ეს ჩემი პირველი თემაა ამ ფორუმზე.
მინდოდა ცოტა მოკლედ გადმომეცა ჩემი სათქმელი, მაგრამ მეტად ვეღარ შევამცირე.
დაახლოებით 1 თვის წინ მე და ჩემმა მეგობარმა გამოვუშვით წიგნი "პლასტიკური ბარათები". ეს გახლავთ პირველი ნაწილი სერიისა "პლასტიკური ბარათიდან ელექტრონულ ფულამდე".
წიგნზე მუშაობა ჯერ კიდევ მაშინ დავიწყეთ, როცა უნივერსიტეტში ვსწავლობდით, II კურსზე. მას შემდეგ ბევრი იდეა გვქონდა, თუმცა ბოლოს შევჩერდით სწორედ პლასტიკური ბარათებისა და ელექტრონული ფულის თემაზე. ახლა ვისაუბრებ I ნაწილზე "პლასტიკური ბარათები".
ნებისმიერმა ჩვენგანმა ვიცით, რომ პლასტიკური ბარათების საკითხი ამჟამად ძალზედ აქტუალურია ჩვენს ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ პლასტიკური ბარათების ბაზარი საკმაოდ დიდი ხანია, რაც დამკვიდრდა, იგი ახლაც განვითარების სტადიაზეა. ამასთან, უმეტესობას პლასტიკურ ბარათებზე მხოლოდ ზოგადი წარმოდგენა აქვს და მე პირადად ვიცნობ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც ჰგონიათ, რომ პლასტიკური ბარათი მხოლოდ ბანკომატში გამოსაყენებლად და ხელფასის ასაღებად გამოიყენება.
ჩვენი წიგნის პირველი ნაწილი "პლასტიკური ბარათები" - ეს არის პირველი ქართული წიგნი, რომელიც მთლიანად ეხება პლასტიკური ბარათების თემას. აღწერილია პლასტიკურ ბარათებთან დაკავშირებული მრავალი აქტუალური საკითხი, რომლებიც მსოფლიო გამოცდილებას ეფუძნება, ამასთან, ცალკე თავში დახასიათებულია საქართველოს საბანკო პლასტიკური ბარათების ბაზარი.
წიგნის ძირითადი ნაწილი ეთმობა საბანკო პლასტიკურ ბარათებს. განხილულია ისეთი საკითხები, როგორებიცაა:
* რა არის საბანკო ბარათი;
* რა სახეობის საბანკო ბარათები არსებობს;
* როგორ უნდა გავხდეთ საბანკო ბარათის მფლობელი;
* როგორ უნდა ვისარგებლოთ საბანკო ბარათით;
* რა არის იმპრინტერი;
* რა არის პოს-ტერმინალი;
* რა უსაფრთხოების ზომები უნდა დავიცვათ საბანკო ბარათით სარგებლობისას;
* როგორ გამოვიყენოთ ბანკომატი;
* ამჟამად ყველაზე მეტად გავრცელებული საერთაშორისო საგადამხდელო სისტემების (Visa, MasterCard, American Express და სხვ.) მიმოხილვა;
* საქართველოს საბანკო პლასტიკური ბარათების ბაზარი;
* და სხვა მრავალი საინტერესო საკითხი.
ამას გარდა, ცალკე თავი ეთმობა არასაბანკო პლასტიკურ ბარათებს (დისკონტური ბარათები, კლუბური ბარათები, სასაჩუქრე ბარათები და ა. შ.), რათა ნებისმიერმა მკითხველმა შეძლოს, განასხვავოს საბანკო და არასაბანკო პლასტიკური ბარათების ესა თუ ის სახეობა.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ წიგნი საინტერესო იქნება როგორც პლასტიკური ბარათების არსებული მფლობელებისათვის, ასევე იმათთვისაც, ვინც მხოლოდ ახლა აპირებს, პლასტიკური ბარათის მფლობელი გახდეს. წიგნის წაკითხვის შემდეგ, თქვენ აღარ დაგჭირდებათ იმის კითხვა, თუ როგორ აიღოთ ბანკში ამა თუ იმ სახეობის საბანკო ბარათი, როგორ გამოიყენოთ იგი სავაჭრო ობიექტებში, ინტერნეტში ან ბანკომატში. ამ და სხვა აუცილებელ ნიუანსებს მოცემული წიგნი გასწავლით.
როგორც უკვე აღვნიშნე, საქართველოში აქამდე მსგავსი წიგნი ჯერ არ გამოსულა და მიგვაჩნია, რომ ბევრისთვის გამოსადეგი წიგნი იქნება.
უახლოეს მომავალში გამოვა წიგნის მეორე ნაწილი "ელექტრონული ფული". თუმცა, ამით ყველაფერი არ დასრულდება და მომავალში იგეგმება არანაკლებ საინტერესო და აქტუალურ თემებთან დაკავშირებული წიგნების გამოშვება.
რასაკვირველია, წიგნს ჰყავს თავისი რეცენზენტები, რედაქტორები და სტილისტი. წიგნი დაიბეჭდა გამომცემლობა "ფორმაში".
წიგნის მოცულობა 334 გვერდს მოიცავს.
იმისათვის, რომ მკითხველს გაუადვილდეს შინაარსის სწორად აღქმა, წიგნში განმარტებულია უცხო ტერმინები (ძირითადად, ფინანსურ-ეკონომიკური). მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი განმარტებული და მოთავსებულია სპეციალურ ჩარჩოებში, რომლებიც შესაბამისი ტერმინის გვერდითაა. დანარჩენი ტერმინების განმარტებანი კი შესაბამისი თავის ბოლოსაა მოცემული.
თუ ვინმე დაინტერესდებით და დამატებითი შეკითხვები გაგიჩნდებათ, მზად ვარ, ვუპასუხო ნებისმიერ მათგანს, რადგან ერთ პოსტში ყველაფერზე საუბარი რთულია.
თუ წიგნის შეძენის სურვილი გაგიჩნდებათ, შეგიძლიათ პირდაპირ აქ დაწეროთ, მომწეროთ PM-ის საშუალებით, დამიკავშირდეთ ელექტრონულ ფოსტაზე - kote.iuldashevi@gmail.com ან დამირეკოთ შემდეგ ნომრებზე: (822) 30 43 56; 857 273 441
წიგნის ღირებულებაა 20 ლარი.
შეიძლება ზოგიერთმა იფიქროთ, რომ შედარებით მაღალი ფასია, მაგრამ იმდენი შრომაა ჩადებული ამ წიგნში, რომ ამაზე ნაკლებს ვერ ვიტყოდით. დაფინანსებასთან გარკვეული პრობლემები გვქონდა, რის გამოც 7-ჯერ მაინც მოგვიწია მონაცემების შეცვლა და სანამ დაიბეჭდებოდა წიგნი, უამრავი დაბრკოლების გადალახვა მოგვიწია, მაგრამ საბოლოოდ მაინც მივაღწიეთ ჩვენს მიზანს და ახლა გვინდა, ჩვენი შრომა სხვასაც ვუჩვენოთ.
ესეც წიგნის წინა ყდა:

თუ ვინმეს სურვილი ექნება, შემიძლია წიგნის სარჩევი დავდო.
Kote Iuldashevi-მა მოახდინა გამოხმაურების რედაქტირება 20 July, 2010 - 13:16

Help



მულტიციტირება










