Business Conference: 3.1: რეგისტრაციის სისტემა [განახლებული] - Business Conference

Jump to content

დახურე კატეგორია სწრაფი ნავიგაცია

უახლესი განცხადებები უახლესი გამოხმაურებები უახლესი გამოხმაურებები
საქორწილო კაბები 200 ლარიდან საქორწილო კაბები 200 ლარიდან
1800 კვ/მ მიწის ნაკვეთი მარშალ გელოვანის გამზირზე 1800 კვ/მ მიწის ნაკვეთი მარშალ გელოვა...
გეპატიჟებით ნუნისში გეპატიჟებით ნუნისში
საგადასახადო და საბაჟო საკითხები საგადასახადო და საბაჟო საკითხები
უცხო ენების შესწავლა ბავშვებისთვის უცხო ენების შესწავლა ბავშვებისთვის
[EDU_GUIDE] ინგლისური  ენის  და  TOEFL  (iBT) კურსები [EDU_GUIDE] ინგლისური ენის და TOEF...
მობილური ტელეფონის და ლეპტოპის მზის დამტენი მობილური ტელეფონის და ლეპტოპის მზის დ...
ს. ჭიაურელის ქ. # 15 ს. ჭიაურელის ქ. # 15
"ურეკის მარგალიტი" შპს "არგო კონსტრაქშენ 2"-სგან "ურეკის მარგალიტი" შპს "ა...
7 დღიანი ტური სვანეთში 7 დღიანი ტური სვანეთში
შემდეგი ტური არ დავგეგმოთ? შემდეგი ტური არ დავგეგმოთ?
როგორ შეიძლება რადიოებმა როგორ შეიძლება რადიოებმა
ჟურნალი ,,ცისკარი''-ს მარკეტინგის გეგმა ჟურნალი ,,ცისკარი''-ს მარკეტი...
ტურისტული საიტის ძრავი ტურისტული საიტის ძრავი
დასაქმების პორტალი დასაქმების პორტალი
შპს "სვეპი" ეძებს ბიზნეს პარტნიორს შპს "სვეპი" ეძებს ბიზნეს პარტ...
კრეატიული ქართული რეკლამა- ბალი სულ სხვაა კრეატიული ქართული რეკლამა- ბალი სულ ს...
ვეძებ კლიპს ვეძებ კლიპს
საგადასახადო კოდექსი საგადასახადო კოდექსი
საუკეთესო პროგრამებისა და დისკების კრებული ჩემგან! საუკეთესო პროგრამებისა და დისკების კრ...
Page 1 of 1
  • ახალ თემას ვერ გახსნით
  • ამ თემას ვერ გამოეხმაურებით

3.1: რეგისტრაციის სისტემა [განახლებული] აქ ყველაფერია! თემის რეიტინგი: -----

#1 User is offline   Tariel Zivzivadze profile  

  • the man with plan
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • Group: Moderator
  • Posts: 11,445
  • Joined: 04-November 03
Reputation: 2
Neutral

Posted 13 June, 2010 - 13:12

მოგესალმებით მეგობრებო,

[ათვლის წერტილი - 2010 წ. 12 ივნისი]

ამ თემაში მარტივად და მოკლედ არის აღწერილი ბიზნეს კონფერენციაზე წევრობის სისტემა. განმარტებების და მსჯელობის გასაადვილებლად წარმოგიდგენთ ვიზუალს:


Posted Image


ბიზნეს კონფერენციაზე გვყავს 4 ტიპის ძირითადი წევრი:

- Start-Up Participant
- Authorized Participant
- VIP Participant
- Moderator

ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს დაურეგისტრირებლად შეეძლება ბიზნეს კონფერენციაზე არსებული ყველა ღია თემის დათვალიერება [შინაარსის 99%]. ეს წესი აქ ყოველთვის იყო, არის და იქნება. თუმცა სტუმრების უფლებები მხოლოდ ამით შემოიფარგლება.

