Business Conference: რატომაა კონფერენციაზე რეგისტრაცია ასე რთული? - Business Conference

Jump to content

  • (3 Pages)
  • +
  • 1
  • 2
  • 3
  • ახალ თემას ვერ გახსნით
  • თემა დახურულია

რატომაა კონფერენციაზე რეგისტრაცია ასე რთული? ყველასათვის გასაგები რომ იყოს ... თემის რეიტინგი: ***** 1 ხმები

#1 User is offline   Tariel Zivzivadze profile  

  • the man with plan
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • Group: Moderator
  • Posts: 11,426
  • Joined: 04-November 03
Reputation: 2
Neutral

Posted 21 September, 2009 - 15:18

მოგესალმებით მეგობრებო,


ბოლო რამოდენიმე თვეა [მიუხედავად საჭირო ადგილებში დეტალური ახსნა-განმარტებებისა] კონფერენციაზე გახშირდა იმ რეგისტრაციათა რაოდენობა, რომლებიც მუდმივად იშლებიან ჩემს მიერ. თუ 2 წლის წინ ყოველი 10 წინასწარი რეგისტრაიიდან 2-3 ავტორიზირდებოდა [ანუ კონფერენციის სრულფასოვანი წევრი ხდებოდა], ეხლა უკვე ყოველი 20 წინასწარი რეგისტრაციიდან 1 ან 2 თუ ავტორიზირდება. მწერენ წერილებს თუ რა ხდება, როგორ ხდება და ა.შ. ... ამ თემაში მე ჩამოვწერ რა ხდება და როგორ ხდება, რათა შემდგომში ყველა მას, ვისაც შეკითხვები ექნება, მივაწოდო ამ თემის ბმული ახსნა-განმარტებებითურთ.

1. პირველი ეტაპი ყოველთვის არის ადამიანის მიერ წინასწარი რეგისტრაციის გავლა. სტუმარი უნდა შევიდეს რეგისტრაციის გვერდზე, შეავსოს ყველაფერი ზედმიწევნით ყურადღებით [ყველა ველი უნდა შეივსოს ისე, როგორც მოითხოვება], ამის შემდეგ რეგ. ფორმაში მითითებულ მეილზე ავტომატურად იღებს გადამოწმების მეილს, რომელშიც არსებულ ბმულზე უნდა მოხდეს დაწკაპუნება. ამ გზით დასტურდება, რომ სტუმრის მიერ მითითებული ელ-ფოსტა რეალურია და არა მოგონილი.

2. ორ დღეში ერთხელ მე ვამოწმებ რეგისტრაციებს და ვნახულობ თუ რამდენი ადამიანი დარეგისტრირდა. დღეს ორშაბათია და იგივე პროცედურის შემდეგ აღმოჩნდა, რომ 31-მდე წინასწარი რეგისტრაციაა გაკეთებული მხოლოდ გუშინ და გუშინწინ [შაბათ-კვირა]. პლიუს 2 რეგისტრაცია 5 დღის წინანდელი ...

3. მაშინვე ვშლი იმ რეგისტრაციებს, რომსაც ძირითადი ელ-ფოსტის სახით .ru სივრცის მეილბოქსები აქვთ მითითებული. ამ პროცედურის შედეგად 4 წინასწარი რეგისტრაცია წაიშალა და დარჩა 27.

4. შემდეგ გადავავლე თვალი დარჩენილ 27 რეგისტრაციას და ვნახე ორად ორი რეგისტრაცია, რომელთაც ნიკი აქვთ წესების მიხედვით და მეილი აქვთ დადასტურებული. რეგ. ფორმის ნახვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ერთი არის სტუდენტი, მეორეს კი ფორმაში საჭირო ინფორმაცია არ უწერია [აქვს მხოლოდ უაზრო სიმბოლოები]. რა თქმა უნდა ორივე წაიშალა და დარჩა 25.

შენიშვნა: სტუდენტებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ვარეგისტრირებ, თუ ისინი ბიზნეს სკოლიდან არიან ან სტუდენტურ ბიზნეს ოლიმპიადაში მონაწილეობენ [ან მიუღიათ მონაწილეობა] ან თუ ვიცნობ ან თუ ბიზნეს სკოლიდან არიან, მაგრამ ყველა შემთხვევაში რეგისტრაციის ფორმა ზედმიწევნით ზუსტად უნდა ჰქონდეთ შევსებული.

