ნახტომი

* * * * * 1 ხმა

ჩიფსის წარმოება საქართველოში

გამოხმაურებათა რაოდენობა: 23

#1 Gocha Omadze

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 93 გამოხმაურება

დაწერილია 04 February, 2010 - 00:32

       მოგესალმებით ძვირფასო კონფერენციალებო! 

ეს ჩემი პირველი თემაა და ვფიქრობ თავს გავართმევ... 

     ქართულ ბაზარზე რამდენჯერმე ქართული    ჩიფსი    გამოჩნდა. როგორც გამოჩნდა ისევე გაქრა და დაიკარგა. რა ხდება, რატომ ვერ უწევს კონკურენციას იმპორტს ჩვენი ნაწარმი ?  ღირს საერთოდ    ჩიფსის    წარმოება?  
26,lomouri,str.GORI GEORGIA 1400

tel: 899.53-88-53

e-mail: pegasi01@posta.ge

რა რეპუტაცია გაქვთ Conference.ge-ზე ? გახსოვდეთ, აქ თქვენ შეგიძლიათ შეაფასოთ თითოეული დარეგისტრირებული წევრის გამოხმაურება. ამისათვის საჭიროა გამოხმაურების ბლოკის ქვედა მარჯვენა კუთხეში პიქტოგრამას დააწკაპუნოთ. ამით შეფასდება როგორც კონკრეტული გამოხმაურება, ასევე +1 ქულით გაიზრდება წევრის საერთო რეპუტაცია. Conference.ge-ზე წევრის რეპუტაცია მნიშვნელოვანია!

#2 David Korakhashvili

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 55 გამოხმაურება

დაწერილია 05 March, 2010 - 14:05

როგორც მე ვიცი საქართველოს ტერიტორიაზე არ მოდის ჩიფსისთვის შესაბამისი ხარისხის მქონე კარტოფილი, შენს მიერ აღნიშნული ფიასკოები როგორც მე გავიგე მაგის გამო მოხდა. ასევე შეფუთვის პრობლემაც იყო რათქმაუნდა, საქართველოში შეფუთვის პრობლემა დიდი ხანია არსებობს.

წარმოება კი წესით მომგებიანი უნდა იყოს თუ რათქმაუნდა კონკურენტუნარიანი კარტოფილის მოყვანას შევძლებთ!

პ.ს. ისე მე ხშირად ვყიდულობდი ქართულ ჩიპსებს, კარტოფილის ხარისზე რომ არაფერი ვთქვათ ზეთის და მარილის შემცველობაც არაზომიერად ქონდა (ჩემი აზრით), წიწაკაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია :)
The Proud Participant of Business Conference

#3 Vakhtang Chigogidze

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 38 გამოხმაურება

დაწერილია 05 March, 2010 - 15:27

ჩემი აზრით – ჩიფსის პოპულარობას დიდწილად განაპირობებს ბრენდის ცნობადობა, თან ძალიან დიდი ასორტიმენტი არსებობს უკვე და გემოს მხრივ ძნელია რაიმე განსხვავებულის დამზადება.

პრინციპში ჩიფსის დამზადების ტექნოლოგიაც ერთ დროს მხოლოდ იდეა გახლდათ, რომელიც აღმოჩნდა წარმატებული :)
მე ვიცნობ ერთ პიროვნებას, რომელსაც აქვს განსხვავებული დამზადების ტექნოლოგია (სხვათაშორის ძალიან საინტერესო) და უსახსრობის გამო ვერ ახერხებს თავისი გეგმების რეალიზებას, თუ საინტერესო იქნება შემიძლია დაგაკავშიროთ... უბრალოდ იმას "chips" არ ქვია იმას ქვია "chiples" :)

#4 Shalva Gordeziani

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 716 გამოხმაურება

დაწერილია 05 March, 2010 - 17:36

მოგესალმებით,

დათოს ვეთანხმები. საქართველოში წარმოებული ჩიფსები იმპორტირებული ნედლეულით მზადდება.
ასევე ვეთანხმები ვახტანგს ადგილობრივი პროდუქციის გემოვნურ თვისებებზე.

მე როგორც ვიცი ქუთაისში ამზადებდნენ ასეთ ჩიფსებს, რომელსაც თუ არ ვცდები "გამა" ერქვა.
სამწუხაროდ ვერ პოვა თბილისის ბაზარზე განვითარება მაღალი კონკურენციის გამო.

