ნახტომი



- - - - -

ქალები მოდიან


გამოხმაურებათა რაოდენობა: 28

#11 Nino Absandze

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,025 გამოხმაურება

დაწერილია 29 January, 2010 - 22:50

იხილე გამოხმაურებაGeorge Barbakadze, Jan 27/10, 21:47 -ში, განაცხადა:

[b]მაგრამ ქალები ჯერჯერობით მაინც კაცებზე გაცილებით დაბლა დგანან კარიერული მიღწევებისა თუ საქმიანი ურთიერთობების კუთხით. მეცნიერები ამბობენ რომ ამის მიზეზი თავის ტვინის აგებულება და მისი მუშაობის სპეციფიკაა, თუმცა რა ვიცი, რა ვიცი... :)


ქალის საზოგადოებრივი როლი რამდენიმე საუკუნის წინ ჩამოყალიბდა ფორმატით: დედა, ცოლი და მერე სხვა დანარჩენი (ეს დანარჩენიც მხოლოდ 19 საუკუნეში გამოიკვეთა). ასე რომ ქალს საუკუნეები დასჭირდა იმისათვის რომ თავისი სოციალურ/საზოგადოებრივი სტატუსის აფგრეიდი გაეკეთებინა... დამეთანხმებით ქალს ამისათვის დიდი ენერგიის გაცემა მოუხდა.

ტვინის აგებულება და მზგავსი "დასკვნები" უფრო სასაცილო მგონია ვიდრე მეცნიერთა სერიოზული მიგნება.... წარმატებული კარიერის მქონე ქალების ნაკლებობაა? კი არის! მაგრამ არა ტვინის უჯრედთა ნაკლები განვითარების არამედ ისევ სოციალური/საზოგადოებრივი წინაღობების გამო. მე არ ვამბობ რომ აუცილებლად ყველა ქალს უპირობო წინაღობა აქვს იმისათვის რომ იყოს წარმატებული... მე ვფიქრობ რომ უფრო კოდივით დევს ქალში "გარკვეული კომპლექსები" რაც მამაკაცთან "შეჯიბრის" გარკვეული "შიშია".... ამიტომ ბევრი ფარხმალს ყრის ჯერ კიდე ამავე ფარხმლის ხელში აღებამდე...

მაგრამ ისინი ვინც აპრიორში სძლევს ქალისათვის მიკერებულ შაბლონურ როლს ...მისვის "ბრძოლა" მზის ქვეშ ადგილისათვის შედარებით მარტივია.


ომგ ... რა დავწერე :(
www.101.ge

Real Estate Portal

www.nino101.wordpress.com

My Blog

Cell: +995 92 101 801
E-Mail: nino@101.ge

რა რეპუტაცია გაქვთ Conference.ge-ზე ? გახსოვდეთ, აქ თქვენ შეგიძლიათ შეაფასოთ თითოეული დარეგისტრირებული წევრის გამოხმაურება. ამისათვის საჭიროა გამოხმაურების ბლოკის ქვედა მარჯვენა კუთხეში პიქტოგრამას დააწკაპუნოთ. ამით შეფასდება როგორც კონკრეტული გამოხმაურება, ასევე +1 ქულით გაიზრდება წევრის საერთო რეპუტაცია. Conference.ge-ზე წევრის რეპუტაცია მნიშვნელოვანია!

