ნახტომი


* * * * * 1 ხმა

გყავთ თუ არა ჰომოსექსუალისტი მეგობრები?


გამოხმაურებათა რაოდენობა: 449

#441 Gocha Ghadua

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 112 გამოხმაურება
0

დაწერილია 02 April, 2009 - 21:42

უფლებების დაცვაში არაფერი მიგულისხმია გარდა იმისა რაც დავწერე. ნუ შეაწუხებ სხვას დისკრიმინაციული განცხადებაა, თუ შენც იმავე უფლებით არ სარგებლობ როგორც სხვა. ეგ ზოგადად მიმაჩნია სამართლიანად და გვეხება ყველას. გეები ან მათი ბავშვები აქ არაფერ შუაშია. საერთოდ კი ყველას უფლება დაცული უნდა იყოს, თუ ეს შესაძლებელია საერთოდ. რაც შეეხება ტაბუს, მე ვთვლი რომ ის არ უნდა არსებობდეს არცერთ საკითხზე. ეს ძალაუფლებაა საზოგადოებისთვის, რომელიც ანგრევს პიროვნებებს. მე კი პიროვნებები საზოგადოებაზე მეტად მიყვარს. ამიტომ ვგიჯდები ვაჟაზე და მის გმირებზე. ალუდა ქეთელაური პირველი იყო ვინც საზოგადოებრივი ტაბუ ახსნა მკლავის მოჭრის საკითხზე. დაისაჯა, მაგრამ მომავალი გამოასწორა. ტაბუ ჭირდება იმ საზოგადოებას, რომელსაც ეშინია ახსნის შემთხვევაში უმცირესობაში არ აღმოჩნდეს და ძალაუფლება არ დაკარგოს, როგორც ეს ალუდას დროს მოხდა.

#442 Nona Khujadze

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 130 გამოხმაურება
0

დაწერილია 02 April, 2009 - 22:06

იხილე გამოხმაურებაGocha Ghadua, Apr 2/09, 21:42 -ში, განაცხადა:

უფლებების დაცვაში არაფერი მიგულისხმია გარდა იმისა რაც დავწერე. ნუ შეაწუხებ სხვას დისკრიმინაციული განცხადებაა, თუ შენც იმავე უფლებით არ სარგებლობ როგორც სხვა. ეგ ზოგადად მიმაჩნია სამართლიანად და გვეხება ყველას. გეები ან მათი ბავშვები აქ არაფერ შუაშია. საერთოდ კი ყველას უფლება დაცული უნდა იყოს, თუ ეს შესაძლებელია საერთოდ. რაც შეეხება ტაბუს, მე ვთვლი რომ ის არ უნდა არსებობდეს არცერთ საკითხზე. ეს ძალაუფლებაა საზოგადოებისთვის, რომელიც ანგრევს პიროვნებებს. მე კი პიროვნებები საზოგადოებაზე მეტად მიყვარს. ამიტომ ვგიჯდები ვაჟაზე და მის გმირებზე. ალუდა ქეთელაური პირველი იყო ვინც საზოგადოებრივი ტაბუ ახსნა მკლავის მოჭრის საკითხზე. დაისაჯა, მაგრამ მომავალი გამოასწორა. ტაბუ ჭირდება იმ საზოგადოებას, რომელსაც ეშინია ახსნის შემთხვევაში უმცირესობაში არ აღმოჩნდეს და ძალაუფლება არ დაკარგოს, როგორც ეს ალუდას დროს მოხდა.



კარგი რააა გოჩა, ალუდა და ჰომოსექსუალისტები ერთ ტყავში მოსახარში ხალხია?!
ვაჟა ცოცხალი რომ იყოს როგორ გგონია ცისფრებზე რას დაწერდა? :>:D<:

#443 Gocha Ghadua

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 112 გამოხმაურება
0

დაწერილია 02 April, 2009 - 22:34

ნონა, ამას დემაგოგია ქვია ;) ალუდა და ჰომოსექსუალები ერთ ქვაბში მე არ მომიხარშავს. საერთოდ გეებზე წინა პოსტში არაფერი დამიწერია, გითხარი კიდეც რომ ისინი აქ არაფერ შუაშია მეთქი.