პატივისცემით,

შალვა
პატივისცემით,

შალვა გორდეზიანი
"MSG" - Media Services Group
marketing@msg.com.ge
[url="http://www.partisani.ge

#5 Mariam Kobrava

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 23 გამოხმაურება

დაწერილია 05 March, 2010 - 21:20

ინგლისში მაქვს ნაჭამი ძვირადღირებული ორგანიკ ჩიფსები და რატომღაც ის ჩიფსები ყოველთვის მახსენებდა რამოდენიმე წლის წინ საქართველოს ბაზარზე შემოსულ ქართულ ჩIფსებს.. :)

ნუ პრინციპში ქართულ ჩიფსებსი ზეთისა და მარილის overdose იყო :) მაგრამ ვიდით და უგემურობით გავდა :)

ჩემი აზრით ნამდვილად ჯობია ემულგატორებით, კარდონებით და ათასი უბედურებებით დამზადებულ ლეისებს და პრინგელსებს ქართული უგემური ჩიფსები! :)

აწარმოეთ ქართველებო ეს პროდუქტი, გპირდებით რომ ლოიალური მომხმარებელი ვიქნები :)
Curious Minds for Surprising Results

#6 Gocha Omadze

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 93 გამოხმაურება

დაწერილია 07 March, 2010 - 21:45

იხილე გამოხმაურებაGocha Omadze, Feb 4/10, 00:32 -ში, განაცხადა:

       მოგესალმებით ძვირფასო კონფერენციალებო! 

ეს ჩემი პირველი თემაა და ვფიქრობ თავს გავართმევ... 

     ქართულ ბაზარზე რამდენჯერმე ქართული    ჩიფსი    გამოჩნდა. როგორც გამოჩნდა ისევე გაქრა და დაიკარგა. რა ხდება, რატომ ვერ უწევს კონკურენციას იმპორტს ჩვენი ნაწარმი ?  ღირს საერთოდ    ჩიფსის    წარმოება?  

26,lomouri,str.GORI GEORGIA 1400

tel: 899.53-88-53

e-mail: pegasi01@posta.ge

#7 Vakhtang Nishnianidze

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 46 გამოხმაურება

დაწერილია 08 March, 2010 - 10:53

მოგესალმებით!
პირველ რიგში აქ ხარისხზეა საუბარი, მაგრამ ხარისხთან ერტად აუცილებელია ამ პროდუქტის გაპიარება და პოპულარიზაცია არც თუ რთულ და დიდ ბაზარზე რასაც ქართული ბაზარი ჰქვია. რაც შეეხება ქუთაისურ ჩიფს ,,GAMA" საკმაოდ ნორმალური ჩიფსი აქვთ მაგრამ რეკლამაში ფულის დახარჯვა არ უნდათ. მოკლედ და კონკრეტულად რეკლამის ეფექტურობას არ აფასებენ საქათველოში.

