ნახტომი


* * * * * 1 ხმა

ქსელი Populi


გამოხმაურებათა რაოდენობა: 190

#1 George Keretchashvili

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 677 გამოხმაურება
0

დაწერილია 21 February, 2007 - 19:13

ჯერ იყო და ვაჟა-ფშაველაზე მდებარე პოპულის მზა საკვების განყოფილებიდან მანამდე ვერ მოვახსნევინე A4-ზე პასტით მიჯღაბნილი და დახლზე აკრული ”ჯამი ფასიანია, 0,25 თეთრი” (0,25 თეთრი!), სანამ კულტულური და გამართული ქართულით, პრინტერზე დაბეჭდილი ფურცლები არ მივუტანე, რომლითაც ჩაანაცვლეს ეს სამარცხვინო ნაჯაბნი.

მერე, ასე დაახლოვებით 1 თვის წინ სახლში მოსულს კარებში გარჭობილი დამხვდა პოპულის სარეკლამო ფურცელი სათაურით ”სავაჭრო ქსელი პოპული თქვენს მეზობლად”, რომელიც იმდენად უნიჭო და დაბალი დონის იყო, რომ შემრცხვა რომ პოპულის მომხმარებელი ვარ... სამწუხაროდ სკანერი არ მაქვს, თორემ აუცილებლად დავასკანერებდი და დავდებდი. ყველაფერი გაკეთებული იყო Word-ში, მზა საკვების დასახელები და ფასები ჩასმული იყო ცხრილში, ქვემოთ მიწერილი ჰქონდა, რომ ფასები ძალაშია რაღაც პერიოდის განმავლობაში, მგონი 5 დღე იყო. არადა ფასები იყო ზუსტად იგივე, რასაც ბოლო რამდენიმე წელია ვიხდი პოპულის მზა საკვებში. ეს ყველაფერი უხარისხოდ დაქსეროქსებულ A4 ფორმატის თეთრ ფურცელზე...

და დღეს დამხვდა იგივე მათხოვრული, უხარისხოდ და დაბრეცილად დაქსეროქსებული A4, ოღონდ ამჯერად 2 ასეთი ფურცელი კვერცხებზე და რაღაცეებზე დაწეული ფასებით. ფასები ძალაშია: 19/0207-დან 26/02/07-მდე.

სხვა ფაქტებზე რომ არაფერი ვთქვა, ნუთუ პოპულის მარკეტინგს, დირექციას და ვინც ამას აკეთებს, იმდენზე მაინც ვერ უჭრის ტვინი, რომ word-ში გაკეთებული ცერად დაქსეროქსებული 2 თეთრიანი A4 არ არჭონ საცხოვრებელი სახლების კარებებში, რაც რეალურად ანტირეკლამას აკეთებს???

მრცხვენია, რომ ყოველდღე ასეთი დონის მაღაზიაში ვყიდულობ საკვებს :)

რედაქტორი Tariel Zivzivadze, 11 April, 2008 - 13:08.

გიორგი ქერეჭაშვილი
დირექტორი
გამოქვეყნებული სურათი
ინტერაქტიული სატელეფონო სისტემები:
დაგეგმარება, კონსულტაცია, ხმოვანი ჩანაწერები

ტელეფონი: (+99532) 471147
ელ ფოსტა: contact {at} telvo.ge
ვები: telvo.ge

#2 George Keretchashvili

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 677 გამოხმაურება
0

დაწერილია 21 February, 2007 - 19:17

აქვე info@populi.ge-ზე რამოდენიმეჯერ გაგზავნილი წერილი, რომელიც არ მიდის, იმიტომ რომ mailbox is full.

ციტატა

გამარჯობათ,

გახლავართ აბაშიძეზე და ვაჟა-ფშაველაზე მდებარე სუპერმარკეტების მუდმივი მომხმარებელი - ყოველდღიური საკვები პროდუქტების და საოჯახო მოხმარების საქონლის უმეტესობას ვყიდულობ ამ ორ მაღაზიაში.

