ნახტომი

საშემოსავლო გადასახადი შეძენილი მომსახურებისთვის

გამოხმაურებათა რაოდენობა: 21

#11 Keti Narimanishvili

L1: კარგი

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 116 გამოხმაურება

დაწერილია 22 June, 2010 - 14:25

ახალი თემის გახსნას ვამჯობინე ამ თემაში დამესვა კითხვა, ვფიქრობ, შესაფერისი თემაა.

თუ ფიზიკურ პირს გაწეული მომსახურებისთვის ანაზღაურება პირად საბანკო ანგარიშზე დაერიცხება ( მითითებულია მიზნობრიობა), აქვს თუ არა რაიმე ვალდებულება საგადასახადოსთან, ან საჭიროა თუ არა რაიმე სახის გადასახადის გადახდა?

რა რეპუტაცია გაქვთ Conference.ge-ზე ? გახსოვდეთ, აქ თქვენ შეგიძლიათ შეაფასოთ თითოეული დარეგისტრირებული წევრის გამოხმაურება. ამისათვის საჭიროა გამოხმაურების ბლოკის ქვედა მარჯვენა კუთხეში პიქტოგრამას დააწკაპუნოთ. ამით შეფასდება როგორც კონკრეტული გამოხმაურება, ასევე +1 ქულით გაიზრდება წევრის საერთო რეპუტაცია. Conference.ge-ზე წევრის რეპუტაცია მნიშვნელოვანია!

#12 George Chkhikvishvili

L4: გამოცდილი

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 826 გამოხმაურება

დაწერილია 22 June, 2010 - 17:33

თუ პირი გადასახადის გადამხდელი არ არის (არ აქვს შესაბამისი მოწმობა), მაშინ ვინც გადაურიცხა ფული ის არის ვალდებული გადაიხადოს საშემოსავლო გადასახადი პირის მაგივრად. პლუს წლის ბოლოს საგადასახადოში უნდა წარადგინოს ამ პირის საპასპორტო მონაცემები.

რედაქტორი George Chkhikvishvili, 22 June, 2010 - 17:34.

Analyst/Software Designer
Biletebi.ge
ads.Karvasla.com
Survey.ge

tel: +995 97 556563
E-mail: gio_ch@hotmail.com

#13 Keti Narimanishvili

L1: კარგი

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 116 გამოხმაურება

დაწერილია 22 June, 2010 - 17:47

იხილე გამოხმაურებაGeorge Chkhikvishvili, 22 June, 2010 - 17:33 -ში, განაცხადა:

თუ პირი გადასახადის გადამხდელი არ არის (არ აქვს შესაბამისი მოწმობა), მაშინ ვინც გადაურიცხა ფული ის არის ვალდებული გადაიხადოს საშემოსავლო გადასახადი პირის მაგივრად. პლუს წლის ბოლოს საგადასახადოში უნდა წარადგინოს ამ პირის საპასპორტო მონაცემები.

მადლობა პასუხისთვის:)
უფრო რთული სიტუაციაა, ვიდრე ვფიქრობდი :(
წინასწარ მხოლოდ გაწეული მომსახურბის/ სამუშაოს ფასის შეთანხმება მოხდა. ეს ფაქტორი არ იყო გათვალისწინებული, ანუ, ის ადამიანი არ გადაიხდის... ამ შემთხვევაში მოეთხოვება რაიმე პასუხისმგებლობა რომელიმე მათგანს?
ან, არ შეიძლება დაქირავებულმა გადაიხადოს იმ ადამიანის სახელზე?

#14 Medea Tskhvariashvili

L2: კვალიფიცირებული

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 241 გამოხმაურება

დაწერილია 22 June, 2010 - 20:04

იხილე გამოხმაურებაKeti Narimanishvili, 22 June, 2010 - 17:47 -ში, განაცხადა:

ან, არ შეიძლება დაქირავებულმა გადაიხადოს იმ ადამიანის სახელზე?

სამწუხაროდ კანონი ასეთ ოპერაციას არ ითვალისწინებს :(

თანხის მიმღებს ამ შემთხვევაში საგადასახადო ვალდებულება არ გააჩნია, და არც იმის უფლება აქვს ნებით აიღოს საკუთარ თავზე სხვისი გადასახადი; ზუსტად ისეთივე შემთხვევაა, როგორიც გიორგის ქონდა...

#15 Keti Narimanishvili

L1: კარგი

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 116 გამოხმაურება

დაწერილია 22 June, 2010 - 20:08

იხილე გამოხმაურებაMedea Tskhvariashvili, 22 June, 2010 - 20:04 -ში, განაცხადა:

სამწუხაროდ კანონი ასეთ ოპერაციას არ ითვალისწინებს :(

თანხის მიმღებს ამ შემთხვევაში საგადასახადო ვალდებულება არ გააჩნია, და არც იმის უფლება აქვს ნებით აიღოს საკუთარ თავზე სხვისი გადასახადი; ზუსტად ისეთივე შემთხვევაა, როგორიც გიორგის ქონდა...

მადლობა მედეა გამოხმაურებისთვის :)
საკმაოდ სპეციფიური სიტუაციაა... ამ ადამიანის ი/პ რეგისტრაციის გარდა, ნუთუ არ არსებობს სხვა ალტერნატიული გზა სიტუაციის გამოსასწორებლად? ხელშეკრულებით ვერ დარეგულირდება?

#16 George Chkhikvishvili

L4: გამოცდილი

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 826 გამოხმაურება

დაწერილია 22 June, 2010 - 21:24

ხელშეკრულებით მგონი ვერა (კანონის წინააღმდეგ ვერცერთი ხელშეკრულება ვერ წავა) ისე პრობლემა გადამხდელს ექნება და არა მიმღებს. მიმღები რომ დადგეს აღრიცხვაზე საგადასახადოში, მაშინ შეუძლია წლის ბოლოს გადაიხადოს საშემოსავლო, ოღონდ რამდენად იმოქმედებს ეს უკანა რიცხვით არ ვიცი :(
Analyst/Software Designer
Biletebi.ge
ads.Karvasla.com
Survey.ge

tel: +995 97 556563
E-mail: gio_ch@hotmail.com

#17 Keti Narimanishvili

L1: კარგი

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 116 გამოხმაურება

დაწერილია 22 June, 2010 - 21:36

იხილე გამოხმაურებაGeorge Chkhikvishvili, 22 June, 2010 - 21:24 -ში, განაცხადა:

ხელშეკრულებით მგონი ვერა (კანონის წინააღმდეგ ვერცერთი ხელშეკრულება ვერ წავა) ისე პრობლემა გადამხდელს ექნება და არა მიმღებს. მიმღები რომ დადგეს აღრიცხვაზე საგადასახადოში, მაშინ შეუძლია წლის ბოლოს გადაიხადოს საშემოსავლო, ოღონდ რამდენად იმოქმედებს ეს უკანა რიცხვით არ ვიცი :(

გამოდის, რომ ამ ფაქტის ასე დატოვება დანაშაულია? მიმღების ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის ოპერაცია რამდენად ხელმისაწვდომი ინფორმაციაა საგადასახადოსთვის, შეუძლია აკონტროლოს ფიზიკური პირის ანგარიშზე მიმდინარე ოპერაციები?
და თანხა რომ დაუბრუნდეს გადამხდელს და თავიდან მოხდეს კანონის ფარგლებში, წესისამებრ ანგარიშსწორება - ეს არ გამოასწორებს ამ არასახარბიელო სიტუაციას?

რედაქტორი Keti Narimanishvili, 22 June, 2010 - 21:39.

#18 Medea Tskhvariashvili

L2: კვალიფიცირებული

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 241 გამოხმაურება

დაწერილია 22 June, 2010 - 22:04

ქეთი,

წესისამებრ ანგარიშსწორება თანხის დაბრუნების გარეშეც შესაძლებელია; ამისათვის საკმარისია გადამხდელმა დეკლარირებით აღიაროს გადასახადის გადახდის ვალდებულება, თანხის გადახდის თარიღით; თუ მაინცადამაინც თანხის მიმღებს უნდა რაიმე მიზეზის გამო თავისი ხარჯით დაფაროს გადასახადი, მაშინ ყველაზე მარტივი გამოსავალია უბრალოდ აღნიშნული თანხა გადასცეს გადამხდელს და მან თვითონ გადაიხადოს;

რაც შეეხება დარეგისტრირებას - ამ ერთი ოპერაციის გამო არ გირჩევთ გადამხდელად დარეგისტრირებას; გაითვალისწინეთ, რომ ერთხელ თუ დარეგისტრირდა, ფაქტიურად, ცხოვრების ბოლომდე საგადასახადო ორგანოების თვალთახედვის არეშია :)

#19 Keti Narimanishvili

L1: კარგი

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 116 გამოხმაურება

დაწერილია 22 June, 2010 - 22:20

მედეა,

ციტატა

ერთი ოპერაციის გამო არ გირჩევთ გადამხდელად დარეგისტრირებას; გაითვალისწინეთ, რომ ერთხელ თუ დარეგისტრირდა, ფაქტიურად, ცხოვრების ბოლომდე საგადასახადო ორგანოების თვალთახედვის არეშია

სწორედ ამ მიზეზის გამო მოხდა ასე... და მათთან კონსულტაციაზეც ამავე მიზეზის გამო შევიკავეთ თავი...

ციტატა

გადამხდელმა დეკლარირებით აღიაროს გადასახადის გადახდის ვალდებულება, თანხის გადახდის თარიღით

შეგიძლიათ ეს უფრო კარგად ამიხსნათ, რა პროცედურა და როგორ უნდა მოხდეს? გადახდის ქვითარი კი გვაქვს, ამ ადამიანის ნახვა კი ცოტა რთულია, მაგრამ მდგომარეობის გამოსწორების სხვა გზა თუ არ არსებობს...

