ნახტომი



- - - - -

ნოღაიდელის გზა ... რა გზაა ეს?


  • თემა დაკეტილია თემა დახურულია!
გამოხმაურებათა რაოდენობა: 42

#11 Sofio Burjanadze

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 508 გამოხმაურება

დაწერილია 04 March, 2010 - 20:37

კიდევ 1990 წელს ზვიად გამსახურდიამ 87%-ით გაიმარჯვა..
არა მგონია ის 13% პროცენტი გაზრდილიყო... პირველ რიგში მას შემდეგ საქართველოდან წავიდა 200 000 ეთნიკური რუსი.. ეხლა კი უკან დაბრუნებულებს ნამდვილად პუტინისეული რუსეთი ყელში აქვთ...
მეორე 20 წელიწადში ბუნებრივი პროცესების გამო ბევრი იმ 13% პროცენტიდან გადასახლდა საიქიოს... ხოლო მათი შვილების და მათი შვილიშვილების უმეტეს ნაწილს პირველებს ჰქონდათ საშუალება განათლება მიეღოთ დასავლეთში...
და შესაბამისად არა მგონია ვიღაცის ჩექმის ლოკვა ცხოვრების სტილად მოსწონდეთ..
რადგან ისედაც კარგად არიან მოწყობილი ან დასავლეთში ან თბილისში..:biggrin:
დარჩა "სტუკაჩი" ინტელიგენციის ნაწილი, რომლებიც მაშინაც გამოიყენეს .. და ეხლაც ეცდებიენ გამოიყენონ...
თუ რა თქმა უნდა ამ წრით თუ შემოიფარგლეთ.. (და ვგონებ რუსეთი ინფორმაცის ძირითადად აქედან იღებს...)
ძალიან მცდარი აზრი შეგექმნებათ საქართველოს მოსახლეობის შეხედულებებზე...

კითხვა : რატომ არ იჭერს მთავრობა ნოღაიდელს?
პასუხი: ნოღაიდელი მშვენივრად უკეთებს ოპოზიციას დისკრეტიზაციას..

რა რეპუტაცია გაქვთ Conference.ge-ზე ? გახსოვდეთ, აქ თქვენ შეგიძლიათ შეაფასოთ თითოეული დარეგისტრირებული წევრის გამოხმაურება. ამისათვის საჭიროა გამოხმაურების ბლოკის ქვედა მარჯვენა კუთხეში პიქტოგრამას დააწკაპუნოთ. ამით შეფასდება როგორც კონკრეტული გამოხმაურება, ასევე +1 ქულით გაიზრდება წევრის საერთო რეპუტაცია. Conference.ge-ზე წევრის რეპუტაცია მნიშვნელოვანია!

#12 Alexander Qarumashvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 234 გამოხმაურება

დაწერილია 05 March, 2010 - 10:51

Sofio Burjanadze
13%? საინტერესოა. მას მერე რა მოხდა? სამოქალაქო ომი 13%? აღვირახსნილი თარეში მთელს საქართველოში 13%? დაჩოქილი ხალხი რუსთაველზე და მათი თანამოაზრენი 13%? მთლიანად კორუმპირებული სახელმწიფო 13%? მთლიანად მონოპოლიზირებული ბიზნესი 13%? აგვისტოს ომის დროს გადაჭედილი გზები აზერბაიჯანის მიმართულებით 13%? შეფუთეთ ფეკალიები ლამაზ ქაღალდში და საზოგადოების ძირითადი ნაწილი ოქროდ მიიღებს. დღეს ნოღაიდელ-ბურჯანაძის ვოიაჟები არ იფუთება და როგორც არის ისე ჩანს. მე მგონი; ისევ გვჟირდება წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება და საადგილმამულო ბანკი.
შ.პ.ს. "ანკ კომპიუტერსი"
თქვენი ოფისის სრული სერვისი
ტ.; 48 49 50/ 30 78 79/ 42 17 57/ 8 (93) 53 29 21
www.ankshop.com

#13 George Chkhikvishvili

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 826 გამოხმაურება

დაწერილია 05 March, 2010 - 11:33

იხილე გამოხმაურებაLevan Tsirekidze, Mar 4/10, 16:59 -ში, განაცხადა:

ჩემი აზრით ძალიან საინტერესოა ის ფაქტი, რომ ხელისუფლება ასე მშვიდად ხვდება ნოღაიდელის და მისთანანის რუსეთთან ასე დამეგობრება-დაახლოვებას. რატომ არ ექცევიან ნოღაიდელს ისე, როგორც მოექცნენ მაგალითად ოქრუაშვილს, მიზეზს ვერ მოუძებნიან თუ რა?


ეშინიათ. ოქრუაშვილის დაჭერას 7 ნოემბერი მოყვა. ნოღაიდელის უკან ეტყობა გონიათ რომ ეფ-ეს-ბე დგას და ეშინიათ...


Sofio Burjanadze

მე ვიყავი იმ 13%-ში, და რუსის ჩექმა არაფერ შუაშია, კაკ რაზ პირიქით. რუსის ჩექმაზე თუ მიდგა საქმე, რუსების მოთხოვნით გააუქმა გამსახურდიამ ეროვნული გვარდია რამაც დაღუპა კიდეც ბოლოში. შენ თუ ლიდერი ხარ ესე აშკარად არ უნდა დაექვემდებარო ზეწოლას. ესეთი ნაბიჯების შემდეგ უკვე აღარ ხარ ის, რომლის გულისთვისაც ვინმე თავს გასწირავს.

მაგრამ ეს კიდევ არ ყოფილა პირადად ჩემთვის გადამწყვეტი რატომაც მოვხვდი 13%. ნუ შეეშინდა და შეეშინდა, უშიშარი არავინ არ არის, მაგრამ აღმოჩნდა რომ არც კაპიტალიზმისკენ მიდიოდა და არც დემოკრატიისკენ, პირიქით, ვაის გავექეცი და უის შევეყარე გამოდიოდა, ისეთი სისწრაფით აყალიბებდა საკუთარი პიროვნების კულტს, მარტო მდედრიონი რად ღირდა?! და ყველაფერი ამის შემდეგ აგენტი, აგენტი გაიძახოდა. ყველასთვის ნათელი იყო რომ ამით ცდილობდა პოლიტიკური ოპონენტების ჩამოშორებას და რაც მთავარია პროკურატურა ჩართო ამ საქმეში... მოკლედ ბევრ რამეზე დეჟა-ვიუ მაქვს, ამიტომაც ეს ნოღაიდელის თემა მაგრა გაბერილი მგონია ან შიშს დიდი თვალები აქვს...

