხება თვითონ შექმნის პროცესს. აქ არის ორი მოქმედი პირი (გარდა დამკვეთისა): დიზაინერი და დეველოპერი. კარგი არქიტექტურული დიზაინის გარეშე დეველოპერმა შეიძლება თვეები იმუშაოს ყოველგვარი შედეგის გარეშე. პირველი, უნდა შეიქმნას ზოგადი კონცეფცია (ანუ, როგორც ითქვა, თუ რა პლათფორმაზე კეთდება? რა ფორმით (ვებ აპლიკაცია, დესკტოპ აპლიკაცია)? როგორ ხდება მოდულებს შორის კავშირი (HTML, ვებ-სერვისები, ორობითი კავშირი) დ.ა.შ). შემდეგ უნდა გაკეთდეს დიზაინი, მონაცემთა ბაზის სტრუქტურა, გაკეთდეს კონცეპტუალური ვერსია ე.წ. Proof of Concept, გამოიცადოს ტესტ ჯგუფზე და მხოლოდ ამის მერე შეიქმნას საბოლოო პროდუქტი, ანუ დევს ამაში ფილოსოფია :). ყველა ეტაპზე დამკვეთი და "რაზრაბოტჩიკი" ძალიან აქტიურად უნდა ურთიერთქმედებდეს. დამკვეთს უნდა ქონდეს სრული კონტროლი პროცესზე. საერთოდ თვითონ შემსრულებლის ინტერესშია რომ დამკვეთისგან მიიღოს დასტური ყველა ეტაპზე, ეს დაიცავს მას გადაკეთების ზედმეტი შრომსაგან.

რაც შეეხება შემსრულებლის პოვნას. სხვა არ ვიცი, მარა მეც რაღაც მომენტში მივედი დასკვნამდე, რომ იშვიათი გამონაკლისის გარდა, ქართულ კომპანიებს არ აქვთ რესურსები (ნერვები) ხარისხიანი პროდუქტის შესაქმნელად და ამიტომ ვაკეთებს ასეთ რამეს: თუ პროექტი ღირებულია, მე შევდივარ წილში და ამის სანაცვლოდ ტექნიკურ საკითხებს მთლიანად ვიღებ ჩემს თავზე. ამასთან ბიზნესის წაყვანა სრულად რჩება პარტნიორის კომპტენციაში. ასე გავაკეთეთ მაგალითად ბილეთები.ჯი და ამ ზაფხულს ვამთავრებ კიდევ 2 პროექტს. დარწმუნებული ვარ ამა თუ იმ ფორმით სხვებიც იგივეს აკეთებენ, ასე რომ ეს გზა სავსებით რეალურია.
Analyst/Software Designer
<a href="http://biletebi.ge" target="_blank">Biletebi.ge</a>
<a href="http://ads.karvasla.com?languageid=1" target="_blank">ads.Karvasla.com</a>
<a href="http://survey.ge" target="_blank">Survey.ge</a>
...............................
tel: +995 97 556563
E-mail: gio_ch@hotmail.com

#20 Irakli Betchvaia

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,772 გამოხმაურება

დაწერილია 21 June, 2009 - 21:49

იხილე გამოხმაურებაTariel Zivzivadze, Jun 21/09, 07:18 -ში, განაცხადა:

ჰმ, როგორც ჩანს რაც მე მინდა MMORPG არ არის. ეს პრინციპულად ცვლის მოქმედების სიბრტყეს ... ვიკიპედიაზე ვნახე Massively multiplayer online game ძალიან კარგი დახასიათება ... და როგორც ვხვდები ის, რაზედაც ჩვენ ვსაუბრობთ, არის MMO real-time strategy ანუ შემოკლებით MMORTS ოდნავ მოგვიანებით, როცა უკეთ გავეცნობი სხვადასხვა Massively multiplayer online game -ს კონკრეტულად დავწერ რომელი რა არის და რით განსხვავდებიან ერთმანეთისგან ძალიან კარგი განმარტება იმისა, თუ რა არის MMORPG: http://www.wisegeek....is-a-mmorpg.htm


დარწმუნებული ხარ, რომ real time strategy გინდა? აქამდე რაც აღწერე, სხვას მიუთითებს.

იხილე გამოხმაურებაGeorge Chkhikvishvili, Jun 21/09, 09:16 -ში, განაცხადა:

