ნახტომი





* * * * * 3 ხმა

რეკლამა - ყველაზე ... ყველაზე ... განხილვა ...


გამოხმაურებათა რაოდენობა: 1354

#1 Levan Beitrishvili

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 126 გამოხმაურება
0

დაწერილია 18 April, 2006 - 19:43

კოლეგებო, ძმებო და დებო,

მრავალჯერ ითქვა, რომ მედია საშუალებები გატენილია ყოვლად უგემოვნებო და ყოვლად უაზრო კლიპებით, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში მარკეტინგულ მიზნებს არა თუ პასუხობენ, საერთოდ მსგავსი მიზანი არც კი გააჩნიათ.
ამ ტოპიკის მიზანია გავაკრიტიკოთ ქართული რეკლამები, გავაანალიზოთ და შევაფასოთ სხვადასხვა კუთხით
... ვინძლო (:) რეკლამების ავტორებამდეც/დამკვეთებამდეც მივიდეს ჩვენი ხმაური და გამოასწორონ შეცდმომები, ხოლო დისკუსიაშიც თუ ჩაებმებიან და თავიანთ პირმშოებს თუ დაიცავენ ვაბშემც მაგარი იქნება.

საწყისისთვის გთავაზობთ ვისაუბროთ გაერთიანებული ქართული ბანკის კლიპზე - მძარცველები, რომლებიც სავარაუდოდ დიდი "კუშის" მოსახსნელად შედიან, ხოლო გამოდიან იმაზე ფიქრით, თუ სად იშოვონ 1000 ლარი 100,000 ლარის მოსაგებად.
> რამდენად კარგია ძარცვისა და ბანკის ასოცირება?
> რო გაეძარცვათ 100,000 ლარზე მეტს ვერ წაიღებდნენ მძარცველები?
და ა.შ.

დალშე თქვენც თქვით ორიოდ სიტყვა

რედაქტორი Tariel Zivzivadze, 31 October, 2007 - 00:06.


#2 Sophie Amiranashvili

    L8: პროფესიონალი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 10,227 გამოხმაურება
0

დაწერილია 18 April, 2006 - 21:24

დღეს საშინელი რეკლამების და სლოგანების დღე მქონდა :)
საღამოს, სამსახურიდან გამოსვლისას, რესპუბლიკის მოედანზე მდგარ ბილბორდზე შევნიშნე წვენ "პინარის" რეკლამა შემდეგი სლოგანით "ნატურალური ხილის ნამდვილი გემო". აი განმიმარტეთ ეხლა, რამდენად სწორად არის გამოთქმა ფორმირებული. ხილი, ჩემი აზრით, მხოლოდ ნატურალური შეიძლება იყოს, თუ ვცდები და ხელოვნურიც არსებობს, საიდანაც წვენებსაც კი წურავენ? :D და "ნამდვილი" გემო რა არის? :D შთაბეჭდილება დამრჩა, რომ სლოგანი უცხო ენიდან არაპროფესიონალურად ნათარგმნია. კიდევ უარესი, თუ ქართულად შექმნილია. მოკლედ, თქვენი არ ვიცი, მაგრამ ჩემში ამ სლოგანმა საშინლად უარყოფითი რეაქცია გამოიწვია, ისეთი, რომ არასოდეს ალბათ პინარის წვენს არ დავლევ :D
სულ ეხლახანს კი ტელევიზორში მეორე საშინელ რეკლამას მოვკარი თვალი - ქალი რომ ტელეფონს იღებს და შეტყობინებას უსმენს, მერე ცეკვას და რაღაც სისულელეების კეთებას იწყებს და მოსწავლეები გაოგნებულნი უყურებენ... თურმე მაგთის ახალი აქციის რეკლამაა, რჩეული ნომერი რომ 15 თეთრი ღირს. მოკლედ, არ მენახა ნეტავ ...
Sophie Amiranashvili

