ქართული მუსიკა
თემის რეიტინგი:
   
-
Group:
Authorized Participant
-
Posts:
2,446
-
Joined:
04-October 04
Posted 08 May, 2010 - 20:11
სამწუხაროდ სხვა მუსიკალური თემები დახურული აღმოჩნდა და ამიტომ მიწევს ამ თემის გახსნა.
რამოდენიმე დღის წინ ამხანაგმა ფეისბუკში დადო შემდეგი ლინკი:
http://rino-ceronte....com/127249.html
აღფრთოვანებული დავრჩი. თურმე რაოდენ მაღალი ხარისხის მუსიკა იქმნება საქართველოში!!!
Der Gott ist tot!
0
- Newbie
-
-
Group:
Start-Up Participant
-
Posts:
2
-
Joined:
07-May 10
Posted 13 May, 2010 - 01:52
დაგეთანხმებით, ჩემი პირადი დაკვირვებით (რომელიც არაფრით არაა გამოწყვეული და უბრალოდ შევამჩნიე) საქართველოში ნიჭიერი მუსიკოსების რაოდენომა გაცილებით უფრო მეტია ვიდრე სხვა პროფესიონალებისა სხვა დარგებში. პირადად მე ვიცნობ გაცილებით უფრო მეტ ძალიან კარგ მუსიკოს ვიდრე სხვა პროფესიის ადამიანს.
მიუხედავად იმისა რომ სულ არ ვტრალებ მარტო მუსიკალურ ხალხის წრეში.
0
-
Group:
Start-Up Participant
-
Posts:
222
-
Joined:
08-July 07
Posted 16 May, 2010 - 22:33
ივანე ჯავახიშვილი და ქართული მუსიკა
... ქართული მუსიკის ისტორიის ჩამოყალიბება და განვითარება განუყრელადაა დაკავშირებული ივანე ჯავახიშვილის სახელთან. მუსიკის სიყვარული მას ბავშვობიდანვე ჰქონდა შესისხლხორცებული. ქართული კულტურის მდიდარ ტრადიციებზე აღრზდილს, მშვენიერი მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებულ მეცნიერს განსაკუთრებულად უყვარდა მუსიკა.
ივანე ჯავახიშვილმა თავისი რჩევა-დარიგებებით ფასდაუდებელი ღვაწლი დასდო ზაქარია ფალიაშვილის შემოქმედებას. მეცნიერის აზრს კომპოზიტორისთვის მეტად დიდი მნიშვნელობა ჰქონია. ყველა ახალ ნაწარმოებს ზაქარია ფალიაშვილი ივანე ჯავახიშვილს ასმენინებდა პირველად. მეცნიერი აქტიურად ეხმარებოდა კომპოზიტორს ხალხური სიმღერების შეკრებაში. ივანე ჯავახიშვილი ქართული მუსიკის ისტორიის შესწავლას გადაუდებელ საქმედ თვლიდა – მეცნიერმა სხვადასხვა წყაროების ანალიზის საფუძველზე შეისწავლა და ჩამოაყალიბა ქართული მუსიკის ისტორიის ძირითადი საკითხები – ქართული მუსიკის განვითარების მთავარი საფეხურები: ქართული მუსიკის მრავალხმიანობის წარმოშობა, ქართული მუსიკალური ტერმინები, მუსიკალური საკრავები და სხვა.
ივანე ჯავახიშვილმა ძალზე შრომატევადი მუშაობის ჩატარების შემდეგ ქართული მუსიკის ისტორიის ძირითადი საკითხები მეცნიერული სიზუსტით განიხილა. მან განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ქართული მუსიკის ისტორიის წინამორბედ მკვლევარებს, გულმოდგინედ მიმოიხილა და სათანადოდ შეაფასა ამ მეცნიერთა (დავით მაჩაბელი, პოლიევქტოს კარბელაშვილი, დიმიტრი არაყიშვილი, ზიგფრიდ ნადელი და სხვა) შრომები.
ქართული მუსიკის ისტორიის საკითხების შესწავლის მდგომარეობა ივანე ჯავახიშვილამდე ვერ იდგა სათანადო დონეზე. მუსიკის ისტორიის საკითხების საფუძვლიანი მეცნიერული კვლევა ეპიზოდურ ხასიათს ატარებდა. ნაკლებად იყენებდნენ ქართულ ისტორიულ წყაროებს, რის გამოც დასკვნები ზერელე იყო.
ქართული მუსიკის ისტორიის კვლევისათვის, რთული ამოცანა იყო გადასაწყვეტი – ძველ ქართულ და უცხოურ ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, წინამორბედი ავტორების ღვაწლის გათვალისწინებით, მსოფლიო მეცნიერების იმდროინდელ დონეზე უნდა გადაეჭრა მოცემული პრობლემა. შწორედ ეს მძიმე ტვირთი იდო თავს ივანე ჯავახიშვილმა და ქართველმა ხალხმა მიიღო უაღრესად მნიშვნელოვანი გამოკვლევა – ივ. ჯავახიშვილი, ქართული მუსიკის ისტორიის ძირითადი საკითხები, თბილისი, 1938 წ. აღნიშნული შრომა ოთხი ნაწილისაგან შედგება: I – ხმიერი მუსიკა, II – საკრავიერი მუსიკა, III – ქართული მუსიკის განვითარების მთავარი საფეხურები, IV – ქართული მუსიკისა და მრავალხმიანობის წარმოშობა-განვითარების საფეხურები. ივანე ჯავახიშვილს ამ წიგნში საგანგებოდ აქვს განხილული მუსიკალური ტერმინოლოგიის საკითხები. ყველა დასკვნა, ივანე ჯავახიშვილს, გაკეთებული აქვს ძველი ქართული ისტორიული და ლიტერატურული წყაროების ფართოდ მოშველიებითა და საფუძვლიანი ანალიზის შედეგად.
