ნახტომი


* * * * * 2 ხმა

ბილაინი ქართულ ბაზარზე


გამოხმაურებათა რაოდენობა: 362

#1 Kristine Nizharadze

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,179 გამოხმაურება
0

დაწერილია 22 July, 2006 - 12:22

ყველსათვის ცნობილი გახდა, რომ რუსეთსი მოქმედმა ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია ''ბილაინმა'' შეიძინა ქართული ''მეგაკომი'' და დეკემბრამდე განახორციელებს ქართული ბაზრის ''ექსპანსიას '' :D
რა პერსპექტივები შეიძლებაა გააჩნდეს ამ კომპანიას, როცა საქართველოს მოსახლეობის სრული უმრავლესობა უკვე მაგთისა და ჯეოსელის მიერ არის ასე ვთქვათ და ''ათვისებული''?! :D
'სახლის წინ ვარდის ბუჩქი იდგა, ისე უბრალოდ, მისაფსმელად '

#2 Lia Tabatadze

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 76 გამოხმაურება
1

დაწერილია 22 July, 2006 - 12:35

თუ დაბალი ტარიფები ექნებათ, ჩემი აზრით ბევრი "ათვისებული" გადავა მათ ქსელში.

#3 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 22 July, 2006 - 12:38

ტარიფებს ჯერ დავანებოთ თავი

სტატუსი ზუსტად არ ვიცი, მე მგონი მთლად ასე არაა ...
ბილაინი საერთოდ ნახსენები არ იყო [ყოველ შემთხვევაში სადაც მე ვუსმინე]. ადრე ითქვა, რომ ქიბარ ხალვაშმა იყიდა 12 მილიონად ეს სიხშირე და ყველა 2006 ის დეკემბერში ელოდა ახალ მობილურ კომპანიას. მაგრამ მან გაყიდა თავისი კომპანიის 51% და ეს წილი იყიდა რომელიღაც რუსულმა .,..

ნუ ეს ამ ეტაპზე ნაკლებად მნიშვნელოვანი მგონია ... ვინც არ უნდა შემოვიდეს მთავარია რით შემოვა ...

ვინც არ უნდა შემოვიდეს, მან ჯერ მაგთისა და ჯეოსელის ძლიერი მხარეები უნდა სწორად აღმოაჩინოს, ამ სიძლიერეში სისუსტე მოძებნოს და იქ დაარტყას.

ამ სქემის მიხედვით მოდით ვიმსჯელოთ:

რითი არიან ძლიერი მაგთი და ჯეოსელი? რაშია მათი რეალური სიძლიერე?

რედაქტორი Tariel Zivzivadze, 22 July, 2006 - 12:39.

საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#4 Kristine Nizharadze

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,179 გამოხმაურება
0

დაწერილია 22 July, 2006 - 12:41

Tariel Zivzivadze
არა უკვე ახსენეს ბილაინი და ამზე თურანმაც გაკეთა კომენტარი, საკმაოდ ვრცელი რეპორტაჟი მიუძღვნა გამარჯვებული ხალხის ტელევიზიამ :D
'სახლის წინ ვარდის ბუჩქი იდგა, ისე უბრალოდ, მისაფსმელად '

#5 Rezo Magalashvili

    Marketing Proffesional

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 6,175 გამოხმაურება
1

დაწერილია 22 July, 2006 - 12:42

თანაბარ პირობებში და ცოტა უკეთესის შემთხვევაშიც მე არ გადავალ ბილაინზე. რაღაც განსაკუთრებული სარგებელი უნდა მაჩვენონ :D

რუსეთთან ჩვენი ბოლო დროინდელი "მეგობრობის" გათვალისწინებით, გაუჭირდებათ კლიენტების მოზიდვა.