რედაქტორი George Chkhikvishvili, 05 March, 2010 - 11:34.

Analyst/Software Designer
<a href="http://biletebi.ge" target="_blank">Biletebi.ge</a>
<a href="http://ads.karvasla.com?languageid=1" target="_blank">ads.Karvasla.com</a>
<a href="http://survey.ge" target="_blank">Survey.ge</a>
...............................
tel: +995 97 556563
E-mail: gio_ch@hotmail.com

#14 Sofio Burjanadze

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 508 გამოხმაურება

დაწერილია 05 March, 2010 - 13:12

გიორგი თანაგიგრძნობ..
13% ყოფნა მართლა მძიმე ტვირთია.. რა თქმ უნდ მაშინ ვერ წარმოიდგენდი, რომ ის სახელოვანი ინტელიგენცია უბრალოდ "სტუკაჩები" იყო..
და იმ 13% ის მიერ დაქცეული საქართველო გაწვება მერე სულზე..
თანაგიგრძნობ... ისე ძალიან მძულს ცხვრის დადანაშაულება მგელთან, მისი ბრალია, რომ შეჭამესო...
თანაგიგრძნობ, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ეხლა ნოღაიდელს და მისთანებს არ გულშემატკივრობ...
თუ ასეა, მაშინ სულ ცუდად გქონია საქმე:biggrin:

ეხლა რატომ არ მალავენ.. რატომ ყვირიან ასე ხმამაღლა...
რუსეთის სპეცსამსახურების სტილია.. სადღაც რაღაც, რომ გამოუვათ, მერე იმეორებენ..
უკრაინაში სადაც 8 მილიონი რუსია ასე გამოუვიდათ... ხოდა აქაც იგვეს იმეორებენ..
მით უმეტეს აქაური"სტუკაჩი" ინტელიგენცია, ანუ აგენტურა ალბათ უმტკიცებთ სულ ჩვენი მომხრეა ხალხიო:D
აბა ფულს, რომელსაც იღებენ.. ტყუილად ხომ არ იღებენ... ვმუშაობთო... უმტკიცებენ...

პ.ს. გიორგი ისე საქართველოში ერთხელ, რომ შეცდებინ, მერე ძალიან უჭირთ სიმართლეს თვალი გაუსწორონ.. სისულელე იყო იმ ცამეტში მოხვედრაო, თქმა:)

#15 George Chkhikvishvili

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 826 გამოხმაურება

დაწერილია 06 March, 2010 - 11:20

სოფო, ეგება და არის ირგვლივ შეთქმულება, ეგება და მარტივად და ბანალურად ჩაფლავდა კამანდა იმიტომ რომ არც შესაბამისი მომზადება და არც ჭკუა არ აღმოაჩნდა და გადააბრალეს სხვას? ჩემთვის პირადად, როგორც კი პოლიტიკოსი იწყებს ყველას დარწმუნებას რომ აგენტებით არის გარშემორტყმული, უკვე პირველი ნიშანია იმისა რომ რაცხა პრობლემა აქვს თავის პროფესიასთან.
Analyst/Software Designer
<a href="http://biletebi.ge" target="_blank">Biletebi.ge</a>
<a href="http://ads.karvasla.com?languageid=1" target="_blank">ads.Karvasla.com</a>
<a href="http://survey.ge" target="_blank">Survey.ge</a>
...............................
tel: +995 97 556563
E-mail: gio_ch@hotmail.com

#16 Sofio Burjanadze

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 508 გამოხმაურება

დაწერილია 06 March, 2010 - 11:57

გამსახურდის შეცდომებს ეხლა აქ არ განვიხილავ, რადგან ისინი ვინც საჭიროა გაანალიზა და გაითვალიწინა კიდეც... თუმცა ისინი არ იყო ფატალური და გმოუსწორებელი და იმ მთავრობის კრახი დამპალი წითელი რუსული იმპერიის ჯერ კიდევ ძალიან ძლიერ სტრუქტურებში უნდა ვეძებოთ..
ხოლო რაც შეეხება აგენტურულ სიტუაციას მაშინდელ საქართველოში.. დღევანდელი ლუსტრაცია ააშკარავებს ძალიან ცალსახად.. ეხლა მაინც ყველაფერი გასაგები ხდება: თუ გინდ ძიძიგური აიღე..
შორს წასვლა არც არის საჭირო.... რუსული პრემიის რიგში, ანუ 30 ვერცხლის რიგში ჩამდგარი მწერლების ნაწილი...
თუ მაშინ შეგეშალა და მონსტრებთან და რუსეთის აგენტებთან ერთად დაეტაკე საკუთარ შეიძლება არასრულყოფილ, მაგრამ წესიერ და ეროვნულ მთავრობას ვაჟკაცობა უნდა გეყოს აღაიარო შემეშალაო...
დღევანდელი გადასახედიდან, ხომ ყველაფერი ნათლად ჩანს..
და არა მაშინდელი რუსული იმპერიული მანქანის ანტიზვიდისტური კლიშეები იმეორო..
საკუთარი სვინდისის დასაწყნარებლად.

#17 Ivane Sujashvili

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 418 გამოხმაურება

დაწერილია 06 March, 2010 - 13:37

მე ადრიდანვე ვთქვი რომ ოპოზიციაში ნორმალური ლიდერი ვერ მოიძებნება და სულელებთან ისევ პოზიცია ჯობია . სხვა გზა არაა. ოპოზıცııს ნაწილი ფულზე გაყიდულები მუშაობენ თუ ვინც მეტი ხელფას დაუნიშნავს იმ მხარეზე გადადიან მაგრამ ვაჟკაცი და სამართლიანი ადამიანი ფულზე კი არ უნდა იყოს დამოკიდებული როგორც იუდამ გააკეთა . წარმოიდგინე 13 პროცენტი ამძიმებ სადაც 30 ვერცხლს უტოლდება. ერთ პარტიიდან მეორე პარტიაში გადასვლაში. ნოღაიდელს სახეზე აწერია და ნანობს თავის საქმეში და სხვა გზა აღარ ააქვ თუ რით გაიმართლო თავი. აგრევე მალე ბურჯანაძეს იქნება მასე. მე პირადად არ ვარ თანახმა რუსებთან დიალოგზე წავიდე. ტერიტორიები სახემწიფოდ აღიარა რუსეთმა და არ მესმის რა დაიალოგზეა საუბარი ან რატომ გახსნა გზა ლარსი ... რად ეშმაკად მჭირდება სომხეთ ვლადიკავკაზში საქართველოს მოქალაქეები სომხები ერთხმად აღიარებენ ორი სახელმწიფოს დამოუკიდებლობას. არ მესმის რა გზაა ეს?! სომხებმა თავიანთი მოგონილი ისტორიას აჩვენეს ჩრდილო ოსეთში სულ გადავირიე და ჩვენ ქართველები საიდან ვარ მოსულები ესეც ვერ ახსნეთ.