5. ეხლა გამოვყავი ის წინასწარი რეგისტრაციები, რომლებსაც ელ-ფოსტა არ დაუდასტურებიათ შიგნით არსებულ ბმულზე დაწკაპუნებით. ასეთი არის 11. ვნახე თითოეულის ფორმა ყურადღებით. 5 რეგისტრაცია წაიშალა არასრული/არასწორი და რაც ხშირად ხდება არასერიოზული ინფორმაციის გამო. დარჩა 6, რომელთაც ხელახლა გავუგზავნე ვალიდაციის მეილი. თუ შემდეგ გადამოწმებამდე რომელიმე მათგანი დაადასტურებს თავის ელ-ფოსტას, ისინი გადავლენ შემდეგ ეტაპზე. ვინც არა, ეგრევე წაიშლება.

6. დარჩა 14 რეგისტრაცია, რომელთაც დადასტურებული აქვთ თავიანთი მეილის სინამდვილე. ვხსნი და ვათვალიერებ მათ პროფილებს. ფაქტია, რომ არცერთ მათგანს ნიკად თავისი სახელი და გვარი არ აქვს [ან აქვთ, მაგრამ არასწორად ჩაწერილი]. 14 რეგისტრაციიდან 6 წაიშალა ფორმაში ინფორმაციის არასაკმარისობის გამო. დარჩა 8.

7. ვრეკავ 8 ადამიანთან. ეს მეტად მნიშვნელოვანი ეტაპია. თუ სხვამ აიღო ყურმილი ეგრევე ვშლი რეგისტრაციას [ცხადია მანამდე ვეკითხები თუ ვინაა :rolleyes:]. თუ ვერ გავედი, თავს ვანებებ და 2 დღის შემდეგ ვცდი [თუ მერეც ვერ გავედი უბრალოდ ვშლი და მორჩა]. თუ გავედი ვეუბნები, რომ ასე ... ისე ... ყველაფერი რიგზეა და მორჩა. ხანდახან ნიკია გასასწორებელი და მას ვათანხმებ, ხანდახან რაღაც მონაცემია გაურკვეველი და მას ვარკვევ. როცა ავტორიზებას ვუკეთებ, ეგრევე უკვე ადამიანს შეუძლია დისკუსიებში ჩაბმა. რა თქმა უნდა ვრეკავ მობილურზე და არა რომელიმე სხვა მითითებულ ნომერზე.

ამ გადამოწმების დროს დარეგისტრირდა კავკასიის ბიზნესის სკოლის სტუდენტი. ყველა მონაცემი ჰქონდა 100% ჩაწერილი. გადავურეკე და გავუკეთე ავტორიზება. მოწესრიგებულ სტუდენტებს პატივს ვცემ ...

რვა რეგისტრაციიდან ზარების განხორციელების პროცესში წავშალე კიდევ ერთი [ფორმის შევსებაში დაშვებული შეცდომების გამო]. დარჩა 7 რეგისტრაცია. 7-ვესთან დარეკვისა და რეგ. ფორმებში მცირე ცვლილებების განხორციელების შემდეგ მე გავააქტიურე 7 რეგისტრაცია.

ანუ 1 საათიანი საქმიანობის შედეგად [ეხლა ამასაც ვწერდი, თორემ ამას 10-15 წუთი უნდა] 32 წინაწარი რეგისტრაციიდან 8 ააქტიურდა, 6 მეილის დადასტურებისათვის მეორე შანსი მიეცა და 18 წაიშალა [32 რეგისტრაციიდან მინდა გითხრათ, რომ 8-ის გააქტიურება ალბათ ამ წლის რეკორდია. ვაღიარებ რომ გამიკვირდა].

თუ შეკითხვები გაქვთ, სიამოვმებით გიპასუხებთ!

The Proud Participant of Business Conference
0

#2 User is offline   Givi Chikovani profile  

  • Participant
  • PipPip
  • Group: Start-Up Participant
  • Posts: 36
  • Joined: 21-September 09
Reputation: 0
Neutral

Posted 21 September, 2009 - 16:17

Quote

ამ გადამოწმების დროს დარეგისტრირდა კავკასიის ბიზნესის სკოლის სტუდენტი. ყველა მონაცემი ჰქონდა 100% ჩაწერილი. გადავურეკე და გავუკეთე ავტორიზება. მოწესრიგებულ სტუდენტებს პატივს ვცემ ...

მადლობთ ბატონო ტარიელ, ასევე მეც პატივს გცემთ, როგორც კონფერენციის სამართლიან მმართველ ადმინისტრატორს.

