ნახტომი





- - - - -

სააკაშვილი - პუტინის შეხვედრა!


გამოხმაურებათა რაოდენობა: 46

გამოკითხვა: რას უნდა ველოდეთ ამ შეხვედრისგან? (10 წევრთა ხმები გაუქმებულია)

რას უნდა ველოდეთ ამ შეხვედრისგან?

  1. ენერგეტ. და სავაჭრო კლიმატის გაუმჯობესებას (0 ხმა [0.00%])

    ხმაბის პროცენტული რაოდენობა: 0.00%

  2. მორიგ დათმობებზე წასვლას..უფროს "ძმასთან"! (1 ხმა [12.50%])

    ხმაბის პროცენტული რაოდენობა: 12.50%

  3. "ეთნო-კომფლიქტების" მოგვარების დასაწყისს (1 ხმა [12.50%])

    ხმაბის პროცენტული რაოდენობა: 12.50%

  4. ამერიკის ახალ ორმაგ სტანდარტს.... (1 ხმა [12.50%])

    ხმაბის პროცენტული რაოდენობა: 12.50%

  5. ახალ წინასაარჩევნო ტყუილებს.... (1 ხმა [12.50%])

    ხმაბის პროცენტული რაოდენობა: 12.50%

  6. არც არაფერს ჩვენთვის სასიკეთოს.... (4 ხმა [50.00%])

    ხმაბის პროცენტული რაოდენობა: 50.00%

ხმის მიცემა

#21 Mamuka Davarashvili

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 409 გამოხმაურება
1

დაწერილია 16 June, 2006 - 22:35

Malkhaz Vardanashvili, Jun 16 2006, 07:41 PM -ში, განაცხადა:

არიან ასეთებიც, თუმცა ბევრია სხვის დაკრულზე მოცეკვავე ქვეყნებიც, მაგრამ, ჩვენგან განსხვავებით, მათ ამისათვის საკადრისად უხდიან მაინც!!!:)

<{POST_SNAPBACK}>



იქნებ ერთერთი ქვეყანა მაინც დაასახელოთ...
სარეკლამო კომპანია DAVARA GROUP


www.davaragroup.ge


info@davaragroup.ge

[+995 32] 218 138

#22 Malkhaz Vardanashvili

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,003 გამოხმაურება
0

დაწერილია 16 June, 2006 - 23:56

თუნდაც ლიტვა და ესტონეთი - ძაან ფეხებზე არ ჰკიდიათ რუსეთი?!
ან თუნდაც შვეცია, ბელგია ან ნორვეგია - რას ვუწუნებთ ამ ქვეყნებს?! თუ ანგარიშს უწევენ ზესახელმწიფოებს, საზრაურადაც აწევინებენ მათ ანგარიშს!!!

#23 Malkhaz Vardanashvili

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,003 გამოხმაურება
0

დაწერილია 17 June, 2006 - 07:48

გარდა ამისა, მატრტო იმაში არ არის საქმე რომ პატარა სახელმწიფო ხარ და დიდი მეზობელი გყავს, რომელთანაც გიხდება ანგარიშის გაწევა!
პოლიტიკაში, ისევე როგორც ქუჩაში, ბევრია დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად ღირსეულად გიჭირავს თავი ! რამდენად ურყევად ადგახარ თუნდაც იმ ერთ პრინციპს, რასაც საქვეუნოდ გაიძახი!
რამდენად პატივს სცემ საკუთარ ხალხს და მის წინაშე საკუთარ დანაპირებებს!!! ამას ხომ ყველა ხედავს??!!!
იმასაც კარგად ხედავენ, რომ "ქართველობის" საკმაოდ დიდ ნაწილს საქართველო მიტინგებზე და სადღეგრძელოებში უყვარს! ასევე ისიც კარგად უწყიან, რომ, როგორც "ჭას ფურთხით ვერ გაავსებ", ასევე ქართულ ეკონომიკას და ენერგეტიკას კრედიტებით ვერ მოპირავ - მარტო 800 000 000 გერმანული კრედიტი ენერგეტიკის რეაბილიტაციაზე და, 500 000 იაპონური კრედიტი სოფლის მეურნეობის რეაბილიტაციაზე უკვალოდაა აორთქლებული შევარდნაძე -ჟვანია - ნოღაიდელის დროს!!! ამაზე არც მაშინ დასჯილა ვინმე და ახალმა ხელისუფლებამაც ტაკიმასხრული შოუ დაუდგა ჩვენდამი კეთილგანწყობილ დასავლელ პარტნიორებს : დაიჭირა , "გაწეწა" და გაუშვა, ხოლო ვისაც გასაწეწი არ აღმოაჩნდა, საქართველოს ეკონომიკურ-ენერგეტიკული დაქცევაც სულ ორ კაცს გადააბრალა!
ისმის კითხვა: რისთვის უნდა გვცენ პატივი და გაგვიწიონ ანგარიში, როცა იმასაც ვერ ვიყენებთ რაც უფალმა გვიბოძა და მტრის მათხოვრული გროშის ფასად ქვეყნის გაყიდვაზეც არ ვამბობთ ხოლმე უარს:
--------------------------------------------------------
პოლიტიკა-პოლიჭიტა

