ნახტომი





- - - - -

და' ვინჩის კოდი ანუ-ქარიშხალი ჭიქაში!


გამოხმაურებათა რაოდენობა: 88

გამოკითხვა: ნუთუ და' ვინჩის კოდი უკვე აპოკალიფსია??? (20 წევრთა ხმები გაუქმებულია)

ნუთუ და' ვინჩის კოდი უკვე აპოკალიფსია???

  1. ერთი იაფფასიანი ფილმია (4 ხმა [21.05%])

    ხმაბის პროცენტული რაოდენობა: 21.05%

  2. დიდი პოპულისტური პროვოკაციაა (4 ხმა [21.05%])

    ხმაბის პროცენტული რაოდენობა: 21.05%

  3. სერიოზული შანტაჟია ქრისტიანობის წინააღმდეგ (1 ხმა [5.26%])

    ხმაბის პროცენტული რაოდენობა: 5.26%

  4. ექსპერიმენტია მსოფლიო საქრისტიანოს სულიერებაზე (2 ხმა [10.53%])

    ხმაბის პროცენტული რაოდენობა: 10.53%

  5. კიდევ ერთი აურზაურია არაფრის გამო (6 ხმა [31.58%])

    ხმაბის პროცენტული რაოდენობა: 31.58%

  6. სხვა.... (2 ხმა [10.53%])

    ხმაბის პროცენტული რაოდენობა: 10.53%

ხმის მიცემა

#1 Malkhaz Vardanashvili

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,003 გამოხმაურება
0

დაწერილია 19 May, 2006 - 08:47

მე პირადად ვთვლი, რომ თუ ეს მართლა იაფფასიანი ფილმია , ზედმეტია ცოფების ყრა მასზე!!!
მაგრამ არც ასე მარტივად არ უნდა იყოს საქმე! ქრისტიანობის სახით ჩვენამდე მოვიდა რელიგიაც და ისტორიაც! ქრისტეს სულიერი გზა რა თქმა უნდა ეს არის ცოცხალი მაგალითი ყოველი ქრისტიანისთვის დაუახლოვდეს ღმერთს იპოვოს იგი თავის თავში, მტერშიც და მოყვასშიც - ამას არავინ უარყჰყოფს! მაგრამ არის ისტორიაც რეალური ხდომილებებისა იესოს 1წლის ასაკიდან 30 წლამდე, რომელიც არავინ უწყის! არის ხალხი რომელიც ფიქრობს, რომ იესოს, როგორც ძე-კაცისას, მსგავსად სხვა ადამიანებისა - ახველებდა, აცხიკებდა, აბოყინებდა და ფიში-ფიშიც უნდოდა ხოლმე! არ დაგვავიწყდეს ქრისტე არს ცოცხალი მაგალითი ევოლუციისა ადამიანიდან ღმერთამდე! ღმერთი მოვიდა ადამიანად, რათა ისევ ღმერთად ქცეულიყო ადამიანების თვალწინ! ის არ იყო "მოსეს" ხილვა, რომელმაც მერე ებრაელებს უამბო - ღმერთმა მითხრა ესაო და ისაო! და რის გამოც მოსეს ხილვები ზოგმა ასე მონათლა და ზოგმა ისე! ქრისტე იყო თვით ღმერის სტუმრობა ადამიანთა გულებთან, ყოველგვარი შუამავლის(აბრაამი, მოსე თუ სხვ.) გარეშე! ადამიანებს რომ უკეთ გაეგოთ ღმერთმა გადაწყვიტა ეცხოვრა ადამიანად!.......დასაშვებია მან არა თუ იხსნა მაგდალინელი ჩაქოლვისაგან, არამედ იგი ღირსჰყო მისი სიყვარულისაც....მერე რა მოხდა?! ...ეს ხომ კიდევ ერთი მესიჯია უმეცართათვის, რომ "მეძავიც" კი ღირსია სიყვარულისა?! - "ღმერთის სუფრასთან ყველა თანასწორია"....! არ შეიძლება იესოს უყურო, როგორც ერთხელ დაწერილ, უსიცოცხლო და მშრალ კანონს, იგი მუდმივი შეხსენებაა სიცოცხლისა და სიკეთისა!
ჯვარცმა მუდმივად ხდება ყოველ ჩვენგანში, რომლის დროსაც ძოგი მაღლდება სიკვდილზე და ზოგიც ეცემა სიკვდილზე დაბლა!.... :)

რედაქტორი Malkhaz Vardanashvili, 19 May, 2006 - 08:49.