ძირითადი პლუსი პოპულის სუპერმაკეტების, ჩემთვის, სხვა მაღაზიებთან მიმართებაში, რომლებიც მრავლადაა ამ ტერიტორიაზე, არის: დიდი სივრცე, გასაყიდი საქონლის მრავალფეროვნება, მოწესრიგებულობა, თვალსაჩინოდ და მოწესრიგებულად განლაგებული საქონელი; სხვა სუპერმარკეტებთან მიმართებაში: ოდნავ დაბალი ფასები და ნაცნობი მომსახურება.

პლუსებს, სამწუხაროდ ერთვის მინუსებიც, რომლებიც არა მარტო ჩემთვის, არამედ ზოგადად, მომხმარებლის უმეტესობისთვის დამერწმუნებით, რომ გამაღიზიანებელია და იმედი მაქვს ამ მინუსების აღმოფხვრაზე ჩატარდება მუშაობა, რომლის შედეგს მალე მომხმარებელი საკუთარ თავზე გამოცდის.

• პარკი, რომელზეც გამოსახულია პოპულის ლოგო, რეკლამირებას უკეთებს ბრენდს. არ შეიძლება მომხმარებელი ფულს იხდიდეს. მომხმარებელი ყიდულობს საქონელს, პოპული მას დამატებით ახდევინებს ფულს პარკში, იმისთვის, რომ ადამიანმა შესძლოს შენაძენის წაღება. პარკს, რომელიც იგივე ამავდროულად სარეკლამო ფირნიშის როლს თამაშობს. საინტერესოა, მომწოდებლები ახდევინებენ პოპულის ფულს ყუთებში, რომლითაც პროდუქციას აწვდიან? სასიამოვნოა, რომ მცირე ზომის პარკები უფასოა, მაგრამ თუ მომხმარებელი ყიდულობს მოცულობით და რაოდენობით მეტ პროდუქტს, რომელის ღირებულებაც შესაბამისად (უმეტეს შემთხვევაში) მეტია, იძულებული უნდა იყოს იყიდოს სარეკლამო პარკიც, რომ მოახერხოს ამ ყველაფრის წაღება? ”ყიდულობ მეტს - იხდი მეტს” პრინციპით ხელმძღვანელობს პოპული?
• კვების ერთჯერადი კონტეინერი, ასევე დაუშვებელია ფასიანი იყოს. ზემოთ მოყვანილი მიზეზების უმეტესობა მართებულია კონტერინერების მიმართაც. ამ ფაქტორით მომხმარებლების უკმაყოფილებას ვაჟა-ფშაველაზე მდებარე პოპულის მზა საკვების განყოფილებაში A4-ზე ფლომასტერით მიჯღაბნილი თვალსაჩინოება ”ჯამი ფასიანია: 0,25თ”, განსაკუთრებით შესამჩნევს ხდის. ”ჯამი” და ”0,25თ” - სოფლის გასტრონომია, უცოდინარი თანამშრომლებით, რომლებსაც არც ”საკვების კონტეინერი”-ს მსგავსი სიტყვა გაუგიათ და არც ის იციან, რომ ”ნოლი მთელი ოცდახუთი თ.” ნოლი მთელი 25 თეთრი, ანუ ერთი თეთრის მეოთხედია? პრინტერზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. საკვირველია როგორც მოახერხეს A4 საბეჭდი ქაღალდის შოვნა და არ დაჯღაბნეს ეს ტექსტი რვეულის ფურცლის ნაგლეჯზე.
• მოლარეებს, პოპულის ნებისმიერ სუპერმარკეტში, სადაც კი რაიმე შემიძენია, ყოველთვის უჭირთ ხურდა ფულის მოძებნა და მხვილი კუპიურის მიწოდების შემთხვევაში ხომ საერთოდ იტანჯებიან. ასევე, არც ერთმა მოლარემ არ იცის ლოგიკური დამრგვალება და ყოველთვის ამრგვალებს მომხმარებლის საზიანოდ. მაგალითად: 43 ლარი და 16 თეთრი, თურმე 43 ლარი და 20 თეთრია. ამ შემთხვევაში, თუ მოლარეს არა აქვს 1 ან 2 თეთრიანები (ასეთი რამ კი ჯერ არ შემხვედრია) უნდა გადაიხადოს 43 ლარი და 15 თეთრი - ანუ უნდა მოხდეს ლოგიკურად დამრგვალება და არა კლიენტის საზიანოდ. კითხვაზე ”რატომ არ იციან დამრგვალების წესები, რომელსაც დაწყებით კლასებიდან ასწავლიან”, პასუხია: ”ასე გვეუბნებიან”, შემდეგ კითხვაზე, ”კონკრეტულად ვინ ეუბნება ასე”, პასუხი აღარ აქვთ.

