Conference.ge
facebook გვერდი: საფუძვლიანი მიმოხილვა
ამ სტატიის დაწერის მომენტისათვის ჩემი მიმდინარე მდგომარეობა ასეთია: მაქვს სამი მოქმედი ვებსაიტი: 1) www.marketing.ge - ჩემს მიერ გაწეული მომსახურებებისათვის, 2) www.conference.ge - ონლაინ კონსულტაციებისათვის და სტატიების გამოსაქვეყნებლად, და 3) www.sbo.ge - საერთაშორისო სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადის ოფიციალური საიტი. სამივეზე არის სოციალურ ქსელში გაზიარების  ”ფუნქცია” დაყენებული, თუმცა არცერთისათვის  რომელიმე სოციალურ ქსელში ოფიციალური მხარდამჭერი გვერდი არ მაქვს გაკეთებული და ვფიქრობ გავაკეთო თუ არა.
მე პირველ რიგში ჩემი თავისთვის გადავწყვიტე ამ საკითხის საფუძვლიანად მიმოხილვა, რათა ჩემთვის დავისაბუთო თუ რატომ უნდა გავაკეთო ან არ უნდა გავაკეთო facebook-ში [ან Linkedin-ში] ოფიციალური გვერდები და ამაზე დავხარჯო რესურსი. ექნება კი ამას აზრი ჩემს კონკრეტულ შემთხვევაში? თუ კი, რა შეიძლება იყოს ის ”აზრი” და ჩემი ხარჯების ”გამმართლებელი”? ვფიქრობ ამის წაკითხვა თქვენთვისაც სასარგებლო იქნება.
მაშ ასე ...
უზარმაზარი აუდიტორია. დღეს facebook ანგარიში 750 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს და მათი რაოდენობა მუდმივად იზრდება. ქართული აუდიტორია დახლოებით 600,000-მდეა. Linkedin -ის აუდიტორია 200 მილიონამდეა, Google + ი ამათ სერიოზულად ჩამორჩება ... ჯერჯერობით ...
ადამიანთა უმრავლესობას facebook-ში საკუთარი პროფილი აქვს და იქედან ახდენს კომუნიკაციას მეგობრებთან. გახსნილია არაერთი ბრენდის გვერდი, საიდანაც კომპანიები აწარმოებენ საზოგადოებასთან ურთიერთობას. არაერთია შემთხვევა, როცა საკუთარი პროფილი საკუთარი ბრენდის, კომპანიის ან საქმიანობის პოპულარიზებისათვის გამოიყენება. არ გქონდეს ამ აუდიტორიასთან შეხების წერტილი დანაშაულია საკუთარი გრძელვადიანი ბიზნეს ინტერესების წინაშე. თუ რა ფორმით ჯობია ეს შეხება და როდიდან, ეს უკვე სხვა.
ჩემი კომენტარი ...
მეც ცხადია ვაცნობიერებ ამის საჭიროებას ჩემთვის, მაგრამ დღეს მე ჩემი პირადი პროფილით ვახდენ კომუნიკაციას 650-მდე მეგობართან, რომელთაგან შემთხვევით არცერთი არ დამიმატებია. და ეს ჩემს მიზნებს ყოფნის. მარიაჟობას არ ვაპირებ ახალი გვერდის გაკეთებით. როცა conference.ge-ზე ან sbo.ge-ზე სტატიას დავდებ, ვაshareებ facebook-ში, Linkedin-ში და Google +-ში. ეს ამ ეტაპზე სრულიად საკმარისი მგონია. არ ვიცი იგივე აზრზე ვიქნები თუ არა მეგობართა რაოდენობა 4,000-ს რომ გადააჭარბებს, მაგრამ ერთ რამეს ნამდვილად ვგრძნობ უკვე: ვისურვებდი მეგობრების გაყოფას პირად და საქმიან წრეებად. არის ხალხი, რომელთანაც არ არის საჭირო ყველა ჩემი პოსტი ჩანდეს. თუმცა ეს არ არის ისეთი საჭიროება, რომ ამ ადამიანთათვის ან ცალკე ჯგუფი ან მით უმეტეს გვერდი გავაკეთო.
წესები უპირველეს ყოვლისა. facebook ”ამბობს”, რომ პროფილი არის ინდივიდებისათვის მათსავე მეგობრებთან ურთიერთობისათვის და არ შეესაბამება ბიზნეს ორგანიზაციების საჭიროებებს. ბიზნეს account და მასზე მიბმული facebook გვერდი კი არის ორგანიზაციების, ბრენდების, ცნობადი სახეების და ა.შ. საჭიროებებისათვის, მათთვის, ვისაც სხვადასხვა გვერდების გაკეთება და მართვა სურს, facebook-ში სარეკლამო კამპანიის ჩათვლით.
პირადი პროფილის ბიზნეს მიზნებით გამოყენების შემთხვევები ბევრი ყოფილა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ Facebook-ს არაერთხელ გაუუქმებია ასეთი ანგარიში. ანუ პირადი პროფილის ბიზნეს მიზნებით გამოყენება რისკია და თქვენ მთელი თქვენი ანგარიშით [და შიგთავსით] და ონლაინ Goodwill-ით რისკავთ.
Facebook-ს აქვს ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობით პირად პროფილს შეიძლება კონვერტირება გაუკეთო და ბიზნეს გვერდად აქციო, მაგრამ მისი გამოყენება პრობლემურია, კონვერტირებისას მონაცემების დაკარგვის საფრთხე დიდია და თუ კარგად არ გაქვს გააზრებული ამ ქმედების აზრი შეიძლება თავი დაიღუპოთ: უკან დასაბრუნებელი გზა კი მოჭრილია, undo ფუნქცია ამ ქმედებას არ აქვს.
ჩემი კომენტარი ...
დღეს მე ჩემს facebook პროფილს ვიყენებ და მისი მეშვეობით ვურთიერთობ მეგობრებთან, რაც სრულიად მაკმაყოფილებს.
ფანები. facebook გვერდს ჰყავს ფანები და არა მეგობრები. ფანები არიან ინდივიდები, ვინც გვერდი დააLikeეს. facebook გვერდზე არ არის ჩატი. რახან არ გყავთ მეგობრები, არ გაქვთ პირადი გზავნილების სისტემაც, რაც მიზნობრივ აუდიტორიასთან კომუნიკაციას აფერხებს. facebook გვერდიდან შეუძლებელია დამეგობრების მოთხოვნის არც გაგზავნა და არც მიღება სტანდარტული წესით. ფანებმა თავად უნდა გადადგან ნაბიჯი - დააLikeონ გვერდი.
ვიცით რომ როცა პირად პროფილში რამეს ვწერთ, ის მეგობრებთან გამოჩნდება ხოლმე. როცა მეგობარი თავის მხრივ რამეს წერს, ნაწერი ჩვენთანაც გამოჩნდება. ბიზნეს გვერდზე რასაც დაწერთ, ის გამოჩნდება მათთან, ვინც თქვენი ფანია, თუმცა ფანების პროფილების განახლებები თქვენთან არ გამოჩნდება და ამას უნდა შეეგუოთ. facebook გვერდის მფლობელს შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ მის მყუდროებას არავინ ”შეაწუხებს”. მაგრამ ეს კარგია კი? ბიზნესს ხომ ინტერნეტ გვერდი [სოციალურ ქსელში კი განსაკუთრებით] პირველ რიგში აუდიტორიასთან კომუნიკაციისათვის სჭირდება? facebook გვერდის მფლობელს შეუძლია მისცეს ფანებს უფლება, რომ wall-ზე დაპოსტონ, მაგრამ ეს მაინცადამაინც რეკომენდირებული არ არის ხოლმე.