#18 Rati Dzeria

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,050 გამოხმაურება

დაწერილია 07 March, 2010 - 21:13

იხილე გამოხმაურებაSofio Burjanadze, Mar 5/10, 13:12 -ში, განაცხადა:

გიორგი თანაგიგრძნობ..
13% ყოფნა მართლა მძიმე ტვირთია.. რა თქმ უნდ მაშინ ვერ წარმოიდგენდი, რომ ის სახელოვანი ინტელიგენცია უბრალოდ "სტუკაჩები" იყო..
და იმ 13% ის მიერ დაქცეული საქართველო გაწვება მერე სულზე..
...
პ.ს. გიორგი ისე საქართველოში ერთხელ, რომ შეცდებინ, მერე ძალიან უჭირთ სიმართლეს თვალი გაუსწორონ.. სისულელე იყო იმ ცამეტში მოხვედრაო, თქმა:)


სოფიო, ცოტა გადამეტებულად თამამი განცხადება ხომ არ გამოგივიდათ? დარწმუნებული ხართ რომ გიორგი "სტუკაჩია"? მაშინ იქნებ ცოტა ახსნა-განმარტება გვჭირება მისგან? ბევრ ისეთ ხალხს ვიცნობ, რომელზეც ნამდვილად დგას ეს ქვეყანა (არა პოლიტიკოსები რა თქმა უნდა), მაგრამ ძალიან ეჭვი მეპარება "სტუკაჩები" ყოფილიყვნენ. თუმცა ეს ხალხი ეხლა "ჩარეცხილებად" იქცნენ... ბედიც ამას ქვია, ჯერ "სტუკაჩები", მერე "ხულიგნები", ბოლოს "ჩარეცხილები"... არ ვიცი რას საქმიანობთ, მაგრამ დარწმუნებული ხართ, რომ იმაზე მეტი გაქვთ ქვეყნისთვის გაკეთებული ვიდრე იმ 13%-ის აბსოლუტურ უმრავლესობას? თუ ასეა, ერთი მაინც თქვით თქვენს მიერ შექმნილი...

მაშინ სამწუხაროდ ხმის უფლება არ მქონდა მაგრამ მაშინაც და ეხლაც სიამაყით ვაცხადებ და დიდ პატივად ვთვლი იმ 13%-ის გვერდით დგომის სურვილი რომ მაქვს გაჩენილი... მომიტევეთ თუ ზედმეტად ემოციური პოსტი გამომივიდა, მაგრამ ასე ერთი ხელის მოსმით ყველას ხელმეორედ "ჩარეცხვა" ნამდვილად არ მიმაჩნია სწორად.

იხილე გამოხმაურებაIvane Sujashvili, Mar 6/10, 13:37 -ში, განაცხადა:

მე ადრიდანვე ვთქვი რომ ოპოზიციაში ნორმალური ლიდერი ვერ მოიძებნება და სულელებთან ისევ პოზიცია ჯობია . სხვა გზა არაა. ოპოზıცııს ნაწილი ფულზე გაყიდულები მუშაობენ თუ ვინც მეტი ხელფას დაუნიშნავს იმ მხარეზე გადადიან მაგრამ ვაჟკაცი და სამართლიანი ადამიანი ფულზე კი არ უნდა იყოს დამოკიდებული როგორც იუდამ გააკეთა . წარმოიდგინე 13 პროცენტი ამძიმებ სადაც 30 ვერცხლს უტოლდება. ერთ პარტიიდან მეორე პარტიაში გადასვლაში. ნოღაიდელს სახეზე აწერია და ნანობს თავის საქმეში და სხვა გზა აღარ ააქვ თუ რით გაიმართლო თავი. აგრევე მალე ბურჯანაძეს იქნება მასე. მე პირადად არ ვარ თანახმა რუსებთან დიალოგზე წავიდე. ტერიტორიები სახემწიფოდ აღიარა რუსეთმა და არ მესმის რა დაიალოგზეა საუბარი ან რატომ გახსნა გზა ლარსი ... რად ეშმაკად მჭირდება სომხეთ ვლადიკავკაზში საქართველოს მოქალაქეები სომხები ერთხმად აღიარებენ ორი სახელმწიფოს დამოუკიდებლობას. არ მესმის რა გზაა ეს?! სომხებმა თავიანთი მოგონილი ისტორიას აჩვენეს ჩრდილო ოსეთში სულ გადავირიე და ჩვენ ქართველები საიდან ვარ მოსულები ესეც ვერ ახსნეთ.


ივანე, მთელი პოსტის კომენტირება შორს წამიყვანს, მაგრამ როგორ ფიქრობთ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების შესაძლებლობას თუ არა ისევ რუსეთთან საუბრით? კიდევ ერთხელ შევკრიბავთ უთვალავ ლაშქარს და მთელს რუსეთს მუსრს გავავლებთ? ამით გადავრჩით ამდენი საუკუნის მანძილზე? მე მგონი ცოტა სხვა მიზეზი იმალება ჩვენი გადარჩენის უკან და არა ჩვენი საომარი ზებუნებრივი ძალა.
The Proud Participant of Business Conference

#19 Sofio Burjanadze

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 508 გამოხმაურება

დაწერილია 07 March, 2010 - 22:36

რა თქმა უნდა არ მიგულისხმია, რომ გიორგი "სტუკაჩია.".
უფრო დაკვირვებით, რომ წაგეკითხათ მიხვდებოდით..
რა თქმ უნდა თუ ეხლა ისევ არ უჭერს მხარს ნოღაიდელს..
თორემ 400 000 თუ უფრო მეტი ლტოლვილი და მრავალი სახლიდან გამოყრილი ადამიანი, დახოცილებზე, რომ არაფერი ვთქვათ.. ვგონებ საკმარისი უნდა იყოს, რომ აღიქვა: რუსეთი მტერია.. და თუ გიორგი მას უჭერს მხარს ან სულელია, რადგან საკუთარი ქვეყნის ნგრევას და მტერს უჭერს მხარს.. ან გამყიდველი ანუ "სტუკაჩი".. ანუ ამაში ხელფასს იღებს...