ფინანსური მხარე როგორც გამყიდველისთვის, ასევე მყიდველისთვის თამაშობს უდიდეს როლს, თუმცა ამ შემთხვევაში, პირადად მე 2 და თუნდაც და 25 თეთრზე არ მაქვს პრობლემა - ამ შემთხვევაში პროდუქტებს გვერდით მდებარე მაღაზიებში შევიძენდი. როგორც მომხმარებელს, არ მსიამოვნებს და მომხმარებლისკენ მიმართულ თავხედობად მიმაჩნია ზემოთ ჩამოთვლილის უმეტესობა.

დამატებითი კითხვების გაჩენის შემთხვევაში მზად ვარ გიპასუხოთ.

მადლობთ,

გიორგი ქერეჭაშვილი

რედაქტორი George Keretchashvili, 21 February, 2007 - 19:19.

გიორგი ქერეჭაშვილი
დირექტორი
გამოქვეყნებული სურათი
ინტერაქტიული სატელეფონო სისტემები:
დაგეგმარება, კონსულტაცია, ხმოვანი ჩანაწერები

ტელეფონი: (+99532) 471147
ელ ფოსტა: contact {at} telvo.ge
ვები: telvo.ge

#3 Inga Potskhishvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 314 გამოხმაურება
0

დაწერილია 21 February, 2007 - 19:33

დანონის რასტიშკა ასოებით მთელ ქალაქში ღირს 1 ლარი, მაქსიმუმ 1.10.
ვაკის პოპულში ღირს 1 ლარი და 60 თეთრი. რა უბედურებაა ეს????
მაგრამ ძალიან ლოგიკური პასუხიც მივიღე ჩემს კითხვაზე "საიდან ამხელა ფასი?" - სადაც ღირს ერთი ლარი წადით და იქ იყიდეთ, ჩვენთან ამდენი ღირს!!!
გაიხარეთ!!!
GAMMA
Market Measurement&Analysis Group

#4 Sophie Amiranashvili

    L8: პროფესიონალი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 10,227 გამოხმაურება
0

დაწერილია 21 February, 2007 - 22:29

George Keretchashvili, Feb 21 2007, 07:13 PM -ში, განაცხადა:

მრცხვენია, რომ ყოველდღე ასეთი დონის მაღაზიაში ვყიდულობ საკვებს

<{POST_SNAPBACK}>


არც არასოდეს ვყოფილვარ მათი ხშირი მომხმარებელი და მითუმეტეს არც ეხლა ვიქნები .... საკმაოდ ღრმად მომიხდა მათ შიდა სამზარეულოში ჩახედვა და მას მერე საერთოდაც ხელი ჩავიქნიე... აღარაფერი მიკვირს მათგან უკვე :)
Sophie Amiranashvili

Linxtelecom Georgia LLC
Sales Manager Georgia

GSM: +995 99 22 15 40
Office: +995 32 56 68 73

#5 Mamuka Davarashvili

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 409 გამოხმაურება
1

დაწერილია 21 February, 2007 - 22:45

დიდი სოფლისთვის - თბილისისთვის "პოპული" ნორმალური ჯიხურია... :D :)
სარეკლამო კომპანია DAVARA GROUP


www.davaragroup.ge


info@davaragroup.ge

[+995 32] 218 138

#6 Sophie Amiranashvili

    L8: პროფესიონალი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 10,227 გამოხმაურება
0

დაწერილია 21 February, 2007 - 22:47

Mamuka Davarashvili, Feb 21 2007, 10:45 PM -ში, განაცხადა:

დიდი სოფლისთვის - თბილისისთვის "პოპული" ნორმალური ჯიხურია... 

