ძალიან გთხოვთ, დამეხმაროთ და კონფერენციიდან სასწრაფოდ წაშალოთ ყველა ჩემი პოსტი და თემა ( როგორც, დახურული, ისე ღია) და გამიუქმოთ რეგისტრაცია, იმიტომ რომ აქაურ ცინიკურ-ნიჰილისტურ გარემოში დარჩენის სურვილი აღარ მაქვს,
რადგან, თემიდან თემაში მოთარეშე, თქვენს "მარტორქებს"(იონესკოს ტერმინია,) ნამდვილად ვერ შევეჯიბრები და ამასთან, თუ არ შეწუხდებით, ორ მათგანს პერსონალურად გადაეცით შემდეგი ინფორმაცია:
ა) უზრდელ და ასპიტივით გესლიან ქალბატონ_ სოფოს, რომელიც "იეს", "ქოითი" და სხვა არაერთი მსგავსი უაზრო რეპლიკით დაძრწის აქეთ-იქით, და წარმოდგენაც არა აქვს, რომ ამ სიტყვებს მშვენიერი ქართული შესატყვისიც აქვს და რომელმაც არამარტო, ისეთი ზე-რთული სიტყვების სწორად დაწერა არ იცის, როგორიცაა, მაგალითად, ჩემი მისამართით წამოსროლილი : "აღტყინება" და "შეურაცხყოფა"( წერს: ''აღტკინებასა" და შეურაცჰყოფას"), არამედ, ყველაზე უფრო მარტივი წინადადების გამართვაც კი არ შეუძლია რიგიანად და სანამ, ამ ცოტა ხნის წინ, ჩემს მიერ რეკომენდირებულ არნ. ჩიქობავას " ქართული ენის განმარტებით ლექსიკონს" გადაშლის, ურჩიეთ, რომ ჯერ მე-3 კლასის "ქართული ენის გარამატიკა აიღოს, ელემენტარული სინტაქსი და წერტილ- მძიმეს დასმის წესები შეისწავლოს და მერე იოცნებოს, რომ შეუძლია ტექსტის გასწორება!
"ვირმა რა იცის, ხურმა რა ხილიაო," ამიტომ:
ბ) მეორე, ასევე განსაკუთრებულად თავხედ, ჩემს ე.წ. "შემბმელს" _ბატონ ალავიძეს ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, ანუ, "ამ ერთ თბილისელ დეგენერატს" ( ოთარ ჭილაძისვე ტერმინით ვეტყვი , რომ უფრო უკეთესად გაიგოს), აუხსენით, რომ ჭილაძის წიგნებს რომც კითხულობდეს, ისეთივე უსარგებლო იქნება მისთვის, როგორც "ღორის წინ დაყრილი მარგალიტები"...
ხოლო, ქრისტინეს, ღარიბაშვილის და ა. შ. მთელი ამ შხამიან ბანდას... ( ოღონდ, უკვე ყოველგვარი ბრჭყალებისა და ხუმრობის გარეშე) , რომელშიაც , ჩემდა გულსაკლავად, უკვე ბატონ რევაზსაც ვუმატებ და რომელსაც ,დღემდე "რეზიკოს" იმიტომ ვუწოდებდი, რომ, მგონი, მართლა მეკუთვნის "შორეულ ნათესავად", და არა იმიტომ, რომ მისადმი სექსუალური ფანტაზიები აღმეძრა, როგორც მიიჩნია...
სა-გან--გე-ბოდ ვუცხადებ, რომ საკუთარი ბიოგრაფიითა და გამოცდილებით ნუ იხელმძღვანელებენ, სხვის დახასიათებისას, იმიტომ რომ, "მაგ ქალი" , ანუ მე ე.ი. (დანარჩენი ბინძური ტერმინოლოგიის შეგროვება თავად ადმინისტრაციისათვის მიმინდვია) იმ სალაღობო თამაში ხუმრობით დაპოსტილ ზოგად "კაცში" , ჩემი ოჯახის ძალიან კონკრეტულ_ 5 მამაკაცს ვგულისხმობდი. კერძოდ, კი:
1.მამამთილს_მთავარ დამფინანსებელს;
2. მამას_ მოადგილე დამფინანსებელს;
3. ძმას_ხანდახან დამფინანსებელს;
4. რასაკვირველია, ქმარს_ანუ, ასევე ძირითად "ინვესტორს", რომელიც, ბოლო ხანს, მართლაც "ქრონიკულად" უფულოა ,რატომღაც
5. და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანს, მათ შორის _ საკუთარ ბიჭს,
ამ ეტაპზე, სრულიად უშემოსავლოს, ოღონდ, ჩემს მიერ მიჩნეულს_"მომავლის კანდიდატურად", რომელიც, სხვათაშორის, ხშირად სარგებლობდა ჩემი რეგისტრაციით და ათვალიერებდა ტექსტებს და მეშინია, შემთხვევით კიდევ არ შემოიხედის და არ გადააწყდეს გამოქვეყნებულ უხამსობას. ამიტომ, კიდევ ერთხელ გთხოვთ, ჩემი პოსტებისა და რეგისტრაციის წაშლას.
................................................................................
...............................................................................
ატივისცემით; კლდიაშვილი
კინაღამ დამავიწყდა:
ის ჩემთვის გადმოსაცემი ე.წ. "მოსაწვევი" , რომელიც ესოდენ ცინიკური "გარჩევის" საგანი გახდა, საკუთარ ნებითვე დამითმია, თქვენს საიტზე , ჩემს შემდეგ ,დარეგისტრირებული ყოველი სულელისათვის,იმიტომ რომ, თავად , ეგეთ მდაბიოთა "ფართებზე", როგორც წესი:
არ დავდივარ.