ტრაბახი საკუთარი პერსონით არ მჩვევია, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ 13%-სგან გასხვავებით საკუთარ მოძმეთა სისხლში არ მაქვს ხელები დასვრილი.. შემდგომ ნგრევა ძარცვას, რომ თავი დავანებოთ.. და მითხარით, რომელი წიგნი თუ რომელი ფილმი გადაწონის თუ გინდ ერთი ბავშვის სიცოცხლეს, რომლებიც შეიწირა ამ მოვლენებმა...

ამის შემდეგ ალბათ ფიქრობთ, რომ ალბათ შურუსძიება მოწყურებული ზვიდისტი გახლავართ...
თვით რუსეთიც არ მეჯავრება და ძლაინ მინდა ნორმალურ ცივილიზირებულ ქვეყნად იქცეს.. ჩვენთვისაც უკეთესი იქნება.. რუსეთში ჩაბუდებული ბოროტება მძულს

ეხლა რაც შეეხაბ იმ მოვლენების ჩემეულ ხედვას..
რუსეთ საქართველოს ბოლო ომი 2008 წელს არ დაიწყო.. ისე ეს ომი 1800 წლიდან მიმდინარეობს...
მაგრამ ბოლო შეჯახება 1992 წლის დეკემბერში დაიწყო...სამწუხაროდ აგენტურის სიმრავლის გამო თითქმის არ გამოჩენილა.. ამ აგენტურის სშუალებით გაასულელა ახალგაზრდობის ნაწილიც..
სულ ქართველების ხელით აკეთა ბინძური საქმე რუსეთმა..
მხოლოდ მაშინ ერეოდა, როდესაც მიუხედავად ამდენი ძლიასხმევისა მისი მხარე ფლავდებოდა...
მთავრობის სახლის აღებისასაც მონაწილეობდა რუსის ჯარი, სამეგრელოს სადამსჯელო ექსპედიციებშიც, და აფხაზეთის ქართველთა ეთნოწმენდაშიც( როდესაც აფხაზები და მაშინ რუსეთის გმირის წოდებით დაჯილდოებული ბასაევი ნახევრად ბანდიტურ და ჯაბისტურ ქართველ ჯარს ვერ მოერივნენ)...
მაგრამ იმ 13% პროცენტმა ძალიან კარგად მიჩქმალა მაშინდელი რუსული ჩექმა..
არ ვითხოვ ამ ხალხს პასუხი მოვთხოვოთ.. ისიც ეყოფათ, რომ ღმერთი მოსთხოვთ..
ყველას აქვს მეორე შანსი... ეხლა ახლიდან ნუ გაყიდიან სამშობლოს...
და საერთოდ სულ ყველას სულში ჩავიხუტებდი თუ ეყოფათ ვაჟკაცობა და რაც იციან იმ მოვლენებში რუსეთის სპეცსამსახურების მონაწილეობის შესახებ გამოამზეურონ..
ანუ რუსული იმპერიალისტური ჩექმა ამხილონ...
ცოტანი ვართ ქართველი.. არ გვინდა შუღლი.. ერთად დავდგეთ და გადავრჩებით...

თორემ რუსების დასმულ შევარდნაძეს წაართვეს აფხაზეთი.. და თუ ნოღაიდელი მოგვასვეს.. შეიძლება თბილისსღა ერქვას საქართველო..
წაიკითხეთ მათი შეოვინისტური მოსაზრებები.. სულ დაგანგრევთო, რომ იძახიან...
დაბრუნებაზე ზედმეტია საუბარი..


აფხაზეთს და ოსეთს ვგულისხმობ

შევცდი 1991 წლის დეკემბერში დაუშინეს ქვემეხები მთავრობის სახლს

#20 Rati Dzeria

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,050 გამოხმაურება

დაწერილია 08 March, 2010 - 00:39

უდავოდ კარგად ჩამოყალიბებული მოსზრებაა, რომ არა რამდენიმე "მაგრამ" და/ან "იმიტომ, რომ..." ახლავე ავხსნი:

1. ლტოლვილების რაოდენობა 13%-ს არ გაუზრდია, ჩვენი სანაქებო ხელისუფლების " ნაღვაწია" ეს. მაშინ როცა ზვიადის დროს ძიძიგური სამტრედიაში კეტავდა რკინიგზას რუსეთი საზარალოდ (!), როცა ბ-ნ იაკობიძე ხმამაღლა ყვირის "პუტინმა რაც უნდა ის იძახოს, ჩვენ ჩვენსას გავაკეთებთო" (ვინ გააკეთა ნეტა თავისი?), როცა ჩვენი პრეზიდენტი ყველაფერს აკეთებდა და აკეთებს რუსეთის გასაღიზიანებლად. გავიმეორებ, საქართველო ამდენი საუკუნის მანზილზე კარგმა, სწორმა პოლიტიკამ, მოქნილობამ (ზოგჯერ მლიქვნელობამაც) და ლავირებამ გადაარჩინა და არა ხისტმა ძალამ.
2. კი ბატონო, ომი ნამდვილად ბევრად ადრე დაიწყო ვიდრე 20-ე საუკუნეა. გეთანხმებით. რატომღაც რუსეთს და მის აგენტურას ვაბრალებთ ჩვენს ყველა უნიათობას. ცოტა ისტორიას თუ გავიხსენებთ (მე თქვენს ისტორიის ცოდნაში ეჭვი ნამდვილად არ მეპარება), ვნახავთ, რომ საქართველოს ყველა, უკლებლივ ყველა წაგებული ომი ქართველთა ღალატის ბრალი იყო მხოლოდ. ასე, რომ რუსეთის აგენტურა აქ ცოტა გადამეტებულია, ჩვენს სისხლში ზის ეს და რუსეთმა ჩვენივე "სიკეთე" კარგად გამოიყენა, ისევე როგორც ნებისმიერმა სხვა მომხდურმა მანამდე;
3. ეხლა შევარდნაძე: ხმამაღლა ვაცხადებ მე ისევ იმ 13%-ში ვერიე და ჩემი პირველი ხმაც შევარდნაძეს მივეცი. დღესაც დარწმუნებული ვარ, რომ ეს სწორი არჩევანი იყო. ზვიადის, კიტოვანის, იოსელიანის, სიგუას შორის უდავოდ საუკეთესო არჩევანი იყო იმ პერიოდისთვის.
3.1. რატომღაც მიშას ჩამოკიდებული "ლამფოჩკები" და ასფალტი ყველას მოგვწონს და ა ბატონო ააშენა ქვეყანაო გავყვირით, და მხედრიონის თუ სხვა 1000 ბანდიტის დამარცხება და მოსპობა შევარდნაძის კალათაში არ ზის არასდროს. რატომ დავუკარგეთ ამ კაცს ყველაფერი? თუმცა არც მე ვარ მისი ანგელოზობის მომხრე, ვფიქრობ, რომ მან არც ისე ცოტა გააკეთა ქვეყნისთვის.
3.2. რაც აფხაზეთს და სამაჩაბალოს შეეხება, შევარდნაძემ ის მაინც ქნა რომ კოდორი დაგვიტოვა და ოსეთში თვით კოკოითმა არ იცოდა თავისი ქვეყნის საზღვრები... ვინ ჩააბარა ყველაფერი? თუ რუსეთი 1992-ში ძალიან სუსტი იყო და არ შეეძლო მთელი საქართველოს დაპყრობა ან მაშინ უფრო ხელსაყრელი დრო არ იყო ამისთვის? ეს რატომ არავის გვადარდებს? ვიმეორებ, შევარდნაძის მეხოტბე არ ვარ.