ფასებს რაც შეეხება არამგონია დააგდონ რადგან ჯეოსელი და მაგთიც იგივეს იზამს და სამივე კომპანია დაკარგავს შემოსავალს. სავარაუდოდ ფასების სტრუქტურას შეცვლიან და უფრო მოსახერხებელს გახდიან. მაგ. როგორც ჯეოსელი და მაგთი აკეთებს: ყოველი მეორე წუთი უფასოდ (ლაი-ლაი) და მესამე წუთის შემდეგ დამატებითი 7 წუთი უფასოდ (ბალი), 11-ის შემდეგ უფასო საუბარი და ა.შ.)
სალაპარაკო დროის 1 წუთის ფასები რეალურად არ შეიცვლება იმჰო :D
GBI Autotrade
CEO
Mob: 891 307307
Phone: 307 307
Email: r.magalashvili@gbiautotrade.ge
Web:www.307307.ge
Make the difference!

#6 Lia Tabatadze

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 76 გამოხმაურება
1

დაწერილია 22 July, 2006 - 13:22

ვნახოთ, ვნახოთ...
თუ რას იზავს ბილაინი.

#7 David Birman

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,102 გამოხმაურება
2

დაწერილია 22 July, 2006 - 13:32

ციტატა

იმსჯელეთ ბილაინის პერსპექტივებზე

ერთი მაგთის ტოპიკში ხო დაიწვა ყველაფერი მსჯელობით და მეორე ახლა აქ იწყება... :D

Kristine Nizharadze

Kristine Nizharadze, Jul 22 2006, 11:22 AM -ში, განაცხადა:

ყველსათვის ცნობილი გახდა, რომ რუსეთსი მოქმედმა ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია ''ბილაინმა'' შეიძინა ქართული ''მეგაკომი'' და დეკემბრამდე განახორციელებს ქართული ბაზრის ''ექსპანსიას '' 

<{POST_SNAPBACK}>


სიუჟეტისთვის არ მისმენია, მაგრამ ოფიციალურად მეგაკომი არ უყიდიათ - შპს მობიტელის 51% იყიდეს 49%-ის ფიუჩერსი. მობიტელს GSM1800 ლიცენზია აქვს მეგაკომისგან განსხვავებით, რომელსაც 800-იანი ლიცენზია აქვს მხოლოდ. თუმცა, შეიძლება საქმე იმაში იყოს რომ მეგაკომსაც და მობიტელსაც GMC ჯგუფთან აკავშირებენ...

Kristine Nizharadze, Jul 22 2006, 11:22 AM -ში, განაცხადა:

რა პერსპექტივები შეიძლებაა გააჩნდეს ამ კომპანიას, როცა საქართველოს მოსახლეობის სრული უმრავლესობა უკვე მაგთისა და ჯეოსელის მიერ არის ასე ვთქვათ და ''ათვისებული''?! 

<{POST_SNAPBACK}>


თვითონ მაგ კომპანიის შეფასებით 30% არი ჯერ ათვისებული ჩვენს ბაზარზე და 800'000-მდე აბონენტის აკრეფას ვარაუდობს რამდენიმე წლის შემდეგ.

Rezo Magalashvili

Rezo Magalashvili, Jul 22 2006, 11:42 AM -ში, განაცხადა:

რუსეთთან ჩვენი ბოლო დროინდელი "მეგობრობის" გათვალისწინებით, გაუჭირდებათ კლიენტების მოზიდვა.

<{POST_SNAPBACK}>


ძალიან არა მგონია რომ ტელეკომუნიკაციების მომხმარებელი უყურებდეს, ვინაა კომპანიის დამფუძნებელი. და ზოგადად - რუსკი სტანდარტის გაყიდვები არ დაცემულა მგონი კრიზისის მერე... :)

Rezo Magalashvili, Jul 22 2006, 11:42 AM -ში, განაცხადა:

თანაბარ პირობებში და ცოტა უკეთესის შემთხვევაშიც მე არ გადავალ ბილაინზე. რაღაც განსაკუთრებული სარგებელი უნდა მაჩვენონ