#2 Kristine Nizharadze

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,179 გამოხმაურება
0

დაწერილია 19 May, 2006 - 10:09

ახლის თქმის სურვილით ძალინ ბევრ სისულელეს ამბობენ :)
რაც შეეხება ამ ფილმს, უფრო დიდი პოპულისტური პროვოიკაციააა, მასაზე გათვლილი, სახელისა და ცნობადობის მოსაპოვებლად ;)
'სახლის წინ ვარდის ბუჩქი იდგა, ისე უბრალოდ, მისაფსმელად '

#3 Zurab Alavidze

    L8: პროფესიონალი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 7,738 გამოხმაურება
1

დაწერილია 19 May, 2006 - 10:12

Kristine Nizharadze, May 19 2006, 06:09 PM -ში, განაცხადა:

მასაზე გათვლილი, სახელისა და ცნობადობის მოსაპოვებლად

<{POST_SNAPBACK}>


ანუ დენ ბრაუნის "გასაქაჩად"..................?..............:)

#4 Lasha Shamatava

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,967 გამოხმაურება
0

დაწერილია 19 May, 2006 - 10:58

არ წამიკითხავს, არ მიყურებია და ვერაფერს ვიტყვი...
ისე ერთი-ორი სიტყვით ხომ ვერ დაწერთ, რა ხდება ამ წიგნში ან ფილმში?

და მეორე - რაც არ უნდა იყოს, ადამიანს იმისთვის აქვს ტვინი, რომ თავად განსაჯოს და გაარჩიოს სიკეთე და ბოროტება, ჭეშმარიტება და სიცრუე.
Lasha Shamatava
Phone: (+995 32) 37 32 21, 77 22 22
Mob.: (+995 71) 00 6781, (+995 77) 44 44 56
URL: www.HAPPY.ge
Email: Lashat25@gmail.com

#5 Sophie Amiranashvili

    L8: პროფესიონალი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 10,227 გამოხმაურება
0

დაწერილია 19 May, 2006 - 11:00

Lasha Shamatava, May 19 2006, 11:58 AM -ში, განაცხადა:

არ წამიკითხავს, არ მიყურებია და ვერაფერს ვიტყვი...

<{POST_SNAPBACK}>


წამიკითხავს და არ მიყურებია. ორი წლის წინ ამერიკაში იგი ბესტსელერი იყო. მეც ავყევი და წავიკითხე. მაშინ მაღაზიები მიჰქონდა დენ ბრაუნის წიგნებს, და კონკრეტულად და ვინჩის კოდს. ახლა კი, იცით რა წიგნებმა იმრავლა? "რაზობლაჩენია კოდა და ვინჩი" - და ასეთი სტილის გამოცემებმა. ახლა ამ წიგნებს მიაქვს მაღაზიათა ქსელი Barnes & Noble :D
Sophie Amiranashvili

Linxtelecom Georgia LLC
Sales Manager Georgia

GSM: +995 99 22 15 40
Office: +995 32 56 68 73

#6 Zurab Alavidze

    L8: პროფესიონალი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 7,738 გამოხმაურება
1

დაწერილია 19 May, 2006 - 11:08

დენ ბრაუნი და მისი "ამფსონები"ამბობენ,თითქოს ქრისტეს ჰყავდა შვილები მარიამ მაგდალინელისაგან და ამას ასაბუთებენ "საიდუმლო სერობის" თავისებური ვარიანტით და ა.შ..............ეს მკრეხელობაა
ამის გარდა უამრავი მსგავსი ლიტერატურული ნაწარმოებები იწერება და ვრცელდება მსოფლიო მასშტაბით(მაგ.ბლავაცკაია........დ
ნ ბრაუნი მასთან მონაგონია)
მოკლედ, საქმე იმაშია, რომ იმ საიდუმლოს,რომელიც არასოდეს გამჟღავნდება, უამრავი ადამიანი "უტრიალებს".............გვთავაზობენ თავისებურ ვერსიებს,მაგრამ ჩვეულებრივ ხალხს კარგად არ ესმის.................დენ ბრაუნმა კი დაწერა ყოველივე მარტივი ენით, რამეთუ ყველას გაეგო..............."ვოტ ტაკ"

#7 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 19 May, 2006 - 11:27

ფილმი არ მინახავს, მაგრამ მგონია, რომ "სკანდალურობა" ფიარისთვის იქნა მოგონილი, რომ ხალხმა დასვას შეკითხვა "ნეტა რაია ესა?", წავიდე და ნახოს ... მეტი არაფერი ...
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#8 Sophie Amiranashvili

    L8: პროფესიონალი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 10,227 გამოხმაურება
0

