ლარის კურსი
წამომწყები Nino Absandze, May 06 2010 22:55
გამოხმაურებათა რაოდენობა: 26
#21
დაწერილია 10 May, 2010 - 07:48
გაცილებით უკეთესია ფორექხის ბირჟაზე ვაჭრობა, თუ კურსის პროგნოზირება ვინმეს შეუძლია. ტექნიკურად ეს უკვე საქართველოში მარტივად ხდება. ელემენტარული სწავლებაც შესაძლებელია. ლარზე ფულის მოგება იმ შემთხვევაში შეიძლება თუ ვინმე სანდო და კომპეტენტური ინფორმატორი გყავთ კურსის ცვლილების შესატყობინებლად. სხვა მხრივ პროგნოზირება რთულია. ბირჟაზე არსებული სავალუტო წყვილები გაცილებით უკეთ ექვემდებარება პროგნოზირებას და ყოველდღიურად, ან საათობრივადაც შეიძლება კურსის ცვლილებაზე ფულის შოვნა (ასევე დაკარგვაც
რა რეპუტაცია გაქვთ Conference.ge-ზე ? გახსოვდეთ, აქ თქვენ შეგიძლიათ შეაფასოთ თითოეული დარეგისტრირებული წევრის გამოხმაურება. ამისათვის საჭიროა გამოხმაურების ბლოკის ქვედა მარჯვენა კუთხეში პიქტოგრამას დააწკაპუნოთ. ამით შეფასდება როგორც კონკრეტული გამოხმაურება, ასევე +1 ქულით გაიზრდება წევრის საერთო რეპუტაცია. Conference.ge-ზე წევრის რეპუტაცია მნიშვნელოვანია!
|
#22
დაწერილია 03 June, 2010 - 20:08
Tariel Zivzivadze, 07 May, 2010 - 10:54 -ში, განაცხადა:
და ამის მერე ბანკებს თხოვენ, რომ სესხების გაცემა გაააქტიურონ
როგორ უნდა მოახერხონ ეს ბანკებმა, როც ელემენტარულად კურსიც კი აქეთ-იქეთ დაძრწის
ისე,
ლარიზაციისკენ მიდრეკილებებზე საუბრობენ და ამ კუთხით კურსის ცვალებადობის პოლიტიკა როგორია ნეტა ...
როგორ უნდა მოახერხონ ეს ბანკებმა, როც ელემენტარულად კურსიც კი აქეთ-იქეთ დაძრწის
ისე,
ლარიზაციისკენ მიდრეკილებებზე საუბრობენ და ამ კუთხით კურსის ცვალებადობის პოლიტიკა როგორია ნეტა ...
bankebs mniSvnelovnad xels ar uSlis sesxis gacemis gaaqtiurebaSi laris kursis cvalebadoba (mogebis mxriv albaT piriqiTaa, radganac am dros mogebis marJa icvleba. kursis arastabilurobis da aqedan gamomdinare gazrdili riskebis gamo konvertaciisas fasTa sxvaobas zrdian). banki imdens gascems larSi ramdenic aqvs miRebuli anabridan da aseve daaxloebiT imdenives ucxour valutaSi. Aqedan gamomdinare davuSvaT Tu moziduli 1 000 000 laridan gaasesxebs 800 000 lars, maSin kursi Seicvleba Tu ara mainc igives miiRebs sargebels rasac eloda. Analogiuradaa dolaris SemTxvevaSi. Kursis cvalebadobiT banki im SemTxvevaSi dazaraldeboda Tu moziduli ucxouri valutidan nawils gaasesxebda erovnul valutaSi (ase Cveni bankebi rogorc wesi Zalian iSviaTad iqcevian).
რედაქტორი Temo Todua, 03 June, 2010 - 20:11.
#23
დაწერილია 05 June, 2010 - 00:29
დღეს სებ-ის მიხედვით ლარის კურსი დოლართან მიმართებაში უკვე 1,8431. ბოლო 2 დღის მანძილზე 3 პუნქტით დაეცა. თუ ასე გაგრძელდა, მაგარ პრობლემებს შეგვიქმნის 
იქნებ ვინმეს გაქთ ინფორმაცია, რამ გამოიწვია ასეთი მკვეთრი კლება? აქვს ამას ობიექტური მიზეზი, თუ ვემზადოთ კუპონიზაცია_2 სათვის?
იქნებ ვინმეს გაქთ ინფორმაცია, რამ გამოიწვია ასეთი მკვეთრი კლება? აქვს ამას ობიექტური მიზეზი, თუ ვემზადოთ კუპონიზაცია_2 სათვის?
