ნახტომი





- - - - -

ნავთობის ბაზარი საქართველოში


გამოხმაურებათა რაოდენობა: 5

#1 Irakli Lekvinadze

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 228 გამოხმაურება
0

დაწერილია 05 June, 2006 - 11:29

ნავთობის ბაზარი საქართველოში

,,სანავთობო ბაზარი მთლიანად გეოპოლიტიკურ გავლენასა და სპეკულიანტების ქმედებებზეა დამოკიდებული და ოპეკს ნავთობზე ფასის შესამცირებლად არაფრის გაკეთება არ შეუძლია'' - ეს განცხადება ოპეკის წევრი ქვეყნების შეხვედრაზე კატარის ენერგეტიკის მინისტრმა გააკეთა. მსოფლიო ნედლი ნავთობის ნაკლებობას ჯერჯერობით არ განიცდის, ფასები ნავთობზე კი კატასტროფულად იზარდება. განვითარებად ქვეყნებს ახალი თავსატეხი გაუჩნდათ – ,,შავი ოქროს'' გაძვირება მათ რეალურ შემოსავლებს ამცირებს და სამომხმარებლო კალათის 70 პროცენტს იკავებს. რა ხდება საქართველოში. ვინ და რა ფაქტორები განსაზღვრავს ნავთობპროდუქტებზე ფასს. ნავთობის იმპორტიორ კომპანიებს სერიოზული პრობლემები შეექმნათ. ნავთობის იმპორტიორთა კავშირში ძირითადად საყოველთაო ჭეშმარიტებებზე აპელირებენ, მათ შორის, რომ საქართველო მთლიანად იმპორტირებულ საწვავზეა დამოკიდებული და შესაბამისად საერთაშორისო ბირჟებზე ფასების ზრდა იმპორტირებულ საწვავს აძვირებს.

მაინც რა ხდება ქართულ სანავთობიო ბაზარზე, რატომ არის მიღებული, ერთობ გასაოცარი აზრი, რომ ნავთობის იმპორტი არარენტაბელური ბიზნესია. საქართველოში საწვავის ბაზარი საკმაოდ კონკურენტუნარიანია, თუმცა ლიდერის პოზიციები სამ კომპანიას აქვს – რუსულ-ამერიკულ ტრანსნაციონალურ კომპანია ლუკოილს, ქართულ კანარგო-ვისოილს და ბერძნულ-ქართულ ეკო-ჯორჯიას. იმპორტირებული საწვავის ფასი გენუის პლაცის ბირჟაზე დაფიქსირებული ფასით განისაზღვრება. 2 ივნისს 1 ტონა თეთრი დისტილატის ფასი 720 დოლარი დაფიქსირდა.
საწვავი, ანუ თეთრი დისტილატი მსუბუქია, რაც იმას ნიშნავს, რომ 720 დოლარი 1300 ლიტრი საწვავი ღირს. საქართველოში მოსახვედრად, ამ თანხას ემატება ტრანსპორტირების ხარჯები. 20-30 დოლარი, ეს იმაზეა დამოკიდებული საწვავი რომელი ქვეყნიდან შემოდის. ქართულ ბაზარზე სამი ტიპის საწვავია – ევროპული, აზერბაიჯანული და რუსული. ისინი ერთმანეთისგან ხარისხით განსხვავდება. საქართველოში ევროსტანდარტის შესაბამისი ხარისხის ბენზინის შემოტანა სავალდებულო არ არის. ამ გადაწყვეტილებაზე გარკვეული როლი აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის მეზობლურმა ურთიერთობებმაც მოახდინა. აზერბაიჯანული საწვავი ევროსტანდარტებს არ აკმაყოფილებს და ფასიც შედარებით იაფია.