თუ პროფილის კონვერტირებას აპირებთ ბიზნეს გვერდად ეს დიდი უპირატესობაა დასაწყისში, რადგანაც ნულიდან არ იწყებთ. მეგობრები ფანებად გადაკეთდებიან და ფანების ბაზა მაშინვე გაგიჩნდებათ. თუმცა ნაბიჯი პრობლემურია. თუ ნულიდან იწყებთ facebook გვერდის აგებას, მაშინ თქვენი ერთადერთი გამოსავალი აქციები, ივენთები და სარეკლამო კამპანიაღა რჩება, რომ ფანები გაიჩინოთ და შეინარჩუნოთ.
ჩემი კომენტარი ...
ჩემი რეალობიდან გამომდინარე მირჩევნია მეგობრებთან მქონდეს დღევანდელი ნორმალური ურთიერთობა, ვიდრე ფანებთან ”შეზღუდულ/კასტრირებული”.
ბრენდი. facebook -ის გვერდი უფრო შეესაბამება ნებისმიერ ბრენდების პიარის საჭიროებებს. გვერდის გაკეთება ძალიან ადვილია და უკვე შესაძლებლობა გექნებათ კამპანია დაიწყოთ. იგი მეტად სასარგებლოა იმ შემთხვევაში, თუ ბრენდს, კომპანიას, ცნობად სახეებს სურთ აუდიტორიასთან კომუნიკაცია მათივე პირადი პროფილის გამოყენების გარეშე, სადაც რეალურად არის შეზღუდვა - 5000 მეგობრით. პროფილში 5001-ე მეგობარს ვერ დაიმატებ, სამაგიეროდ facebook გვერდზე იმდენი ფანი შეიძლება გყავდეს, რამდენსაც შეაგროვებ.
ჩემი კომენტარი ...
მესმის, მაგრამ მე მაქვს ჩემი საქმიანობებისათვის ბრენდ ვებ გვერდები, საიდანაც თავისუფლად შემიძლია ვაshareო მასალები. ახალი გვერდის საჭიროებას ვერ ვხედავ ...
აპლიკაციები. ბიზნეს გვერდზე არაერთი აპლიკაციის მიბმა და გამოყენება შეიძლება, ეს კი აუდიტორიის ჩართვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. პროფილში მხოლოდ სტატუსი შეიძლება განაახლო, სურათი დაურთო, ვიდეო, გამოკითხვა. გარდა ფუნქციონალობისა აპლიკაციები გვერდს პროფესიონალურ იერსაც მიანიჭებენ.
ჩემი კომენტარი ...
ნამდვილად არ მჭირდება ამ ეტაპზე
კონკურენცია. როგორ ფიქრობთ, ვინ შეიძლება იყოს თქვენი ბიზნეს გვერდის მთავარი სტუმარი? მთავარი თუ არა ხშირი სტუმარი თქვენი კონკურენტი შეიძლება იყოს. თქვენს მიერ ფანების თქვენივე facebook გვერდის ირგვლის შემოკრება მათ კონკურენტისათვის ხელმისაწვდომს ხდის. და ეს თქვენ გსურთ?
დავუშვათ facebook გვერდიდან დააLikeეთ პარტნიორების გვერდები. დარწმუნებული ხართ რომ გსურთ ეს ჩანდეს ყველასთვის?
ჩემი კომენტარი ...
ესენი ისედაც სტუმრობენ ჩემს გვერდებს. თუმცა საკითხი ნამდვილად საყურადღებოა. სწორედ ამიტომაც არ დავდე marketing.ge-ზე ყოფილი და მიმდინარე პარტიორების ჩამონათვალი.
სტატისტიკა და Like ვიდჯეტები. პირადი პროფილისაგან განსხვავებით facebook გვერდის ერთ-ერთი უნიკალური ატრიბუტია სტატისტიკა, იგივე ანალიტიკოსი. თქვენი სტუმრების და მათი აქტივობების შესახებ ამომწურავი თუ არა საკმარისი მონაცემები გექნებათ, რაც გადაწყვეტილების ინფორმირებულად მიღებას გაგიადვილებთ. FBML-ის მეშვეობით [facebook-ის პროგრამული ენა] თქვენს facebook გვერდზე Google Analytics კოდიც შეიძლება ჩასვათ და დამატებითი მონიტორინგი აწარმოოთ.
აქვეა Like ვიდჯეტები, ანუ შეიძლება შეიმუშავო და საკუთარ საიტზე დასადებად შექმნა ადაპტირებული დიზაინის ვიდჯეტი. პირად პროფილში ასეთ რამეებს ვერ გააკეთებ.
ჩემი კომენტარი ...
არ არის ეს საკითხი დიდად მნიშვნელოვანი ჩემთვის. თვითონაც შემიძლია ეს ინფორმაცია მივიღო ან Like ვიდჯეტები ვაკეთო..
SEO პრიორიტეტები. ინტერნეტში deep web [ღრმა ვები] ხილულზე 40-ჯერ უფრო დიდია და ეს სხვაობა სწრაფად იზრდება. საუბარია იმ შინაარსზე, რომელიც პაროლისა და იუზერნეიმის მიღმა იმალება და საძიებო სისტემებისადმი ხელმისაწვდომი არ არის. პროფილში არსებული შინაარსი საძიებო სისტემების მიერ არ ინდექსირდება, შესაბამისად მოძიების დროს არ იძებნება. facebook გვერდი კი ღიაა, იგი იუზერნეიმისა და პაროლის მიღმა არ არის, ამიტომაც საძიებო სისტემებისათვის ”გახსნილია”.
ეს იმას ნიშნავს, რომ რასაც სოციალურ ქსელში დადებთ, თქვენივე ინტერესია, რომ facebook გვერდზე დაიდოს და არა პირად პროფილში. იგი მოძებნადი იქნება და თქვენს SEO მიზნებსაც ასარგებლებს.
გარდა ამისა Like-ს ფუნქცია უფრო მეტი აქვს ვიდრე მხოლოდ მოწონება. SEO თვალსაზრისით იგი უკვე შემომავალი ბმულის ფუნქციას ასრულებს. რაც მეტია Like, მით უკეთესია ეს საძიებო სისტემებში facebook გვერდის რეიტინგისათვის. საძიებო სისტემებში გვერდების რეიტინგის უახლესი მოთხოვნებში უკვე გვერდისკენ Like-ების რაოდენობა SEO თვალსაზრისით ერთ-ერთ უმაღლეს პრიორიტეტად განიხილება Google+ ის +1 ფუნქციასთან ერთად.
უპირატესობაა ასევე ის, რომ facebook გვერდზე ბმულების ჩასმაც შეიძლება. კი მართალია ღუზა ტექსტის მხარდაჭერა არ არის, მაგრამ ბმულის ჩასმა ხომ უკვე საქმეა? ბმულები კი შეიძლება სხვა გვერდებთან გაცვალო და ამით SEO მიზნები ასარგებლო.
ჩემი კომენტარი ...
ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ რატომღაც ვგრძნობ რომ ამის გამო გვერდების გაკეთება გაუმართლებელია
URL ადამიანურია. URL-ში თქვენი ბრენდიც შეიძლება დააფიქსიროთ. ეს კიდევ ერთი პლიუსია SEO თვალსაზრისით, რომ ადგილად მოძებნადი იყოთ. მხოლოდ ისაა საჭირო, რომ 100 ფანი მაინც გყავდეთ. თან პროფილი ავტოზებული უნდა იყოს მობილური ტელეფონის ნომრით. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ე.წ. vanity URL დაყენება. აქ კარგადაა შესარჩევი თუ რა სიტყვას [ან სიტყვათა კომბინაციას] შეარჩევთ URL-ში, იმიტომ რომ ერთხელ რომ დააყენებთ, მერე უკვე ვეღარ შეცვლით.
