ნახტომი


* - - - - 1 ხმა

პოეტები საქართველოსი


გამოხმაურებათა რაოდენობა: 168

#41 Kristine Nizharadze

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,179 გამოხმაურება
0

დაწერილია 24 June, 2006 - 11:39

ტერენტი გრანელის ''გულიდან სისხლის წვეეთები'' არის ძალიან კარგი :) კარგი კი არა საოცრებაააა, ახლა ვერ დავწერ, იმიტომ რომ მეტირება მერე :D მარტო რომ ვიქნები ოთახში დავწერ, ან სახლში ავკერფ და დავდებ აქ :D
'სახლის წინ ვარდის ბუჩქი იდგა, ისე უბრალოდ, მისაფსმელად '

#42 Zurab Alavidze

    L8: პროფესიონალი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 7,738 გამოხმაურება
1

დაწერილია 24 June, 2006 - 11:45

აჰა შენ............ქრისტი............:)

გულიდან სისხლის წვეთები

მე ვწერ ამ სტრიქონებს ქარიან ღამეში, როდესაც წვიმის წვეთები ეცემიან მინას და როცა სიშორეზე ტირის როიალი.

მე ახლა მაგონდება ჩემი ცხოვრების ქარიშხლიანი დღეები და სინანულის ჟრუანტელი მივლის.

თანაც მიხარია, რომ ვარ ტერენტი გრანელი.

წინ უფსკრულია და შავი ნისლი მახვევია ირგვლივ.

მე ქვეყნის გაჩენიდან ნელა მოვდიოდი სინათლისაკენ, რომ მეხილა მზე.

ალბათ მიზიდავდა შორეული და უხილავი.

მოვედი ადრე.

და ახლა ისევ ვუახლოვდები სიბნელეს, როგორც ზღვას, სადაც სამუდამოდ ჩაიძირება ჩემი სხეული.

ყოველ ღამეს მოაქვს ფიქრი სიკვდილზე და სიშორეზე.

და მეშინია...

ვფიქრობ: მოვა წამი, როცა არ ვიქნები ცოცხალი. მაინც მჯერა ჩემი უკვდავება.

მე პოეზიამ მაგრძნობინა, რომ სადღაც შორს არსებობს უკვდავების ცისფერი მხარე, სადაც დაფრინავს ჩემი მწუხარე სული.

ქარიშხლიანი ღამეა და მინდა ვიყო სხვაგან.

პოეზიამ იცის უეცარი სიხარული, რომელიც უდრის გაფრენას.

მე არ მინდოდა სიცოცხლე.

არც სიკვდილი.

მე რაღაც სხვა მსურდა.

ახლა ვფიქრობ და მწამს მესამე გზის არსებობა, როგორც იდუმალების.

მე ისევ ვდგავარ მარადისობის გარინდებულ საზღვართან ვით მგლოვიარე სერაფიმი და ველი ქრისტეს ლანდს, რომელიც დამიხსნის მე განსაცდელისაგან.

და მჯერა სიცოცხლე სხეულის გარეშე.

მე მივმართავ მთელ მსოფლიოს შემდეგი სიტყვებით:

მე მინდა გაფრენა.

მე მინდა ყველგან ვიყო, როგორც ღმერთი.

ჩარჩენილი ვარ ბავშვივით ამ ცოდვილ ქვეყანაზე და არ ვიცი როგორ ამოვიდე ამ ტალახიდან, რომელსაც ეწოდება მიწა.

არა სიცოცხლე.

არა სიკვდილი.

არამედ რაღაც სხვა.

ვამბობ: არ არიან სიტყვები გრძნობისათვის. გარეთ ისევ ქარიშხალია, წვიმის წვეთები ისევ ეცემიან მინას და ისევ სიშორეზე ტირის როიალი.

#43 Kristine Nizharadze

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,179 გამოხმაურება
0

დაწერილია 24 June, 2006 - 11:47

Zurab Alavidze, Jun 24 2006, 10:45 AM -ში, განაცხადა:

ალბათ მიზიდავდა შორეული და უხილავი.

მოვედი ადრე.

<{POST_SNAPBACK}>


Zurab Alavidze, Jun 24 2006, 10:45 AM -ში, განაცხადა:

მე არ მინდოდა სიცოცხლე.

არც სიკვდილი.

<{POST_SNAPBACK}>


Zurab Alavidze, Jun 24 2006, 10:45 AM -ში, განაცხადა:

მე რაღაც სხვა მსურდა.

ახლა ვფიქრობ და მწამს მესამე გზის არსებობა, როგორც იდუმალების.

