Shalva Gordeziani, 20 June, 2010 - 01:39 -ში, განაცხადა:
სტრატეგიულად ერთში ნამდვილად გეთანხმები - ბილაინი!!!!!
სხვა დანარჩენი ნაკლებად საყურადღებოა ამ ეტაპზე.
"ბილაინი"-ს თემა საინტერესოა, მაგრამ ვერ დაგეთანხმებით, რომ სხვა დანარჩენი მოსაზრებები საყურადღებო არაა. ახლავე მოგახსენებთ რატომ:
- როგორც უკვე აღინიშნა, კომუნიკაციების მარეგურილებელი კომისიის მიერ მობილური ოპერატორებისთვის ურთიერთჩართვის ტარიფის 8 თეთრით შემცირებამ (14,8 თეთრიდან 6,8 თეთრამდე) მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილში შექმნა მოლოდინი, რომ ტარიფები მობილურ კავშრზე უნდა დაწეულიყო - "მაგთმაც" რეაქცია არ დააგვიანა და "ბანი" წარადგინა ბაზარზე;
- 2009 წელს "მაგთის", პირველად მისი არსებობის განმავლობაში, მომხმარებელთა რაოდენობა 78 817-ით შეუმცირდა - შედეგად, "მაგთიმ" დაკარგა ბაზრის ლიდერის სტატუსი (აბონენტთა რაოდენობის მიხედვით) და საკმაოდ შეიმცირა პოზიცია შემოსავლების მიხედვით (განსაკუთრებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ დარგის შემოსავლები 2009 წელს 2008 წელთან შედარებით დაახლოებით 74,4 მილიონი ლარით შემცირდა - 885,518,377-დან 811,153,139-მდე) - პირველ არგუმენტთან ერთად ეს არგუმენტი ქმნის საკმაო მიზეზს "მაგთისთვის", რათა შეეტანა გარკვეული სიახლე მომსახურებაში. (საბაზრო წილების შესახებ ინფორმაციისათვის იხ. სურათი #1);
- იმ შემთხვევაში, თუ მაგთის მიერ ახალი ბრენდის, "ბანის", საზოგადოებისთვის წარდგენა მხოლოდ "ბილაინისთვის" კონკურენციას გულისხმობს, მაშინ ეს სვლა ბევრად უფრო ადრე უნდა გაკეთებულიყო. იმდენად, რამდენადაც "ბანის" შემთხვევაში არ არსებობს არანაირი ტექნოლოგიური სიახლე/know-how (პირიქით, ამ მხრივ "ბანის" შესაძლებლობები მკვეთრად შეზღუდულია სხვა, თუნდაც "მაგთისავე" ბრენდებთან შედარებით) ან რაიმე განსაკუთრებული მარკეტინგული სახის აქტივობა (აქტიური სარეკლამო კამპანია ან სტიმულირების სხვა საშუალებების კომპლექსური გამოყენება), რაც გვაფიქრებინებდა, რომ "მაგთიმ" ეს დრო "ბანის" მომზადებაში დახარჯა, შეგვიძლია ვივარადოთ, რომ ეს ნაბიჯი ძირითადად იყო მყისიერი პასუხი მარეგულირებელი კომისიის მიერ ურთიერთჩართვის ტარიფის შემცირებაზე და შესაბამისად, საზოგადოებაში შექმნილ მოლოდინზე - ფაქტია, რომ "მაგთიმ" ყველა კონკურენტს დაასწრო და, სავარაუდოდ, ბევრად უფრო მეტი ლოიალური მომხმარებელი შეიძინა ბოლო პერიოდის მანძილზე, ვიდრე სხვა მობილური კავშირის კომპანიებმა.
თუმცა, მეორე მხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ საბაზრო წილების შესახებ წარმოდგენილი მონაცემების ანალიზის შედეგად ნათელი ხდება, რომ "მაგთი" საკუთარი პოზიციების შესუსტებას (როგორც აბონენტთა რაოდენობის, ასევე შემოსავლების მიხედვით) ძირითადად სწორედ "ბილაინს" უნდა უმადლოდეს - ბოლო წლის მანძილზე "ბილაინმა" 140 271 ახალი მომხმარებელი მოიზიდა "მაგთის" მიერ აბონენტების დაკარვის პარალელურად. შესაბამისად, "ბანის" გამოჩენა, გარკვეულწილად, "ბილაინისთვის" უფრო ეფექტური კონკურენციის გაწევის იდეასაც შეიძლება მოიცავდეს.
რედაქტორი Saba Javashvili, 20 June, 2010 - 13:33.

დამფუძნებლის მიმართვა



თემა დახურულია!

პიქტოგრამას დააწკაპუნოთ. ამით შეფასდება როგორც კონკრეტული გამოხმაურება, ასევე +1 ქულით გაიზრდება წევრის საერთო რეპუტაცია. Conference.ge-ზე წევრის რეპუტაცია მნიშვნელოვანია!