#8 Gocha Omadze

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 93 გამოხმაურება

დაწერილია 08 March, 2010 - 22:38

გამარჯობა! საერთოდ ჩიფსი ძირითადად 2 სახისაა. ნატურალური და ნახევრად ფაბრიკატული წარმოების. ნატურალური ეს კარტოფილით არის შექმნილი და საკმაოდ რთული ტექნოლოგიური პროცესებია საჭირო მის მისაღებად.(,,ლეისი'', ,,ლუქსი'') ნახევრად ფაბრიკატი, იგივე პილეტით კი საკმაოდ ადვილად და სწრაფად მზადდება. (ქუთაისის ,,გამა"")
ჩვენთან ამ ორ პროდუქტს შორის განსხვავებას ვერ ხედავენ და არც ნატურალურის პრიორიტეტია გამოკვეთილი. ამ უკანასკნელში ენერგეტიკული ღირებულება და სასარგებლო თვისებები ნამდვილად განსხვავებულია პილეტით გაკეთებულ ნაწარმს შორის.
2006 ეკონომიკის სამინისტროს და აგრო ჯგუფის მიერ დაფინანსდა 3.5 მილიონით საწარმო (სახელი არ მახსოვს), რომელიც 3 წელში გვპირდებოდა ქართულ ჩიფსებს. ამავე დროს მოხდა თესლის კულტურის შემოტანა, რომელიც ზუსტად ჩიფსისთვის იქნებოდა განკუთვნილი. ?!
თბილისში საშუალო დონის პარკის გაკეთება შესაძლებელია და ღრმა ბეჭვდაც 2 ადგილას არსებობს. ასე რომ ამ მხრივ რაღაცეები მიღწეულია.
ზეთიანობის ხარისხი, პროდუქტის ინგრედიენტებით შეზავება მარილი, გლუტამატი და ა. შ. ამას სწორი ტემპერატურული რეჯიმები ტექნოლოგიურად მაღალი ცოდნა ესაჭიროება. + ნატურალური სანელებლები და გემოები. მე ვაწარმოებდი თავად და ახლაც შემიძლია შევქმნა სხვადასხვა ''პრიპრავები'' როგორიცაა: ნიორი, მწვანე ხახვი, ყველი, სოკო, მწვადი, ბეკონი, კეტჩუპი, წიწაკა და კიდევ რასაც მომთხოვს მომხმარებელი. ასეთი კი არ არსებობს და არ მეგულება ამითი დაინტერესებული. სხვათა შორის, ჩემს მიერ დამზადებული ნატურალური ინგრედიენტები ბევრად ნაკლები დაჯდება ქიმიურად დამზადებული იმპორტულისაგან.
ბატონ ვახტანგს დავეთანხმები რეკლამის აუცილებლობაში, მაგრამ არ მგონია ქუთაისურს ამან უშველოს. თბილისში განსხვავებით პერიფერიებისა, იხვეწება გემოვნება და შესაბამისად მოთხოვნა ნატურალურზე.
7 წლის წინ ჩემს მიერ გაკეთებულ ჩიფსების შემდეგ მთლიანად იმპორტმა დაიკავა ჩვენი ბაზარი. მოკლედ მინდა წარმატება ვუსურვო ყველას, ვინც ამ თემით არის დაინტერესებული. დღესდღეობით ბევრი რამ შეიცვალა იმისთვის, რომ უფრო მეტად იყოს წარმატებული ამ წარმოების ეფექტურობა.
26,lomouri,str.GORI GEORGIA 1400

tel: 899.53-88-53

e-mail: pegasi01@posta.ge

#9 Vakhtang Nishnianidze

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 46 გამოხმაურება

დაწერილია 09 March, 2010 - 00:28

მეც გეთანხმებით ბატოტნო გოჩა იმაში რომ აუცილებლად ხარისხი უპირველესად მნიშვნელოვანია მომხმარებლისათვის, მაგრამ მე მაიც ვფიქრობ რომ ამ პროდუქტს სჭირდება პიარი და კარგად შეფუთვა რომ ბაზარმა აითვისოს.

#10 Shalva Gordeziani

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 716 გამოხმაურება

დაწერილია 09 March, 2010 - 15:33

მოგესალმებით კოლეგებო,

მინდა ავღნიშნო, რომ აქაური პროდუქცია თავისი გემოვნური თვისებებით საკმაოდ ჩამოუვარდება "ლეისსა" და "ლუქსის" პროდუქციას.
მე ვერ ვერკვევი ჩიფსების წარმოების ტექნოლოგიაში, მაგრამ როცა გავსინჯე "გამას" პროდუქცია, აშკარად განსხვავებულია.
ამით იმის თქმა არ მინდა რომ უვარგისი და საშინელებაა, მაგრამ ნამდვილი ჩიფსისაგან კარდინალურად განსხვავებული გემოვნური თვისებებით ხასიათდება.
ვფიქრობ, რომ ასეთი პროდუქციის ბაზარზე განვითარება მხოლოდ სარეკლამო კამპანიით ალბათ შეუძლებელია.
ერთხელ იყიდის მომხმარებელი და მერე ალბათ უარს იტყვის.
ჯობია ნატურალური კარტოფილის პროდუქციისგან დამზადდეს კონკურენციის მოსაპოვებლად.

პატივისცემით,

შალვა
პატივისცემით,

შალვა გორდეზიანი
"MSG" - Media Services Group
marketing@msg.com.ge
[url="http://www.partisani.ge

#11 Vakhtang Nishnianidze

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 46 გამოხმაურება

დაწერილია 09 March, 2010 - 15:45

ბატონო შალვა ძალიან მაინტერესებს რატომ არ აკეთებენ ნატურალური პროდუზტებით ჩიფსს. ალბათ უფრო ძვირი უჯდებათ...

