ნახტომი





- - - - -

კონკურსი კრეატივში და დიზაინში


გამოხმაურებათა რაოდენობა: 1

#1 Lexo Khubulava

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 251 გამოხმაურება
0

დაწერილია 16 March, 2006 - 17:01

მთაწმინდის პარკის დასახელების, ემბლემის, სლოგანისა და მასკოტის შექმნის საკონკურსო პროგრამა


1. შესავალი

ქ. თბილისის მერიამ 2004 წლის 8 ოქტომბერს გამოაცხადა კონკურსი მთაწმინდის პარკის რეაბილიტაციის, ინვესტირებისა და გრძელვადიანი იჯარით აღების შესახებ. კონკურსი ითვალისწინებდა პარკის გადაქცევას თანამედროვე კულტურის, ტურიზმის, დასვენებისა და გართობის ცენტრად, ფუნიკულიორისა და საბაგირო გზის აღდგენას და სხვა აუცილებელ ღონისძიებებს.

კონკურსში გამარჯვებულად გამოვლინდა შპს “ლინქსი”, რომელიც უკვე ახორციელებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს. სამუშაოების ძირითად ნაწილს წარმოადგენს მთაწმინდის პლატოზე გრანდიოზული გასართობი პარკის შექმნა, რომელიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე ატრაქციონებითა და სხვა მრავალფეროვანი გართობის საშუალებებით.

პროექტის მაშტაბურობის გათვალისწინებით შ.პ.ს `ლინქსი~ აცხადებს ღია კონკურს აღნიშნული პარკისთვის სიმბოლიკის (დასახელება, ემბლემა, სლოგანი და სპეციალური გმირი (მასკოტი) შესარჩევად.

2. კონკურსის პირობები

2.1 მიდგომა
კონკურსის მიდგომაა არ შეზღუდოს მონაწილეები და მოუწოდებს თავისუფალი შემოქმედებისკენ.

2.2 დავალების თემა:
კონკურსი ითვალისწინებს სამი დავალების შესრულებას:

ა. პარკის დასახელება და სლოგანი (სასურველია ინგლისური ვერსიაც)
ბ. პარკის ემბლემა
გ. პარკის გმირი, სახე (მასკოტი).

სასურველია მონაწილეებმა წარმოადგინონ სამივე დავალება ერთად და არსებობდეს შესაბამისობა წარმოდგენილ დავალებებს შორის. თუმცა მონაწილეები არ იქნებიან შეზღუდულები შეასრულონ და წარმოადგინონ მხოლოდ ერთ-ერთი დავალება. მონაწილეებს შეუძლიათ წარმოადგინონ დავალების რამოდენიმე ვარიანტი ერთ განაცხადში.

2.3 ნამუშევრების წარდგენის ფორმა
დავალება შესაძელებელია წარმოდგენილი იყოს ნებისმიერი ფორმით თუ ის ჟიურს აძლევს შეფასების საშუალებას. პარკის დასახელების, ემბლემის და მასკოტის წარმოდგენისას სასურველია ასევე წარმოდგენილი იყოს მისი შინაარსის წერილობითი აღწერაც რომელიც არ უნდა იყოს ერთ გვერდზე მეტი. ლოგო-სიმბოლოსთვის სასურველია წარმოდგენილი იყოს შავ-თეთრი ვერსიები 3 ფორმატის პლანშეტზე (დამატებით შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს ფერადი და ფაქტურითი ვერსია ან ელექტრონული გრაფიკული ფაილი). პლანშეტების რაოდენობა არ არის შეზღუდული. სასურველია ნამუშევრები წარმოდგენილი იქნეს დახურული კონვერტებით.

