ნახტომი



* * * * * 1 ხმა

რატომაა კონფერენციაზე რეგისტრაცია ასე რთული?


გამოხმაურებათა რაოდენობა: 23

#1 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,777 გამოხმაურება

დაწერილია 21 September, 2009 - 15:18

მოგესალმებით მეგობრებო,


ბოლო რამოდენიმე თვეა [მიუხედავად საჭირო ადგილებში დეტალური ახსნა-განმარტებებისა] კონფერენციაზე გახშირდა იმ რეგისტრაციათა რაოდენობა, რომლებიც მუდმივად იშლებიან ჩემს მიერ. თუ 2 წლის წინ ყოველი 10 წინასწარი რეგისტრაიიდან 2-3 ავტორიზირდებოდა [ანუ კონფერენციის სრულფასოვანი წევრი ხდებოდა], ეხლა უკვე ყოველი 20 წინასწარი რეგისტრაციიდან 1 ან 2 თუ ავტორიზირდება. მწერენ წერილებს თუ რა ხდება, როგორ ხდება და ა.შ. ... ამ თემაში მე ჩამოვწერ რა ხდება და როგორ ხდება, რათა შემდგომში ყველა მას, ვისაც შეკითხვები ექნება, მივაწოდო ამ თემის ბმული ახსნა-განმარტებებითურთ.

1. პირველი ეტაპი ყოველთვის არის ადამიანის მიერ წინასწარი რეგისტრაციის გავლა. სტუმარი უნდა შევიდეს რეგისტრაციის გვერდზე, შეავსოს ყველაფერი ზედმიწევნით ყურადღებით [ყველა ველი უნდა შეივსოს ისე, როგორც მოითხოვება], ამის შემდეგ რეგ. ფორმაში მითითებულ მეილზე ავტომატურად იღებს გადამოწმების მეილს, რომელშიც არსებულ ბმულზე უნდა მოხდეს დაწკაპუნება. ამ გზით დასტურდება, რომ სტუმრის მიერ მითითებული ელ-ფოსტა რეალურია და არა მოგონილი.

2. ორ დღეში ერთხელ მე ვამოწმებ რეგისტრაციებს და ვნახულობ თუ რამდენი ადამიანი დარეგისტრირდა. დღეს ორშაბათია და იგივე პროცედურის შემდეგ აღმოჩნდა, რომ 31-მდე წინასწარი რეგისტრაციაა გაკეთებული მხოლოდ გუშინ და გუშინწინ [შაბათ-კვირა]. პლიუს 2 რეგისტრაცია 5 დღის წინანდელი ...

3. მაშინვე ვშლი იმ რეგისტრაციებს, რომსაც ძირითადი ელ-ფოსტის სახით .ru სივრცის მეილბოქსები აქვთ მითითებული. ამ პროცედურის შედეგად 4 წინასწარი რეგისტრაცია წაიშალა და დარჩა 27.

4. შემდეგ გადავავლე თვალი დარჩენილ 27 რეგისტრაციას და ვნახე ორად ორი რეგისტრაცია, რომელთაც ნიკი აქვთ წესების მიხედვით და მეილი აქვთ დადასტურებული. რეგ. ფორმის ნახვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ერთი არის სტუდენტი, მეორეს კი ფორმაში საჭირო ინფორმაცია არ უწერია [აქვს მხოლოდ უაზრო სიმბოლოები]. რა თქმა უნდა ორივე წაიშალა და დარჩა 25.

შენიშვნა: სტუდენტებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ვარეგისტრირებ, თუ ისინი ბიზნეს სკოლიდან არიან ან სტუდენტურ ბიზნეს ოლიმპიადაში მონაწილეობენ [ან მიუღიათ მონაწილეობა] ან თუ ვიცნობ ან თუ ბიზნეს სკოლიდან არიან, მაგრამ ყველა შემთხვევაში რეგისტრაციის ფორმა ზედმიწევნით ზუსტად უნდა ჰქონდეთ შევსებული.

5. ეხლა გამოვყავი ის წინასწარი რეგისტრაციები, რომლებსაც ელ-ფოსტა არ დაუდასტურებიათ შიგნით არსებულ ბმულზე დაწკაპუნებით. ასეთი არის 11. ვნახე თითოეულის ფორმა ყურადღებით. 5 რეგისტრაცია წაიშალა არასრული/არასწორი და რაც ხშირად ხდება არასერიოზული ინფორმაციის გამო. დარჩა 6, რომელთაც ხელახლა გავუგზავნე ვალიდაციის მეილი. თუ შემდეგ გადამოწმებამდე რომელიმე მათგანი დაადასტურებს თავის ელ-ფოსტას, ისინი გადავლენ შემდეგ ეტაპზე. ვინც არა, ეგრევე წაიშლება.