<{POST_SNAPBACK}>


ბილაინს აქვს აშკარად უკეთესად დამუშავებული იმიჯი, ვიდრე ჯეო/მაგთის. ასე რომ რამდენიმე თვეში შემოსვლის შემდეგ, მისი საიმიჯო პოზიციები ძლიერი იქნება ჩვენთანაც. პრობლემა იმაშია რომ ბილაინის გაცხადებული პრინციპი არის ტარიფების სიმარტივე, რაც საქართველოში 8 წელია წარმატებით ხორციელდება! :D ასე რომ ბილაინი თუ ჩახლართავს, თორე ვერ გაამარტივებს...

#8 Rezo Magalashvili

    Marketing Proffesional

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 6,175 გამოხმაურება
1

დაწერილია 22 July, 2006 - 13:42

David Biermann, Jul 22 2006, 01:32 PM -ში, განაცხადა:

ძალიან არა მგონია რომ ტელეკომუნიკაციების მომხმარებელი უყურებდეს, ვინაა კომპანიის დამფუძნებელი

<{POST_SNAPBACK}>


მართალი ხარ, თუმცა ჩვენთან გორდება კამპანია რომელიც ხალხს რუსული წარმოების პროდუქციის არ შეძენისკენ მოუწოდებს :)

David Biermann, Jul 22 2006, 01:32 PM -ში, განაცხადა:

პრობლემა იმაშია რომ ბილაინის გაცხადებული პრინციპი არის ტარიფების სიმარტივე, რაც საქართველოში 8 წელია წარმატებით ხორციელდება!  ასე რომ ბილაინი თუ ჩახლართავს, თორე ვერ გაამარტივებს...

<{POST_SNAPBACK}>


მაშინ რა დარჩა? დაბალი ფასი?
შენ გაცვლი შენს ნომერს რომელიც ათასმა კაცმა უკვე იცის მხოლოდ იმის გამო რომ ბილაინს იმიჯი უკეთესი აქვს ვიდრე მაგთის? :D

მე იმას ვამბობ რომ თანაბარი პირობების შემთხვევაში არამგონია ბრენდის ხარჯზე ბევრი გადაიბიროს ბილაინმა. ქართველებს გვიჭირს და მაინც ქოსთ სენსიტივ ხალხი ვართ..
GBI Autotrade
CEO
Mob: 891 307307
Phone: 307 307
Email: r.magalashvili@gbiautotrade.ge
Web:www.307307.ge
Make the difference!

#9 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 22 July, 2006 - 14:51

მეგობრებო ...

რეალური სიძლიერე რაშია მაგთის და ჯეოსელის:

1. ცნობადობა?
2. ფასი?
3. პროდუქტების მრავალფეროვნება
4. ხალხი?
5. ტექნიკური ბაზა?

თუ რა?

დამისახელეთ რეალური ძლიერი მხარე

რედაქტორი Tariel Zivzivadze, 22 July, 2006 - 14:51.

საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#10 Lia Tabatadze

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 76 გამოხმაურება
1

დაწერილია 22 July, 2006 - 15:07

მემგონი სიძლიერე უფრო ცნობადობასა და ტექნიკურ ბაზაშია

#11 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 22 July, 2006 - 15:40

რატომ?
დასაბუთება სადაა?
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#12 David Birman

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,102 გამოხმაურება
2

დაწერილია 22 July, 2006 - 16:06

Tariel Zivzivadze

Tariel Zivzivadze, Jul 22 2006, 02:40 PM -ში, განაცხადა:

რატომ?
დასაბუთება სადაა?

<{POST_SNAPBACK}>


ეეჰ... გაგეპარა სადავეებიდან კონფერენციის სერიოზული განყოფილებები... :)

დასაბუთებას რომ თხოვ, მოგიყვანენ ფრაზას "სარწმუნო წყაროებიდან" ვიცითო როგორც მაგთის მეზობელ ტოპიკშია... არადა რა რა და აი მანდ როგორი სარწმუნო წყაროებია, მე რო გავშიფრავდი ქე ხვდები...