ივანე ჯავახიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ქართული მუსიკის წარმოშობა-განვითარების საკითხს. ქართული მუსიკა, ისე, როგორც ბევრი სხვა ერის მუსიკა, საწყისს უძველეს დროში იღებს. ბერძენ ისტორიკოსს, ქსენოფონტეს, მოეპოვება ცნობები, რომ წარმართობის ხანაში ქართველ ტომებში გავრცელებული ყოფილა საერო მუსიკა (მხედრული და საცეკვაო სიმღერები). მისი სიტყვით, ჭანთა ტომები ომს საომარი სიმღერა-ცეკვით იწყებენ. საერო მუსიკა, ბუნებრივია, სხვა ტომებსაც ჰქონდათ. შემთხვევით არაა, რომ დღემდე შემორჩენილი წარმართული ხალხური სიმღერები საერო ხასიათისაა.
წარმართული საერო და სარწმუნოებრივი მუსიკის ბუნებრივ განვითარებას ზღვარი დაუდო ქრისტიანობამ, რომელსაც, ახალ რწმენასა და მსოფლმხედველობასთან ერთად, წირვა-ლოცვის ახალი ჰანგებიც შემოჰყვა.
ქრისტიანობამ, თავის მხრივ, ებრაელთაგან წირვა-ლოცვაში ერთხმიანი გალობა გადაიღო. ამგვარი (ერთხმიანი გალობა) მუსიკა დღემდე შემორჩა ბევრ (ბერძნულ, სომხურ, ასურულ) ეკლესიას, გამონაკლისს ქართული და დასავლეთ ევროპის კათოლიკური (მეათე საუკუნემდე რომის ეკლესიასაც ერთხმიანი გალობა ჰქონდა) ეკლესიები შედაგენენ. ივანე ჯავახიშვილი ვარაუდობს, რომ თავდაპირველად ქართულ ეკლესიაშიც ერთხმიანი საეკლესიო გალობა უნდა ყოფილიყო. მისი აზრით, ქრისტიანობა “რამდენადაც საქართველოში ორი გზით, დასავლეთიდან, საბერძნეთიდან ერთი მხრით, და სამხრეთითგან, პალესტინა-სომხეთის მხრითაც, არის შემოსული, იმდენადვე უეჭველია, რომ ქართული საეკლესიო გალობაც უძველეს ხანაში იმავე ებრაელთა გალობის ტრადიციების და ჰანგების დამცველი უნდა ყოფილიყო, რომელიც ზემოდასახელებულ ქვეყნებში იყო გაბატონებული”. ღოცა ლაპარაკია ქართული საეკლესიო მუსიკის თავისებურებაზე, იგი უთუოდ იმ პერიოდს უნდა დავუკავშიროთ, როდესაც უპირველესი ტრადიციებისა და ჰანგებისაგან თავის დაღწევა მოხდა. ამდენად, საკითხი დაისვა ასე: როდის უნდა ჩამოშორებოდა ქართული გალობა ებრაულ-ასურულ-სომხურ და ბერძნულ გალობა-საგალობლებს და დამოუკიდებელ განსხვავებულ ერთეულად ჩამოყალიბებულიყო.
ივანე ჯავახიშვილმა დაწვრილებით განიხილა ყველა წყარო, რომელიც კი აღნიშნული საკითხის გარკვევის საშუალებას იძლეოდა. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ქრისტიანობასა და წარმარტობას შორის სისხლისმღვრელი ბრძოლა გაჩაღდა. ამ ბრძოლამ წარმართულ და ქრისტიანულ ხელოვნებაშიც (კერძოდ, მუსიკაში) იჩინა თავი. ივანე ჯავახიშვილი მიიჩნევდა, რომ ხალხი მიჩვეული იყო ძველ წარმართულ სიმღერებს, რომელსაც ლხინისა და ჭირის დროსაც ამბობდნენ ხოლმე, როგორც წარმართულ რწმენასა და ცეკვა-გასართობებთან უმჭიდროესად დაკავშირებულს; ამ საერო სიმღერას ახალი სარწმუნოებისათვის ძლიერი მეტოქეობის გაწევა შეეძლო, ამიტომაც ყველგან ქრისტიანობის მესვეურნი წარმართული სიმღერის ასეთი გავლენის ყოველგვარი საშუალებით ჯერ შესუსტებას, შემდეგ მის სრულიად მოსპობას ცდილობდნენ.
