ნახტომი





- - - - -

ფიარ კონფერენცია 2


გამოხმაურებათა რაოდენობა: 154

#41 Berdia Natsvlishvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 315 გამოხმაურება
0

დაწერილია 01 February, 2006 - 17:11

ჩემი მოსაზრება ასეთია:

ამ წელს, ანუ 2006 - ში ნამდვილად მოსახერხებელია რამოდენიმე ღონისძიების გაკეთება:

- ონლაინ კონფერენცია (თემები იქნება შესარჩევი, დაისმევა კითხვა თუ სად ვართ ახლა, წაიცია თუ არა ამ დარგმა წინ 2005 წლის შემდეგ?)

- პიარგაიდის პრეზენტაცია

- ერთი ოფლაინ შეხვედრა (შეხვედრის სტრუქტურა და შინაარსი გადასაწყვეტია)

- სამაგიდო პიარ ენციკლოპედიის პრეზენტაცია (ამ შემთხვევაში სასურველია ღონისძიებები, ან მისი ნაწილი მაისისათვის დავგეგმავთ, როცა უკვე წიგნი მზად იქნება)

- პიარისა და კომუნიკაციის სტუდენტთა ევროპული ასოციაცია - საქართველოს პრეზენტაცია

- სტუდენტური პიარ კონკურსის დაწესება / ან უკვე გამარჯვებულთა დაჯილდოვება

ვფიქრობ რომ ამ ეტაპისთვის, ამ ღონისძიებების და + რამოდენიმე სხვა (რომელიც სასურველის რომ აუცილებლად იყოს) ღონისძიების ორგანიზება მიღწევადია (გამომდინარე შეზღუდული რესურსებიდან და დროის ფაქტორიდან).

თუ მეტ-ნაკლებად ასე ვფიქრობთ და დავისახავთ მიზნად ასეთ ფორმატს მგონი რაღაც გამოვა. შეიძლება ვცდები და შემისწორეთ.

რადგანაც "პროფილი" იღებს მონაწილეობას უკრაინის პიარ ღონისძიებებში, კარგი იქნება თუ იქ მიღებულ გამოცდილებას გაუკეთდეა ანალიზი და მომავალი წლისათვის, ანუ 3 წელს ჩვენი გააქტიურებიდან გაუკეთებთ ისეთ მაშტაბურ პიარ კვირეულს რომელიც შემოთავაზებული იყოს "პროფილის" მიერ, რადგან დარწმუნებული ვარ რომ ასეთ მაშტაბურ ფესტივალს ჩვენ ამ წელს ვერანაირად ვერ გავაკეთებთ (ამის არანაირი რესურსი არ არსებობს - უფრო სწორედ, ვინ იქნება თანახმა ჩაუდგეს ამ ყველაფერს სათავეში ადმინისტრირებისა და ორგანიზების კუთხით? ყველა კომპანიას დარწმუნებული ვარ ასეთი დროის გამონახვა გაუჭირდება).

მოკლედ რომ შევაჯამო ჩემი სათქმელი: მე მხარს შეზღუდული რაოდენობის (ადვილად მიღწევადს და გაკეთებადს, თუმცა ხარისხიანს) უჭერ მხარს.

ბერდია
Berdia Natsvlishvili
Founder & Adviser, PUBLICITYGROUP
www.publicitygroup.ge

"PR, Marketing & Interactive Communications, New Media"

#42 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 01 February, 2006 - 17:16

Berdia Natsvlishvili, Feb 1 2006, 06:11 PM -ში, განაცხადა:

ლედ რომ შევაჯამო ჩემი სათქმელი: მე მხარს შეზღუდული რაოდენობის (ადვილად მიღწევადს და გაკეთებადს, თუმცა ხარისხიანს) უჭერ მხარს.

<{POST_SNAPBACK}>


მშვენიერია,
უკვე 6 კონკრეტული იდეა გვაქვს :) თან რეალურიც და გაკეთებადიც ...