#12 Nina Jinjolava

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 719 გამოხმაურება

დაწერილია 29 January, 2010 - 23:11

ხოო საინტერესოა, ორივე მხარეს ვემხრობი და აი როგორ...
კარიერისადმი სწრაფვა ჩემთვის ძალიან ახლოსაა და ბუნებრივია, ზოგჯერ თავი ზალიან ამბიციურიც კი მგონია, მინდა რაც შეიძლება მეტს მივაღწიო და დაბრკოლებებს განვიცდი კიდეც. სხვადაშორის აღმინიშნავს კიდეც, ალბათ განგება ჩემში შეცდა და უმჯობესი იყო, მეც ძლიერი სქესის წარმომადგენელად დავბადებულვიყავითქო. :) არასოდეს მიზიდავდა შოპინგები და რაღაც ისეთი "სასტავები", როგორიც გოგოებს იზიდავთ ხოლმე, მე ძირითადად ზოგადსაკაცობრიო საკითხებზე ვსჯელობდი და კარიერაზე ვფიქრობდი ჩემს კლასელ და ჯგუფელ ბიჭებთან, მათ როგორც ძმებს ისე აღვიქვავდი და აღვიქვავ დღემდე. ცოტა სასაცილოდ ჩანს, მაგრამ რეალურად ასე იყო. შესაბამისად არც არასოდეს მქონია იმის კომპლექსი, რომ რომელიმე მამაკაცი მაჯობებდა ან კარიერულ წინსვლაში დამჩაგრავდა, ან ის, რომ რამეს ვერ შევძლებდი.
მაგრამ ჩემი ქალური სისუსტე სამსახურისა და კარიერის მიმართ დედობისას აშკარად გამოვლინდა, განსაკუთრებით იმ დროს როდესაც სამსახურს ვერ ტოვებ, თავით ბოლომდე ეფლობი და ამ დროს იცი, რომ პატარა გელოდება. თურმე ბავშვისთვის გაცილებით მნიშვნელოვანი ყოფილა დედა სკოლაში პირველი ნაბიჯების გადადგმისას, ვიდრე ჩვილობის დროს. თუმცა ამ დროსაც დედა უდიდეს როლს თამაშობს.
ამ ურთიერთობიდან გამომდინარე, ვფიქრობ რომ ქალებს სამუშაო დროსთან დაკავშირებით ხელშეწყობა სჭირდებათ, რომ დედა-შვილმა თავი კომპორტულად იგრძნონ, სტრესის გარეშე. და არა იმიტომ რომ მიმაჩნია, თითქოს უდედოდ გაზრდილი ბავშვი არა ჯანსაღ პიროვნებად ჩამოყალიბდება.
ამას პირადი გამოცდილებით, ზალიან გულწრფელად გიზიარებთ, თავისთავად ყველა ქალი ინდივიდუალურია და ყველა სხვადასხვანაირად აღიქვავს.

#13 Lela Ninoshvili

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 20 გამოხმაურება

დაწერილია 27 May, 2010 - 16:54

XXI საუკუნის აქტიური ქალის ფონზე მამაკაცი პასიური გახდა. მიმაჩნია, რომ ქალების აქტიურობა, გარკვეულწილად, მამაკაცების პასიურობამ განაპირობა. პროფესიით "დიასახლის" ქალბატონს სამომავლო პერსპექტივა, ჩემი აზრით, არ აქვს. როდესაც შვილები გაიზრდებიან და საკუთარ ოჯახებს შექმნიან ქალი პრაქტიკულად უფუნქციო ხდება, რაც დეპრესიასაც კი იწვევს :unsure: ამავდროულად "აღარავისთვის ვარ საჭირო" კომპლექსს. ვფიქრობ, რომ ქალს აუცილებლად უნდა ჰქონდეს თავისი საქმე, თუმცა გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოუწევს სახლში ჩაჯდომა :unsure: წესიერი შვილები ქუჩაში არ იზრდებიან.

როდესაც ქალს აქვს კარგი სამსახური და ურთიერთობა აქვს საზოგადოებასთან, შესაბამისად აქვს კონტაქტებიც, რომელიც აუცილებლად გამოადგება მომავალში. წრე, სადაც მშობელი ტრიალებს, ძირითადად მისი შვილების მომავალ სამეგობრო წრესაც განსაზღვრავს. როდესაც ქალი მუდმივად ინფორმირებულია, აქტურად არის ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში უფრო მეტად პოულობს საერთო ენასა და ინტერესებს ახალ თაობასთან და შესაბამისად შვილებთან.

