Lasha Kurdadze
ციტატა
მე მიმაჩნია ნოღაიდელი ბურჯანაძესთან ერთად საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების წინააღმდეგ არ მიდიან.
მთავარი არის ის რომ როცა არ შეგიძლია არ უნდა ათამაშო ერთი ადგილი და არ უნდა ეპაექრო იმ ძალას რომლის დამარცხებაც 1% არ შეგიძლია.
ეს სამწუხაროა მაგრამ რეალობა ეს არის.
გამოვეხმაურო მინდა იმ მომენტს, რომელიც დამარცხებას ეხება ... ჩვენთან ცოტა სხვანაირად ესმით ეს ცნებები ...
ყველამ გაითვალისწინეთ, რომ სიტყვა დამარცხება და გამარჯვება პირდაპირი გაგებით არ უნდა გავიგოთ ...
ამ ცნებებს სხვადასხვა სიტუაციაში სხვადასხვა ფორმა და მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეთ
მე არ მაქვს ილუზია, რომ რუსეთს როგორც სახელმწიფოს საქართველო როგორც სახელმწიფო დაამარცხებს საომარ მოქმედებებში, სადაც რუსეთს აშკარად მეტი ძალები აქვს ...
არც ის ილუზია მაწუხებს, რომ ეს უნდა დავაპიროთ ...
შევეცადეთ ამას სხვა კუთხით შეხედოთ:
ცნებები - "გამარჯვება" და "დამარცხება" სხვა კუთხით გავიაზროთ ...
ვინ რას მოიგებს კონკრეტული სიტუაციიდან და ვინ რას წააგებს კონკრეტულ სიტუაციაში
მე ვამბობ, რომ თუ კონკრეტულ "ბრძოლაში" მოიგებ იმაზე მეტს, ვიდრე კონკურენტი მოიგებს, ესე იგი იმ კონკრეტულ "ბრძოლაში" გამარჯვებული ხარ ...
მაგალითად:
აგვისტოს ომის პერიოდში გაეროს უსაფრთხოების საბჭოს სხდომა იყო ჩურკინის [რუსეთის წარმომადგენელი] სრული ტრიუმფი ... ფაქტიურად პასუხის გამცემი არ იყო ვინმე, რომ მისთვის ხმა ჩაეწყვეტინებინა და იმ პერიოდში მორალურად იმ სცენაზე წავაგეთ ძალიან სერიოზულად ... ეს კაცი არა მარტო საუბრობდა, არამედ ძალიან ემოციურად და ძალიან ეფექტურად საუბრობდა და ამით მოიგო კამათი აშშ-ს წარმომადგენელთანაც კი, რომელიც დაწერილ ტექსტს მდარედ კითხულობდა. რა შედარებაა, მაგრამ ალასანიას [იმ დროინდელი ჩვენი წარმომადგენელი გაეროში] გამოსვლა და პრეს კონფერენცია იყო სრული ფიასკო იმიტომ კი არა, რომ რამე "ისეთი" ილაპარაკა? არამედ იმიტომ, რომ საერთოდ ვერ ილაპარაკა ... ტანჯული სახით [რომელიც დღესაც არ შორდება], ღაღადებდა თავისთვის და კითხულობდა იმ ოფიციალურ განცხადებას ... სამარცხვინო იყო ის, რაც ჩანდა ...
აი იმ კონკრეტულ სიტუაციაში, დიპლომატიური ჭიდილი დაარქვი თუ გინდა, ჩვენ დავმარცხდით ... უპირატესობა გამოსვლების კუთხით აშკარად რუსეთის ხელში იყო ... რუსეთმა მოიპოვა ძალიან სერიოზული მორალური მხარდაჭერა მთლიანობაში. ცხადია ეს მხოლოდ ჩურკინის დამსახურება არ იყო, მაგრამ ჩურკინი განასახიერებდა მაშინ რუსეთს მთელი მსოფლიოსათვის ... ის კი "აწვებოდა" ძალიან ეფექტურად ...
ასევე მე ვამბობ, რომ თუ კონკრეტულ "ბრძოლაში" წააგებ იმაზე ნაკლებს, ვიდრე კონკურენტი წააგებს, ესე იგი იმ კონკრეტულ "ბრძოლაში" გამარჯვებული ხარ.
ეხლა ცოტა მოვცილდები პოლიტიკას და ბიზნესში გადავალ ...
ბილაინის მიერ საქართველოს ბაზარზე ადგილის დამკვიდრების პირველ დღეებში, როცა ბილაინმა 2 თეთრი გახადა საუბრები მაგთიმ ეგრევე მიცა რეაქცია და ბალზე ეგრევე დააგდო ტარიფი 2 თეთრამდე. ანუ ასე ვთქვათ ბილაინის ინიციატივა ჩანასახშივე მიახრჩო ... იმ კონკრეტულ მომენტში და იმ კონკრეტულ ბრძოლაში, რომელიც თვეები გაგრძელდა, მაგთიმაც და ბილაინმაც სერიოზული ფული ჩაყარეს, ანუ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ორივემ წააგო ფული. მაგრამ ვინ უფრო მეტი წააგო? მაგთომ მხოლოდ ფული წააგო, დიდი, მაგრამ მაინც მხოლოდ ფული ... ბილაინმა კი ფულის გარდა იმიჯითაც იზარალა და 2 წელი მოუნდა მის შემდეგ, რომ წელში წამომდგარიყო და რაიმე სერიოზული კამპანია შეეკინძა ...
სხვათა შორის იგივე გააკეთა თავის დროზე კოკა კოლამ, როცა პეპსი შემოდიოდა საქართველოს ბაზარზე ...
ანუ რომ შევაჯამოთ,
დამარცხება და გამარჯვება შეფარდებითი ცნებებია ...
ეხლა რომ დავუბრუნდეთ ნოღაიდელის თემას ...
პრორუსული ძალების ნებისმიერი გაჭაჭანება თამამად შეიძლება ითქვას, რომ არის ასოცირებული რუსეთთან ... და ამას თვითონაც, ეს "ძალებიც" ასე ამბობენ...
შესაბამისად მათი ჩანასახშივე "მიხრჩობა" ჩემი აზრით უფრო "იაფია" ვიდრე ის, რომ მისცე "გაჯეჯილების" საშუალება და მერე "მიხედო" ...
მეორეს მხრივ, ნოღაიდელმა პირველმა აღმოაჩინა მიმზიდველი შესაძლებლობა, რომ დაეკავებინა "რუსეთთან მოსაუბრის" ვაკანტური ადგილი, რომელიც თავისუფალი იყო და ადრე თუ გვიან ამ ადგილს ვიღაც დაიკავებდა ... მან უბრალოდ დაასწრო და ამ "სეგმენტში" ერთგვარი უპირატესობა მოიპოვა, თან + თავისი ადგილი იპოვა პოლიტიკურ სპექტრში ... რამდენად ადარდებს მას რუსეთის გააქტიურება რეალურად, ეს სულ სხვა თემაა ...
საერთო ჯამში,
მე იმას არ ვამბობ, რომ რუსეთთან არ უნდა ვისაუბროთ,
მაგრამ საუბარმა ჩატყუება იცის ... შეხედეთ უკრაინის "მორჯულებას", დააკვირდით ყირგიზეთის "მოსმას" და პოლონეთისათვის "თავის მოკვეთას" ...
და ნათელი გახდება ბევრი რამ ...