ნახტომი

კრეატიული ქართული რეკლამა- ბალი სულ სხვაა

გამოხმაურებათა რაოდენობა: 27

#1 Nina Jinjolava

L3: კომპეტენტური

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 719 გამოხმაურება

დაწერილია 24 August, 2010 - 22:08

პოპულარული

მოგესალმებით,

დღეს ჩემმა ერთმა მეგობარმა ფეისბუქზე აღნიშნა, ქართულ რეკლამებს რომ ვუყურებ, პრეზიდენტის შეკითხვა მახსენდება ეგრევეო, ჩვენ რა ზანგები ვართ? არ ვიცი, რომელი რეკლამა იგულისხმა თეონამ, მაგრამ დღეს ბალის რეკლამა-ზე ზუსტად იგივე შეკითხვა თუ არა, მსგავსი დამებადა: >ჩვენ რა კრეატივი არ გაგვაჩნია?” თუ ”გვაბოლებენ?” .
მართლა გული დამწყდა, რადგან მაგთი არ არის ის კომპანია, რომელსაც რეკლამების მითვისება სჭირდებოდეს, არც ჩვენ ვართ იმდენად ”გოიმები”, რომ მსოფლიოში რა ხდება სარეკლამო ინდუსტრიაში, მაინცამაინც ამ დონეზე არ გვესმოდეს. არ ვიცი, ალბათ ელოდებიან, როდის აღფრთოვანდება საზოგადოება და იტყვის, მაგთიმ ეს რა ახალი სიტყვა თქვაო, მაგრამ რაღა ახალი, როცა არც მეტი არც ნაკლები, მსოფლიოში ცნობილ რეკლამას აკოპირებს? იდეა მოგეწონა?- კი ბატონო, ისარგებლე, მაგრამ ადგე და დააკოპირო, კარგით რაა!
რაზე ვსაუბრობ, დააკვირდით ჩემს სურათებს და ნახავთ. აი ლინკიც, უცხოური დედნის: ნახეთ და დატკბით, თუმცა იგივე განცდა, ბალის რეკლამაზე აღარ დაგეუფლებათ.

სურათებს დააკვირდით და დასკვნა თქვენთვის მომინდია. ის კი ცხადია, რომ ”გვეყო ბატონო, ჩვენც გაგვეგება რაღაც!” და რეკლამა ანტირეკლამად არ უნდა აქციოთ!

თანდართული ფაილ[ებ]ი

• თანდართული ფაილი  bali.JPG (45.28კ)
ჩამოტვირთვების #: 29
• თანდართული ფაილი  rethink 1.JPG (36.25კ)
ჩამოტვირთვების #: 26
• თანდართული ფაილი  bali 3.JPG (51.55კ)
ჩამოტვირთვების #: 26
• თანდართული ფაილი  rethink 3.JPG (32.47კ)
ჩამოტვირთვების #: 26
• თანდართული ფაილი  bali 5.JPG (39.64კ)
ჩამოტვირთვების #: 25
• თანდართული ფაილი  rethink 5.JPG (42.87კ)
ჩამოტვირთვების #: 24

რა რეპუტაცია გაქვთ Conference.ge-ზე ? გახსოვდეთ, აქ თქვენ შეგიძლიათ შეაფასოთ თითოეული დარეგისტრირებული წევრის გამოხმაურება. ამისათვის საჭიროა გამოხმაურების ბლოკის ქვედა მარჯვენა კუთხეში პიქტოგრამას დააწკაპუნოთ. ამით შეფასდება როგორც კონკრეტული გამოხმაურება, ასევე +1 ქულით გაიზრდება წევრის საერთო რეპუტაცია. Conference.ge-ზე წევრის რეპუტაცია მნიშვნელოვანია!