რაც შეეხება ალუდას, ჩვენ საზოგადოებრივი ტაბუს დარღვევაზე ვსაუბრობდით და ალუდა მოვიყვანე, როგორც ტაბუს დამრღვევი და ნუ მიაკერებ მას გეებთან, ძალიან გთხოვ, ეგ ჩემი ნათქვამის დამახინჯება გამოვა. ხოლო ვაჟა რას დაწერდა გეებზე, ეს რიტორიკული კითხვაა და არ გავაგრძელებ, მითუმეტეს ვაჟა ჩემი უსაყვარლესი პიროვნებაა

#444 Rati Dzeria

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,062 გამოხმაურება
4

დაწერილია 02 April, 2009 - 22:37

გოჩა, დიდი იმედი მაქვს ალუდას წარმატებას გეები საქართველოში ვერასოდეს გაიმეორებენ. რატომღაც ყველა ვსაუბრობთ ადამიანის უფლებებზე, მაგრამ კრინტი არ დაგვიძრავს რომე ეს ტერმინი ცოტა სხვაგვარად ჟღერს: უფლება-მოვალეობანი. როგორ ფირობთ ადამიანის ერთ-ერთი უმთავრესი მოვალეობა შთამომავლობის გაგრძელება არაა? უფლება მოვალეობით უნდა მოიპოვო და არ იძახო გაუთავებლად მე ამის უფლება მაქვსო.
The Proud Participant of Business Conference

#445 Gocha Ghadua

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 112 გამოხმაურება
0

დაწერილია 02 April, 2009 - 23:47

რატი, კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, ალუდა მოვიყვანე როგორც ტაბუს დამრღვევი და საზოგადოების ძალაუფლების მფარველობის ქვეშ მყოფი ცუდი ტრადიციების დამანგრეველი. გეებთან არ მინდა მისი დაკავშირება. უფლებას რაც შეეხება, სხვა კუთხით ვსაუბრობდით და ის კითხვა, რაც შენ დასვი ცოტა განსხვავებულია, ანუ სხვა კონტექსტში განსახილველია, თუმცა აზრს ვეთანხმები. უფლება მოვალეობის გარეშე პრაქტიკულად სხვისი უფლებების დარღვევას გამოიწვევს აუცილებლად.

#446 Salome Lokhishvili

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 100 გამოხმაურება
0

დაწერილია 03 April, 2009 - 14:14

აბსოლუტურად ვეთანხმები გოჩას და სხვისი აზრის დამახინჯებას მგონი სჯობს გაგებით მოვეკიდოთ ადამიანის ნათქვამს.იმის გამო რომ ჩვენ "ნორმალურებს" ან მოგვწონს ან არ მოგვწონს მათი ქცევა არავინ არის ვალდებული ანგარიში გვაბაროს და ჩვენი მითითებებით იცხოვროს
ადამიანი რაღაცნაირი სათამაშოა ღმერთის ხელში...........

#447 Nona Khujadze

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 130 გამოხმაურება
0

დაწერილია 03 April, 2009 - 14:38

იხილე გამოხმაურებაGocha Ghadua, Apr 2/09, 22:34 -ში, განაცხადა:

ნონა, ამას დემაგოგია ქვია ;) ალუდა და ჰომოსექსუალები ერთ ქვაბში მე არ მომიხარშავს. საერთოდ გეებზე წინა პოსტში არაფერი დამიწერია, გითხარი კიდეც რომ ისინი აქ არაფერ შუაშია მეთქი.

რაც შეეხება ალუდას, ჩვენ საზოგადოებრივი ტაბუს დარღვევაზე ვსაუბრობდით და ალუდა მოვიყვანე, როგორც ტაბუს დამრღვევი და ნუ მიაკერებ მას გეებთან, ძალიან გთხოვ, ეგ ჩემი ნათქვამის დამახინჯება გამოვა. ხოლო ვაჟა რას დაწერდა გეებზე, ეს რიტორიკული კითხვაა და არ გავაგრძელებ, მითუმეტეს ვაჟა ჩემი უსაყვარლესი პიროვნებაა



