ჩემი ღრმა რწმენით კი პრობლემა მთელი არსი გახლავთ ის რომ კონფერენციაზე არ არსებობს დაწერილი ქცევის წესები. ახალ წევრს არავინ ''აკვალიანებს'', არავინ უხსნის თუ რა შემთხვევაში გაეზრდება ფლუდ კონტროლი, რა შემთხვევაში ჩაეხსნება რეგისტრაცია, რა შემთხვევაში წაიშლება მისი პოსტი ან გაუქმდება თემა. დღეს ეს ყველაფერი მინდობილი აქვს 4 მოდერატორს, რომლებიც სრულად ვერ აკონტროლებენ ყველა თემას, მეტიც ისეც მომხდარა, როცა 1'' მოდერი'' ტოპიკს წაშლიდა ხოლო მეორე ''აკერებდა''.
ამ პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებლად მიმაჩნია შემუშავებულ იქნას ქცევის წესები კონფერენციის მონაწილეთათვის, რომელსაც ისინი რეგისტრაციის დროს გაეცნობიან. წესების მეშვეობით ვუზრუნველყოფთ კონფერენციაზე ატმოსფერული წნევის მდგრადობას და კლიმატის სისუფთავეს, ასევე ბევრად უფრო სამართლიანი გახდება დასჯის ღონისძიებაც

მაინტერესებს თქვენი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით
დასასრულს კი დავსძენ თუკი ამ კონფერენციას აქვს (სრულიად სამართლიანი) ამბიცია არ შეედაროს არცერთ ფორუმს და სარგებლობს უფრო მაღალი რეპუტაციით, ვფიქრობ აუცილებლად უნდა იყოს ქცევის ის უმარტივესი წესები, რომელიც მაგ. forum.ge -ს ნებისმიერ თემატურ სექციას აქვს

რედაქტორი Kristine Nizharadze, 07 January, 2007 - 17:00.