ციტატა
ეგ არ მინდა სწორედ
ფორმულების გადაკეთებასთან დაკავშირებით,
რა თქმა უნდა პერიოდულად დამჭირდება ფორმულების შეცვლაც ... თან არაერთის ... ამიტომ პროგრამა ისეთი უნდა იყოს, რომ ფორმულის შეცვლა შემეძლოს ... აქ კიდევ სხვა პრობლემაა: სანამ მე პროგრამისტს ავუხსნი რა მინდა ... ეუფჰჰჰ ... რთულია გააგებინო ის რაც ჩაფიქრებული მაქვს ... როცა თვითონ იცი ეს გაცილებით ადვილია ...
პროგრამისტების დაინტერესებაზე მეც ვიფიქრე, მაგრამ თუ ჩვენს რეალობას გავითვალისწინებთ არ მგონია სათანადო პროგრამისტის პოვნა ასე ადვილი იყოს. შესაძლოა პროექტში მონაწილეობა შევთავაზო იმ კომპანიებს, რომლებიც მსგავსი თამაშების გაკეთებაზე მუშაობენ ... მაგრამ ჯერ არ ვარ ჩამოყალიბებული ... აქ კიდევ უფრო სერიოზული საკითხებია, როგორიცაა მაგალითად კოდის უსაფრთხოება ... მსგავსი სტრატეგიული თამაშების მოდელები მეტად ძვირი ღირს ...
ცხადია პროექტი იქნება კომერციული, და შემოსავალს მრავალი წყაროდან ველი ... თუმცა ამის პროგნოზირება რთულია ჯერ ... ეს არის პროდუქტი, რომელსაც სტუდენტური ოლიმპიადების დროს გამოვიყენებ, შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატების დროს, კერძო კომპანიებსაც შევთავაზებ ამის ჩატარებას თავისი თანამშრომლებისაათვის ... სწორედ რომ სასწავლო დანიშნულება აქვს ამ ყველაფერს და შემოსავალსაც მოიტანს ... მაგრამ არა იმდენს, რომ ადამიანთა დიდი ჯგუფის დაფინანსებას ეყოს ... სწორედ ამიტომ მინდა მაქსიმალურად ისე გაკეთდეს, რომ მე თვითონ შემეძლოს ბევრი რამ ...

დამფუძნებლის მიმართვა



თემა დახურულია!
პიქტოგრამას დააწკაპუნოთ. ამით შეფასდება როგორც კონკრეტული გამოხმაურება, ასევე +1 ქულით გაიზრდება წევრის საერთო რეპუტაცია. Conference.ge-ზე წევრის რეპუტაცია მნიშვნელოვანია!