ჩემი კომენტარი ...
ეს მნიშვნელოვანია, და თუ დამჭირდება გვერდის გაკეთება, ვიცი რა უნდა გავაკეთო.
Privacy. პირადი ინფორმაციის ხელშეუხებლობა და უსაფრთხოება მეტად მწვავე თემაა სოციალური ქსელებისათვის. თავად facebook-იც არაერთხელ დაუდანაშაულებიათ იმაში, რომ ”გაუხსნია” რეგისტრირებულთა პირადი ინფორმაცია.
აქ მთავარი წესი შემდეგია: არ განათავსოთ facebook-ში და ზოგადად ინტერენტში ისეთი რამ, რაც პირადია და საიდუმლოდ უნდა გექნეთ. უნდა გესმოდეთ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები ”წამალივითაა”: საჭირო ოდენობით აუცილებელი, დიდი ოდენობით მავნებელი, არასწორი გამოყენებისას კი დამღუპველი. გიფიქრიათ, რომ თქვენს ტელეფონში ჰაკერული შეღწევა თავისუფლად შესაძლებელია? ან იცით, რომ ჰაკერული შეღწევით თქვენ შეიძლება თქვენივე ვებ კამერიდან გაკვირდებოდნენ?
ჩემი კომენტარი ...
მე წესებს ვიცავ! ”მგრძნობიარეს” ინტერნეტში არაფერს ვდებ და ფრთხილადაც ვარ
კონტროლი. facebook გვერდი თქვენია და თქვენ განსაზღვრავთ მრავალ ფაქტორს. ეს მნიშვნელოვანი უპირატესობაა პროფილთან შედარებით. facebook გვერდის დიზაინი, აპლიკაციები, შინაარსი - ყველაფერს თქვენ აკონტროლებთ. თუმცაღა ეს კონტროლი დიზაინის კუთხით შეზღუდულია, პრაქტიკულად ჩარჩოში ხარ მოქცეული.
ჩემი კომენტარი ...
არ მიყვარს ჩარჩოები!
გაკეთების სიადვილე. facebook გვერდის გაკეთება უადვილესია, თან ფულს არ იხდი. თუმცა ყოველი სიტუაცია უნიკალურია და სათანადო - ადაპტირებულ მიდგომას მოითხოვთ. დასაწყისისათვის ისიც კმარა, რომ ლოგო და მცირე ტექსტი დადოთ და ფანების შეკრება დაიწყოთ. უფრო ამბიციური გეგმების შემთხვევაში შესაბამისადაც უნდა მოინდომოთ, მაგალითად დაიწყოთ სარეკლამო კამპანია, აქციების, გათამაშებებისა და ა.შ. ჩატარება.
ჩემი კომენტარი ...
ადვილი არ ნიშნავს, რომ უცებვე უნდა ვეცე
გვერდის გაუქმება ადვილია. იმ შემთხვევაში თუ გაუქმებას გადაწყვეტთ, facebook გვერდის გაუქმება ნამდვილად ადვილია. აი პროფილის გაუქმება თითქმის შეუძლებელია. შესაძლებელი მხოლოდ დეაქტივაციაა.
News Feeds. უნიკალური საშუალებაა თქვენი საიტის RSS არხი მიაბათ თქვენს facebook გვერდს და საიტზე განახლებები აქაც გამოჩნდება. ან კიდევ თქვენს საიტზე შეიძლება შეკრიბოთ თემატური RSS არხები და აუდიტორიას მრავალი საინტერესო ინფორმაცია მიაწოდოთ.
ჩემი კომენტარი ...
ამით ვისარგებლებდი! მომწონს ”სისტემა”
მონეტიზაცია. დაივიწყეთ! facebook თქვენ არ მოგცემთ იმის უფლებას, რომ მის საიტზე თქვენ ბანერები დადოთ და ფული გააკეთოთ.
ჩემი კომენტარი ...
ეს ჩიტი ბრდღვნად არ ღირს!
თუ თქვენ დარწმუნდით, რომ facebook გვერდი აუცილებლად გჭირდებათ პირველ ნაბიჯი თვითონაც მარტივად შეგიძლიათ გადადგათ. თუ ცოტა მეტი გსურთ, ინებეთ - www.coolmojito.com - ინსტრუმენტი, რომელიც გვერდის გაკეთებაში დაგეხმარებათ. თუ მხარდაჭერა გჭირდებათ, დამიკავშირდით.
მე კი ...
მეკი ჩემი საიტებისათვის/საქმიანობისათვის facebook გვერდის გაკეთებისგან ჯერ კიდევ თავს შევიკავებ ...
მივესალმები მკითხველის გამოხმაურებას და შეკითხვებს.
ნაწილი 2: სოციალური ქსელი VS ფორუმი VS ბლოგი
თორემ მოგიწევთ გამოიცნოთ, თუ რა ეწერა სტატიის დასაწყისში
შინაარსის ”სიღრმე”
შინაარსის სიღრმეში ვგულისხმობთ საკითხის განხილვის როგორც ჰორიზონტალურ ასევე ვერტიკალურ მრავალფეროვნებას, როცა სხვადასხვა საუბრის მონაწილეებს შეუძლიათ სულ სხვადასხვა კუთხით განიხილონ საკითხი და თავისი საფუძვლიანი დასაბუთებები წარმოადგინონ. სამივე ინსტრუმენტი ეფუძნება მოსარგებლის მიერ გენერირებულ შინაარსს, რომელიც ცხადია სოციალურ ქსელზე გაცილებით უფრო მეტია ვიდრე ფორუმზე. ბლოგზე გენერირებული შინაარსი ჩვეულებრივ ორივე კონკურენტს ჩამოუვარდება აუდიტორიის სიმცირის გამო.
თუმცა,
სოციალურ ქსელში თავისი ბუნებიდან გამომდინარე შეუძლებელია წარმართო საკითხის შინაარსობრივი და საფუძვლიანი განხილვა. არც ფორმატია საამისო და არც აუდიტორიის დიდი მზაობა. აქ ხალხი არის იმისათვის რომ დაისვენონ, გაერთონ და ა.შ. აქ გაშვებული მესიჯების უმრავლესობა უბრალოდ ”ნასროლი” ფრაზებია.
ფორუმი გაცილებით უკეთესი ადგილია საკითხის მრავალმხრივად გასაშლელად და პროფესიონალური განხილვისათვის. ამ კრიტერიუმში ფორუმს ბადალი არ ჰყავს. ფორუმზე ყოველთვის უფრო მეტად ერთგული და მოტივირებული აუდიტორიაა, რომელიც ერთმანეთს უფრო მეტად და საფუძვლიანად დაეხმარება. ეს მახასიათებელი ფორუმების ”გადარჩენის’ კრიტიკული კომპონენტია.
ბლოგი როგორც აღვნიშნეთ ხშირ შემთხვევაში ცალმხრივი საუბარია აუდიტორიასთან, თუმცა ხშირ შემთხვევაში საფუძვლიანი და შინაარსობრივი განხილვაც შეიძლება შედგეს მკითხველებსა და ბლოგერს შორის. თუმცა ეს ალბათ გამონაკლისი უფრო იქნება ვიდრე ყოველდღიურობა.