#12 David Korakhashvili

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 55 გამოხმაურება

დაწერილია 09 March, 2010 - 16:40

იხილე გამოხმაურებაGocha Omadze, Mar 8/10, 22:38 -ში, განაცხადა:

თბილისში საშუალო დონის პარკის გაკეთება შესაძლებელია და ღრმა ბეჭვდაც 2 ადგილას არსებობს. ასე რომ ამ მხრივ რაღაცეები მიღწეულია.

სად არის ხომ ვერ მიმასწავლით?!
The Proud Participant of Business Conference

#13 Shalva Gordeziani

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 716 გამოხმაურება

დაწერილია 09 March, 2010 - 17:05

იხილე გამოხმაურებაVakhtang Nishnianidze, Mar 9/10, 15:45 -ში, განაცხადა:

ბატონო შალვა ძალიან მაინტერესებს რატომ არ აკეთებენ ნატურალური პროდუზტებით ჩიფსს. ალბათ უფრო ძვირი უჯდებათ...

მოგესალმები ვახტანგ,

მე ავღნიშნე, რომ ჯობია ნატურალური კარტოფილით დამზადდეს ჩიფსი, ვიდრე სხვა პროდუქტით.
სამწუხაროთ მე არ ვარ ამ სფეროში კომპეტენტური პასუხი რომ გაქცეთ, თუ რატომ არ მზადდება საქართველოში ასეთი პროდუქტი.
ვფიქრობ, რომ სპეციალური ჯიშის კარტოფილი ჭირდება და თან მთელი წლის განმავლობაში, რაც ალბათ საქართველოს კლიმატურ პირობებში არ იზრდება. მოკლედ არ ვიცი რის გამო, ან რატომ.
ფაქტია, რომ დღესდღეობით არ იწარმოება ნატურალური კარტოფილის ჩიფსი, რაც სამწუხაროა.

პატივისცემით,

შალვა
პატივისცემით,

შალვა გორდეზიანი
"MSG" - Media Services Group
marketing@msg.com.ge
[url="http://www.partisani.ge

#14 Gocha Omadze

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 93 გამოხმაურება

დაწერილია 09 March, 2010 - 21:30

გამარჯობა! ბატონო ვახტანგ თავს ნებას მივცემ და მე გიპასუხებთ. მოკლედ: თუ ეკ. სამინისტროს მიერ ხელშეწყობილი გრანდიოზული ქარხანა იმუშავებს, მაშინ კონკურენცია პატარა მწარმოებლისგან რთული იქნება. მე მქონდა მინი საწარმო, რომელიც სრულიად დააკმაყოფილებდა საქართველოს მასშტაბს + აზერბაიჯანი და სომხეთზეც ცოტაოდენი იმპორტიც შეიძლებოდა. ამას სულ 100.000 $ ყოფნიდა, რომ რაოდენობაზე შემძლებოდა მუშაობა. არ მოხდა დაფინანსება და არც ბანკი მომეხმარა.
* * * კარტოფილზე გიპასუხებთ ბატონო შალვა. ეს კარტოფილი არ არსებობდა საქართველოში. ახლა უკვე უნდა იყოს, რადგანაც ამაზე (თესლის შემოტანაზე) იყო ლაპარაკი. ეს თვით იმ პროექტში იდო, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ დააფინანსა. უნდა შემოეტანათ ეს ჯიშიანი თესლი და თანაც უნდა სათესლე მეურნეობებზეც მომხდარიყო მიწოდება. ეს არის ძალიან კარგი ჯიში. ჩვენ საერთოდ ნაკლებად ვიცნობთ კარტოფილს. ბაზარში თუ ვყიდულობთ მგონი არასოდეს გვიკითხია მის ავ-კარგზე. ვაშლზე კი ბატონო: ,,ბროცკი''- საშამპანურე მასალაა, ,,ანტონოვკა''- ეს ბავშვებისთვისაა კარგი პირდაპირ ექიმები ნიშნავენ დიდი რაოდენობის ვიტამინების არსებობის გამო და ა. შ. იგივეა კარტოფილშიც. ასე მაგალითად თურქეთიდან შემოდის მხოლოდ ყვითელი უვარგისი კარტოფილი. თეთრს არ აგზავნიან, თავისთვის იტოვებენ. აქვთ გემოვნება და ამიტომ. არც ჩვენი ექსპორტიორი ცდილობს ოდნავ ძვირი, მაგრამ ხარისხიანის შემოტანას. რატომ? - არც ვთხოვთ და ვერც ვარჩევთ...
ამის გარდა დიდი მნიშვნელობა აქვს კარტოფილის შენახვასაც. ის თუნდაც ჩიფსისთვის იყოს გათვლილი 2-3 დღეში შეიძლება გამოუსადეგარი გახდეს. სინათლე, ტენიანობა,შაქრიანობა, წებოვნება, სახამებელის % და უამრავი სხვა ფაქტორია გასათვლელი თუ კარგ კონკურენტუნარიან ქართულ ჩიფსზე ვფიქრობთ და გვინდა ამის გაკეთება. ისე სხვათა შორის მე ჩვეულებრივი ქართული ჟიშის კართოფილებით ვაკეთე ჩიფსი და ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა. :))
26,lomouri,str.GORI GEORGIA 1400