ნუ ირაკლისგან განსხვავებით მე მაინც გირჩევდი იარაღის ყიდვის მაგივრად მსროლელების დაქირავებას ::-B: აი ეს არის ჩემი ხედვა: თუ გსურს რომ პროცესი რეალურად წინ წაწიო, აუცილებლად ეს საკითხები უნდა გაიარო სპეციალისტთან. ბანალურ რამეს ვამბობ, მაგრამ პროგრამირებაში ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალი შეიძლება გადაიზარდოს რამდენიმეთვიან უსარგებლო შრომაში. პირველი, რასაც პროფესიონალი გააკეთებს დაგიცავს ავანტიურებისგან. თან აქ არ გამოგადგება ახალგაზრდა "ნიჭიერი", რადგან კარიერის დასააწყისში დეველოპერები ხშირად არიან პროგრამისტული საშუალებების ამა თუ იმ მწარმოებელის სლოგანების ტყვეობაში. ამ დროს წაკითხული ბევრი გაქვს, მარა ცხოვრებაში ნაცადი ცოტა და ბოლომდე ვერ გრძნობ ზღვარს მარკეტინგს და რეალობას შორის. ისე ეს ზოგჯერ "ბიძებსაც" მოსდით :) რაც შეეხება თვითონ შექმნის პროცესს. აქ არის ორი მოქმედი პირი (გარდა დამკვეთისა): დიზაინერი და დეველოპერი. კარგი არქიტექტურული დიზაინის გარეშე დეველოპერმა შეიძლება თვეები იმუშაოს ყოველგვარი შედეგის გარეშე. პირველი, უნდა შეიქმნას ზოგადი კონცეფცია (ანუ, როგორც ითქვა, თუ რა პლათფორმაზე კეთდება? რა ფორმით (ვებ აპლიკაცია, დესკტოპ აპლიკაცია)? როგორ ხდება მოდულებს შორის კავშირი (HTML, ვებ-სერვისები, ორობითი კავშირი) დ.ა.შ). შემდეგ უნდა გაკეთდეს დიზაინი, მონაცემთა ბაზის სტრუქტურა, გაკეთდეს კონცეპტუალური ვერსია ე.წ. Proof of Concept, გამოიცადოს ტესტ ჯგუფზე და მხოლოდ ამის მერე შეიქმნას საბოლოო პროდუქტი, ანუ დევს ამაში ფილოსოფია :). ყველა ეტაპზე დამკვეთი და "რაზრაბოტჩიკი" ძალიან აქტიურად უნდა ურთიერთქმედებდეს. დამკვეთს უნდა ქონდეს სრული კონტროლი პროცესზე. საერთოდ თვითონ შემსრულებლის ინტერესშია რომ დამკვეთისგან მიიღოს დასტური ყველა ეტაპზე, ეს დაიცავს მას გადაკეთების ზედმეტი შრომსაგან. რაც შეეხება შემსრულებლის პოვნას. სხვა არ ვიცი, მარა მეც რაღაც მომენტში მივედი დასკვნამდე, რომ იშვიათი გამონაკლისის გარდა, ქართულ კომპანიებს არ აქვთ რესურსები (ნერვები) ხარისხიანი პროდუქტის შესაქმნელად და ამიტომ ვაკეთებს ასეთ რამეს: თუ პროექტი ღირებულია, მე შევდივარ წილში და ამის სანაცვლოდ ტექნიკურ საკითხებს მთლიანად ვიღებ ჩემს თავზე. ამასთან ბიზნესის წაყვანა სრულად რჩება პარტნიორის კომპტენციაში. ასე გავაკეთეთ მაგალითად ბილეთები.ჯი და ამ ზაფხულს ვამთავრებ კიდევ 2 პროექტს. დარწმუნებული ვარ ამა თუ იმ ფორმით სხვებიც იგივეს აკეთებენ, ასე რომ ეს გზა სავსებით რეალურია.


ეს ყველაფერი ძალიან კარგი, მაგრამ შენ ტარიელს კონკრეტულად რას ურჩევ? IT ფირმასთან წილში შევიდეს და ტექნიკური მხარე მთლიანად თავის თავზე აიღოს? :D

მსროლელების დაქირავება ძალიან კარგია, თუკი ფული გაქვს. თუკი არა, სროლა კი მაინც გინდა, მოგიწევს მარტივი იარაღის გამოყენების სწავლა. ფული რომ გაგიჩნდება, მერე დაიქირავებ პროფესიონალებს.
Der Gott ist tot!



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე



 Link პარტნიორები
ბიზნესის დაგეგმვა
MARNET Associates LLC

განათლება
ISET
შენი განათლების გზამკვლევი
Targmne.com
International Students' Business Olympiad

დასაქმება / HR
Staff.ge

ინტერნეტი & IT
FreeShop.Ge
Karvasla.com
SEO და ინტერნეტ მარკეტინგი
კომპანია BIT
SMS ქისა

Fonts.ge - ქართული ფონტები
კომპანია Singular-ის ბლოგი
Anonsi.ge
Sanishne.com
ბლოგი Business Cafe
ბლოგი Event-Lenta

ინფორმაცია
Enthusiast.ge
Бизнес Грузия
Reality.ge
Worldnews.ge

მარკეტინგი & PR
ბლოგი MSG Partisani
ბლოგი PRHYPERMARKET
DAVID.GE 2.0
მარკეტინგული ბლოგი

ქართული ბრენდი
PR გიდი
PR სააგენტო GePRa
PR სააგენტო პროფილი
Publicity.ge
ფაბლისითი ჯგუფი

მედიცინა & ჯანდაცვა
სამედიცინო პორტალი
სამედიცინო ფორუმი

საქართველო
About Georgia
Kutaisi

ტრანსპორტი & ლოგისტიკა
ავტომობილები ჰოლანდიიდან
1auto.ge

ტურიზმი
Georgian Tourism Association
კომპანია ჰარმონია
გლობალ სერვის ტური

უძრავი ქონება
101.ge
IND პროექტი
Privatservice-Tbilisi Real Estate








Share