ნახტომი



- - - - -

ცოდო ვარ


გამოხმაურებათა რაოდენობა: 7

#1 Teona Evdeevi

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 98 გამოხმაურება

დაწერილია 10 June, 2010 - 02:22

მინდა ვისაუბროთ ცხოვრებისეულ როლზე, რომელსაც ქვია ,,ცოდო ვარ”.

ადამიანი იქმნის განწყობას, რომ ის არის ცოდო, საწყალი, რომ მას არ უმართლებს არაფერში, არაფრი არ გამოსდის, არავის არ ანაღვლებს მაგის თავი, ყველაზე ცუდად ნაცნობებს შორის, ისაა და ა.შ.

ჩემი აზრით ეს მაშინ ხდება, როცა ადამიანი თავს მარტოდ გრძნობს, როდესაც მას უჩნდება სითბოს, თანაგრძნობის და თანადგომის მიღების მოთხოვნილება, მაგრამ ვერ იღებს არკვეული მიზეზების გამო. ამის შემდეგ ის იწყებს ფიქრს, რომ ეტყობა არ ტოვებს ისეთის შთაბეჭდილებას, რომელსაც უნდა ხალხისგან თანაგრძნობის მიღება და ირგებს ამ როლსაც. ოღონდ აღმატებით ხარისხში ასრულებს. აზვიადებს თავის ემოციებს და განცდებს, ხედავს მხოლოდ ბნელ მხარეებს და ზოგჯერ იმდენად ეჩვევა და მოსწონს ეს ,,საწყლობა”, რომ კარგს განზრახ კრავს ხელს და არ იღებს თავის ცხოვრებაში (მერე ხომ აღარ იქნება ესეთი ცოდო).
ძირითადად ეს მაზოხისტური ფიქრები და აზრები ქალებთან ჩნდება, თუმცა რა თქმა უნდა კაცებთანაც ხშირია.
მე ძალიან ხშირად მაქვს შეხება ესეთ ადამიანებთან.
საკმარისია ოდნავი კამათი მოგივიდეს მათთან და რამე ისეთი თქვან, რასაც წესით ბოდიში უნდა მოყვეს, მოყვება სულ სხვა რაღაც - საკუთარ უიღბლობაზე და უბედურებაზე ლაპარაკი. ამით ის არაცნობიერად ცდილობს გაგრძნობინოს, რომ სინამდვილეში შენ მიქარავ ბოდიშს რომ ითხოვ მისგან, რადგან ის ცუდადაა შენ კი მხარში არ უდგახარ და პირიქით - ჩგრავ კიდევაც.

ალბათ ხვდებით რაზეც მაქვს საუბარი.

მაინტერესებს შეხვედრიხართ თუ არა ესეთ ადამიანებს.
იქნებ გაიხსენოთ მაგალითები, სადაც ვლინდება ეს განწყობა
როგორ გგონიათ რა არის ამის მიზეზი? (მე კი დავწერე ჩემი აზრი, მაგრამ რამე განსხვაებულსაც სიამოვნებით და დიდი ინტერესით მოვისმენდი)
რა შედეგები მოაქვს ,,ცოდო-ადამიანის” ტყავში ყოფნას?
ხომ არ გქონიათ ცხოვრებაში ისეთი მომენტი, როდესაც თქვენც აიღეთ საწყლის როლი და გაგიტკბათ მისი შესრულება? იქნებ გაიხსენოთ რამ გამოიწვია ეს და როგორ მოახერხეთ პოზიტიურ ნოტაზე გადმოსვლა?
რამდენად არაცნობიერად მიმდინარეობს ეს აზრები ადამინთან?

რა რეპუტაცია გაქვთ Conference.ge-ზე ? გახსოვდეთ, აქ თქვენ შეგიძლიათ შეაფასოთ თითოეული დარეგისტრირებული წევრის გამოხმაურება. ამისათვის საჭიროა გამოხმაურების ბლოკის ქვედა მარჯვენა კუთხეში პიქტოგრამას დააწკაპუნოთ. ამით შეფასდება როგორც კონკრეტული გამოხმაურება, ასევე +1 ქულით გაიზრდება წევრის საერთო რეპუტაცია. Conference.ge-ზე წევრის რეპუტაცია მნიშვნელოვანია!

