ჩიფსის წარმოება საქართველოში
თემის რეიტინგი:
   
1 ხმები
-
Group:
Authorized Participant
-
Posts:
75
-
Joined:
29-January 10
Posted 04 February, 2010 - 00:32
მოგესალმებით ძვირფასო კონფერენციალებო!
ეს ჩემი პირველი თემაა და ვფიქრობ თავს გავართმევ...
ქართულ ბაზარზე რამდენჯერმე ქართული ჩიფსი გამოჩნდა. როგორც გამოჩნდა ისევე გაქრა და დაიკარგა. რა ხდება, რატომ ვერ უწევს კონკურენციას იმპორტს ჩვენი ნაწარმი ? ღირს საერთოდ ჩიფსის წარმოება?
26,lomouri,str.GORI GEORGIA 1400
tel: 899.53-88-53
e-mail: pegasi01@posta.ge
0
-
Group:
Start-Up Participant
-
Posts:
54
-
Joined:
13-May 07
Posted 05 March, 2010 - 14:05
როგორც მე ვიცი საქართველოს ტერიტორიაზე არ მოდის ჩიფსისთვის შესაბამისი ხარისხის მქონე კარტოფილი, შენს მიერ აღნიშნული ფიასკოები როგორც მე გავიგე მაგის გამო მოხდა. ასევე შეფუთვის პრობლემაც იყო რათქმაუნდა, საქართველოში შეფუთვის პრობლემა დიდი ხანია არსებობს.
წარმოება კი წესით მომგებიანი უნდა იყოს თუ რათქმაუნდა კონკურენტუნარიანი კარტოფილის მოყვანას შევძლებთ!
პ.ს. ისე მე ხშირად ვყიდულობდი ქართულ ჩიპსებს, კარტოფილის ხარისზე რომ არაფერი ვთქვათ ზეთის და მარილის შემცველობაც არაზომიერად ქონდა (ჩემი აზრით), წიწაკაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია
The Proud Participant of Business Conference
0
-
Group:
Authorized Participant
-
Posts:
35
-
Joined:
11-February 10
Posted 05 March, 2010 - 15:27
ჩემი აზრით – ჩიფსის პოპულარობას დიდწილად განაპირობებს ბრენდის ცნობადობა, თან ძალიან დიდი ასორტიმენტი არსებობს უკვე და გემოს მხრივ ძნელია რაიმე განსხვავებულის დამზადება.
პრინციპში ჩიფსის დამზადების ტექნოლოგიაც ერთ დროს მხოლოდ იდეა გახლდათ, რომელიც აღმოჩნდა წარმატებული
მე ვიცნობ ერთ პიროვნებას, რომელსაც აქვს განსხვავებული დამზადების ტექნოლოგია (სხვათაშორის ძალიან საინტერესო) და უსახსრობის გამო ვერ ახერხებს თავისი გეგმების რეალიზებას, თუ საინტერესო იქნება შემიძლია დაგაკავშიროთ... უბრალოდ იმას "chips" არ ქვია იმას ქვია "chiples"
0
-
Group:
Authorized Participant
-
Posts:
587
-
Joined:
30-November 09
Posted 05 March, 2010 - 17:36
მოგესალმებით,
დათოს ვეთანხმები. საქართველოში წარმოებული ჩიფსები იმპორტირებული ნედლეულით მზადდება.
ასევე ვეთანხმები ვახტანგს ადგილობრივი პროდუქციის გემოვნურ თვისებებზე.
მე როგორც ვიცი ქუთაისში ამზადებდნენ ასეთ ჩიფსებს, რომელსაც თუ არ ვცდები "გამა" ერქვა.
სამწუხაროდ ვერ პოვა თბილისის ბაზარზე განვითარება მაღალი კონკურენციის გამო.
პატივისცემით,
შალვა
პატივისცემით,
შალვა გორდეზიანი
"MSG" - Media Services Group
marketing@msg.com.ge
www.msg.com.ge
0

- Newbie
-
-
Group:
Start-Up Participant
-
Posts:
23
-
Joined:
25-February 10
Posted 05 March, 2010 - 21:20
ინგლისში მაქვს ნაჭამი ძვირადღირებული ორგანიკ ჩიფსები და რატომღაც ის ჩიფსები ყოველთვის მახსენებდა რამოდენიმე წლის წინ საქართველოს ბაზარზე შემოსულ ქართულ ჩIფსებს..