Linxtelecom Georgia LLC
Sales Manager Georgia

GSM: +995 99 22 15 40
Office: +995 32 56 68 73

#3 Dear Guest, You need to register...George Kharshiladze_*

  • Guest

დაწერილია 18 April, 2006 - 21:34

ბალის რეკლამას ვერაფერი შეედრება საშინელების პირობებში

#4 Sophie Amiranashvili

    L8: პროფესიონალი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 10,227 გამოხმაურება
0

დაწერილია 18 April, 2006 - 21:55

George Kharshiladze, Apr 18 2006, 10:34 PM -ში, განაცხადა:

ბალის რეკლამას ვერაფერი შეედრება საშინელების პირობებში

<{POST_SNAPBACK}>


ბუკას და სხვა ქართველი "პოპ ვარსკვლავების" შესრულებით რომ არის, ხო? თან როგორ შეიყვანა მაგთიმ, არავინ რომ არ იცოდა რა იყო და ზოგს ინტიმური მომსახურების, ზოგსაც კი, მაპატიეთ და, პრეზერვატივის რეკლამა რომ ეგონათ.
ამაზე კიდევ ერთი გამახსენდა - რამოდენიმე წლის წინ ისი პარის საახალწლო გათამაშებას სატელევიზიო რეკლამას ლელა წურწუმია უკეთებდა. ძალიან გამომწვევი მაკიაჟით, მისთვის ჩვეული "სინაზით" (სინამდვილეში ვულგარობით), ვნებიანად საუბრობდა ისი პარის პრიზებსა და სიურპრიზებზე ამაღელვებელი მუსიკის ფონზე. იმ დროს უკრაინიდან ჩამოსული სტუმარი მყავდა, რომელსაც, რა თქმა უნდა, ქართული არ გაეგებოდა და რგოლი ჩვენი "პოპ დივა" -თურთ ინტიმური მომსახურების რეკლამად ჩათვალა. რა გასაკვირვია?
Sophie Amiranashvili

Linxtelecom Georgia LLC
Sales Manager Georgia

GSM: +995 99 22 15 40
Office: +995 32 56 68 73

#5 Dear Guest, You need to register...George Kharshiladze_*

  • Guest

დაწერილია 18 April, 2006 - 21:58

Sophie Amiranashvili
თუნდაც ახლანდელი ბალის რეკლამები აიღე

#6 Sophie Amiranashvili

    L8: პროფესიონალი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 10,227 გამოხმაურება
0

დაწერილია 18 April, 2006 - 22:00

George Kharshiladze, Apr 18 2006, 10:58 PM -ში, განაცხადა:

თუნდაც ახლანდელი ბალის რეკლამები აიღე

<{POST_SNAPBACK}>


თოჯინებით და მულტფილმის პერსონაჟებით, ხო, მაგას გულისხმობ? :)
Sophie Amiranashvili

Linxtelecom Georgia LLC
Sales Manager Georgia

GSM: +995 99 22 15 40
Office: +995 32 56 68 73

#7 Dear Guest, You need to register...George Kharshiladze_*

  • Guest

დაწერილია 18 April, 2006 - 23:21

ხო აბა რა. რა შენ მოგწონს მაგ იდიოტური რეკლამები?

#8 Sophie Amiranashvili

    L8: პროფესიონალი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 10,227 გამოხმაურება
0

დაწერილია 19 April, 2006 - 09:43

George Kharshiladze, Apr 19 2006, 12:21 AM -ში, განაცხადა:

ხო აბა რა. რა შენ მოგწონს მაგ იდიოტური რეკლამები?