6. დარჩა 14 რეგისტრაცია, რომელთაც დადასტურებული აქვთ თავიანთი მეილის სინამდვილე. ვხსნი და ვათვალიერებ მათ პროფილებს. ფაქტია, რომ არცერთ მათგანს ნიკად თავისი სახელი და გვარი არ აქვს [ან აქვთ, მაგრამ არასწორად ჩაწერილი]. 14 რეგისტრაციიდან 6 წაიშალა ფორმაში ინფორმაციის არასაკმარისობის გამო. დარჩა 8.

7. ვრეკავ 8 ადამიანთან. ეს მეტად მნიშვნელოვანი ეტაპია. თუ სხვამ აიღო ყურმილი ეგრევე ვშლი რეგისტრაციას [ცხადია მანამდე ვეკითხები თუ ვინაა :rolleyes:]. თუ ვერ გავედი, თავს ვანებებ და 2 დღის შემდეგ ვცდი [თუ მერეც ვერ გავედი უბრალოდ ვშლი და მორჩა]. თუ გავედი ვეუბნები, რომ ასე ... ისე ... ყველაფერი რიგზეა და მორჩა. ხანდახან ნიკია გასასწორებელი და მას ვათანხმებ, ხანდახან რაღაც მონაცემია გაურკვეველი და მას ვარკვევ. როცა ავტორიზებას ვუკეთებ, ეგრევე უკვე ადამიანს შეუძლია დისკუსიებში ჩაბმა. რა თქმა უნდა ვრეკავ მობილურზე და არა რომელიმე სხვა მითითებულ ნომერზე.

ამ გადამოწმების დროს დარეგისტრირდა კავკასიის ბიზნესის სკოლის სტუდენტი. ყველა მონაცემი ჰქონდა 100% ჩაწერილი. გადავურეკე და გავუკეთე ავტორიზება. მოწესრიგებულ სტუდენტებს პატივს ვცემ ...

რვა რეგისტრაციიდან ზარების განხორციელების პროცესში წავშალე კიდევ ერთი [ფორმის შევსებაში დაშვებული შეცდომების გამო]. დარჩა 7 რეგისტრაცია. 7-ვესთან დარეკვისა და რეგ. ფორმებში მცირე ცვლილებების განხორციელების შემდეგ მე გავააქტიურე 7 რეგისტრაცია.

ანუ 1 საათიანი საქმიანობის შედეგად [ეხლა ამასაც ვწერდი, თორემ ამას 10-15 წუთი უნდა] 32 წინაწარი რეგისტრაციიდან 8 ააქტიურდა, 6 მეილის დადასტურებისათვის მეორე შანსი მიეცა და 18 წაიშალა [32 რეგისტრაციიდან მინდა გითხრათ, რომ 8-ის გააქტიურება ალბათ ამ წლის რეკორდია. ვაღიარებ რომ გამიკვირდა].

თუ შეკითხვები გაქვთ, სიამოვმებით გიპასუხებთ!

საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
პროფესიონალი ბიზნეს ტრენერი და კონსულტანტი
დირექტორი @ MARNET Associates LLC
მობ: 995 77 73 79 64
E-mail: admin@marketing.ge

კომპანიის ვებსაიტი
Linkedin Profile

პირადი პროექტები:
საერთაშორისო სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადა - ჩადეთ ფული განათლებაში!
ონლაინ ბიზნეს საკონსულტაციო ვებსაიტი - ინფორმაცია, კონსულტაცია & კავშირები

რა რეპუტაცია გაქვთ Conference.ge-ზე ? გახსოვდეთ, აქ თქვენ შეგიძლიათ შეაფასოთ თითოეული დარეგისტრირებული წევრის გამოხმაურება. ამისათვის საჭიროა გამოხმაურების ბლოკის ქვედა მარჯვენა კუთხეში პიქტოგრამას დააწკაპუნოთ. ამით შეფასდება როგორც კონკრეტული გამოხმაურება, ასევე +1 ქულით გაიზრდება წევრის საერთო რეპუტაცია. Conference.ge-ზე წევრის რეპუტაცია მნიშვნელოვანია!

