ნახტომი





- - - - -

ვისაუბროთ ქართულად


გამოხმაურებათა რაოდენობა: 547

#1 Teona Grdzelishvili

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,785 გამოხმაურება
1

დაწერილია 17 April, 2006 - 19:00

ვფიქრობ, საშინლად გამწვავდა პრობლემა ქართული ენის კუთხით...

საინტერესოა თქვენი კომპანიების გამოცდილება, რამდენად აქტუალურია გამართული ქართული ენით კომუნიკაცია თქვენს ორგანიზაციაში და რამდენად ვიყენებთ უცხო სიტყვებს მაშინ, როცა ქართული შესატყვისი გაგვაჩნია
და საერთოდ რაში გვჭირდება ამგვარი რამ, ამით იმიჯს ვიქმნით, თუ...

მოკლედ, მოდით, ვისაუბროთ ქართულად :)
TEONA GRDZELISHVILI

Head of Human Resources Department

Rompetrol Georgia
Energy for life

Fill&Go - powered by Rompetrol

#2 Sophie Amiranashvili

    L8: პროფესიონალი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 10,227 გამოხმაურება
0

დაწერილია 17 April, 2006 - 20:59

Teona Grdzelishvili
თეო, საინტერესო და ნამდვილად აქტუალური თემაა. მე უკვე ავღნიშნე, რომ საშინლად მაღიზიანებს ქართულ ენაში შემოჭრილი, არადამკვიდრებული სიტყვები, რომელიც, როგორც წესი, საერთაშორისო სიტყვებად არ მოიაზრება.
დეველოპერი, რიელტორი, კრეატიული, პროჰიბიტაცია, პროლონგაცია, იმაჯინატორი, დიფუზიონი, კორექტული..... მოკლედ, სია საკმაოდ გრძელია...
რაც შეეხება კომპანიას, სადაც მე ვმუშაობ ("ტელენეტი"), მე პირადად მარტო უცხოელებთან მიწევს ურთიერთობა, შესაბამისად ჩემი ფოსტიდან არცერთი ქართული წერილი არ გადის და გამართულ ქართულ ენაზე საუბარი ამ კუთხით გამიჭირდება. თუმცა, ზოგადად, კომპანიის კორესპონდენცია საკმაოდ დახვეწილია და შესაბამისი თანამშრომლები მის სისწორეს ადევნებენ თვალყურს.
ხოლო კვანტუმ ჯგუფში, სადაც პირადად მე ვაკონტროლებ ყველაფერს, რა თქმა უნდა, დიდ ყურადღებას ვაქცევ ამას. საგულდაგულოდ შევადგინე ხელშეკრულება ქართულ ენაზე და ვცდილობ, მიმოწერა მაქსიმალურად სწორად და "ქართულად" ვაწარმოო :)
Sophie Amiranashvili

Linxtelecom Georgia LLC
Sales Manager Georgia

GSM: +995 99 22 15 40
Office: +995 32 56 68 73

#3 Teona Grdzelishvili

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,785 გამოხმაურება
1

დაწერილია 18 April, 2006 - 10:19

ჩემთან სერიოზული პრობლებაა, რადგან ანგარიშებისა და დასკვნების წერა აქტიურად უწევთ ჩვენს თანამშრომლებს, შესაბამისად გამართული ქართულით წერის უნარი საკმაოდ მნიშვნელოვანი უნარია:)
მე ვფიქრობ აქ ისევ მივდივართ წიგნიერების პრობლემამდე, მდიდარი ლექსიკის ქონას ნაკითხობაც განაპირობებს მგონი და გრამატიკული წესების შესწავლა და დახვეწა უფრო მარტივია შემდეგ.
TEONA GRDZELISHVILI

Head of Human Resources Department

Rompetrol Georgia
Energy for life

Fill&Go - powered by Rompetrol

#4 Rusiko Andguladze

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 170 გამოხმაურება
0

დაწერილია 18 April, 2006 - 10:40

გოგონებო, აბსოლიტურად გეთანხმებით. საშინელება ხდება ქართული ენის კუთხით ჩვენთან. და საერთოდ, მე მიმაჩნია, რომ ის ქართველი ვინც ქართულად ვერ წერს და მეტყველებს სწორად, ვერც რუსულად ან ინგლისურად იმეტყველებს გამართულად. რაც შეეხება ჩვენს კომპანიას, ამაზე ერთ კურიოზს მოგიყვებით: ერთხელ ჩემს გენერალურ დირექტორთან შევიტანე რაღაც წერილი, უფრო სწორად თანხას ვითხოვდი რაღაც პროექტრისთვის და რეზოლუცია უნდა დაედო. აიღო კალამი, ცოტა იფიქრა და მერე მეკითხება, "გაეცით" ერთი "ე"-თი იწერება თუ ორითო? აი ასეთი გაამერიკელებული დირექტორი მყავს აბააააა:))))

