ლარის კურსი
#11
დაწერილია 07 May, 2010 - 17:38
Consumer Sales Officer at Bank Republic Société Générale Group
Cell: (+995 51) 78 28 61
E-mail: archil.mikelashvili@gmail.com
პირველი ქართული HR ბლოგი
რა რეპუტაცია გაქვთ Conference.ge-ზე ? გახსოვდეთ, აქ თქვენ შეგიძლიათ შეაფასოთ თითოეული დარეგისტრირებული წევრის გამოხმაურება. ამისათვის საჭიროა გამოხმაურების ბლოკის ქვედა მარჯვენა კუთხეში პიქტოგრამას დააწკაპუნოთ. ამით შეფასდება როგორც კონკრეტული გამოხმაურება, ასევე +1 ქულით გაიზრდება წევრის საერთო რეპუტაცია. Conference.ge-ზე წევრის რეპუტაცია მნიშვნელოვანია!
|
#12
დაწერილია 07 May, 2010 - 18:31
ციტატა
გოჩა როგორ? თუ საწყისად არ გაქვს ათი მილიონი. სავალუტო ფიუჩერსისა და ოფციონების ბაზარი ჩვენ არ გვაქვ სხვა მეთოდი მართლა არ ვიცი, მაგრამ პროგნოზი შემიძლია, მასწავლე და მოგების ნახევარი თქვენია.
საერთოდ სიმართლე გითხრათ არ ვიცი რეალურად რა დანიშნულება აქვს ჩვენს სავალუტო ბირჟას, როცა კურსს ისედაც ეროვნული ბანკი ადგენს
რედაქტორი Alexander Qarumashvili, 07 May, 2010 - 18:32.
თქვენი ოფისის სრული სერვისი
ტ.; 48 49 50/ 30 78 79/ 42 17 57/ 8 (93) 53 29 21
www.ankshop.com
#13
დაწერილია 07 May, 2010 - 20:48
კურსის ცვლილება თუ იცი ფულის შოვნას რა უნდა?! რომ გცოდნოდა წინასწარ რომ კურსი 1.4-დან 1.65-ზე შეიცვლებოდა ისესხებდი თანხას ლარრში გადაახურდავებდი და რომ გაიზრდებოდა კურსი გაყიდიდი, ძალიან მარტივია ..........
#14
დაწერილია 07 May, 2010 - 21:08
#15
დაწერილია 07 May, 2010 - 23:25
#16
დაწერილია 08 May, 2010 - 03:00
ციტატა
ომედია იხუმრეთ; მინიმალური კურსი იყო25.07.2008=1,397 ვისესხე 50 000 ლარი დავუშვათ საუკეთესო პროცენტში ლარისათვის მაშინ იყო დაახლოებით 2,5% ამასთან უნდა ვისესხო აუცილებლად ბანკიდან, რადგან მასეთ პროცენტს მევახშე არ შემოგთავაზებთ, თანაც დავარწმუნო ბანკი, რომ კურსის ცვალებადობის შემთხვევაში ვალუტის სახე არ შეცვალოს(ეს ფაქტიურად შეუძლებელია, მაგრამ დავუშვად შევძელი). ამდენად ბანკში ჩავდე შესაბმისი უზრუნველყოფა დაახლოებით 80 000 ლარის ღირებულების, თან ბანკს უნდა დავუმალო ფულს რისთვის ვსესხულობ თორემ არ დააფინანსებს არანაირი უზრუნველყოფის ფასად. სესხის გაფორმება თავისი იპოთეკის, დაზღვევის, სესხის მოსაკრებლის და კიდევ სხვა მრავალი საბუთებით დამიჯდებოდა დაახლოებით სესხის 4% 2000 ლარი. დარჩენილი თანხით ვიყიდე 34 000 $