ბოლოს, ვინმემ რაიმე მიკერძოებაში რომ არ ჩამომართვათ, დავძენ, იმედი მაქვს არც ნოღაიდელი და არც ბურჯანაძე აღარასდროს დაბრუნდებიან ნებისმიერი დონის მმართველობით თანამდებობაზე.

პ.ს. 1991-ში რომ ზარბაზნები დაუშინეს, როგორც აღნიშნეთ, ალბად გახსოვთ სროლი ბრძანება ქ-ნ ლელიმ, თვით ქ-ნ. არჩვაძის დამ გასცა... ან თუ 2003-ში შესაძლებელი იყო ვარდების რევოლუცია, რატომ არ ჰქონდა იმ ხალხს იგივეს უფლება 12 წლით ადრე?

რედაქტორი Rati Dzeria, 08 March, 2010 - 00:40.

The Proud Participant of Business Conference

#21 Oto Salakaia

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 11 გამოხმაურება

დაწერილია 08 March, 2010 - 01:39

მათ ვისაც რუსეთთან მოლაპარაკება ნორმალური და შედეგის მომტანი გგონიათ შეგახსენებთ: 1783 წელს, 1801 წელს, 1921 წელს,1991 წელს..
არ ყოფილა მაშინ სააკაშვილი თუმცა ამას რუსეთისათვის არ შეუშლია ხელი გადავეთელეთ. ისე ისტორიულად თუ ამის შანსი ქონდა არასოდეს უშვებდა ამ შანს ხელიდან. ესე რომ არ გამოვა ამ სახელმწიფოსთან მოლაპარაკება, არასოდეს!


- რაც შეეხება იანუკოვიჩის მოდელის გამეორებას საქართველოში - მეეჭვება კრემლში ეგეთი იდიოტები იჯდნენ და ვერ ადარებდნენ ერთმანეთს იანუკოვიჩის და ნოღაიდელის რეიტინგებს. ეს სცენარის გამეორებაზე მეტად მესიჯს უფრო გავს საზოგადოების ”გარკვეული” ფენის და სხვა უფრო რეიტინგული ოპოზიციური პარტიების მისამართით, რომ რუსეთთან საქმის დაჭერა არცთუ ისეთი სამარცხვინო ფაქტია.

რედაქტორი Oto Salakaia, 08 March, 2010 - 01:46.


#22 Sofio Burjanadze

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 508 გამოხმაურება

დაწერილია 08 March, 2010 - 12:25

მოკლედ ვარდების რევოლუციის იმ სისხლიან მოვლენებთან შედარება არ არის ვგონებ მთლად მართებული...:)

ისე მე პირადად ვიცნობ იმ ადამიანს, რომელსაც ეხლაც ეამაყება მე გავეცი მთავრობის სახლის მხარეს სროლის ბრძანებაო... და დავუშინე ქვემეხებიო..

ეხლ რაც შეეხბა მიმდინარე მთავრობის პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში...
რა თქმა უნდა სწორია: მაქსიმალურად არ შეაჭმევიან ჩვენი თავი პუტინს..
თუმცა ვგონებ ლილიპუტინის ძახილი მაინც არადიპლომატიური იყო..
ეს უფლება მხოლოდ რუსებს აქვთ. მაგალითად ნავადვორსკაია"ზმეია პოდკალოდნაიას" ეძახის პუტინს..


რა თქმა უნდა ჯაბას ფონზე შევარდნაძე კარგად ჩანს(მისი პროდასავლური კურსი, განსაკუთრებით 1996 წლიდან დაწყებული, რომ აფეთქებდენე იმის შემდეგ, ) თუმცა იგივე ჯაბა თვითონვე მოგვიქსია მოსკოვიდან.. 1991 წელს..