#2 Medea Tskhvariashvili

L2: კვალიფიცირებული

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 241 გამოხმაურება

დაწერილია 25 August, 2010 - 00:49

ნინო,

მაგთისაგან აღარაფერი მიკვირს მას შემდეგ, რაც Adobe-ს ლოგო გამოიყენა, მაგრამ ის კონკრეტული რეკლამა, რომელზეც აქ საუბრობ, ალბათ უნდა მიხაროდეს რომ არ მინახავს? :)

#3 Ako Akhalaia

L3: კომპეტენტური

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 768 გამოხმაურება

დაწერილია 25 August, 2010 - 02:37

ტეხავს.. მაგთისგან ეს ტეხავს, იმედია მისი თანამშრომლები რამე განცხადებას გააკეთებენ და უფროგ აგურებრობა მგონია, (ბოლომდე ვიტოვებ იმედს, რომ მაგთის ხალხმა არ იცოდა და ვიღაც შუამავალმა შეასაღა თავის იდეად)

THINK DIFFERENT!
"People who are crazy enough to think they can change the world, are the ones who do"
"no respect for the status quo"

#4 George Chkhikvishvili

L4: გამოცდილი

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 826 გამოხმაურება

დაწერილია 25 August, 2010 - 10:35

მე როგორც ვიცი მაგთის სერიოზული პრობლემებია აქვს შემოსავლებთან, მაგის გამოს ბევრი დაითხოვეს, სოციალური პროგრამებია შეამცირეს და ეტყობა რეკლამაშიც თანხების ეკონომიის გზას დაადგნენ...
Analyst/Software Designer
Biletebi.ge
ads.Karvasla.com
Survey.ge

tel: +995 97 556563
E-mail: gio_ch@hotmail.com

#5 Shalva Gordeziani

L3: კომპეტენტური

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 716 გამოხმაურება

დაწერილია 25 August, 2010 - 11:02

ნინო მოგესალმები,

სხვათაშორის მე მინდოდა დღეს სწორედ მაგ საკითხზე დამეწერა. ანუ შენც შეამჩნიე.
მესმის იდეა მოგეწონოს, მაგრამ სრულად გადახატო? ეგ უკვე მეტისმეტია.
მარაზმია მოკლედ. ასეთი კოპირება ვფიქრობ სერიოზული პლაგიატობაა.
საერთოდ ვინ უკეთებს მაგათ რეკლმაებს?
პატივისცემით,

შალვა გორდეზიანი
"MSG" - Media Services Group
marketing@msg.com.ge
[url="http://www.partisani.ge

#6 Nina Jinjolava

L3: კომპეტენტური

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 719 გამოხმაურება

დაწერილია 25 August, 2010 - 11:45

ალბათ ბევრს ჯერ კიდევ არ აქვს ნანახი, შედარებისთვის აგერ ლინკიც: http://www.myvideo.g...ideo_id=1038880

სასურველია, თუ მსგავსი შეცდომებს კომპანიები აღარ დაუშვებენ.

#7 Medea Tskhvariashvili

L2: კვალიფიცირებული

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 241 გამოხმაურება

დაწერილია 25 August, 2010 - 11:58

ნინო,

მადლობა ბმულისთვის, ნამდვილად არ მქონდა ნანახი, და მართლა არ მეგონა რამის ასე "გადახატვა" თუ შეიძლებოდა, ყველაფერს ხომ თავისი ზღვარი აქვს (თითქოს) :(

გიორგი,

რეკლამაში თანხებს მემგონი უკვე დიდი ხანია ზოგავს მაგთი, ყოველ შემთხვევაში იმ თანხებს, რაც რეკლამის შექმნისთვის (და არა გაშვებისთვის) არის საჭირო...

#8 George Chkhikvishvili

L4: გამოცდილი

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 826 გამოხმაურება

დაწერილია 25 August, 2010 - 12:56

ხოდა ბიზნესია, რას ერჩით? შეიძლება ის, რაც აკრძალული არ არის. კანონი ეტყობა არ კრძალავს მასეთ გადმოკოპირებას და აკეთებენ. რაც შეეხება მორალურ მხარეს, მაგ დაზოგილი თანხით 2-3 კაცს შეუნარჩუნდება ადგილი კომპანიაში ასე რომ აქაც გააჩნია რა კუთხით შეხედავ.

რედაქტორი George Chkhikvishvili, 25 August, 2010 - 13:00.