<{POST_SNAPBACK}>


ვინ თქვა რომ მომწონს :) რომელია, საერთოდ, ნორმალური რეკლამა საქართველოში, მაგაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე "სარკის" რეკლამები უკვე ძალიან მაღიზიანებს. ყველაფერი ერთ სტილზეა აბსოლუტურად. მხოლოდ პერსონაჟები და თვით რეკლამირებული საგანი იცვლება. რეკლამის დაწყებიდან პირველ წამსვე ვხვდები, რომ ის სარკის შედევრია, იმდენად ერთ სტილშია ყველაფერი - მუსიკა, გახმოვანება, ნელა მოძრავი კადრები...
Sophie Amiranashvili

Linxtelecom Georgia LLC
Sales Manager Georgia

GSM: +995 99 22 15 40
Office: +995 32 56 68 73

#9 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 19 April, 2006 - 10:03

მე ვფიქრობ, რომ ბალის მულტპერსონაჟიან რეკლამას ეფექტი ჰქონდა და ამას ჯეოსელის რეაგირებიდან ვხვდები: ჯეოსელმა ლაილაიზე ყოველი მეორე წუთი უფასო გახადა. ამას მოყვა მაგთის დარტყმა: საუბარი 15 თეთრად ...

ჰე, ჰეეე ... მაგის მეტს რას ვასწავლი მარკეტინგის კურსის ფარგლებში ...
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#10 Sophie Amiranashvili

    L8: პროფესიონალი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 10,227 გამოხმაურება
0

დაწერილია 19 April, 2006 - 10:13

Tariel Zivzivadze
კი, გასაგებია, ეფექტი ერთია, მაგრამ ზემოთ რაც ავღნიშნე, მხოლოდ ვიზუალ მხარეზე იყო საუბარი.
Sophie Amiranashvili

Linxtelecom Georgia LLC
Sales Manager Georgia

GSM: +995 99 22 15 40
Office: +995 32 56 68 73

#11 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 19 April, 2006 - 10:15

ნუ გასაგებია, მჯობნის მჯობნი არ დაილევა

მოდი ასე მივუდგეთ: ვისთვისაა ეს რეკლამები განკუთვნილი? თინეიჯერებისათვის.

და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ რგოლს ეფექტი აქვს ...
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#12 Sophie Amiranashvili

    L8: პროფესიონალი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 10,227 გამოხმაურება
0

დაწერილია 19 April, 2006 - 10:17

Tariel Zivzivadze
კი, ტარიელ, მაგაში გეთანხმები, სავსებით მართალი ხარ. უბრალოდ რეკლამები განხილულია როგორც სასიამოვნო სანახავი, მოსასმენი და ა.შ. თორემ თინეიჯერებს კინო და კლუბი ანახე და ნამდვილად ეფექტი ექნება მათზე
Sophie Amiranashvili

Linxtelecom Georgia LLC
Sales Manager Georgia

GSM: +995 99 22 15 40
Office: +995 32 56 68 73

#13 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 19 April, 2006 - 10:22

ეგეცაა, რომ თინეიჯერისთვის სასიამოვნოდ მოსასმენი რეკლამა შეიძლება ხანში შესული კაცისთვის სიმახინჯე გამოდგეს :) ესა ვთქვი ...
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#14 Levan Beitrishvili

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 126 გამოხმაურება
0

დაწერილია 19 April, 2006 - 11:30

Sophie Amiranashvili, Apr 19 2006, 08:43 AM -ში, განაცხადა:

მე ვფიქრობ, რომ ბალის მულტპერსონაჟიან რეკლამას ეფექტი ჰქონდა და ამას ჯეოსელის რეაგირებიდან ვხვდები: ჯეოსელმა ლაილაიზე ყოველი მეორე წუთი უფასო გახადა. ამას მოყვა მაგთის დარტყმა: საუბარი 15 თეთრად ...