საიტის სტუმარი, რომელიც გადაწყვეტს საიტზე რეგისტრაციას, გაივლის სტანდარტულ პროცედურას. იგი 1) ავსებს რეგისტრაციის ფორმას, რის შემდეგაც 2) რეგისტრაციის ფორმაში მითითებულ ძირითად მეილზე ავტომატურად მისდის შეტყობინება. შეტყობინებაში არის ვალიდაციის ბმული. თუ ამ ბმულზე დაწკაპუნება არ მოხდა 24 საათის განმავლობაში, რეგისტრაცია ავტომატურად წაიშლება. 3) ბმულზე დაწკაპუნებისას იხსნება გვერდი და ამ მომენტიდან დარეგისტრირებული სტუმარი არის Start-Up Participant.

შენიშვნა: გთხოვთ მიაქციეთ ყურადღება, რომ Start-Up Participant შეიძლება გახდეს ნებისმიერი სტუმარი, რომელიც წარმატებით გაივლის რეგისტრაციის პროცესს. საიტის არსებობის 7 წლის განმავლობაში ყოველი რეგისტრაციის ავტორიზაციას პირადად ახდენდა ადმინისტრატორი. ეხლა კი Start-Up Participant-ად რეგისტრაციის პროცესი ავტომატიზირებულია და არ მოითხოვს ადმინისტრატორის ჩარევას.


- Start-Up Participant
ალბათ სურათზეც ხედავთ, რომ Start-Up Participant-ის უფლებები ფრიად შეზღუდულია. Start-Up Participant კითხულობს ყველა თემას, მაგრამ ახალი თემის გახსნა და რომელიმე სხვა თემის გამოხმაურება მას შეუძლია ერთადერთ კონფერენციაში - Start-Up Participant-თვის სპეციალურად შექმნილ სექციაში. გამოხმაურების მაქსიმალური წონა 56 კბ-ია, შეუძლია საიტზე არსებული დანართების ჩამოტვირთვა და საკუთარი პროფილის რედაქტირება, აქვს განმასხვავებელი ფერი წევრთა სიაში.

შენიშვნა: ბიზნეს კონფერენციის ადმინისტრაცია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს Start-Up Participant-ებისათვის სპეციალურად შექმნილ სადისკუსიო განყოფილებას.

Start-Up Participant-ს შეუძლია ნიკი არ ჰქონდეს სახელი და გვარი, არ მოეთხოვება რაიმე კონკრეტული მონაცემი შეიტანოს თავის პროფილში. თუმცა თუ სხვა სტატუსის წევრობას დააპირებს, მაშინ მას მოუწევს თავისი რეალური სახელი და გვარის ნიკის სახით გამოყენება ისევე როგორც ყველა მოთხოვნილი ველის შევსება და სხვა პირობების დაკმაყოფილება. ამ დროს კი ადმინისტრატორი პირადად გადაამოწმებს რეგისტრაციას. Start-Up Participant-ებისათვის ყოველი გვერდის ზემოთ მუდმივად ჩანს ინსტრუქცია წევრობის სხვა დონეზე გადასვლასთან დაკავშირებით.


- Authorized Participant
ძირითადი სტატუსი, რომელიც აქვს ბიზნეს კონფერენციის წევრთა ძირითად ნაწილს. გარდა იმ უფლებებისა, რომლებიც სურათზეა მოცემული თვალსაჩინოდ, აღსანიშნავია, რომ ყოველ Authorized Participant -ს, ისევე როგორც ყველა სხვა წევრს Start-Up Participant-ის გარდა, უნდა სრულად შევსებული ჰქონდეს თავისი პროფილი ყველა მოთხოვნილი ინფორმაციით, მათ შორის საკონტაქტო ინფორმაციით [საკონტაქტო ინფორმაციას ხედავს მხოლოდ კონფერენციის ადმინისტრაცია].


- VIP Participant
განსაკუთრებული წევრობა განსაკუთრებული უფლებებით. ენიჭება 1 წლის ვადით.