თვალის ჩაპაჭუნობანა
პირზე-კოცნა ზურგში-ტყვია,
კინტომ კინტოს უთხრა ჭიტა
გამოვიდა პოლი-ჭიტააა...

სხვის მათხოვრულ გროშის ფასად
საკუთარი მოძმის წიხვლა,
ასე იყო, დარჩა ამად
საშინაო პოლიტიკა,

ძალით ძმობას ვეფიცებით
აშკარა მტრებს ვინც კი გვჯიჯგნა,
კინტოების პარადია
საგარეო პოლიტიკაც

საშინაოც, საგარეოც
ასე იქცნენ პოლიჭიტად,
გაეროს თუ ევროსაბჭოს
თავშესაქცევ პოლემიკად......
:) :D :D

რედაქტორი Malkhaz Vardanashvili, 17 June, 2006 - 07:50.


#24 Kristine Nizharadze

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,179 გამოხმაურება
0

დაწერილია 17 June, 2006 - 16:06

Malkhaz Vardanashvili, Jun 16 2006, 10:56 PM -ში, განაცხადა:

თუ ანგარიშს უწევენ ზესახელმწიფოებს

<{POST_SNAPBACK}>



ანგარიშს უწევენ ახლა როცა განვიტარების ყველაზე მაღალ სტანდარტებს მიაღწიეს და ჩვენნაირ პირობებში მაგ ანგარიშგაწევას სხვა სახელს დავარქმევდი :)

მთავარი ის კი არ არის რომ ვინმეს მოკავშირე ხდები ან მხარს უწჭერ, ეს ქართული პოლიტიკის და საერთოდ ურთიერთობების განუყოგფელი ნაწილი, რომელიმე პოლუსთან უნდა იყო, თუ ნეიტრალური ხარ სწორედ შენი ტერიტორიიდან დაიწყება ომი, როგორც მოხდა :D

მთავარია ის შენ მოკავშირეობას რამდენად აფასებ :D რამდენად სარგებლიანად გამოიყენებ შენი ქვეყნისთვის.

იყოს ეს ჯარები ბატონო ერაყში, გამოგვიყო ხომ აშშ მაც გრანტი, მაგრამ რაში დაიხარჯა, არავინ იცის :D ამგვარად სისულელე გამოდის ვისიმე მოკავშირეობა, თუ საქართველო მუდმივად არასტაბილურ გარემოში დარჩა აშშ საც მოწყიდები და ევროპასაც :D
'სახლის წინ ვარდის ბუჩქი იდგა, ისე უბრალოდ, მისაფსმელად '

#25 Malkhaz Vardanashvili

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,003 გამოხმაურება
0

დაწერილია 17 June, 2006 - 17:32

Kristine Nizharadze, Jun 17 2006, 03:06 PM -ში, განაცხადა:

თუ ნეიტრალური ხარ სწორედ შენი ტერიტორიიდან დაიწყება ომი, როგორც მოხდა

<{POST_SNAPBACK}>


მეც არ მიკვირდა შვეიცარია ოდითგან დღემდე რატომაა ომის ცეცხლში გახვეული მეთქი?! :lol:

Kristine Nizharadze, Jun 17 2006, 03:06 PM -ში, განაცხადა:

თუ საქართველო მუდმივად არასტაბილურ გარემოში დარჩა აშშ საც მოწყიდები და ევროპასაც

<{POST_SNAPBACK}>


აგაშენა ღმერთმა! - პირველ რიგში შენს ოჯახში უნდა გქონდეს სტაბილურობა და სიმშვიდე, გარეთ რომ გეთქმოდეს რამე! თორემ მუდმივად ისე გამოგვდის -
"ძაღლი შინ არ ვარგოდა და სანადიროდ გარბოდაო...! :)

#26 Mamuka Davarashvili

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 409 გამოხმაურება
1

დაწერილია 17 June, 2006 - 19:04

Malkhaz Vardanashvili, Jun 17 2006, 04:32 PM -ში, განაცხადა:

იყოს ეს ჯარები ბატონო ერაყში, გამოგვიყო ხომ აშშ მაც გრანტი, მაგრამ რაში დაიხარჯა, არავინ იცის

<{POST_SNAPBACK}>



ქართული ჯარის მშენებლობაში იხარჯება...