Analyst/Software Designer
Biletebi.ge
ads.Karvasla.com
Survey.ge

tel: +995 97 556563
E-mail: gio_ch@hotmail.com

#9 Shalva Gordeziani

L3: კომპეტენტური

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 716 გამოხმაურება

დაწერილია 25 August, 2010 - 23:58

საღამო მშვიდობისა კოლეგებო,

გიორგი, არავინ იცის დაზოგა თუ არა მაქთიმ თანხები სარეკლამო კამპანიაში.
და საერთოდ მგონი აქ მარტო მაქთის პრობლემა არ უნდა იყოს. ვფიქრობ (და ძაანაც მეეჭვება), რომ ყველაზე დიდი პრობლემა სარეკლამო სააგენტოს აქვს, რომელიც ფიქრობს, რომ არავინ ადაევნებს თვალს თუ რა ხდება მსოფლიოში და გაუვა. ამით ცხადია საკმაოდ დიდ დარტყმას აყენებს დამკვეთს, ხოლო ჩვენ თვალებში ნაცარს გვაყრის და "გვაბოლებს" თავისი კრიატიული ნიჭით.

ნინო, მგონი შენ ისე ხარ "გაცეცხლებული", რომ გამარჯობის თქმაც კი დაგავიწყდა ;)
პატივისცემით,

შალვა გორდეზიანი
"MSG" - Media Services Group
marketing@msg.com.ge
[url="http://www.partisani.ge

#10 George Chkhikvishvili

L4: გამოცდილი

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 826 გამოხმაურება

დაწერილია 26 August, 2010 - 11:00

სალამი შალვა,

მე ვიცი სხვა წყაროებიდან რომ მაგთის მოგება მკვეთრად შემცირდა, ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. გარდა ტარიფების ვარდნისა ამის წინაპირობა დიდწილად იყო ოპტიკური ინტერნეტ ქსელი, რომელშიც მაგთიმ დიდი ფული ჩადო და რომელიც დღემდე არ მუშაობს. ლოგიკურია რიმ ივარაუდო რომ კომპანია ცდილობს ხარჯების შემცირებას ყველა მიმართულებით, მათ შორის რეკლამაშიც (იგულისხმება შექმნა).

მეორე მხრივ სარეკლამო კომპანიისთვის მაგთი არის ისეთი კლიენტი რომელსაც უფრთხილდებიან. სიტყვაზე, თვენ, როგორც სარეკლამო კომპანია, გარისკავდით თქვენს გენერალურ დამკვეთთან ეგეთ თამაშს (ეტყოდით რომ რეკლამა თქვენი შექმნილია როცა იუთუბზე საჯაროდ დევს ორიგინალი)? სავარაუდოდ მაგთი ყველაფრის საქმის კურსში იყო, სარეკლამომ შესთავაზა "იაფი და ეფექტური კომპრომისი" და მაგთიმაც მიიღო.

რაც შეეხება თვითონ რეკლამას, გადმოკოპირებულია თუ არა, ამას მიხვდება მაქს აუდიტორიის 1% და რეკლამის ეფექტურობას ეს არანაირად არ აზარალებს, უფრო პირიქით კარგი კრეატივი კომპანიის იმიჯს გააძლიერებს. თქვენ რასაც ამბობთ უფრო შიდა ამქრული ეთიკური საკითხებია, რეალურ შედეგზე მათი გავლენა მცირეა. რეალობა ის არის რომ რაღაც მომენტში კონკურენტებსაც მოგიწევთ ეგეთი მეთოდებით მუშაობა, სანამ არ იქნება კანონი საავტორო უფლებების შესახებ. ...და დამიჯერეთ ესეთი რამე მარტო თქვენს სფერში არ ხდება.

რედაქტორი George Chkhikvishvili, 26 August, 2010 - 11:01.

Analyst/Software Designer
Biletebi.ge
ads.Karvasla.com
Survey.ge

tel: +995 97 556563
E-mail: gio_ch@hotmail.com

#11 Nina Jinjolava

L3: კომპეტენტური

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 719 გამოხმაურება

დაწერილია 26 August, 2010 - 16:23

მოგესალმებით ყველას.

შალვა, მაპატიე, შენიშვნა მიღებულია :) .

