ძალზედ სამწუხაროა ასეთ სერიოზულ საიტზე რეალობას მოკლებული კომენტარების ხილვა.
Ivane Sujashvili, Apr 6/10, 12:18 -ში, განაცხადა:
რა მაგარი რეკლამაა მთვარეზე მიწები იყიდო მაგრამ რა ჯანდაბა გინდათ მთვარეზე? კარტოფილი და მწვანილი ვერ ამოვა და არც წყალი დაილევა . აი მარსი შეიძლება იყოს რომ გაიყიდოთ მაგრამ მთვარეზე არაფერია
ისე საინტერესოა მარსზე თუ ამოვა მწვანილები? საიდან დაასკვენით რომ მთვარეზე არაფერია და მარსი რაიმეთი ჯობს მას?
დავიწყებ იმით, რომ მთვარეზე მოიპოვება უზარმაზარი რაოდენობა იმ ბუნებრივი რესურსების, რომელიც დედამიწაზე გვხვდება, თუმცა თუ მთვარის წარმოშობის მეცნიერულ (და საკმაოდ რეალურ) ვერსიას არ იცნობთ, ვერც მიხვდებით რატომ.
მთვარის ზედაპირი, მისი მიწა შეიცავს მეტალის ოქსიდებს, წყალბად და აზოტს, მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ მიწის წონის 40%-ს შეადგენს ოქსიდი. რაც მთავარია, ამ ოქსიდების მეშვეობით შესაძლებელია სასმელი წყლის მიღება, ზუსტად ისეთის როგორიც დედამიწაზეა (რა თქმა უნდა გარკვეული ქიმიური პროცესების მეშვეობით). დოქტორ ლარი კლარკმა (Dr. Larry Clark) ეს თეორია პრაქტიკაში გამოცადა და რამდენადაც დაუჯერებელი არ უნდა იყოს ზოგიერთისთვის, მან მიიღო სუფთა წყალი.
რაც შეეხება ამას:
Ivane Sujashvili, Apr 6/10, 12:18 -ში, განაცხადა:
მთვარე ყველას ეკუთვნით და არავის არა ააქვს უფლება რომ გაყიდო მიწები... თუ ყიდიან ის ფული ჩვენს ხალხსაც უნდა დაურიგდეთ რომ ვაღიაროთ რომ იყიდება...
ბატონო ივანე, დღესდღეობით სამ სახელმწიფოს "მიუწვდება ხელი" მთვარეზე: ამერიკას, რუსეთს და იაპონიას. თუ გავითვალისწინებთ იმას რომ იაპონია ამერიკის "პაიკია" და მეტი არაფერი, გვრჩება მხოლოდ რუსეთი და ამერიკა. ასევე დიდი იმედი მაქვს დამეთანხმებით, რომ რუსეთი კიდევ კარგა ხანი ვერ შეძლებს თანხების მოზიდვას რომ სერიოზული წინსვლა გააკეთოს ამ მიმართულებით. ხოდა დარჩა ეს ჩვენი ამერიკა მარტო და რასაც უნდა იმას გააკეთებს, ხომ გაგიგიათ ძალა აღმართს ხნავსო, ხოდა ვინ შეუშლის ან ვინ დაუშლის ამერიკას მთვარეზე მიწების გაყიდვას? ვერც ვერავინ.
რაც შეეხება ვირს და მის პატრონს, ვფიქრობ ვერცერთი მათგანი ვე მოესწრება იმ დროს როდესაც "მთვარით ნაშოვნ ფულს" ვინმე ხალხს დაურიგებს.
მინდა მცირე კომენტარი გავაკეთო მწვანილებზე.

მემგონი შევთანხმდებით იმაში რომ მთვარის მიწაში რაც არ უნდა ხე დარგო, მაინც ვერ გაიხარებს თავისით. სამაგიეროდ დრევანდელი ტექნიკით უკვე შესაძლებელია დახურული სივრცისა და დედამიწაზე არსებული პირობების შექმნა. ამგვარი პროექტები უკვე დიდი ხანია განიხილება. მარსი კი შეგვიძლია დავივიწყოთ ჩემი და თქვენი თაობის ხალხმა.
რედაქტორი Dimitri Chkadua, 06 April, 2010 - 15:19.