ვერ ატყობთ თუ არ გვინდა, რომ დავინახოთ?
სარეკლამო კომპანია DAVARA GROUP


www.davaragroup.ge


info@davaragroup.ge

[+995 32] 218 138

#27 Malkhaz Vardanashvili

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,003 გამოხმაურება
0

დაწერილია 18 June, 2006 - 07:36

Mamuka Davarashvili, Jun 17 2006, 06:04 PM -ში, განაცხადა:

ქართული ჯარის მშენებლობაში იხარჯება...

ვერ ატყობთ თუ არ გვინდა, რომ დავინახოთ

<{POST_SNAPBACK}>



ვატყობთ და ვხედავთ, რომ ბიჭებს ჩუსტები აღარ აცვიათ პოლიგონზე და ვეტმფრენებსაც მართავენ!
მაგრამ, მაგათი ხელით გაკეთებული ქართული საქმეც გვინდა დავინახოთ............გინდაც დამასკოს ხმალი გქონდეს, რა ხეირი მისგან, თუ მუდამ ლურსმანზე გექნება ჩამოკიდებული?! :)

#28 Malkhaz Vardanashvili

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,003 გამოხმაურება
0

დაწერილია 18 June, 2006 - 07:48

მე არ ვარ მომხრე ჩასაფრებული პოლიტიკის!
იმედს ვიტოვებ, რომ ოქრუაშვილი იმ "გორის" კაცია, ვინც თავის სიტყვას საქმით აღასრულებს...!
მაგრამ ცვედანი მეფისა და შადიმანების ხელში ვშიშობ მანაც სააკაძის ბედი არ გაიზიაროს!!!
ლუარსაბ მეფემ დიდი მოურავი ძაღლივით გააგდო საქართველოდან, რომელმაც შახს ერთ წელიწადში მთელი ავღანეთი ფეხქვეშ გაუგო....!

#29 Kristine Nizharadze

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,179 გამოხმაურება
0

დაწერილია 19 June, 2006 - 11:55

Malkhaz Vardanashvili, Jun 18 2006, 06:36 AM -ში, განაცხადა:

მაგრამ, მაგათი ხელით გაკეთებული ქართული საქმეც გვინდა დავინახოთ............გინდაც დამასკოს ხმალი გქონდეს, რა ხეირი მისგან, თუ მუდამ ლურსმანზე გექნება ჩამოკიდებული?! 

<{POST_SNAPBACK}>


აბა რად მინდა მე ის გუთანი,
რომე აჩეჩოს მარტო მიწანი
და არ მოსთხრიოდეს ძირით იმ ბალახს
რომელიც უშლის ნერგსა ამოსვლას :)

ძალიან კარგია სენაკის ბაზა, მომწონს რომ მართლა გვყავს ჯარი, მაგრამ არის 2 ძირითადი პრობლემა
არ მომწონს, როცა გრიფით არის გასაიდუმლოებული რაში დაიხარჯა ფული, მე არ ვითხოვ მონაცემთა ბაზას იმის თაობაზე თუ რა საბრძოლო აღჭურვილობას ფლობენ, მე მაინტერესებს რემონტის ფული როგორ დაიხარჯა :)
და მეორე ბრძოლაში მთავბარია სწორის სტრატეგია.
თუ გვსურს მშვიდობა უნდა ვემზადოთ ომისთვის, მე არ ვარ მომხრე ომის დაწყებისა, თუ დიპლომატთა კორპუსი კარგად იმოქმედებს, ვფიქრობ შესაძლებელი იქნება ტერიტორიული მთლიანობის უომრად აღდგენა :D
'სახლის წინ ვარდის ბუჩქი იდგა, ისე უბრალოდ, მისაფსმელად '

#30 Dear Guest, You need to register...George Kharshiladze_*

  • Guest

დაწერილია 19 June, 2006 - 12:37

რას უნდა ველოდეთ და არც არაფერს. ეს ისეთივე ბლეფი იყო როგორც თეთრზე თქვა შავიაო

#31 Kristine Nizharadze

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,179 გამოხმაურება
0

დაწერილია 19 June, 2006 - 12:49

მოკლედ და კონკრეტულად :) რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს მეც ასე ვფიქრობ :)
'სახლის წინ ვარდის ბუჩქი იდგა, ისე უბრალოდ, მისაფსმელად '