შინაარსის და აუდიტორიის კონტროლი
სოციალურ ქსელში არსებობს ერთგვარი ბალანსი ქსელის მფლობელსა და მოსარგებლეს შორის. ქსელის მფლობელი კომპანია განსაზღვრავს ფორმატსა და შესაძლებლობებს, მოსარგებლე კი იმას, თუ რას გამოიყენებს და როგორ. მაგალითად თქვენ facebook გიქმნით შესაძლებლობა შექმნათ პროფილი, მაგრამ თქვენზეა დამოკიდებული თუ ვის დაიმეგობრებთ. შედეგად იქმნება გარკვეული ჰარმონია კონტროლის კუთხით. მოსარგებლე წყვეტს აუდიტორიის კუთხით თუ ვინ დაიმატოს მეგობრებში, შინაარსის კუთხით კი ვისი ნაწერი გამოჩნდეს მასთან.
ფორუმის ადმინისტრაციას სრული კონტროლი აქვს ყველაფერზე გარდა მოსარგებლის მიერ მომავალში დაწერილი ტექსტისა. მოსარგებლეს მინიმალური შესაძლებლობა აქვს იმისა, რომ ასე ვთქვათ ”თავი დაიცვას” არასასურველი ”გამოხტომებისაგან”. თუმცა ყველა მოსარგებლე თანაბარ პირობებშია ამ მხრივ.
ბლოგის ადმინისტრაციას ასევე სრული კონტროლი აქვს ფორმატზეც და უკვე შექმნილ შინაარსზეც. მოსარგებლის ჩართულობა მინიმალურია და ხშირად მხოლოდ კომენტარით შემოიფარგლება.
გამჭვირვალობა, ანონიმურობა, კონფიდენციალობა
სოციალურ ქსელში აუდიტორიის უდიდესი უმრავლესობა თავისი რეალური ID ინფორმაციით არის წარმოდგენილი. ეს საუბრის ”სისუფთავეს” უზრუნველყოფს და კონფორტულ გარემოს ქმნის. საუბარი მეგობრებისათვის ღიაა, კონფიდენციალური საუბრისათვის კი არის PM.
ფორუმში ინდივიდი თავისი ავატარის მიღმა იმალება და ხშირად ეს ანონიმურობა ბევრისთვის კომფორტულია. ადამიანი ამ დროს უფრო გახსნილად და კრიტიკულად საუბრობს. რამდენად კომფორტულია გარემო ეს ხშირად მოდერატორების დასალაგებელი საკითხია. საუბარი ღიაა, კონფიდენციალური საუბრისათვის კი არის PM. მას შემდეგ რაც რამეს დაწერ, ჩვეულებრივ მასზე კონტროლი მეტწილად ადმინისტრაციაზე გადადის.
ბლოგში მხოლოდ უშუალოდ ბლოგერის ინფორმაციაა წარმოდგენილი. კომენტარის გამკეთებელი ხშირ შემთხვევაში ანონიმური რჩება. მოსარგებლეს და კომენტატორს მასალაზე კონტროლი არ აქვთ.
ხარჯების: დრო, ფული, პერსონალი
გავრცელებული აზრი, რომ სოციალური ქსელების გამოყენება [ანუ რაც იგივეა მათი მეშვეობით კომპანიის საკომუნიკაციო საქმიანობა] ”უფასოა”, მტკნარი სიცრუეა და ხშირ შემთხვევაში ინფორმაციის დეფიციტის ბრალია. ”უფასო” ამ ქვეყანაზე არაფერია. სოციალურ ქსელებში აქტივობა მეტად საპასუხისმგებლო PR  და მარკეტინგული საქმიანობაა კომპანიისათვის, რასაც მინიმუმ სჭირდება ცოდნა და კომპანიების თანამშრომლების დრო [სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ]. ცოდნა და დრო კი ფული ღირს, რასაც კომპანია იხდის! ხარჯების ზედა ზღვარი პრაქტიკულად განუსაზღვრელია. მასშტაბი მეტ ადამიანურ რესურსს ითხოვს, რაც ხარჯს გაცილებით ზრდის.
ფორუმისა და ბლოგის შემთხვევაში დომენის და ჰოსტის ხარჯი მეტწილად იგივეა. ფორუმს ლიცენზირებული ძრავი და ყოველწლიური მხარდაჭერის პაკეტის შეძენა სჭირდება [სოლიდური კომპანია სხვაგვარად ვერ მოიქცევა]. ორივე შემთხვევაში საჭიროა ტექნიკური პერსონალი, რომელიც საიტს საჭირო დროს მოუვლის და ადამიანი, რომელიც მასალას პერიოდულად გამოაქვეყნებს. სხვა საკითხია საიტის ინტერნეტ მარკეტინგის ხარჯი, რომელიც ორივე შემთხვევაში უნდა კომპანიამ გაიღოს. ეს თანხა მასშტაბებიდან გამომდინარე წელიწადში შეიძლება 300 აშშ დოლარიდან იწყებოდეს.
მონეტიზაცია
მონეტიზაცია ნიშნავს შემოსავლის მიღებას, ამ შემთხვევაში ვებ რესურსისაგან. საუბარია იმაზე, თუ როგორ შეედრება სოციალური ქსელი, ფორუმსა და ბლოგს მონეტიზაციის თვალსაზრისით. თავიდანვე აღსანიშნავია, რომ მონეტიზაციაში უმრავლესობა გულისხმობს ფულად შემოსავალს, თუმცა მე მინდა სხვაგვრად შევხედო ამ საკითხს. შემოსავალი შეიძლება იყოს როგორც მატერიალური, ასევე არამატერიალური, ანუ როგორც ფულადი, ასევე არაფულადი. ფულადი შემოსავალიც დიდწილად დამოკიდებულია იმ ბიზნეს მოდელზე, რომელსაც რესურსის ავტორი აირჩევს. არამატერიალური შემოსავლის კუთხით ალტერნატივები გაცილებით უფრო მეტია.
სოციალური ქსელი პრაქტიკულად არ გაძლევს ფულადი შემოსავლის გაკეთების საშუალებას საკუთარი პროფილიდან ან facebook გვერდიდან. პროფილის ან გვერდის მფლობელს უფლება არ აქვს იქ რეკლამა გაყიდოს. ეს ასეც უნდა იყოს პრინციპში, რეკლამა თავად facebook -ის ყულაბას ავსებს.
აქტიურ ფორუმზე და ბლოგზე კი მფლობელს მონეტიზაციის მრავალნაირი მოდელი შეუძლია აირჩიოს იქნება ეს Google Adsense ის განთავსება თუ რომელიმე კომპანიის ბანერის განთავსება. ეს კი რესურსის {თუ აქტიურია] გადარჩენის წყაროს უზრუნველყოფს. მეტიც, შეიძლება თავად რესურსი არ იყოს მომგებიანი ფულადი თავალსაზრისით, მაგრამ ფორუმის ან ბლოგის ავტორი საიტზე შეიძლება თავის პროდუქტს არეკლამებდეს და ირიბად ღებულობდეს შემოსავალს. ეს ზუსტად ისა, რასაც მე პირადად ვაკეთებ.
არამატერიალური შემოსავლებიდან გამოვყოფდი მაგალითად ცნობადობას, იმიჯს, რომლებიც პროფესიონალისათვის ახალი კლიენტების მოზიდვის საშუალება შეიძლება გახდეს. ამ მხრივ სოციალური ქსელიც კარგად შეიძლება იყოს გამოყენებული ისევე როგორც ფორუმიც და ბლოგიც.
მაშ საბოლოოდ რომელი ჯობია?
ყველაფერი დამოკიდებულია დასმულ ამოცანაზე, ანუ ჩემი პასუხი ასეთია: ”გააჩნია რა შემთხვევაში”!