დაწერილია 19 May, 2006 - 12:31

ნუ მოკლედ, წამყვანი მოტივი რა არის: თითქოს წმინდა გრაალი ეს არ იყო თასი, რითიც შეაგროვეს ქრისტეს სისხლი. ეს, San Greal, ითარგმნება როგორც "წმინდა სისხლი". ეს კი ნიშნავს ქრისტეს შთამომავლობას... მთავარი პერსონაჟი, რომელსაც მოუკლეს ბაბუა და მან საიდუმლოდ ანდერძი დაუტოვა, წინაპრებს ეძებს, ამ წმინდა სისხლის გამგრძელებლებს.... პარალელურად იშლება საიდუმლო საძმოს ისტორია - Priority of Sion...
Sophie Amiranashvili

Linxtelecom Georgia LLC
Sales Manager Georgia

GSM: +995 99 22 15 40
Office: +995 32 56 68 73

#9 Irakli Lekvinadze

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 228 გამოხმაურება
0

დაწერილია 19 May, 2006 - 12:38

Tariel Zivzivadze
მართალი ხარ ტარიელ, სკანდალურობა ფილმს ყოველთვის მეტ მაყურებელს სძენს, ასეთი რამ ხშირად ხდება.
სანამ პრემიერასთან დაკავშირებული სკანდალი აგორდებოდა, დენ ბრაუნს სასამართლოში უჩივლეს, პროცესი საკმაოდ ხმაურიანად შუქდებოდა, რამაც ამ აჟიოტაჟს ფონი შეუქმნა.
დარწმუნებული ვარ გუშინდელი რუსთავი 2-ის ეთერის შემდეგ ფილმა ბევრად მეტი მაყურებელი შეიძინა.

#10 Kristine Nizharadze

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,179 გამოხმაურება
0

დაწერილია 19 May, 2006 - 13:12

Zurab Alavidze, May 19 2006, 09:12 AM -ში, განაცხადა:

ანუ დენ ბრაუნის "გასაქაჩად"..................?..............

<{POST_SNAPBACK}>



მე მეკითხები ?! არ მჯერა :D :D :D ჩემი აზრით ეგრეა :D

ისე ჩემს სიტყვებზე ავთენტურ განმარტებებს სოფი აკეთებს და რომ გადაგემოწმებინა არაფერი დაშავდებოდა :D
'სახლის წინ ვარდის ბუჩქი იდგა, ისე უბრალოდ, მისაფსმელად '

#11 Malkhaz Vardanashvili

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,003 გამოხმაურება
0

დაწერილია 19 May, 2006 - 17:01

Lasha Shamatava, May 19 2006, 09:58 AM -ში, განაცხადა:

რაც არ უნდა იყოს, ადამიანს იმისთვის აქვს ტვინი, რომ თავად განსაჯოს და გაარჩიოს სიკეთე და ბოროტება, ჭეშმარიტება და სიცრუე.

<{POST_SNAPBACK}>


100%! - როცა გონება გღალატობს და ცოტა ღირსებაც მოგიკოჭლებს, შეიძლება ალილუიას ძახილით ისე აკეთო "ეშმაკის" საქმე, რომ ერთხელაც არ დაეჭვდე! :D :D :D

#12 Malkhaz Vardanashvili

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,003 გამოხმაურება
0

დაწერილია 19 May, 2006 - 17:20

დენი ბრაუნი მასტერ-შემსრულებელია და, როგორც ყოველთვის, მასტერ - დამკვეთნი ამჯერადაც ჩრდილში დარჩნენ ..... ალბათ სიცილითაც იგუდებიან!
სხვათა შორის, ცნობისათვის, ამ ცოტა ხნის წინ გამართულ, დალაი-ლამას და რომის პაპის ცნობილი შეხვედრის დროს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლამამ პაპს გადასცა იესოს ცხოვრების ამსახველი ტიბეტური ხელნაწერი, რომელიც მსწრაფლ ვატიკანის სპეც.საიდუმლო საცავში იქნა განთავსებული....
ასე, რომ საზოგადოებაში ხშირად იბადება არც თუ ისე უსაფუძვლო კითხვები, რომელზედაც ეკლესია ან საერთოდ არ იძლევა პასუხს, ან ძუნწი და ზერელე განმარტებებით ცდილობს კითხვათა არსზე თავის არიდებას! არსებით საკითხებზე წარმოქმნილი ვაკუუმების შევსება კი, როგორც წესი, ხდება არაზუსტი ვარაუდებით და ამ საკითხთა მახინჟი ინტერპრეტაციებით! - ამ სერიალში "და ვინჩის კოდი" ერთ-ერთი, თანამედროვე და შედარებით გახმაურებული სკანდალური მაგალითია! :D