ივანე ჯავახიშვილს მოჰყავდა გამოჩენილი ასური მოღვაწის ბარდესანის მაგალითი, რომელმაც თანამემამულეთა შორის წარმართობისათვის ნიადაგის გამოსაცლელად წარმართული ჰანგები და ცეკვაც კი გამოიყენა, თანაც წარმარტული სიტყვები ქრისტიანული ლოცვით შეცვალა, ასეთი ბრძოლა, ბუნებრივია, საქართველოშიც იყო. ამის დასამტკიცებლად ივ. ჯავახიშვილმა სათანადო ცნობებზე მიუთითა. კერძოდ, პეტრე ქართველის ცხოვრების ასურულ ტექსტში ნათქვამია, რომ თუ დიდებულები დროსტარებას მგოსან ქალთა და კაცთა სიმღერებს უსმენენ, არჩილ მეფემ (მეხუთე საუკუნე) საეკლესიო მგალობლები გაიჩინა, რომელნიც პურის ჭამისა თუ სხვა დროს ღმრთის წმიდა სიტყვებს გალობდნენ. ასე რომ, მისი სასახლე ეკლესიისაგან არაფრით განსხვავდებოდა. აქედან გამომდინარე, ივ ჯავახიშვილი ასკვნიდა, რომ საქართველოში ბრძოლა წარმართული მუსიკის წინააღმდეგ ჯერ კიდევ, არჩილ მეფის დროს, მეხუთე საუკუნეში დაწყებულა, მაგრამ ამ საკითხის (ქრისტიანული გალობის საეროზე საბოლოო გამარჯვება) გადაწყვეტა ასე მალე არ შეიძლებოდა, რადგან ხალხში სიმღერა ღრმად იყო ფესვგადგმული, მჭიდროდ იყო დაკავშირებული მის ყოფა ცხოვრებასა და საქმიანობასთან.
XI საუკუნიდან მოყოლებული, საქართველოში ჩნდება საერო მხატვრული მწერლობა, როგორც ნათარგმნ-გადმოქართულებული, ასევე ორიგინალურიც, ყოველივე ამან ფართო შესაძლებლობები შეუქმნა საერო მუსიკის განვითარებას.
ივ. ჯავახიშვილის დასკვნით, ქრისტიანული მუსიკა წარმართულთან ბრძოლაში გამარჯვებას აღწევს მეხუთე საუკუნიდან, მაგრამ ამ დროიდან მოყოლებული, რუის-ურბნისის კრების (1104 წ.) მიერ გატარებული ღონისძიების მიუხედავად, შემდგომშიც არის ხალხში შენარჩუნებული წარმართული მუსიკა.
საგანგებოდაა შესწავლილი, ივ. ჯავახიშვილის მიერ, მუსიკის ხელოვნების ორგანიზაცია და მოძღვრება ძველ საქართველოში [დ. ჯანელიძე; ივ. ჯავახიშვილის ერთ-ერთი უკანასკნელი შრომის მნიშვნელობა ქართული თეატრის ისტორიისათვის, ჟურნ. “მნათობი”, 1946, N 4, გვ. 152-153.].
ივ. ჯავახიშვილმა, ქართულ ისტორიულ ძეგლებზე დაყრდნობით, გაარკვია მთელი რიგი საკითხებისა. მან დაადგინა, რომ თუ უფრო ადრე არა, IX საუკუნიდან მოყოლებული მაინც, საქართველოში ყოფილა გალობის სწავლების მოძღვრება. საზოგადოებაში დახელოვნებული მომღერლებიც იყვნენ და მგალობელნიც. ძველი სანახაობანი რამდენიმე, ან ბევრ მოთამაშეთა სიღერა-გალობასა და როკვა-ცეკვას შეიცავდა.
ივ. ჯავახიშვილი წყაროებზე დაყრდნობით ასკვნის, რომ XII ს. დამდეგისათვის საგალობლების პრობლემატიკას რამოდენიმე სპეციალობა ემსახურებოდა, ამ დროისათვის საქართველოს უკვე ჰყოლია ისეთი პირები, რომლებიც მხოლოდ ჰანგსა თხზავდნენ. ივ. ჯავახიშვილი მიუთითებს, რომ სიტყვიერი შემოქმედების ნაწარმოებისათვის ჰანგის შეთხზვას “ხმისა დადებაი” ეწოდებოდა. ასეთი სამუშაოს დაწყებას “ხმის დადებისა ხელყოფაი” რქმევია. საყურადღებოა, რომ ასეთ ხმის დამდებთა (კომპოზიტორთა) შორის ყველაზე დამსახურებული თანამდებობის პირი ხელოვანთ-მთავრის სახელს ატარებდა.
ივ. ჯავახიშვილი მიმოიხილავს საგალობო ნიშნებს, მან ყურადღება მიაქცია, რომ მუსიკის ხელოვნებისა და ისტორიის ქართველი მკვლევარების გარდა, ამ საკითხს სათანადო ყურადღება დაუთმო ლათინური და ბერძნული საგალობო ნიშნების ცნობილმა მკვლევარმა აბატმა ჟ.ბ. ტიბომ, რომელმაც აღნიშნა, რომ “ქართული ძირითადი საგალობო ნიშნების გარეგნული გამოყვანილობა უახლოესს ანალოგიას წარმოადგენს დასავლეთის, ლათინთა, ეკლესიის ნევმური ნიშნებისას”. მისივე დაკვირვებით, ქართული საგალობო ნიშნების სისტემა 10 ძირითად ნიშანს შეიცავდა, რომელნიც მდებარეობის მიხედვით შეიძლება ორ ჯგუფად გაიყოს (ხუთი ნიშანი სტრიქონს ზევით იწერება, ხუთი - ქვევით).
ივ. ჯავახიშვილმა ლიტერატურული წყაროების ღრმად შესწავლის საფუძველზე ბევრი საგულისხმო დასკვნა მოგვცა საგალობო ნიშნების შესახებ. იგი ამ საკითხს საბოლოოდ გადაჭრილად არ თვლიდა, მაგრამ მისი გარკვევის გზებს აშკარად იძლეოდა. საერთოდ, ივ. ჯავახიშვილის მიერ მოცემული დებულებები მუსიკის ხელოვნების ორგანიზაციისა და მოძღვრების შესახებ ძველ საქართველოში, ფასდაუდებელია.
