ნოღაიდელის გზა ... რა გზაა ეს?
#31
დაწერილია 15 April, 2010 - 20:06
მთავარი არის ის რომ როცა არ შეგიძლია არ უნდა ათამაშო ერთი ადგილი და არ უნდა ეპაექრო იმ ძალას რომლის დამარცხებაც 1% არ შეგიძლია.
ეს სამწუხაროა მაგრამ რეალობა ეს არის.
რა რეპუტაცია გაქვთ Conference.ge-ზე ? გახსოვდეთ, აქ თქვენ შეგიძლიათ შეაფასოთ თითოეული დარეგისტრირებული წევრის გამოხმაურება. ამისათვის საჭიროა გამოხმაურების ბლოკის ქვედა მარჯვენა კუთხეში პიქტოგრამას დააწკაპუნოთ. ამით შეფასდება როგორც კონკრეტული გამოხმაურება, ასევე +1 ქულით გაიზრდება წევრის საერთო რეპუტაცია. Conference.ge-ზე წევრის რეპუტაცია მნიშვნელოვანია!
|
#32
დაწერილია 15 April, 2010 - 20:41
#33
დაწერილია 17 April, 2010 - 02:19
#34
დაწერილია 17 April, 2010 - 15:09
Marina Nikolashvili, Apr 17/10, 02:19 -ში, განაცხადა:
სწორედ ამის მოსმენა მინდოდა
საბედნიეროდ მიზნები ერთი გვქონია თუმცა ერთმანეთს ვერ გავუგეთ. დამიჯერეთ ასაკი პიროვნების აზროვნების, ცოდნის, პატრიოტიზმის თუ რაც არ უნდა იყოს განსჯისთვის მცდარი კრიტერიუმია.
კვლავ სიყვარულზე გკითხავთ, მე ასე მესმის ეს საკითხი: ზოგადად ქართველს ქართველი უნდა უყვარდეს სხვაზე მეტად, პატივს სცემდეს და აფასებდეს, სხვაზე წინ უნდა აყენებდეს ყველაფერში. თუ ჩვენ ვიტყვით პირდაპირ, რომ "ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს" და ამ ფრაზას "ჩავსვამთ" პოლიტიკაში, მაშინ მე უნდა შევიყვარო ის პოლიტიკოსი რომელსაც ქვეყნისთვის ცუდის მეტი არაფერი უნდა, ასევე უნდა მოიქცეს ის პოლიტიკოსი რომელიც ქვეყანას კეთილსინდისიერად ემსახურება.
კიდევ ერთი სამწუხარო ფაქტი ის არის რომ საქართველოს მოსახლეობის გარკვეულ (და ნამდვილად არც თუ ისე ცოტა ნაწილს) არ ძალუძს არანაირი წარსულის გაანალიზება, მათ აწმყო ვერ გაუანალიზებიათ ჯერ. ასე რომ ყოფილიყო, დღეს ასე არ გათამამდებოდნენ ჩვენი თემის გმირები, ვგულისხმობ ნოღაიდელს და მის კუდებს, და არა მარტო ესენი, მთავრობაც ხალხს შაჰაბასივით ექცევა.
არ ვიცი რით დავიმსახურე ასეთი უარყოფითი შეფასება თქვენგან
#35
დაწერილია 17 April, 2010 - 18:29
ციტატა
მთავარი არის ის რომ როცა არ შეგიძლია არ უნდა ათამაშო ერთი ადგილი და არ უნდა ეპაექრო იმ ძალას რომლის დამარცხებაც 1% არ შეგიძლია.
ეს სამწუხაროა მაგრამ რეალობა ეს არის.
გამოვეხმაურო მინდა იმ მომენტს, რომელიც დამარცხებას ეხება ... ჩვენთან ცოტა სხვანაირად ესმით ეს ცნებები ...
ყველამ გაითვალისწინეთ, რომ სიტყვა დამარცხება და გამარჯვება პირდაპირი გაგებით არ უნდა გავიგოთ ...
ამ ცნებებს სხვადასხვა სიტუაციაში სხვადასხვა ფორმა და მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეთ
მე არ მაქვს ილუზია, რომ რუსეთს როგორც სახელმწიფოს საქართველო როგორც სახელმწიფო დაამარცხებს საომარ მოქმედებებში, სადაც რუსეთს აშკარად მეტი ძალები აქვს ...
არც ის ილუზია მაწუხებს, რომ ეს უნდა დავაპიროთ ...