ხოდა, შემოსაღებია რაღაც წესები, რითად წევრი ან იტყვის IMHO ან კონკრეტულ წყაროს დაასახელებს... თორე ძაან პაპსა-ფორუმი ხდება აქაურობა და არა ბიზნეს-კონფერენცია :D

#13 Lia Tabatadze

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 76 გამოხმაურება
1

დაწერილია 22 July, 2006 - 16:28

მე არც განათლება და არც პროფესია არ მიწყობს ხელს რომ უფრო კონკრეტულად დავასაბუთო ჩემი პოზიცია.
მე უბრალოდ ჩემი აზრი და შეხედულება დავაფიქსირე, თუ ეს არ მოგწონთ , თავს შევკავებ იმაზე სასაუბროთ რისი დასაბუთებაც არ შემიძლია დაწვრილებით.

#14 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 22 July, 2006 - 18:26

Lia Tabatadze, Jul 22 2006, 05:28 PM -ში, განაცხადა:

მე უბრალოდ ჩემი აზრი და შეხედულება დავაფიქსირე, თუ ეს არ მოგწონთ , თავს შევკავებ იმაზე სასაუბროთ რისი დასაბუთებაც არ შემიძლია დაწვრილებით.

<{POST_SNAPBACK}>


როგორც შეგვიძლია :), მაგრამ დასაბუთEბა ჯობია

David Biermann, Jul 22 2006, 05:06 PM -ში, განაცხადა:

დასაბუთებას რომ თხოვ, მოგიყვანენ ფრაზას "სარწმუნო წყაროებიდან" ვიცითო როგორც მაგთის მეზობელ ტოპიკშია... არადა რა რა და აი მანდ როგორი სარწმუნო წყაროებია, მე რო გავშიფრავდი ქე ხვდები...

ხოდა, შემოსაღებია რაღაც წესები, რითად წევრი ან იტყვის IMHO ან კონკრეტულ წყაროს დაასახელებს... თორე ძაან პაპსა-ფორუმი ხდება აქაურობა და არა ბიზნეს-კონფერენცია 

<{POST_SNAPBACK}>


ჰოდა შენც გაშიფრე...
ძალით საუბარს რა აზრი აქვს?
საუბარს მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუ მოსაზრებებს დავასაბუთებთ. თორემ მხოლოდ უსტარების რაოდენობა იზრდება
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#15 David Birman

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,102 გამოხმაურება
2

დაწერილია 22 July, 2006 - 18:59

Tariel Zivzivadze

Tariel Zivzivadze, Jul 22 2006, 05:26 PM -ში, განაცხადა:

ჰოდა შენც გაშიფრე...

<{POST_SNAPBACK}>


მე კი გავშიფრე ჩემთვის, მარა სანამ მე შემოვიდოდი, ერთი კონკრეტული ტოპიკი ბოლი იყო და მეტი არაფერი... ამას უნდა მიხედვა - მეტი კი არაფერს ვიძახი კაცო...

#16 Dato Jorbenadze

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,076 გამოხმაურება
0

დაწერილია 22 July, 2006 - 20:03

ჭორის დონეზე რაც ვიცი გამავალი ზარის ღირებულება 3 ცენტი იქნება.. 200$ უვადო სასაუბრო დრო და ასე შემდეგ..
ავშენდით..:)

#17 Tamuna Jangulashvili

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,827 გამოხმაურება
0

დაწერილია 22 July, 2006 - 20:16

საინეტერესო შემოთავაზებაა ბილაინისგან.....უნდა დავფიქრდე.....
Tbilisi University
PR Manager
www.tbuniver.edu.ge
t.jangulashvili@gmail.com
+995 93 256162; 899445051

#18 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 22 July, 2006 - 20:18

დავით,

შენ ამ სფეროში იხარშებოდი კარგა ხანი, მაგთის მარკეტინგის ჯგუფში მუშაობდი, ამიტომ უფრო მეტს ხედავ და დეტალებში შეგიძლია იმსჯელო. რა გასაკვირია, როცა შენი გადასახედიდან "მეზობელ" თემაში არსებული მსჯელობა ბავშვურად ჩანდეს, მაგრამ აბა ჰქონდეთ მათ ისეთი ინფორმაცია შენ რომ გაქვს და მერე გვენახა ერთი ...