ივ. ჯავახიშვილი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა იმ გარემოებას, რომ ქართული სიმღერები ძველთაგანვე მრავალგვარი იყო. საქართველოში ოდითგანვე ფართოდ ყოფილა გავრცელებული სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული სიმღერები. ჯერ კიდევ (XII-XIII სს.) წმიდა მეფე თამარის პირველ ისტორიკოსს აქვს საგანგებოდ ხაზგასმული – მეფე თამარს ისეთი სახელი ჰქონია საქართველოში, რომ მიწის ხვნის დროს სიმღერებში (გუთნურში) თამარის საქებარ ლექსებს ჩაურთავენო.
საქართველოში სხვადასხვა სიმღერის შესრულების ვრცელი აღწერილობა მოეპოვება XVII საუკუნის იტალიელ მოგზაურს არქანჯელო ლამბერტის, რომლის ცნობებიდან ირკვევა, რომ იმ დროის საქართველოში გავრცელებული ყოფილა თოხნური, მგზავრული და სუფრული საგუნდო სიმღერები.
თეიმურაზ II-ს ეკუთვნის ცნობა ნიშნობის და საქორწინო კაბების გამოჭრისას სიმღერა-მაყრულის შესრულების შესახებ.
ივ. ჯავახიშვილი კი სამგლოვიარო მოთქმით ტირილს – ზარს – მუსიკას მიაკუთვნებს.
ივ. ჯავახიშვილი ხაზგასმით ჩერდება ქართული მუსიკის წარმოშობის საკითხებზე და მრავალი სახის ისტორიული წყაროების განხილვა-გაანალიზების საფუძველზე ასკვნის, რომ “ქართული ხმიერი მუსიკა თავდაპირველად თამაშობასთან ყოფილა დაკავშირებული და იქ ყოფილა სწორედ მისი სათავე”. ივ. ჯავახიშვილი სათანადო ისტორიულ მასალაზე დაკვირვების შემდეგ მიიჩნევდა, რომ პირველად დასაკრავ-დასარტყმელი საკრავები წარმოშობილა, ხოლო შემდეგ – ძალებიანი და ჩასაბერი.
უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ქართული მრავალხმიანობის სადაურობის დადგენას. ივ. ჯავახიშვილმა დასაბუთებულად უარყო ის თეორია, რომელიც მიიჩნევდა, რომ მრავალხმიანობა ქართულ მუსიკაში დასავლეთ ევროპის გავლენითაა შემოსული. მეცნიერი მრავალხმიანობის წყაროს თვით საქართველოში ეძიებს. მას მიაჩნია, რომ ქართული მრავალხმიანობის ისტორიისა და სადაურობის საკითხის გარკვევა შესაძლებელია მხოლოდ ყოველგვარი წყაროს საფუძვლიანი გამოყენებითა და განხილვით. ივ. ჯავახიშვილი, ითვალისწინებს რა ძეგლებში საგალობლებისა და გალობის შესახებ დაცულ ცნობებს, საკრავიერი მუსიკის ტერმინოლოგიას, ადამიანისა და ხმების სახელების თავდაპირველ მნიშვნელობას, ასკვნის: “მრავალხმიანობა ქართულ მუსიკას წარმართობის ხანაშივე უნდა ჰქონოდა და იმ დროითგანვე უნდა ჰქონდეს საუკუნეთა განმავლობაში შენარჩუნებული”. გამარჯვებული ქრისტიანობისათვის ჰანგი კი არა, სიტყვები იყო მიუღებელი. ხოლო როცა ძველ ჰანგს საეკლესიო საგალობლის სიტყვებს მიუმარჯვებდნენ, ჰანგი უკვე ეკლესიისათვის აღარავითარ წინააღმდეგობას არ წარმოადგენდა.
ივ. ჯავახიშვილი ყველა გარემოებისა და მოსაზრების კრიტიკულმა განხილვამ იმ დასკვნამდე მიიკვანა, რომ მრავალხმიანობა ქართული მუსიკის შინაგანი განვითარების ნაყოფია.
ივანე ჯავახიშვილმა სისტემური ყოვლისმომცველობით გამოიკვლია ქართული მუსიკის ისტორიის ძირითადი საკითხები, განიხილა და დაადგინა ხმიერი და საკრავიერი მუსიკის ზოგადი ტერმინოლოგია, მოგვცა ძველ საქართველოში გავრცელებული საკრავების დაჯგუფება და კლასიფიკაცია, ჩამოაყალიბა ქართული მუსიკის განვითარების მთავარი საფეხურები, ხაზი გაუსვა ქართული სიმღერის სიძველეს და გამოამჟღავნა ქართული მუსიკის თვითმყოფი ხასიათი – მრავალხმიანობა, ახსნა ამ მრავალხმიანობის წარმოშობა და სადაურობა.