ყველა ჩამოთვლილი კრიტერიუმის მიხედვით გარდა SEO / SE მეგობრულობისა და მონეტიზაციისა სოციალური ქსელი აშკარა და გამოკვეთილი ლიდერია თავისი შესაძლებლობებით და მასშტაბებით როგორც ინდივიდუალური ასევე ბიზნეს მიზნებისათვის. SEO და SE მეგობრულობა სხვა რამოდენიმე პარამეტრთან ერთად  ფორუმს და ბლოგს კიდევ დიდი ხანი შეუნარჩუნებს შეუცვლელ როლს შეზღუდული, მაგრამ ექსკლუზიური ინდივიდუალური თუ ორგანიზაციული მიზნების მიღწევის კუთხით.
მივესალმები მკითხველის გამოხმაურებას და შეკითხვებს. შეგიძლიათ დამიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ კოორდინატებზე.
+1 ღილაკი: დააწკაპუნეთ, არ იკბინება!
მინდა მოკლედ და გასაგებად აღვწერო თუ რას ნიშნავს +1 ღილაკი, რომელიც დიდი ხანია გვხვდება სხვადასხვა ვებსაიტზე. ზოგს იგი აბნევს, ზოგი კი მშვენივრაც ხვდება რა უნდა გაკეთოს თუ გვერდი მოეწონება. და სანამ გაგრძელებთ მარჯვნივ გახედეთ, და +1 ღილაკზე დააწკაპუნეთ, ნამდვილად არ იკბინება ...  ... რაო, არ წაიღო? მაშინ წაიკითხე ქვემოთ ...
აბა მსოფლიო გიგანტი რაღა გიგანტია ერთი სოციალური ქსელი თუ არ ექნა ... ჰოდა ერთ დღესაც Google-მაც გადაწყვიტა გაეკეთებინა თავისი სოციალური ქსელი სახელად Google +. ”ხილი” ჯერ კიდევ ახალია და ეხლა შედის ”მასებში”. რა თქმა უნდა ჯობდა ამდენი არ ეწვალა და თავის დროზე იაფად ეყიდა facebook სანამ ამის შანსი ჰქონდა, მაგრამ გიგანტებიც უშვებენ შეცდომებს, შემდეგ კი ამ შეცდომის გამოსწორება უკვე მეტად ძვირი ჯდება, განსაკუთრებით დღეს, როცა facebook უკვე ძალიან დიდი და ძალიან ძვირია.
როგორ დაიწყოთ +1 სარგებლობა?
იმისათვის რომ ისარგებლოთ +1 ფუნქციით და რეკომენდირება გაუწიოთ თქვენთვის საინტერესო გვერდებს მთელს ინტერნეტში და თქვენს მეგობრებში საჭიროა დარეგისტრირდეთ https://plus.google.com/ -ზე. ეს მეტად ადვილია. ამის შემდეგ თუ რომელიმე გვერდი მოგეწონათ და მასზე განთავსებული არის +1 ღილაკი, დააწკაპუნე მასზე და მთელს ინტერნეტს/თქვენს Google + მეგობრებს შეატყობინეთ რომ ეს გვერდი ”გამოდგება”.
+1 ღილაკი არსებობს იმისათვის, რომ ვებ გვერდის სტუმარმა საჯაროდ რეკომენდაცია გაუწიო რამე რესურსს და სურვილის შემთხვევაში ეგრევე დააshareოს Google + სოციალურ ქსელში არსებულ თავისივე პროფილში.
მაგრამ კიდევ არის რაღაც ... მეტად მნიშვნელოვანი რაღაც, რაც +1-ით კეთდება
SEO უპირატესობა
დამატებითი კონკურენტული უპირატესობის შექმნისათვის Google-მა სოციალური ქსელი და +1 ფუნქცია მიაბა საძიებო სისტემაში კონკრეტული ვებგვერდის რეიტინგის გამოთვლის ალგორითმს. ვებ გვერდისთვის +1 მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორია საძიებო სისტემებში ოპტიმიზირების კუთხით. რაც მეტი +1 აქვე გვერდს, სხვა თანაბარ პირობებში მით მაღალი იქნება მისი რეიტინგი ინტერნეტში Google-ის საძიებო სისტემაში კონკრეტული საკვანძო სიტყვებით მოძიების განხორციელების დროს. აქვე უნდა ითქვას მნიშვნელოვანი რამ: +1 ფუნქცია არის ვებ გვერდის აღიარება ადამიანის მიერ, ერთგვარი მინიჭებული უპირატესობა, რაც კარდინალურად განსხვავდება SEO-ს აქამდე არსებულ ინსტრუმენტებს შორის.
რა უნდა გააკეთოთ ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ?
თუ ყველაფერი გასაგებია და კმაყოფილი ბრძანდებით ...
1. დარეგისტრირდეთ https://plus.google.com/ -ზე
2. დაბრუნდით www.conference.ge –ზე და რა გვერდზეც მოხვდებით ყველგან +1 ღილაკზე დააწკაპუნეთ
3. შემდეგ შებრძანდით www.marketing.ge ზე და იქაც დააწკაპუნეთ +1 ღილაკზე
მადლობა შეგიძლიათ ასე გადამიხადოთ
თანდართული მიკროასლ[ებ]ი
დავიქირავოთ ”ცოდნა/უნარებისათვის” თუ ”საქმიანი სულისკვეთებისათვის”?
ამ რამოდენიმე დღის წინ ერთ სტატიას გადავაწყდი. თემამ დამაინტერესა, ამიტომაც გადავწყვიტე რამოდენიმე საათი გამომეყო და საკითხის ირგვლივ მასალები მომეძიებინა.  თემა იმდენად საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის, რომ შედეგად ეს სტატია შეიქმნა. ვფიქრობ ყველა საქმიანი ადამიანისათვის საინტერესო იქნება, განსაკუთრებით ადამიანური რესურსების მენეჯერებისათვის.
სამსახურში ადამიანის აყვანისას რას უფრო მეტ წონას მიანიჭებთ,  ერთის მხრივ კანდიდატის ცოდნას/უნარებს თუ მისი ასე ვთქვათ ”საქმიან სულისკვეთებას” [Spirit]?
ყველა განვითარებადი კომპანიის საზრუნავი პირველ რიგში ბიზნესის სტრატეგია და მისი წარმატებული განხორციელებაა. სტრატეგიის განხორცილება კი ხალხს ითხოვს, სათანადო კვალიფიკაციის ხალხს. კომპანიის წინასვლასთან ერთად სტრატეგიები ვითარდება და ხშირად უფრო გამომწვევი ხდება. იგივენაირად ადამიანებიც უნდა ვითარდებოდნენ. გქონიათ შემთხვევა როცა ადამიანები თავიანთი განვითარების დაბალი ტემპით ორგანიზაციის ახალ მიზნებს ვეღარ პასუხობენ? თუ კომპანიის გუნდი სრულფასოვნად ვერ აუწყობენ ფეხს სტრატეგიის განხორციელებას, ყველაფერი ჩანასახშივე წარუმატებლობისთვისაა განწირული.
ადამიანი ყველა ბიზნესის მამოძრავებელი ძალაა. განვითარების მაღალი ტემპის კომპანიებს ზრდის შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ”მზარდი” ადამიანები მუდმივად სჭირდებათ. თანამშრომლებმა ახალი ცოდნა უნდა მიიღონ და ახალი უნარები უნდა აითვისონ ახალ გამოწვევებთან თავის გართმევის მიზნით. მათი განვითარება ბიზნესის სტრატეგიაც კი უნდა იყოს. ამიტომაცაა, რომ განვითარებულ ბიზნეს ორგანიზაციებს საკუთარი ტრენინგ ცენტრებიც კი აქვთ, სადაც ადამიანებს ასწავლიან, და არა მხოლოდ იმ საქმეს, რასაც ისინი აკეთებენ. საქართველოს რეალობაშიც ბევრია ასეთი ბიზნეს კომპანია.