#32 Malkhaz Vardanashvili

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,003 გამოხმაურება
0

დაწერილია 19 June, 2006 - 20:42

Kristine Nizharadze, Jun 19 2006, 10:55 AM -ში, განაცხადა:

არ მომწონს, როცა გრიფით არის გასაიდუმლოებული რაში დაიხარჯა ფული

<{POST_SNAPBACK}>


მე კიდევ არ მომწონს, როცა ქართველებისთვის გრიფით საიდუმლო, ქართველების გარდა ყველასთვის კარგა ხნის ცნობილია.... ! :)

#33 Kristine Nizharadze

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,179 გამოხმაურება
0

დაწერილია 20 June, 2006 - 10:47

Malkhaz Vardanashvili, Jun 19 2006, 07:42 PM -ში, განაცხადა:

მე კიდევ არ მომწონს, როცა ქართველებისთვის გრიფით საიდუმლო, ქართველების გარდა ყველასთვის კარგა ხნის ცნობილია.... ! 

<{POST_SNAPBACK}>


შენ უნდა გაგიშვათ ა.შ.შ ში მაგას ირანთან ომის დაწყება უნდა და მიზეზებს ეძებს, შენი ერთი განცხადება იქნება საკმარისი :D :D :)

მოკლედ რომ არ გაართულო და ჩახლართ ჩამოხლართო არ შეიძლება :)

ეგ ყველაზე მწვავე პრობლემაა რეალურად :D კარგი ბატონო ვთქვატ ირაკლი ''კარგი კაცია'' და არ წაიღებს ამ ფულს სახლში, მაგრამ ხვალ რომ ცუდი კაცი მოვიდეს და ისევ დაატილიანოს ჩვენი არმია?!
'სახლის წინ ვარდის ბუჩქი იდგა, ისე უბრალოდ, მისაფსმელად '

#34 Malkhaz Vardanashvili

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,003 გამოხმაურება
0

დაწერილია 20 June, 2006 - 18:25

Kristine Nizharadze, Jun 20 2006, 09:47 AM -ში, განაცხადა:

მოკლედ რომ არ გაართულო და ჩახლართ ჩამოხლართო არ შეიძლება

<{POST_SNAPBACK}>


გამარტივებული ჯარი გვყავდა ბატონო - ფაჩუჩები ეცვათ ფეხზე, ფილთა თოფები ეკიდათ მხარზე და კაზარმიდან ბუჩქის ძირას მიდიოდნენ ტუალეტში!
:) :lol:

#35 Tiko Goladze

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,076 გამოხმაურება
0

დაწერილია 20 June, 2006 - 23:34

ხალხო მოდით ეხლა განვიხილოთ სააკაშვილი-ბუშის შეხვედრა თეთრ სახლში.5 ივლისს დაგეგმილია თეთრ სახლში სააკაშვილისა და ჯორჯ ბუშის შეხვედრა.განიხილავენ შემდეგ საკითხებს: კონფლიქტების მშვიდობიანი გზებით მოგვარება,დემოკრატიის განვითარება,ენერგოსისტემის განვითარება,ევროატლანტიკური მისწრაფებები და ა.შ.როგორ ფიქრობთ ეს ვიზიტი გააუმჯობესებს თუ არა ჩვენს მდგომარეობას განხილული საკითხებიდან ერთერთში მაინც,თუ უბრალო მორიგი ფორმალური შეხვედრა იქნება,რასაც თან მოჰყვება მცირე ზომის გრანტი და დაპირებები
თიკო ღოლაძე
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

სადაზღვეო კომპანია ''ალფა''
მის: ჯ.ბაგრატიონის 6ა
ტელ: 892 92 2008

#36 Kristine Nizharadze

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,179 გამოხმაურება
0

დაწერილია 21 June, 2006 - 12:01

Malkhaz Vardanashvili, Jun 20 2006, 05:25 PM -ში, განაცხადა:

გამარტივებული ჯარი გვყავდა ბატონო - ფაჩუჩები ეცვათ ფეხზე, ფილთა თოფები ეკიდათ მხარზე და კაზარმიდან ბუჩქის ძირას მიდიოდნენ ტუალეტში!
 