ამ თვალსაზრისით ივ. ჯავახიშვილის, ქართული მრავალხმიანობის, სისტემურ კვლევაში შეინიშნება, უზარმაზარი გავლენა საქართველოს ეკლესიის გამორჩეული საჭეთმპყრობლის, წმიდა მღვდელმოწამე პატრიარქის კირიონ II*-ის ფუძემდებლური მოსაზრებებისა და დასკვნებისა ქართული საეკლესიო გალობის შესახებ, რაც წმიდა მღვდელმოწამის სამეცნიერო მემკვიდრეობაშია, და რასაც “წერილები და სტატიები” ქვია. სტატიაში “ქართული საეკლესიო გალობა” პატრიარქი კირიონ II წერს:
“ქართული საეკლესიო გალობა ყვაოდა როგორც ჩვენს სამეფოში, აგრეთვე მის გარეშე მრავალ ქართულ მონასტრებშიაც. გალობას ქრისტიანობა მუდამ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა წირვა-ლოცვაში და, საზოგადოდ, ღვთისმსახურებაში. ამით აიხსნება ის დიდი პატივისცემა, რომელშიაც ყავდათ მგალობლები ჩვენს წინაპართ, ისინი მუდამ იყვნენ სასურველნი პირნი ჭირსა და ლხინში, და ღვთიური ჰანგებით უღვიძებდნენ ხალხს სარწმუნოების თბილ გრძნობას, ყველა ხალხს არა აქვს ნიჭი, შექმნას საკუთარი ნაციონალური გალობა. ძოგმა ვოკალური გალობა რომ ვერ შექმნა, მიჰმართა ინსტრუმენტულ მუსიკას (კათოლიკენი). ჟ. ჟ. რუსო თავის მსჯელობაში მუსიკაზედ ამბობს: “საღმრთო საგალობელნი არ უნდა იყვნენ გამომხატველნი ვნების მღელვარებისა, არამედ მხოლოდ მისი დიდებულებისა, რომელსაც მიეწერებიან და ემსახურებიან.
გალობაში არის ერთგვარი ფასდაუდებელი სიმდიდრე, რომელიც ძნელი მისაწვდომია და რომელსაც იწვევს ხმის ამაღლება დადაბლება და გაგრძელება.
ზოგი ქრისტიანეთაგანი ცდილობს, შემოიღოს ეკლესიაში საზოგადო გალობა. აზრი ამ რეფორმისა არის ქრისტიანობრივ სარწმუნოების გაცხოველება ხალხში, მაგრამ ჩვენ ამას ვთვლით უსაფუძვლო საქმედ და უსარგებლო წყლის ნაყვად, რადგანაც პრაქტიკამ სულ სხვა გვაჩვენა: ამან ვერ უშველა მწვალებლობის გავრცელებას ხალხში, და ხალხი ისევ გარეგნულ ქრისტიანედ დარჩა.
საზოგადოდ ახალი რაიმეს შემოღება ეკლესიაში უნდა დიდის აწონ-დაწონვით ხდებოდეს. აქ საჭიროა, შევნიშნოთ, რომ ქართულმა ეკლესიამ, მუდამ მბაძავმა და მიმდევარმა ძველი ქრისტიანული წესებისა, არ იცის საზოგადო გალობა, რომელიც ეკლესიაში დაშლილია XV მუხლით ლაოდიკიის საეკლესიო კრებისა.
ქართული საეკლესიო მდიდარი მელოდიები წარმოგვიდგენენ არათუ მხოლოდ საზოგადო საგალობლებს, არამედ ცალკე ფრაზების აზრს და სიტყვებსაც კი. ამ მხრივ ჩვენი მელოდიები შეუდარებელნი არიან, და უნდა ვმადლობდეთ გამჩენს, რომ ასეთი დიდი საუნჯე მოუნიჭებია ჩვენთვის, ჩვენი მორწმუნე ერისთვის.
ფრიად დიდი მნიშვნელობა გალობისა ცხადად ჩანს იქიდან, რომ იგი ხორცშესხმულ ჰყოფს, ჰმოსავს მთელ საგალობელს თვისი რბილი და ჰაეროვანი ფორმით: არომატით ავსებს მას, თავს დასტრიალებს, და, როგორც ანდამატი, იზიდავს კაცს გრძნეულ სამეფოში კეთილისა და მშვენიერებისა. ყველა ეს აუარებელი მუსიკალური სიმდიდრე შექმნა შრომისაგან წელში გაღუნულმა უკვდავმა და მადლიანმა ქართველმა გლეხმა.
ჩვენი გალობის დასაწყისი უძველეს დროს ეკუთვნის, როდესაც ჩვენნი წინაპარნი, ქალდეველნი, ჯერ კიდევ წარმართნი იყვნენ. ჩვენს სიმღერა-გალობას ოთხი-ხუთი ათასი წლის ისტორია აქვს. ახლანდელ ჩვენს ხალხურ სიმღერას უწინ რელიგიური ხასიათი ჰქონდა და საკერპოებში გალობდნენ. ჩვენში შემოტანილმა ქრისტიანობამ ძველი სიმღერა მხოლოდ გააქრისტიანა, მისცა მას რელიგიური ხასიათი, ახლაც ხალხარი სიმღერა და საეკლესიო გალობა ძალიან წააგვანან ერთმანეთს. შორიდან რომ მოისმინო სიმღერა ხალხისა, ვერც კი გაარჩევ, გალობენ თუ მღერიან; ასეთი მცირე გარჩევაა მათში.
ათასწლობით ატკბობს ქართული გალობა ჩვენს სმენას. გალობა იმთავითვე გვქონდა სამხმიანი და არა უნისონური, როგორც აქვთ ბერძნებსა და სომხებს. ჩვენი გალობის ზეგავლენა ეტყობა ბევრ ხალხს, განსაკუთრებით სლავიანებს, რომელთაც გულუხვად ისარგებლეს ბევრი ქართული კილოთი. ბერძნებითგან ქრისტიანობა მიიღეს, მაგრამ მათი გალობით კი ვერ ისარგებლებდნენ სლავიანები, რადგანაც თვით ბერძნებს არ ჰქონდათ ჰარმონიული მრავალხმოვანი გალობა.