ზემოთთქმულის დემონსტრირება მეტად ადვილია მარკეტინგში. ონლაინ მარკეტინგი, განსაკუთრებით კი სოციალური ქსელების მეშვეობით ონლაინ კამპანიების წარმოება ის ახალი ცოდნა/უნარია, რომელიც მარკეტინგის მენეჯერს 2-3 წლის წინ აუცილებელი წესით არ სჭირდებოდა. მსოფლიოში 2 მილიარდზე მეტი ადამიანი ინტერნეტზეა მიერთებული და ამ აუდიტორიასთან ურთიერთობა თუ არ იცი, მარკეტინგის სრულფასოვან მენეჯერად ნამდვილად ვერ ჩაითვლები და გაგიჭირდება ონლაინ გამოწვევებთან გამკლავება.
ცოდნა ისეთი რამაა, რომელიც შეიძლება შეიძინო. შეიძლება გაიარო გარკვეული სასწავლო პროგრამა და შეისწავლო ის სფერო, რომელიც გჭირდება. მაგალითად ძირფესვიანად შეისწავლო ადამიანური რესურსების მართვა.
უნარ-ჩვევას ვერ ისწავლი, ის უნდა გამოიმუშავო სპეციალური წვრთნის შედეგად. ამ ტიპის სასწავლო პროგრამას ჰქვია ტრენინგი. მაგალითად ლიდერული უნარ ჩვევების შესაძენად კომპანიის მენეჯერი შეიძლება გაწვრთნა თუ როგორ იქნეს უფრო გავლენიანი, როგორ ჩართოს თავისი გუნდი შედეგების მიღწევის პროცესში, როგორ შეაგულიანოს ისინი. ან კიდევ თანამშრომელი შეიძლება გაწვრთნა თუ როგორ გამოიყენოს კონკრეტული ახალი ტექნოლოგია გასახული მიზნების მისაღწევად.
”საქმიანი სულისკვეთების” შეძენა, გაღვიძება ან გაწვრთნა მეტად რთული საქმეა თუ ეს შიგნიდან არ აქვს ადამიანს. ”გარედან” მაგალითად მოტივაციის გაღვიძება შეიძლება, მაგრამ აქ ვსაუბრობთ სულისკვეთებაზე, განწყობაზე, საქმისადმი დამოკიდებულებაზე. ასეთი თავად ადამიანი უნდა იყოს.
ამ ”სულისკვეთბის” ერთ-ერთი ასეთი გამოხატულებაა გუნდური მუშაობის უნარი, საკუთარი ინტერესის უკან გადაწევა კომპანიის ინტერესების სასარგებლოდ, რაც ძნელად ისწავლება, თუმცა სათანადო წვრთნის შედეგად ეს უნარი შეიძლება გამოიმუშავო.
ამ კონტექსტში გადის ენთუზიაზმიც, საქმის სიყვარული, გული, რომელიც შეიძლება საქმეში ჩადო, საქმისადმი დამოკიდებულება, რომელიც ადამიანს ამოძრავებს, აზარტში აგდებს და უკვე მატერიალური ანაზღაურებად კი შეიძლება გვერდზე გადაიდოს თავისი მნიშვნელობით. ასეთი ადამიანები საქმეში მთელ თავის თავს დებენ... ყოველთვის ... ისინი საქმეს უყურებენ როგორც პირადს, როგორც თავისას და მას ბოლომდე მიიყვანენ. ასეთი ადამიანები ნებისმიერი ორგანიზაციის განძია.
დაიქირავო მხოლოდ უნარიანი და მცოდნე შემსრულებელი არასაკმარისია ბიზნეს კომპანიის გრძელვადიანი მიზნების გადასახედიდან. საჭიროა ისეთი ადამიანი, რომელსაც საქმე უყვარს, და სულს ჩაატნევს ყოველ ნაბიჯში. თუმცა საჭიროა გარკვეული ბალანსი მოიძებნოს ”ცოდნა/უნარებს” და ”საქმიანი სულისკვეთბას” შორის. თუ ადამიანს პოზიციურად მმართველის თანამდებობა აქვს, ამ დროს პროფესიულ ცოდნა/უნარებთან ერთად ეს ”სულისკვეთებაც” უაღრესად მნიშვნელოვანი ფაქტორია.
მიდგომა - ”ბიზნესი არ არის ადგილი ემოციებისათვის, გულისთვის, ენთუზიაზმისათვის” ძველია და უკვე კარგა ხანია კვდება. სწრაფად განვითარებად ორგანიზაციებში დღეს უფრო მეტად ფასობს მიდგომა ”მოიტანე და საქმეში შენი გული და სული ჩადე, და დაჯილდოვდი” და არა შემდეგი მიდგომა ”დაჯექი, ხმა გაკმინდე და წუწუნის გარეშე გააკეთე რასაც გავალებენ”.
თქვენ როგორ ფიქრობთ?
სოციალური ქსელი VS ფორუმი VS ბლოგი: ნაწილი I
რატომ ”ინსტრუმენტი”? სწორედ იმიტომ, რომ ტექნოლოგია ჩვენ - ადამიანებს და კომპანიებს უნდა გვემსახურებოდნენ და არა პირიქით. არ იფიქროთ, რომ მე რომელიმეს ”მომხრე” ვარ ან პირიქით. ყოველ ინსტრუმენტს თავისი დადებითი მხარეები და შეზღუდვები აქვს ისევე როგორც ყოველი გამოყენების გარემოებაა უნიკალური. რა რას და როგორ “ერგება” ან როგორ “მოარგებ” ეს უკვე ”მომრგებზეა”. მე მაქვს ჩემი სადისკუსიო საიტი, სტატიკური საიმიჯო საიტი, ბლოგი, ვარ არაერთ ფორუმზე და სოციალური ქსელში. სხვადასხვა ინსტრუმენტს ვიყენებ, მაგრამ თითოეულს თავისი მიზანი და დანიშნულება აქვს ჩემს ”არსენალში”. ამ სტატიაში ვისაუბრებ  სამივეზე და შევადარებ მათ ერთმანეთს კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით.
როგორც საკომუნიკაციო ინსტრუმენტი ...
დავიწყოთ იმით, რომ თავად ინტერნეტი, ისევე როგორც მასში არსებული ”ინსტრუმენტების” უმრავლესობა საკომუნიკაციო მიზნებისათვის შეიქმნა. სოციალური ქსელიც, ფორუმიც და ბლოგიც სწორედ რომ ადამიანებს შორის კომუნიკაციას ემსახურებიან. სამივეს საფუძველში კი ტექნოლოგიაა, რომელიც უსწრაფესად ვითარდება.
სოციალური ქსელი უნივერსალური კომუნიკატორია. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ facebook-ში თავისი კუთხე 2011 30 ივნისის მდგომარეობით 710 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს უკვე [წყარო]. რა არის ამის მიზეზი? პასუხი მარტივია: სოციალური ქსელი დღეისათვის ყველაზე დანახარჯ-ეფექტურად აკმაყოფილებს ადამიანის საჭიროებას ყოველდღიურ კომუნიკაციაზე. თუ offline ჩვეულებრივ 12-მდე მეგობართან შეიძლება გექნეს მაღალხარისხიანი მეგობრული ურთიერთობა, სოციალური ქსელი ამ რიცხვს მინიმუმ 15-ჯერ ზრდის. უბრალოდ გადახედეთ თქვენი მეგობრების სიას offline და online. სოციალურ ქსელებში ჩართული ადამიანების რაოდენობა გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, მათ შორის კომუნიკაცია კი სულ უფრო და უფრო ადვილი ხდება. ადამიანები ფაქტიურად ”მიერთებულები” არიან სოციალურ ქსელებთან და ამ გზით ერთმანეთთანაც.