Valuator of Real Estate
#24
დაწერილია 05 June, 2010 - 13:34
Besik Kvatchantiradze, 05 June, 2010 - 00:29 -ში, განაცხადა:
დღეს სებ-ის მიხედვით ლარის კურსი დოლართან მიმართებაში უკვე 1,8431. ბოლო 2 დღის მანძილზე 3 პუნქტით დაეცა. თუ ასე გაგრძელდა, მაგარ პრობლემებს შეგვიქმნის 
იქნებ ვინმეს გაქთ ინფორმაცია, რამ გამოიწვია ასეთი მკვეთრი კლება? აქვს ამას ობიექტური მიზეზი, თუ ვემზადოთ კუპონიზაცია_2 სათვის?
იქნებ ვინმეს გაქთ ინფორმაცია, რამ გამოიწვია ასეთი მკვეთრი კლება? აქვს ამას ობიექტური მიზეზი, თუ ვემზადოთ კუპონიზაცია_2 სათვის?
ეროვნულმა ბანკმა, როგორც ჩანს, ლარის გაცვლითი კურსის ახალი წონასწორობის წერტილის ჩამოყალიბება გადაწყვიტა , - ასეთ შეფასებას აძლევს ლარის კურისის მკვეთრ გაუფასურებას ეკონომიკის ექსპერტი ნოდარ ხადური.
ექსპერტის აზრით, უცხოური ვალუტის დეფიციტის გამო, უკვე გაზაფხულიდან ცხადი იყო, რომ ლარის კურსი გაუფასურდებოდა.
"ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ლარის კურის ახალ წონასწორობის წერტილზე გადასვლა ყოველთვის პარასკევს ხდება, ხოლო შემდეგ შაბათსა და კვირას სავალუტო ბაზარზე გაურკვევლობის პერიოდია. ასეა ახლაც – სავალუტო ჯიხურებში ლარის დოლარზე გაცვლითი კურსი 1.87- 1.95 ნიშნულზეა. როგორც ჩანს, 2-ისკენ მივისწრაფით", - აღნიშნა ხადურმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.
ამასთან, ნოდარ ხადური კურისის ცვლილებას, ეკონომიკურ ფაქტორებთან ერთად, პოლიტიკურ კონიუნქტურასაც უკავშირებს.
"ცხადი იყო, რომ კურსი "გაიქცეოდა". სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ქვეყანაში უცხოური ვალუტის კურისის შემოდინება შემცირებულია, ექპორტი ძალიან მცირეა იმპორტთან შედარებით, იმპორტის შესაძენად გაზრდილია მოთხოვნა უცხოურ ვალუტაზე, რაც იწვევს კიდეც კურსის ცვლილებას. ეროვნულ ბანკს აქვს საკმაოდ დიდი სავალუტო რეზერვები, რაც 2 მლრდ აშშ დოლარს აღემატება, მიუხედავად ამისა, ეროვნული ბანკი არ ცდილობს კურსის შენარჩუნებას. როგორც ჩანს ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა გაცვლითი კურსის ახალი წონასწორობის წერტილი ჩამოაყალიბოს",-აღნიშნა ხადურმა.
მისივე თქმით, ხელისუფლებამ ადგილობრივ არჩევნებში საკმაოდ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და ახლა მიიჩნვეს, რომ შესაძლებელია არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმაც, მათ შორის - ვალუტის კურსთან მიმართებაში.
"იმის გამო, რომ დღეს პოლიტიკური კონიუნქტურა ძალიან წყნარია, ეროვნულ ბანკს შეუძლია, ზედმეტი ხარჯების გარეშე გადავიდეს გაცვლითი კურსის ახალ ნიშნულზე. რომ ყოფლიყო დაძაბული ვითარება, ეროვნული ბანკი კურისის შენარჩუნებას ეცდებოდა. თუმცა, მძიმე სოციალური პრობლემების თავიდან ასაცილებლად, ეროვნულ ბანკს მაინც მოუწევს სავალუტო რეზერვების გამოყენება",- აცხადებს ექსპერტი.
ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში, მნიშვნელოვნად - 1.8431 ლარის ნიშნულზე დაეცა. ლარის გაუფასურებამ ბოლო 4-წლიან მაქსიმუმს მიაღწია. ლარი დოლართან მიმართებაში 1.8 ნიშნულზე ბოლოს 2006 წლის გაზაფხულზე იყო.
"ინტერპრესნიუსი" ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, არჩილ მესტვირიშვილს დაუკავშირდა, თუმცა მან კომენტარისგან თავი შეიკავა.
http://new.interpres...adatsyvita.html
ნეტავ როდემდე გაგრძელდება ეს კოშმარი
----------------
Helen Mechitova
VIBROGRAPHUS
manager representative in Georgia
mob.: +99593 224 286
www.vgs.am
www.artgeorgia.ge
www.newyear.ge
Helen Mechitova
VIBROGRAPHUS
manager representative in Georgia
mob.: +99593 224 286
www.vgs.am
www.artgeorgia.ge
www.newyear.ge
#25
დაწერილია 05 June, 2010 - 15:07
ცუდია ეგ ყველაფერი! გამოიწვევს ყველაფრის გაძვირებას და ინფლაციას. სოციალური ფონი კიდევ უფრო დამძიმდება. კრედიტის გადახდა თუ დოლარშია ?- უუფ...