2010 წლის ბოლომდე VIP Participant შეიძლება გახდეს კონფერენციის მხოლოდ ის წევრი, რომლებიც ამ სტატუსს იმსახურებს ბიზნეს კონფერენციაზე თავისი დამსახურებების შედეგად. 2011 წლის იანვრიდან განისაზღვრება კონკრეტული ფასი, რომელიც ეღირება ბიზნეს კონფერენციის VIP წევრობა. თუმცა საიტზე რეგისტრაციის ხანგრძლივობის, დამსახურებების, მოპოვებული რეპუტაციის, გამოხმაურებათა რაოდენობის, ხარისხის და ა.შ. გათვალისწინებით ყოველთვის იქნება ადამიანთა გარკვეული რაოდენობა, რომელთაც VIP წევრობა გაუგრძელდება უფასოდ.

შენიშვნა: ბიზნეს კონფერენციაზე ყოველთვის ფასობდა მოსაზრება და ასე იქნება მომავალშიც. მიუხედავად იმისა, რომ VIP წევრი შეიძლება გახდეს ადამიანი გარკვეული ფასის გადახდის შემთხვევაში მაინც, გადამწყვეტი არის მონაწილეობის ხარისხი და არა გადახდილი თანხა. ამიტომაც შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ მარტო ფულის გადახდით ადამიანი ბიზნეს კონფერენციაზე VIP წევრი ვერ გახდება.


- Moderator
წევრი, რომლის მთავარი ფუნქცია იქნება თვალყური ადევნოს კონფერენციის წარმატებულ განვითარებას.


გაფრთხილება:
მიუხედავად წევრის სტატუსისა მე დაუფიქრებლად გავაუქმებთ წევრობას ბიზნეს კონფერენციაზე თუ წევრი:
- განცხადებებს და რეკლამებს გამოაქვეყნებს და დისკუსიებში არ ჩაერთვება;
- რომელიმე წესს დაარღვევს და გაფრთხილებას არ გაითვალისწინებს;
- რამეს ისეთს გააკეთებთ ამ საიტზე, რაც ამ საიტის მიზნებს და კონცეფციას არ შეეფერება;
გადაწყვეტილებას ვღებულობ მე ერთპიროვნულად!




პუნქტობრივი განმარტებები:

1-2
ოთხივე სტატუსის წევრისათვის ღიაა/წაკითხვადია კონფერენციის ყველა თემა. მხოლოდ Start-Up Participant-ს აქვს გამოყოფილი ერთადერთი განყოფილება გამოხმაურებებისათვის, მხოლოდ იქ შეუძლია მას გახსნას თემა და გახსნილ თემაზე გამოხმაურება. სხვა სტატუსის წევრები კი თემის გახსნას და გამოხმაურებას ახდენენ ყველა ღია კონფერენციაში

3
Start-Up Participant-ებისათვის საიტზე მოძიების სისტემა გამორთულია, მაშინ როცა ყველა სხვა სტატუსის წევრს შეუძლია ამ ფუნქციით სარგებლობა

4
Start-Up Participant თავის გამოხმაურებას დანართს ვერ დაურთავს, მაშინ როცა ყველა სხვა სტატუსის წევრს ამის უფლება აქვს

5
Start-Up Participant-ის გამოხმაურების სიდიდე დანართის ჩათვლით შეიძლება იყოს მაქსიმუმ 56 კბ, Authorized Participant-ისათვის 112 კბ, VIP Participant-ისათვის და Moderator-ისათვის 1024 კბ

6
Start-Up Participant არ შეუძლია თავისი გამოხმაურების რედაქტირება, მაშინ როცა Authorized Participant და VIP Participant ეს უფლება გამოხმაურების გაკეთებიდან 15 წუთის განმავლობაში აქვთ. Moderator კი ამ უფლებით შეუზღუდავად სარგებლობს

7-8
ოთხივე სტატუსის წევრს შეუძლია საკუთარი პროფილის რედაქტირება და ბიზნეს კონფერენციაზე არსებული დანართების ჩამოტვირთვა

9
ბიზნეს კონფერენციის ვერცერთი სტუმარი ვერ ხედავს ვერცერთი დარეგისტრირებული წევრის პროფილში არსებულ ინფორმაციას. ეს უფლება არც Start-Up Participant-ს აქვს. Authorized Participant და VIP Participant ხედავენ პროფილს საკონტაქტო ინფორმაციის გარეშე. Moderator კი პროფილს სრულად ხედავს, საკონტაქტო ინფორმაციის ჩათვლით

10
Start-Up Participant-ის გარდა ყველა სხვა სტატუსის წევრს უფლება აქვს ისარგებლოს საიტზე არსებული მეგობრების სისტემით. ეს ერთგვარი სოციალური ქსელის ვარიანტია.