თუმცა მეექვსე, აი დაჯილდოვების იდეა ცოტა ვერ გავიგე. რას გულისხმობ?
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#43 Berdia Natsvlishvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 315 გამოხმაურება
0

დაწერილია 01 February, 2006 - 17:50

მართალი ხარ ტარიელ. ანუ სტუდენტური კონკურსის დაჯილდოვებაში ვიგულისხმე, რომ მანამდე, მაგალითად 1 თვით ადრე (ანუ ამ წუთიდან:) გამოცხადდეს კონკურსი უნივერსიტეტებში სადაც ეს დისწიპლინა ისავლება, და მოხდეს გამარჯვებნულთა გამოვლენა სწორედ მაშინ, ანუ უფრო საინეტრესო იქნება, თუმცა შეიძლება მხოლოდ კონკურსის პრეზენტაცია გავაკეთოთ და დაჯილდოვება მოგვიანებით იყოს, როგორც ცალკე ღონისძიება. ეს იდეაა უბრალოდ. სოსო აქვს კონკურსთან დაკავშირებით იდეები.
Berdia Natsvlishvili
Founder & Adviser, PUBLICITYGROUP
www.publicitygroup.ge

"PR, Marketing & Interactive Communications, New Media"

#44 Mamuka Davarashvili

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 409 გამოხმაურება
1

დაწერილია 01 February, 2006 - 17:52

ჩვენს კომპანიას არანაირი ბიზნეს-ინტერესი პიარის სფეროში არ გააჩნია და არც ვაპირებთ ამ სფეროში პირდაპირ რაიმეს გაკეთებას. უბრალოდ რადგან ინტერნეტსაც ეხება,თუ რამის გაკეთება შეგვიძლია , ჩვენი კომპანია ამისთვის მზადაა.
სარეკლამო კომპანია DAVARA GROUP


www.davaragroup.ge


info@davaragroup.ge

[+995 32] 218 138

#45 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 01 February, 2006 - 18:19

Berdia Natsvlishvili, Feb 1 2006, 06:50 PM -ში, განაცხადა:

სოსო აქვს კონკურსთან დაკავშირებით იდეები

<{POST_SNAPBACK}>


მშვენიერია ...
ანუ 6 კონკრეტული იდეა არის ...Mamuka Davarashvili
გმადლობთ მამუკა,
ვფიქრობ მხარდამჭერთა რაოდენობა და ხარისხი მნიშვნელოვანია
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#46 Soso Galumashvili

    ეს ჯეპრაა!

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 464 გამოხმაურება
0

დაწერილია 01 February, 2006 - 20:01

ყველა იდეას ვეთანხმები და მხარს ვუჭერ. ერთი საინტერესო რამ აღმოვაჩინე. შეგვიძლია გავაკეთოთ პრეზენტაციების სექცია და ყველა პრეზენტაცია იქ გავაკეთოთ როგორც ოფლაინ, ასევე ონლაინ.
სტუდენტური პიარ კონკურსი ჩემი დიდი ხნის ოცნებაა და წელს თუ გამოგვივიდა, მაგარი იქნება.
მთავარია, ისეთი რამეები არ დავისახოთ მიზნად, რომლებიც ნახევარფაბრიკატებს დაემსგავსება.
მე ვფიქრობ, რომ რაღაცეები საერთო ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსდეს და რაღაცეებზე თანხა თავად კომპანიებმა უნდა დადონ. ამ შემთხვევაში გამოირიცხება უკმაყოფილებაც!

რედაქტორი Soso Galumashvili, 01 February, 2006 - 20:02.

სოსო გალუმაშვილი
ჯეპრა
პიარი და მარკეტინგული კომუნიკაციები
www.gepra.ge

#47 George Selimashvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 291 გამოხმაურება
0

დაწერილია 01 February, 2006 - 22:55

მოგესალმებით ყველას!
გავეცანი გამოთმულ მოსაზრებებს დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.მე ყოველთვის თავს ვიკავებ რაიმე ინიციატივების წამოყენებისაგა,რადგან არ გამაჩნია მათი განხორციელების სათანადო რესურსები.ვარ რიგითი სტუდენტი.
წლიდან წლამდე გროვდება ერთი და იგივე პრობლემები,მიდის რაღაცა დისკუსია,რომელიც თუმცა უშედეგოდ.მაგრამ იმედიანად მთავრდება:აი,მომავალ წელს აუცილებლად გამოიძებნება დროც და ფულიც, და ჩვენს ოცნებებს ხორცი შეესხმება.უკვე დამკვიდრდა ეს ტრადიცია:ჩამოვწერთ გეგმას და შემდეგ ვტკბებით მისი სრულყოფილებით!ეს ხომ იგივეა,რომ რესტორანში მხოლოდ და მხოლოდ მენიუს წასაკითხად შევდიოდეთ:):)
George Selimashvili / PR Manager

