ნახტომი



- - - - -

ა/მ-ის კეთილსინდისიერი მყიდველი


გამოხმაურებათა რაოდენობა: 9

#1 Gigi Mikabadze

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 8 გამოხმაურება

დაწერილია 17 February, 2010 - 18:14

მოცემულია შემდგომი შემთხვევა:
პიროვნებამ ჩამოიყვანა ა/მ უცხოეთიდან და ჩვეულებრივად განაბაჟა და შემდგომ გადააფორმა. მანქანა დადიოდა საქართველოში 2 წელიწადი და ამჟამად აღმოჩნდა ძებნილი ინტერპოლის მიერ. მოცემულ შემთხვევაში გამოდის თუ არა ა/მ-ის ჩამომყვანი კეთილსინდისიერი მყიდველი, როდესაც მან რეალურად არც იცოდა ა/მ-ის აღნიშნული მდგომარეობა.
The Proud Participant of Business Conference

რა რეპუტაცია გაქვთ Conference.ge-ზე ? გახსოვდეთ, აქ თქვენ შეგიძლიათ შეაფასოთ თითოეული დარეგისტრირებული წევრის გამოხმაურება. ამისათვის საჭიროა გამოხმაურების ბლოკის ქვედა მარჯვენა კუთხეში პიქტოგრამას დააწკაპუნოთ. ამით შეფასდება როგორც კონკრეტული გამოხმაურება, ასევე +1 ქულით გაიზრდება წევრის საერთო რეპუტაცია. Conference.ge-ზე წევრის რეპუტაცია მნიშვნელოვანია!

#2 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,777 გამოხმაურება

დაწერილია 17 February, 2010 - 19:10

ჰოო, ამას კიდევ დამტკიცება უნდა იცოდა თუ არა ...

საინტერესოა, მტკიცების ტვირთი ვისზეა?
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
პროფესიონალი ბიზნეს ტრენერი და კონსულტანტი
დირექტორი @ MARNET Associates LLC
მობ: 995 77 73 79 64
E-mail: admin@marketing.ge

კომპანიის ვებსაიტი
Linkedin Profile

პირადი პროექტები:
საერთაშორისო სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადა - ჩადეთ ფული განათლებაში!
ონლაინ ბიზნეს საკონსულტაციო ვებსაიტი - ინფორმაცია, კონსულტაცია & კავშირები

#3 Gigi Mikabadze

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 8 გამოხმაურება

დაწერილია 17 February, 2010 - 19:37

არის მხოლოდ ორიგინალ საბუთებში უცხო ქვეყანაში აღებული ტექ,საბუთი. კონკრეტულად ნასყიდობის ხელშეკრულება არ არის გაფორმებული უცხოეთში მყიდველთან. ალბად მტკიცების ტვირთი დააწვება მანქანის ჩამომყვანს და რა რა დონეზე შესაძლებელია რომ მოთხოვონ პასუხი-სისხლის სამართლის კოდექსით თუ სამოქალაქოთი, და თუ გაითვალიწინებს სასამართლოს მის კეთილსინდისიერებას.
The Proud Participant of Business Conference

#4 Giorgi Pirtskhalava

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 683 გამოხმაურება

დაწერილია 17 February, 2010 - 19:51

მტკიცების ტვირთი არის ყველა ვარიანტში ბრალმდებელზე, თუ ვერ დაამტკიცა, რომ პატრონმა იცოდა მანქანის კრიმინალური წარსულის შესახებ, მაშინ ავტომატურად მყიდველი უდანაშაულოა, ამას ქვია უდანაშაულობის პრეზუმპცია - ანუ სანამ არ დაუმტკიცებს ბრალმდებელი, მანამ უდანაშაულოა.

მაგრამ არა მგონია სასამართლომდე მივიდეს საქმე, ალბათ უბრალოდ მოწმის სახით თუ გამოიძახეს.

P.S. ცუდი ამბავია, ტეხს.
Giorgi Pirtskhalava
Business development manager
Motorola™ two-way radios
Authorised Distributor in Georgia
Tel: 20 99 51, 20 99 52
<a href="http://mobilephone.ge" target="_blank">http://mobilephone.ge</a>

#5 Gigi Mikabadze

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 8 გამოხმაურება

დაწერილია 17 February, 2010 - 21:28

მაგ სიტუაციაში როგორც მყიდველმა განაცხადა სხვა ქვეყანაში დაიჭირეს მანქანა და მოტორზე გადარტყმული ჰქონდა ნომერიო, თუმცა საქართველოში განბაჟდა და გადაფორმდა და ვერაფერი ვერ აღმოაჩინეს მაშინ. შესაბამისად რა დონეზე ექნება საფუძველი მყიდველს რომ დაუმტკიცოს ბრალეულობა და ასევე მიიღებს თუ არა სასამართლო მხედველობაში იმას რომ ინფორმაცია მაქსიმალურად გასცეს ავტომანქანის ჩამომყვანმა თუ ვისგან და საიდან ჩამოიყვანა მანქანა რათა აჩვენოს მისი კეთლისინდისიერი მყიდველის პოზიცია. თუმცა აღნიშნული ინფორმაცია იქნება მხოლოდ ზეპირი ფორმის , რადგან ოფიციალურად ნასყიდოის ხელშეკრულება არ გაფორმებულა უშუალოდ უცხოეთში ყიდვისას.
The Proud Participant of Business Conference