მიმაჩნია, რომ თუ ქალს გააჩნია შესაბამისი ცოდნა და პოტენციალი ქონდეს წარმატებული კარიერა, მეუღლემ ხელი უნდა შეუწყოს. ხშირად წარმატებული ქალების უმეტესობას ოჯახი არ ყავს. არ ვიცი ეს რისი ბრალია, იმისი, რომ ქალი უფრო ძლიერია მამაკაცზე თუ მამაკაცებს არ სიამოვნებთ მათ გვერდით წარმატებული ქალის დგომა.

რედაქტორი Lela Ninoshvili, 27 May, 2010 - 16:55.


#14 Dimitri Chkadua

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 165 გამოხმაურება

დაწერილია 27 May, 2010 - 17:07

იხილე გამოხმაურებაLela Ninoshvili, May 27/10, 16:54 -ში, განაცხადა:

ხშირად წარმატებული ქალების უმეტესობას ოჯახი არ ყავს. არ ვიცი ეს რისი ბრალია, იმისი, რომ ქალი უფრო ძლიერია მამაკაცზე თუ მამაკაცებს არ სიამოვნებთ მათ გვერდით წარმატებული ქალის დგომა.


ეს შეგიძლიათ გამორიცხოთ :D

#15 Lela Ninoshvili

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 20 გამოხმაურება

დაწერილია 27 May, 2010 - 17:13

იხილე გამოხმაურებაDimitri Chkadua, May 27/10, 17:07 -ში, განაცხადა:

ეს შეგიძლიათ გამორიცხოთ :D


რატომ დიმიტრი? მე ბევრი ქალი მინახავს მამაკაცზე ძლიერი.
ისე, ჩემი აზრით, მამაკაცებს ეშინით ძლიერ ქალებთან ურთიერთობის.

#16 Dimitri Chkadua

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 165 გამოხმაურება

დაწერილია 27 May, 2010 - 17:37

იხილე გამოხმაურებაLela Ninoshvili, May 27/10, 17:13 -ში, განაცხადა:

რატომ დიმიტრი? მე ბევრი ქალი მინახავს მამაკაცზე ძლიერი.
ისე, ჩემი აზრით, მამაკაცებს ეშინით ძლიერ ქალებთან ურთიერთობის.


არამგონი მთლად მასეც რომ იყოს. :D

ისე, ზოგადად თუ არ ვსაუბრობთ, ყველაფერია შესაძლებელი. მეც მინახავს მამაკაცზე ძლიერი ქალი (არა მხოლოდ ფიზიკურად :D ).

თუმცა სხვა თანაბარ პირობებში მამაკაცი ყოველთვის აჯობებს ქალს. :P

#17 George Chkhikvishvili

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 826 გამოხმაურება

დაწერილია 27 May, 2010 - 17:57

იხილე გამოხმაურებაLela Ninoshvili, May 27/10, 16:54 -ში, განაცხადა:

ხშირად წარმატებული ქალების უმეტესობას ოჯახი არ ყავს. არ ვიცი ეს რისი ბრალია, იმისი, რომ ქალი უფრო ძლიერია მამაკაცზე თუ მამაკაცებს არ სიამოვნებთ მათ გვერდით წარმატებული ქალის დგომა.


მაგას ჩემი დაკვირვებულობითა ორი მიზეზი აქვს:

1. ქალი თუ კარიერას იკეთებს ის აუცილებლად ამბიციურია და ხშირად პირად ურთიერთობებშიც "ეჯიბრება" კაცს. კაცს ეს ცხოვრებაში ისედაც ყოფნის, სახლშიც რომ აიტანოს.
2. არ იციან მამაკაცთან ურთიერთობა, მთელი ცხოვრება სწავლობენ ან მუშაობენ, არადა ეგ საქმე ცალკე მეცნიერებაა, თან მარტო ხომ არ არიან? არიან სხვა ქალებიც, რომლებიც 24 საათი მაგაზე ფიქრობენ. ანუ აქაც კონკურენციაა და საუკეთესო პრიზი იმას ხვდება ვინც მეტს მუშაობს მაგ მიმართულებით...