tel: 899.53-88-53

e-mail: pegasi01@posta.ge

#15 David Korakhashvili

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 55 გამოხმაურება

დაწერილია 10 March, 2010 - 16:30

იხილე გამოხმაურებაGocha Omadze, Mar 9/10, 21:30 -ში, განაცხადა:

ისე სხვათა შორის მე ჩვეულებრივი ქართული ჯიშის კართოფილებით ვაკეთე ჩიფსი და ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა. :))

თუ გქონდათ უკვე გამოცდილება ე.ი. თქვენს მიერ დასმულ შეკითხვაზეც გქონიათ პასუხი! :) თუ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა მაშინ რატომ ვერ მივიდა საქმე ბოლომდე?! მარტო ფინანსების ამბავია თუ სხვა ფაქტორებისაც?!

კომპანია "აგროტექნიკს ჯგუფი" მიმდინარე წელს ქარელის რაიონში ჩიფსების ქარხანას გახსნის
6 თებერვალი 2008, 12:21

კომპანია "აგროტექნიკს ჯგუფი" მიმდინარე წელს ქარელის რაიონში ჩიფსების ქარხანას გახსნის, რომლის მშენებლობაშიც 3 მლნ. დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. კომპანია პირველ ეტაპზე წარმოებულ ჩიფსებს ადგილობრივ ბაზარზე გაყიდის, შემდეგ კი სომხეთისა და აზერბაიჯანის ბაზრებზე გაიტანს. კომპანიის პრეზიდენტის ფადი ასლის განცხადებით, კომპანია ქარელის რაიონში 300 ჰექტარ მიწის ნაკვეთს შეისყიდის. "გარდა ამისა, კარტოფილის თესლს შემოვიტანთ, რომელიც არის სპეციალურად გადამუშავებისთვის განკუთვნილი. იმპორტირებული კარტოფილის თესლის ნაწილს ჩვენ თვითონ ვაწარმოებთ, დანარჩენს კი ფერმერებს გადავცემთ და უკვე მათ მიერ წარმოებულ პრუდუქციას შევისყიდით", - განუცხადა GBC-ის ფადი ასლიმ. მისივე თქმით, ქარხანაში რამდენიმე ასეული ადამიანი დასაქმდება. "საქართველოს ბაზარზე არსებული ჩიფსები ძირითადად იმპორტირებულია, ამიტომ მათი რეალიზაციის ფასიც მაღალია. მაგალითად, ჩვენ არ გვექნება სატრანსპორტო ხარჯები, ამიტომ ქართული ჩიფსები უფრო იაფი ეღირება", - განაცხადა კომპანიის პრეზიდენტმა. 2008 წელს კომპანია ფოთში თანამედროვედ აღჭურვილ სამაცივრო მაღაზიას ააშენებს, სადაც 3 მლნ. ლარის ინვესტიცია ჩაიდება. სამაცივრო მაღაზია 40 000 ტონა პროდუქციას შეინახავს. ფადი ასლის განცხადებით, მიმდინარე წელს კომპანია ქარელის რაიონში 1000 ტონაზე გათვლილ სპეციალურ კონტროლირებად ტემპერატურის მქონე სათბურის მშენებლობას გეგმავს. გარდა ამისა, "აგრიტექნიკს ჯგუფი" გაყინული ბოსტნეულის ექსპორტს ”ჯორგიან ბიზნეს კონსალტინგი”

ისე ამ ქარხნის ბედიც საინტერესოა, წესით კაი ხნის გახსნილი უნდა იყოს! ეტყობა რაღაციაშია საქმე!