შევეცადეთ ამას სხვა კუთხით შეხედოთ:
ცნებები - "გამარჯვება" და "დამარცხება" სხვა კუთხით გავიაზროთ ...
ვინ რას მოიგებს კონკრეტული სიტუაციიდან და ვინ რას წააგებს კონკრეტულ სიტუაციაში
მე ვამბობ, რომ თუ კონკრეტულ "ბრძოლაში" მოიგებ იმაზე მეტს, ვიდრე კონკურენტი მოიგებს, ესე იგი იმ კონკრეტულ "ბრძოლაში" გამარჯვებული ხარ ...
მაგალითად:
აგვისტოს ომის პერიოდში გაეროს უსაფრთხოების საბჭოს სხდომა იყო ჩურკინის [რუსეთის წარმომადგენელი] სრული ტრიუმფი ... ფაქტიურად პასუხის გამცემი არ იყო ვინმე, რომ მისთვის ხმა ჩაეწყვეტინებინა და იმ პერიოდში მორალურად იმ სცენაზე წავაგეთ ძალიან სერიოზულად ... ეს კაცი არა მარტო საუბრობდა, არამედ ძალიან ემოციურად და ძალიან ეფექტურად საუბრობდა და ამით მოიგო კამათი აშშ-ს წარმომადგენელთანაც კი, რომელიც დაწერილ ტექსტს მდარედ კითხულობდა. რა შედარებაა, მაგრამ ალასანიას [იმ დროინდელი ჩვენი წარმომადგენელი გაეროში] გამოსვლა და პრეს კონფერენცია იყო სრული ფიასკო იმიტომ კი არა, რომ რამე "ისეთი" ილაპარაკა? არამედ იმიტომ, რომ საერთოდ ვერ ილაპარაკა ... ტანჯული სახით [რომელიც დღესაც არ შორდება], ღაღადებდა თავისთვის და კითხულობდა იმ ოფიციალურ განცხადებას ... სამარცხვინო იყო ის, რაც ჩანდა ...
აი იმ კონკრეტულ სიტუაციაში, დიპლომატიური ჭიდილი დაარქვი თუ გინდა, ჩვენ დავმარცხდით ... უპირატესობა გამოსვლების კუთხით აშკარად რუსეთის ხელში იყო ... რუსეთმა მოიპოვა ძალიან სერიოზული მორალური მხარდაჭერა მთლიანობაში. ცხადია ეს მხოლოდ ჩურკინის დამსახურება არ იყო, მაგრამ ჩურკინი განასახიერებდა მაშინ რუსეთს მთელი მსოფლიოსათვის ... ის კი "აწვებოდა" ძალიან ეფექტურად ...
ასევე მე ვამბობ, რომ თუ კონკრეტულ "ბრძოლაში" წააგებ იმაზე ნაკლებს, ვიდრე კონკურენტი წააგებს, ესე იგი იმ კონკრეტულ "ბრძოლაში" გამარჯვებული ხარ.
ეხლა ცოტა მოვცილდები პოლიტიკას და ბიზნესში გადავალ ...
ბილაინის მიერ საქართველოს ბაზარზე ადგილის დამკვიდრების პირველ დღეებში, როცა ბილაინმა 2 თეთრი გახადა საუბრები მაგთიმ ეგრევე მიცა რეაქცია და ბალზე ეგრევე დააგდო ტარიფი 2 თეთრამდე. ანუ ასე ვთქვათ ბილაინის ინიციატივა ჩანასახშივე მიახრჩო ... იმ კონკრეტულ მომენტში და იმ კონკრეტულ ბრძოლაში, რომელიც თვეები გაგრძელდა, მაგთიმაც და ბილაინმაც სერიოზული ფული ჩაყარეს, ანუ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ორივემ წააგო ფული. მაგრამ ვინ უფრო მეტი წააგო? მაგთომ მხოლოდ ფული წააგო, დიდი, მაგრამ მაინც მხოლოდ ფული ... ბილაინმა კი ფულის გარდა იმიჯითაც იზარალა და 2 წელი მოუნდა მის შემდეგ, რომ წელში წამომდგარიყო და რაიმე სერიოზული კამპანია შეეკინძა ...
სხვათა შორის იგივე გააკეთა თავის დროზე კოკა კოლამ, როცა პეპსი შემოდიოდა საქართველოს ბაზარზე ...
ანუ რომ შევაჯამოთ,
დამარცხება და გამარჯვება შეფარდებითი ცნებებია ...