შემდეგ; კურსი 1,65 ფიქსირდება 11.11.08-ში, თვეში ბანკში გადასახადი მაქვს პროცენტიან ძირიანად დაახლოებით 5400 ლარი (სესხი გავაფორმე ერთ წლიანი, სხვანაირს ბანკი არ მომცემდა, მითუმეტეს ჩემი წაყენებული პირობების გათვალისწინებით). აქვე ვიტყვი, რომ დეპოზიტზე სხვა ბანკში მაგ თანხის შეტანას აზრი არ აქვს, რადგან არ ვიცი როდის დამჭირდება და გამოტანისას დარიცხული პროცენტი შეიძლება არც ეყოს პირგასამტეხლოს. ამიტომ ფულს ვინახავ მუთაქაში. 25.08.2008 წელს ვყოფ ჩემს მუთაქაში ხელს და ვიღებ 3830$ კურსი იყო 1,41 ვისტუმრებ ბანკს, 25.09.2008 ისევ ვხსნი მუთაქას და ვიღებ 3860$ კურსი არის 1.4 ვისტუმრებ ბანკს, 25.10. 2008 მივადექი ისევ მუთაქას და ამოვიღე ისევ 3830$ კურსი 1,4 ვისტუმრებ ბანკს. და აი დამიდგა "ნანი-ნანატრი" დღე 11.11.2008 მუთაქაამოიღლიავებული გავრბივარ ბანკში, იქვე ვბრდღვნი ნატანჯ მუთაქას და ამომაქვს 34000-3830-3860-3830=22480$ და :=<img src=:" border="0" alt="60.gif" /> ამისთანა სახით შევრბივარ ჩემს კრედიტ ოფიცერთან. ის ანგარიშობს........ 22480*1,65=37092 ლარს. კრედიტზე ძირი თანხა დარჩენილი მაქვს დაახლოებით 40000 ლარი, (მეზარება ეხლა დათვლა, თორემ თანხა ძირის უფრო მეტი იქნება), მიმდინარე თვის დავალიანება შეადგენს დაახლოებით 3500 ლარს, სესხის ხელშეკრულების პირგასამტეხლო შეადგენს დარჩენილი ძირი თანხის 2%-ს 800 ლარი, სულ 40000+3500+800=44300 ლარი. მართმევს ჩემი საყვარელი მუთაქის ნარჩენებს და საუკეთესო შემთხვევაში დარჩენილი დავალიანება გადაყავს დოლარში 44300-37092/1,65=4368$-ზე მიფორმებს ახალ საკრედიტო ხელშეკრულებას. ამდენად მრჩება ბანკის ვალი თავისი პროცენტიანად დაახლოებით 5000$ და იპოთეკით დატვირთული 80 000 ლარის ქონება, მაგრამ არის ნათელი წერტილიც 3 თვე ჩემს საყვარელ მუთაქაზე მედო თავი.
იმას რასაც თქვენ ამბობთ ითვალისწინებს ფული ვისესხო 08.11.2008-ში და ჩავასესხო 12.11.2008-ში. ხოლო ეგ პროგნოზისგან ძალიან შორს არის, ახლოსაა ინფორმაციის რბილად, რომ ვთქვა "არაორდინალური" გზებით მოპოვებასთან.
ფულით სპეკულაცია ხდება ფიუჩერსების საშუალებით და რისკების ოფციონებით დაზღვევით, როცა თამაშობ კურსის აწევაზეც და დაწევაზეც და ეგ მექანიზმი მუშაობს მსოფლიოს წამყვან სავალუტო ბირჟებზე. თან 50000 ლარად ყიდულობ არა 34 000$-ს არამედ სადღაც 500 000$-ის ოფციონებს და უკვე ნახევარი მილიონი დოლარის კურსის ცვალებადობაზეა დამოკიდებული მოგებაც და წაგებაც. პროგნოზირება და ბაზრის შესწავლა მაშინ არის საჭირო.
და მაინც ვკითხულობ რა დანიშნულება აქვს ჩვენს სავალუტო ბირჟას?
რედაქტორი Alexander Qarumashvili, 08 May, 2010 - 03:11.
თქვენი ოფისის სრული სერვისი
ტ.; 48 49 50/ 30 78 79/ 42 17 57/ 8 (93) 53 29 21
www.ankshop.com
#17
დაწერილია 08 May, 2010 - 10:27
Alexander Qarumashvili, May 8/10, 03:00 -ში, განაცხადა:
ეგ როგორ?