#2 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,777 გამოხმაურება

დაწერილია 10 June, 2010 - 10:36

საინტერესო თემაა :)


მსგავს სიტუაციებში მაქვს ერთი რეცეპტი: "შემოულაწუნე"
ეს მეთოდი ყოველთვის მუშაობს ...
ხდება ის, რომ და ადამიანი გამოყავს არსებული რეალობიდან... სხვა მხრიდან დაანახებ მის თავს

შედეგი კი იმაზეა დამოკიდებული თუ შემოლაწუნების რა მეთოდს გამოიყენებ ...
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
პროფესიონალი ბიზნეს ტრენერი და კონსულტანტი
დირექტორი @ MARNET Associates LLC
მობ: 995 77 73 79 64
E-mail: admin@marketing.ge

კომპანიის ვებსაიტი
Linkedin Profile

პირადი პროექტები:
საერთაშორისო სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადა - ჩადეთ ფული განათლებაში!
ონლაინ ბიზნეს საკონსულტაციო ვებსაიტი - ინფორმაცია, კონსულტაცია & კავშირები

#3 Dimitri Chkadua

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 165 გამოხმაურება

დაწერილია 10 June, 2010 - 10:42

ბატონ ტარიელს ვეთანხმები 100 პროცენტით.

მე მგონი რომ საქმე საკუთარი თავის მოტყუებასთან გვაქვს, რაც ჩემი აზრით უგუნურებაზე მეტყველებს. ამას რა იწვევს ეგ უკვე მსჯელობის საგანია და ჯერ არ შემიძლია ამაზე ვისაუბრო.

ფაქტი ერთია, რომ ასეთი ადამიანები ცხოვრებას რეალურად ვერ უყურებენ. :)

#4 Natalie Saginashvili

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 146 გამოხმაურება

დაწერილია 10 June, 2010 - 12:29

ჩემთვისაც ძალიან საინტერესო თემაა. ჩემი დაკვირვებით, ეს არის მათთვის ყველაზე მარტივი და ხელსაყრელი მდგომარეობა. არავინ მათგან არაფერს არ ელის. მუდამ სხვისი კალთის უკან არიან ამოფარებულნი. რამდენჯერ მსმენია, აი შენ რა , მე ასე და მე ისე. არ მიმართლებს, არაფერი გამომდის და ასეთი სისულელეები. გამართლება და იღბალი რა არის? ეს ხომ ისევ ჩვენი ქმედებების და აზრების შედეგია. ეს არის შინაგანად სუსტი ან რაღაც სერიოზული სტრესის გამო ასე ვთვათ ”დასუსტებული” ადამიანის პოზიცია, რომელსაც არ ჰყოფნის ნებისყოფა ებრძოლოს საკუთარ თავს და იმუშავოს მასზე.

ამასთან, სანამ ადამიანი არ მორჩება საკუთარი თავის შეცოდებას და წუწუნს, მას არასდროს არაფერში არ გაუმართლებს და ცხოვრების ბოლომდე ”საცოდავი” იქნება. განა აწყობს მას ეს უბადრუკი მდგომარეობა? არა მგონია.

უბრალოდ, ცხოვრება უნდა მიიღო ისეთი როგორიც არის და შეეცადო რომ პოზიტივით უყურო და ყველაფერი კარგად იქნება.თუმცა, ამასაც დიდი ნებისყოფა სჭირდება.
ჩემი ბლოგი – http://nataliesun.wordpress.com/

#5 Zviad Tsagareishvili

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 3,156 გამოხმაურება

დაწერილია 10 June, 2010 - 14:47

ჭირვეული ბავშვის პრინციპით მოქმედებაა ეგ - "გამდის და ვტირი". უნდა მიახვედრო რომ წუწუნით სასურველ ეფექტს ვერ მიიღებს....

#6 Teona Evdeevi

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 98 გამოხმაურება

დაწერილია 10 June, 2010 - 16:55

ტარიელ

ციტატა

მსგავს სიტუაციებში მაქვს ერთი რეცეპტი: "შემოულაწუნე"
ეს მეთოდი ყოველთვის მუშაობს ...
ამას შოკური თერაპია ქვია ფსიქოლოგიაში, როდესაც ეგრევე, ყოველგვარი შესავლის და შემზადების გარეშე სახეში ახლი მწარე სიმართლეს.
საქმე იმაშია, რომ ყველას არ აქვს ის მომენტი და შესაძლებლობა, რომ სწორად აღიქვას სენი ნათქვამი და პირიქით უარესად არ შეიცოდოს თავი (პროტესტის გამოხატვა იქნება ეს).