ეხლა რომ დავუბრუნდეთ ნოღაიდელის თემას ...
პრორუსული ძალების ნებისმიერი გაჭაჭანება თამამად შეიძლება ითქვას, რომ არის ასოცირებული რუსეთთან ... და ამას თვითონაც, ეს "ძალებიც" ასე ამბობენ...
შესაბამისად მათი ჩანასახშივე "მიხრჩობა" ჩემი აზრით უფრო "იაფია" ვიდრე ის, რომ მისცე "გაჯეჯილების" საშუალება და მერე "მიხედო" ...
მეორეს მხრივ, ნოღაიდელმა პირველმა აღმოაჩინა მიმზიდველი შესაძლებლობა, რომ დაეკავებინა "რუსეთთან მოსაუბრის" ვაკანტური ადგილი, რომელიც თავისუფალი იყო და ადრე თუ გვიან ამ ადგილს ვიღაც დაიკავებდა ... მან უბრალოდ დაასწრო და ამ "სეგმენტში" ერთგვარი უპირატესობა მოიპოვა, თან + თავისი ადგილი იპოვა პოლიტიკურ სპექტრში ... რამდენად ადარდებს მას რუსეთის გააქტიურება რეალურად, ეს სულ სხვა თემაა ...
საერთო ჯამში,
მე იმას არ ვამბობ, რომ რუსეთთან არ უნდა ვისაუბროთ,
მაგრამ საუბარმა ჩატყუება იცის ... შეხედეთ უკრაინის "მორჯულებას", დააკვირდით ყირგიზეთის "მოსმას" და პოლონეთისათვის "თავის მოკვეთას" ...
და ნათელი გახდება ბევრი რამ ...
ტარიელ ზივზივაძე
პროფესიონალი ბიზნეს ტრენერი და კონსულტანტი
დირექტორი @ MARNET Associates LLC
მობ: 995 77 73 79 64
E-mail: admin@marketing.ge
კომპანიის ვებსაიტი
Linkedin Profile
პირადი პროექტები:
საერთაშორისო სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადა - ჩადეთ ფული განათლებაში!
ონლაინ ბიზნეს საკონსულტაციო ვებსაიტი - ინფორმაცია, კონსულტაცია & კავშირები
#36
დაწერილია 17 April, 2010 - 19:18
#37
დაწერილია 17 April, 2010 - 20:05
გინდა გვითხრა, რომ "სიძულვილი" ამოვიკვეთოთ და ყველა გვიყვარდეს?
მართლა გინდა რომ გვიყვარდეს მტერი ჩვენი?
და მართლა გჯერა რომ
ციტატა
?? და გგონია, რომ ყველა მისდევს ამ გზას ან
ან კიდევ როგორ წარმოგიდგენია -
ციტატა
რა არის კონკრეტულად საქართველოს გაბრწყინება შენი აზრით? კონკრეტულად და არა ისე, სადღეგრძლოებში რომ იციან თქმა ...
ტარიელ ზივზივაძე
პროფესიონალი ბიზნეს ტრენერი და კონსულტანტი
დირექტორი @ MARNET Associates LLC
მობ: 995 77 73 79 64
E-mail: admin@marketing.ge
კომპანიის ვებსაიტი
Linkedin Profile
პირადი პროექტები:
საერთაშორისო სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადა - ჩადეთ ფული განათლებაში!
ონლაინ ბიზნეს საკონსულტაციო ვებსაიტი - ინფორმაცია, კონსულტაცია & კავშირები
#38
დაწერილია 17 April, 2010 - 22:54
კიდევ უფრო გაიზარდა ემიგრაციაში წამსვლელთა რიცხვი
იქნებ გაგეკეთებიათ ახალი პოსტები ამ საკითხებზე.
იქნებ გამოთქვას ხალხმა აზრი, რა და ვინ მიაჩნიათ ყოველივე ამის მიზეზად.
საქართველო კი აუცილებლად გაბრწყინდებაო ჩვენზე ჭკვიანები ამბობენ და მე პირადად იძულებული ვარ ბრმად დავიჯერო.
#39
დაწერილია 18 April, 2010 - 12:31
ნოღაიდელი კი არ ყავს მეტი მომხრეები და ესეც მეორე პუტინის იმედის გათამამებულია და ა.შ.