<a href="http://biletebi.ge" target="_blank">Biletebi.ge</a>
<a href="http://ads.karvasla.com?languageid=1" target="_blank">ads.Karvasla.com</a>
<a href="http://survey.ge" target="_blank">Survey.ge</a>
...............................
tel: +995 97 556563
E-mail: gio_ch@hotmail.com
#18
დაწერილია 08 May, 2010 - 18:09
რამდენიმე სახის მოთამაშეა ბირჟაზე, ესეთი ხანგძლივი თამაშის მოყვარულთ ეძახიან "ხარებს", ანუ რას აკეთებთ; დავუშვათ კურსი არის 1,57 და თქვენ იცით რომ ის დაიკლებს, იღებთ თქვენს 50 000 ლარს მიდიხართ ბირჟის ბროკერთან, შეგაქვთ თქვენს ანგარიშზე და ეუბნებით რომ მან გაყიდოს 400 000 დოლარის ფიუჩერსი და დააზღვიოს ის ყიდის, დავუშვათ არის იანვარი და იმ მომენტში ივლისის ფიუჩერსები ღირს 1,6 (ეს ასე მარტივად არ არის, როგორც წესი 1 ფიუჩერსი შეადგენს 10000 ერთეულის ვალდებულებას) ანუ თქვენ იღებთ ვალდებულებას, რომ ივლისში მყიდველს მიაწვდით 400 000 $–ს კურსით 1,6, ამასთანავე თქვენი ბროკერი ყიდულობს 400 000$ ივლისის თვის ოფციონს, ანუ რა ხდება იმისათვის რომ გაყიდოთ 50 000 ლარად გაყიდოთ 400 000$–და უფრო მეტისაც ფიუჩერსი, ჯერ ყიდით 200 000$–ის ივლისის ფიუჩერსს, მისი სადეპოზიტო თანხა მერყეობს გამომდინა ბირჟიდან და თქვენი რეპუტაციიდან, მაგრამ არ აღემატება 10%–ს ანუ 20 000$ გაიყინა თქვენს დეპოზიტზე, როდესაც თქვენ გაყიდეთ 200 000$–ის ფიუჩერსი, შემდეგ თქვენი ბროკერი ყიდულობს 200 000$–ის ივლისის თვის ოფციონს კურსით (ოფციონების კურსზე და მის გადასახადზე თავად მყიდველი და გამყიდველითანხმდებიან) 1,6 აქაც თითო ოფციონი შეადგენს 10 000 ერთეულს ანუ ყიდულობს 20 ოფციონს, მაგრამ აქ დეპოზიტზე არაფერი იყინება ოფციონები რეალური ფული ღირს და ამ შემთხვევაში გადასახადი იქნება დაახლოებით, ივლისის თვის ფიუჩერსის კურსისა და ოგციონის კურსის სხვაობის 10% ანუ 0,03–ის 10% 200 000–ის შემთხვევაში ეს შეადგენს დაახლოებით 600$ რასაც იხდით. ეხლა რას ნიშნავს ოფციონი თუ მარტო ფიუჩერსი გამოკიდებულია მიმდინარე კურსზე და დღეში შეიძლება, ბირჟაზე შეიცვალოს 150–ჯერ, და ეს ცვალებადობა აისახება თქვენს დეპოზიტზე ან დადებითად ან უარყოფითად, ოფციონს კურსში წინასწარ გაქვთ თანხა გადახდილი და ის არ იცვლება, ამასთანავე ნებისმიერ მომენტში შეგიძლიათ თქვენი ოფციონი აქციოთ ფიუჩერსად თუ იმ დღესვე აქცევთ ფიუჩერსად (ამისთანარამ არ კეთდება სისულელეა, მაგრამ რომ აგიხსნათ დავწერ) რას მიიღებთ გაქვთ 200 000$–ის გაყიდული ფიუჩერსი და 200 000$–ის ნაყიდი ოფციონი, რომელზეც გაეცით განკარგულება, რომ აქციონ ფიუჩერსად. თქვენ ამ შემთხვევაში კარგავთ 600$ რაც დადაიხადეთ ოფციონებში ფიუჩერცები კი ერთმანეთს აბალანსებენ ანუ თქვენ აღარ გექნებათ არც ნაყიდი და არც გაყიდული ფიუჩერსი. იგივე მოხდება თუ დავუშვად კურსმა, მაშინ როცა თქვენ ფიუჩერსები გაქვთ გაყიდული შეადგინა 2,0 თქვენი ზარალი შეადგენს მხოლოდ 600$–ს. მოკლედ ამ შემთხვევაში თქვენ დააზღვიეთ თქვენი ივლისის ვალდებულება, ეს ყველაფერი აისახება თქვენს ანგარიშზე და თქვენი გაყინული თანხების 50%–ი იხსნება ანგარიშზე გაქვთ; (მოდით საანგარიშებლად, რომ უფრო ადვილი იყოს საწყისი თანხაც $–ში ავიღოთ 30 000) 30000–600$(რომელსაც ვერ დაიბრუნებთ, გადახდილია ოფციონში) 29 400$ საიდანაც 10 000 თქვენი ფიუშერსებისა და ოფციონების უზრუნველყოფისთვის დარჩა გაყინულად, მეორე დღეს თავისუფალი თანხით აკეთებთ იგივე ოპერაციას და გაქვთ 400 000$–ის ივლისის ფიუჩერსი გაყიდული და 400 000$–ის იმავე თვის ნაყიდი ოფციონი. ამ მომენტისთვის თქვენი დანახარჯები შეადგენს 1200$ გადახდილი ოფციონებში და ბირჟისა და ბროკერის საკომისიო, მეზარება ეხლა დათვლა, მაგრამ ეს იქნება დაახლოებით 200–300$ ანუ სულ 1500$ და ანგარიშზე გაყინული 28500$(რომლის გამოყენებაც კიდევ შეიძლება, მაგრამ ეხლა მაგის ახსნა რომ დავიწყო ტარიელი ბაზების გადატვირთვისთვის დამბლოკავს
დავუშვათ ეხლა უკვე ვიცი, რომ კურსი მოიმატებს და ვაკეთებ იგივე ოპერაციებს, ოღონდ ვაბრუნებ ყველაფერს ვყიდულობ დეკემრის ფიუჩერსებს კურსით (ზემოთ ავღნიშნე, რომ მოსალოდნელი კურსი ყოველთვის პროპორციულია არსებულის) 1,45 ად და ვყიდი ოფციონებს კურსით 1,48 (ამ შემთხვევაში მე მიხდიან გაყიდულ ოფციონებში ფულს. P.ს. მე განგებ ვარიდებ თავს მიღებულ ტერმინოლოგიას თორემ ალბათ დაგაბნევთ) მაგრამ ეხლა მაქვს 96 000$ და ამით ვყიდულობ ეტაპობრივ სულ მცირე 1 200 000$-ის ფიუჩერსებს, შესაბამისად ვყიდი იგივე თანხის ოფციონებს (სხვათაშორის გაყიდულ ოფციონებში თანხას კი ვიღებ, მაგრამ აუცილებელია მისი დაზღვევა, მაგრამ არა ამ შემთხვევაში პრიმითიული და ამასთანავე უტყუარი დაძღვევა უკვე არის გაკეთებული გაყიდული ფიუჩერსების სახით) ველოდები ერთ,ორი,სამი თვე და დეკამბერში როდესაც კურსი არის 1,65 ვყიდი ჩემს ფიუჩერსებს;
შედეგი 1,65-1,48(კურსის სხვაობა)*1 200 000$(ფიუჩერსების ვალდებულება)+96 000 (დეპოზიტზე გაყინული თანხები)- 2000$ (დაახლოებით საკომისიო = 298 000$ უკვე ყველანაირი ვალდებულებისგან განთავისუფლებული. ჰოო მრჩება კიდევ 1 200 000$-ის ოფციონები, რომლებიც დეკემბრის ბოლოს თავისით დაიხურება. მე მათ აღარ ვიყენებ რადგან არ მჭირდება, ვინც ჩემგან იყიდა ის მიხედავს.