დიმიტრი

ციტატა

მე მგონი რომ საქმე საკუთარი თავის მოტყუებასთან გვაქვს, რაც ჩემი აზრით უგუნურებაზე მეტყველებს. ამას რა იწვევს ეგ უკვე მსჯელობის საგანია და ჯერ არ შემიძლია ამაზე ვისაუბრო.
უგუნრება ცუდი სიტყვაა. თავის მოტყუება ყველას გვახასიათებს. ნურავის ნუ დაამტკიცებს, რომ ყველაფერს აცნობიერებს. არაცნობიერი იმიტომაც ქვია იმ დალოცვილს, რომ არაა გაცნობიერებული და შიგნიდან ჩუმ-ჩუმად მართავს ადამიანის, მის ქცევებს და აზრებს. შემდეგ კი რომ კითხო რატომ იქცევი ესეო, მოიგონებს ლოგიკურ პასუხს, მაგრამ ეს არ იქნება ნამდვილი.

ნატალი

ციტატა

ამასთან, სანამ ადამიანი არ მორჩება საკუთარი თავის შეცოდებას და წუწუნს, მას არასდროს არაფერში არ გაუმართლებს და ცხოვრების ბოლომდე ”საცოდავი” იქნება. განა აწყობს მას ეს უბადრუკი მდგომარეობა? არა მგონია.

უბრალოდ, ცხოვრება უნდა მიიღო ისეთი როგორიც არის და შეეცადო რომ პოზიტივით უყურო და ყველაფერი კარგად იქნება.თუმცა, ამასაც დიდი ნებისყოფა სჭირდება.
გეთანხმები. როდესაც ადამიანი ფიქრობს და თავს ირწმუნებს იმაში, რომ არ გამოუვა რაღაც საქმე, ეგრეც იქნება. მას უყალიბდება უკვე განწყობა იმისი (და სხვათაშორის გარკვეული ლოგიკური ახსნაც), რომ ვერ გააკეთებს.
აი მაგალითად ერთი გოგო მახსენდება, რომელიც ქმართან თამაშობდა ნაზი გოგუშკის როლს, რომელსაც არ ახასიათებს კი არა, საერთოდ არ შეუძლია სიმკაცრე და სხვა სწერვობები. ხოდა მათი 3 წლის გოგო რამეს რომ დააშავებდა ეძახდა ქმარს ”მე ვერ ვერევი, შენ თვითონ დაელაპრაკეო”. როცა ქმარი არ იყო სახლში, ერეოდა და ახერხებდა შვილი კონტროლს. :)
ყველაზე რთული მართლა ეგაა - გაუსწორო სიმართლეს თვალები და მიიღო ყველაფერი ისე როგორც არის. და თუ რამე არ მოგწონს კი არ მოისროლო არაცნობიერში, არამედ შეცვალო შენთვის მისაღები ფორმით. ეს იდეალური ვარიანტია და არ არსებობს აბსოლუტური იდილია, თუმცა მეტ-ნაკლებად კონტროლირებადი არის.
აი ნებისყოფასთან არ ვიცი რამდენადაა კავშირში. რას გულისხმობდი?

ზვიად

ციტატა

ჭირვეული ბავშვის პრინციპით მოქმედებაა ეგ - "გამდის და ვტირი". უნდა მიახვედრო რომ წუწუნით სასურველ ეფექტს ვერ მიიღებს..
ნამდვილად ჭირვეულობაა ეს. მაგრამ რომ გასდის იმიტომაც აკეთებს. საწინააღმდეგო შემთხვევაში ამ როლს მოიცილებდა ადამიანი.

#7 Natalie Saginashvili

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 146 გამოხმაურება

დაწერილია 11 June, 2010 - 10:23

თეონა,

აგიხსნი რასაც ვგულისხმობდი. პოზიცია "ცოდო ვარ", როგორც წესი, ადამიანში ჩნდება გარკვეული ნეგატიური მოვლენების შემდეგ. შედეგად ადამიანი იწყებს წუწუნს, საკუთარი თავის შეცოდებას, ყველას და ყველაფრის დაბრალებას საკუთარ უიღბლობაში ... იწყებს საკუთარ თავში ქექვას, იქნებ მე რაღაც მჭირს... ყველაფერ ამას ხშირად მოყვება ძლიერი დეპრესია, აპათია და ა.შ.

საშინელი მდგომარეობაა.... ოდესღაც საკუთარ თავზეც გამომიცდია.... ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ასეთი მდგომარეობისაგან თავის დასაღწევად ძლიან დიდი ნებისყოფაა საჭირო, რადგან საჭიროა საკუთარ თავზე მუდმივი მუშაობა, რაც არც თუ ადვილია.


თუკი დაააკვირდებით, ყველა ადამიანის ცხოვრებაში არსებობს ისეთი რამ, რის გამოც შეიძლება "იყოს ცოდო", უბრალოდ ზოგიერთნი (ჩემი აზრით, უფრო ძლიერნი) ამ მომენტებზე არ ამახვილებენ ყურადღებას ან ცდილობენ მათ აღმოფხვრას.