ასე რომ, თუ ხართ ვინმე კარიერის დასაწყისში ამ მხარესაც დაუთმეთ დრო, თორემ მერე გვიან იქნება და ინანებთ :D
Analyst/Software Designer
<a href="http://biletebi.ge" target="_blank">Biletebi.ge</a>
<a href="http://ads.karvasla.com?languageid=1" target="_blank">ads.Karvasla.com</a>
<a href="http://survey.ge" target="_blank">Survey.ge</a>
...............................
tel: +995 97 556563
E-mail: gio_ch@hotmail.com

#18 Lela Ninoshvili

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 20 გამოხმაურება

დაწერილია 27 May, 2010 - 18:22

დიმიტრი

არ შემიძლია, რომ არ შეგედავო. ქარაფშუტა და ადვილად სამათავ ქალთან ურთიერთობა ყოველთვის უფრო მომგებიანია არა?! საითაც გინდა იქით მომართავ, როცა მამაკაცს წინააღმდეგობას უწევენ არ მოსწონს. მოაზროვნე და წარმატებული ქალი კი, ყოველთვის ცდილობს სხვის ჭკუას არ აყვეს. :D

გიორგი

როგორ ქალბატონებთან მოგწონს ურთიერთობა, რომელთაც ვერანაირ თემაზე ვერ დაელაპარაკები გარდა სამზარეულოს ქვაბების და სადილებისა თუ, რომელთანაც შეგიძლია ყველანაირ ინტელექტუალურ და საქმიან თემებზე ისაუბრო?

მამაკაცს მაშინ ეშინია ქალის, როდესაც უფრო დიდი პეტენციალს ხედავს, ვიდრე მასშია. :D :P

ასეა და რა ვქნა? :D

#19 Dimitri Chkadua

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 165 გამოხმაურება

დაწერილია 27 May, 2010 - 18:29

იხილე გამოხმაურებაLela Ninoshvili, May 27/10, 18:22 -ში, განაცხადა:

მამაკაცს მაშინ ეშინია ქალის, როდესაც უფრო დიდი პეტენციალს ხედავს, ვიდრე მასშია.


გეთანხმებით აბსოლიტურად. აი "პოტენციალი" რომ დაგეწერათ უკვე შეცდომა იქნებოდა :D

მე ნამდვილად ინტელექტუალური (ნორმის ფარგლებში) ქალები მომწონს და არანაირად მარტივი სამართავები არ მიზიდავს. :P

იხილე გამოხმაურებაLela Ninoshvili, May 27/10, 18:22 -ში, განაცხადა:

მოაზროვნე და წარმატებული ქალი კი, ყოველთვის ცდილობს სხვის ჭკუას არ აყვეს.


ქალი მაინც ქალია, ამიტომ ადრე თუ გვიან მაინც აჰყვება. :D

ასეა და რა ვქნა? :D

#20 Lela Ninoshvili

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 20 გამოხმაურება

დაწერილია 27 May, 2010 - 18:34

იხილე გამოხმაურებაDimitri Chkadua, May 27/10, 18:29 -ში, განაცხადა:

მე ნამდვილად ინტელექტუალური (ნორმის ფარგლებში) ქალები მომწონს და არანაირად მარტივი სამართავები არ მიზიდავს. :D
ქალი მაინც ქალია, ამიტომ ადრე თუ გვიან მაინც აჰყვება. :D


ხო და რომ არ აყვება იმიტომ დავეწე ერთ-ერთ წინა პოსტში, რომ წარმატებული ქალები უმეტესად ოჯახებს არ ქმნიან-თქო.

