ნახტომი





- - - - -

YNIP: 200+ Internships announced in 60+ Host Organizations


გამოხმაურებათა რაოდენობა: 45

#1 The Architect

    L6: შთამბეჭდავი

  • Admin
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,119 გამოხმაურება
5

დაწერილია 13 February, 2007 - 19:14

განცხადება:
YNIP: 200+ Internships announced in 60+ Host Organizations



ბიზნეს ეთიკის ასოციაცია საქართველოში “ახალგაზრდების სტაჟირების ეროვნული პროგრამის - YNIP” ფარგლებში აცხადებს კონკურსს 60+ პარტნიორ ორგანიზაციაში 200+ სტაჟიორის მისაღებად.

პროექტი მიმდინარეობს ევრაზიის ფონდის დაფინანსებით (გრანტის # G06-0063) და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სახსრებით. პროექტის ოფიციალური პარტნიორები არიან: გაზეთი ”Financial”, გაზეთი ”ეძებეთ სამუშაო” და Hr.com.ge.

მასპინძელი ორგანიზაციების საერთო რაოდენობამ უკვე 60-ს გადააჭარბა და ეს რიცხვი მუდმივად იზრდება. შესაბამისად მუდმივად იზრდება მოთხოვნა კვალიფიცირებულ სტაჟიორებზეც. მასპინძელ ორგანიზაციათა საერთო შემადგენლობაში არიან:

** საკონსულტაციო ჯგუფი ”ჯეპრა”
** თიბისი ტივი
** ინტერნიუსი
** საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
** STAND - სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტი
** ინგლისური ენა და ცხოვრება
** კომპანია ჰარმონია
** უაფმერრ ჯორჯია
** თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრი საქართველოში
** საქართველოს ინვალიდ ქალთა საერთაშორისო ასოციაცია
** გამა ჯგუფი
** სამოქალაქო განვითარების სააგენტო
** ნპ კონსალტინგი
** კონსტიტუციის 42-ე მუხლი
** ტურიზმის განვითარების საერთაშორისო ცენტრი
** სამოქალაქო ინიციატივების ცენტრი
** რედროუზი
** ინტერსერვისი
** გარემოს დაცვის საერთაშორისო კვლევის ცენტრი
** ფიარ სააგენტო - პროფილი
** საერთაშორისო განჭვირვალობა - საქართველო
** მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია
** საქართველოს საბანკო-საფინანსო აკადემია
** საქართველოს მწვანეთა მოძრაობა
** ბავშვი და გარემო
** CHF International
** გაზეთი ”ლანჩხუთი +”
** გაზეთი ”ახალი გაზეთი”
** ტურისტული გაერთიანება ”არგონავტები”
** ABCO Georgia
** სეისმური მონიტორინგის ცენტრი
** კავკასიის მედია მონიტორინგიც ცენტრი
** Environment and Rural Medication Centre
** მოძრაობა ახალგაზრდული ალტერნატივა
** კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი
** MARNET Associates LLC
** ბიზნეს ეთიკის ასოციაცია საქართველოში

& ბევრი სხვა მასპინძელი ორგანიზაცია …

[თუ თქვენს ორგანიზაციას სურს ჩაერთოს პროგრამაში, შეგიძლიათ დაუყოვნებლივ შეგვეხმიანოთ ქვემოთ მითითებულ კოორდინატებზე].

სტაჟირების გავლის მსურველი ახალგაზრდებისათვის:

1) შეავსეთ განაცხადის ფორმა [თანდართულია];
2) დაურთეთ თქვენი CV [ელექტრონული ვარიანტი]

და გამოაგზავნეთ ისინი ელ-ფოსტაზე - YNIP2007@gmail.com ან მოიტანეთ მისამართზე: მელიქიშვილის გამზირი #12, ოთახი #210 [ბიზნეს ეთიკის ასოციაციის ოფისი]. მხოლოდ შერჩეული ახალგაზრდები იქნებიან მოწვეული ტესტსა და გასაუბრებაზე.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2007 წლის 23 თებერვალი.

თანდართული ფაილ[ებ]ი



#2 Mikheil Tkavadze

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 51 გამოხმაურება
0

დაწერილია 13 February, 2007 - 22:44

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ახალგაზრდა... ასაკი თუ არის შეზღუდული და სხვა რაიმე პირობები... სწავლის პარალელურად თუ არის შესაძლებელი მონაწილეობა...

#3 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 14 February, 2007 - 09:56

განსაკუთრებული მოთხოვნები არაა გარდა უკვე დაწერილისა ...
მთავარია დრო ჰქონდეს სტაჟირებაზე სასიარულოდ ...
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#4 Koba Arveladze

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 129 გამოხმაურება
0

დაწერილია 14 February, 2007 - 11:29

ტარიელ!
ახალგაზრდებში ვინ იგულისხმება მხოლოდ სტუდენტები თუ რაღაც ასაკობრივი შეზღუდვა არსებობს?
რაიმე ანაზღაურება ექნებათ სრაჟიორებს?