11
Start-Up Participant-ის გარდა ყველა სხვა სტატუსის წევრს უფლება აქვს ისარგებლოს საიტზე არსებული live შეტყობინების სისტემით.

12
ოთხივე სტატუსის წევრს თავისი განმასხვავებელი ფერი აქვს წევრთა სიაში.

13-16
Start-Up Participant-ის გარდა ყველა სხვა სტატუსის წევრს შეუძლია PM - პირადი გზავნილების სისტემით სარგებლობა. შესაძლებელია PM-ზე დანართის დართვა. როგორც ხედავთ განსხვავდება შენახული PM-ების მაქსიმალური ზღვარი. დაწესებული ზღვარის override შეუძლია მხოლოდ VIP Participant და Moderator

17-18
Start-Up Participant-ის გარდა ყველა სხვა სტატუსის წევრს შეუძლია დააყენოს ავატარი, რომლის ზომებიც სტანდარტიზირებულია. ავატარი ჩანს წევრის მიერ გაკეთებულ ყოველ გამოხმაურებასთან. ავატარი უნდა იყოს ან ინდივიდის სურათი ან იმ ორგანიზაციის ლოგო, სადაც ის მუშაობს. ნებისმიერ შემთხვევაში ავატარი უნდა შეესაბამებოდეს ბიზნეს კონფერენციას თავისი შინაარსით. ამ კრიტერიუმის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ადმინისტრაციამ შეიძლება შეტყობინების გარეშე წაშალოს ავატარი

19-20
Start-Up Participant-ის გარდა ყველა სხვა სტატუსის წევრს შეუძლია დააყენოს პროფილის სურათი, რომლის ზომებიც სტანდარტიზირებულია. პროფილის სურათი უნდა იყოს ან ინდივიდის სურათი ან იმ ორგანიზაციის ლოგო, სადაც ის მუშაობს. ნებისმიერ შემთხვევაში სურათი უნდა შეესაბამებოდეს ბიზნეს კონფერენციას. ამ კრიტერიუმის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ადმინისტრაციამ შეიძლება შეტყობინების გარეშე წაშალოს ავატარი

21-25
Start-Up Participant-ის გარდა ყველა სხვა სტატუსის წევრს შეუძლია დააყენოს ხელმოწერა. ხელმოწერა ჩანს წევრის მიერ გაკეთებულ ყოველ გამოხმაურებასთან. ხელმოწერაში განსაზღვრულია თუ რამდენი გრაფიკული პიქტოგრამის ჩადება შეიძლება, მათი ზომები და წონა, ბმულების დასაშვები რაოდენობა და სტრიქონების რაოდენობა. ხელმოწერა არ უნდა იყოს გამომწვევი თავისი სტილიდან გამომდინარე და მასში არ უნდა იყოს სარეკლამო მოწოდებები. ხელმოწერა, რომელიც დაწესებულ წესს არ შეესაბამება, წაიშლება.

26-30
Start-Up Participant-ის გარდა ყველა სხვა სტატუსის წევრს შეუძლია თემების შეფასება. თუმცა მხოლოდ VIP Participant და Moderator შეუძლიათ შეაფასონ კონკრეტული გამოხმაურებები. ანუ ფაქტიურად თუ გამოხმაურება არის ინფორმატიული, საქმიანი და ა.შ. პასუხობს ბიზნეს კონფერენციის სტანდარტებს, მაშინ VIP Participant და Moderator -ებს შეუძლიათ შეაფასონ გამოხმაურება. ეს ქულები იკრიბება და აისახება შეფასებული გამოხმაურების დამწერი წევრის რეპუტაციაში. დადგენილია ლიმიტები, თუ რამდენი პოზიტიური და ნეგატიური შეფასების დაწერა შეუძლია წევრს 24 საათის განმავლობაში. VIP Participant და Moderator-ს შეუძლიათ ნახონ თუ ვინ რა შეფასება დაუწერა კონკრეტულ გამოხმაურებას. წევრთა რეპუტაციის ეს სისტემა მნიშვნელოვანია წევრის სტატუსის შეფასების თვალსაზრისით.