ნუ პრინციპში ქართულ ჩიფსებსი ზეთისა და მარილის overdose იყო  მაგრამ ვიდით და უგემურობით გავდა
ჩემი აზრით ნამდვილად ჯობია ემულგატორებით, კარდონებით და ათასი უბედურებებით დამზადებულ ლეისებს და პრინგელსებს ქართული უგემური ჩიფსები!
აწარმოეთ ქართველებო ეს პროდუქტი, გპირდებით რომ ლოიალური მომხმარებელი ვიქნები
Curious Minds for Surprising Results
0
-
Group:
Authorized Participant
-
Posts:
75
-
Joined:
29-January 10
Posted 07 March, 2010 - 21:45
Gocha Omadze, on Feb 4/10, 00:32, said:
მოგესალმებით ძვირფასო კონფერენციალებო!
ეს ჩემი პირველი თემაა და ვფიქრობ თავს გავართმევ...
ქართულ ბაზარზე რამდენჯერმე ქართული ჩიფსი გამოჩნდა. როგორც გამოჩნდა ისევე გაქრა და დაიკარგა. რა ხდება, რატომ ვერ უწევს კონკურენციას იმპორტს ჩვენი ნაწარმი ? ღირს საერთოდ ჩიფსის წარმოება?
26,lomouri,str.GORI GEORGIA 1400
tel: 899.53-88-53
e-mail: pegasi01@posta.ge
0
-
Group:
Start-Up Participant
-
Posts:
45
-
Joined:
28-March 07
Posted 08 March, 2010 - 10:53
მოგესალმებით!
პირველ რიგში აქ ხარისხზეა საუბარი, მაგრამ ხარისხთან ერტად აუცილებელია ამ პროდუქტის გაპიარება და პოპულარიზაცია არც თუ რთულ და დიდ ბაზარზე რასაც ქართული ბაზარი ჰქვია. რაც შეეხება ქუთაისურ ჩიფს ,,GAMA" საკმაოდ ნორმალური ჩიფსი აქვთ მაგრამ რეკლამაში ფულის დახარჯვა არ უნდათ. მოკლედ და კონკრეტულად რეკლამის ეფექტურობას არ აფასებენ საქათველოში.
0
-
Group:
Authorized Participant
-
Posts:
75
-
Joined:
29-January 10
Posted 08 March, 2010 - 22:38
გამარჯობა! საერთოდ ჩიფსი ძირითადად 2 სახისაა. ნატურალური და ნახევრად ფაბრიკატული წარმოების. ნატურალური ეს კარტოფილით არის შექმნილი და საკმაოდ რთული ტექნოლოგიური პროცესებია საჭირო მის მისაღებად.(,,ლეისი'', ,,ლუქსი'') ნახევრად ფაბრიკატი, იგივე პილეტით კი საკმაოდ ადვილად და სწრაფად მზადდება. (ქუთაისის ,,გამა"")
ჩვენთან ამ ორ პროდუქტს შორის განსხვავებას ვერ ხედავენ და არც ნატურალურის პრიორიტეტია გამოკვეთილი. ამ უკანასკნელში ენერგეტიკული ღირებულება და სასარგებლო თვისებები ნამდვილად განსხვავებულია პილეტით გაკეთებულ ნაწარმს შორის.
2006 ეკონომიკის სამინისტროს და აგრო ჯგუფის მიერ დაფინანსდა 3.5 მილიონით საწარმო (სახელი არ მახსოვს), რომელიც 3 წელში გვპირდებოდა ქართულ ჩიფსებს. ამავე დროს მოხდა თესლის კულტურის შემოტანა, რომელიც ზუსტად ჩიფსისთვის იქნებოდა განკუთვნილი. ?!