Quote

ამ თემაში მე ჩამოვწერ რა ხდება და როგორ ხდება, რათა შემდგომში ყველა მას, ვისაც შეკითხვები ექნება, მივაწოდო ამ თემის ბმული ახსნა-განმარტებებითურთ.

ნამდვილად კარგი აზრია, რადგან შრომატევადი საქმიანობაა ყოველდღე სათითაოდ ათობით ადამიანს იმეილით აუხსნა რეგისტრაციის პირობები.

P.S რეგისტრაციის გართულება მთავარი წინაპირობაა კონფერენციის გასანვითარებლად ბიზნეს ჩარჩოში. ეს ყველას უნდა ესმოდეს. რეგისტრაციის გავლამდე 2 წელი ვიყავი სტუმრის სტატუსით. რეგისტრაცია გაუვლელ პირებს მინდა მივმართო - "მოთმინება ბოლო გასაღებია რითაც კარის გაღება არის შესაძლებელი"
The Proud Participant of Business Conference
0

#3 User is offline   Tamar Janiashvili profile  

  • Newbie
  • Pip
  • Group: Start-Up Participant
  • Posts: 3
  • Joined: 17-September 09
Reputation: 0
Neutral

Posted 21 September, 2009 - 16:37

დარჩენილი 7 რეგისტრაციიდან,რომელთანაც ბატონმა ტარიელმა დარეკა მეც ვიყავი.დიდი მადლობა ყურადღებისთვის.წარმატებულ კვირას გისურვებთ ყველას:rolleyes:)
0

#4 User is offline   Otar Dgebuadze profile  

  • Advanced Participant L2
  • PipPipPipPipPip
  • Group: Authorized Participant
  • Posts: 324
  • Joined: 17-November 06
Reputation: 0
Neutral

Posted 22 September, 2009 - 11:00

View PostTariel Zivzivadze, on Sep 21/09, 14:18, said:

3. მაშინვე ვშლი იმ რეგისტრაციებს, რომსაც ძირითადი ელ-ფოსტის სახით .ru სივრცის მეილბოქსები აქვთ მითითებული.


რატომ?

Otar Dgebuadze-მა მოახდინა გამოხმაურების რედაქტირება 22 September, 2009 - 11:00

Caucasus University,
Caucasus School of Business,
BBA,
Major in Finance.

e-mail: o_dgebuadze@cu.edu.ge
0

#5 User is offline   Tariel Zivzivadze profile  

  • the man with plan
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • Group: Moderator
  • Posts: 11,426
  • Joined: 04-November 03
Reputation: 2
Neutral

Posted 22 September, 2009 - 11:42

იმიტომ, რომ ეს ჩემი გადაწყვეტილებაა!
და ამისათვის ჩემი მიზეზები მაქვს ...
The Proud Participant of Business Conference
0

#6 User is offline   Niko Varazashvili profile  

  • Participant
  • PipPip
  • Group: Start-Up Participant
  • Posts: 38
  • Joined: 18-August 09
Reputation: 0
Neutral

Posted 22 September, 2009 - 14:33

კარგია ამ კონფერენციაზე ყველაზე დასაფასებელი ეს "მომენტია" და შესაბამისად წესრიგიცაა. დრო უნდა რათქმაუნდა ახლად რეგისტრირებულებთან რეკვას და მოწმებას (დამღლელი პროცესია) ეს რომ არ იყოს სპამერები წალეკავდნენ აქურობას.

conference.ge +1000

Tariel Zivzivadze-მა მოახდინა გამოხმაურების რედაქტირება 22 September, 2009 - 14:42
Reason for edit: ეს კონფერენციაა და არა ფორუმი!

www.adspay.ge - ინტერნეტ რეკლამა
0

#7 User is offline   Tariel Zivzivadze profile  

  • the man with plan
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • Group: Moderator
  • Posts: 11,426
  • Joined: 04-November 03
Reputation: 2
Neutral

Posted 07 November, 2009 - 13:48

აი დღეს მაგალითად დარეგისტრირდა ცხონებული ვან გოგი ...
იმ სამყაროდან აქ გადაწყვიტა გადმოსვლა

როგორ უნდა მიმეცა ავტორიზება? ... ჰოდა წავშალე
The Proud Participant of Business Conference
0

#8 User is offline   Giorgi Putkaradze profile  

  • Advanced Participant L0
  • PipPipPip
  • Group: Authorized Participant
  • Posts: 84
  • Joined: 08-June 09
Reputation: 0
Neutral

Posted 07 November, 2009 - 19:19

View PostTariel Zivzivadze, on Nov 7/09, 13:48, said:

