Teona Grdzelishvili, Oct 12 2005, 02:29 PM -ში, განაცხადა:
სადღაც უკვე ვახსენე - ამოვწურე ჩემი შესაძლებლობები. მე მანდ შარშანწინ რომ მივედი, ვაპირებდი 1 წლით მუშაობას. გავიდა ზუსტად 2 წელი. შარშან შემოდგომით ვერ წამოვედი - წლის ბოლოს უწევს პიკი, წელს გაზაფხულზე ვერ წამოვედი - ახალი პროგრამა ინერგებოდა. ახლა უკვე მანდ უახლოესი 2-3 წლის განმავლობაში ჩემთვის საინტერესო არაფერი მოხდებოდა. მხოლოდ ხელფასზე უნდა მემუშავა. ხელფასი კი იმდენი მქონდა, რამდენსაც კერძო პრაქტიკითაც მივიღებ. თან ახალი პროგრამის დანერგვის შემდეგ 2 აიტიშნიკი სრულიად ზედმეტია, ერთიც მშვენივრად გაართმევს თავს, რადგანაც ჩვენი დატვირთვის 60-70 პროცენტი გადავიდან ცენტრზე, ანუ მოსკოვზე.
ამას დავუმატოთ ის, რომ ადგილზე სააზროვნო სამუშაოსთვის მიუღებელი პირობებია - გარეთ ასეულობით კონსულტანტის ზუზუნი, შიგნით კი 4 სერვერის, პლუს კიდევ კომპენსაცია - დეკემბრის ჩათვლით ხელფასი - ყველა გადავკოცნე, წამოვედი და დავუბრუნდი ჩემთვის გაცილებით მეტად საინტერესო მდგომარეობას.

დამფუძნებლის მიმართვა



თემა დახურულია!
პიქტოგრამას დააწკაპუნოთ. ამით შეფასდება როგორც კონკრეტული გამოხმაურება, ასევე +1 ქულით გაიზრდება წევრის საერთო რეპუტაცია. Conference.ge-ზე წევრის რეპუტაცია მნიშვნელოვანია!

