ნახტომი





- - - - -

ვარდების რევოლუციის


გამოხმაურებათა რაოდენობა: 70

#61 Lasha Shamatava

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,967 გამოხმაურება
0

დაწერილია 03 October, 2006 - 17:41

Kristine Nizharadze, Oct 3 2006, 05:23 PM -ში, განაცხადა:

მე შორსა ვარ აზრისგან, რომ შენ ვერ ხვდები მე რასაც ვამბობ (მიუხედავად იმისა, რომ იუირიპუდენციაში მოიკოჭლებ და არცაა აუცილებელი ძლიერად იყო ამ დაგში) , უბრალოდ არ გსრურს არიარო, ამ რევოლუციის ლეგიტიმურობა, არასგზით, და როცა არ გსურს რასაკვრველია არც აღიარებ , სხვათაშორის იმას რასაც შენ ახლა აკთებ საერთაშორისო სამართალში persistent objector ეწოდება (მხოლოდ სახელმწიფზეა საუბარ და არა სუბიექტზე) . არანაირი მტკიცებულება შენთან არ ჭრის, კიდევ კარგი მოსამართლე არ ხარ, თორემ დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობდი ყველაფერს 

<{POST_SNAPBACK}>

ქრისტინე, აი მოკლედ და გასაგებად:
1. თანახმა ვარ გვქონდეს აქსიომად: 'ხალხს აქვს რევოლუციის უფლება' (რაც არ უნდა ეწეროს კონსტიტუციაში).
2. თანახმა ვარ, რომ ის. რაც მოხდა, იყო რევოლუცია (მიუხედავად იმისა, რომ მთლად ცალსახა ეს ნამდვილად არ არის - მოვლენები აშკარად ტოვებდა ხელისუფლების ეშმაკურად გადაბარების შთაბეჭდილებას)
ასეთ შემთხვევაშიც კი, ხდება დასადგენი, ვინ არის ხალხი? ხალხის აქტიური ნაწილი (1% კი არა 10%-იც რომ იყოს, ხალხი არ არის). პრობლემა რაშია იცი? იმაში, რომ დარჩენილ 99%-ს კი არ დაუფინანსებია ეს მოვლენები, არამედ დაფინანსება მოხდა გარედან და მხოლოდ იმ 1%-ის კიდევ 1% განაგებდა ამ ფინანსებს, დანარჩენები კი მათ დაკრულზე ცეკვავდნენ. ეს ნიშნავს, რომ ძალიან ეშმაკურად და ჭკვიანურად იქნა გამოყენებული აქაური ხალხის უკმაყოფილება, მათ დაპირდნენ, რომ მათ უფლებებს დაიცავდნენ, დანარჩენი 99%-იც სიხარულით შეხვდა სწორედ ამ დაპირების გამო ამ "რევოლუციას", ხოლო ხელისუფლებისა და ძალაუფლების ხელში ჩაგდების მერე უკვე სხვა "პესნია" დაიწყეს. იძახე ამის მერე, რომ ლეგიტიმური იყოო და პირველსა და მეორეს შორის კავშირი არ არისო. სინამდვილეში მათ შორის კავშირი არსებობს და სწორედ ახლანდელი ხელისუფლების რევოლუციისშემდგომი მოქმედებებია იმის დასტური, მართლა ხალხმა მოახდინა ეს რევოლუცია, თუ ხალხი ოსტატურად იქნა მოტყუებული. ახლა კი მე შენზე მაქვს იგივე ეჭვი - შენც ხომ კარგად ხვდები, რასაც ვამბობ, მაგრამ მაინც არ გინდა გაიგო. :))
Lasha Shamatava
Phone: (+995 32) 37 32 21, 77 22 22
Mob.: (+995 71) 00 6781, (+995 77) 44 44 56
URL: www.HAPPY.ge
Email: Lashat25@gmail.com

#62 Lasha Shamatava

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,967 გამოხმაურება
0

დაწერილია 03 October, 2006 - 17:44

Zviad Tsagareishvili, Oct 3 2006, 05:35 PM -ში, განაცხადა:

ხალხში უმრავლესობა რატომ იგულისხმება? ხალხში იგულისხმება ყველა უმრავლესობაც და უმცირესობაც.