ნუ ასეა თუ ისე, ჩვენს დროში უკვე დიდი ხანია დრო დადგა მიეჩვიოს მამაკაცი იმას, რომ გენდერული თანასწორობა უნდა დაიცვას!!!


ასე და რა ვქნა? :P

#21 George Chkhikvishvili

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 826 გამოხმაურება

დაწერილია 27 May, 2010 - 19:08

იხილე გამოხმაურებაLela Ninoshvili, May 27/10, 18:22 -ში, განაცხადა:

დიმიტრი

არ შემიძლია, რომ არ შეგედავო. ქარაფშუტა და ადვილად სამათავ ქალთან ურთიერთობა ყოველთვის უფრო მომგებიანია არა?! საითაც გინდა იქით მომართავ, როცა მამაკაცს წინააღმდეგობას უწევენ არ მოსწონს. მოაზროვნე და წარმატებული ქალი კი, ყოველთვის ცდილობს სხვის ჭკუას არ აყვეს. :D

გიორგი

როგორ ქალბატონებთან მოგწონს ურთიერთობა, რომელთაც ვერანაირ თემაზე ვერ დაელაპარაკები გარდა სამზარეულოს ქვაბების და სადილებისა თუ, რომელთანაც შეგიძლია ყველანაირ ინტელექტუალურ და საქმიან თემებზე ისაუბრო?

მამაკაცს მაშინ ეშინია ქალის, როდესაც უფრო დიდი პეტენციალს ხედავს, ვიდრე მასშია. :D :D

ასეა და რა ვქნა? :D


არ არის აუცილებელი ქალი ბიზნესის ზვიგენი იყოს რომ ლაპარაკი შეეძლოს, თან საქმეზე ლაპარაკი ყოველთვის არ ნიშნავს ინტელექტუალურს, ზოგჯერ სულ პირიქით!

რაც შეეხება წინააღმდეგობის გაწევას, აბა ეგ რათ უნდა იყოს თვითმიზანი? თუ კაცი ქალს ძალადობას არ უპირებს და პირიქით, მოსწონს და ეფერება საერთოდაც არ არის აუცილებელი :P
Analyst/Software Designer
<a href="http://biletebi.ge" target="_blank">Biletebi.ge</a>
<a href="http://ads.karvasla.com?languageid=1" target="_blank">ads.Karvasla.com</a>
<a href="http://survey.ge" target="_blank">Survey.ge</a>
...............................
tel: +995 97 556563
E-mail: gio_ch@hotmail.com

#22 Teona Evdeevi

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 98 გამოხმაურება

დაწერილია 03 June, 2010 - 01:07

მე არა მგონია, რომ ქალები მოდიან და ეს ახალი დაწყებული პროცესია.
უბრალოდ ერთი ძალიან დიდი შეცდომა იქნა დაშვებული - ქალები ჩრდილიდან გამოვიდნენ და კაცებმა გააცნობიერეს, რომ კონკურენტები გამოჩნდნენ, რის შედეგადაც დაიწყო საუბრები ძლერი ქალებზე, რომ ამდენი ზედმეტია, ქალს ქალობა უნდა ქონდეს, კაცს მაინც ვერ მოერევა და ა.შ.
ყოველთვის ესე იყო, რომ ქალები მართავდნენ, ოღონდ კულისებიდან და ნებისმიერი ადამიანი, როცა მას ღიად მართავენ, უბრძანებენ და ა.შ. იწყებს პროტესტის გამოხატვას, და არ სიამოვნებს ეს. ადრე კი ეს ფარულად ხდებოდა და ამიტომ კომფორტის შეგრძნებაც მეტი ქონდათ კაცებს.
მე დროის პრობლემა მაქვს, ვერ ვაძლევ თავს იმის საშუალებას, რომ ცემი დროის ძირითადი ნაწილი დავუთმო სამსახურს და ამიტომ ვთვლი, რომ მეტი შემეძლო.
ღამის პირველი საათია, ნუ მომაქცევთ ყურადრებას.

