მოკლედ, დიდი ინტერესით ვადევნებ თვალს ამ თემას, ჩემთვის ძალიან საინტერესოა. დაახლოებით ბოლო ორი თვეა, რაც ამ მედია არხს ფეისბუქს ვგულისხმობ, აქტიურად ჩავუჯექი. ბუნებრივია, სოციალურ მედიას ჯერჯერობით საქართველოში ისე აქტიურად და წარმატებით ვერ გამოვიყენებთ, როგორც საზღვარგარეთ, თუნდაც იმიტომ, რომ სხვა ქვეყნებში ამ მედია რახების მომხარების გაცილებით დიდი პრაქტიკა და ტრადიცია არსებობს თავად მომხმარებელში, მაგრამ ფაქტი , რომ 400 000 ათასამდე ადამიანი სარგებლობს ფეისბუქით და თან აქ ცდომილება ანუ დე-აქტიური ანგარიშების არსებობა, რომ მინიმალურია ცხადია. მაქსიმუმ 5%-მდე იყოს.
გავითვალისწინოთ ისიც, რომ რეკლამირებას მიზნობრივ აუდიტორიას ზუსტად განსაზღვრავ.
საერთოდ იცით, რა არის? აქაც ”გრუზინული” ამბავი გვჭირს რა. ჯერერთი ფეისბუქის რეკლამა არსებული რეკლამის მსგავსად, ანუ მესიჯის ისეთივე პირდაპირ მატარებლად ვერ ჩაითვლება და რატომ- კლიკი გადაგიყვანთ ან ფეისბუქის გვერდზე ან გარე ვებ-გვერდზე, რომელიმე მათგანი თუ გამართული არ აქვს რეკლამის განმათავსებელს, რეკლამის ეფექტურობა განახევრებულია. მეორე- ფეისბუქის რეკლამა არ არის და ვერც იქნება გაყიდვების გაზრდაზე მიზანმიმართული, ეს ინფორმაციის გამავრცელებელი არხია, ისე რომელი რეკლამაა (პრომოს არ ვგულისხმობ) ასე პირდაპირ გაყიდვებზე მიბმული? და მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი- ფეისბუქის რეკლამა არ შეიძლება იყოს ერთადერთი და ძირითადი, ეგ არის დამხმარე , სტიმულირებადი არხი.
და საერთოდ რა ფეისბუქზეა საუბარი, როცა მიუხედავად იმისა, რომ ფეისბუქი დეტალურ ახსნას იძლევა, თუ როგორ განათავსო რეკლამა და საკუთარი გვერდი, მაინც ქართველი მეწარმეები საკუთარი ბიზნესისთვის ხსნიან პირად ანგარიშს და არა მსგავსი საქმიანობისთვის განკუთვნილ გვერდს.
ისე ზოგადად სოციალური მედია და შესაბამისად რეკლამა არ არის ტრადიციული რეკლამის პრინციპის მატარებელი, ანუ ის არ იძლევა დაპირებებს, არ უნდა იძლეოდეს დაპირებეს და საკუთარ აზრს არ უნდა ახვევდეს მომხმარებელს, აქ სრულიად განსხვავებული პრინციპი მუშოაბს: ”ვიდრე ილაპარაკებდე მოუსმინე!”
რაც შეეხება სტატიებს, წავიკითხე, პირველი ყურადღებით, მეორე-ისე რა. და სიმართლე გითხრა სტატიის სათაური შინაარს ეწინააღმდეგება. სტატიაში უფრო მეტი დადებითია ნათქვამი, ვიდრე უარყოფითი, როგორც ეს სათაურში იკვეთება.
ხო, ასეთი ვრცელი ომენტარისთვის, ბოდიში მომითხოვია.
სურათის ჩასმა მინდოდა და ვერ შევძელი. კომპიუტერიდან უნდა ამეტვირთა.
რედაქტორი Nina Jinjolava, 22 July, 2010 - 00:08.