Mariam Kobrava, Mar 8/10, 15:29 -ში, განაცხადა:
ბიუჯეტს გააჩნია, რამდენის დახარჯვას გეგმავ??
ისეთ მაღაზიებში სდაც სანადირო ნივთები იყიდება
რამე მონადირეთა კლუბები იარსებებს ალბათ, გაარკვიე, იქაც გაავრცელე
შენ ვებსაიტზე ვინც გყავს დარეგისტრირებული, ის ინფორმაციათა ბაზა შეგიძლია ფანტასტიურად გამოიყენო და დაეკონტაქტო ყველა დარეგისტრირებულს (ყველაზე იაფი მეთოდი). შენ შეიძლება ფიქრობ რომ ფორუმზე ისედაც გაავრცელებ ინფორმაციას მაგრამ ყველა პოტენციური მომხმარებელი ამას ვერ ნახავს

შეიძლება ადამიანი ერთხელ დარეგისტრირდა (რაც უკვე მიანიშნებს იმას რომ იგი დაინტერესებულია ამ სფეროთი) და უბრალოდ დროის სიმცირის გამო ვეღაარ შემოდის აღნიშნულ ფორუმზე.
შეგიძლია კარგად დაგეგმილი მონადირეთა ივენთი გააკეთო სადმე ბუნებაში, და იქვე გაყიდო წიგნები

ტელევიზიაც დააინტერესო რომ შენი ივენთი გააშუქონ, ამას ცოტა მეტი ფინანსები დაჭირდება
არ ვიცი, ჯერ მარტო ეს მომაფიქრდა, ბიუჯეტი გვითხარი რამდენის დახარჯვას აპირებ და იმის მიხედვით უფრო სწორ რჩევებს მიიღებ
წარმატებები
პირველ რიგში დიდი მადლობა გამოხმაურებისათვის, ახლა კი თანმიმდევრულად გიპასუხებთ თქვენს მიერ დასმულ კითხვებზე:
1) ბიუჯეტში მასე კონკრეტულად შეზღუდულები არ ვართ.. იმდენი იქნება რამდენსაც საქმე მოითხოვს, იმისათვის რომ მაქსიმალურად სწრაფ დროში შევძლოთ ამ 2000 ცალი წიგნის რელიზება და მაქსიმალურად მაღალი მოგებით

2) ფორუმზე 1400 ზე მეტი ადამიანია მდარეგისტრირებული, აუცილებლად მივწერთ ყველას მაილს ამის შესახებ.. ეგ კი გათვალისწინებული გვაქვს

3) ივნისში ვაპირებთ თიბისი გალერეაში წიგნის პრეზენტაციის გაკეთებას, მოწვეული გვეყოლება ყველა ვიზეც ხელი მიგვიწვდება და ვიცით რომ ამ საქმის მოყვარულია.
პლიუს ამას ვაპირებთ რეკლამის განთავსებას კვირის პალიტრაში.
ტელევიზია არ ვიცი, ძვირი დაჯდება მემგონი და დასათვლელია ღირს თუ არა.
ბატონო ტარიელ დიდი სიამოვნებით გიპასუხებთ კითხვებზე..
1) წიგნი ,,მონადირის გზამკვლევი" დაეხმარება ნებისმიერ დამწყებ და პროფესიონალ მონადირეს, შეიტყოს ნებისმიერი მისთვის საჭირო ინფორმაცია, რაც ნადირობასთან იქნება დაკავშირებული.
მონადირე ძაღლები, სანადირო ცხოველები, ფრინველები, თოფები, თვითგადარჩენის ხელოვნება, ბაზიერობა და კიდევ უამრავი საკითხია რაც ამ სფეროსთანაა დაკავშირებული.
2) არაოფიციალური მონაცემებით საქართველოში 100 000 მონადირეა, საქართველოში ნადირობას უძველესი დროიდან მისდევდნენ და აქ მათი რიცხვი გაცილებით დიდია ვიდრე სომხეთში და აზერბაჯანში ერთად. აუდიორია ძირითადად იქნებიან მონადირეები, დამწყები ან უკვე პროფესიონალები, ჩემი აზრით წიგნი საინტერესო იქნება ნებისმიერი ბუნებისმოყვარული ადამიანისათვის.
3) რატომ გადავწყვიტეთ წიგნის გამოცემა?
1) პირადად მე ძალიან მიყვარს ნადირობა, ნადირობა მამაჩემმა შემაყვარა, ნადირობის სიყვარულის გაღვივებაში კი ძალიან დიდი როლი ითამაშა მამაჩემის ნაჩუქარმა ძალიან ძველმა წიგნმა ,,მონადირის ცნობარი" რომელიც 1967 წელშია გამოშვებული. მის შემდეგ ყველა წიგნის მაღაზიაში და ბუკინისტებში ვეძებ ქართულენოვან წიგნს ნადირობაზე, თუმცა ვერც ძველი და მითუმეეს ვერც ახალი ვერსად ვერ აღმოვაჩინე. საქართველოში მსგავსი წიგნი არ არსებობს.
2) ფორუმზე დაგროვდა უამრავი საინტერესო ინფრორმაცია, ბევრი საკითხი განვიხილეთ დეტალურად, ჩავატარეთ კონფერენცია და კლუბის წევრებმა დავამუშავეთ საინტერესო თემები, ძირითადად რუსული და უცხოური ლიტეატურიდან.
3) წიგნის მიზანად ისახავს მონადირეს გააცნოს სანადირო საქმესთან დაკავშირებული საკითხები, საქართველოში გავრცელებული ფაუნის სახეობანი, ნადირობის ხერხები და საშუალებები, იარაღის მოვლისა და ხმარების წესები, სანადირო ძაღლების გაწვრთნა დაგეშვა და სხვ.
რედაქტორი Jansugh Bochorishvili, 08 March, 2010 - 20:02.