<{POST_SNAPBACK}>


რატომ, როდესაც არსებობს "იბისი" და გუდვილი? მართალია, არც იბისის მომსახურება დაიკვეხნის ევრო სტანდარტებით, თუმცა მე პირადად პოპულს მირჩევნია. გუდვილი კი ძალიან მომწონს. როგორც "შიგნიდან", ასევე "გარედან" - ანუ მომსახურების დონით :) მალე ვაკეში ვიხილავთ გუდვილს და ვნახოთ....
Sophie Amiranashvili

Linxtelecom Georgia LLC
Sales Manager Georgia

GSM: +995 99 22 15 40
Office: +995 32 56 68 73

#7 Zurab Alavidze

    L8: პროფესიონალი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 7,738 გამოხმაურება
1

დაწერილია 21 February, 2007 - 22:58

თავიდან მოვყვე ჩემი და ჰამბურგერების ისტორია?! :D
სად არის ბუღაძე?!!!

Sophie Amiranashvili, Feb 21 2007, 10:47 PM -ში, განაცხადა:

მალე ვაკეში ვიხილავთ გუდვილს და ვნახოთ....

<{POST_SNAPBACK}>


მარჯანიშვილზე არის აკვავიტე, ვიღაცამ ადრე თქვა "გუდვილის ფილიალიაო" თუ რაღაც ამდაგვარი, რის შემდეგაც შევარქვით "გუდვილის ვტარიაკი" რომლითაც კმაყოფილი ვარ :)
რაც მთავარია, "ხორცეულის" განყოფილებაში რომ შეხვალ, ცუდად არ ხდები და უკან არ გამორბიხარ :D მუდამ აქვთ სასმელის დიიიდი არჩევანი, სიგარეტი და ფულის გადასახურდავებელი პუნქტიც არის :D
რაც შეეხება პოპულს....უუუ...თუმცა კოლმეურნეობაზე სულ სხვა დონეა :D

#8 Sophie Amiranashvili

    L8: პროფესიონალი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 10,227 გამოხმაურება
0

დაწერილია 21 February, 2007 - 23:00

Zurab Alavidze, Feb 21 2007, 10:58 PM -ში, განაცხადა:

მარჯანიშვილზე არის აკვავიტე, ვიღაცამ ადრე თქვა "გუდვილის ფილიალიაო" თუ რაღაც ამდაგვარი, რის შემდეგაც შევარქვით "გუდვილის ვტარიაკი" რომლითაც კმაყოფილი ვარ

<{POST_SNAPBACK}>


ნორმალური მარკეტია, თუმცა გუდვილის ნათესაობაზე რა გითხრა :)
გუდვილი შენდება "პაჟარნიკების" ტერიტორიაზე :D
Sophie Amiranashvili

Linxtelecom Georgia LLC
Sales Manager Georgia

GSM: +995 99 22 15 40
Office: +995 32 56 68 73

#9 Nino Cherkezishvili

    L5: შთამაგონებელი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,363 გამოხმაურება
0

დაწერილია 21 February, 2007 - 23:02

George Keretchashvili, Feb 21 2007, 07:13 PM -ში, განაცხადა:

მრცხვენია, რომ ყოველდღე ასეთი დონის მაღაზიაში ვყიდულობ საკვებს

<{POST_SNAPBACK}>


რას იშლი ნერვებს, სხვა მაღაზია არ არის ახლოს?
მოკლედ ამ კონფერენციის დიდი ნაწილი პოპულის მომსახურებას და მის მარკეტინგს უკავია:) :D
სტრატეგიული დაგეგმარების
დეპარტამენტის უფროსი.

შპს "Fაჩაჩების ოჯახი"
www.fachacha.ge

#10 George Keretchashvili

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 677 გამოხმაურება
0

დაწერილია 22 February, 2007 - 00:05

Sophie Amiranashvili

Mamuka Davarashvili, Feb 21 2007, 10:04 PM -ში, განაცხადა:

რატომ, როდესაც არსებობს "იბისი" და გუდვილი?