საკითხავი ის არის ეხლა რა ვქნათ?
კარგად უნდა გავაანალიზოთ ის მოვლენები და აღარ გავიმეოროთ იგივე შეცდომები..
ამისთვის ის მოვლები მართლა კარგად გამოვიკვლიოთ.. ერთად: ყველა მაშინდელმა მონაწილემ, თუ Mასინდელმა პოზიცია თუ ოპოზიციამ...
სრულებით არ მესმის კოკო რატომ ენდობა რუს ჩინოვნიკებს და ეხლა ჩასციებია შევარდნაძეს..
მაშინ შევარდნაძე თუ ჯაბა საქართველოს ისეთივე მმართველები იყვნენ, როგორც ეხლა ბაღაბშია აფხაზეთში.. ანუ რუსული ტანკებით და რუსული სპეცსამსახურებით დასმული მარიონეტები...
კოკომ ის სჯობია გაარკვიოს იმ დღეებში კოსმოსში მყოფმა ერთამ რუსმა კოსმონავტმა
(სამწუხაროდ გვარი აღარ მახსოვს) რატომ მიიღო ჩამოსვლის შემდეგ რუსეთის გმირის წოდება..
მერე რაღაც სოციალური პრობლემები, რომ შეექმნა რისი თქმით იმუქრებოდა მაშინდელ პრესაში სადღაც ასე 1993-1994 წლებში..
სხვათა შორის მომენტალურად მისცეს რასაც ითხოვდა და გააჩუმეს.. და არა მგონია ეხლა კოკოს მისცენ მასთან გასაუბრების საშუალება..:) მაგრამ მაშინდელი პრესა კი შეიძლება ამოიწიოს..
ასე, რომ ვგონებ რუსეთი სატელიტებით ნადირობდა ზვიადზე მაშინ .. და ასე ჯაფით მოპოვებულ ინფორმციას, რომ მიაწვდიდნენ შევარდნაძეს: ეს რა მკვლელობაზე ბრძანება არ იყო?
ანუ შემკვეთი რუსეთია.. ქართველები შემსრულებლები..
და ამ შემსრულებლებმა თუ ხმა ამოიღეს თავისი შემკვეთის წინააღმდეგ კარგი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის.. ხოლო თუ კოკოს კომისიამ ნამდვილი შემსრულებელი გამოაშკარავა, ანუ ზვიადის მკვლელი რუსეთია, ეს იქნება გზა საზოგადოებისათვის ნამდვილი გაერთიანებისკენ..

ეხლა რაც შეეხბა ნოღაიდელს.. ჩვენდა სასიკეთოდ რუსეთის სპეც სამსახურებიდან წავიდა ინტელექტუალური ნაწილი ბიზნესში.. ხოლო ვინც დარჩა ეყრდნობა თავის აქაურ აგენტურას, რომელიც უმტკიცებს, ჩვენი მომხრეები ბევრია.. ანუ ვმუშაობთ... პურს ტყუილად არ ვჭამთო:)

ისე ჩემდა გასახარად ნამდვილი ოპოზიციაც გვყოლია.. და იმედია ეს მიმდინარე ოპოზიცია გაითვალისწინებს 1991 წლის ოპოზიციის შეცდომებს( ყველა აგენტი კი არ იყო მაშინ იმ 13%-ში :)
და პროცესებს ქუჩაში აღარ გაიტანს.. დღეს ეს ძალიან საშიშია ქვეყნისათვის. იგივე ქუჩაში ნოღაიდელიც დარბის და ვგონებ პოზიციაშიც მოძებნიან 2 სექტემბრისთანა მსროლელს...

ასევე იმედი მაქვს, რომ მთავრობაც მეტად დაეყრდნობა დემოკრატიულ გამჭვირვალე პროცესს..
და იგივე ნამდვილ ოპოზიციას მისცემს საშუელებას შეასრულოს თავისი მისია..

#23 Ivane Sujashvili

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 418 გამოხმაურება

დაწერილია 08 March, 2010 - 16:18

იხილე გამოხმაურებაRati Dzeria, Mar 7/10, 21:13 -ში, განაცხადა:

ივანე, მთელი პოსტის კომენტირება შორს წამიყვანს, მაგრამ როგორ ფიქრობთ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების შესაძლებლობას თუ არა ისევ რუსეთთან საუბრით? კიდევ ერთხელ შევკრიბავთ უთვალავ ლაშქარს და მთელს რუსეთს მუსრს გავავლებთ? ამით გადავრჩით ამდენი საუკუნის მანძილზე? მე მგონი ცოტა სხვა მიზეზი იმალება ჩვენი გადარჩენის უკან და არა ჩვენი საომარი ზებუნებრივი ძალა.


მშვიდობის დამყარება რუსებთან არ მჯერა და თან საუკუნეა რუსული პოლიტიკა სულ სხვაა და სხვა მიდგომაა. 18 წელი რუსეთში ვცხოვრობდი და კარგად ვცნობ ეთნიკურ რუსებს . ჩემი სახლიდან მიხეილ გორბაჩოვის სახლამდე სადღას 1 კმ ნახევარზე მეტ იყო დაშორებული . სტავროპოლის კრაისში. თვით არა ეთნიკური რუსები არ მოსწონს რუსული ცხოვრება .
საქართველო კი არ აინტერესებს რუსებს არამედ ბიზნესისთვის ინტერესდებიან . ასევეა ამერიკა და ევროპაც კი .
ერთადერთი რა არის საქართველო : რუსეთი ცდილობდა დაებლოკა აზერბაიჯან გამავალი გაზ-სადენები საქართველოში. ომი იმისთვის კი არ მოხდა ვითომ ოსებს ან აფხაზებს დაეხმარა და ა.შ. ომი იყო გაზის გამო.
ევროპას დაუბლოკა გაზი და საქართველომ უპრებლომოდ გზა დაუთმო ევროპულ სახელმწიფოებში...
მე ყოველთვის მზად ვიყავი ომისთვის და ვიქნები კიდეც. ომი რომ მოხდა იარაღი ხელში ამიღია და მზად ვიყავი მტერთან .
ჩეჩნებმა ომი წააგო იმიტომ რომ რუსებმა გამოიყენეთ ეთნიკური მოღალატე ჩეჩნები და თავისი ხალხი ფულით შეაცდინეთ.
ისევეა საქართველოში რუსების მიერ მომზადებული ქართველი მოღალატეები.
სააკაშვილი შეცდა მაგრამ სხვანაირად რომ გამოეყენა და მოფიქრებულად . რუსეთი თავად დაანგრევდა საკუთარ
სახელმწიფოს