#2 Givi Chikovani

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 36 გამოხმაურება

დაწერილია 21 September, 2009 - 16:17

ციტატა

ამ გადამოწმების დროს დარეგისტრირდა კავკასიის ბიზნესის სკოლის სტუდენტი. ყველა მონაცემი ჰქონდა 100% ჩაწერილი. გადავურეკე და გავუკეთე ავტორიზება. მოწესრიგებულ სტუდენტებს პატივს ვცემ ...

მადლობთ ბატონო ტარიელ, ასევე მეც პატივს გცემთ, როგორც კონფერენციის სამართლიან მმართველ ადმინისტრატორს.

ციტატა

ამ თემაში მე ჩამოვწერ რა ხდება და როგორ ხდება, რათა შემდგომში ყველა მას, ვისაც შეკითხვები ექნება, მივაწოდო ამ თემის ბმული ახსნა-განმარტებებითურთ.

ნამდვილად კარგი აზრია, რადგან შრომატევადი საქმიანობაა ყოველდღე სათითაოდ ათობით ადამიანს იმეილით აუხსნა რეგისტრაციის პირობები.

P.S რეგისტრაციის გართულება მთავარი წინაპირობაა კონფერენციის გასანვითარებლად ბიზნეს ჩარჩოში. ეს ყველას უნდა ესმოდეს. რეგისტრაციის გავლამდე 2 წელი ვიყავი სტუმრის სტატუსით. რეგისტრაცია გაუვლელ პირებს მინდა მივმართო - "მოთმინება ბოლო გასაღებია რითაც კარის გაღება არის შესაძლებელი"
The Proud Participant of Business Conference

#3 Tamar Janiashvili

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 3 გამოხმაურება

დაწერილია 21 September, 2009 - 16:37

დარჩენილი 7 რეგისტრაციიდან,რომელთანაც ბატონმა ტარიელმა დარეკა მეც ვიყავი.დიდი მადლობა ყურადღებისთვის.წარმატებულ კვირას გისურვებთ ყველას:rolleyes:)

#4 Otar Dgebuadze

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 343 გამოხმაურება

დაწერილია 22 September, 2009 - 11:00

იხილე გამოხმაურებაTariel Zivzivadze, Sep 21/09, 14:18 -ში, განაცხადა:

3. მაშინვე ვშლი იმ რეგისტრაციებს, რომსაც ძირითადი ელ-ფოსტის სახით .ru სივრცის მეილბოქსები აქვთ მითითებული.


რატომ?

რედაქტორი Otar Dgebuadze, 22 September, 2009 - 11:00.

Caucasus University,
Caucasus School of Business,
BBA,
Major in Finance.

e-mail: o_dgebuadze@cu.edu.ge

#5 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,777 გამოხმაურება

დაწერილია 22 September, 2009 - 11:42

იმიტომ, რომ ეს ჩემი გადაწყვეტილებაა!
და ამისათვის ჩემი მიზეზები მაქვს ...
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
პროფესიონალი ბიზნეს ტრენერი და კონსულტანტი
დირექტორი @ MARNET Associates LLC
მობ: 995 77 73 79 64
E-mail: admin@marketing.ge

კომპანიის ვებსაიტი
Linkedin Profile

პირადი პროექტები:
საერთაშორისო სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადა - ჩადეთ ფული განათლებაში!
ონლაინ ბიზნეს საკონსულტაციო ვებსაიტი - ინფორმაცია, კონსულტაცია & კავშირები

#6 Niko Varazashvili

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 38 გამოხმაურება

დაწერილია 22 September, 2009 - 14:33

კარგია ამ კონფერენციაზე ყველაზე დასაფასებელი ეს "მომენტია" და შესაბამისად წესრიგიცაა. დრო უნდა რათქმაუნდა ახლად რეგისტრირებულებთან რეკვას და მოწმებას (დამღლელი პროცესია) ეს რომ არ იყოს სპამერები წალეკავდნენ აქურობას.

conference.ge +1000

რედაქტორი Tariel Zivzivadze, 22 September, 2009 - 14:42.
ეს კონფერენციაა და არა ფორუმი!

www.adspay.ge - ინტერნეტ რეკლამა

#7 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,777 გამოხმაურება

დაწერილია 07 November, 2009 - 13:48

აი დღეს მაგალითად დარეგისტრირდა ცხონებული ვან გოგი ...
იმ სამყაროდან აქ გადაწყვიტა გადმოსვლა