გიორგი,

შენი მსჯელობა საკმაოდ საფუძვლიანია, სავარაუდოდ სარეკლამო კომპანია ვერ გაბედავდა მაგთისთან ასეთ თამაშს, მაგრამ არც ისაა, გამორიცხული უბრალოდ მოესინჯათ.
რაც შეეხება იმ მოსაზრებას, თუ რამდენად გაუვა მაგთის ეს ხრიკი თანხების დაზოგვაზე, არა მგონია დიდი თანხები დაეზოგა ამით, ეგ ერთი და მეორეც, ის რომ ამას მიზნობრივი აუდიტორიის 1 % მიხვდება მხოლოდ, და საერთოდ ამ სტილით მუშაობა, ჩემთვის და ალბათ უმრავლესობისთვის მიუღებელია და უპირველეს ყოვლისა ბრენდის იმიჯს ლახავს.
დღეს უკვე მომხმარებლის აღქმისა და შეფასების უნარი რეფორმის პროცესშია და ადრე თუ კომპანია მომხმარებლის იძულებით ყიდდა პროდუქციას :იყიდე, იყიდეს" გაიძახოდა, დღეს მომხმარებელს კითხვა უჩნდება: " და რატომ უნდა ვიყიდო? რა უპირატესობა გაქვს?" ანუ ამით ცდილობს მის მოთხოვნებზე გახადოს კომპანია ორიენტირებული. ამ მიმართულებამ ხელი შეუწყო ბრენდის ინსტიტუტის სრწაფ განვითარებას, ვყიდულობთ არა მხოლოდ პროდუქტს, არამედ დაპირებას, რაც ჩვენს შეგრძნებეზე, სოციალურ და ფსიქოლოგიურ გამოხატულებებზე ახდენს გავლენას და უსვავს ხაზს.
ახლა თუ მაგთი მომატყუებს, და უპირველესად ჩემზე დაზოგავს თანხას, პირადად მე და ალბათ ბევრ მომხმარებელს არც ექნება სურვილი მაგთის თანხა გადაუხადოს. დღეს პროდუქტს ხარისხობრივი თვალსაზრისით ორი შემცვლელი მაინც მოეპოვება საქართველოში და ისედაც შემცირებულ ბიუჯეტს, კიდევ დიდ დარტყ,ას მიაყენებს.

ამ პოსტის გახსნის მიზანი, არ იყო მაგთის ან მისი რეკლამის დამამზადებელი კომპანიის მხილება, არამედ უბრალოდ ხაზი გავუსვი " ნუ გვაბოლებთ–თქო". მაგალითი იქნება როგორც სარეკლამოების, ასევე ზოგადად მარკეტოლოგებისთვის.

#12 Shalva Gordeziani

L3: კომპეტენტური

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 716 გამოხმაურება

დაწერილია 27 August, 2010 - 10:26

ნინო მოგესალმები,

სარეკლამო კამპანია (ჩვენთან განსაკუთრებით)ხშირ შემთხვევაში ცდება რეალობას და გარკვეულწილად "დაბოლების" მექნიზმად გადაიქცევა ხოლმე.რას იზამ ეს მწარე რეალობაა.
პატივისცემით,

შალვა გორდეზიანი
"MSG" - Media Services Group
marketing@msg.com.ge
[url="http://www.partisani.ge

#13 George Chkhikvishvili

L4: გამოცდილი

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 826 გამოხმაურება

დაწერილია 27 August, 2010 - 12:32

იხილე გამოხმაურებაNina Jinjolava, 26 August, 2010 - 16:23 -ში, განაცხადა:

ის რომ ამას მიზნობრივი აუდიტორიის 1 % მიხვდება მხოლოდ, და საერთოდ ამ სტილით მუშაობა, ჩემთვის და ალბათ უმრავლესობისთვის მიუღებელია და უპირველეს ყოვლისა ბრენდის იმიჯს ლახავს.

ნინო სალამ :)

ეგ რომ იყოს რამე ექკლიზიური, საცალო პროდუქტი დაგეთანხმებოდი, მაგრამ საქმე გვაქვს მას-პროდუქტთან სადაც არის ბრმა სტატისტიკა: ნახა მილიონმა, იყიდა 10 ათასმა და მასეთ სტილში... 1000-მა მცოდნემ მაგთი დაიჭირა ტყუილში, იქიდან 500-მა უარი თქვა, მაგთი თავისი 200 ათასი აბონენტით ამას ვერც იგრძნობს. მასე მიშასაც სულ იჭერენ ტყუილებში ვინც საქმის კურსშია მარა აკლდება რამე? :) )

ციტატა

რაც შეეხება იმ მოსაზრებას, თუ რამდენად გაუვა მაგთის ეს ხრიკი თანხების დაზოგვაზე, არა მგონია დიდი თანხები დაეზოგა ამით.