განსაკუთრებული უფლებები VIP წევრებისათვის

1
თუ VIP Participant აქვს თავისი საქმიანი საიტი ან ბლოგი და ჩართული აქვს ამ გამოხმაურებათა ექსპორტირების ფუნქცია [ე.წ. RSS] ბიზნეს კონფერენციის სპეციალურ განყოფილებაში შესაძლებელია მოხდეს მათი იმპორტირება. ლიმიტი: დღეში მაქსიმუმ 1 გამოხმაურების იმპორტირება. ეს ძალიან სასარგებლო ფუნქციაა იმ თვალსაზრისით, რომ მოხდეს კონკრეტული ადმიანის საიტის/ბლოგის პოპულარიზება ბიზნეს კონფერენციაზე.

2
თუ VIP Participant აქვს თავისი საქმიანი საიტი ან ბლოგი შესაძლებელია ბიზნეს კონფერენციაზე არსებულ ბმულების ლისტინგში ჩაისვას ცალმხრივი ბმული იმ ვადის განმავლობაში, რა დროის განმავლობაშიც ადამიანი არის ბიზნეს კონფერენციის VIP Participant

3.
VIP Participant-ის სახელის წინ წევრთა სიაში მუდმივად ჩანს VIP პიქტოგრამა, რომელიც ხაზს უსვამს ბიზნეს კონფერენციის წევრის მაღალ სტატუსს.




თუ შეკითხვები გექნებათ სიამოვნებით გიპასუხებთ ქვემოთ

პატივისცემით,

ტარიელ ზივზივაძე
ბიზნეს კონფერენციის ადმინისტრატორი

Tariel Zivzivadze-მა მოახდინა გამოხმაურების რედაქტირება 30 June, 2010 - 11:53

The Proud Participant of Business Conference
0

#2 User is offline   Tariel Zivzivadze profile  

  • the man with plan
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • Group: Moderator
  • Posts: 11,445
  • Joined: 04-November 03
Reputation: 2
Neutral

Posted 13 June, 2010 - 21:16

ადგილი რეზერვირებულია!
The Proud Participant of Business Conference
0

#3 User is offline   Tariel Zivzivadze profile  

  • the man with plan
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • Group: Moderator
  • Posts: 11,445
  • Joined: 04-November 03
Reputation: 2
Neutral

Posted 17 June, 2010 - 10:50

ახალ წევრებს დღეიდან უკვე შეუძლიათ ბიზნეს კონფერენციაზე რეგისტრირება
The Proud Participant of Business Conference
0

#4 User is offline   Teona Evdeevi profile  

  • Advanced Participant L0
  • PipPipPip
  • Group: Authorized Participant
  • Posts: 87
  • Joined: 26-April 10
Reputation: 0
Neutral

Posted 17 June, 2010 - 18:35

რამდენიმე კითხვა გამიჩნდა:
გამოხმაურების მაქსიმალური წონა რას ნიშნავს?
პოზიტიური და ნეგატიური შეფასება ვიპ წევრებს და მოდერატორებს ყველა იუზერის მიმართ შეეძლებათ გამოიყენონ თუ ერთმანეთის მიმართ?
და რა კრიტერიუმები იარსებებს ამ შეფასებებისთვის, ანუ რის მიხედვით შეფასებენ?
ყველაზე მაღალი და დაბალი ქულის მფლობელებს რამე ეცვლებათ?
0

#5 User is offline   Tariel Zivzivadze profile  

  • the man with plan
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • Group: Moderator
  • Posts: 11,445
  • Joined: 04-November 03
Reputation: 2
Neutral

Posted 17 June, 2010 - 18:46

კარგი შეკითხვებია :)

გამოხმაურების მაქსიმალური წონა რას ნიშნავს?
ეს ნიშნავს კილობაიტებში თუ რამდენი შეიძლება იყოს გამოხმაურება დანართის ჩათვლით

პოზიტიური და ნეგატიური შეფასება ვიპ წევრებს და მოდერატორებს ყველა იუზერის მიმართ შეეძლებათ გამოიყენონ თუ ერთმანეთის მიმართ?
ერთმანეთის მიმართაც.