#13 Kristine Nizharadze

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,179 გამოხმაურება
0

დაწერილია 21 May, 2006 - 16:33

[quote name='Malkhaz Vardanashvili' date='May 19 2006, 04:20 PM']და ვინჩის კოდი" ერთ-ერთი, თანამედროვე და შედარებით გახმაურებული სკანდალური მაგალითია! 
[Off][Profile Card][PM][Report][Top] [Quote Selected
[right]<{POST_SNAPBACK}>[/right]
[/quote]


და საკმაოდ უზნეოც
'სახლის წინ ვარდის ბუჩქი იდგა, ისე უბრალოდ, მისაფსმელად '

#14 Zurab Alavidze

    L8: პროფესიონალი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 7,738 გამოხმაურება
1

დაწერილია 21 May, 2006 - 19:44

Kristine Nizharadze, May 19 2006, 09:12 PM -ში, განაცხადა:

ისე ჩემს სიტყვებზე ავთენტურ განმარტებებს სოფი აკეთებს და რომ გადაგემოწმებინა არაფერი დაშავდებოდა

<{POST_SNAPBACK}>


კომენტარებს გულისხმობდი ალბათ.............:)

#15 Giorgi Chikhladze

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 186 გამოხმაურება
0

დაწერილია 21 May, 2006 - 22:27

მე ვუყურე ფილმს. წიგნიც მაქვს წაკითხული, სამჯერ. კრიტიკოსების შეფასებიდან რაღაც საშინელებას მოველოდი, თუმცა ნორმალური ფილმი გამოდგა. მართალია ფილმი იმ ინფორმაციის 10%-ს არ შეიცავს რასაც წიგნი ფლობს. ტომ ჰანკსი ისე რა თამაშობს. ყველაზე მეტად ალბინოსი მონკის სილასის თამაში მომეწონა.
My balls are still bigger than yours.
- thoughts of dying bull

#16 Kristine Nizharadze

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,179 გამოხმაურება
0

დაწერილია 22 May, 2006 - 11:02

Zurab Alavidze, May 21 2006, 06:44 PM -ში, განაცხადა:

კომენტარებს გულისხმობდი ალბათ.............

<{POST_SNAPBACK}>




არა კომენტარი და განმარტება სხვადასხვაააა :rolleyes:
'სახლის წინ ვარდის ბუჩქი იდგა, ისე უბრალოდ, მისაფსმელად '

#17 Tiko Goladze

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,076 გამოხმაურება
0

დაწერილია 22 May, 2006 - 11:39

მე მაგალითად ვთვლი,რომ ეს ფილმი თავიდანვე დაგეგმილი და გათვლილი იყო ხალხის დასაინტრიგებლად. და თანხების უწმინდური გზით მოსაზიდათ. ვითომ უკურეკლამით კი პირიქით მიიზიდეს უფრო მეტად ხალხი.
აბა თუ თანხის მოსაზიდად არა, ვინ დაიჯერებს მასეთ ზღაპრებს იესო ქრისტეზე.
თიკო ღოლაძე
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

სადაზღვეო კომპანია ''ალფა''
მის: ჯ.ბაგრატიონის 6ა
ტელ: 892 92 2008

#18 Khatuna Mazanashvili

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 44 გამოხმაურება
0

დაწერილია 22 May, 2006 - 12:16

ერთი ჩვეულებრივი ჰოლივუდური ბილოკბასტერია,არამგონია ამაზე ყურადრების გამახვილება ღირდეს ან საჭირო იყოს მისი განხილვა თავისუფალ თემაში.

#19 Tiko Goladze

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,076 გამოხმაურება
0

დაწერილია 22 May, 2006 - 13:19

ბლოკბასტერი მარია მაგდალინელზე და იესო ქრისტეზე როა არ გადაეღოტ დაილიეა თემები?
თიკო ღოლაძე
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

სადაზღვეო კომპანია ''ალფა''
მის: ჯ.ბაგრატიონის 6ა
ტელ: 892 92 2008

#20 Khatuna Mazanashvili

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 44 გამოხმაურება
0

დაწერილია 22 May, 2006 - 13:56

Tiko Goladze, May 22 2006, 12:19 PM -ში, განაცხადა:

ბლოკბასტერი მარია მაგდალინელზე და იესო ქრისტეზე როა არ გადაეღოტ დაილიეა თემები?

<{POST_SNAPBACK}>

გეთანხმები მაგრამ ადამიანის ფანტაზია შეუზღუდავია,თანაც სხვა თემაზე მილიონებს ვერ იშოვნიდნენ.



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share