მადლობთ :blush:
[SIZE=1][COLOR=green]
icxovre sportulad - iqnebi janmrteli!
gaigime xshirad - iqnebi bednieri!

#5 Lali Khvedelidze

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 64 გამოხმაურება
0

დაწერილია 14 February, 2007 - 12:36

ტარიელ,
ჩვენი საპროექტო ფირმა "არქტური" სიამოვნებით ჩაერთვებოდა ამ პროექტში, მაგრამ განაცხადში მითითებული სამუშაოების ჩამონათვალში არ არის უფრო კვალიფიციური საქმიანობა. ჩვენ, მაგალითად, სტაჟიორად ავიყვანდით ორ-სამ სტუდენტს, რომლებიც საშუალოდ მაინც ფლობენ "არქიკადის", "ავტოკადის" ან "3Dmax" პროგრამებს და ჩავრთავდით რეალური პროექტების განხორციელების პროცესში. ისინი მიიღებდნენ საუკეთესო გამოცდილებას მაღალი კვალიფიკაციის არქიტექტორებისგან და წარმატების შემთხვევაში იქვე დასაქმდებოდნენ.
კარგი იქნებოდა, სტაჟირების მსურველს ქონდეს საშუალება საკუთარი მოთხოვნაც დააფიქსიროს "საქმიანობა/ინიციატივის" გრაფაში. მე მგონია, ამით ბევრად უფრო გაფართოვდებოდა მონაწილეობის მსურველთა სპექტრი და რაოდენობა.

#6 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 14 February, 2007 - 13:16

Koba Arveladze, Feb 14 2007, 11:29 AM -ში, განაცხადა:

ტარიელ!
ახალგაზრდებში ვინ იგულისხმება მხოლოდ სტუდენტები თუ რაღაც ასაკობრივი შეზღუდვა არსებობს?
რაიმე ანაზღაურება ექნებათ სრაჟიორებს?

<{POST_SNAPBACK}>


ახალგაზრდა - უფრო ფართი მცნებაა როგორც მოგეხსენებათ :blush:
წახალისების ფორმებს თვითონ მასპინძელი ორგანიზაცია განსაზღვრავს

Lali Khvedelidze, Feb 14 2007, 12:36 PM -ში, განაცხადა:

ტარიელ,
ჩვენი საპროექტო ფირმა "არქტური" სიამოვნებით ჩაერთვებოდა ამ პროექტში, მაგრამ განაცხადში მითითებული სამუშაოების ჩამონათვალში არ არის უფრო კვალიფიციური საქმიანობა. ჩვენ, მაგალითად, სტაჟიორად ავიყვანდით ორ-სამ სტუდენტს, რომლებიც საშუალოდ მაინც ფლობენ "არქიკადის", "ავტოკადის" ან "3Dmax" პროგრამებს და ჩავრთავდით რეალური პროექტების განხორციელების პროცესში. ისინი მიიღებდნენ საუკეთესო გამოცდილებას მაღალი კვალიფიკაციის არქიტექტორებისგან და წარმატების შემთხვევაში იქვე დასაქმდებოდნენ.
კარგი იქნებოდა, სტაჟირების მსურველს ქონდეს საშუალება საკუთარი მოთხოვნაც დააფიქსიროს "საქმიანობა/ინიციატივის" გრაფაში. მე მგონია, ამით ბევრად უფრო გაფართოვდებოდა მონაწილეობის მსურველთა სპექტრი და რაოდენობა.

<{POST_SNAPBACK}>


მაშინ მიუთითეთ ტუ რა უნდა იცოდეს მან ...
თუ არ იცის, ისეთ უბრალოდ არ გამოვუშვეთ, მაგრამ ამ სპეციფიკურ ცოდნას მე ვერ შევუმოწმებ. ეს თქვენ უნდა შეუმოწმოთ ...

სტაჟიორის მოტხოვნა მნიშვნელოვანია, მაგრამ არა მთავარი. მთავარი არის ორგანიზაციის მოთხოვნა, რომელსაც სტაჟიორი უნდა მოერგოს ::-??:

ასე რომ ---- ველი განაცხადებს :)
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#7 Khatia Jambazishvili

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 155 გამოხმაურება
0

დაწერილია 14 February, 2007 - 14:30

Tariel Zivzivadze
ურაა დაიწყოო? შემჭამეს ნაცნობებმა, მათ შორის ჩემმა ძმამ, სტუდენტია და რომ ვერ ახერხებს მთელი განაკვეთით მოღვაწეობას(დილით სწავლობს 12:00 მდე) განიცდის.


გაუმარჯოს თქვენს პროგრამას
:lol: =)) :^77.gif

#8 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 14 February, 2007 - 16:22

Khatia Jambazishvili
მადლობა ... მადლობა ...
მოედინება უკვე განაცხადები =))
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#9 Khatia Jambazishvili

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 155 გამოხმაურება
0

დაწერილია 14 February, 2007 - 16:35

Tariel Zivzivadze
არაფერს, წარმომიდგენია რა დღეში ხართ ;)

#10 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 14 February, 2007 - 16:46

ჯერ იმდენად არა ...