#5 Rezo Magalashvili

    Marketing Proffesional

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 6,175 გამოხმაურება
1

დაწერილია 18 April, 2006 - 10:48

Rusiko Andguladze, Apr 18 2006, 10:40 AM -ში, განაცხადა:

გოგონებო, აბსოლიტურად გეთანხმებით

<{POST_SNAPBACK}>


არასწორია აბსოლიტურად,
სწორია აბსოლუტურად :)

Teona Grdzelishvili, Apr 17 2006, 07:00 PM -ში, განაცხადა:

ვისაუბროთ ქართულად

<{POST_SNAPBACK}>


:)
GBI Autotrade
CEO
Mob: 891 307307
Phone: 307 307
Email: r.magalashvili@gbiautotrade.ge
Web:www.307307.ge
Make the difference!

#6 Teona Grdzelishvili

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,785 გამოხმაურება
1

დაწერილია 18 April, 2006 - 10:55

Rusiko Andguladze, Apr 18 2006, 10:40 AM -ში, განაცხადა:

"გაეცით" ერთი "ე"-თი იწერება თუ ორითო? აი ასეთი გაამერიკელებული დირექტორი მყავს აბააააა))))

<{POST_SNAPBACK}>


:) :) :D
ეგ იმიჯი დარწმუნებული ვარ ძალიან მოსწონს :D

Rezo Magalashvili
წერილს რომ მოგწერს თანამშრომელი და მთელი შენი გამოცდილების გამოყენება მოგიწევს, ნეტა აქ რა შეიძლება ეწეროსო, მერე მიხვდები რას ვგულისხმობთ :D :D :D :D

რედაქტორი Teona Grdzelishvili, 18 April, 2006 - 10:56.

TEONA GRDZELISHVILI

Head of Human Resources Department

Rompetrol Georgia
Energy for life

Fill&Go - powered by Rompetrol

#7 Zurab Alavidze

    L8: პროფესიონალი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 7,738 გამოხმაურება
1

დაწერილია 18 April, 2006 - 14:50

"მიზნობრი ტარგეტი უკვე ვიცით..............."

"კრეატიული იდეებისათვის გზა ყოველთვის ხსნილია........"

"ნუ, ბექგრაუნდი უნდა ქონდეს რა და ყველაფერი ოკეი იქნება...."

"ერთი კარგად დავარასკრუტკოთ და მერე დავაპიაროთ...."

და ა.შ. .......ყველაზე კარგი კი ის არის, ეს ყოველივე ტელევიზიით შუქდება.........:D...........თუმცა სასაცილო ნამდვილად აღარ არის...........

#8 Sophie Amiranashvili

    L8: პროფესიონალი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 10,227 გამოხმაურება
0

დაწერილია 18 April, 2006 - 14:54

Zurab Alavidze, Apr 18 2006, 03:50 PM -ში, განაცხადა:

ყველაზე კარგი კი ის არის, ეს ყოველივე ტელევიზიით შუქდება

<{POST_SNAPBACK}>


და მისი შესატყვისი სიტყვა ქართულად არავინ იცის :D
და საერთოდ თუ არსებობს?
მგონი ამ საკითხს თემა მიეძღვნა კონფერენციაზე.
Sophie Amiranashvili

Linxtelecom Georgia LLC
Sales Manager Georgia

GSM: +995 99 22 15 40
Office: +995 32 56 68 73

#9 Zurab Alavidze

    L8: პროფესიონალი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 7,738 გამოხმაურება
1

დაწერილია 18 April, 2006 - 15:00

Sophie Amiranashvili, Apr 18 2006, 10:54 PM -ში, განაცხადა:

და საერთოდ თუ არსებობს?
მგონი ამ საკითხს თემა მიეძღვნა კონფერენციაზე.