აი დღეს მაგალითად დარეგისტრირდა ცხონებული ვან გოგი ...
იმ სამყაროდან აქ გადაწყვიტა გადმოსვლა

როგორ უნდა მიმეცა ავტორიზება? ... ჰოდა წავშალე

:) http://vangog.ge/

ვანგოგი :)
POP.GE - გააკეთე რეკლამა ინტერნეტში
0

#9 User is offline   Tariel Zivzivadze profile  

  • the man with plan
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • Group: Moderator
  • Posts: 11,426
  • Joined: 04-November 03
Reputation: 2
Neutral

Posted 21 January, 2010 - 12:29

თავის დროზე ყოფილ საბჭოთა კავშირში კალაშნიკოვი რომ შეუკვეთეს მიზანი ის იყო, რომ მისი ”ათვისება” მარტივად შეძლებოდა ყველაზე უნიჭო ჯარისკაცსაც კი ...
და ამაში მართლაც სერიოზულ წარმატებას მიაღწიეს ...

ნამდვილად არ არის სასიამოვნო ამდენი არასრულყოფილი რეგისტრაციის წაშლა ...

იქნებ რომელიმე ღვთისნიერმა თვალი შეავლოთ კონფერენციაზე რეგისტრაციის ფორმას და აქ დაწეროთ თუ როგორ შეიძლება იგი ისე გამარტივდეს, რომ აქ რეგისტრაციის მოსურნეები უფრო ადვილად მიხვდნენ თუ როგორ მოითხოვება რეგ. ფორმის შევსება?
The Proud Participant of Business Conference
0

#10 User is offline   Nino Absandze profile  

  • Advanced Participant L4
  • PipPipPipPipPipPipPip
  • Group: Authorized Participant
  • Posts: 1,014
  • Joined: 14-September 04
Reputation: 0
Neutral

Posted 22 January, 2010 - 21:19

რეგისტრაციის "სირთულე" ამ გვერდის ერთ-ერთი "კოზირია".
www.101.ge

Real Estate Portal

www.nino101.wordpress.com

My Blog

Cell: +995 92 101 801
E-Mail: nino@101.ge
0

გაუზიარე ეს თემა:


  • (3 Pages)
  • +
  • 1
  • 2
  • 3
  • ახალ თემას ვერ გახსნით
  • თემა დახურულია

1 კითხულობს ამ თემას
0 members, 1 guests, 0 anonymous users

რეკლამა




Link პარტნიორები
განათლება
ISET
შენი განათლების გზამკვლევი
Targmne.com
Students' Business Olympiad

დასაქმება / HR
პირველი HR ბლოგი
Jobsite.ge

ინტერნეტ კატალოგები
Karvasla.com
trubka|ge - ტექნიკის ფასები

მარკეტინგი & PR
ბლოგი PRHYPERMARKET
DAVID.GE 2.0
მარკეტინგული ბლოგი
ქართული ბრენდი
PR გიდი
PR სააგენტო GePRa

PR სააგენტო პროფილი
Publicity.ge
ფაბლისითი ჯგუფი

მედიცინა & ჯანდაცვა
სამედიცინო პორტალი
სამედიცინო ფორუმი

საინფორმაციო
economist.ge
Бизнес Грузия
Грузия Online
Наша Абхазия
Reality.ge
Worldnews.ge

საქართველო
About Georgia
Kutaisi
ტრანსპორტი & ლოგისტიკა
ავტომობილები ჰოლანდიიდან
www.iaa.ge - ავტოპორტალი
www.1auto.ge - ავტოპორტალი

ტურიზმი
Georgian Tourism Association
აჭარის ტურიზმის ასოციაცია
კომპანია ჰარმონია
GeoTourism.ge

უძრავი ქონება
101.ge
IND პროექტი
Privatservice-Tbilisi Real Estate
Rentals.ge Real Estate

შოუ ბიზნესი & მედია
ბათუმის საერთ. კინოფესტივალი
IT & ინტერნეტი
F1 - კომპიუტერული სერვისი
SEO და ინტერნეტ მარკეტინგი
კომპანია BIT
Soft.ge
SMS ქისა
Fonts.ge - ქართული ფონტები
ინტერნეტ ტელევიზია
HelpDesk.Ge
კომპანია Singular-ის ბლოგი

სხვადასხვა
Anonsi.ge
Sanishne.com
Answers.ge
ბლოგი Business Cafe
ბლოგი Event-Lenta





გახდით ჩვენი პარტნიორი