როგორ უნდა მიმეცა ავტორიზება? ... ჰოდა წავშალე
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
პროფესიონალი ბიზნეს ტრენერი და კონსულტანტი
დირექტორი @ MARNET Associates LLC
მობ: 995 77 73 79 64
E-mail: admin@marketing.ge

კომპანიის ვებსაიტი
Linkedin Profile

პირადი პროექტები:
საერთაშორისო სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადა - ჩადეთ ფული განათლებაში!
ონლაინ ბიზნეს საკონსულტაციო ვებსაიტი - ინფორმაცია, კონსულტაცია & კავშირები

#8 Giorgi Putkaradze

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 90 გამოხმაურება

დაწერილია 07 November, 2009 - 19:19

იხილე გამოხმაურებაTariel Zivzivadze, Nov 7/09, 13:48 -ში, განაცხადა:

აი დღეს მაგალითად დარეგისტრირდა ცხონებული ვან გოგი ...
იმ სამყაროდან აქ გადაწყვიტა გადმოსვლა

როგორ უნდა მიმეცა ავტორიზება? ... ჰოდა წავშალე

:) http://vangog.ge/

ვანგოგი :)
POP.GE - გააკეთე რეკლამა ინტერნეტში

#9 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,777 გამოხმაურება

დაწერილია 21 January, 2010 - 12:29

თავის დროზე ყოფილ საბჭოთა კავშირში კალაშნიკოვი რომ შეუკვეთეს მიზანი ის იყო, რომ მისი ”ათვისება” მარტივად შეძლებოდა ყველაზე უნიჭო ჯარისკაცსაც კი ...
და ამაში მართლაც სერიოზულ წარმატებას მიაღწიეს ...

ნამდვილად არ არის სასიამოვნო ამდენი არასრულყოფილი რეგისტრაციის წაშლა ...

იქნებ რომელიმე ღვთისნიერმა თვალი შეავლოთ კონფერენციაზე რეგისტრაციის ფორმას და აქ დაწეროთ თუ როგორ შეიძლება იგი ისე გამარტივდეს, რომ აქ რეგისტრაციის მოსურნეები უფრო ადვილად მიხვდნენ თუ როგორ მოითხოვება რეგ. ფორმის შევსება?
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
პროფესიონალი ბიზნეს ტრენერი და კონსულტანტი
დირექტორი @ MARNET Associates LLC
მობ: 995 77 73 79 64
E-mail: admin@marketing.ge

კომპანიის ვებსაიტი
Linkedin Profile

პირადი პროექტები:
საერთაშორისო სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადა - ჩადეთ ფული განათლებაში!
ონლაინ ბიზნეს საკონსულტაციო ვებსაიტი - ინფორმაცია, კონსულტაცია & კავშირები

#10 Nino Absandze

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,025 გამოხმაურება

დაწერილია 22 January, 2010 - 21:19

რეგისტრაციის "სირთულე" ამ გვერდის ერთ-ერთი "კოზირია".
www.101.ge

Real Estate Portal

www.nino101.wordpress.com

My Blog

Cell: +995 92 101 801
E-Mail: nino@101.ge

#11 Alexander Qarumashvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 234 გამოხმაურება

დაწერილია 23 January, 2010 - 11:22

ტარიელ გადავხედე რეგისტრაციის ფორმას. მეტი რა უნდა გამარტივდეს არ ვიცი, ყველა პუნქტი ახსნილი და განმარტებულია, სურათებს ხომ არ დავუდებთ "აი ასე შეავსეთ". ერთი; თუ რეკომენდატორს უთითებს კონფერენციელს ან თქვენთვის ნაცნობ პიროვნებას და ამასთანავე არ წერს ვარ; აქლემ ვირიშვილიო, მხოლოდ რეკომენდატორთან გადაამოწმეთ და დაარეგისტრირეთ. სხვადასხვა საიტებზე ბევრ ჩვენთაგანს ხუთფურცლიანი სარეგისტრაციო ფორმები ექნება შევსებული. ამდენად ჩვენ გამარტივების თვალსაზრისით მგონი ვერაფერ ღირებულს ვერ გირჩევთ. ვან გოგს კითხეთ ეგებ რაიმე იცოდეს. :)

რედაქტორი Alexander Qarumashvili, 23 January, 2010 - 11:23.