<{POST_SNAPBACK}>


Zurab Alavidze, Jun 24 2006, 10:45 AM -ში, განაცხადა:

და მჯერა სიცოცხლე სხეულის გარეშე.

<{POST_SNAPBACK}>


Zurab Alavidze, Jun 24 2006, 10:45 AM -ში, განაცხადა:

მე მინდა გაფრენა.

მე მინდა ყველგან ვიყო, როგორც ღმერთი.

<{POST_SNAPBACK}>


Zurab Alavidze, Jun 24 2006, 10:45 AM -ში, განაცხადა:

არამედ რაღაც სხვა.

<{POST_SNAPBACK}>


Zurab Alavidze, Jun 24 2006, 10:45 AM -ში, განაცხადა:

არ არიან სიტყვები გრძნობისათვის

<{POST_SNAPBACK}>


გმადლობ, გმადლობ, გმადლობ :) ახლა მართლა ვერ გეტყვი როგორ გამახარე :D
'სახლის წინ ვარდის ბუჩქი იდგა, ისე უბრალოდ, მისაფსმელად '

#44 Kristine Nizharadze

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,179 გამოხმაურება
0

დაწერილია 24 June, 2006 - 11:49

საოცარია, ამაზე კარგი, ასე მარტივად და რღმად ჯერ არ დაწერილა :)

მე მაქვს კიდევ გალაკტიონის წერილები ოლიასადმი :D ისიც ძალიან კარგია

ტერენტი საოცრებაა :D და ლერი ალიმონაკი დაინტერესდა მხოლოდ ამ კაცით :)
'სახლის წინ ვარდის ბუჩქი იდგა, ისე უბრალოდ, მისაფსმელად '

#45 Zurab Alavidze

    L8: პროფესიონალი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 7,738 გამოხმაურება
1

დაწერილია 24 June, 2006 - 12:34

ქრისტინეს.................:)

ეს ფიქრი წავა ოცნების იქეთ
და შენ გაჩნდები, როგორც მისანი.
მე დღესაც ვნანობ, რომ ვერ გამიგე,
რომ შენ ამდენ ხანს ვერ გამიცანი!

თუმცა სიცოცხლე მაინც კარგია,
ღამის გრიგალი თავზე მევლება.
სიკვდილის გარდა, კიდევ რა ჰქვია
ჩემს ასეთ გლოვას და აღელვებას?!

ვფიქრობ, ხვალისთვის ძალას დავიკრეფ,
ვფიქრობ, მძიმეა ჩემი მიზანი.
ვნანობ, ამდენ ხანს რომ ვერ გამიგე,
რომ შენ ამდენ ხანს ვერ გამიცანი!

:D

#46 Kristine Nizharadze

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,179 გამოხმაურება
0

დაწერილია 24 June, 2006 - 13:00

შარავანდები მბრუნავ ქარში შარავანდები
მზე უკვდავების სხივებს მალეწავს თავზე
არ გაიარო გულის ხიდზე გადავარდები
და ვერ მოხვდები სანატრელო ჩემ ტურფა ნავზე :D

რედაქტორი Kristine Nizharadze, 24 June, 2006 - 13:00.

'სახლის წინ ვარდის ბუჩქი იდგა, ისე უბრალოდ, მისაფსმელად '

#47 Zurab Alavidze

    L8: პროფესიონალი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 7,738 გამოხმაურება
1

დაწერილია 24 June, 2006 - 13:04

:D
სიყვარულს რა ვუთხრა.......
ვერ ითვლი პაპიროსს,
საფირით აივსო
მთელი სანაპირო.

გიყვარდეს ოცნება
შენეულ სივრცეში
დაწერე ვნება
თუ სევდა დააპირო....
:D

#48 Kristine Nizharadze

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,179 გამოხმაურება
0

დაწერილია 24 June, 2006 - 13:07

სალოცავ ხატად ორი რამ მინდა
თავისუფლება და ტრფობა წმინდა,
ყველა ოცნება ამისრულდება?!
გულს სიყვარული თუ მიქცევს ფერფლად,

მაგრამ თუ მომთხოვს თავისუფლება,
მას სიყვარულსაც შევწირავ მსხვერპლად :D

შანდორ პეტეფი :D
'სახლის წინ ვარდის ბუჩქი იდგა, ისე უბრალოდ, მისაფსმელად '

#49 Zurab Alavidze

    L8: პროფესიონალი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 7,738 გამოხმაურება
1

დაწერილია 24 June, 2006 - 13:14

:D
ყურღანებიდან გნოლი გაფრინდა,
ყაბარდოს ველი გადაიარა,
ისევ აღვსდექი!
მუხრანის ბოლოს
ჩასაფრებული ვსინჯავ იარაღს.