ეკლესიაში გალობის დროს ქართველი კაცი თავის თავს ზეცაში გრძნობს, ქვეყნიურ ზრუნვას სტოვებს და ლმობიერი სულითა და მგრძნობიარე გულით შემოქმედის წინ დგას და ელის მისგან წყალობას. აქ უქარვდება მას ვარამი ქვეყნისა, და გულში ენერგება იმედი უკეთესი მომავლისა. ამით სულდგმულობდა პატარა საქართველო, წილხვდომილი დედისა ღმრთისა, და იმედიც არ უცრუვდებოდა. ასეთი დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენს საეკლესიო გალობას წარსულში.
საქართველოში გალობას ასწავლიდნენ როგორც ზეპირთქმულობით, აგრეთვე ნოტებითაც, ძველი ქართული ნოტების ნიმუშები ჩვენამდე მოვიდა (იხილე “საუნჯე” მოსე ჯანაშვილისა).
ეჭვგარეშეა, რომ ძველად ჩვენში სახარებისა და სამოციქულოს კითხვის ნოტებიც იყო. ეს ნოტები იწერებოდა სიტყვების თავზედ და სიტყვების ქვეშ. ჩვენამდე მოაღწია ერთმა ხელნაწერმა, რომელშიაც არის ნოტური ნიშნები ასოების თავზედ და მათ ქვეშ. ამით აიხსნება, რომ კილოები სახარება-სამოციქულოს კითხვისა კარგად არის დაცული ჩვენში.
ჩვენი გალობა დასცეს მაჰმადიანებმა, რომელთაც საგალობლის ბუდე-მონასტრები გაანადგურეს. არაერთხელ ჩააქრეს მათ კერა ჩვენი ტკბილი საეკლესიო გალობისა. იავარ-ჰყვეს ჩვენი საეკლესიო კულტურული ცენტრები, მათ ფანატიზმს საზღვარი არ ჰქონდა. ანადგურებდნენ ყველა იმას, რასაც კი ნიშანწყალი ჰქონდა ქრისტიანობისა: ამოაგდეს ჩვენში ბერობა, და ბევრგან, სადაც უწინ ქრისტიანობა ჰყვაოდა ძირიან-ფესვიანად ამოაგდეს იგი. უნდოდათ, მთელი საქართველო წაელეკნათ მაჰმადიანთა ოკეანეში, მაგრამ ღმერთი შეგვეწია და ღვთისმშობელმა დაგვიფარა, კურთხეულ იყოს სახელი უფლისა.
მონასტრების მოოხრების შემდეგ გალობას ვეღარსად სწავლობდნენ და იგი ეცემოდა, ჰქრებოდა და იკარგებოდა. შედეგი ამისა იყო ის, რომ ხალხმა გული აიცრუა ეკლესიებზედ, სადაც ძველებური მელოდიური გალობა აღარ გაისმოდა. ერთი დიაკონი რა რელიგიურ გრძნობას აღუძრავდა ხალხს? ქართული საეკლესიო გალობის მცოდნენი, ღვთის მადლით, კიდევ მოგვეპოვებიან და, სრული იმედი გვაქვს, რომ ქართული გალობის აღდგენა დიდ სიძნელეს არ წარმოადგენს, ღმერთო შენით.”
"ეგრე მტრისა არ მეშინის,
რადგან ცხადად მაწყინარობს;
მოყვარესა მტერსა ვუფრთხი,
მემოყვრება, მოცინარობს". . .
რ უ ს თ ა ვ ე ლ ი
0
-
Group:
Authorized Participant
-
Posts:
2,446
-
Joined:
04-October 04
Posted 01 June, 2010 - 21:11
გამარჯობა მამუკა. დიდ მადლობას გიხდი ასეთი საინტერესო პოსტისთვის!
მისი წაკითხვისას გამიჩნდა ერთი კითხვა: თქვენი აზრით რამდენად გამართულია მორალური თვალსაზრისით არსებული კულტურის განადგურება სხვა (უკეთესი?) კულტურის დასანერგად?
ზემოთ მოყვანილ პოსტში ნატქვამია, რომ ქართველებს "წარმართულ" დროდან მოყოლებული გააჩნდათ სხვადასხვა სიმღერები. ეს იყო უძველესი ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილი. მერე მოვიდნენ "კეთილი" ქრისტიანები და ძირფესვიანად გაანადგურეს ეს კულტურა. შემდეგ მოვიდნენ "ბოროტი" მაჰმადიანები და სცადეს ასევე მოქცეოდნენ ქრისტიანულ კულტურას. რომ გამოსვლოდათ ეს საქმე, მასინ მუსლიმებსაც ექნებოდათ ახლა "ტკბილი" მრავალხმიანი გალობები. ისტორია გვასწავლის, რომ მუსიკალურობა არა სარწმუნოებაშია დაფუძვნებული, არამედ ერის გენებში. ქართველებმა ერთხმიანი ებრაული გალობიდან შესძლეს მრავალხმიანი მუსიკალური შედევრების შექმნა. მუსლიმურ სიმღერებსაც იგივე დაემართებოდა.
ამის გათვალისწინებით შეიძლება ჩაითვალოს ქრისტიანის მიერ სხვა კულტურის განადგურება კეთილ საქმედ, მუსლიმის მიერ კი - ბოროტად? აქვე გთხოვთ, ფუნდამენტალისტური დოგმები აქ არ დამიყაროთ!
Der Gott ist tot!
0
-
Group:
Start-Up Participant
-
Posts:
222
-
Joined:
08-July 07
Posted 05 June, 2010 - 22:15
Irakli Betchvaia, on 01 June 2010 - 09:11 PM, said:
გამარჯობა მამუკა. დიდ მადლობას გიხდი ასეთი საინტერესო პოსტისთვის!