1) დაიჯერე ის რაც არ გინახავს
2) გინახია ის რაც არავინ დაგიჯერებს
3) სმენა ისეთი რამეა- გულს ან შეაშინებს ან გაახარებს.
4) თვალი ისეთი რამეა- მთელ უჯრედში პანიკაა ან სიხარული ან სიამოვნება და მეტი ცოდნაა და პრაქტიკაა.
5) სხეული ისეთი რამ არის ეხლა რასაც შენ გრძნობ კომპიუტერზე კლავიატურაზე შეხება და ა.შ.
#40
დაწერილია 22 April, 2010 - 12:34
#41
დაწერილია 22 April, 2010 - 13:31
მე კარგად ვიცნობ რუსულ პოლიტიკას და მათი სანაფიქრებსაც კი... 25 წელი რუსეთში ვცხოვრობდი და ვიცი რა ნაძირალები არიან . რუსები არც ერთ კავკასიელებ და არც ერთ ყოფილ მოკავშირეებ არ უყვარს.
რუსებ სულ არ აინტერესებ ქართველი და არა ქართველი ერი - ისინი თავისთავზე ზრუნველობენ და ჩვენ კი რა...
რუსეთში ხომ არ გონია იქ ქართველები მშვიდად ცხოვრობენ და ა.შ?! ძალით რომ ათქმევინებენ - ომი საქართველომ დაიწყოო და ტელევიზიით რომ უჩვენებენ და ა.შ.
ომი დიდი ხანია რუსეთი ამ გეგმებს ამზადებდა.... სანამ ომი დაიწყებოდა ...ცხინვალიდან წინასწარ გაჰყავდა მოსახლეობა რუსეთში იმ მიზნით რომ ახალ შენობებ აუშენებდნენ და ა.შ. ოსი ნათეცავები მყავს ყველაფერი კარგად ვიცი რა და სად რა არის მოსალოდნელი ... ასე რომ ნუ უჯერებს მათ ნოღაიდელს. ნოღაიდელიც კარგად ნერვიულობ სახეზე აწერია რომ არც მასაც უყვარს რუსული პოლიტიკა და ნანობს .
#42
დაწერილია 22 April, 2010 - 16:11
რედაქტორი Levan Chkheidze, 22 April, 2010 - 16:11.
#43
დაწერილია 27 May, 2010 - 16:32
ჩემთვის არავის გზა არ არსებობს, ყველამ თავისი სქმე კარგად უნდა აკეთოს და არავის გზას არ უნდა გაყვეს. ასე ჯობს.
1 წევრი კითხულობს თემას
0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე
Link პარტნიორები
| |||
ბიზნესის დაგეგმვა
MARNET Associates LLCგანათლება
ISET
შენი განათლების გზამკვლევი
Targmne.com
International Students' Business Olympiadდასაქმება / HR
Staff.geინტერნეტი & IT
FreeShop.Ge
Karvasla.com
SEO და ინტერნეტ მარკეტინგი
კომპანია BIT
SMS ქისა |
Fonts.ge - ქართული ფონტები
კომპანია Singular-ის ბლოგი
Anonsi.ge
Sanishne.com
ბლოგი Business Cafe
ბლოგი Event-Lentaინფორმაცია
Enthusiast.ge
Бизнес Грузия
Reality.ge
Worldnews.geმარკეტინგი & PR
ბლოგი MSG Partisani
ბლოგი PRHYPERMARKET
DAVID.GE 2.0
მარკეტინგული ბლოგი |
ქართული ბრენდი
PR გიდი
PR სააგენტო GePRa
PR სააგენტო პროფილი
Publicity.ge
ფაბლისითი ჯგუფიმედიცინა & ჯანდაცვა
სამედიცინო პორტალი
სამედიცინო ფორუმისაქართველო
About Georgia
Kutaisiტრანსპორტი & ლოგისტიკა
ავტომობილები ჰოლანდიიდან
1auto.ge |
ტურიზმი
Georgian Tourism Association
კომპანია ჰარმონია
გლობალ სერვის ტურიუძრავი ქონება
101.ge
IND პროექტი
Privatservice-Tbilisi Real Estate |

დამფუძნებლის მიმართვა



თემა დახურულია!
პიქტოგრამას დააწკაპუნოთ. ამით შეფასდება როგორც კონკრეტული გამოხმაურება, ასევე +1 ქულით გაიზრდება წევრის საერთო რეპუტაცია. Conference.ge-ზე წევრის რეპუტაცია მნიშვნელოვანია!