<{POST_SNAPBACK}>


ჩემის აზრით ბალის რეკლამა იყო ეფექტური (რადგან დღესდღეობით რომ თქვა "ბალი ვიყიდეო", კითხვას მოგიბრუნებენ - "საჭმელი თუ მობილურის ნომერიო"), მაგრამ არა ეფექტიანი, რადგან კამპანიაზე გაწეულ ინვესტიციასთან მიმართებაში, მაგთი ამ პროდუქტიდან ფინანსურ ფიდბექს ვერც ეხლა იღებს და რაღა თქმა უნდა ვერც გრძელვადიანში მიიღებს. ხოლო ამის მიძეზი ერთია:
პროდუქტს არ გააჩნია ე.წ. "difference", ანუ ბუნდოვანია, რა ისეთი უპირატესობისთვის უნდა ავიღო ეს ბარათი, რომელსაც ჯეოსელი არ მთავაზობს, ანდა ხვალვე არ შემომთავაზებს - რატომ იფიქრა მაგთიმ, რომ ჯეოსელი გაცილებით მარტივად არ მოახერხებდა იგივე ტიპის შეღავათების გაკეთებას?
ეს რაც შეეხება ბალს, მაგრამ გაერთიანებული ქართული ბანკის რეკლამაზე რატომ არავინ გამომეხმაურა?

#15 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 19 April, 2006 - 11:33

ეს რეკლამა მე მაინცადამაინც არ მიბიძგებს, რომ გავხსნა დეპოზიტი ამ ბანკში ...

ვინც ოდნავ მაინც იცის სტატისტიკა, ის მიხვდება რა მცირეა 100000 მოგების შანსი
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#16 Levan Beitrishvili

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 126 გამოხმაურება
0

დაწერილია 19 April, 2006 - 11:34

ხო, ბალზე დამავიწყდა კიდევ მეკითხა:
- ეს აგრესიული "მულტპერსონაჟი" რამდენად მოგწონთ?
რატომღაც ჩემთან ესეთი იმპულსი მოაქვს: "იყიდე თორე დედას გიტირებო" - მე კიდე (და უამრავი ჩემნაირი) ასე ვპასუხობთ: "ფეხებსაც ვერ მომჭამ-თქო". :D

რედაქტორი Levan Beitrishvili, 19 April, 2006 - 11:35.


#17 Levan Beitrishvili

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 126 გამოხმაურება
0

დაწერილია 19 April, 2006 - 11:37

Levan Beitrishvili, Apr 19 2006, 10:30 AM -ში, განაცხადა:

ეს რეკლამა მე მაინცადამაინც არ მიბიძგებს, რომ გავხსნა დეპოზიტი ამ ბანკში ...

ვინც ოდნავ მაინც იცის სტატისტიკა, ის მიხვდება რა მცირეა 100000 მოგების შანსი

<{POST_SNAPBACK}>


100,000-ის მოგებისთვის რომ დეპოზიტს არ გავხსნი ეგ რა თქმა უნდა "იასნია", მარა ქვეცნობიერის დონეზე აღქმები რომ ჩნდება მაგას როგორ შეაფასებდი?:
> ბანკი სადაც ძარცვები ხდება
> ბანკი სადაც 100,000 ლარი არ დევს (აბა რატო არჩიეს მძარცველებმა დეპოზიტის დადება?)

#18 Dear Guest, You need to register...George Kharshiladze_*

  • Guest

დაწერილია 19 April, 2006 - 14:25

კაით რა ყველამ იცით ბალის რეკლამებს ვინიღებს

#19 Dear Guest, You need to register...George Kharshiladze_*

  • Guest

დაწერილია 19 April, 2006 - 14:26

ეს არის სუფთა ოჯახური ბიზნესი

#20 Levan Beitrishvili

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 126 გამოხმაურება
0

დაწერილია 19 April, 2006 - 16:27

George Kharshiladze, Apr 19 2006, 01:25 PM -ში, განაცხადა:

კაით რა ყველამ იცით ბალის რეკლამებს ვინიღებს

<{POST_SNAPBACK}>


გადაღებას რა უჭირს, საკაიფო კლიპებია, მარკეტინგისგან და ეფექტურობისგან შორს რომ არის იმას ვჩივით :rolleyes:



4 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 4 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share