ყოველთვის ვამბობ და ახლაც გავიმეორებ, რომ ნეგატივი ყოველთვის იზიდავს ნეგატივს. ჰოდა, სანამ თავს "ცოდოდ გრძნობთ", მუდამ, მუდამ უიღბლონი იქნებით. ამასთან, თანდათანობით სხვა ადამიანებისათვისაც უინტერესონი გახდებით. სამწუხაროა, მაგრამ სიმართლეა.
ჩემი ბლოგი – http://nataliesun.wordpress.com/

#8 Teona Evdeevi

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 98 გამოხმაურება

დაწერილია 11 June, 2010 - 11:30

ნატალი

ციტატა

აგიხსნი რასაც ვგულისხმობდი. პოზიცია "ცოდო ვარ", როგორც წესი, ადამიანში ჩნდება გარკვეული ნეგატიური მოვლენების შემდეგ. შედეგად ადამიანი იწყებს წუწუნს, საკუთარი თავის შეცოდებას, ყველას და ყველაფრის დაბრალებას საკუთარ უიღბლობაში ... იწყებს საკუთარ თავში ქექვას, იქნებ მე რაღაც მჭირს... ყველაფერ ამას ხშირად მოყვება ძლიერი დეპრესია, აპათია და ა.შ.
იქნებ პირიქით, დეპრესიას მოსდევს ეს და მერე ეს პოზიცია უფრო აღმავებს დეპრესიას?

ციტატა

თუკი დაააკვირდებით, ყველა ადამიანის ცხოვრებაში არსებობს ისეთი რამ, რის გამოც შეიძლება "იყოს ცოდო", უბრალოდ ზოგიერთნი (ჩემი აზრით, უფრო ძლიერნი) ამ მომენტებზე არ ამახვილებენ ყურადღებას ან ცდილობენ მათ აღმოფხვრას.
ხო აი ეს საკითხიც მაინტერესებს. ადამიანის პიროვნულ სიძლიერეზეა ეს დამოკიდებული, თუ არის სხვა ფაქტორებიც?
სხვათაშორის ეს ადამიანები ძალიან ხშირად იძახიან, რომ სუსტები არაინ.
თუმცა მე ამას არ ვიძახდი (და არც ვფიქრობდი) არასდროს ჩემს თავზე, მაგრამ მქონია ეგ ეტაპი. ჩემს შემთხვევაში დეპრესიის თანმდევი იყო და სითბოს და თანაგრძნობის მოთხოვნილება მქონდა, მაგრამ არა ყურადღების. შეიძლება ამის გამოც მოვიცილე მალევე - ზედმეტი ყურადღება რომ არ მიმეპყრო (მორცხვი არ ვარ, უბრალოდ სხვანაირი ყურადღება გამოსდიოდათ უკვე - ჰიპერმზრუნველობაში გადასული და ეს საშინელებაა)



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე



 Link პარტნიორები
ბიზნესის დაგეგმვა
MARNET Associates LLC

განათლება
ISET
შენი განათლების გზამკვლევი
Targmne.com
International Students' Business Olympiad

დასაქმება / HR
Staff.ge

ინტერნეტი & IT
FreeShop.Ge
Karvasla.com
SEO და ინტერნეტ მარკეტინგი
კომპანია BIT
SMS ქისა

Fonts.ge - ქართული ფონტები
კომპანია Singular-ის ბლოგი
Anonsi.ge
Sanishne.com
ბლოგი Business Cafe
ბლოგი Event-Lenta

ინფორმაცია
Enthusiast.ge
Бизнес Грузия
Reality.ge
Worldnews.ge

მარკეტინგი & PR
ბლოგი MSG Partisani
ბლოგი PRHYPERMARKET
DAVID.GE 2.0
მარკეტინგული ბლოგი

ქართული ბრენდი
PR გიდი
PR სააგენტო GePRa
PR სააგენტო პროფილი
Publicity.ge
ფაბლისითი ჯგუფი

მედიცინა & ჯანდაცვა
სამედიცინო პორტალი
სამედიცინო ფორუმი

საქართველო
About Georgia
Kutaisi

ტრანსპორტი & ლოგისტიკა
ავტომობილები ჰოლანდიიდან
1auto.ge

ტურიზმი
Georgian Tourism Association
კომპანია ჰარმონია
გლობალ სერვის ტური

უძრავი ქონება
101.ge
IND პროექტი
Privatservice-Tbilisi Real Estate








Share