ანალოგიურად ვხედავ მეც, როცა საერთოდ არაინფორმირებული ადამიანები მსჯელობას იწყებენ ბიზნეს ეთიკის ირგვლივ და ბიზნეს ეთიკას ეგრევე მორალთან აიგივებენ. თუმცა ჩემ შემთხვევაში უფრო უარესადაა საქმე, ვიდრე შენთან

ეს ყველაფერი ბუნებრივად მოდის, და მიზეზია არაინფორმირებულობა

შენ აზრსაც თუ გაგვაგებინებ თუ რა გზით უნდა იაროს მესამე კომპანიამ და რა ბედი ელის მას უახლოეს 3 წელიწადში საქართველოს ბაზარზე, კარგი იქნება ...

========================================
ეხლა კი გავაგრძელოთ,

ფაქტია, რომ წინა გვერდზე შეკითხვის დასმიდან ეგრევე მოხდა გადახტომა ტაქტიკაზე [ტარიფები მაგალითად] და მხედველობიდან ყველას გამორჩა სტრატეგია. არადა ამ დროს ტაქტიკა კი არა, სწორედ რომ სტრატეგიაა მთავარი. სტრატეგია უნდა იყოს არა კარგი და/ან სწორი, არამედ ისეთი, რომელიც იმუშავებს.

რა არის მაგთის სტრატეგია? რა არის ჯეოსელის სტრატეგია?

ჯეროსელის არ ვიცი, მაგრამ უფრო მაგთის სტრატეგიის თაობაზე მაქვს წარმოდგენა ... დევიდ ლი გვყავდა სპიკერად რუსთავში, სადაც ადგილობრივ ბიზნესმენებთან სემინარს ვატარებდით ბიზნეს ეთიკაში. დევიდი უფრო მაგთის გადასახედიდან საუბრობდა ცხადია. ისაუბრა "საუკეთესო ხალხზე" და "საუკეთესო პროდუქტზე", მაგრამ პირველ რიგში ყურადღება გაამახვილა საუკეთესო სტრატეგიაზე და ასეც უნდა ყოფილიყო.

გამომდინარე იქედან, რაც მე იქ შთაბეჭდილება დამრჩა ჩემთვის ცხადი გახდა, რომ სტრატეგიული ხაზი ტექნოლოგიურ წინსვლაზე გადის. ანუ მაგთი მუდმივად გააკეთებს ტექნოლოგიურ გაუმჯობესებს, თუნდაც ეს მას ძვირი დაუჯდეს, რომ ყველა პოტენციურმა კონკურენტმა [მათ შორის ბაზარზე პოტენციურმა შემომსვლელმა] დაინახოს, რომ საქართველოში მობილური მომსახურება არავისზე ნაკლები არ არის და თუ შემოვა, სერიოზულ ბრძოლას მიიღებს.

დავუბრუნდეთ "მესამე"-ს ... რა სტრატეგია უნდა აარჩიოს მან? სად უნდა შეუტიოს? როგორ შეავიწროვოს ფრონტის ხაზი ისე, რომ შეტევის წერტილში მოიპოვოს შედარებითი უპირატესობა კონკურენტებთან შედარებით?

აი ეს შეტევის წერტილი რომ ნახო, ამისათვის საჭიროა სწორედ გაირკვეს: რითია ლიდერი ძლიერი?

