მოგესალმებით მეგობრებო,
ერთი კითხვა მაქვს, რა ხდება იმ შემთხვევაში, როცა კერძო პირს საკუთარ ბლოგზე უდევს რომელიმე კომპანიის სარეკლამო ბანერი?
სამი ვარიანტი შეიძლება განვიხილოთ:
1. როცა ამ ბანერის განთავსებაზე იღებს გარკვეულ ანაზღაურებას
2. აკეთებს "მეგობრულად" რეკლამას ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე
3. ხდება ბანერების გაცვლა
როგორ იბეგრებიან შემსრულებლები, ან ვინ აკონტროლებს ამას?
George Chkhikvishvili, 09 October, 2010 - 12:32 -ში, განაცხადა:
სალამი შალვა,
პირველ შემთხვევაში კერძო პირმა უნდა გადაიხადოს საშემოსავლო გადასახადი თუ დამკვეთი იურიდიული არ არის. თუ დამკვეთი იურიდიული პირია, მაშინ საშემოსავლოს კერძო პირის მაგივრად იხდის თვითონ.
2-3. თუ მომსახურება უფასოა და თანხა არ არის გადახდილი გადასახადასაც წესით არავინ იხდის.
კონტროლით ჯერ მაინცდამაინც არ აკონტროლებენ.
გიორგის სალამი,
მოდი ასე ვთქვათ ცოტათი შეგეშალა როდესაც ამ 3 კითხვას გაეცი პასუხი. სამწუხაროდ ბევრი გადამხდელი ასეთ რჩევებს ენდობა და ამიტომ შემოწმების შემდეგ მრავალათასიან ჯარიმებს იკიდებს და აგინებენ მთელ საგადასახადოს - არადა სულ მარტივია ყველაფერი.
1. პირველ შემთხვევაში თუ ფიზიკური პირი შემოსავალს იღებს თავის საიტზე რეკლამის განთავსებით, ეს იმას ნიშნავს რომ ის ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და შესაბამისად მას ვალდებულება უჩნდება დარეგისტრირდეს როგორც მინიმუმ ინდ მეწარმედ. თუ ეს ასე არ არის მაშინ მას ადმინისტრაციული და საგადასახადო კოდექსის 2 მუხლის მიხედვით დააჯარიმებენ ასე ვთქვათ არდარეგისტრირების გამო + დეკლარაციების ჩაუბარებლობა და ასე შემდეგ თუ მას დაუფიქსირეს შემოსავლის მიღება.
ვინაიდან ის სულ მცირე ინდმეწარმე უნდა იყოს მას არავითარი ვალდებუება აღარ აქვს რომ ვინმეს რამე დაუკავოს. თუ ის იურიდიული პირისგან იღებს შემოსავალ უბრალოდ ჩართავს ერთობლივ შემოსავალში და მორჩა. თუ ფიზიკური (არამეწარმე)პირისგან იღებს შემოსავალს იგივენაირად იქცევა.
თუ სარეკლამო ფირმა მიმართავს ფიზიკურ პირს და გადაუხდის მას რეკლამისათვის ფულს ნებისმიერი ნორმალური ადამიანი დაინტერესდებოდა თუ ვის უხდის ფულს ანუ უნდა მოთხოვოს გადამხდელის მოწმობა. თუ მას მოწმობა არ აქვს ის(ფირმა) რა თქმა უნდა თავს დაიზღვევს და საშემოსავლოს დაუკავებს მას(ფიზიკურ პირს) ეგრევე და არა თვითონ გადაიხდის, ანუ უბრალოდ აგენტის ფუნქციას ასრულებს. თუმცა ამ ფაქტის აღმოჩენა საგადასახადოსთვის იგივეა რაც ეგრევე დააჯარიმებენ იმ ფიზიკურ პირს ეკონომიკურის საქმიანობის რეგისტარციის გარეშე განხორციელების გამო თუ დაინტერესებას ექნება ადგილი.
2. მეგობრული რეკლამა საგადასახადო კოდექსმა არ იცის.
კოდექსის 175 მუხლის მიხედვით უსასყიდლო რეკლამა უნდა გადაანგარიშდეს საბაზრო ფასში და აღებულ უნდა იქნას ერთობლივ შემოსავალში. ანუ გლეხურად რომ ვთქვათ თუ რაღაც ბანერის დადებისას შენ სხვა პირებისგან თვეში იღებ 200 ლარს ეს იმას ნიშნავს რომ ამ "მეგობრული" რეკლამის გამოც შენ ვირტუალურად საგადასახადო მიზნებისათვის შემოსავალში უნდა აიღო დამატებით 200 ლარი.
3. რაც შეეხება გაცვლას - კოდექსისი 22-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად
9. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაცია საქონლის/
მომსახურების მიმწოდებელი თითოეული მხარისათვის ითვლება საქონლის/
მომსახურების საბაზრო ფასით რეალიზაციად, ხოლო საქონლის/მომსახურების თითოეული მიმღებისათვის – საქონლის/მომსახურების იმავე საბაზრო ფასით შეძენად.
ანუ თუ გაცვლილი ბანერების საბაზრო ღირებეულებები ერთი და იგივეა მაშინ არაფერი არ იქნება, ხოლო თუ არა - სხვაობა შემოსავალში აიღება
ასეა ბატონებო
ერთ პატარა მადლობას ვიმსახურებ თქვენგან ინფორმაციის მოწოდების გამო
რედაქტორი Avtandil Zivzivadze, 10 October, 2010 - 13:41.