ქსანზედ, არაგვზედ ისევ ჰყვავიან
ხოდაბუნები თავთუხებისა,
შენი ტუჩებიც ისე ტკბილია,
როგორც ბადაგი დადუღებისას.

ხოხბობას გნახე, მიწურვილ იყო
როცა ზაფხული რუსთაველისა,
ნეტამც ბადაგი არ დამელია
და იმ დღეს ხმალი არ ამელესა!

ტრამალ და ტრამალ გამოგედევნე,
შემოვამტვერე გზები ტრიალი,
მცხეთას ვუმტვრიე საკეტურები,
ვლეწე ტაძრები კელაპტრიანი!

მაგრამ თვითონაც დაილეწება,
დაბადებულა ვინცკი ყივჩაღად,
მუზარადიან შენს ქმარს შემოვხვდი,
თავი შუაზე გადამიჩეხა!

მოდი, მომხვიე ხელი ჭრილობას,
ვეღარა გხედავ, სისხლით ვიცლები…
როგორც საძროხე ქვაბს ოხშივარი,
ქართლის ხეობებს ასდით ნისლები…

მოდი!
გეძახი ათას წლის მერე,
დამნაცროს ელვამ შენი ტანისა;
ვარდის ფურცლობის ნიშანი არი
და დრო ახალი პაემანისა!..

#50 Kristine Nizharadze

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,179 გამოხმაურება
0

დაწერილია 24 June, 2006 - 13:19

ბ.ნ ზურაბ ალავიძეს :D

მუდამ ამაყი, ცელქი ცბიერი
უცნაურ რხევით გაივლის ქუჩებს
შეხვდება ქალებს და ნებიერი
სალამისათვის ისველებს ტუჩებს
რომ ხელთათმანზე ცრემლი დაჰყაროს
ანთებს სიტყვების ჭიაკოკონას
ფიცულობს ლექსის 16 სამყაროს
და დაუბეჭდავ რითმების კონას
მაგრამ თუ ტრფობა გაიათკეცა
ცაში ირაოდ ხედნის გავაზებს
მარგალიტებად დაამტვრევს ზეცას
და სამაჯურად ქალს შესთავაზებს :D

(მარიჯანი)

რედაქტორი Kristine Nizharadze, 24 June, 2006 - 13:20.

'სახლის წინ ვარდის ბუჩქი იდგა, ისე უბრალოდ, მისაფსმელად '

#51 Kristine Nizharadze

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,179 გამოხმაურება
0

დაწერილია 24 June, 2006 - 13:28

გადამაგდე და დამკარგე
როგორც ჩერქეზმა ისარი
ასე გავარდა სამგორში
ცას დაეხალა ციცარი

ვაი ნაგზურო ციცარო
გაზრდილო ჩემი ხელითა
შენ სადღეგრძელოს არარ ვსვავ
ქაფქაფა საწნახელითა
არც დაგიღებავ ფრჩხილებსა
ზაფრანა დარიჩინითა
წადი და იმას აკოცე ვინც
მინდვარად გაგაჯირითა
ის ბაზიერი გიყვარდეს
გაჭმევდეს აღჯანაბადსა

მე ჩემ გზას გამოვუდგები
ცხენზე დავაკრავ ნაბადსა
სატათრეს დაგვიკარგები
დაკვრელად ვივლი თარისა
ჩოხა ჭვიმისა მეცმევა
და ყაბალახი მთვარისა :D
'სახლის წინ ვარდის ბუჩქი იდგა, ისე უბრალოდ, მისაფსმელად '

#52 Zurab Alavidze

    L8: პროფესიონალი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 7,738 გამოხმაურება
1

დაწერილია 25 June, 2006 - 10:37

Kristine Nizharadze, Jun 24 2006, 01:19 PM -ში, განაცხადა:

ბ.ნ ზურაბ ალავიძეს

მუდამ ამაყი, ცელქი ცბიერი
უცნაურ რხევით გაივლის ქუჩებს
შეხვდება ქალებს და ნებიერი
სალამისათვის ისველებს ტუჩებს
რომ ხელთათმანზე ცრემლი დაჰყაროს
ანთებს სიტყვების ჭიაკოკონას
ფიცულობს ლექსის 16 სამყაროს
და დაუბეჭდავ რითმების კონას
მაგრამ თუ ტრფობა გაიათკეცა
ცაში ირაოდ ხედნის გავაზებს
მარგალიტებად დაამტვრევს ზეცას
და სამაჯურად ქალს შესთავაზებს