თბილისში საშუალო დონის პარკის გაკეთება შესაძლებელია და ღრმა ბეჭვდაც 2 ადგილას არსებობს. ასე რომ ამ მხრივ რაღაცეები მიღწეულია.
ზეთიანობის ხარისხი, პროდუქტის ინგრედიენტებით შეზავება მარილი, გლუტამატი და ა. შ. ამას სწორი ტემპერატურული რეჯიმები ტექნოლოგიურად მაღალი ცოდნა ესაჭიროება. + ნატურალური სანელებლები და გემოები. მე ვაწარმოებდი თავად და ახლაც შემიძლია შევქმნა სხვადასხვა ''პრიპრავები'' როგორიცაა: ნიორი, მწვანე ხახვი, ყველი, სოკო, მწვადი, ბეკონი, კეტჩუპი, წიწაკა და კიდევ რასაც მომთხოვს მომხმარებელი. ასეთი კი არ არსებობს და არ მეგულება ამითი დაინტერესებული. სხვათა შორის, ჩემს მიერ დამზადებული ნატურალური ინგრედიენტები ბევრად ნაკლები დაჯდება ქიმიურად დამზადებული იმპორტულისაგან.
ბატონ ვახტანგს დავეთანხმები რეკლამის აუცილებლობაში, მაგრამ არ მგონია ქუთაისურს ამან უშველოს. თბილისში განსხვავებით პერიფერიებისა, იხვეწება გემოვნება და შესაბამისად მოთხოვნა ნატურალურზე.
7 წლის წინ ჩემს მიერ გაკეთებულ ჩიფსების შემდეგ მთლიანად იმპორტმა დაიკავა ჩვენი ბაზარი. მოკლედ მინდა წარმატება ვუსურვო ყველას, ვინც ამ თემით არის დაინტერესებული. დღესდღეობით ბევრი რამ შეიცვალა იმისთვის, რომ უფრო მეტად იყოს წარმატებული ამ წარმოების ეფექტურობა.
26,lomouri,str.GORI GEORGIA 1400
tel: 899.53-88-53
e-mail: pegasi01@posta.ge
0
-
Group:
Start-Up Participant
-
Posts:
45
-
Joined:
28-March 07
Posted 09 March, 2010 - 00:28
მეც გეთანხმებით ბატოტნო გოჩა იმაში რომ აუცილებლად ხარისხი უპირველესად მნიშვნელოვანია მომხმარებლისათვის, მაგრამ მე მაიც ვფიქრობ რომ ამ პროდუქტს სჭირდება პიარი და კარგად შეფუთვა რომ ბაზარმა აითვისოს.
0
-
Group:
Authorized Participant
-
Posts:
587
-
Joined:
30-November 09
Posted 09 March, 2010 - 15:33
მოგესალმებით კოლეგებო,
მინდა ავღნიშნო, რომ აქაური პროდუქცია თავისი გემოვნური თვისებებით საკმაოდ ჩამოუვარდება "ლეისსა" და "ლუქსის" პროდუქციას.
მე ვერ ვერკვევი ჩიფსების წარმოების ტექნოლოგიაში, მაგრამ როცა გავსინჯე "გამას" პროდუქცია, აშკარად განსხვავებულია.
ამით იმის თქმა არ მინდა რომ უვარგისი და საშინელებაა, მაგრამ ნამდვილი ჩიფსისაგან კარდინალურად განსხვავებული გემოვნური თვისებებით ხასიათდება.
ვფიქრობ, რომ ასეთი პროდუქციის ბაზარზე განვითარება მხოლოდ სარეკლამო კამპანიით ალბათ შეუძლებელია.
ერთხელ იყიდის მომხმარებელი და მერე ალბათ უარს იტყვის.
ჯობია ნატურალური კარტოფილის პროდუქციისგან დამზადდეს კონკურენციის მოსაპოვებლად.
პატივისცემით,
შალვა
პატივისცემით,
შალვა გორდეზიანი
"MSG" - Media Services Group
marketing@msg.com.ge
www.msg.com.ge
0
გაუზიარე ეს თემა:
1 კითხულობს ამ თემას
0 members, 1 guests, 0 anonymous users
|
|