<{POST_SNAPBACK}>

ხალხს აქვს რევოლუციის უფლება - ეს ნიშნავს, რომ ხალხის უმრავლესობას აქვს რევოლუციის უფლება. ყველა ერთ აზრზე ხომ ვერ იქნება?
Lasha Shamatava
Phone: (+995 32) 37 32 21, 77 22 22
Mob.: (+995 71) 00 6781, (+995 77) 44 44 56
URL: www.HAPPY.ge
Email: Lashat25@gmail.com

#63 Zviad Tsagareishvili

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 3,156 გამოხმაურება
0

დაწერილია 04 October, 2006 - 10:59

Lasha Shamatava, Oct 3 2006, 04:44 PM -ში, განაცხადა:

ხალხს აქვს რევოლუციის უფლება - ეს ნიშნავს, რომ ხალხის უმრავლესობას აქვს რევოლუციის უფლება. ყველა ერთ აზრზე ხომ ვერ იქნება?

<{POST_SNAPBACK}>


არა სწორედაც რომ ყველა უნდა ვიყოთ ერთ აზრზე და მაშინ გაქვს უფლება რევოლუციის თორემ 51% 49% -ზე თუა მაშინ რევოლუციას კი არა სამოქალაქო ომს მიიღებ :D :D :D

#64 Lasha Shamatava

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,967 გამოხმაურება
0

დაწერილია 04 October, 2006 - 20:25

Zviad Tsagareishvili, Oct 4 2006, 10:59 AM -ში, განაცხადა:

არა სწორედაც რომ ყველა უნდა ვიყოთ ერთ აზრზე და მაშინ გაქვს უფლება რევოლუციის თორემ 51% 49% -ზე თუა მაშინ რევოლუციას კი არა სამოქალაქო ომს მიიღებ

<{POST_SNAPBACK}>

სახალხო დონეზე 51-49-ზე კი არა 70-30-ზეც კი ძნელი გასარჩევია. უმრავლესობაში 50%+1 კი არ ვიგულისხმე მხოლოდ, ვიგულისხმე "აშკარა" უმრავლესობა. :(
Lasha Shamatava
Phone: (+995 32) 37 32 21, 77 22 22
Mob.: (+995 71) 00 6781, (+995 77) 44 44 56
URL: www.HAPPY.ge
Email: Lashat25@gmail.com

#65 Kristine Nizharadze

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,179 გამოხმაურება
0

დაწერილია 06 October, 2006 - 00:40

Lasha Shamatava
შალვას მერე მსოფლიოში ერთადერთი კაცი ხარ ვინც ამბობს რომ ვარდების რევოლუცია 1% მოახდინა :)

და თუნდაც ასე იყოს

რაოდენ არ უნდა გაგიკვირდეს, მივესალმები იმ 1% რომელმაც 99% აზრს გადააბიჯა და რევოლუცია მოაწყო და დუჟის ღირსია ის 99% იმიტომ რომ მრავალრიცხოვნებისას იგემეს მარცხი და წარმომიდგენია რანი იქნებოდნენ მცირერიცხოვნების შემთხვევაში, ასეთი 99% ჭეშმარიტად ღირსია ტირანიის, რადგან დემოკრატიისთვის თითის განძრევის სურვილიც არ ჰქონიათ :)
'სახლის წინ ვარდის ბუჩქი იდგა, ისე უბრალოდ, მისაფსმელად '

#66 Lasha Shamatava

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,967 გამოხმაურება
0

დაწერილია 06 October, 2006 - 19:59

Kristine Nizharadze, Oct 6 2006, 12:40 AM -ში, განაცხადა:

შალვას მერე მსოფლიოში ერთადერთი კაცი ხარ ვინც ამბობს რომ ვარდების რევოლუცია 1% მოახდინა

<{POST_SNAPBACK}>

რას ამბობ, შალვამ ეს ჩემგან გაიგო. :)

Kristine Nizharadze, Oct 6 2006, 12:40 AM -ში, განაცხადა:

რაოდენ არ უნდა გაგიკვირდეს, მივესალმები იმ 1% რომელმაც 99% აზრს გადააბიჯა და რევოლუცია მოაწყო და დუჟის ღირსია ის 99% იმიტომ რომ მრავალრიცხოვნებისას იგემეს მარცხი და წარმომიდგენია რანი იქნებოდნენ მცირერიცხოვნების შემთხვევაში, ასეთი 99% ჭეშმარიტად ღირსია ტირანიის, რადგან დემოკრატიისთვის თითის განძრევის სურვილიც არ ჰქონიათ