საერთოდ კონკურენტულ ბაზარზე ყოველთვის შეიძლება გამოარჩიო ლიდერი, გამომწვევი, მიმდევარი და პარტიზანი [ნიშაში ჩამჯდარი]. საქართველოში მობილური კავშირგაბმულობის ბაზარზე ჩემი აზრით ასეთი სიტუაციაა:

ლიდერი: მაგთი
გამომწვევი: ჯეოსელი
მიმდევარი: მესამე ფაქტიურად არ იყო
პარტიზანი: ყველა დანარჩენი მეგაკომთან ერთად, ისეთები როგორებიცაა hiline და სხვები პარტიზანები არიან.

თუმცა ფაქტია, რომ ლიდერი აშკარა არაა. მაგთისა და ჯეოსელს შორის განსხვავება ძალიან მცირეა. ეს სიმცირე კი ართულებს სიტუაციას, რადგანაც "მესამემ" ისეთი ძლიერი მხარები უნდა ეძებოს შეტევისათვის, რომელიც ორივე არსებულ კომპანიას მართლა ძლიერი აქვს.

რითი არიან ძლიერნი მაგთი და ჯეოსელი? რა არის მათი ისეთი ძლიერება, რომელიც მათ დაუმარცხებელის შთაბეჭდილებას უქმნის?

1. საუკეთესო ცნობადობა?
2. საუკეთესო ფასი?
3. საუკეთესო პროდუქტი?
4. საუკეთესო ხალხი?
5. საუკეთესო ტექნოლოგია?
[შეიძლება რამე გამომრჩა, ამიტომ შემომთავაზეთ]

მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ აქ ჩვენ უბრალო სიძლიერეები არ გვაინტერესებს. თქვენ შეიძლება ყველაზე ლამაზი ბუტკა გქონდეთ აბაშიძე/არაყიშვილის გადაკვეთაზე, მაგრამ მომხმარებლისთვის შეიძლება ამას მნიშვნელობა არ ექნეს და თქვენთან არ ყიდულობდეს

აბა სად ვეძიოთ ძლიერი მხარეები?

უნდა ვეძიოთ ამ ორი კომპანიის ის რეალური სიძლიერეები, რომლებიც მომხმარებლების მიერ ითვლება ძლიერ მხარეებად.

ანუ ჩვენ რას ვთვლით მაგთისა და ჯეოსელის ძლიერ მხარეებად?

1. საუკეთესო ცნობადობა?
2. საუკეთესო ფასი?
3. საუკეთესო პროდუქტი?
4. საუკეთესო ხალხი?
5. საუკეთესო ტექნოლოგია?
6. საუკეთესოდ აწყობილი დილერებისა და ოფისების სისტემა?

თუ ...

შეუფერხებელი კავშირი
მოქნილი ფასების სისტემა
პერიოდული სიურპრიზები
მასიური პიარ კამპანიები
იმიჯი
კლიენტის მომსახურების მაღალი დონე
???

სად არის ის სიძლიერე, რომელიც ნამდვილი სიძლიერეა? რა თქმა უნდა ცალსახად რომელიმეს არჩევა რთულია. დათოს თქმის არ იყოს "მანდ რთული კვეთებია".

მაგრამ რად გვინდა ძლიერ მხარეებზე მსჯელობა?
რად და უნდა მოძებნო ძლიერი მხარე, აღმოაჩინო სისუსტე ამ ძლიერ მხარეში და იქ შეუტიო.

ორივე კომპანიის ძლიერი მხარე, რომელიც ორივეს მომავალს განსაზღვრავს, რასაც ორივე კარგად აკეთებს, ორივეს შესაძლებლობებს წარმოქმნის და ორივეს პრობლემად რჩება ეს არის მარკეტინგი! ყველაფერი დანარჩენით არც ეს ორი განსხვავდება და არც მესამე იქნება ნაკლებით.

ანუ დავინახეთ ძლიერი მხარე: მარკეტინგი!