თანხებთან დაკავშირებით ალბათ გეთანხმები, მარა მოდი ვიმსჯელოთ. დაუშვათ შეიცვალა კანონი (რაც მართლა მოხდა, ურთიერთჩართვის ტარიფი დაწიეს) და საჭირო გახდა ახალი ტარიფის შემოღება, რომელიც მინიმალურ ვადაში უნდა გაპიარდეს (კონკურენტებიც არ სთვლემენ :) ). დაიწყო ეხლა მენეჯერმა ფიქრი, სანამ იდეას გამოვაკრისტალებ, სანამ რეჟისორს ვიპოვი, სანამ მასალას ვნახავ, მერე და რა ხარისხის გამოვა, კაცმა არ იცის! შეიძლება მომიწიოს რამდენჯერმე თავიდან დაწყება, არადა მაქვს სულ 1 კვირა (მერე დაგვიანდება), თან ფინ-მენეჯერიც მოღრეცილი სახით დადის, ვერ დაელაპარაკები "პა დუშამ", ცალკე ჰუფროსობაც არ მასვენებს "ე ბიჭო დროზე დროზეო!". მოკლედ კაცმა არც აცია არც აცხელა 3 უძილო ღამის შემდეგ მივიდა და უთხრა: აი ზუსტად ესეთი მინდა! 1 კვირაში! "შაგ ვლევო შავ ვპრავო რასტრელ!" :) ნუ, გამოაცხვეს ამათმაც და... განყოფილებამ მიიღო პრემია, რადგან ჯეოსელს დაასწრეს 3 დღით. ზიან ეხლა სუში ბარში, ხარჯავენ პრემიას იმ შეგნებით რომ ყველა კმაყოფილია და სულ არ ანაღვლებთ ვიღაცა თუ გარედან ყვირის პლაგიატ, პლაგიატო... :(

ციტატა

ახლა თუ მაგთი მომატყუებს, და უპირველესად ჩემზე დაზოგავს თანხას, პირადად მე და ალბათ ბევრ მომხმარებელს არც ექნება სურვილი მაგთის თანხა გადაუხადოს. დღეს პროდუქტს ხარისხობრივი თვალსაზრისით ორი შემცვლელი მაინც მოეპოვება საქართველოში და ისედაც შემცირებულ ბიუჯეტს, კიდევ დიდ დარტყ,ას მიაყენებს.

ისე რაც შეეხება ბრენდის იმიჯს, არც მაგთი, არც გეოსელი არც ბილაინი ტარიფებთან მანიპულაციის გამო აღარავისში დიდი ნდობით აღარ სარგებლობს. მაგალითად, ირჩევ გაპიარებულ 9 თეთრიან ტარიფს და სინამდვილეში აღმოჩნდება რომ პირველი 2 წუთი 18 თეთრია. და ამას აკეთებს ყველა! ასე რომ არ დგას საკითხი ისე რომ "დეკადამი სოზდანნოე დობროე იმია..." დ.ა.შ. ვინც უკეთეს ტარიფს შემოიღებს და სხვაზე ადრე გააპიარებს ის იგებს, დააგვიანე? რაც არ უნდა კარგი რეკლამა იყოს, კლიენტი უკვე წავიდა.
Analyst/Software Designer
Biletebi.ge
ads.Karvasla.com
Survey.ge

tel: +995 97 556563
E-mail: gio_ch@hotmail.com

#14 Tariel Zivzivadze

L8: პროფესიონალი

• Members
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 11,777 გამოხმაურება

დაწერილია 27 August, 2010 - 19:03

ყველას მოგესალმებით :)

დიდი ხანია არ შემოვსულვარ ...