ტრანსპორტირების ხარჯების დამატებით საქართველოს საზღვარზე 1 ტონა საწვავის ღირებულება 740-750 დოლარის შეადგენს, ანუ 1 ლიტრი ბენზინი 1,2 ლარია. სხვა ხარჯებისა და მოგებისათვის კომპანია მას დაახლოებით 15-20 პროცენტს არიცხავს. ამით საწვავის თვითღირებულება 1,17-1,20 თეთრამდე იზრდება. სხვაობა გასაყიდ ფასსა და თვითღირებულებას შორის იმპორტიორს საბიუჯეტო გადასახადებს უბალანსებს .დღეისათვის 1 ლიტრი ბენზინის ფასი 1,65-1,80 თეთრია, ანუ ყოველი 1 ლიტრი ბენზინიდან თითქმის 60 თეთრი ბიუჯეტში მიდის. შედეგად კი გამოდის, რომ ის რაც კარგია ბიუჯეტის შესავსებად, დამღუპველია ეკონომიკისათვის. ძვირი საწვავი აძვირებს ყველაფერს და გრძელვადიან პერსპექტივაში ეკონომიკური ზრდის შეაფერხებასა და სოციალური პირობების გაუარესებას გამოიწვევს. გამოსავალი გადასახადების შემცირებაა, რაც კიდევ ერთი პრობლემის – საწვავის კონტრაბანდის გასაღებიც შეიძლება გახდეს. თუმცა საეჭვოა ნოღაიდელის კაბინეტში ამაზე ვინმემ იფიქროს. იქ ხომ, დღევანდელი კვერცხი ურჩევნიათ ხვალინდელ ქათამს.

კონტრაბანდული და აღურიცხავი საწვავის რაოდენობა რომ შემაშფოთებელია, ამას უბრალო გათვლებიც ადასტურებს. დღეისათვის საქართველოში რეგისტრირებულია 600 ათასი ავტომანქანა. სკეპტიკოსთა დასამშვიდებლად დავუშვათ, რომ მათი 10 პროცენტი გაჩერებულია, ანუ საწვავს არ მოიხმარს. დარჩენილი 540 ათასი ავტომობილი 1 თვის განმავლობაში სულ მცირე 81 ათას ტონა საწვავს მოიხმარს. ეს იმ შემთხვევაში თუ 1 ავტომობილი 1 დღის განმავლობაში მხოლოდ 5 ლიტრ საწვავს ხარჯავს. ექსპერტული გათვლებით ყოველი მეოთხე ავტომობილი საწვავად დიზელს იყენებს, ხოლო მათი 10 პროცენტი ბუნებრივ გაზს. Eელემენტარული არითმეტიკული გათვლები აჩვენებს, რომ 1 წლის მანძილზე საქართველო მინიმუმ 650 ათას ტონა ბენზინს, 216 ათას ტონა დიზელს და 96 ათასი ტონის ექვივალენტ ბუნებრივ აირს მოიხმარს. თუ ამ ციფრებს იმ ოფიციალურ მონაცემებს შევადარებთ, რომელთა მიხედვითაც 2005 წელს იმპორტირებული ბენზინის მოცულობა მხოლოდ 400 ათას ტონამდეა,

ადვილად შეიძლება გამოვიანგარიშოთ აღურიცხავი, ანუ კონტრაბანდული ბენზინის ოდენობა – 250 ათასი ტონა. პარადოქსია არა? კი მაგრამ მაშინ როდესაც საქართველოში, განსაკუთრებით თბილისში, სადაც მთელი მანქანების დაახლოებით 60 პროცენტი მოძრაობს, უკვე კარგა ხანია ბენზინი ეზოებსა და ქუჩებში აღარ იყიდება, სად ან როგორ ყიდულობს მომხმარებელი ციფრებს შორის ჩაკარგულ ამ 250 ათას ტონა ბენზინს? ან ვის ჯიბეებში ილექება ეს თანხები? თანაც გვარწმუნებენ, რომ ნავთობის ბიზნესის წამოწყება არც ისე რთულია როგორც ერთი სეხედვით ჩანსო. თუმცა მაშინ როცა შავი, თუ თეთრი ბაზარი პრაქტიკულად ბოლომდეა გადანაწილებული, როგორ უნდა გახდე ამ ბაზრის მოწილე, ამას რაღა თქმა უნდა არავინ გასწავლით.

ასეთია ვითარებააა ქართულ სანავთობო ბაზარზე. თუ იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება, არც ირან-ამერიკას შორის მოგვარებულა ურთიერთობები და არც ნიგერიაში ჩამცხრალა დაძაბული პოლიტიკური სიტუაცია უახლოეს პერიოდში საწვავის გაიაფებას არ უნდა ველოდოთ. თუმცა წინ ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გველის. 16 ივნისს ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენი ოფიციალურად გაიხსნება. ხოდა იმედიც გაგვიჩნდა, ნანატრი ნავთობსადენი იაფ ნავთობს თუ არა პოლიტიკურ სიმყარეს და ენერგეტიკულ უსაფრთხოებას მაინც მოგვიტანს.