ეხლა რა არის სისუსტე ჯეოსელისა და მაგთის მარკეტინგში? სად უნდა შეუტიოს "მესამე"-მ
კრეატივი აკლიათ? ფული აკლიათ რეკლამისთვის? თუ რა?

პრობლემა სხვაა ... მარკეტინგული მესიჯები როგორ მიდის მოსახლეობასთან? რა არის დღეს მთავარი არტილერია მარკეტინგში? აბა გამოიცანით?

რა თქმა უნდა ტელევიზია!

გავიხსენოთ, რომ ქიბარ ხალვაში, რომელსაც რჩება ამ მესამე მობილური კომპანიის წილის 49%, ფლობს ტელეკომპანიების რუსთავი 2-ის და მზეს 78-78%.

გენიოსობა არ არის საჭირო, რომ დავინახოთ თუ რა მოხდება მესამეს მობილური კომპანიის გამოჩენის შემთხვევაში. 807 და ჯორჯია ონლაინის მაგალითებმა კარგად დაგვანახა თუ რა შეუძლია ტელევიზიას. ეს კი სრულად საკმარისია იმის დასანახად, თუ რა ბედი ელის მაგთისა და ჯეოსელს, რომლებიც ძალიან წამგებიან პოზიციაში აღმოჩნდებიან იმის გამო, რომ ტელეკომპანიებს არ ფლობენ.

აქედან დასკვნები სტრატეგიასთან დაკავშირებით ნათელი ხდება:
[იმ პირობით, რომ ფული არის, ტექნოლოგია არის, ხალხი იქნება და რაც მთავარია ტელევიზიები არის]

1) შევთავაზოთ ის, რასაც სხვები სთავაზობენ, ოდნავი მოდიფიკაციებით, რომ განვსხვავდებოდეთ
2) არ გვჭირდება საფასო კონკურენცია, ყველა წავაგებთ
3) ავაწყოთ დილერებისა და ოფისების სისტემა

და რაც მთავარია აქტიურად ვამუშაოთ ჩვენი ტელევიზიები მარკეტინგისა და პიარის კუთხით
შევიქმნათ იმიჯი და ცნობადობა "ჩვენი" ტელევიზიებით და მისი პარტნიორებით

დანარჩენს დრო გააკეთებს!

ტაქტიკა, თუ როგორ გავაკეთოთ ის, რაც ზემოთ დავწერე, უკვე შემდეგი ნაბიჯია
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#19 David Birman

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,102 გამოხმაურება
2

დაწერილია 23 July, 2006 - 00:22

Tariel Zivzivadze

Tariel Zivzivadze, Jul 22 2006, 07:18 PM -ში, განაცხადა:

აბა ჰქონდეთ მათ ისეთი ინფორმაცია შენ რომ გაქვს და მერე გვენახა ერთი ...

<{POST_SNAPBACK}>


ხოდა, ტარიელ ბატონო, მაგას ვიძახი მე ზუსტად - როცა არ აქვს ხალხს ინფორმაცია სათანადო დონის, ნუღარ იძახიან რომ ინფორმაცია სარწმუნოა! ეს გესთებს აბოლებს. ითქვას ვარაუდები, ითქვას სურვილები, გაისმას თხოვნა უკეთეს რეპორტებსა და კვლევებზე... და მერე შემოვა ვინმე ჩემნაირი და შეავსებს თეთრ ლაქებს და ინფორმაცია დალაგდება. ახლა კი იქ ისეა, რომ ერთი-ორი პოსტი და კომუნიკაციების სფეროს რუსული უზურპაციიდან დაწყებული დარგის ბანკროტობამდე ყველაფერს გავიგონებდით ალბათ...

არ შეიძლება ასე!