<{POST_SNAPBACK}>


კაი რა, იბისი არ თქვა, პოპული იბისის მაინც მირჩევნია. ბევრჯერ არ შევსულვარ, მაგრამ რამდენჯერაც იბისიში შევედი, იმდენჯერ პრობლემების წავაწყდი - ვადაგასული კატლეტები, ხურდის უქონლობა, გაფუჭებული კომპიუტერი - ვერ ითვლიან, პოსტ ტერმინალი არ მუშაობს, წვნიან მზა საკვებს ისე ახვევენ, რომ აიღებ ეგრევე იღვრება, მოლარეები გამოშტერებულები არიან... მოკლედ საქათმეა... მანდ შევალ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ 1 კილომეტრის რადიუსზე არაფერი იქნება.

Rusa Tsereteli

Rusa Tsereteli, Feb 21 2007, 10:26 PM -ში, განაცხადა:

მეტი საქმე არ გაქვს?

<{POST_SNAPBACK}>


არ მსიამოვნებდა ამ ნაჯღაბნის ყურება ყოველდღე საკვების შეძენისას.

რედაქტორი George Keretchashvili, 22 February, 2007 - 00:05.

გიორგი ქერეჭაშვილი
დირექტორი
გამოქვეყნებული სურათი
ინტერაქტიული სატელეფონო სისტემები:
დაგეგმარება, კონსულტაცია, ხმოვანი ჩანაწერები

ტელეფონი: (+99532) 471147
ელ ფოსტა: contact {at} telvo.ge
ვები: telvo.ge

#11 Sophie Amiranashvili

    L8: პროფესიონალი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 10,227 გამოხმაურება
0

დაწერილია 22 February, 2007 - 00:08

George Keretchashvili, Feb 22 2007, 12:05 AM -ში, განაცხადა:

კაი რა, იბისი არ თქვა, პოპული იბისის მაინც მირჩევნია

<{POST_SNAPBACK}>


გააჩნია რომელ იბისს გულისხმობ, სულ 15-ია. პოპული კი ჩემი აზრით, ყველა ერთია მომსახურების დონით.
Sophie Amiranashvili

Linxtelecom Georgia LLC
Sales Manager Georgia

GSM: +995 99 22 15 40
Office: +995 32 56 68 73

#12 George Keretchashvili

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 677 გამოხმაურება
0

დაწერილია 22 February, 2007 - 00:13

Sophie Amiranashvili

Sophie Amiranashvili, Feb 21 2007, 11:08 PM -ში, განაცხადა:

გააჩნია რომელ იბისს გულისხმობ, სულ 15-ია. პოპული კი ჩემი აზრით, ყველა ერთია მომსახურების დონით.

<{POST_SNAPBACK}>


უი მართლა? სად მალავენ მერე? :) ვაჟას იბისზე ვამბობ, შსს-სთან.
გიორგი ქერეჭაშვილი
დირექტორი
გამოქვეყნებული სურათი
ინტერაქტიული სატელეფონო სისტემები:
დაგეგმარება, კონსულტაცია, ხმოვანი ჩანაწერები

ტელეფონი: (+99532) 471147
ელ ფოსტა: contact {at} telvo.ge
ვები: telvo.ge

#13 Sophie Amiranashvili

    L8: პროფესიონალი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 10,227 გამოხმაურება
0

დაწერილია 22 February, 2007 - 00:15

George Keretchashvili, Feb 22 2007, 12:13 AM -ში, განაცხადა:

უი მართლა? სად მალავენ მერე?  ვაჟას იბისზე ვამბობ, შსს-სთან.

<{POST_SNAPBACK}>


ნუ, სხვადასხვა სახელის ქვეშ "იმალებიან". მაგალითად - "ლილე" საბურთალოს ქუჩაზე, "გრანდი" ვაჟაზე, "ახალი" - ძეგლთან, "იბისი" მრგვალ ბაღთან და ა.შ. :)
Sophie Amiranashvili

Linxtelecom Georgia LLC
Sales Manager Georgia

GSM: +995 99 22 15 40
Office: +995 32 56 68 73

#14 Vika Garibashvili

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 4,281 გამოხმაურება
0

დაწერილია 22 February, 2007 - 03:25

Zurab Alavidze, Feb 21 2007, 09:58 PM -ში, განაცხადა:

სად არის ბუღაძე?!!!