#23 Lela Ninoshvili

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 20 გამოხმაურება

დაწერილია 21 June, 2010 - 18:25

თეონა,

მაგ დროს ყველაზე კარაგდ მუშაობს მგონი ტვინი.ღამის 1 საათზე :)

#24 Teona Evdeevi

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 98 გამოხმაურება

დაწერილია 22 June, 2010 - 01:43

თუ 12 საათზე ხარ ამდგარი კი.
მაგრამ როცა დაღლილი ხარ, მაინცდამიანც ვერ მუშაობს ისე,როგორც დილით.
ისე ეხლა რომ ვნახე ეგ პოსტი, იგივე აზრზე ვრცები. მაგამ უკვე ღამის 2 ხდება :D

#25 Tamar Giorgadze

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 57 გამოხმაურება

დაწერილია 22 June, 2010 - 03:47

მივიხედ-მოვიხედე რა ჩემს ირგვლივ (და არა მარტო ჩემს ირგვლივ) და გადავხედე რეალურ მაგალითებს, მინდა ვთქვა რომ, წარმატებული ქალები ძირითადად ოჯახებს ვერ ქმნიან, ამისთვის საკმარისი დრო არ აქვთ. როგორც იცით, იმისთვის, რომ გახდე წარმატებული(? ეგ კიდე სხვა თემაა ვინ რას გულისხმობს წარმატებულში) და დიდხანს შეინარჩუნო ეს წარმატება, ბევრი მუშაობაა საჭირო და ოჯახისთვის შესაბამისად დრო არ გრჩება.

შესაბამისად თავად ქალზეა დამოკიდებული უფრო რომელ გზას აირჩევს. უმრავლესობა ოჯახის გზას ირჩევს, ალბათ ამით უფრო აიხსნება ქალების დეფიციტი ასე ვთქვათ ტოპ მენეჯმენტის პოზიციებზე.

თუმცა შესაძლებელია ქალმა აირჩიოს ნაკლებად წარმატებულ როლში ყოფნა და თან ოჯახიც შექმნას და ეგრე შეეცადოს work-life ბალანსის დაცვას.
MSc Hospitality Management

#26 Maiko Lomtatidze

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 30 გამოხმაურება

დაწერილია 23 June, 2010 - 09:26

ნუ აქ რა დღეში ყოფილხართ :rolleyes: მაგრამ ჩემი აზრით მამაკაცებს ქარაფშუტა ქალები გართობისთვის იზიდავს , ხოლო ძლიერი ქალები უფრო სერიოზული ურთიერთობისათვის , ასე რომ ქალებო იყავით ძლიერები, გინდაც კარიერისტები :) ოღონდ არ დაგავიწყდეთ ქალის პირველი მოვალეობა ამ ქვეყანაში მომავალ თაობაზე ზრუნვაა და ძლიერები მაშინ ვიქნებით როცა ამ ყველაფერს ერთად შევათავსებთ.... უბრალოთ იყავით ჭკვიანები და ყველაფერი გამოვა .....

#27 Nona Khujadze

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 130 გამოხმაურება

დაწერილია 15 July, 2010 - 17:30

რა საინტერესო თემაა, თანაც აშკარად თვალშისაცემად იმზირება წარმატებული და ცალად დარჩენილი ქალების მაგალითზე.

თითქმის ყველა წარმატებული ქალი საშუალოზე მაღალი ამბიციურობით და გაზრდილი თვითშეფასებით დააბიჯებს დედამიწაზე :) (განა კაცებსაც იგივე არ მოსდით?!)