<{POST_SNAPBACK}>


არსებობს.უბრალოდ დასამკვიდრებელია,როგორც ესენი გაუჯდა ხალხს,ისევე გაუჯდება ქართულიც......ვინმემ უნდა იზრუნოს...

#10 Teona Grdzelishvili

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,785 გამოხმაურება
1

დაწერილია 18 April, 2006 - 15:05

"ზის კაცი და ქმნის კრეატივს, ამ დროს ფეისზე ემოუშენი არ ეტყობა..."
როგორია?

ვინ იცის "კრეატივის შექმნა" რა არის? :D :D
TEONA GRDZELISHVILI

Head of Human Resources Department

Rompetrol Georgia
Energy for life

Fill&Go - powered by Rompetrol

#11 Zurab Alavidze

    L8: პროფესიონალი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 7,738 გამოხმაურება
1

დაწერილია 18 April, 2006 - 15:11

Teona Grdzelishvili, Apr 18 2006, 11:05 PM -ში, განაცხადა:

ზის კაცი და ქმნის კრეატივს, ამ დროს ფეისზე ემოუშენი არ ეტყობა..."

<{POST_SNAPBACK}>


:(.სად წაიკითხე ან ვინ თქვა???....:)

#12 Teona Grdzelishvili

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,785 გამოხმაურება
1

დაწერილია 18 April, 2006 - 15:14

Zurab Alavidze, Apr 18 2006, 03:11 PM -ში, განაცხადა:

სად წაიკითხე ან ვინ თქვა???....

<{POST_SNAPBACK}>


ვანიკო თარხნიშვილმა თქვა, მართლა თქვა... სერიოზულად, თან მგონი სჯეროდა რომ მაგარ რამეს ამბობდა :( :) :D
TEONA GRDZELISHVILI

Head of Human Resources Department

Rompetrol Georgia
Energy for life

Fill&Go - powered by Rompetrol

#13 Giorgi Kalatozishvili

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,205 გამოხმაურება
1

დაწერილია 18 April, 2006 - 18:09

ამ თემას არ მიეძღვნა ეკა ხოფერიას ერთ-ერთი გადაცემა? ჩემი აზრით, ქართულ ლექსიკაში უცხოური ტერმინებისა და სიტყვების შესატყვისი სიტყვები უნდა დამკვიდრდეს. ამას დიდი სჯა-ბაასი არ უნდა:) საჭიროა! თორემ გავზრდით თაობას უვიცი "ფეისებით" და "კრეატიული" აზროვნებით.
გიორგი კალატოზიშვილი
პიარისა და კომუნიკაციების სპეციალისტი

მობ.: (+995 74) 999 356
(+995 95) 414 118

#14 Zviad Tsagareishvili

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 3,156 გამოხმაურება
0

დაწერილია 19 April, 2006 - 10:24

Giorgi Kalatozishvili, Apr 18 2006, 05:09 PM -ში, განაცხადა:

ჩემი აზრით, ქართულ ლექსიკაში უცხოური ტერმინებისა და სიტყვების შესატყვისი სიტყვები უნდა დამკვიდრდეს.

<{POST_SNAPBACK}>


დამკვიდრდეს მერე რატომარ მკვიდრდება :)

Giorgi Kalatozishvili, Apr 18 2006, 05:09 PM -ში, განაცხადა:

თორემ გავზრდით თაობას უვიცი "ფეისებით" და "კრეატიული" აზროვნებით.

<{POST_SNAPBACK}>


რატომაც არა :D

#15 Elene Gakharia

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 3,098 გამოხმაურება
0

დაწერილია 19 April, 2006 - 10:49

Teona Grdzelishvili

Teona Grdzelishvili, Apr 18 2006, 11:05 AM -ში, განაცხადა:

"ზის კაცი და ქმნის კრეატივს, ამ დროს ფეისზე ემოუშენი არ ეტყობა..."
როგორია?