და რა კრიტერიუმები იარსებებს ამ შეფასებებისთვის, ანუ რის მიხედვით შეფასებენ?
დადგენილი მკაცრი წესი ამ მომენტში არ არის. და ამაზე ვმუშაობ ... რომ დავაკონკრეტო ... და ნათელი იყოს ...
მთავარი არის რომ გამოხმაურება იყოს შინაარსიანი, არგუმენტირებული, კონკრეტული ... ანუ კონფერენციას თავისი არსებობით ღირებულებას უნდა მატებდეს ... ასეთი გამოხმაურება ბევრი კეთდება და მინდა რომ დაფასდეს ... სწორედ ამის გამო ვერ გავავრცელებ ამ ფუნქციას ყველა ავტორიზებულ წევრზე ... ადამიანებს ერთი და იგივე რამეები სხვადასხვანაირად ესმით როგორც წესი ...
ამ კუთხით ველი წინადადებებსაც :)

ყველაზე მაღალი და დაბალი ქულის მფლობელებს რამე ეცვლებათ?
არაფერი გარდა იმისა, რომ მაღალი ქულა იმის მანიშნებელია, რომ ადამიანი ღირებულ კონტრიბუციას აკეთებს საიტზე
და როცა საქმე საქმეზე მიდგება VIP წევრად სწორედ ასეთი ადამიანი არის სასურველი
The Proud Participant of Business Conference
0

გაუზიარე ეს თემა:


Page 1 of 1
  • ახალ თემას ვერ გახსნით
  • ამ თემას ვერ გამოეხმაურებით

1 კითხულობს ამ თემას
0 members, 1 guests, 0 anonymous users

რეკლამა




Link პარტნიორები
განათლება
ISET
შენი განათლების გზამკვლევი
Targmne.com
Students' Business Olympiad

დასაქმება / HR
პირველი HR ბლოგი
Jobsite.ge

ინტერნეტ კატალოგები
Karvasla.com
trubka|ge - ტექნიკის ფასები

მარკეტინგი & PR
ბლოგი PRHYPERMARKET
DAVID.GE 2.0
მარკეტინგული ბლოგი
ქართული ბრენდი
PR გიდი
PR სააგენტო GePRa

PR სააგენტო პროფილი
Publicity.ge
ფაბლისითი ჯგუფი

მედიცინა & ჯანდაცვა
სამედიცინო პორტალი
სამედიცინო ფორუმი

საინფორმაციო
economist.ge
Бизнес Грузия
Грузия Online
Наша Абхазия
Reality.ge
Worldnews.ge

საქართველო
About Georgia
Kutaisi
ტრანსპორტი & ლოგისტიკა
ავტომობილები ჰოლანდიიდან
www.iaa.ge - ავტოპორტალი
www.1auto.ge - ავტოპორტალი

ტურიზმი
Georgian Tourism Association
აჭარის ტურიზმის ასოციაცია
კომპანია ჰარმონია
GeoTourism.ge

უძრავი ქონება
101.ge
IND პროექტი
Privatservice-Tbilisi Real Estate
Rentals.ge Real Estate

შოუ ბიზნესი & მედია
ბათუმის საერთ. კინოფესტივალი
IT & ინტერნეტი
F1 - კომპიუტერული სერვისი
SEO და ინტერნეტ მარკეტინგი
კომპანია BIT
Soft.ge
SMS ქისა
Fonts.ge - ქართული ფონტები
ინტერნეტ ტელევიზია
HelpDesk.Ge
კომპანია Singular-ის ბლოგი

სხვადასხვა
Anonsi.ge
Sanishne.com
Answers.ge
ბლოგი Business Cafe
ბლოგი Event-Lenta





გახდით ჩვენი პარტნიორი