#24 Ivane Sujashvili

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 418 გამოხმაურება

დაწერილია 10 March, 2010 - 22:55

რა შედეგი მოყვება საქართველოს აზერბაიჯანს სომხეთს და თურქეთს - იმ აშშ და რუსეთ ფარულ პოლიტიკურ მტრობა და ბრძოლა.
1) მე არ მსურდა ობამას გაპრეზიდენტობა - ვიცოდი რომ რუსეთი ახალ პოლიტიკურ ფსიქოლოგიას გამოიყენებდნენ -ესენია ობამას მიერ დაპირებული პირობა სომხებზე.
რუსეთმა კარგად იცოდა რითი შეეძლო თურქებისთვის გასაღიზიანებლად... რადგან თურქეთის პოლიტიკური გეგმა უკვე შეიმუშავებიათ და აუსრულდათ რუსული გეგმები.- თურქეთს და აშშს პრობლები შეექმნა იმ სომხებზე აღიარების გამო.
2) სომხური პოლიტიკა თურქეთისა და აშშ შეა ფარულ გეგმებზე რუსეთის დაკვეთით მონაწილეობით .- რუსეთმა კარგად იცოდა ნიურკში მცხოვრები ნახევარ მილიონიანი სომხები იმ პირობით დაუჭერდა მხარს თუ აღიარებდა ობამა თურქების მიერ დანაშაულს რითას ჯორჯ ბუშმა არ აღიარა და არ უნდოდა ურთიერთობის გაფუჭება... სამწუხაროდ ობამამ აღიარა... სომხურმა აგენტურამ აშშ მცხოვრებ სომხებ მოუწოდა რომ მოეძებნა პიროვნება ვინც აღიარებდა თურქეთის მიერ გენოციდს ის გახდებოდა პრეზიდენტი და რა თქმა უნდა რუსებთან და სომხებთან ერთად მიიღო მონაწილეობა აგრეთვე ლათინო ამერიკელებმაც...
- მიზეზად სომხეთის პრეზიდენტი აპირობდა თურქეთის ხელუსუფლებასთან შეხვედრას ვითომ მეგობრობისათვის და ენერგო მშენებლობისათვის დახმარებით მიზნით მაგრამ... მან სომხეთმა კარგად იცოდა თურქული პოლიტიკა და რა შედეგი მოყვებოდა საზღვრის გადაკეტვის მიზნით თურქებით მიერ. ესეც გათამაშებული პოლიტიკა რუსეთის მიერ. რუსეთი ელოდა ობამას დანაპირებ და აიძულა ამერიკაში მცხოვრები სომხები რომ ეღიარებინა გენოციდი.
3) საქართველო?! თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი ? სად და როდის რა მოხდება არავინ იცის მაგრამ აშშ ...შესაძლოა გაუჭირდეს შავზღვაზე აშშ ხომალდები ბათუმს და ფოთში... მაგრამ ჩვენ ქართველები და აზერბაიჯანლები უფრო გონივრად და დაფიქრებულად ვიცის ეს ყველაფერი და ეს რუსეთს არ მოსწონს.
საქართველომ , თურქეთმა და აზერბაიჯანმა კარგად უნდა გვესმოდეს რომ რუსული აგენტურა ისე თამაშობ რომ ჩვენი მთავრობის მოშორება და ოპოზიციის რომელიმე პოლიტიკოსი თავის მიზნით გამოიყენოს როგორც ეხლა ნოღაიდელი და ბურჯანაძეა და სხვებიც კი. რუსული პოლიტიკა : გადაამტერე მეზობლები იქნებ ჩვენი თავი ( რუსეთის ) დახმარება რომელიმე მეზობელმა ხმა ამოიღონო... ესეც ხდება.

#25 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,777 გამოხმაურება

დაწერილია 11 March, 2010 - 08:39

ჩემი აზრით რაღაც ზედმეტად ”ხელოვნურია” ნოღაიდელი ...
რაღაც ვერ ვატყობ, რომ დამაჯერელად იტყუებოდეს ...
ანუ,
რაღაც მეეჭვება რომ საქმე მართლა ისე იყოს, როგორც ჩანს და ”გვაჩვენებენ”
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
პროფესიონალი ბიზნეს ტრენერი და კონსულტანტი
დირექტორი @ MARNET Associates LLC
მობ: 995 77 73 79 64
E-mail: admin@marketing.ge

კომპანიის ვებსაიტი
Linkedin Profile

პირადი პროექტები:
საერთაშორისო სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადა - ჩადეთ ფული განათლებაში!
ონლაინ ბიზნეს საკონსულტაციო ვებსაიტი - ინფორმაცია, კონსულტაცია & კავშირები

#26 Shalva Gordeziani

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 716 გამოხმაურება

დაწერილია 11 March, 2010 - 17:45

მოგესალმებით,

ვშიშობ, რომ ეს თამაში საბოლოოდ ცუდად დამთავრდება საქართველოსთვის.
რეალურად არავინ იცის შიგნით რა ხდება და რა მიზნები ამოძრავებთ ამ "ვაი" პოლიტიკოსებს.

პატივისცემით,

შალვა
პატივისცემით,

შალვა გორდეზიანი
"MSG" - Media Services Group
marketing@msg.com.ge
[url="http://www.partisani.ge

#27 Ivane Sujashvili

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 418 გამოხმაურება

დაწერილია 14 April, 2010 - 00:28

ოღალატემ ნოღაიდელმა გვარს უნდა ატარებდეს ნოღალატე

#28 Dimitri Chkadua

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 165 გამოხმაურება

დაწერილია 14 April, 2010 - 11:13

იხილე გამოხმაურებაIvane Sujashvili, Apr 14/10, 00:28 -ში, განაცხადა:

ოღალატემ ნოღაიდელმა გვარს უნდა ატარებდეს ნოღალატე


ნამდვილად :biggrin: და მასე კიდევ ბევრმა უნდა გადაიკეთოს გვარი.

მე ვფიქრობ რომ ნოღაც, ბურჯაც და საკაც ერთი გუნდია ისევ და ეს უბრალოდ "კარგად" დადგმული სპეკტაკლია ისევ და ისევ რუსეთის მიერ... ბატონი ტარიელის თქმის არ იყოს, მართლა უნიჭოდ მსახიობობენ.

პ.ს. ისე საქართველოში ამ ხალხს პოლიტიკაში წასვლის მაგივრად მსახიობობა რომ აერჩიათ, ალბათ ქართული თეატრი უკეთეს მდგომარეობაში იქნებოდა (თუმცა ნოღა იქაც ვერ ივარგებდა :) ).

რედაქტორი Dimitri Chkadua, 14 April, 2010 - 11:16.


