Ako Akhalaia, Jan 28/10, 23:03 -ში, განაცხადა:
Nina Jinjolava
Nina Jinjolava
ქვეყანა ხელს უნდა უწყობდეს ქალბატონებს ამ შემთხვევაში კი ალბათ 5 საათზე განთავისუფლება კანონით თU იქნება ან რაიმე სხვა გზით კარგი იქნება. ვინაიდან ოჯახს არ უნდა დააკლდეს დედა, იმიტმ, რომ ხშირად დედას მოკლებული ბავშვები იზრდებიან ზედმეტად გათაემებულები ან მშობელი ბავშვის აღზრდას არ უთმობს ყურადღებას რა დროსაც შეილება ბავშვი გაფუჭდეს, იგულისხმება ის შეილება საზოგადოებისთვის უვარგისი გაიზარდოს..
მე არ ვეთანხმები ქალების განსხვავებულ პირობებში ჩაყენებას დასაქმების დროს და ამა დისკრიმინაციადაც კი აღვიქვამ. თუ რასაკვირველია ეს არ უკავშირდება ორსულობის და ბავშვის მოვლის პეროდს.
ადრე დასრულებას რაც შეეხება, დღეს კომპანიების უმრავლესობა შედეგზეა ორენტირებული, და ქალის ან მამაკაცის სამსახუში დიდ ხანს ყოფნა ამ შემთხვევაში, ვერ იქნება კოდექსის ბრალი.
ასევე ვერ დავაბრალებ ბავშვის ვარგისიან-უვარგისად გაზრდას იმას რომ ქალი არ არის სახლში და ყურადღებას არ აქცევს ბავშვებს. სასურველია ბავშვს დედაც და მამაც გვერდით ჰყვადეს, მაგრამ ქალს და კაცს ერთნაირი უფლებები აქვთ დაკმაყოფილონ ამბიციები და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაცია მოახდინონ.
მე თვითონ მაქვს ჩემი მეგობრის მაგალითი რომელიც ძალიან დიდი ხანია საქმიანი ქალია და არაჩვეულებრივი, წესიერი და კარგი შვილები გაზარდა, თუმცა დღემდე დილიდან საღამომდე სამსახურშია, ვერავინ იტყვის რომ ცუდი დედაა. და უამრავი მაგალითი გეცოდინებათ თქვენც როცა იგივე სახლში, შვილებთან დარჩენილი დედის და ”შემომტანი” მამის შვილები ე.წ. უვარგისები იზრდებიან.
Ako Akhalaia, Jan 28/10, 23:03 -ში, განაცხადა:
დღეს ვესაუბრებოლდი ერთ საინტერესო ადამიანს და სწორი შენისვნა შეიტანა ქალბატონების ფინანსურად გაძლიერება შედარებით უადვილებს ქალს გადწყვეტილებას დაანგრიოს ოჯახი ანუ რას ვგულისხმობ, ადრე, როცა ქალი მთLიანად ქმარზე ყო დამოკიდებული რაც არ უნდა მომხდარიყო იგივ ერ მიატოვებდა ოჯახს ვინაიდან ვერც იმუშავებდა და ვერაფერი, დღეს დღეობით კი როცა ქალს საკUთარი შემოსავალი აქვს კარიერა და ა.შ ნაკლებად ითმენენ პრობლემებს...
აქ ჩემთვის ცოტა გაუგებარია, ანუ კარგი იყო როცა ქალი პრობლემებს ითმენდა? ან როცა ოჯახების უმრავლესობაში ოჯახური ძალადობა იყო და ამას ქალი ეგუებოდა თუნდაც იმიტომ რომ თავის დროზე ქმარმა სამსახურში არ გაუშვა, არც უნდა მოითმინოს!!!
Ako Akhalaia, Jan 28/10, 23:03 -ში, განაცხადა:
მე არ ვთვლი, რომ ცუდია თუ ქალი იმუშავებს სადმე , მაგრამ არ ვთვლი ამას ცუდად თუ ეს მისი სურვილია, როცა ის ამას ოჯახის შესანახად კეთებს და ზოგს 16 საათიანი გრაფიკით უწევს მუშაობა ეს უკვე ცოტა რთული მომენტია, ზოგადად ვემხრობი , რომ ქალბატონები უნდა მუშაობდნენ , რომ ცოლი მხოლოდ სამზარეულოში არ უნდა იყოს მითუმეტეს თუ 1 ბავშვს ზრდის მხოლოდ. ისინი უნდა მუშაობდნენ ქონდეთ შემოსავალი ოღონდ ისეთპირობებში, რომ უთმობდნენ დროს ოჯახს.
პს. ძალიან მოუქნელია 90% კომპანიაშ მუშაობის რეჟიმი. ორშაბათიდან შაბათამდე ან პარასკევამდე დილიდან ღამემდე, ფაქტიურად ადამიანს არ რჩება დრო პირადი ცხოვრბისთვის, კარგ იქნება ასეთ დროს თუ შუა კვირაში გამოიყოფა დასვენების დღე ან სმენაში და ა.შ
ანუ ქალი უნდა უთმობდეს ოჯახს დროს პირველ რიგში, და მხოლოდ ამის მერე შეიძლება იფიქროს სამსახურზე თუ დრო დარჩა? ნუთუ მამაკაცმა არ უნდა დაუთმოს დრო ოჯახს? არ შეიძლებ რომ ეს თანაბრად იყოს გადანაწილებული? ნუთუ ქალების მუშაობა გახდა პრობლემა და ოჯახი მხოლოდ ქალის პასუხისმგებლობაა?
რაც შეეხება გრაფიკს, გრაფიკი არის მე მგონი ჩვეულებრივი, როგორც მსოფლიოს კომპანიების უმრავლესობას, 40 საათიანი კვირა, ხოლო თუ უფრო მეტს ვმუშაობთ ეს ჩვენი არაეფექტურობის ბრალია ალბათ, და დაუდევრობის.
ან შუა კვირაში დასვენების დღე რას მისცემს იგივე მომუშავე ქალებს? \
პ.ს. ჩემი აზრით თავად ამ თემასაც ცოტა დისკრიმინაციის სუნი ასდის
რედაქტორი Teona Grdzelishvili, 29 January, 2010 - 10:48.