2.4 კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის წესი
კონკურსანტების ნაშრომების განხილვას და შეფასებას მოახდენს კომპეტენტური ჟიური, რომელიც დაკომპლექტებულია ავტორიტეტული სპეციალისტების ჯგუფით. კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება დახურული წესით (ყოველ მონაწილეს მიენიჭება შესაბამისი ნომერი). ჟიურის უფლება აქვს წარმოდგენილი ნამუშევრების დაბალი შეფასების გამო გამარჯვებული არ გამოაცხადოს და დანიშნოს დამატებითი კონკურსი. საპრიზო ადგილების რაოდენობასა (არაუმეტეს სამი ადგილისა) და პრიზის ოდენობას განსაზღვრავს ჟიური. ჟიურის აქვს უფლება მთლიანად არ გაანაწილოს საპრიზო ფონდი.

2.5 საპრიზო ფონდი
• კონკურსის მაქსიმალური საპრიზო ფონდია 15,000 (თხუთმეტი ათასი) ლარი.
• “ა” დავალების შესრულებისთვის გამარჯვებულის მინიმალური პრიზია 2,000 ლარი;
• “ბ” დავალების შესრულებისთვის გამარჯვებულის მინიმალური პრიზია 1,000 ლარი;
• “გ” დავალების შესრულებისთვის გამარჯვებულის მინიმალური პრიზია 1,000 ლარი;
• იმ შემთხვევაში თუ სამივე დავალებაში გამაჯვებულად გამოვლინდება ერთი პირი, იგი მიიღებს დამატებით მინიმუმ 3,000 ლარს.

2.6 ვადა
ნაშრომების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2006 წლის 30 აპრილის 17.00 სთ.

2.7 სხვა აუცილებელი პირობები
• კონკურსში გამარჯვებულ საპრიზო პროექტებზე საავტორო უფლებები ეკუთვნის კონკურსის გამომცხადებელ კომპანიას, შპს “ლინქს”-ს. შესაბამისად კონკურსანტს უფლება არა აქვს რაიმე სახის პრეტენზია გამოხატოს ნაშრომის ფლობაზე ან მის განკარგვაზე.
• საჭიროების შემთხვევაში ჟიურის შეუძლია მოითხოვოს მონაწილეებისგან დამატებით ინფორმაცია.
• კონკურსში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს როგორც იურიდიულ ასევე ფიზიკურ პირს. აუცილებელია წარმოდგენილი იყოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
• კონკურსის გამომცხადებელი არ აგებს პასუხს მატერიალურ თუ არამატერიალურ ხარჯებზე, რომელსაც გასწევენ პრეტენდენტები.


დამატებითი ინფორმაცია:

სრული სატენდერო დოკუმენტაციისა და ტენდერის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვება შესაძლებელია კომპანია ეისითი ჯობსის ოფისში შემდეგ მისამართზე:

ტ. ტაბიძის 100, თბილისი
სამუშაო საათები: 10:30-დან 18:00-მდე.

კონსულტაციისთვის დარეკეთ ნომერზე 916242 ან დაგვიკავშირდით ელფოსტით მისამართზე tender.linx.tlsm@actjobs.ge

საკონკურსო ნაშრომების წარდგენა წარმოებს კომპანია ეისითი ჯობსის ოფისში, ტ. ტაბიძის 100, თბილისი, 10:30-დან 18:00-მდე.
ლექსო ხუბულავა
დირექტორი
ჯობს.გე
lexo@jobs.ge

#2 Mamuka Davarashvili

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 409 გამოხმაურება
1

დაწერილია 23 September, 2006 - 02:17

Lexo Khubulava, Mar 16 2006, 04:01 PM -ში, განაცხადა:

ა. პარკის დასახელება და სლოგანი (სასურველია ინგლისური ვერსიაც)
ბ. პარკის ემბლემა
გ. პარკის გმირი, სახე (მასკოტი).

<{POST_SNAPBACK}>



ბატონო ლექსო, ხომ ვერ გვეტყვით აღნიშნულ კონკურსებში ვინ და რა ნამუშევრებმა გაიმარჯვა.
სარეკლამო კომპანია DAVARA GROUP


www.davaragroup.ge


info@davaragroup.ge

[+995 32] 218 138



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share