გიორგი ორი სიტყვით შეუძლებელია ამის გადმოცემა, უკაცრავად ამხელა პასკვილისთვის. ეს არის ყველაზე მარტივი ოპერაცია რაც კეთდება ფიუჩერსებისა და ოფციონებთან დაკავშირებით. უამრავი სხვა და სხვა სტრატეგიაა და თითოეულ სტრატეგიას აქვს უამრავი კომბინაცია, ასევე ხდება სხვა და სხვა სტრატეგიების შერწყმა, ძირითადად დაზღვევისთვის. ჩვენთან ძალიან ადვილია პროგნოზირების კეთება, ასევე პატარა ბაზარია და საკმარისია "არაორდინალური" მეთოდებით მიიღო ინფორმაცია ამა თუ იმ ბანკის მოსალოდნელი ოპერაციის შესახებ (არ აქვს მნიშვნელობა ვალუტის გაყიდვას აპირებს თუ ყიდვას) და პატარა თანხით დიდი ფული გააკეთებ. არიან მოთამაშეები, რომლთა კომბინაციები გრძელდება მაქსიმუმ 15 წუთი. მოკლედ უკვე ავდუღდი, მანდ წარმატებით მუშაობას ჭირდება, ძალიან ნათელი გონება და ადრენალინის ფაქტიურად არარსებობა ორგანიზმში, მაგიტომაც არის რომ მაგ ბიზნესში მომუშავე ბროკერების ასაკი არასოდეს აღემატება 25 წელს.
გადაკითხვა მეზარება და გრამატიკული შეცდომებისათვის უკაცრავად
და ისევ ვკითხულობ, რას აკეთებს ჩვენი სავალუტო ბირჟა?
რედაქტორი Alexander Qarumashvili, 08 May, 2010 - 18:20.
თქვენი ოფისის სრული სერვისი
ტ.; 48 49 50/ 30 78 79/ 42 17 57/ 8 (93) 53 29 21
www.ankshop.com
#19
დაწერილია 08 May, 2010 - 18:44
-----------------------------
New Economic School Georgia
Project Manager
-----------------------------
Mob: 893 973612
office: 20 43 21
E-mail: ninogorgadze@gmail.com
Web: www.nesgeorgia.org
#20
დაწერილია 09 May, 2010 - 12:34
Alexander Qarumashvili, May 8/10, 03:00 -ში, განაცხადა:
ომედია იხუმრეთ
არა არ მიხუმრია გარკვეული თანხის სესხება (ზოგს მეტის და ზოგს ნაკლების) ძალიან ბევრ ადამიანს შეუძლია მაგდენი დროისა და თანხების ხარჯვის გარეშე რაც თქვენ აღწერეთ. კურსის 18%-იან ცვლილებაზე რომ შეიძლება თანხის მოგება მაგას რად უნდა ბევრი მტკიცება?!
#21
დაწერილია 10 May, 2010 - 07:48
#22
დაწერილია 03 June, 2010 - 20:08
Tariel Zivzivadze, 07 May, 2010 - 10:54 -ში, განაცხადა:
როგორ უნდა მოახერხონ ეს ბანკებმა, როც ელემენტარულად კურსიც კი აქეთ-იქეთ დაძრწის
ისე,
ლარიზაციისკენ მიდრეკილებებზე საუბრობენ და ამ კუთხით კურსის ცვალებადობის პოლიტიკა როგორია ნეტა ...
bankebs mniSvnelovnad xels ar uSlis sesxis gacemis gaaqtiurebaSi laris kursis cvalebadoba (mogebis mxriv albaT piriqiTaa, radganac am dros mogebis marJa icvleba. kursis arastabilurobis da aqedan gamomdinare gazrdili riskebis gamo konvertaciisas fasTa sxvaobas zrdian). banki imdens gascems larSi ramdenic aqvs miRebuli anabridan da aseve daaxloebiT imdenives ucxour valutaSi. Aqedan gamomdinare davuSvaT Tu moziduli 1 000 000 laridan gaasesxebs 800 000 lars, maSin kursi Seicvleba Tu ara mainc igives miiRebs sargebels rasac eloda. Analogiuradaa dolaris SemTxvevaSi. Kursis cvalebadobiT banki im SemTxvevaSi dazaraldeboda Tu moziduli ucxouri valutidan nawils gaasesxebda erovnul valutaSi (ase Cveni bankebi rogorc wesi Zalian iSviaTad iqcevian).