<{POST_SNAPBACK}>

ქრისტინე, ჩვენმა ხალხმა და სახელმწიფომ სამართლებრივი ფორმით ფუნქციონირება უნდა ისწავლოს. რევოლუცია და ფსევდო-რევოლუციები ამ საქმეს ხელს არ უწყობს. თუკი შევარდნაძე იმ დონეზე იყო დამნაშავე (არადა, დიდი ეჭვი მაქვს, რომ იყო), რომ ის კინწისკვრით უნდა გაეგდოთ პრეზიდენტობიდან, კიდევაც უნდა გაესამართლებინათ!
პრეზიდენტის ათასგვარ დანაშაულში მხილება და მისი გაგდება ე.წ. "რევოლუციის" გზით და შემდეგ მისი არდაპატიმრება და არგასამართლება ნიშნავს ხელისუფლების ეშმაკურად გადაცემას. ეს რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებას. მაგრამ ამ თემაში მინდა საბოლოოდ გავერკვეთ მომხდარის იურიდიულ შეფასებაში. შენი ბოლო პოსტი კი ნამდვილად არაა იურიდიული, უფრო პოლიტიკური პოსტია.
Lasha Shamatava
Phone: (+995 32) 37 32 21, 77 22 22
Mob.: (+995 71) 00 6781, (+995 77) 44 44 56
URL: www.HAPPY.ge
Email: Lashat25@gmail.com

#67 Lasha Shamatava

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,967 გამოხმაურება
0

დაწერილია 06 October, 2006 - 20:11

ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, რა ფორმებს მიიღებს ნაცმოძრაობის და სააკაშვილის მიდრეკილება ავტორიტარიზმისკენ. შეიძლება ამან სულ უფრო და უფრო აუტანელი გახადოს ხალხის ცხოვრება, შეიძლება პირიქით, ქვეყნის ურთულესი პრობლემები გადაგვაწყვეტინოს. ამიტომ შენს პოლიტიკურ მოსაზრებებზე 1 და 99%-ს შორის დამოკიდებულებაზე ჩემი შეხედულება მართლაც რომ ნეიტრალურია. სწორედ ამიტომ არ ვუერთდები არც ერთ პოლიტიკურ ძალას, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველაში ვხედავ ბევრ კარგ მომენტს, დაწყებული ნაციონალებით, დამთავრებული ლეიბორისტებით (რესპუბლიკელების, მრეწველების, საქართველოს გზისა და სხვა პარტიების ჩათვლით). სწორედ ამიტომ მინდა, რომ მხოლოდ ემოციურად კი არა არგუმენტირებულად და გამართულად, რაციონალურად განხილვის საშუალება გვქონდეს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, ამიტომ ვითხოვ ახალ და ახალ უფრო და უფრო მკაფიო არგუმენტებს ამა თუ იმ, ზოგიერთისთვის "მარტივ" საკითხზე მსჯელობისას.
სინამდვილეში, ერთი შეხედვით ეს "მარტივი" საკითხები ძალიან მნიშვნელოვანი და, შესაბამისად, რთულია, რადგან ამ საკითხების გადაწყვეტაზე პირდაპირ არის დამოკიდებული ათასობით ადამიანთა ბედი.
Lasha Shamatava
Phone: (+995 32) 37 32 21, 77 22 22
Mob.: (+995 71) 00 6781, (+995 77) 44 44 56
URL: www.HAPPY.ge
Email: Lashat25@gmail.com

#68 Kristine Nizharadze

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,179 გამოხმაურება
0

დაწერილია 07 October, 2006 - 13:01

Lasha Shamatava
და ეს პოეტები აქ რა შუაშია?! :P

გასაგებია რომ უფრო პოლიტკური შეფასება იყო, აბა იურდიული აგუმენტაცია მოგახსენე და მათ პოლიტიკურ არგუმენტებს უპირისპირებ.

მე გიტხარი დემკრატიის პირობებში ყველაფერი მოთხოვნა - მიწოდებაზეა დამოკიდებულითქო, ხალხს მოსწონს ის რაც ხდება, ადგილობრივმა არჩევნებმა ჩემდა სამწუხაროდ ამასი კიდევ უფო დამარწმუნა, ნაცმოძრაობის ამაომრჩეველთა სრული უმრავლესობა სიღატაკის ზღვარზე იმყოფება, ურჩევნიათ შადრევნები და შიმშილი . ობიექტუი რეალობა ასეთია , ეს სამოქალაქო ცნობიერების დაბალ დონეზე მუთითებს, თუმცა დამაიმედებელია ის ფაქტორებიც რომ ოპოზიციამ საკმაოდ ნორმალურ ხმათა რაოდენობა მიიღო (ევროპულ ქვეყნებში 12% ნამდვილად ნორმალური შედეგია) ალბათ ნელ-ნელა და ნაბჯ ნაბიჯ შეიცვლება საზოგადოების აზრიც შადრევნებთან, უფასო სასადლოებთან დაკავშირებით და ამ დროს მოთმინებით (9ხოლოდ აქტიური მოთმინებით, ქმედებებით და არა გაჩერებთ და მომლოდინე პოზციით) უნდა დაველოდოთ :P