საინტერესოა რამდენი თქვენგანი იტყვის უარს მაგთის პროდუქტებზე ამ რგოლის ნახვის შემდეგ?
მოსახლეობის 99.999 % ვერც გაიგებს ვერაფერს და თუ გაიგებს მალე დაავიწყდებათ

ეგაა რა ...
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
პროფესიონალი ბიზნეს ტრენერი და კონსულტანტი
დირექტორი @ MARNET Associates LLC
მობ: 995 77 73 79 64
E-mail: admin@marketing.ge

კომპანიის ვებსაიტი
Linkedin Profile

პირადი პროექტები:
საერთაშორისო სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადა - ჩადეთ ფული განათლებაში!
ონლაინ ბიზნეს საკონსულტაციო ვებსაიტი - ინფორმაცია, კონსულტაცია & კავშირები

#15 Nina Jinjolava

L3: კომპეტენტური

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 719 გამოხმაურება

დაწერილია 27 August, 2010 - 19:36

საღამო მშვიდობისა,

ხო, მაგრამ ტარიელ, ასეთი მიდგომით მუშაობა არა სწორია, ყველაფერი გაგვივა და მიზანი არ ამართლებს ყოველთვის საშუალებას. სხვა რომ არაფერი არაეთიკურია რა.

#16 Medea Tskhvariashvili

L2: კვალიფიცირებული

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 241 გამოხმაურება

დაწერილია 27 August, 2010 - 23:44

იხილე გამოხმაურებაTariel Zivzivadze, 27 August, 2010 - 19:03 -ში, განაცხადა:

საინტერესოა რამდენი თქვენგანი იტყვის უარს მაგთის პროდუქტებზე ამ რგოლის ნახვის შემდეგ?
მოსახლეობის 99.999 % ვერც გაიგებს ვერაფერს და თუ გაიგებს მალე დაავიწყდებათ

რამდენმა თქვა უარი ლიკანის დალევაზე როცა გადიოდა რეკლამა, თუ როგორ ხტოდა ნაბეღლავის ბოთლი და ვერ უტოლდებოდა ლიკანს? ამასაც ხომ მიხვედრა არ ჭირდებოდა?

რამდენმა თქვა უარი სანტეს პროდუქციაზე მას შემდეგ, რაც დამჟავებულ ხაჭოს ყიდდა საცალო ქსელში?

ერთი მერცხლის ჭიკჭიკს გაზაფხული არ მოყავს, მაგრამ თვალების დახუჭვა და გაჩუმება როგორია? :(

#17 Tariel Zivzivadze

L8: პროფესიონალი

• Members
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 11,777 გამოხმაურება

დაწერილია 28 August, 2010 - 08:20

სწორედ მაგიტომაა კარგი რომ ამის შესახებ ვსაუბრობთ ...

თუმცა,
მე არ ვამართლებ პლაგიატს, მაგრამ მსგავსი რამეების კეთება ნებისმიერ შემთხვევაში დარჩება იაფ ალტერნატივად ...
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
პროფესიონალი ბიზნეს ტრენერი და კონსულტანტი
დირექტორი @ MARNET Associates LLC
მობ: 995 77 73 79 64
E-mail: admin@marketing.ge

კომპანიის ვებსაიტი
Linkedin Profile

პირადი პროექტები:
საერთაშორისო სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადა - ჩადეთ ფული განათლებაში!
ონლაინ ბიზნეს საკონსულტაციო ვებსაიტი - ინფორმაცია, კონსულტაცია & კავშირები

#18 Nina Jinjolava

L3: კომპეტენტური

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 719 გამოხმაურება

დაწერილია 05 September, 2010 - 23:13

ისე არ შეიძლება ჩვენთან ჩამოყალიბდეს, რამე სააგენტო ან რაღაც დაწესებულება, რომელიც რეკლამის მონოტორინგს განახორციელებს, ხარისხობრივი თვალსაზრისით, ორიგინალობის და ა.შ და ა.შ?

პარლამენტთანაც ემუშავა მჭიდროდ და რეკლამის კანონდმებლობაც დაიხვეწებოდა... :(

#19 Tariel Zivzivadze

L8: პროფესიონალი

• Members
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 11,777 გამოხმაურება

დაწერილია 07 September, 2010 - 09:26

კანონში რეკლამის შესახებ ჩაამატეს პუნქტები შეცდომაში შემყვანი რეკლამის თაობაზე და მაგთის და ჯეოსელს მგონი მოსცხეს კიდეც ამის საფუძველზე
მაგრამ ეს დიდი კომპანიები ჩანან ...
მათ მიღმა ბევრი პატარა კომპანიაა, რომელსაც დასახვეწი კიდევ ბევრი აქვს