ნინო ტაბატაძე


#2 Lasha Shamatava

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,967 გამოხმაურება
0

დაწერილია 05 June, 2006 - 12:57

Irakli Lekvinadze, Jun 5 2006, 11:29 AM -ში, განაცხადა:

ადვილად შეიძლება გამოვიანგარიშოთ აღურიცხავი, ანუ კონტრაბანდული ბენზინის ოდენობა – 250 ათასი ტონა. პარადოქსია არა?

<{POST_SNAPBACK}>


Irakli Lekvinadze, Jun 5 2006, 11:29 AM -ში, განაცხადა:

იმ შემთხვევაში თუ 1 ავტომობილი 1 დღის განმავლობაში მხოლოდ 5 ლიტრ საწვავს ხარჯავს.

<{POST_SNAPBACK}>


გაოცებული დავრჩი. თუკი დღეში 5 ლიტრის ნაცვლად 3,5 ლიტრას ვიანგარიშებთ საშუალოდ, ყველაფერი ხომ თავის ადგილას დადგება? :D
Lasha Shamatava
Phone: (+995 32) 37 32 21, 77 22 22
Mob.: (+995 71) 00 6781, (+995 77) 44 44 56
URL: www.HAPPY.ge
Email: Lashat25@gmail.com

#3 Rezo Magalashvili

    Marketing Proffesional

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 6,175 გამოხმაურება
1

დაწერილია 05 June, 2006 - 13:48

Irakli Lekvinadze, Jun 5 2006, 11:29 AM -ში, განაცხადა:

თუმცა ლიდერის პოზიციები სამ კომპანიას აქვს – რუსულ-ამერიკულ ტრანსნაციონალურ კომპანია ლუკოილს, ქართულ კანარგო-ვისოილს და ბერძნულ-ქართულ ეკო-ჯორჯიას.

<{POST_SNAPBACK}>


სხვათაშორის, ნავთობპროდუქტების იმპორტით და რეალიზაციით ჩვენ ეკოს ვუსწრებთ :D
GBI Autotrade
CEO
Mob: 891 307307
Phone: 307 307
Email: r.magalashvili@gbiautotrade.ge
Web:www.307307.ge
Make the difference!

#4 Kristine Nizharadze

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,179 გამოხმაურება
0

დაწერილია 05 June, 2006 - 13:50

Rezo Magalashvili, Jun 5 2006, 12:48 PM -ში, განაცხადა:

სხვათაშორის, ნავთობპროდუქტების იმპორტით და რეალიზაციით ჩვენ ეკოს ვუსწრებთ 

<{POST_SNAPBACK}>



მართლა??? ყოჩაღ !
'სახლის წინ ვარდის ბუჩქი იდგა, ისე უბრალოდ, მისაფსმელად '

#5 Rezo Magalashvili

    Marketing Proffesional

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 6,175 გამოხმაურება
1

დაწერილია 05 June, 2006 - 13:52

Kristine Nizharadze, Jun 5 2006, 01:50 PM -ში, განაცხადა:

მართლა??? ყოჩაღ !

<{POST_SNAPBACK}>


დიახ :)
ამის მიზეზი მარტივია, ოპტიმუმი საბითუმო ვაჭრობითაა დაკავებული და ქსელი არ აქვს. ბითუმის ბაზარი კი უფრო დიდია ვიდრე მაღალფასიანი ბენზინის რომელსაც ეკო ყიდის :D
PS. სულ მალე ბაზარზე ახალი ქსელი გამოჩნდება :D
GBI Autotrade
CEO
Mob: 891 307307
Phone: 307 307
Email: r.magalashvili@gbiautotrade.ge
Web:www.307307.ge
Make the difference!

#6 Kristine Nizharadze

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,179 გამოხმაურება
0

დაწერილია 05 June, 2006 - 13:54

Rezo Magalashvili, Jun 5 2006, 12:52 PM -ში, განაცხადა:

PS. სულ მალე ბაზარზე ახალი ქსელი გამოჩნდება 

<{POST_SNAPBACK}>



ოპტიმუმის???
'სახლის წინ ვარდის ბუჩქი იდგა, ისე უბრალოდ, მისაფსმელად '



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share