მიმღების ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის ოპერაცია რამდენად ხელმისაწვდომი ინფორმაციაა საგადასახადოსთვის, შეუძლია აკონტროლოს ფიზიკური პირის ანგარიშზე მიმდინარე ოპერაციები? და რამდენად შეუძლია საგადასახადოს მოსთხოვოს პასუხისმგებლობა მიმღებს ამ თანხის მიღებაზე?

რედაქტორი Keti Narimanishvili, 22 June, 2010 - 22:21.

#20 Medea Tskhvariashvili

L2: კვალიფიცირებული

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 241 გამოხმაურება

დაწერილია 22 June, 2010 - 23:30

ქეთი,

იხილე გამოხმაურებაKeti Narimanishvili, 22 June, 2010 - 22:20 -ში, განაცხადა:

შეგიძლიათ ეს უფრო კარგად ამიხსნათ, რა პროცედურა და როგორ უნდა მოხდეს? გადახდის ქვითარი კი გვაქვს, ამ ადამიანის ნახვა კი ცოტა რთულია, მაგრამ მდგომარეობის გამოსწორების სხვა გზა თუ არ არსებობს...

პროცედურა მარტივია: ყოველთვიური ფორმა, რომელსაც ისედაც აბარებს გადამხდელი, საჭიროებს უბრალოდ დაზუსტებას; ეს ელექტრონულად კეთდება, ანუ სადმე მისვლაც კი არაა საჭირო; ბოლოსდაბოლოს, შეცდომის გასწორება ისევ მათთვისაა საჭირო

იხილე გამოხმაურებაKeti Narimanishvili, 22 June, 2010 - 22:20 -ში, განაცხადა:

მიმღების ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის ოპერაცია რამდენად ხელმისაწვდომი ინფორმაციაა საგადასახადოსთვის, შეუძლია აკონტროლოს ფიზიკური პირის ანგარიშზე მიმდინარე ოპერაციები? და რამდენად შეუძლია საგადასახადოს მოსთხოვოს პასუხისმგებლობა მიმღებს ამ თანხის მიღებაზე?

იმ შემთხვევაშიც კი, თუ სადმე ამოვარდება ეს გადარიცხვა (და ეს მოხდება თუ გადამხდელს რევიზია ესტუმრება), მიმღებს არანაირი ვალდებულება არ აკისრია. მას საერთოდ არ აინტერესებს მიღებული შემოსავალი ვალდებულმა პირმა დაბეგრა თუ არა :)

#21 Keti Narimanishvili

L1: კარგი

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 116 გამოხმაურება

დაწერილია 22 June, 2010 - 23:40

მედეა,
გადამხდელის მხრიდან არანაირი დაინტერესებს არაა ამ საკითხისადმი. მიიღო მომსახურება, გადაიხადა და დამთავრდა. მიმღების ინტერესებიდან გამომდინარეა რომ პრობლემა არ შეიქმნას ...
იქნებ მართლაც არაა ამის აუცილებლობა...
დიდი მადლობა მედეა, ძალიან დამეხმარეთ :)

#22 Medea Tskhvariashvili

L2: კვალიფიცირებული

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 241 გამოხმაურება

დაწერილია 23 June, 2010 - 00:25

მაშინ უბრალოდ დაივიწყეთ :)

1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

Link პარტნიორები
ბიზნესის დაგეგმვა
MARNET Associates LLC

განათლება
ISET
შენი განათლების გზამკვლევი
Targmne.com
International Students' Business Olympiad

დასაქმება / HR
Staff.ge

ინტერნეტი & IT
FreeShop.Ge
Karvasla.com
SEO და ინტერნეტ მარკეტინგი
კომპანია BIT
SMS ქისა

Fonts.ge - ქართული ფონტები
კომპანია Singular-ის ბლოგი
Anonsi.ge
Sanishne.com
ბლოგი Business Cafe
ბლოგი Event-Lenta

ინფორმაცია
Enthusiast.ge
Бизнес Грузия
Reality.ge
Worldnews.ge

მარკეტინგი & PR
ბლოგი MSG Partisani
ბლოგი PRHYPERMARKET
DAVID.GE 2.0
მარკეტინგული ბლოგი

ქართული ბრენდი
PR გიდი
PR სააგენტო GePRa
PR სააგენტო პროფილი
Publicity.ge
ფაბლისითი ჯგუფი

მედიცინა & ჯანდაცვა
სამედიცინო პორტალი
სამედიცინო ფორუმი

საქართველო
About Georgia
Kutaisi

ტრანსპორტი & ლოგისტიკა
ავტომობილები ჰოლანდიიდან
1auto.ge

ტურიზმი
Georgian Tourism Association
კომპანია ჰარმონია
გლობალ სერვის ტური

უძრავი ქონება
101.ge
IND პროექტი
Privatservice-Tbilisi Real Estate

Share