რაც შეეხება რევოლუციას და მის კანონერებას, მე დღესაც დარწმუნებული ვარ რომ იგი საქართველოს ისტორიაში დარჩება ერთრთ ღიორსშესანიშნავ თარიღად :P ხოლო მისი კანონიერების საკითხი იურიდიულად დადასტურებულია. მორალური თვლსაზრისით შეფასება მომდევნო თაობების და დროის საქმეა :(
'სახლის წინ ვარდის ბუჩქი იდგა, ისე უბრალოდ, მისაფსმელად '

#69 Lasha Shamatava

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,967 გამოხმაურება
0

დაწერილია 07 October, 2006 - 14:13

Kristine Nizharadze, Oct 7 2006, 01:01 PM -ში, განაცხადა:

გასაგებია რომ უფრო პოლიტკური შეფასება იყო, აბა იურდიული აგუმენტაცია მოგახსენე და მათ პოლიტიკურ არგუმენტებს უპირისპირებ.

<{POST_SNAPBACK}>

ეს იმის გამო, ხომ შენს იურიდიულ განმარტებაში იხმარე ტერმინი "ხალხი", რაც უფრო პოლიტიკური ტერმნია, ვიდრე იურიდიული. ხომ ცხადია, რომ შევარდნაძეს პარლამენტში მთელი ხალხი არ შეჭრია? :P
შეიძლება ითქვას, რომ "ვარდების რევოლუციის" მხოლოდ იურიდიული შეფასება ძალიან რთული აღმოჩნდა. ანუ, იმის დასადასტურებლად, მართლ იქნა თუ არა ხალხის ინტერესები გამოხატული ამ რევოლუციის დროს, გვიჩვენებს დრო და სააკაშვილისა და მისი გუნდის მოქმედებები და მიღწევები.
Lasha Shamatava
Phone: (+995 32) 37 32 21, 77 22 22
Mob.: (+995 71) 00 6781, (+995 77) 44 44 56
URL: www.HAPPY.ge
Email: Lashat25@gmail.com

#70 Kristine Nizharadze

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,179 გამოხმაურება
0

დაწერილია 07 October, 2006 - 14:20

Lasha Shamatava
სუფთა იურიდიული ტემინი არც არსებობს, რადგან იურისპუდენცია სახელმწიფოს წარმოშობის შემდეგ ჩნდება :P ფაქტია, რომ ის სიტყვები რასაც იურისპუდენცია იყენებს არსებობდა მანამდეც სანამ სართოდ ასეთი დარგი (იურისპუდებნცია) იარსებებდა :)

Lasha Shamatava, Oct 7 2006, 01:13 PM -ში, განაცხადა:

გვიჩვენებს დრო

<{POST_SNAPBACK}>


ნამდვილად :)
'სახლის წინ ვარდის ბუჩქი იდგა, ისე უბრალოდ, მისაფსმელად '

#71 Lasha Shamatava

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,967 გამოხმაურება
0

დაწერილია 07 October, 2006 - 14:24

Kristine Nizharadze, Oct 7 2006, 01:01 PM -ში, განაცხადა:

რაც შეეხება რევოლუციას და მის კანონერებას, მე დღესაც დარწმუნებული ვარ რომ იგი საქართველოს ისტორიაში დარჩება ერთრთ ღიორსშესანიშნავ თარიღად

<{POST_SNAPBACK}>

მე არც რევოლუციის დროს ვიყავი და არც ახლა ვარ ამაში დარწმუნებული. თუკი ეს მართლა იყო ის რევოლუცია, რა რევოლუციადაც "გასაღდა", რატომ არ გადასცეს დამნაშავე შევარდნაძე სასამართლოს? მიმაჩნია, რომ კანონიერება და სამართალი არ უნდა იყოს შუალედური. თუ სამართალია, ბოლომდე სამართალი უნდა იყოს.
ქრისტინე, აბა გადავხედოთ პიარის რომელიმე სახელმძღვანელოს. პირველივე გვერდებიდან იმის ხდება იმის ახსნა, რომ პიარის დროს ხდება, როგორც რაოდენობრივი, ასევე ფსიქოლოგიური ილუზიების შექმნა. პირადად მე ამ ილუზიებს არასოდეს არ ავყვები და ყოველთვის მოვითხოვ ნებისმიერი "საერთო-სახალხო" ინტერესად გასაღებული მოქმედების ადექვატურად დადასტურებას.
Lasha Shamatava
Phone: (+995 32) 37 32 21, 77 22 22
Mob.: (+995 71) 00 6781, (+995 77) 44 44 56
URL: www.HAPPY.ge
Email: Lashat25@gmail.com



2 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 2 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share