Legal Aid Service - www.legalaid.ge
Ministry of Corrections & Legal Assistance

#48 George Selimashvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 291 გამოხმაურება
0

დაწერილია 01 February, 2006 - 23:17

ახლა რაც შეეხება ჩემს პოზიციას.
ჩამოთვლილ ღონისძიებათაგან უმრავლესობაში აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას.ზოგიერთ მათგანში უკვე ვარ ჩართული,ესენია სამაგიდო ენციკლოპედია და სტუდენტური ფიარ-ასოციაცია.
განსაკუთრებულად დამაინტერესა სტუდენტური კონკურსის იდეამ.იმედია,იგი არ დაემსგავსება სტუდენტთა მთარგმნელობით საქმიანობას ანუ უცხოერი ლიტერატურის გადმოქართულებას! ამის თავიდან ასაცილებლად კარგი იქნებოდა სტუდენტთა ჩართვა რეალური პროექტების განხორციელებაში! კონკურსის უმთავრესი მიზანი კი უნდა იყოს პრაქტიკულ საქმიანობაში სტუდენტთა ვარგისიანობის დადგენა, თორემ წიგნის წაკითხვა და მისი გადათარგმნა ბევრის არაფრის მომცემია.
George Selimashvili / PR Manager

Legal Aid Service - www.legalaid.ge
Ministry of Corrections & Legal Assistance

#49 George Selimashvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 291 გამოხმაურება
0

დაწერილია 01 February, 2006 - 23:28

ბატონ ელგუჯას გვსურს ვუთხრათ, რომ უახლოეს დღეებში განვაახლებთ თანამშრომლობას პროფილთან.მაქსიმალურად შეგიწყობთ ხელს ენციკლოპედიის დასრულების საქმეში.სრულად ვაცნობიერებთ საკუთარ თავზე აღებულ პასუხისმგებლობას ცალკეული მასალების მომზადებასთან დაკავშირებით.იმდეს გამოვთვამთ,რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალში უფრო ორგანიზაბულ და პროდუქტიულ ხასიათს შეიძენს,რაშიც საკუთარ წვლილსაც შევიტანთ.
სტუდენტები: გიორგი სელიმაშვილი
ანა ცინცაძე
George Selimashvili / PR Manager

Legal Aid Service - www.legalaid.ge
Ministry of Corrections & Legal Assistance

#50 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 02 February, 2006 - 10:28

Soso Galumashvili, Feb 1 2006, 09:01 PM -ში, განაცხადა:

ყველა იდეას ვეთანხმები და მხარს ვუჭერ. ერთი საინტერესო რამ აღმოვაჩინე. შეგვიძლია გავაკეთოთ პრეზენტაციების სექცია და ყველა პრეზენტაცია იქ გავაკეთოთ როგორც ოფლაინ, ასევე ონლაინ.
სტუდენტური პიარ კონკურსი ჩემი დიდი ხნის ოცნებაა და წელს თუ გამოგვივიდა, მაგარი იქნება.
მთავარია, ისეთი რამეები არ დავისახოთ მიზნად, რომლებიც ნახევარფაბრიკატებს დაემსგავსება.
მე ვფიქრობ, რომ რაღაცეები საერთო ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსდეს და რაღაცეებზე თანხა თავად კომპანიებმა უნდა დადონ. ამ შემთხვევაში გამოირიცხება უკმაყოფილებაც!

<{POST_SNAPBACK}>


მე მგონი სწორი პოზიციაა ...
განსაკუთრებით კი ის, რომ ზოგიერტი რამ საერთო ბიუჯეტიდან უნდა გაკეთდეს, დანარჩენი კი თვითონ კომპანიებმა შეიძლება დააფინანსონ
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#51 Kaxa Magradze

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 31 გამოხმაურება
0

დაწერილია 02 February, 2006 - 12:24

მეც არ დავარღვევ ტრადიციას და მოგესალმებით ყველას. ვუერთდები უმეტესობა ინიციატივას. უმეტესობას იმიტომ რომ ყველა პოსტი არ წამიკითხავს. ვიღაც-ვიღაცეებმა დამიკარგეს ამის ხალისი.