მისი წაკითხვისას გამიჩნდა ერთი კითხვა: თქვენი აზრით რამდენად გამართულია მორალური თვალსაზრისით არსებული კულტურის განადგურება სხვა (უკეთესი?) კულტურის დასანერგად?
ზემოთ მოყვანილ პოსტში ნატქვამია, რომ ქართველებს "წარმართულ" დროდან მოყოლებული გააჩნდათ სხვადასხვა სიმღერები. ეს იყო უძველესი ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილი. მერე მოვიდნენ "კეთილი" ქრისტიანები და ძირფესვიანად გაანადგურეს ეს კულტურა. შემდეგ მოვიდნენ "ბოროტი" მაჰმადიანები და სცადეს ასევე მოქცეოდნენ ქრისტიანულ კულტურას. რომ გამოსვლოდათ ეს საქმე, მასინ მუსლიმებსაც ექნებოდათ ახლა "ტკბილი" მრავალხმიანი გალობები. ისტორია გვასწავლის, რომ მუსიკალურობა არა სარწმუნოებაშია დაფუძვნებული, არამედ ერის გენებში. ქართველებმა ერთხმიანი ებრაული გალობიდან შესძლეს მრავალხმიანი მუსიკალური შედევრების შექმნა. მუსლიმურ სიმღერებსაც იგივე დაემართებოდა.
ამის გათვალისწინებით შეიძლება ჩაითვალოს ქრისტიანის მიერ სხვა კულტურის განადგურება კეთილ საქმედ, მუსლიმის მიერ კი - ბოროტად? აქვე გთხოვთ, ფუნდამენტალისტური დოგმები აქ არ დამიყაროთ!
გამარჯობა ირაკლი
პასუხი თქვენ კითხვაზე: ჩემი აზრით კულტურის განადგურება, სულ მცირე, უკულტურობაა;
რაც შეეხება, თქვენგან ნახსენებ "კეთილ ქრისტიანებს" - საქართველოს შემთხვევაში, რაც სამუსიკო პრობლემატიკას ეხება, ქრისტიანობამ კი არ გაანადგურა წარმართული სამუსიკო მემკვიდრეობა, ჩვენი ერისა, არამედ პირიქით, შემოინახა ათასწლეულების განმავლობაში, თუ გაინტერესებთ როგორ, კიდევ ერთხელ უნდა დაუბრუნდეთ ჩემ წინა გზავნილს...
რაც შეეხება "თხოვნით" შენიღბულ, მიმართვის იმპერატიულ ფორმას: "ფუნდამენტალისტური დოგმები აქ არ დამიყაროთ!" ალბათ მცირედმცოდნეობის გამო, ვერ მიგიხვდით "წახალისების" მიზეზს.
"ეგრე მტრისა არ მეშინის,
რადგან ცხადად მაწყინარობს;
მოყვარესა მტერსა ვუფრთხი,
მემოყვრება, მოცინარობს". . .
რ უ ს თ ა ვ ე ლ ი
0
-
Group:
Authorized Participant
-
Posts:
2,446
-
Joined:
04-October 04
Posted 07 June, 2010 - 15:11
Mamuka Matsaberidze, on 05 June 2010 - 07:15 PM, said:
გამარჯობა ირაკლი
პასუხი თქვენ კითხვაზე: ჩემი აზრით კულტურის განადგურება, სულ მცირე, უკულტურობაა;
რაც შეეხება, თქვენგან ნახსენებ "კეთილ ქრისტიანებს" - საქართველოს შემთხვევაში, რაც სამუსიკო პრობლემატიკას ეხება, ქრისტიანობამ კი არ გაანადგურა წარმართული სამუსიკო მემკვიდრეობა, ჩვენი ერისა, არამედ პირიქით, შემოინახა ათასწლეულების განმავლობაში, თუ გაინტერესებთ როგორ, კიდევ ერთხელ უნდა დაუბრუნდეთ ჩემ წინა გზავნილს...
რაც შეეხება "თხოვნით" შენიღბულ, მიმართვის იმპერატიულ ფორმას: "ფუნდამენტალისტური დოგმები აქ არ დამიყაროთ!" ალბათ მცირედმცოდნეობის გამო, ვერ მიგიხვდით "წახალისების" მიზეზს.
musikaluri memkvidreobis shenaxvashi albath gulisxmobqristianobis dros simgeris teqnikis ganvitharebas. qristianebs es acyobdath da amitomac akethebdnen. me mainteresebs, shemogvrcha thu ara carmarthuli drois simgerebi? postshi giceria,rom qristianobis mesverni carmarthuli simgeris gavlenis shesustebas, mere ki mis sruliad mospobas cdilobdnen.
ase xdeboda yvelgan da yovelthvis msoflioshi. ingreoda dzveli da mis adgilas shendeboda axali.
rac sheexeba fundamentalistebs, sxva msgavs themebshi rom vkamathobdith, zogs citatebi mohyavda bibliidan, ris gamoc aq cinascar thavi davizgvie.
Der Gott ist tot!