შრეკის ქართულ გახმოვანებაში იყო გაშარჟებული ეს ფაქტი, შრეკს ატყუებენ და დამწუხრებულს ვირი ეკითხება - " რა, კრედიტი აიღე მაღალ პროცენტშიო?" -
ხუმრობა იქით იყოს, და თქვენ რას ფიქრობთ? როდემე გაგრძელდება?
შრეკის ქართულ გახმოვანებაში იყო გაშარჟებული ეს ფაქტი, შრეკს ატყუებენ და დამწუხრებულს ვირი ეკითხება - " რა, კრედიტი აიღე მაღალ პროცენტშიო?" -
ხუმრობა იქით იყოს, და თქვენ რას ფიქრობთ? როდემე გაგრძელდება?
რედაქტორი Nina Jinjolava, 05 June, 2010 - 15:13.
#26
დაწერილია 05 June, 2010 - 23:14
საარჩევნოდ იმდენი ლარები გამოყარეს და იმხელა ფული გაიხარჯა ეს მოსალოდნელი იყო. 1 კვირაც არ გასულა არჩევნებიდან და ყველას ვისაც დანაზოგი ქონდა ლარში კურსის ცვლილებით უკვე ჩაუყვეს ხელი ჯიბეში. ჯერ სად არის, კურსის კიდევ უფრო ვარდნის მოლოდინი გააძლიერებს ინფლაციას განსაკუთრებით იმპორტულ პროდუქციაზე გაზრდის ფასებს და ახლა გაზრდილი ფასების ხარჯზე გაგრძელდება მოსახლეობის ძარცვა.
#27
დაწერილია 20 June, 2010 - 14:59
ლარი ზუსტად ერთ კვირაში 3-დან 10 ივნისამდე, აშშ დოლარის მიმართ 4,4%-ით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის განცხადებით კი დოლარი ყველა ვალუტის მიმართ მყარდება და ლარის გაუფასურება სწორედ დოლარის სიძლიერემ გამოიწვია. მაგრამ თუ დავაკვირდებით ლარი ბოლო ერთი კვირის მანძილზე, არა მხოლოდ აშშ დოლარის, არამედ ევროს, ფუნტი სტერლინგისა და აბსოლუტურად ყველა სხვა ვალუტის მიმართაც გაუფასურდა.
ფარმაცევტულმა კომპანიებმა უკვე საგრძნობლად გაზარდეს ფასები თან არა მხოლოდ იმპორტირებული, არამედ ადგილობრივი წარმოების მედიკამენტებზეც.
ფარმაცევტულმა კომპანიებმა უკვე საგრძნობლად გაზარდეს ფასები თან არა მხოლოდ იმპორტირებული, არამედ ადგილობრივი წარმოების მედიკამენტებზეც.
The Proud Participant of Business Conference
1 წევრი კითხულობს თემას
0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე
Link პარტნიორები
| |||
ბიზნესის დაგეგმვა
MARNET Associates LLCგანათლება
ISET
შენი განათლების გზამკვლევი
Targmne.com
International Students' Business Olympiadდასაქმება / HR
Staff.geინტერნეტი & IT
FreeShop.Ge
Karvasla.com
SEO და ინტერნეტ მარკეტინგი
კომპანია BIT
SMS ქისა |
Fonts.ge - ქართული ფონტები
კომპანია Singular-ის ბლოგი
Anonsi.ge
Sanishne.com
ბლოგი Business Cafe
ბლოგი Event-Lentaინფორმაცია
Enthusiast.ge
Бизнес Грузия
Reality.ge
Worldnews.geმარკეტინგი & PR
ბლოგი MSG Partisani
ბლოგი PRHYPERMARKET
DAVID.GE 2.0
მარკეტინგული ბლოგი |
ქართული ბრენდი
PR გიდი
PR სააგენტო GePRa
PR სააგენტო პროფილი
Publicity.ge
ფაბლისითი ჯგუფიმედიცინა & ჯანდაცვა
სამედიცინო პორტალი
სამედიცინო ფორუმისაქართველო
About Georgia
Kutaisiტრანსპორტი & ლოგისტიკა
ავტომობილები ჰოლანდიიდან
1auto.ge |
ტურიზმი
Georgian Tourism Association
კომპანია ჰარმონია
გლობალ სერვის ტურიუძრავი ქონება
101.ge
IND პროექტი
Privatservice-Tbilisi Real Estate |

დამფუძნებლის მიმართვა



თემა დახურულია!

პიქტოგრამას დააწკაპუნოთ. ამით შეფასდება როგორც კონკრეტული გამოხმაურება, ასევე +1 ქულით გაიზრდება წევრის საერთო რეპუტაცია. Conference.ge-ზე წევრის რეპუტაცია მნიშვნელოვანია!