ჩვენივე ხელშია ინსტრუმენტები, რითაც ამას უნდა ვებრძოლოთ და უნდა ვებრძოლოთ. IMHO

#20 David Birman

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,102 გამოხმაურება
2

დაწერილია 23 July, 2006 - 00:57

Tariel Zivzivadze
მიუხედავად იმისა, რომ ეს ლამის პირველი პოსტია ამ თემაზე, რომელშიც რეალურად დახარჯულია დრო და ჩანს აშკარა ლოგიკა, არაინფორმატიულობამ ეს პოსტიც დაღუპა და აი ეს მონაკვეთი ამოსაღებია:

Tariel Zivzivadze, Jul 22 2006, 07:18 PM -ში, განაცხადა:

გავიხსენოთ, რომ ქიბარ ხალვაში, რომელსაც რჩება ამ მესამე მობილური კომპანიის წილის 49%, ფლობს ტელეკომპანიების რუსთავი 2-ის და მზეს 78-78%.

<{POST_SNAPBACK}>


:)

და აი რატომ:

ქიბარს სხვა ლიცენზია აქვს და ბილაინთან არაა კავშირში :)

Tariel Zivzivadze, Jul 22 2006, 07:18 PM -ში, განაცხადა:

გენიოსობა არ არის საჭირო, რომ დავინახოთ თუ რა მოხდება მესამეს მობილური კომპანიის გამოჩენის შემთხვევაში. 807 და ჯორჯია ონლაინის მაგალითებმა კარგად დაგვანახა თუ რა შეუძლია ტელევიზიას. ეს კი სრულად საკმარისია იმის დასანახად, თუ რა ბედი ელის მაგთისა და ჯეოსელს, რომლებიც ძალიან წამგებიან პოზიციაში აღმოჩნდებიან იმის გამო, რომ ტელეკომპანიებს არ ფლობენ.

<{POST_SNAPBACK}>


არაფერიც! მაგთი წელი არ იყო რუსთავი2-ზე და არ მომკვდარა მგონი ამითი... :) დანარჩენი სატელევიზიო სივრცე აიღო და დაბალანსდა ყველაფერი.

და ზოგადად: შევთანხმდეთ, თუ რას ნიშნავს ეს "მესამე"!

საქართველოში ამჟამად არის რამდენიმე ოპერატორი pending რეჟიმში:

იბერიატელი - NMT450, CDMA450, UMTS1900/2100 ლიცენზიების მფლობელი. კოდი 8-90. სელფორდ ჯგუფის საკუთრება (ტელენეტი, სტანდარდბანკი, იმედი)

მეგაკომი - DAMPS800, CDMA800 ლიცენზიების მფლობელი. კოდი 8-97. GMC ჯგუფის საკუთრება (რესტორნების ქსელი, სხვა ბიზნესები)

ბილაინი-მობიტელი - GSM1800 ლიცენზიის მფლობელი. კოდი უცნობია. ვიმპელკომისა და GMC ჯგუფის საკუთრება.

ბლუმფინ Ltd. - CDMA800 ლიცენზიის მფლობელი. კოდი უცნობია. მოიაზრება ქიბარ ხალვაშთან (რუსთავი2, მზე, არტი)

ამათგან, იბერიატელს რეალურად ყველაზე მეტად აქვს ოპერატორის შესახედაობა. ყავს გამოცდილი მენეჯმენტი (ex-მაგთის ხალხი). გარანტირებული აქვს დიდი მედია იმედში, კრედიტები ბანკში, კარგი ინეტკანალი ტელენეტისგან.

ბილაინის და მეგაკომის ერთად მუშაობის შესახებ ჯერ არაფერი მსმენია. თუ ეს ორი ერთად იქნება, საინტერესო სალიცენზიო კომპლექტი იქნება. მათ მხარეზეა ბილაინის ცოდნა და მარკეტინგი.

ბლუმფინის მხარესაა ის, რომ ყველამ იცის ქიბარი, მაგრამ არავინ არ იცის რა უნდა გააკეთოს 800-იან სიხშირეზე, როცა რეალურად ოპერატორი არ არსებობს...



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share