პ.ს. კომპანია "აგროტექნიკს ჯგუფი" - საკვები პროდუქტების იმპორტიორია

რედაქტორი David Korakhashvili, 10 March, 2010 - 16:40.

The Proud Participant of Business Conference

#16 Gocha Omadze

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 93 გამოხმაურება

დაწერილია 12 March, 2010 - 14:12

899 58 82 24 ბატონო დავით ამ ნომერზე ვახტანგი გიპასუხებთ. კოკა-კოლასთანაა, იქვე ფლექსოგრაფიული ბეჭვდაა. თუ ქაღალდზე გინდათ სხვა ნომერს მოგცემთ, თუ ღრმა ბეჭდვა ვაშლიჯვარშია ერთი და მეორე ნომერი არ მახსოვს, გიორგობიანია ამასაც მოგიძებნით თუ დამიკონკრეტებთ რის დაბეჭდვას აპირებთ.

იხილე გამოხმაურებაDavid Korakhashvili, Mar 10/10, 16:30 -ში, განაცხადა:

თუ გქონდათ უკვე გამოცდილება ე.ი. თქვენს მიერ დასმულ შეკითხვაზეც გქონიათ პასუხი! :) თუ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა მაშინ რატომ ვერ მივიდა საქმე ბოლომდე?! მარტო ფინანსების ამბავია თუ სხვა ფაქტორებისაც?!

კომპანია "აგროტექნიკს ჯგუფი" მიმდინარე წელს ქარელის რაიონში ჩიფსების ქარხანას გახსნის
6 თებერვალი 2008, 12:21

კომპანია "აგროტექნიკს ჯგუფი" მიმდინარე წელს ქარელის რაიონში ჩიფსების ქარხანას გახსნის, რომლის მშენებლობაშიც 3 მლნ. დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. კომპანია პირველ ეტაპზე წარმოებულ ჩიფსებს ადგილობრივ ბაზარზე გაყიდის, შემდეგ კი სომხეთისა და აზერბაიჯანის ბაზრებზე გაიტანს. კომპანიის პრეზიდენტის ფადი ასლის განცხადებით, კომპანია ქარელის რაიონში 300 ჰექტარ მიწის ნაკვეთს შეისყიდის. "გარდა ამისა, კარტოფილის თესლს შემოვიტანთ, რომელიც არის სპეციალურად გადამუშავებისთვის განკუთვნილი. იმპორტირებული კარტოფილის თესლის ნაწილს ჩვენ თვითონ ვაწარმოებთ, დანარჩენს კი ფერმერებს გადავცემთ და უკვე მათ მიერ წარმოებულ პრუდუქციას შევისყიდით", - განუცხადა GBC-ის ფადი ასლიმ. მისივე თქმით, ქარხანაში რამდენიმე ასეული ადამიანი დასაქმდება. "საქართველოს ბაზარზე არსებული ჩიფსები ძირითადად იმპორტირებულია, ამიტომ მათი რეალიზაციის ფასიც მაღალია. მაგალითად, ჩვენ არ გვექნება სატრანსპორტო ხარჯები, ამიტომ ქართული ჩიფსები უფრო იაფი ეღირება", - განაცხადა კომპანიის პრეზიდენტმა. 2008 წელს კომპანია ფოთში თანამედროვედ აღჭურვილ სამაცივრო მაღაზიას ააშენებს, სადაც 3 მლნ. ლარის ინვესტიცია ჩაიდება. სამაცივრო მაღაზია 40 000 ტონა პროდუქციას შეინახავს. ფადი ასლის განცხადებით, მიმდინარე წელს კომპანია ქარელის რაიონში 1000 ტონაზე გათვლილ სპეციალურ კონტროლირებად ტემპერატურის მქონე სათბურის მშენებლობას გეგმავს. გარდა ამისა, "აგრიტექნიკს ჯგუფი" გაყინული ბოსტნეულის ექსპორტს ”ჯორგიან ბიზნეს კონსალტინგი”

ისე ამ ქარხნის ბედიც საინტერესოა, წესით კაი ხნის გახსნილი უნდა იყოს! ეტყობა რაღაციაშია საქმე!