<{POST_SNAPBACK}>


მე ეს არ ვიგულისხმე :)
'სახლის წინ ვარდის ბუჩქი იდგა, ისე უბრალოდ, მისაფსმელად '

#37 Malkhaz Vardanashvili

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,003 გამოხმაურება
0

დაწერილია 22 June, 2006 - 08:13

Tiko Goladze, Jun 20 2006, 10:34 PM -ში, განაცხადა:

როგორ ფიქრობთ ეს ვიზიტი გააუმჯობესებს თუ არა ჩვენს მდგომარეობას განხილული საკითხებიდან ერთერთში მაინც,თუ უბრალო მორიგი ფორმალური შეხვედრა იქნება,რასაც თან მოჰყვება მცირე ზომის გრანტი და დაპირებები

<{POST_SNAPBACK}>



გააჩნია ამ ვიზიტს როგორ გამოიყენებს ქართული მხარე!
ჩვენ ამერიკას მკაფიოდ უნდა ჩამოვუყალიბოთ ჩვენი პოზიცია კონფლიქტების მოგვარებასთან დაკავშირებით, სადაც პირველ ადგილას დევნილების უპირობო და უსაფრთხო დაბრუნება უნდა დადგეს დღის წესრიგში!!!
დროა აფხაზების და ოსების დემოკრატიიდან ასიათასობით ლტოლვილი ქართველის დემოკრატიულ უფლებებზეც გავაკეთოდ მწვავე აქცენტი!
დროა გავიგოთ და ჩამოვყალიბდეთ იმ საკითხშიც, თუ როდემდე შეიძლება ამერიკა-რუსეთის კეთილხმოვანების სანაცვლოდ, პერმანენტულად ირღვეოდეს საქართველოს სუვერენიტეტი!!!
და თუ გვეძახიან პარტნიორს, ეს უნდა აისახებოდეს პირველ რიგში ქმედით პოლიტიკურ მხარდაჭერაში და არა სამოწყალო გრანტებში!
დროა, რუსეთ-ამერიკის ვაჭრობის ობიექტის რანგიდან საქართველო გადავიდეს პარტნიორი სუბიექტის რანგში - ამას დიდი სიმტკიცე და პოლიტიკური ნება სჭირდება, რისი იმედიც, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ეს, მე ამ ხელისუფლებისაგან არ მაქვს!

რედაქტორი Malkhaz Vardanashvili, 22 June, 2006 - 08:16.


#38 Kristine Nizharadze

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,179 გამოხმაურება
0

დაწერილია 22 June, 2006 - 11:20

Malkhaz Vardanashvili, Jun 22 2006, 07:13 AM -ში, განაცხადა:

და თუ გვეძახიან პარტნიორს, ეს უნდა აისახებოდეს პირველ რიგში ქმედით პოლიტიკურ მხარდაჭერაში და არა სამოწყალო გრანტებში!

<{POST_SNAPBACK}>


საინტერესოა რას ითხოვთ აშშ ს გან??? იმედია ხვდებით რომ ომს ეგ ვერ დაიწყებს და ვერც მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდება ჩვენ ნაცვლად :))
'სახლის წინ ვარდის ბუჩქი იდგა, ისე უბრალოდ, მისაფსმელად '

#39 Malkhaz Vardanashvili

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,003 გამოხმაურება
0

დაწერილია 22 June, 2006 - 18:30

Kristine Nizharadze, Jun 22 2006, 10:20 AM -ში, განაცხადა:

საინტერესოა რას ითხოვთ აშშ ს გან???

<{POST_SNAPBACK}>


მე უფრო ვითხოვ ჩვენი ხელისუფლებისგან თავისი პოზიციის ურყევ და მკაფიო დაფიქსირებას! თუ რის თაობაზე, ეს ჩემს პოსტში გარკვევით წერია!!!
არცერთი ჭკუათმყოფეკლი არ მოითხოვს ამერიკისგან ომს რუსეთთან, თუმცა ეს სულ არ ნიშნავს მის ფლირტაობას რუსეთთან მაშინ, როცა ჩვენი სუვერენიტეტი რუსეთის მხრიდან აშკარად და საქვეყნოდ ირღვევა!

#40 Kristine Nizharadze

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,179 გამოხმაურება
0

დაწერილია 23 June, 2006 - 15:40

Malkhaz Vardanashvili, Jun 22 2006, 05:30 PM -ში, განაცხადა:

მე უფრო ვითხოვ ჩვენი ხელისუფლებისგან თავისი პოზიციის ურყევ და მკაფიო დაფიქსირებას

<{POST_SNAPBACK}>


კიდევ კარგი :D ისე მიადექით აშშ-ს მეგონა მათ დაკარგეს ტერიტორიები და არა ჩვენ ;)
'სახლის წინ ვარდის ბუჩქი იდგა, ისე უბრალოდ, მისაფსმელად '



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share