ასეთი ქალი მამაკაცის წვრილმან შეცდომა-შეცოდებებზეც კი არამიმტევებლურია, მიზეზი მის ამაღლებული ღირსების შეგრძნებაშია (თუმცა ეს ყველაფერი წარუმატებელ ქალსაც შესაძლოა ახასიათებდეს).
შედეგად მასში ქვეითდება ისეთი ფაქიზი ემოციურ-მგრძნობელობითი გამომხატველები როგორიცაა თავმდაბლობა, მოკრძალება, კომპრომისისთვის მზაობა, მსხვერპლზე უანგაროდ წასვლის ალოგიკური სვლის ნება ემოციის ხარჯზე. ყველა ამ თვისების დაკნინება პირველ ეტაპზე ინიღბება ქალური კეკლუცობით, ჭირვეულობით და სხვა მისთანებით რაც სხვათაშორის მაღალინტელექტუალურ მამაკაცებზე ძალიან კარგად მუშაობს, ეტყობა მათ ქალური მისტიფიკაციები არანაკლებ ხიბლავთ. :)
თუმცა დაკმაყოფილებული ქალური ამბიციები სულ უფრო და უფრო ნაკლებად საჭიროებენ საპირისპირო სქესის თვალში მოსახვედრად მსგავს ნიღბებს, მოკურტიზანოს იმიჯი ან შეურაცხმყოფელი ხდება ან უბრალოდ არადამაკმაყოფილებელი. შედეგად რჩება ქალი წარმატებული, მხოლოდ საუკეთესო მამაკაცის ღირსად თვითშეფასებული და ასეთის ვერარსებობის გამო ცალად წარმატებულობს თავისი ყველაზე ბუნებრივი როლის გარეშე... :(

ალბათ, ბევრი არ გაიზიარებს ამ შეხედულებას, მაგრამ ჩემს ირგვლივ ყველა წარმატებული ქალი მსგავს იდეურ-ფსიქოლოგიურ გარდასახვას ეწირება ფლანგზე, სახელად- პირადი ცხოვრება...

#28 Eka Megrelishvili

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 39 გამოხმაურება

დაწერილია 21 July, 2010 - 14:21

ეს თემა წავიკითხე და რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხია გამოყოფილი:
1) სამსახურის გრაფიკის შემცირება ქალისთვის რათა მან მეტი დრო გაატაროს შვილთან. ეს აუცილებელია და ამის მაგივრად დეკრეტული 4 თვეზეა დაყვანილი და სამუშაო გრაფიკს ვინ შეამცირებს? მაგი კი არა, მენეჯერები ცდილობენ რაც შეიძლება მეტი ოვერთაიმებზე ამუშაონ თანამშრომლები უფასოდ და ადრე ვის გაუშვებენ, მითუმეტეს ქალები საკმაო რაოდენობით მუშაობენ. ავიღოთ თუნდაც ბანკები, ოპერატორები ხომ ძირითადა ქალებია და თუ მათ სამუშაო დროს შეამცირებენ მოუწევთ დამატებითი თანამშრომლების აყვანა, რაც პერსონალის ხარჯებს გაზრდის და შესაბამისად მოგებას შეამცირებს. ეს სახელმწიფოს არ აწყობს, ისედაც ბიუჯეტი როგორ შეავსოს არ იცის. ასე რომ სამუშაო დროის შემცირება შორეული პერსპექტივაა თუმცა ძალიან საჭირო.
მცირე ცვლილებები მაინც რომ მოხდეს ამ მხრივ კარგი იქნება, თუნდაც შესაძლებელი იყოს ქალისთვის გარკვეული შეღავათები თუ ის დედაცაა, თუნდაც დამატებითი ერთი დასვენების დღე კვირაში.