შ.პ.ს. "ანკ კომპიუტერსი"
თქვენი ოფისის სრული სერვისი
ტ.; 48 49 50/ 30 78 79/ 42 17 57/ 8 (93) 53 29 21
www.ankshop.com

#12 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,777 გამოხმაურება

დაწერილია 23 January, 2010 - 16:56

ეჰ ... სადღაა ვანგოგი ...
ჩაბარდა ისტორიას :)
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
პროფესიონალი ბიზნეს ტრენერი და კონსულტანტი
დირექტორი @ MARNET Associates LLC
მობ: 995 77 73 79 64
E-mail: admin@marketing.ge

კომპანიის ვებსაიტი
Linkedin Profile

პირადი პროექტები:
საერთაშორისო სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადა - ჩადეთ ფული განათლებაში!
ონლაინ ბიზნეს საკონსულტაციო ვებსაიტი - ინფორმაცია, კონსულტაცია & კავშირები

#13 Alexander Qarumashvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 234 გამოხმაურება

დაწერილია 23 January, 2010 - 19:12

უჰ ტარიელ, რამ შეგაწუხა!? ოღონდ შენ ნუ იდარდებ. ვან გოგების მთელი ბაზა გვაქვს ცალკე გაკეთებული და ორშაბათსვე მივწერთ ყველამ გაიაროს რეგისტრაცია.
შ.პ.ს. "ანკ კომპიუტერსი"
თქვენი ოფისის სრული სერვისი
ტ.; 48 49 50/ 30 78 79/ 42 17 57/ 8 (93) 53 29 21
www.ankshop.com

#14 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,777 გამოხმაურება

დაწერილია 23 January, 2010 - 20:15

შორს ჩემგან ვანგოგები და მასე ინფორმაციის დაგზავნა ...
ვისაც აინტერესებს და სჭირდება ის ისედაც მოვა აქ ... :)

ისე,
სამწუხაროდ უნდა აღვნიშნო, რომ ეხლა გავუუქმე რეგისტრაცია რუბენსს ...
ქვეტექსტი მიმიხვდით ხომ :) ?
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
პროფესიონალი ბიზნეს ტრენერი და კონსულტანტი
დირექტორი @ MARNET Associates LLC
მობ: 995 77 73 79 64
E-mail: admin@marketing.ge

კომპანიის ვებსაიტი
Linkedin Profile

პირადი პროექტები:
საერთაშორისო სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადა - ჩადეთ ფული განათლებაში!
ონლაინ ბიზნეს საკონსულტაციო ვებსაიტი - ინფორმაცია, კონსულტაცია & კავშირები

#15 Nona Khujadze

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 130 გამოხმაურება

დაწერილია 24 January, 2010 - 22:26

ის გარემოება რომ რეგისტრაცია საკმაოდ რთულია ამ კონფერენციაზე (სირთულეს კი მითითებული ველების შევსების სიზუსტის კონტროლი ქმნის როგორც წესი) კონფერენციის იმიჯისათვის ძალიან მომგებიანი მეჩვენება.

ეს სირთულე ჯერ კიდევ შემოსვლამდე განაწყობს ადამიანს სერიოზული პოსტინგისთვის და ხვდება რომ ჩათისა და OFმასლაათისთვის ამდენი წვალება არ უღირს :)

წვალება კი იმ ფონზე როცა ელემენტარული უზუსტობაც კი რეგისტრაციის ჩაშლის მიზეზი ხდება ნამდვილად შესაფერისი ტერმინი მგონია :)


რაც შეეხება გამარტივებას...
ფაქსი რომ სავალდებულო პოლი არ იყოს ხომ შეიძლება?!


გილოცავთ ბატონო ტარიელ! ჩემი მოკრძალებული აზრით ქართულ კიბერსივრცეში (და არამხოლოდ) ერთერთი საუკეთესო მენეჯმენტის მქონეა conference.ge

#16 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,777 გამოხმაურება

დაწერილია 07 March, 2010 - 13:02

32 რეგისტრაციის მსურველიდან მხოლოდ 3 გადარეკვა გავაკეთე ... დანარჩენი 29 გაუქმდა ეგრევე ...
ყელში ამომივიდა უკვე ამდენი გაუქმებები ...