როდემდე გაგრძელდება სოციალური ქსელების მომხმარებელთა ზრდა? ზედა ზღვარი ალბათ პლანეტა დედამიწაზე ადამიანთა რაოდენობაა. რამ შეიძლება დააკმაყოფილოს ადამიანის საჭიროება ყოველდღიურ კომუნიკაციაზე სოციალურ ქსელზე უკეთ? ოოო, ამ შეკითხვას ალბათ სფეროს მრავალი პროფესიონალი სვამს და მათ უდიდესი ნაწილი ჯერჯერობით პასუხს ვერ პოულობს.
ფორუმებმა, იგივე სადისკუსიო დაფებმა, თავის დროზე გადატრიალება მოახდინეს. ისინი მასიურად 90-იანი წლების ბოლოს გამოჩნდნენ, ამ ათასწლეულის დასაწყისში კი [Web 2.0 ”გამოჩენამდე”] აღზევდნენ. თუმცა სოციალური ქსელების გამოჩენის პარალელურად დაიწყო ფორუმების განვითარების შენელება, ამას მოჰყვა შეჩერება და დაიწყო ვარდნა, რომელიც დღემდე გრძელდება. დროთა განმავლობაში მცირე ფორუმები გაქრებიან ან ვიწრო სპეციალიზირება მოუწევთ, დიდები კი ძნელად მაგრამ ალბათ მაინც მოახერხებენ გადარჩენას ისევ და ისევ დიდი აუდიტორიის ხარჯზე. ამის დასტურად საქართველოს მაგალითიც საკმარისია. პირადად ვაწარმოებდი ქართულ ფორუმებზე დაკვირვებას 2003 წლიდან. იყო პერიოდი, როცა ჩემს ფავორიტებში ქართული ფორუმების ბმულების რაოდენობამ 250-ს მიაღწია, მაგრამ დღეს მათი 90%-ზე მეტი აღარ არსებობს. ერთი რამ ყველასთვის ნათელია: წმინდა საკომუნიკაციო თვალსაზრისით ფორუმი აშკარად ჩამოუვარდება სოციალურ ქსელს. აუდიტორია შეზღუდულია, ზრდის ტემპიც დაბალია და რაც მთავარია სოციალური ქსელის სახით მძიმეწონიანი კონკურენტი ჰყავს.
ბლოგი თავიდან ჩაფიქრებული იყო როგორც პირადი ონლაინ დღიური, თუმცა მისი გამოყენება გაცილებით მრავალმხრივი შეიძლება იყოს. ესეც Web 2.0 -ის პირმშოა, თუმცა საკომუნიკაციო თვალსაზრისით პირველ ორთან შედარებით შეზღუდული ფუნქციებით და უფრო შეზღუდული გამოყენებითაც. ბლოგის ავტორი წერს [ან ავტორთა ჯგუფი], მკითხველი კი კითხულობს და იშვიათ შემთხვევაში აკეთებს კომენტარს. სისტემურად შეზღუდულია ორმხრივი კომუნიკაცია და აუდიტორიის ჩართულობა, რაც ამცირებს როგორც ავტორთა, ასევე მკითხველთა მოტივაციას რომ ბლოგის არსებობა შეინარჩუნონ გრძელვადიან პერსპექტივაში.
როგორც საკომუნიკაციო ინსტრუმენტი ინდივიდისათვის ...
სოციალური ქსელი საშუალებას იძლევა ჩვენი მეგობრების შესახებ მუდმივად ვიყოთ საქმის კურსში, ადვილად შევეხმიანოთ, მივულოცოთ დაბადების დღე, შევუქოთ მიღწევა, დავათვალიეროთ სურათები და ა.შ. უმეტესობა თვითონაა თავისი სახელით წარმოდგენილი და სხვაში არ აგვერევა. კი მართალია მომაბეზრებელია დაlikeების და დაshareების თხოვნები, ისევე როგორც მესიჯები შინაარსით ”lamazoooo”, “ulamazesoo”, “sayvarelooo” და ა.შ. უშინაარსო გამოხმაურებები, მაგრამ განა ეს ის არაა, რისთვისაც სოციალური ქსელი არსებობს J? იგი ნამდვილად მისწრებაა ისეთი ადამიანისათვის, ვისთვისაც ურთიერთობა სულიერი საზრდოა!
ფორუმი - აქ საქმე შედარებით რთულადაა. ტექნიკურად და ტექნოლოგიურად ფორუმის ძრავი დიდ ვერაფერ შესაძლებლობებს გთავაზობს და მეტად შეზღუდულია როგორც აუდიტორიის ასევე განვითარების თვალსაზრისით [სოციალურ ქსელთან შედარებით რა თქმა უნდა]. ვის ესაუბრები ხშირ შემთხვევაში არ იცი, ადამიანის შესახებ დიდი-დიდი მეტსახელი და ერთი სურათი შეიძლება იყოს ხილვადი, არ იცი საიდან ”მოდის”, რა პროფესიისაა, ესმის თუ არა ის საკითხი რასაც ეხმაურება და ა.შ. მეგობრებთან დაკავშირებისა და მათთან ”ხაზზე დარჩენის” კუთხით ფორუმი ნამდვილად არ არის იდეალური [გარდა იმ შემთხვევისა თუ რაღაც განსაკუთრებული ფორუმია].
ბლოგი ნამდვილად კარგი ინსტრუმენტია რომ ინდივიდმა საკუთარ აუდიტორიასთან აწარმოო ღია საუბარი, მით უმეტეს თუ რაიმე სფეროს პროფესიონალია [ან უნდა რომ იყოს], წერა შეუძლია და ირგვლივაც პროფესიონალებს შემოიკრებს. ბლოგზე ავტორთა შესახებ ჩვეულებრივ სრული ინფორმაცია დევს. მკითხველთან ადვილად შეიძლება კომუნიკაციის დამყარება და არა მხოლოდ  online. მიზნობრივ აუდიტორიასთან დამეგობრებისა და კავშირის შენარჩუნების თვალსაზრისით ბლოგი ნამდვილად კარგი ინსტრუმენტი შეიძლება გახდეს მცოდნე ხელში.
როგორც საკომუნიკაციო ინსტრუმენტი კომპანიისათვის, CRM ...
უკვე კარგა ხანია აქტიურად მიმდინარეობს სოციალური ქსელების ათვისება ბიზნეს კომპანიათა მხრიდან. ეს ხშირ შემთხვევაში განიხილება როგორც CRM-ის [კლიენტებთან ურთიერთობის მართვა] შედარებით იაფი და ეფექტური საშუალება. შეიძლება ადვილად შექმნა კომპანიის გვერდი სოციალურ ქსელში, გამოეხმაურო კლიენტების პრობლემებს და არა მხოლოდ გადაჭრა ისინი, არამედ სხვასაც გააგებინო თუ რაოდენ ”ეფექტური ბიზნესი” ხარ; მოაგროვო ე.წ. Like-ები, აალაპარაკო აუდიტორია, გააკეთო გათამაშებები და ა.შ. ... შესაძლებლობები ნამდვილად უსაზღვროა.