პ.ს. კომპანია "აგროტექნიკს ჯგუფი" - საკვები პროდუქტების იმპორტიორია

26,lomouri,str.GORI GEORGIA 1400

tel: 899.53-88-53

e-mail: pegasi01@posta.ge

#17 Gocha Omadze

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 93 გამოხმაურება

დაწერილია 12 March, 2010 - 20:17

#18 Gocha Omadze

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 93 გამოხმაურება

დაწერილია 12 March, 2010 - 22:57

თუ გქონდათ უკვე გამოცდილება ე.ი. თქვენს მიერ დასმულ შეკითხვაზეც გქონიათ პასუხი! თუ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა მაშინ რატომ ვერ მივიდა საქმე ბოლომდე?! მარტო ფინანსების ამბავია თუ სხვა ფაქტორებისაც?!

t

ფინანსურად შეუძლებელია ამხელა პროექტი გაქაჩო. თუ ვინმე ან ბანკი არ გეხმარება, ხელი მაინც არ უნდა შეგისალონ.

რაღაცაში ნამდვილადაა საქმე მარა - ,,ვის შევჩივლო რუსთაველი მკვდარია"...
მოკლედ ასეა: იყო პატარა საწარმო, გაკეთდა ჩიფსი მუშაობდა ხალხი. შემოვიდა იმპორტი. საჭირო გახდა დამატებითი სახსრები მაქსიმუმ 100.000. (მანქანები, სტელაჟები,რეკლამა) ეს გაჩერდა და 3 წლის მერე დაგეგმილი 3 მილიონიანი არსად ჩანს. თანაც პატარას შეეშინდა დიდი, ძლიერი ქარხნის. დარჩა ბურთი და მოედანი იმპორტს :)

P. S. თუ შეიძლება მასწავლეთ ციტატა, როგორ გავაკეთო, პასუხის გასაცემად. აქ რაღაცეები გავამეორე, ვერ გავერკვიე.
26,lomouri,str.GORI GEORGIA 1400

tel: 899.53-88-53

e-mail: pegasi01@posta.ge

#19 Ivane Sujashvili

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 418 გამოხმაურება

დაწერილია 13 March, 2010 - 13:34

აი თურმე სად ყოფილა პრობლემა მე მაგალითად მუდმივი კლიენტი ვიყავი და ვჭამდი გემრიელად და ბოლოს გემო დაეკარგა არ მესიამოვნა და რავიცი რას დავაბრალო თან გავიფიქრე რომ ბევრს ვჭამდი და გემოს აღარ ააქვს და ა.შ.

#20 Gocha Omadze

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 93 გამოხმაურება

დაწერილია 14 March, 2010 - 20:16

ბატონო ივანე ეს საწარმო და ეს ჩიფსი ბოლოს წევიდა გაღმა, მარილზე ... სანამ ცოცხალი იყო მეც მომწონდა. შეფასებისთვის მადლობა
26,lomouri,str.GORI GEORGIA 1400

tel: 899.53-88-53

e-mail: pegasi01@posta.ge

1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

 Link პარტნიორები
ბიზნესის დაგეგმვა
MARNET Associates LLC

განათლება
ISET
შენი განათლების გზამკვლევი
Targmne.com
International Students' Business Olympiad

დასაქმება / HR
Staff.ge

ინტერნეტი & IT
FreeShop.Ge
Karvasla.com
SEO და ინტერნეტ მარკეტინგი
კომპანია BIT
SMS ქისა

Fonts.ge - ქართული ფონტები
კომპანია Singular-ის ბლოგი
Anonsi.ge
Sanishne.com
ბლოგი Business Cafe
ბლოგი Event-Lenta

ინფორმაცია
Enthusiast.ge
Бизнес Грузия
Reality.ge
Worldnews.ge

მარკეტინგი & PR
ბლოგი MSG Partisani
ბლოგი PRHYPERMARKET
DAVID.GE 2.0
მარკეტინგული ბლოგი

ქართული ბრენდი
PR გიდი
PR სააგენტო GePRa
PR სააგენტო პროფილი
Publicity.ge
ფაბლისითი ჯგუფი

მედიცინა & ჯანდაცვა
სამედიცინო პორტალი
სამედიცინო ფორუმი

საქართველო
About Georgia
Kutaisi

ტრანსპორტი & ლოგისტიკა
ავტომობილები ჰოლანდიიდან
1auto.ge

ტურიზმი
Georgian Tourism Association
კომპანია ჰარმონია
გლობალ სერვის ტური

უძრავი ქონება
101.ge
IND პროექტი
Privatservice-Tbilisi Real Estate

Share