#6 Lasha Kurdadze

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 25 გამოხმაურება

დაწერილია 24 February, 2010 - 18:54

საინტერესო სიტუაციაა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით, თუ მყიდველის ბრალეულობა არის სახეზე, ანუ როდესაც დამტკიცდება, რომ მან იცოდა ნივთის არაკეთისინდისიერების შესახებ მას რა თქმა უნდა დაეკისრება პასუხისმგებლობა ოღონდ არავითარ შემთხვევაში სისხლის სამართლისწესით. აქ უნდა გამოვიყენოთ საბაჟო და ალბათ საგადასახადო კოდექსები.
რაც შეეხება სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ჩვენი კოდექსის არცერთი მუხლი აღნიშნულ საკითხზე პ/ა არ აწესებს. შეგიძლიათ იხილოთ:

თავი XXXIV
სატრანსპორტო დანაშაული

მუხლი 275. რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო
ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან
ექსპლუატაციის წესის დარღვევა (8.04.2006. N2937)
1. რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვისაც სპეციალურად ევალება ამ წესის დაცვა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება,-
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში,-
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა,-
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
4. იგივე ქმედება, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში,-
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
5. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა,-
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
6. იგივე ქმედება, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში,-
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

მუხლი 276. ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან
ექსპლუატაციის წესის დარღვევა
1. ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, –
-ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში,-
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება,-
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
4. იგივე ქმედება, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში,-
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
5. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა,-
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
6. იგივე ქმედება, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში,-
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
7. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა,-
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
8. იგივე ქმედება, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში,-
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. (28.04.2006. N2937)

მუხლი 277. სატრანსპორტო საშუალების უხარისხო რემონტი,
ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტის
საექსპლუატაციოდ გაშვება
1. სატრანსპორტო საშუალების, გზის, სიგნალიზაციის, კავშირგაბმულობის საშუალების ან სხვა სატრანსპორტო მოწყობილობის უხარისხო რემონტი, აგრეთვე ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტის საექსპლუატაციოდ გაშვება, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მდგომარეობისათვის პასუხისმგებლის მიერ, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება,
-ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა,-
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა,-
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე. (28.04.2006. N2937)

მუხლი 278. სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისათვის
გაუვარგისება (28.04.2006. N2937)
1. სატრანსპორტო საშუალების, გზის, სიგნალიზაციის, კავშირგაბმულობის საშუალების ან სხვა სატრანსპორტო მოწყობილობის დაზიანება, განადგურება ან ექსპლუატაციისათვის სხვაგვარად გაუვარგისება, აგრეთვე სატრანსპორტო კომუნიკაციის ბლოკირება, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება,-
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა,-
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა,-
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე.

მუხლი 279. გემის კაპიტნის მიერ განსაცდელში მიტოვება
გემის კაპიტნის მიერ განსაცდელში მიტოვება იმისა, ვინც ზღვაში ან სხვა წყალსავალ გზაზე იღუპებოდა, თუ კაპიტანს შეეძლო მისი დახმარება გემის, ეკიპაჟის ან მგზავრისთვის სერიოზული საფრთხის შექმნის გარეშე,
-ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

მუხლი 280. ფრენის საერთაშორისო წესის დარღვევა
1. ნებადართული მარშრუტის, მითითებული ფრენის სიმაღლის, დაჯდომის ადგილის, საჰაერო ჭიშკრის დაუცველობა ან ფრენის საერთაშორისო წესის სხვა დარღვევა,
-ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
2. იგივე ქმედება, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა დასახლებულ უბანს,
-ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

მუხლი 281. ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის წესის დარღვევა
1. მგზავრის, ფეხით მოსიარულის ან მოძრაობის სხვა მონაწილის მიერ, გარდა ამ კოდექსის 275-ე ან 276-ე მუხლში აღნიშნული პირებისა, ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება,
-ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
2. იგივე ქმედება, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა,-
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით ქმედება, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა,-
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ცხრა წლამდე. (28.04.2006. N2937)

მუხლი 282. მატარებლის თვითნებური გაჩერება (28.04.2006. N2937)
1. მატარებლის გაჩერება საჭიროების გარეშე, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი,-
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა,-
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე.

მუხლი 283. მაგისტრალური მილსადენის მშენებლობის, ექსპლუატაციის
ან რემონტის უსაფრთხოების წესის დარღვევა (28.04.2006. N2937)
1. მაგისტრალური მილსადენის მშენებლობის, ექსპლუატაციის ან რემონტის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება,
-ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა,
-ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა,
-ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე.