ფორუმის გამოყენება ალბათ უფრო მეტად გამართლებულია თუ აუდიტორია სპეციფიკურია ან/და კომპანიას სურს განხილვები გარე თვალისგან იყოს დაცული. ფორუმის არჩევისას შესაძლოა კომპანიისათვის მნიშვნელოვანი იყოს ის, რომ დომენი, ფორუმი, სერვერი და მომსახურე პერსონალი და ზოგადად კონტროლი კომპანიისაა და დამოკიდებული არ არის მაგალითად სოციალური ქსელის მეპატრონე კომპანიაზე, ფორუმის დიზაინიც კორპორატიულ ფერებში შეიძლება იყოს გადაწყვეტილი. რა თქმა უნდა შეიძლება იყოს სხვა მრავალი მიზეზიც.
ერთ-ერთი განსაკუთრებული მიზეზი, თუ რატომ შეიძლება კომპანიამ ღია ბლოგი გამოიყენოს არის სიახლეების ხშირად მიწოდება საზოგადოებისათვის. ზემო აბზაცში დასახელებული არგუმენტებიც შეიძლება მეტად მნიშვნელოვანი იყოს არჩევანის გაკეთებისას.
კომუნიკაცია ბიზნესისათვის მნიშვნელოვანია, კომუნიკაცია სოციალურ ქსელში ადამიანთა მზარდ რაოდენობასთან კი გაცილებით მნიშვნელოვანი. აუდიტორია, მისი ზრდის ტემპები, მომხმარებელთან პირდაპირი კომუნიკაცია, ინფორმაციის ღიაობა, ინტეგრირებულობა შედარებით დაბალ დანახარჯებთან ერთად ალბათ ის რამოდენიმე ძირითადი პარამეტრია, რომელთა გამოც სოციალურ ქსელებს CRM-ის კუთხით ლიდერობა შეიძლება მივაკუთვნოთ ფორუმებთან და ბლოგებთან შედარებით.
SEO & SE მეგობრულობა
SEO - საძიებო სისტემებისათვის ოპტიმიზირება [onpage და offpage] კეთდება იმისათვის, რომ ვებ რესურსი ადვილად მოძებნადი იყოს საძიებო სისტემების მიერ. SE მეგობრული ვებ გვერდი საიტს სტუმართა უფასო ნაკადით უზრუნველყოფს.
ყველა ის შინაარსი, რომელიც სოციალურ ქსელში [იქნება ის ინდივიდის პროფილში არსებული ინფორმაცია, თუ რაიმე სხვა შინაარსი] user და pass-ის მიღმა ძევს, დაფარულია საძიებო სისტემებისათვის. ეს არის ე.წ. deep web. ეს შინაარსი ეკუთვნით ანგარიშის მფლობელებს. საძიებო სისტემების [Google, Yahoo, Bing] ბოტები ვერ აღწევენ user და pass-ის მიღმა. შესაბამისად შინაარსი ვერ ინდექსირდება, რაც გამორიცხავს ”გარედან” სტუმრის შეღწევას. კომპანიის/პროექტის facebook გვერდი გამონაკლისია. იგი ჩვეულებრივ ღიაა და ინდექსირდება საძიებო სისტემების მიერ, თუმცა მისი გავითარება მეტწილად ისევ facebook-ის აუდოტირიის ხარჯზე ხდება, ამიტომ თქვენი ერთადერთი შანსი, რომ გაზარდოთ სოციალური ქსელის შიგნით არსებული თქვენი გვერდის პოპულარობა არის თავად სისტემაში აქტიურობა.
სოციალური ქსელის სისტემა ჩვეულებრივ უზრუნველყოფს ზოგიერთი ინფორმაციის ”გატანას” შეზღუდული და საჯაროდ ხილვადი პროფილის სახით, მაგალითად თქვენი სახელი და გვარი და ა.შ. [ამას თქვენ წყვეტთ თუ რა ”გავა” სისტემიდან], შინაარსისას ვერა. ანუ თქვენი დაწერილი შინაარსი სისტემაშივე ბრუნავს. ამიტომაცაა, რომ Google -ში თქვენი სახელი და გვარით ძებნისას აღმოაჩენთ თქვენს facebook გვერდს, მაგრამ თუ სისტემაში არ შეხვედით [log in] შიგთავსის მხოლოდ მინიმალურ - public ნაწილს ნახავთ. log in -ის გარეშე ვერ ნახავთ ვერც თქვენს გამოხმაურებებს და ვერც თქვენი მეგობრებისას. კომპანიის/პროექტის facebook გვერდი გამონაკლისია და იგი ჩვეულებრივ ”გარედანაც” მისაწვდომია.
თუ თქვენი მიზანი არის SEO & SE მეგობრული გვერდის გაკეთება დაივიწყეთ სოციალურ ქსელში კომპანიის გვერდის აწყობა და განვითარება [აღარაფერს ვამბობ პროფილზე, რომლის გამოყენება ბიზნეს მიზნებისათვის უბრალოდ არღვევს facebook-ის გამოყენების წესებს]. ეს დიდი რისკია სამომავლოდ. შეიძლება იფიქროთ მაგალითად, რომ გამოხმაურებების ხშირი დაწერა ერთ-ერთი გამოსავალია, მაგრამ აქაც არის ”ბუნებრივი” ზღვარი. გარდა ამისა მეგობრების რაოდენობის ზრდა გზავნილებების დიდ ნაკადს წარმოშობს, რაც სისტემაში თქვენი გზავნილის ხილვადობას სულ უფრო ამცირებს და მეგობრის ”თვალში ჩავარდნის” ალბათობაც მნიშვნელოვნად მცირდება.
ფორუმი უკვე დიდი ხანია გადაიქცა SEO & SE მეგობრულ ინსტრუმენტად. ოპტიმიზირებული ფორუმი დიდი ძალაა. პირადად ჩემს მაგალითზე შემიძლია ვიმსჯელო თუ რა დიდად სასარგებლოა უფასო აუდიტორია, რომელიც საძიებო სისტემებს მოჰყავთ, ისევე როგორც თუ როგორი კატასტროფაა ამ ნაკადის დაკარგვა. ფორუმები დიდი ხანია რაც დამატებითი მოდიფიკაციების მეშვეობით გადაიქცნენ საძიებო სისტემებისადმი უაღრესად მეგობრულ რესურსებად.
ბლოგი კიდევ უფრო მეტად ოპტიმიზირებულია ვიდრე ფორუმები და საიდუმლო თვით ბლოგის სტრუქტურასა და დანიშნულებაშია. ისეთი ძრავები როგორიცაა Wordpress.com და მრავალი სხვა იდეალურ შესაძლებლობებს გვთავაზობენ საიტის აუდიტორიის საძიებო სისტემებიდან მოზიდვის კუთხით. ბლოგის მთავარი საიდუმლო ორიგინალური შინაარსის მქონე უნიკალური გვერდების დიდი რაოდენობაა, რაც უკეთ ოპტიმიზირების გასაღებია.
სტატიის მეორე ნაწილში შედარება შემდეგი კრიტერიუმებით გრძელდება:
- შინაარსის ”სიღრმე”
- შინაარსის და აუდიტორიის კონტროლი
- გამჭვირვალობა, ანონიმურობა, კონფიდენციალობა
- ხარჯების: დრო, ფული, პერსონალი
- მონეტიზაცია
მივესალმები მკითხველის გამოხმაურებას და შეკითხვებს. შეგიძლიათ დამიკავშირდეთ:
ტარიელ ზივზივაძე
მობ: 577 737 964
marnetllc@gmail.com
www.marketing.ge
www.conference.ge