რედაქტორი Temo Todua, 03 June, 2010 - 20:11.
#23
დაწერილია 05 June, 2010 - 00:29
იქნებ ვინმეს გაქთ ინფორმაცია, რამ გამოიწვია ასეთი მკვეთრი კლება? აქვს ამას ობიექტური მიზეზი, თუ ვემზადოთ კუპონიზაცია_2 სათვის?
#24
დაწერილია 05 June, 2010 - 13:34
Besik Kvatchantiradze, 05 June, 2010 - 00:29 -ში, განაცხადა:
იქნებ ვინმეს გაქთ ინფორმაცია, რამ გამოიწვია ასეთი მკვეთრი კლება? აქვს ამას ობიექტური მიზეზი, თუ ვემზადოთ კუპონიზაცია_2 სათვის?
ეროვნულმა ბანკმა, როგორც ჩანს, ლარის გაცვლითი კურსის ახალი წონასწორობის წერტილის ჩამოყალიბება გადაწყვიტა , - ასეთ შეფასებას აძლევს ლარის კურისის მკვეთრ გაუფასურებას ეკონომიკის ექსპერტი ნოდარ ხადური.
ექსპერტის აზრით, უცხოური ვალუტის დეფიციტის გამო, უკვე გაზაფხულიდან ცხადი იყო, რომ ლარის კურსი გაუფასურდებოდა.
"ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ლარის კურის ახალ წონასწორობის წერტილზე გადასვლა ყოველთვის პარასკევს ხდება, ხოლო შემდეგ შაბათსა და კვირას სავალუტო ბაზარზე გაურკვევლობის პერიოდია. ასეა ახლაც – სავალუტო ჯიხურებში ლარის დოლარზე გაცვლითი კურსი 1.87- 1.95 ნიშნულზეა. როგორც ჩანს, 2-ისკენ მივისწრაფით", - აღნიშნა ხადურმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.
ამასთან, ნოდარ ხადური კურისის ცვლილებას, ეკონომიკურ ფაქტორებთან ერთად, პოლიტიკურ კონიუნქტურასაც უკავშირებს.
"ცხადი იყო, რომ კურსი "გაიქცეოდა". სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ქვეყანაში უცხოური ვალუტის კურისის შემოდინება შემცირებულია, ექპორტი ძალიან მცირეა იმპორტთან შედარებით, იმპორტის შესაძენად გაზრდილია მოთხოვნა უცხოურ ვალუტაზე, რაც იწვევს კიდეც კურსის ცვლილებას. ეროვნულ ბანკს აქვს საკმაოდ დიდი სავალუტო რეზერვები, რაც 2 მლრდ აშშ დოლარს აღემატება, მიუხედავად ამისა, ეროვნული ბანკი არ ცდილობს კურსის შენარჩუნებას. როგორც ჩანს ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა გაცვლითი კურსის ახალი წონასწორობის წერტილი ჩამოაყალიბოს",-აღნიშნა ხადურმა.
მისივე თქმით, ხელისუფლებამ ადგილობრივ არჩევნებში საკმაოდ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და ახლა მიიჩნვეს, რომ შესაძლებელია არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმაც, მათ შორის - ვალუტის კურსთან მიმართებაში.