მე საერთოდ გამიჩნდა ასეთი იდეა, რომ არსებულ პიარ ფაკულტეტებს, რომლებიც ქვეყნის სამსახურში დგანან და ზრდიან გამოჩინებული ქართველ პიარშიკებს, დაემატოს როგორც მინიმუმ, 3 ახალი ფაკულტეტი, სამედიცინო უნივერსიტეტში, სპორტის აკადემიასა და რაც მთავარია, აგრარულ უნივერსიტეტში. ხოლო ზოოვეტში გავხსნათ მარკეტინგული კომუნიკაციების ფაკულტეტი და იქვე საზოგადოებასთან ურთიერთობების სპეციალობა. ქვეყანას ბევრი ახალი და დიადი იდეებით ახსავსე პიარშიკი სჭრიდება. იმედია მეთანხმებით. მოკლედ ამ ფაკულტეტების საზეიმო გახსნის ცერემონიალი უნდა მოხდეს ფესტივალზე (რომელსაც უკვე აქვს მრავალი საინტერესო და ერთმანეთის მსგავსი სახელი), რომლის დროსაც გეპეის და თსუ-ს პიარის სტუდენტებმა უნდა იმღერონ სოსო პავლიაშვილის მიერ დაწერილი (შეიძლება მას ჯემალ სეფიაშვილიც მიეხმაროს) ჰიმნი.

როგორი იდეაა. იმედია მოგეწონებათ. მე ძალიან მომწონს!

#52 Rezo Magalashvili

    Marketing Proffesional

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 6,175 გამოხმაურება
1

დაწერილია 02 February, 2006 - 12:27

Kaxa Magradze, Feb 2 2006, 01:24 PM -ში, განაცხადა:

მლის დროსაც გეპეის და თსუ-ს პიარის სტუდენტებმა უნდა იმღერონ სოსო პავლიაშვილის მიერ დაწერილი (შეიძლება მას ჯემალ სეფიაშვილიც მიეხმაროს) ჰიმნი.

<{POST_SNAPBACK}>


პავლიაშვილს აქვს რამე ჰიმნი დაწერილი? :)
GBI Autotrade
CEO
Mob: 891 307307
Phone: 307 307
Email: r.magalashvili@gbiautotrade.ge
Web:www.307307.ge
Make the difference!

#53 Sophie Amiranashvili

    L8: პროფესიონალი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 10,227 გამოხმაურება
0

დაწერილია 02 February, 2006 - 12:30

Rezo Magalashvili, Feb 2 2006, 12:27 PM -ში, განაცხადა:

პავლიაშვილს აქვს რამე ჰიმნი დაწერილი?

<{POST_SNAPBACK}>


:)
Sophie Amiranashvili

Linxtelecom Georgia LLC
Sales Manager Georgia

GSM: +995 99 22 15 40
Office: +995 32 56 68 73

#54 Kaxa Magradze

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 31 გამოხმაურება
0

დაწერილია 02 February, 2006 - 12:37

იბერვიზიის ჰიმნის მაგის დაწერილი მგონია. თუ არაა მასე ან ჯემალ სეფიაშვილმა დაწეროს, ან პავლიაშვილის დებიუტის მომსწრე გავხდეთ.

#55 Rezo Magalashvili

    Marketing Proffesional

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 6,175 გამოხმაურება
1

დაწერილია 02 February, 2006 - 12:41

Kaxa Magradze

Kaxa Magradze, Feb 2 2006, 01:37 PM -ში, განაცხადა:

ან პავლიაშვილის დებიუტის მომსწრე გავხდეთ.

<{POST_SNAPBACK}>


არმაგედონის მომსწრე არ მინდა გავხდე და მაგის დებიუტის...
არ შეიძლება კარგი კომპოზიტორი შეირჩეს თუ ეკონომიას ვაკეთებთ? :)
GBI Autotrade
CEO
Mob: 891 307307
Phone: 307 307
Email: r.magalashvili@gbiautotrade.ge
Web:www.307307.ge
Make the difference!

#56 Kaxa Magradze

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 31 გამოხმაურება
0

დაწერილია 02 February, 2006 - 12:44

მართალი ხარ. დავივიწყოთ სოსო პავლიაშვილი. ეტყობა უკბილო ხუმრობა გამომივიდა. შევჩერდეთ ჯანსუღ ჩარკვიანსა და მორის ფოცხიშვილზე.