ზედმეტი ჩარევა ორიგინალობასა და ა.შ. არ შეიძლება სახელმწიფოს მხრიდან ...
აი საზოგადოების რომელიმე ნაწილი თუ მოინდომებს რაღაცის გაკეთბას ამ კუთხით - ეს უკვე კი ბატონო, საზოგადოების რეაქციად ჩაითვლება

მაგრამ მაგას ფული უნდა ...
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
პროფესიონალი ბიზნეს ტრენერი და კონსულტანტი
დირექტორი @ MARNET Associates LLC
მობ: 995 77 73 79 64
E-mail: admin@marketing.ge

კომპანიის ვებსაიტი
Linkedin Profile

პირადი პროექტები:
საერთაშორისო სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადა - ჩადეთ ფული განათლებაში!
ონლაინ ბიზნეს საკონსულტაციო ვებსაიტი - ინფორმაცია, კონსულტაცია & კავშირები

#20 Nina Jinjolava

L3: კომპეტენტური

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 719 გამოხმაურება

დაწერილია 07 September, 2010 - 22:07

მოკლედ ჩავუსაფრდი გიგანტებს :) ასე გამოვიდა ყოველ შემთხვევაში.

მახსოვს პირველად, ჯეოსელის ე.წ ”ტრეილერი” რეკლამა, ჯერ თავიდან დიდი ყურადღებით ვუყურე, ახალი ქართული ფილმია და აბა გავიგო რა გააკეთეს-მეთქი. ძალიან ვგულშემატკივრობ ეროვნულ კინოგადაღებებს. არც მიმიქცევია 877-ს შემქნელებისგანო, რომ ახსენეს. მოკლედ ძალიან მომეწონა იდეა, და რეკლამის არსი.
დღეს ისევ მოვკარი თავლიუ შემოკლებულს, და ვეღარ გაქაჩა. ახსენეს თუ არა 877 შემნქელიო, რეკლამაა მეთქი და თავი გავაქნიე.
ახლა დავაფიქსირე. რომ შემოკლებული რეკლამა კი ზოგავს ხარჯს, მაგრამ როცა ახალი ინფორმაციის მიწოდება გინდა, ჯობია თანხა არ დაზოგო, თორემ ეფექტური არ გამოდის.
თან ლაი-ლაის მომხმარებელი ვარ. :)

მას შემდეგ რაც ზუმის წევრად გახდომა გადავწყვიტე და გაწევრიანების ნაცვლად ნაგლად ამახიეს ფული, ხოლო მათი ტექნიკური მიზეზით, რომელზეც პასუხი არ აგეს, არც კი გამაცევრიანეს, არც ერთ აქციაში არ ჩავრთულვარ, და მხოლოდ ნომრის გამოცვლა რომ არ მინდა, ამიტომ იძულებით მათთან ვარ. :(

1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

Link პარტნიორები
ბიზნესის დაგეგმვა
MARNET Associates LLC

განათლება
ISET
შენი განათლების გზამკვლევი
Targmne.com
International Students' Business Olympiad

დასაქმება / HR
Staff.ge

ინტერნეტი & IT
FreeShop.Ge
Karvasla.com
SEO და ინტერნეტ მარკეტინგი
კომპანია BIT
SMS ქისა

Fonts.ge - ქართული ფონტები
კომპანია Singular-ის ბლოგი
Anonsi.ge
Sanishne.com
ბლოგი Business Cafe
ბლოგი Event-Lenta

ინფორმაცია
Enthusiast.ge
Бизнес Грузия
Reality.ge
Worldnews.ge

მარკეტინგი & PR
ბლოგი MSG Partisani
ბლოგი PRHYPERMARKET
DAVID.GE 2.0
მარკეტინგული ბლოგი

ქართული ბრენდი
PR გიდი
PR სააგენტო GePRa
PR სააგენტო პროფილი
Publicity.ge
ფაბლისითი ჯგუფი

მედიცინა & ჯანდაცვა
სამედიცინო პორტალი
სამედიცინო ფორუმი

საქართველო
About Georgia
Kutaisi

ტრანსპორტი & ლოგისტიკა
ავტომობილები ჰოლანდიიდან
1auto.ge

ტურიზმი
Georgian Tourism Association
კომპანია ჰარმონია
გლობალ სერვის ტური

უძრავი ქონება
101.ge
IND პროექტი
Privatservice-Tbilisi Real Estate

Share