"იმის გამო, რომ დღეს პოლიტიკური კონიუნქტურა ძალიან წყნარია, ეროვნულ ბანკს შეუძლია, ზედმეტი ხარჯების გარეშე გადავიდეს გაცვლითი კურსის ახალ ნიშნულზე. რომ ყოფლიყო დაძაბული ვითარება, ეროვნული ბანკი კურისის შენარჩუნებას ეცდებოდა. თუმცა, მძიმე სოციალური პრობლემების თავიდან ასაცილებლად, ეროვნულ ბანკს მაინც მოუწევს სავალუტო რეზერვების გამოყენება",- აცხადებს ექსპერტი.
ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში, მნიშვნელოვნად - 1.8431 ლარის ნიშნულზე დაეცა. ლარის გაუფასურებამ ბოლო 4-წლიან მაქსიმუმს მიაღწია. ლარი დოლართან მიმართებაში 1.8 ნიშნულზე ბოლოს 2006 წლის გაზაფხულზე იყო.
"ინტერპრესნიუსი" ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, არჩილ მესტვირიშვილს დაუკავშირდა, თუმცა მან კომენტარისგან თავი შეიკავა.
http://new.interpres...adatsyvita.html
ნეტავ როდემდე გაგრძელდება ეს კოშმარი
Helen Mechitova
VIBROGRAPHUS
manager representative in Georgia
mob.: +99593 224 286
www.vgs.am
www.artgeorgia.ge
www.newyear.ge
#25
დაწერილია 05 June, 2010 - 15:07
შრეკის ქართულ გახმოვანებაში იყო გაშარჟებული ეს ფაქტი, შრეკს ატყუებენ და დამწუხრებულს ვირი ეკითხება - " რა, კრედიტი აიღე მაღალ პროცენტშიო?" -
ხუმრობა იქით იყოს, და თქვენ რას ფიქრობთ? როდემე გაგრძელდება?
რედაქტორი Nina Jinjolava, 05 June, 2010 - 15:13.
#26
დაწერილია 05 June, 2010 - 23:14
#27
დაწერილია 20 June, 2010 - 14:59
ფარმაცევტულმა კომპანიებმა უკვე საგრძნობლად გაზარდეს ფასები თან არა მხოლოდ იმპორტირებული, არამედ ადგილობრივი წარმოების მედიკამენტებზეც.
1 წევრი კითხულობს თემას
0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე
Link პარტნიორები
| |||
ბიზნესის დაგეგმვა
MARNET Associates LLCგანათლება
ISET
შენი განათლების გზამკვლევი
Targmne.com
International Students' Business Olympiadდასაქმება / HR
Staff.geინტერნეტი & IT
FreeShop.Ge
Karvasla.com
SEO და ინტერნეტ მარკეტინგი
კომპანია BIT
SMS ქისა |
Fonts.ge - ქართული ფონტები
კომპანია Singular-ის ბლოგი
Anonsi.ge
Sanishne.com
ბლოგი Business Cafe
ბლოგი Event-Lentaინფორმაცია
Enthusiast.ge
Бизнес Грузия
Reality.ge
Worldnews.geმარკეტინგი & PR
ბლოგი MSG Partisani
ბლოგი PRHYPERMARKET
DAVID.GE 2.0
მარკეტინგული ბლოგი |
ქართული ბრენდი
PR გიდი
PR სააგენტო GePRa
PR სააგენტო პროფილი
Publicity.ge
ფაბლისითი ჯგუფიმედიცინა & ჯანდაცვა
სამედიცინო პორტალი
სამედიცინო ფორუმისაქართველო
About Georgia
Kutaisiტრანსპორტი & ლოგისტიკა
ავტომობილები ჰოლანდიიდან
1auto.ge |
ტურიზმი
Georgian Tourism Association
კომპანია ჰარმონია
გლობალ სერვის ტურიუძრავი ქონება
101.ge
IND პროექტი
Privatservice-Tbilisi Real Estate |

დამფუძნებლის მიმართვა



თემა დახურულია!

პიქტოგრამას დააწკაპუნოთ. ამით შეფასდება როგორც კონკრეტული გამოხმაურება, ასევე +1 ქულით გაიზრდება წევრის საერთო რეპუტაცია. Conference.ge-ზე წევრის რეპუტაცია მნიშვნელოვანია!