#57 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 02 February, 2006 - 13:03

Kaxa Magradze, Feb 2 2006, 01:24 PM -ში, განაცხადა:

მე საერთოდ გამიჩნდა ასეთი იდეა, რომ არსებულ პიარ ფაკულტეტებს, რომლებიც ქვეყნის სამსახურში დგანან და ზრდიან გამოჩინებული ქართველ პიარშიკებს, დაემატოს როგორც მინიმუმ, 3 ახალი ფაკულტეტი, სამედიცინო უნივერსიტეტში, სპორტის აკადემიასა და რაც მთავარია, აგრარულ უნივერსიტეტში. ხოლო ზოოვეტში გავხსნათ მარკეტინგული კომუნიკაციების ფაკულტეტი და იქვე საზოგადოებასთან ურთიერთობების სპეციალობა. ქვეყანას ბევრი ახალი და დიადი იდეებით ახსავსე პიარშიკი სჭრიდება. იმედია მეთანხმებით. მოკლედ ამ ფაკულტეტების საზეიმო გახსნის ცერემონიალი უნდა მოხდეს ფესტივალზე .

<{POST_SNAPBACK}>


ეს ადვილი არ იქნება ...
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#58 George Selimashvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 291 გამოხმაურება
0

დაწერილია 02 February, 2006 - 13:17

ჰმ,ჰიმნთან დაკავშირებით კარგი ხუმრობა გამოვიდა!
რომელ ჰიმნზეა ლაპარაკი,როცა არც კი ვიცნობთ ერთმანეთს?!
ერთი ოფლაინ შეხვედრა არ უშველის ამ საკითხს!
და ნუ დავაბრალებთ ყველაფერს ე.წ. ამბიციურობას. უბრალოდ უნდა შეიქმნას პირობები და წესები ამ ამბიციების დასაკმაყოფილებლად,რაც სამწუხაროდ არ ხდება. და ვინ უნდა განახორციელოს ეს?! სწორედ იმ პრაქტიკოსმა ფიარისტებმა,რომელთაც ამბიციები ამოძრავებთ.
იმ პირობებში,როდესაც "PR" წინდართული "შავის" გარეშეც კი უკვე ნეგატიური ასოციაციის გამომწვევია საზოგადოებაში,ძნელია სერიოზულად მოვეკიდოთ ისეთი ატრიბუტების შექმნის ინიციატივას, როგორიც ჰიმნის იდეაა.
თუმცა გაჩაღებული დისკუსიის გასამხიარულებლად სავსებით მისაღებია მსგავსი აზრების გაჟღერება.ამიტომ,ჰიმნთან ერთად, ვიფიქროთ გიგანტური ტორტის გამოცხობაზეც.ტორტს უნდა ამშვენებდეს ორი ლათინური ასოსგან შემდგარი აბრევიატურა "PR" ,ხოლო მისი ყველაზე მსხვილი ნაჭრები კი უნდა დარიგდეს იმ ადამიანთა შორის,ვისაც დღემდე არ სწამს ფიარის ეგექტურობისა.ეს შეიძლება რომელიმე PR-პროექტის პრეზენტაციაზე შედგეს.:):):D
George Selimashvili / PR Manager

Legal Aid Service - www.legalaid.ge
Ministry of Corrections & Legal Assistance

#59 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 02 February, 2006 - 14:47

George Selimashvili, Feb 2 2006, 02:17 PM -ში, განაცხადა:

ვიფიქროთ გიგანტური ტორტის გამოცხობაზეც.ტორტს უნდა ამშვენებდეს ორი ლათინური ასოსგან შემდგარი აბრევიატურა "PR"

<{POST_SNAPBACK}>


ეგ ადვილია, მაგრამ

George Selimashvili, Feb 2 2006, 02:17 PM -ში, განაცხადა:

მისი ყველაზე მსხვილი ნაჭრები კი უნდა დარიგდეს იმ ადამიანთა შორის,ვისაც დღემდე არ სწამს ფიარის ეგექტურობისა

<{POST_SNAPBACK}>


სად გინდა მოძებნო ასეთი ხალხი და მოიყვანო ისინი ტორტის საჭმელად?
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#60 Soso Galumashvili

    ეს ჯეპრაა!

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 464 გამოხმაურება
0

დაწერილია 02 February, 2006 - 16:49

კახას აქვს კარგი კონტაქტები ტორტის მცხობელებთან - ბორჯომის და თიბისი ბანკის ტორტი მისი ნახელავია!
სოსო გალუმაშვილი
ჯეპრა
პიარი და მარკეტინგული კომუნიკაციები
www.gepra.ge



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share