აწი შევხედავთ ... ვფიქრობ მინიმუმ 500 განაცხადი მაინც იქნება ...
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#11 Khatia Jambazishvili

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 155 გამოხმაურება
0

დაწერილია 14 February, 2007 - 17:16

ერთი 10 კაცი მე გამოვუშვი მარტო :lol: ;)

#12 Elguja Margia

    L5: შთამაგონებელი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,543 გამოხმაურება
1

დაწერილია 14 February, 2007 - 20:37

იმედს ვიტოვებ, რომ კარგი სტაჟიორები მეყოლება...არ დამჩაგრავს ტარიელი...;))))
Elguja Marghia
Head of consulting group
Public Relations agency PROFILE
0164, Georgia, Tbilisi
107 Tsinamdzgvrishvili str;
Tel/Fax:+(995 32) 94 36 03
Mob:+(995 99) 18 80 93
info@profile.com.ge
www.profile.com.ge
www.georgianbrand.ge

#13 Andro Meskhoradze

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 90 გამოხმაურება
1

დაწერილია 14 February, 2007 - 23:08

კარგი იქნებოდა მასპინძელ ორგანიზაციათა რიცხვში რომელიმე IT კომპანია ყოფილიყო. შესაბამის სფეროში სტაჟირებით.
Audi Club Georgia
საქართველოს აუდის მოყვარულთა კლუბი

http://www.audiclub.ge/
http://forum.audiclub.ge/

#14 Irma Giorgashvili

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 49 გამოხმაურება
0

დაწერილია 14 February, 2007 - 23:41

წინა წელთან შედარებით განაცხადის ფორმა გამარტივებულია. ჩემის აზრით, მოტივაცია მაინც საჭიროა. პრიორიტეტულ ორგანიზაციებს რაც შეეხება,მათი მითითებაც კარგი იქნებოდა. მაინტერესებს, ორგანიზაციების მოკლე დახასიათება და ვაკანსიები თუ იქნება გამოქვეყნებული? და რამდენი სტუდენტი დასაქმდა ამ პროგრამით? გულწრფელად გისურვებთ წარმატებას.

#15 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 15 February, 2007 - 09:58

Andro Meskhoradze, Feb 14 2007, 11:08 PM -ში, განაცხადა:

კარგი იქნებოდა მასპინძელ ორგანიზაციათა რიცხვში რომელიმე IT კომპანია ყოფილიყო. შესაბამის სფეროში სტაჟირებით.

<{POST_SNAPBACK}>


არის სიაშიის ორგანიზაციები, რომლებსაც სწორედ ეგ სჭირდებათ
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#16 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 15 February, 2007 - 09:59

Irma Giorgashvili, Feb 14 2007, 11:41 PM -ში, განაცხადა:

წინა წელთან შედარებით განაცხადის ფორმა გამარტივებულია. ჩემის აზრით, მოტივაცია მაინც საჭიროა. პრიორიტეტულ ორგანიზაციებს რაც შეეხება,მათი მითითებაც კარგი იქნებოდა. მაინტერესებს, ორგანიზაციების მოკლე დახასიათება და ვაკანსიები თუ იქნება გამოქვეყნებული? და რამდენი სტუდენტი დასაქმდა ამ პროგრამით? გულწრფელად გისურვებთ წარმატებას.

<{POST_SNAPBACK}>


გამარტივებულია, მაგრამ ასე სჯობს, რადგანაც რეალურ მოტივაციას გასაუბრებისას უფრო ვამოწმებთ, ვიდრე განაცხადის შემოტანისას. ორგანიზაციების მოკლე აღწერილობას თავისი დადებითი აქვს, მაგრამ უარყოფითი მეტ აქვს. მთავარი კი ის იყო, რომ ახალგაზრდებმა ადრე ორგანიზაციები შეარჩიეს ”ჟღერადობის” მიხედვით ...

ციფრები ჯერ ალბათ ნაადრევია, რადგანაც ბევრი სტაჟირება ჯერ კიდევ მიმდინარეობს ..
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#17 Ana Shalamberidze

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 146 გამოხმაურება
0

დაწერილია 16 February, 2007 - 22:44

გამარჯობათ. მომწონს ძალიან ეს პრეოქტი. იცი რა ტარიელ cv არასოდეს შემივსია და არ ვიცი სტანდარტი როგორაა და სად უნდა ვნახო ვერ დამეხმარები?????????????

#18 George Tumanishvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 266 გამოხმაურება
0

დაწერილია 16 February, 2007 - 22:48

http://teen.ge/index.php?showtopic=185
ნახე აბა...

#19 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 17 February, 2007 - 11:52

მშვენიერი აღწერილობაა ... :8->:
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#20 Ana Shalamberidze

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 146 გამოხმაურება
0

დაწერილია 28 February, 2007 - 12:10

პასუხები როდის იქნება????????? მაინტერესებს. რაღაც ასე მგონია მეორე კურსელი რომ ვარ არანაირი შანსი არ მაქვს. ::):



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share