#7 Levan Jorbenadze

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 749 გამოხმაურება

დაწერილია 24 February, 2010 - 22:03

Gigi Mikabadze
პასუხი შეიძლება ასეთი იყოს: თუ რეალურად არც იცოდა ა/მ-ის აღნიშნული მდგომარეობა, მაშინ კეთილსინდისიერია

Lasha Kurdadze
ამ შემთხვევაში 186-ე მუხლს უნდა მივაქციოთ ყურადღება - წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთის შეძენა ან გასაღება

რედაქტორი Levan Jorbenadze, 24 February, 2010 - 22:03.


#8 Lasha Kurdadze

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 25 გამოხმაურება

დაწერილია 26 February, 2010 - 18:51

Levan-Jorbenadze

მუხლი 186. წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით
მოპოვებული ნივთის შეძენა ან გასაღება
1. წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთით სარგებლობა, ნივთის შეძენა, ფლობა ან გასაღება, –
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. (19.03.2008 N 5953)
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
ბ) არაერთგზის;
გ) ავტომობილის მიმართ;
დ) დიდი ოდენობით;
ე) იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ან გამოძალვისათვის,-
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე. (28.04.2006. N2937)
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) ორგანიზებული ჯგუფის მიერ;
ბ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით,-
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. (28.04.2006. N2937)
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით. (23.10.2008 N 401)


ეს არის დიდებული 186-ე მუხლი, რომელიც ბუნებრივია შესაძლებელია შეგვხვდეს მხოლოდ და მხოლოდ პირდაპირი განზრახვით, ეხლა როგორ გვისნის სიტუაციას ავტორი:
Giga Mikabadze"მოცემულია შემდგომი შემთხვევა:
პიროვნებამ ჩამოიყვანა ა/მ უცხოეთიდან და ჩვეულებრივად განაბაჟა და შემდგომ გადააფორმა. მანქანა დადიოდა საქართველოში 2 წელიწადი და ამჟამად აღმოჩნდა ძებნილი ინტერპოლის მიერ. მოცემულ შემთხვევაში გამოდის თუ არა ა/მ-ის ჩამომყვანი კეთილსინდისიერი მყიდველი, როდესაც მან რეალურად არც იცოდა ა/მ-ის აღნიშნული მდგომარეობა.

აღნიშნულ შემთხვევაში ჩვენ ბრალი არ გვხვდება, რადგან კაცმა იყიდა შემდეგ პატიოსნად მოახდინა განბაჟება და დანავარდობდა ქალაქის ქუჩებში, შესაბამისად საქართველოდ მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსით, მას არავითარი, ვიმეორებ არავითარი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება!

რედაქტორი Lasha Kurdadze, 26 February, 2010 - 18:59.


#9 Gigi Mikabadze

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 8 გამოხმაურება

დაწერილია 27 February, 2010 - 14:45

ყველას დიდი მადლობა, მემგონი გავარკვიე ეგ საკითხი. ყველაფერი დამოკიდებულია უდანაშაულობის პრეზუმციაზე, შემგომ მყიდველს თავისუფლად შეეძლო ასევე შეეცვალა მოტორი ან ჩაედინა სხვა ქმედება რომელიც გამოიწვევდა ა/მ-ის მონაცემების ძირეულ ცვლილებას, მემგონი ამ სიტუაციაში კეთისინდისიერება დამტკიცდება :)
The Proud Participant of Business Conference

#10 Lasha Kurdadze

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 25 გამოხმაურება

დაწერილია 01 March, 2010 - 19:41

ნუ ეშინია შენს მეგობარს, მისი ქმედება სრულად არაბრალეულია, თუ ვინმე პრობლემებს შეუქმნის, შეუძლია მომაკითხოს.
პატივისცემით ლაშა.



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე



 Link პარტნიორები
ბიზნესის დაგეგმვა
MARNET Associates LLC

განათლება
ISET
შენი განათლების გზამკვლევი
Targmne.com
International Students' Business Olympiad

დასაქმება / HR
Staff.ge

ინტერნეტი & IT
FreeShop.Ge
Karvasla.com
SEO და ინტერნეტ მარკეტინგი
კომპანია BIT
SMS ქისა

Fonts.ge - ქართული ფონტები
კომპანია Singular-ის ბლოგი
Anonsi.ge
Sanishne.com
ბლოგი Business Cafe
ბლოგი Event-Lenta

ინფორმაცია
Enthusiast.ge
Бизнес Грузия
Reality.ge
Worldnews.ge

მარკეტინგი & PR
ბლოგი MSG Partisani
ბლოგი PRHYPERMARKET
DAVID.GE 2.0
მარკეტინგული ბლოგი

ქართული ბრენდი
PR გიდი
PR სააგენტო GePRa
PR სააგენტო პროფილი
Publicity.ge
ფაბლისითი ჯგუფი

მედიცინა & ჯანდაცვა
სამედიცინო პორტალი
სამედიცინო ფორუმი

საქართველო
About Georgia
Kutaisi

ტრანსპორტი & ლოგისტიკა
ავტომობილები ჰოლანდიიდან
1auto.ge

ტურიზმი
Georgian Tourism Association
კომპანია ჰარმონია
გლობალ სერვის ტური

უძრავი ქონება
101.ge
IND პროექტი
Privatservice-Tbilisi Real Estate








Share