0
-
Group:
Authorized Participant
-
Posts:
150
-
Joined:
31-March 10
Posted 10 June, 2010 - 10:58
ნუ ეხლა ირაკლი გაუგებარია შენი მოსაზრება და დასკვნები რას ეფუძნება. ფრაზა "ქრისტიანებს აწყობდათ" საერთოდ მცდარი და მიუღებელია. წარმართულ სიმღერებს რაც შეეხება, უამრავი არის შემორჩენილი და შემონახული, საქართველოს სხვადასხვა კუთხის ანსამბლები ძირითადად ამ სიმღერებს მღერიან, მაგალითისთვის სვანეთს მოვიყვან. რაც შეეხება განადგურებას და მოსპობას, ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ შექმნია არცერთი კუთხის არცერთ ისტორიულ და წარმართულ სიმღერას. რა თქმა უნდა უამრავი მცდელობა იყო მათი მოსპობის, ამოღების, მაგრამ შენ როდესაც იძახი ამას ეკლესია და ქრისტიანები აკეთებდნენო, შეგიძლია დაამტკიცო? რატომ ხარ ასეთი დარწმუნებული მაგაში, სად მოისმინე მაგი?
0
-
Group:
Authorized Participant
-
Posts:
2,446
-
Joined:
04-October 04
Posted 10 June, 2010 - 21:15
Dimitri Chkadua, on 10 June, 2010 - 07:58, said:
ნუ ეხლა ირაკლი გაუგებარია შენი მოსაზრება და დასკვნები რას ეფუძნება. ფრაზა "ქრისტიანებს აწყობდათ" საერთოდ მცდარი და მიუღებელია.
წარმართულ სიმღერებს რაც შეეხება, უამრავი არის შემორჩენილი და შემონახული, საქართველოს სხვადასხვა კუთხის ანსამბლები ძირითადად ამ სიმღერებს მღერიან, მაგალითისთვის სვანეთს მოვიყვან. რაც შეეხება განადგურებას და მოსპობას, ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ შექმნია არცერთი კუთხის არცერთ ისტორიულ და წარმართულ სიმღერას. რა თქმა უნდა უამრავი მცდელობა იყო მათი მოსპობის, ამოღების, მაგრამ შენ როდესაც იძახი ამას ეკლესია და ქრისტიანები აკეთებდნენო, შეგიძლია დაამტკიცო? რატომ ხარ ასეთი დარწმუნებული მაგაში, სად მოისმინე მაგი? 
აგერ აქ ამოვიკითხე:
Quote
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ქრისტიანობასა და წარმარტობას შორის სისხლისმღვრელი ბრძოლა გაჩაღდა. ამ ბრძოლამ წარმართულ და ქრისტიანულ ხელოვნებაშიც (კერძოდ, მუსიკაში) იჩინა თავი. ივანე ჯავახიშვილი მიიჩნევდა, რომ ხალხი მიჩვეული იყო ძველ წარმართულ სიმღერებს, რომელსაც ლხინისა და ჭირის დროსაც ამბობდნენ ხოლმე, როგორც წარმართულ რწმენასა და ცეკვა-გასართობებთან უმჭიდროესად დაკავშირებულს; ამ საერო სიმღერას ახალი სარწმუნოებისათვის ძლიერი მეტოქეობის გაწევა შეეძლო, ამიტომაც ყველგან ქრისტიანობის მესვეურნი წარმართული სიმღერის ასეთი გავლენის ყოველგვარი საშუალებით ჯერ შესუსტებას, შემდეგ მის სრულიად მოსპობას ცდილობდნენ.
Der Gott ist tot!
0
-
Group:
Start-Up Participant
-
Posts:
222
-
Joined:
08-July 07
Posted 12 June, 2010 - 01:12
Irakli Betchvaia, on 10 June, 2010 - 21:15, said:
განმარტება ივანე ჯავახიშვილის ერთ მოსაზრებასთან დაკავშირებით: როდესაც საუბარია "წარმართული სიმღერის გავლენის ჯერ შესუსტებასა და შემდეგ მის სრულიად მოსპობაზე" - (ივ. ჯავახიშვილის სიტყვებია) აქ მხოლოდ ტექსტუალურ მხარეზეა საუბარი და არა მუსიკაზე, ანუ ზადენის კერპი ვერაფრით ვერ იქნებოდა ქრისტიანული საგალობლის ტექსტში, თუმცა მუსიკა, ჩვენი ერის წარმართობის ეპოქიდან, ქრისტიანობამ მთლიანად შეინარჩუნა და შემოგვინახა, რაც სამართლიანად რჩება ჩვენში ქრიასტიანობის აღიარებულ დამსახურებად, რამეთუ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, ნებისმიერი სხვა რელიგიის თანაობისას მსგავსი რამ არ მომხდარა.
"ეგრე მტრისა არ მეშინის,
რადგან ცხადად მაწყინარობს;
მოყვარესა მტერსა ვუფრთხი,
მემოყვრება, მოცინარობს". . .
რ უ ს თ ა ვ ე ლ ი
0
-
Group:
Authorized Participant
-
Posts:
84
-
Joined:
08-February 07
Posted 26 July, 2010 - 16:19
Irakli Betchvaia, on 08 May, 2010 - 20:11, said:
სამწუხაროდ სხვა მუსიკალური თემები დახურული აღმოჩნდა და ამიტომ მიწევს ამ თემის გახსნა.
რამოდენიმე დღის წინ ამხანაგმა ფეისბუკში დადო შემდეგი ლინკი:
http://rino-ceronte....com/127249.html
აღფრთოვანებული დავრჩი. თურმე რაოდენ მაღალი ხარისხის მუსიკა იქმნება საქართველოში!!!
ძალიან ვისიამოვნე ბართლა
ყველა ერთად როგორ გადმოვწერო
0
გაუზიარე ეს თემა:
1 კითხულობს ამ თემას
0 members, 1 guests, 0 anonymous users
|
|