<{POST_SNAPBACK}>



მდაა....რა ლექსი მომიძღვნეს?! ;)
დიდი მადლობა...........:rolleyes:

#53 Elguja Margia

    L5: შთამაგონებელი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,543 გამოხმაურება
1

დაწერილია 26 June, 2006 - 14:22

Kristine Nizharadze

Kristine Nizharadze, Jun 24 2006, 07:49 AM -ში, განაცხადა:

ტერენტი საოცრებაა  და ლერი ალიმონაკი დაინტერესდა მხოლოდ ამ კაცით 

<{POST_SNAPBACK}>



ლერი ალიმონაკამდე სხვებიც დაინტერესდნენ...მაგალითად, ხუტა ბერულავა და ელიზბარ უბილავა...არ არის სასაცილო...უბრალოდ, ყველაზე მეტი პოეტის უკვდავსაყოფად ლერი ალიმონაკმა გააკეთა...აი, ჩემი ლექსიც, რომელიც ჩემს კრებულში ,,დუმილის სივრცეშია'' შესული და ლერი ალიმონაკს ეძღვნება...

სამერმისო საგზალი

მიდის მწერალი...თან მიჰყვება გრანელის ლანდი,
გრანელის ცრემლებს შეუერთა რომელმაც დარდი...
გრანელის სიტყვას შეუწონა, რომელმაც სიტყვა
და აქამომდე დაფარული სიმართლეც ითქვა...
სიმართლე ითქვა, რა თქმა უნდა, მკაფიო, მწარე
და ,,მიწის ცქერით დაქანცული განათდა მთვარე;
განათდა მთვარე...გამოფრინდა სულიდან ჩიტი
და მოგვანატრა გაზაფხულის საღამო მშვიდი...''
თუმც დღემდე მაინც პასუხს ითხოვს მრავალი კითხვა,
მართალზე მართლა ჭეშმარიტი გაცხადდა სიტყვა.
დიდება იმ ღმერთს, ილია რომ უწოდებს სინდისს,-
მწერალს-პოეტთან მისასვლელი ვინც გასდო ხიდი...
მიდის მწერალი, მიუყვება მჩქეფარე გამზირს,
ვით უსხეულო, მარტოოდენ ფიქრი და აზრი;
ინახავს რწმენას, როგორც საგზალს, ეული მგზავრი
და კარგად უწყის, რომ ცხოვრება - ბოროტი მავრი
ახრჩობს შემოქმედს, როგორც მიწას ახრჩობს ჭაობი,
ანდა მარტოსულს განცდა ეჭვის, მიუსაფრობის...
მიდის და მიაქვს წუთისოფლის ჭაპანი მძიმე
და გრანელივით სამერმისოს ინახავს იმედს...

რედაქტორი Elguja Margia, 26 June, 2006 - 14:23.

Elguja Marghia
Head of consulting group
Public Relations agency PROFILE
0164, Georgia, Tbilisi
107 Tsinamdzgvrishvili str;
Tel/Fax:+(995 32) 94 36 03
Mob:+(995 99) 18 80 93
info@profile.com.ge
www.profile.com.ge
www.georgianbrand.ge

#54 Zurab Alavidze

    L8: პროფესიონალი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 7,738 გამოხმაურება
1

დაწერილია 26 June, 2006 - 14:25

Elguja Margia
მომეწონა................:)

#55 Kristine Nizharadze

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,179 გამოხმაურება
0

დაწერილია 26 June, 2006 - 14:27

Elguja Margia, Jun 26 2006, 01:22 PM -ში, განაცხადა:

და კარგად უწყის, რომ ცხოვრება - ბოროტი მავრი
ახრჩობს შემოქმედს, როგორც მიწას ახრჩობს ჭაობი,
ანდა მარტოსულს განცდა ეჭვის, მიუსაფრობის...
მიდის და მიაქვს წუთისოფლის ჭაპანი მძიმე
და გრანელივით სამერმისოს ინახავს იმედს...

<{POST_SNAPBACK}>


ბრწყინვალეა :) ძალიან მომწეონა

ტერენტი ძალიან მიყვარს, მაგრამ ჩემთვის ყველაზე საყვარელი ლექსია ბარათაშვილის ''საყურე'' :D
'სახლის წინ ვარდის ბუჩქი იდგა, ისე უბრალოდ, მისაფსმელად '

#56 Kristine Nizharadze

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,179 გამოხმაურება
0

დაწერილია 26 June, 2006 - 14:28

Zurab Alavidze, Jun 25 2006, 09:37 AM -ში, განაცხადა:

დიდი მადლობა...........