2) ქალისა და მამაკაცის დაპირისპირებაზე ბევრს წერენ და აქაც დაიწერა. თუმცა მე მინდა მხოლოდ ჩემი აზრი გამოვთქვა. სწავლაც და მუშაობაც ჭკვიან მამაკაცებთან ერთად მიწევდა და მიწევს და არასოდეს მქონია მათთან დაპირისპირების სურვილი. ყველანი ჩვენს საქმეს ვაკეთებთ. ჯანმრთელი კონკურენცია მისაღებია და რა მნიშვნელობა აქვს ქალი იქნება თუ მამაკაცი. ძლიერი მამაკაცი მუდამ პატივისცემითაა განწყობილი ჭკვიანი ქალისადმი და უნდა ასეთი ცოლი ყავდეს. და თუ ჭკვიანი და ძლიერი მამაკაცისგან ქალი იგრძნობს რომ ის სულელივით ექცევა ესე იგი ის მართლა სულელია ან ცოტათი სულელი :rolleyes:

3) მიუხედავად იმისა რომ ქალი წარმატებულია კარიერაში, ის მუდამ მიისწრაფვის სილამაზისკენ, სინაზისკენ და დედობის და ცოლობის ინსტინქტი მასში იმდენად ძლიერია რომ ამის გარეშე ქალი იცვლება. მე მგონია რომ ამ ყოველივეს გარეშე ქალი არაა ბედნიერია და ის უხეშ კომპლექსებიან არსებად გარდაიქმნება. სწორედ ამიტომ აუცილებელია ქალებისთვის შევქმნათ პირობები, რათა მათ დარჩეთ დრო იყვნენ დედები და ლამაზი მოვლილი ცოლები.

#29 Maiko Kutateladze

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 67 გამოხმაურება

დაწერილია 12 September, 2010 - 03:25

ირგვლივ რომ ვიხედები ქალები უფრო მობილიზებულები არიან მგონია ვიდრე მამაკაცები, თუ მეჩვენება? ისე ბევრი ქალისგან გამიგია რომ სულაც არ იბრძვიან მაინდამაინც კარიერული წინსვლისთვის, მაგრამ ეს აუცილებელია ზოგისთვის უბრალოდ არსებობისთვის, ზოგისთვის თვითდამკვიდრებისთვის, ზოგისთვის ოჯახის გამოკვების წყაროა და ზოგისთვის უბრალოდ გულის გადაყოლების საშუალება. შინაგანად ყველა ქალი მაინც თავს ქალად ოჯახურ გარემოში გრძნობს, თუმცა ისიც უნდა ითქვას რომ ქალები მამაკაცებზე არანაკლებს ქმედითუნარიანნი და მიზანსწრაფულები არიან თავიანთ საქმეში, უფრო მეტიც გაცილებით მოქნილებიც ხშირ შემთხვევაში :)



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე



 Link პარტნიორები
ბიზნესის დაგეგმვა
MARNET Associates LLC

განათლება
ISET
შენი განათლების გზამკვლევი
Targmne.com
International Students' Business Olympiad

დასაქმება / HR
Staff.ge

ინტერნეტი & IT
FreeShop.Ge
Karvasla.com
SEO და ინტერნეტ მარკეტინგი
კომპანია BIT
SMS ქისა

Fonts.ge - ქართული ფონტები
კომპანია Singular-ის ბლოგი
Anonsi.ge
Sanishne.com
ბლოგი Business Cafe
ბლოგი Event-Lenta

ინფორმაცია
Enthusiast.ge
Бизнес Грузия
Reality.ge
Worldnews.ge

მარკეტინგი & PR
ბლოგი MSG Partisani
ბლოგი PRHYPERMARKET
DAVID.GE 2.0
მარკეტინგული ბლოგი

ქართული ბრენდი
PR გიდი
PR სააგენტო GePRa
PR სააგენტო პროფილი
Publicity.ge
ფაბლისითი ჯგუფი

მედიცინა & ჯანდაცვა
სამედიცინო პორტალი
სამედიცინო ფორუმი

საქართველო
About Georgia
Kutaisi

ტრანსპორტი & ლოგისტიკა
ავტომობილები ჰოლანდიიდან
1auto.ge

ტურიზმი
Georgian Tourism Association
კომპანია ჰარმონია
გლობალ სერვის ტური

უძრავი ქონება
101.ge
IND პროექტი
Privatservice-Tbilisi Real Estate








Share