წესების წაკითხაც კი ეზარებათ
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
პროფესიონალი ბიზნეს ტრენერი და კონსულტანტი
დირექტორი @ MARNET Associates LLC
მობ: 995 77 73 79 64
E-mail: admin@marketing.ge

კომპანიის ვებსაიტი
Linkedin Profile

პირადი პროექტები:
საერთაშორისო სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადა - ჩადეთ ფული განათლებაში!
ონლაინ ბიზნეს საკონსულტაციო ვებსაიტი - ინფორმაცია, კონსულტაცია & კავშირები

#17 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,777 გამოხმაურება

დაწერილია 15 March, 2010 - 16:36

აი დღეს უკვე 43 რეგისტრაციიდან 1 მივეცი მხოლოდ ავტორიზება და 1-თან ვერ დავრეკე [მერე ვცდი დარეკვას]
დანარჩენი 41 გაუქმდა ცნობილ მიზეზთა გამო, მათგან 11 .ru მეილის გამო
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
პროფესიონალი ბიზნეს ტრენერი და კონსულტანტი
დირექტორი @ MARNET Associates LLC
მობ: 995 77 73 79 64
E-mail: admin@marketing.ge

კომპანიის ვებსაიტი
Linkedin Profile

პირადი პროექტები:
საერთაშორისო სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადა - ჩადეთ ფული განათლებაში!
ონლაინ ბიზნეს საკონსულტაციო ვებსაიტი - ინფორმაცია, კონსულტაცია & კავშირები

#18 Besik Kvatchantiradze

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 267 გამოხმაურება

დაწერილია 15 March, 2010 - 16:56

ტარიელ

არ ვიცი რამდენად შესაძლებელია, მაგრამ სარეგისტრაციო ფორმამ რომ ავტომატურად უარი განუცხადოს .ru დომენის მქონე საფოსტო ყუთებს რეგისტრაციისათვის, მგონი კარგი იქნება :)
Valuator of Real Estate

#19 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,777 გამოხმაურება

დაწერილია 27 March, 2010 - 17:34

37 რეგისტრაციიდან 35 გაუქმდა ...
ძალიან ვწუხვარ :>:D<: მაგრამ ... რა იზამ ./..
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
პროფესიონალი ბიზნეს ტრენერი და კონსულტანტი
დირექტორი @ MARNET Associates LLC
მობ: 995 77 73 79 64
E-mail: admin@marketing.ge

კომპანიის ვებსაიტი
Linkedin Profile

პირადი პროექტები:
საერთაშორისო სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადა - ჩადეთ ფული განათლებაში!
ონლაინ ბიზნეს საკონსულტაციო ვებსაიტი - ინფორმაცია, კონსულტაცია & კავშირები

#20 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,777 გამოხმაურება

დაწერილია 01 April, 2010 - 16:34

დღეს 17 რეგისტრაციიდან 15 გაუქმდა, 2 გადამოწმდა და ავტორიზირდა
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
პროფესიონალი ბიზნეს ტრენერი და კონსულტანტი
დირექტორი @ MARNET Associates LLC
მობ: 995 77 73 79 64
E-mail: admin@marketing.ge

კომპანიის ვებსაიტი
Linkedin Profile

პირადი პროექტები:
საერთაშორისო სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადა - ჩადეთ ფული განათლებაში!
ონლაინ ბიზნეს საკონსულტაციო ვებსაიტი - ინფორმაცია, კონსულტაცია & კავშირები



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე



 Link პარტნიორები
ბიზნესის დაგეგმვა
MARNET Associates LLC

განათლება
ISET
შენი განათლების გზამკვლევი
Targmne.com
International Students' Business Olympiad

დასაქმება / HR
Staff.ge

ინტერნეტი & IT
FreeShop.Ge
Karvasla.com
SEO და ინტერნეტ მარკეტინგი
კომპანია BIT
SMS ქისა

Fonts.ge - ქართული ფონტები
კომპანია Singular-ის ბლოგი
Anonsi.ge
Sanishne.com
ბლოგი Business Cafe
ბლოგი Event-Lenta

ინფორმაცია
Enthusiast.ge
Бизнес Грузия
Reality.ge
Worldnews.ge

მარკეტინგი & PR
ბლოგი MSG Partisani
ბლოგი PRHYPERMARKET
DAVID.GE 2.0
მარკეტინგული ბლოგი

ქართული ბრენდი
PR გიდი
PR სააგენტო GePRa
PR სააგენტო პროფილი
Publicity.ge
ფაბლისითი ჯგუფი

მედიცინა & ჯანდაცვა
სამედიცინო პორტალი
სამედიცინო ფორუმი

საქართველო
About Georgia
Kutaisi

ტრანსპორტი & ლოგისტიკა
ავტომობილები ჰოლანდიიდან
1auto.ge

ტურიზმი
Georgian Tourism Association
კომპანია ჰარმონია
გლობალ სერვის ტური

უძრავი ქონება
101.ge
IND პროექტი
Privatservice-Tbilisi Real Estate








Share