<{POST_SNAPBACK}>


ეგ გრიშაშვილს მიუძღვნა მარიჯანმა, მე რა შუასი ვარ ;) :D :D :D

არაფრის გენაცვალე :)

მგონი ყივჩაღის პაემანზე ღირსეული პასუხი დავაბრუნე :D
'სახლის წინ ვარდის ბუჩქი იდგა, ისე უბრალოდ, მისაფსმელად '

#57 Zurab Alavidze

    L8: პროფესიონალი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 7,738 გამოხმაურება
1

დაწერილია 27 June, 2006 - 10:37

ეს ჩვენი ელგუჯას შემოქმედებიდან................:)
***
შემოგეჩვია მწუხარება და ფორიაქი
და ტვინში ღვივის ფიქრი-ტანჯვა,
როგორც თრიაქი...
ფიქრი, რომელიც ხან გაფითრებს,
ხანაც გაოცებს...
ფიქრი ყოფითზე,
სიცოცხლეზე,
სასაფლაოზე...
ახლა ქარია,
ჩამოძენძეს ქარი კედრებმა...
როცა მთვარეა,
ფიქრი მთვარეს შეეკედლება.
როცა თოვაა,
(თოვა ზამთარს როგორ შეჰფერის...)
გახმიანდება ფიქრი,
როგორც ლექსის რეფრენი...
ამ წყვდიადიდან
სინათლისკენ მიემართები,
მოაქჟამამდე გზას გინათებს
ფიქრი-სანთელი.
ფიქრი-ოცნება,
ფიქრი-ლოცვა,
ფიქრი-ვედრება.
...ახლა ქარია,
ჩამოძენძეს ქარი კედრებმა.
...რადგანაც მიწა საესავი
ბრმა და ყრუა არი,
ცაში მთავრდება ფიქრიანი
გზა უტყუარი...

#58 Rezo Magalashvili

    Marketing Proffesional

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 6,175 გამოხმაურება
1

დაწერილია 27 June, 2006 - 10:55

Zurab Alavidze, Jun 27 2006, 10:37 AM -ში, განაცხადა:

ეს ჩვენი ელგუჯას შემოქმედებიდან

<{POST_SNAPBACK}>


ესეც :)

განშორების სერენადა

უნდა წავიდე...დაგშორდე უნდა,
წავიდე ისე, როგორც მიდიან...
თუმც განშორების ტანჯვა დიდია,
ამ ტანჯვას ნუღარ მიიტან გულთან.
ნუღარ გამკიცხავ...როგორც ჩვევიათ,
ნუ გამომიტან სასტიკ განაჩენს,
თუმც შენი ტანჯვა ისევ ჩემია,
შენ ჩემი წასვლით უნდა გადარჩე...
GBI Autotrade
CEO
Mob: 891 307307
Phone: 307 307
Email: r.magalashvili@gbiautotrade.ge
Web:www.307307.ge
Make the difference!

#59 Kristine Nizharadze

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,179 გამოხმაურება
0

დაწერილია 27 June, 2006 - 11:47

მოკლედ რეზიუმე ასეთია :)

ია ვას ლუბილ ტაკ ისკრენო, ტაკ ნეჟნო
შტო დაი ვამ ბოგ,ლუბომიო ბიც დრუგიმ :P:P:P

ქართული ასოებით ნამეტანი სასაცილო გამოვიდა :D

ელგუჯას ლექსები იქნებ მეც მომაწოდოთ :D თქვენ საიდან გაქვთ????
'სახლის წინ ვარდის ბუჩქი იდგა, ისე უბრალოდ, მისაფსმელად '

#60 Rezo Magalashvili

    Marketing Proffesional

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 6,175 გამოხმაურება
1

დაწერილია 27 June, 2006 - 11:51

Kristine Nizharadze, Jun 27 2006, 11:47 AM -ში, განაცხადა:

ელგუჯას ლექსები იქნებ მეც მომაწოდოთ  თქვენ საიდან გაქვთ????

<{POST_SNAPBACK}>


http://www.literatura.ge/index.php?page=14&author=721
:)
GBI Autotrade
CEO
Mob: 891 307307
Phone: 307 307
Email: r.magalashvili@gbiautotrade.ge
Web:www.307307.ge
Make the difference!



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share