<{POST_SNAPBACK}>


აბა, აბა არა და როგორ იბრძვის იმიჯის ასამაღლებლად :)
მე არ გავგიჟდები!!!

#15 Nodar Shurghaia

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 196 გამოხმაურება
0

დაწერილია 22 February, 2007 - 11:45

ყველაფერი შედარებითია. ამაზე უკეთესი ქსელი სადმე არის ახლო-მახლო? :)


აქედან გამომდინარე ყველაზე მაგრები ეგენი არიან :D

#16 Koba Arveladze

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 129 გამოხმაურება
0

დაწერილია 22 February, 2007 - 15:18

გუდვილი ნამდვილად არ სჰენდება პაჯარნიკების ტერიტორიაზე. უბრალოდ იქ გარკვეულ ფართს დაიკავებს და ალბათ არც იმხელა ასორტიმენტი ექნება რაც დიდ დიღომში აქვს. ისე პოლპულთან დაკავშირებით გეთანხმებით, ელიავაზე უკეთესი მომსახურებაა ვიდრე პოპულის ქსელში და სიგარეტიც ძვირია. :)
[SIZE=1][COLOR=green]
icxovre sportulad - iqnebi janmrteli!
gaigime xshirad - iqnebi bednieri!

#17 George Keretchashvili

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 677 გამოხმაურება
0

დაწერილია 23 February, 2007 - 12:05

გუდვილი და პოპული სტრუქტურულად ძალიან განსხვავდება და ჩემი გადასახედიდან მათი შედარება ძალიან ძნელია - გუდვილი დიღომშია, დასახლებული ტერიტორიიდან ოდნავ მოშორებით და იქ არათუ ყოველდღიური შენაძენებისთვის ვერ ვივლი, არამედ საერთოდ არ წავალ სპეციალურად, რომ რაღაც ვიყიდო. თუ შემთხვევით მოვხვდები, მაშინ ჰოო, მაშინ ჰოო...
პოპული ყოველდღიური მაღაზია.
გიორგი ქერეჭაშვილი
დირექტორი
გამოქვეყნებული სურათი
ინტერაქტიული სატელეფონო სისტემები:
დაგეგმარება, კონსულტაცია, ხმოვანი ჩანაწერები

ტელეფონი: (+99532) 471147
ელ ფოსტა: contact {at} telvo.ge
ვები: telvo.ge

#18 Teona Grdzelishvili

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,785 გამოხმაურება
1

დაწერილია 23 February, 2007 - 12:28

George Keretchashvili, Feb 23 2007, 12:05 PM -ში, განაცხადა:

პოპული ყოველდღიური მაღაზია.

<{POST_SNAPBACK}>


მე ვიტყოდი "ბუტკა" :)
მე პირადად ვცხოვრობ გლდანში, სადაც საკმაოდ დიდი ზომის სუპერმარკეტი გაიხსნა პოპულის, პიროვნულად ძალიან მიყვარს სუპერმარკეტში ვაჭრობა და ვარ საკმაოდ ლოალური მომხმარებელი, მაგრამ სულ 3 ვიზიტის შემდეგ გადავწყვიტე დიდ დიღომში ვიარო საყიდლებზე, მოწამვლის საშიშროების წინ მაინც არ დავდგები და ე.წ. "ობსჩოტს" არ გამიკეთებენ, რომ არაფერი ვთქვა პოპულის სუპერმარკეტებში არსებულ მაღალ ფასებზე, ასორტიმენტის ერთფეროვნებაზე, პერსონალის არაკომპეტენტურობასა და უხეშობაზე, და ეტიკეტებზე მიკრულსა და კომპიუტერში შეყვანილ ფასთა შორის სხვაობაზე
ვფიქრობ დღეს თბილისში გუდვილს არ ჰყავს კონკურენტი, მიუხედავად იმისა რომ შემთხვევით იქ ვერ მოხვდები თუ სპეციალურად არ წახვედი
TEONA GRDZELISHVILI