#29 Marina Nikolashvili

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 27 გამოხმაურება

დაწერილია 14 April, 2010 - 19:22

ეს ის გზაა, ტაძრამდე რომ არ მიგვიყვანს. თუმცა ამას რომ მივხვდეთ, ჯერ ტაძრისკენ სავალი გზით სიარულის სურვილი უნდა გვქონდეს. საქართველოში პოლიტიკა განყენებულად არასოდეს მდგარა. არც იმ აზრს ვეთანხმები, რომ ქართული პოლიტიკის გზა ოდითგან მხოლოდ მოქნილობაზე და მლიქვნელობაზე გადიოდაო. ჩვენი გზა ვაჟკაცობაზე, გამჭრიახობაზე, სამშობლოს სიყვარულზე და რაც მთავარია მართლმადიდებლურ რწმენაზე გადიოდა. გაღიზიანდით? ტყუილად. იმ რწმენაზე კი არა დღეს მხოლოდ ეკლესიაში სიარული რომ გვგონია, არამედ იმ რწმენაზე, რომელსაც უფლის სიყვარული, შიში და ზნეობა ქვია. დავიბრუნოთ ეს ყოველივე და ტაძრისკებ სავალ გზასაც ვიპოვით და ამ გზის წინამძღოლსაც, თუ არადა კიდევ კარგახანს ვივლით სიბნელეში ხელების ცეცებით. თუმცა მე მაინც მჯერა, რომ აუცილებლად გავალთ ნათელში იმ სიბნელიდან, დღევანდელი პოზიცია-ოპოზიცია რომ გვამყოფებს. უფალი გვფარავდეს.

მინდა კიდევ ერთი რამ დავამატო. კარგია ერთმანეთს აზრებს რომ ვუზიარებთ და ქვეყნის მომავალზე ვფიქრობთ, მაგრამ ჩემის აზრით უფრო უკეთესი იქნება თუ წარსულს გავაანალიზებთ, თვითოეული ჩვენთაგანი დაშვებული შეცდომის შეცნობას, აღიარებასა და მონანიებას შევძლებთ. მოსანანიებელი კი ბევრი გვაქვს, ქართველთა სისხლში გასვრილი ხელები, დანგრეული ქვეყანა, დაკარგული სისხლით გაჟღენთილი მიწა-წყალი, ღალატი,ორგულობა,და კიდევ რამდენი რამ შეიძლება ჩამოვთვალოთ. ყველაფერი ამის სათავე კი უსიყვარულობაა. დავიბრუნოთ უფლის სიყვარული, ერთმანეთის სიყვარული,დავდგეთ საკუთარ ამბიციებზე მაღლა სამშობლოსათვის. უფალმა თქვა - გიყვარდეს მტერი შენიო. აქ შენს საკუთარ მტერზეა ლაპარაკი და არა სამშობლოს მტერზე. ნუ დავემსგავსებით ფარისევლებს. როგორ შეიყვარებ მტერს თუ მოყვასი არ გეყვარება. აქ ბევრი ახალგაზრდები ხართ. იქნებ თავად დაინტერესდეთ საქართველოს უახლესი ისტორიით, გაანალიზოთ მომხდარი და საკუთარი აზრი ჩამოაყალიბოთ. ოცი წელის სიყალბეში ვცხოვრობთ, ბევრად უფრო დიდ სიყალბეში, ვიდრე კომუნისტების დროს. იქნებ ბატონ მუხრანს მივუგდოთ ყური:

თუ მართალია სიკვდილი მისი
(ნეტამც - არ იყოს)
ფურთხის იქნები - ბიძიკო ღირსი-
შენ სისხლი მისი რომ არ აიღო!

თუ მართალია სიკვდილი მისი
თუ მართალია !-
შეიძლებაა? ვინც მოჰკლა ისი,-
შენ სისხლი მისი რომ არ აიღო!

თუ მართალია სიკვდილი მისი
(ნეტამც - არ იყოს)

სისხლი ერთმანეთის კი არა, სისხლი მტრის.სისხლი არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის სიკვდილისათვის, არამედ მათთვის,ვინც სიცოცხლე დადო დღემდე სამშობლოსათვის. და როგორ აიღებ მტრის სისხლს, თუ არ იცი ვინ არის იგი. ამისათვის ყური მივუგდოთ არა შარლატანებს (უკაცრავად) არამედ მათ, ვინც საკუთარი სიცოცხლის ფასად იღვაწა და იღწვის სამშობლოსათვის, სამშობლოსათვის და არა ზოგადად ქვეყნისათვის.

#30 Dimitri Chkadua

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 165 გამოხმაურება

დაწერილია 14 April, 2010 - 21:19

იხილე გამოხმაურებაMarina Nikolashvili, Apr 14/10, 19:22 -ში, განაცხადა:

მინდა კიდევ ერთი რამ დავამატო. კარგია ერთმანეთს აზრებს რომ ვუზიარებთ და ქვეყნის მომავალზე ვფიქრობთ, მაგრამ ჩემის აზრით უფრო უკეთესი იქნება თუ წარსულს გავაანალიზებთ, თვითოეული ჩვენთაგანი დაშვებული შეცდომის შეცნობას, აღიარებასა და მონანიებას შევძლებთ.


ქალბატონო მარინა, ვინ უნდა გააანალიზოს ეს ყველაფერი? ან ერთმანეთის სიყვარულში ვინ იგულისხმება? :)

და კმარა თუ არა ეს? =))

რედაქტორი Dimitri Chkadua, 14 April, 2010 - 21:20.




1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე



 Link პარტნიორები
ბიზნესის დაგეგმვა
MARNET Associates LLC

განათლება
ISET
შენი განათლების გზამკვლევი
Targmne.com
International Students' Business Olympiad

დასაქმება / HR
Staff.ge

ინტერნეტი & IT
FreeShop.Ge
Karvasla.com
SEO და ინტერნეტ მარკეტინგი
კომპანია BIT
SMS ქისა

Fonts.ge - ქართული ფონტები
კომპანია Singular-ის ბლოგი
Anonsi.ge
Sanishne.com
ბლოგი Business Cafe
ბლოგი Event-Lenta

ინფორმაცია
Enthusiast.ge
Бизнес Грузия
Reality.ge
Worldnews.ge

მარკეტინგი & PR
ბლოგი MSG Partisani
ბლოგი PRHYPERMARKET
DAVID.GE 2.0
მარკეტინგული ბლოგი

ქართული ბრენდი
PR გიდი
PR სააგენტო GePRa
PR სააგენტო პროფილი
Publicity.ge
ფაბლისითი ჯგუფი

მედიცინა & ჯანდაცვა
სამედიცინო პორტალი
სამედიცინო ფორუმი

საქართველო
About Georgia
Kutaisi

ტრანსპორტი & ლოგისტიკა
ავტომობილები ჰოლანდიიდან
1auto.ge

ტურიზმი
Georgian Tourism Association
კომპანია ჰარმონია
გლობალ სერვის ტური

უძრავი ქონება
101.ge
IND პროექტი
Privatservice-Tbilisi Real Estate








Share