<{POST_SNAPBACK}>


:D :P :D აფერუმ ამის მთქმელს და გამგებსაც... და რატო ითვლება "სტოლი-სტულით" მოსაუბრე ვინმე დურმიშხან დობორჯგინიძე პროვბინციალად, ხოლო პატივცემული ვანიკო თარხნიშვილი ელიტ-არად???
Elene Gakharia
Research Project Manager

ACT RESEARCH
100 T. Tabidze street, Tbilisi 0162, GE
Office: (+995 32) 916242 ext. 301
Fax: (+995 32) 292263
Mobile: (+995 77) 440706
Web: www.act.ge

#16 Zurab Alavidze

    L8: პროფესიონალი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 7,738 გამოხმაურება
1

დაწერილია 19 April, 2006 - 11:15

სწორედ ელიტა და ინტელიგენცია "კარნახობდა" საზოგადოებას ზოგადად ყველაფერს.........ადრე რუსულ-ქართული,შერეული ენით საუბარი ითვლებოდა მაღალი "ტონის" მაჩვენებლად......ამაზე რუსეთი "ზრუნავდა".ოღონდ სხვა უფრო მზაკვრული მიზნებისთვის........ერთეულები ხვდებოდნენ ამას.თუმცა, ღვთის წყალობით,შევინარჩუნეთ ენა...
ახლა,"ამერიკანიზაცია" გვემუქრება....ყველა ასპექტში,მათ შორის რელიგიისა და ენის საკითხია აქტუალური...ყველაზე სასაცილო,თუ სატირალი კი ის გახლავთ,რომ ვინ უნდა იტვირთოს ეს მისია??? სად არის ინტელიგენცია???ან საერთოდ თუ ესმის საზოგადოებას ამის აუცილებლობა???
საქმე კი იმაშია,რომ, რაც არ უნდა ვიძახოთ დემოკრატია,დემოკრატია.......ამერ
იკა თუ რუსეთი...........სხვა სახელმწიფო არასოდეს იზრუნებს შენს კეთილდღეობაზე.
საქართველოს აქვს უდიდესი ინტელექტუალურ-კულტურული წარსული,რომელიც უკვალოდ არ ჩაივლის,გამოყენება ჭირდება.............

#17 Zurab Alavidze

    L8: პროფესიონალი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 7,738 გამოხმაურება
1

დაწერილია 19 April, 2006 - 12:49

"Marnet Conference"-ზე აღმოჩენილი შეცდომები:

შეცდომაა: სწორია:

აბრალიან-------- აბრალებენ
ავღნიშნე--------- აღვნიშნე
რამოდენიმე----- რამდენიმე
ჩემის აზრით---- ჩემი აზრით

კიდევ უამრავია...............თქვენც მომეხმარეთ და შევიტანოთ ჩვენი წვლილი ამ სასიკეთო საქმეში.........:)

#18 Sophie Amiranashvili

    L8: პროფესიონალი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 10,227 გამოხმაურება
0

დაწერილია 19 April, 2006 - 12:54

Zurab Alavidze, Apr 19 2006, 01:49 PM -ში, განაცხადა:

აბრალიან-------- აბრალებენ

<{POST_SNAPBACK}>


ეს კარგად მახსოვს :)
სახელს და გვარს არ დავასახელებ, მაგრამ შემ რომ ერთი წევრის პოსტებს გადახედო, იმდენს აღმოაჩენ :D :D
არა და, თავი ილია ჭავჭავაძე ჰგონია :D
თეო, შენ ალბათ მიმიხვდი ;)
Sophie Amiranashvili

Linxtelecom Georgia LLC
Sales Manager Georgia

GSM: +995 99 22 15 40
Office: +995 32 56 68 73

#19 Sophie Amiranashvili

    L8: პროფესიონალი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 10,227 გამოხმაურება
0

დაწერილია 19 April, 2006 - 12:58

აი კიდევ ერთი - "ცინცხალი" შეცდომა ვიპოვე:

კომფლიქტი ----- კონფლიქტი :)
Sophie Amiranashvili

Linxtelecom Georgia LLC
Sales Manager Georgia

GSM: +995 99 22 15 40
Office: +995 32 56 68 73

#20 Zurab Alavidze

    L8: პროფესიონალი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 7,738 გამოხმაურება
1

დაწერილია 19 April, 2006 - 13:04

Sophie Amiranashvili, Apr 19 2006, 08:58 PM -ში, განაცხადა:

კომფლიქტი ----- კონფლიქტი 

<{POST_SNAPBACK}>



ბრავო!!!
ეს ერთი და სხვა მრავალი..:)

"on line" კურსები ქართულ ენაში":D:);)



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share