Head of Human Resources Department

Rompetrol Georgia
Energy for life

Fill&Go - powered by Rompetrol

#19 Lexo Khubulava

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 251 გამოხმაურება
0

დაწერილია 24 February, 2007 - 23:46

უნდა გაგიზიაროთ ჩემი გუშინდელი გამოცდილება "პოპულიში". მოკლედ, წუხელ ღამით მე და ჩემი ცოლი შევეხეტეთ თავისუფლების მოედანთან, ლეონიძეზე "პოპულიში". ჩავიარეთ, რაღაცეები ავიღეთ და ბოლოს გადავწყვიტეთ რომ შებოლილი სულგუნიც აგვეღო. ფასი ეწერა 10 და რაღაცა 1 კგ-ზე. მივედით მოლარესთან, მან გაატარა ეს ჩვენი ნავაჭრი, ფული გადავიხადე და ქვითარი ავიღე. უცებ ქვითარზე შემთხვევით შევნიშნე რომ ყველის ფასი წერია 13 და რაღაცა 1 კგ-ზე. ჰმ... შევედი ისევ, მივადექი ყველის დახლს - არ შემშლია, 10 და რაღაცა აწერია. დავბრუნდი მოლარესთან და ვეუბნები, რომ დახლის ფასი და კომპიუტერში შეყვანილი ფასი სხვადასხვაა. ის აუღელვებლად მეუბნება რომ ალბათ დახლში "ძველი ფასი წერია" და "ეს-ესაა სხვა კლიენტმა იგივე უთხრა სხვა პროდუქტზე". ანუ, ორიდან ერთი: 1) გუშინ თუ გუშინწინ ყველის ფასი 3 ლარით ნაკლები იყო და მერე მსოფლიოს ბაზარზე ყველის ან შებოლვის ფასმა მოიმატა და ამათაც ფასი მოუმატეს, ოღონდ დახლში ფასის შეცვლა დაავიწყდათ, ან 2) ეს ფასი უკვე კარგა ხანია "ძველია" და უბრალოდ დახლში ფასის შეცვლა "დაავიწყდათ". მოკლედ, მე ვუთხარი მოლარეს, რომ ეს ასე არ უნდა იყოს. მოლარემ მიპასუხა, რომ სამწუხაროდ თვითონ ვერაფერს იზამს. მე ვუთხარი, რომ მაშინ მენეჯერთან მსურდა გასაუბრება. ამ ჩვენს საუბარს ყურს უგდებდა "პოპულის" ორი თანამშრომელი, და "მენეჯერი" ვახსენე თუ არა, მოლარემ ერთ-ერთს დაუძახა. ანუ თუ მე მენეჯერთან საქმის გარკვევას არ მოვითხოვდი, ის "მენეჯერი" არ ჩაერეოდა, მიუხედავად იმისა რომ ყველაფერი ესმოდა. მე "მენეჯერსაც" ავუხსენი საქმის ვითარება, და მან არც თუ ისე კარგად დაფარული გაღიზიანებით უთხრა მოლარეს, რომ დახლის ფასით ეანგარიშა ყველის ღირებულება და ფული დაებრუნებინა ჩემთვის. ამ დროს მოლარე სულ გამოშტერდა და "მენეჯერს" ჰკითხა თუ როგორ უნდა ეანგარიშა სხვაობა. იმან უთხრა რომ კალკულატორი გამოეყენებინა. ამ დროს მეორე გოგო ჩაერია და უანგარიშა მოლარეს. მერე კი გავარკვიე რომ მცირე შეცდომით უანგარიშა, მაგრამ ამის გამო დაბრუნება არ ღირდა.

სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც "პოპულიში" დახლის ფასი და კომპიუტერის ფასი განსხვავდება. ეს უბრალო შეცდომის ბრალია თუ მიზანმიმართულად კეთდება?
ლექსო ხუბულავა
დირექტორი
ჯობს.გე
lexo@jobs.ge

#20 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 25 February, 2007 - 19:53

არაკომპეტენტურობის და მეტიც, საზიზღრობის მშვენიერი ბუკეტია!
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share