გოჩა რა ვერ გავიგე სწორად?
თქვენ არ მიგაჩნიათ საზოგადოებრივი ტაბუ არანაირ კონტექსტში გამართლებულად, რამეთუ საზოგადოება ამ ძალაუფლებით პიროვნებებს ანგრევს (თქვენი სიტყვების ციტირების მიხედვით). მე ტაბუ ვახსენე ჰომოსექსუალისტებთან მიმართებაში და თქვენ ტაბუს ''დამანგრეველი ზემოქმედება'' ალუდას ქცევით დაარგუმენტეთ. თუ მკლავის მოჭრის ტრადიცია და ჰომოსექსუალისტებისათვის უფლებების დაცვა (ოჯახის შექმნა, შვილის აყვანა და ა.შ.) თანაბარფასოვან სიტუაციებად არ მიგიჩნევიათ, მაშინ მათთვის ერთიდაიგივე არგუმენტი ვგონებ არ უნდა გამოგეყენებინათ.

საინტერესოა აქ დემაგოგიის კვალი სად დალანდეთ, მეც მაინტერესებს :(*):

რედაქტორი Nona Khujadze, 03 April, 2009 - 14:39.


#448 Nona Salaghaia

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 88 გამოხმაურება
1

დაწერილია 03 April, 2009 - 17:10

ადამიანის ერთ ერთ უფლება მოვალეობად რატომ მიიჩნევ შთამომავლობის გამრავლებას? ეს არ უნდა იყოს მოვალეობა, ეს სურვილია, ბუნების კანონი, მაგრამ უშვილო ადამიანებიც არსებობენ და ისინიც ვინც გარკვეული მიზეზის გამო ვერ შეძლო ან არ ისურვა შთამომავლობის გამრავლება. ეს ფაქტი სამწუხაროა, მაგრამ ადამიანმა არჩევანი ამ შემთხვევაშიც თავად უნდა გააკეთოს. შვილის გაცენა დიდი პასუხისმგებლობაა და თუ მისი ღირსეულად აღზრდა არ შეგიძლია, არც უნდა გააჩინო. კიდევ ვიმეორებ, ეს ჰომოსექსუალიზმი გადახრაა, მაგრამ ამ ადამიანების დისკრიმინაცია დიდ დანაშაულად მიმაჩნია. რაც შეეხება მათ აღლუმს და შეიმს,მინახავს საზღვარგარეთ ასეთი გამოსვლები და არც თუ ისე ცუდი სანახავია

#449 Gocha Ghadua

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 112 გამოხმაურება
0

დაწერილია 04 April, 2009 - 02:58

მაპატიე ნონა, არ მეცალა და აქამდე ვერ გიპასუხე. ახლავე გეტყვი რა ვერ გაიგე სწორად. თუ არ შეგეზარება წაიკითხე ჩემი პოსტი. უფლებებზე ჩემი აზრი გამოვთქვი ზოგადი ფორმულირების სახით და მივაწერე 'გეები და მათი ბავშვები აქ არაფერ შუაშია'. შემდეგ გადავედი სხვა თემაზე და ამიტომ ასე დავიწყე 'რაც შეეხება ტაბუს', და უკვე ტაბუს შესახებ გამოვთქვი ჩემი აზრი. შენ რომ ტაბუ ჰომოსექსულების მაგალითზე მოიყვანე, ეს ვიცი. მაგრამ მე ხომ იგივე არ გამიკეთებია. მე ზოგადად ტაბუს არსებობის შესახებ დავაფიქსირე ჩემი აზრი. ანუ სულ სხვა თემას შევეხე. შენ კი ამ ზოგად განმარტებაში ჩასვი ის კონკრეტული საკითხი, რაზეც შენ წერდი წინა პოსტში, მაგრამ მე უკვე გადაწეული მქონდა ეგ კონკრეტიკა გვერდით. ეს პირველი მიზეზი რატომ არ უნდა დაგესვა ალუდა და ჰომოსექსუალები ერთად.

მეორე მიზეზსაც გეტყვი. ალუდას და ჰომოსექსუალებს, ან ნარკომანებს, ან მეთევზეებს, ან თუნდაც ადამიანის უფლებების დამცველებს, სულერთია რა ჯგუფიც არ უნდა ჩამოვთვალო, ერთად მე ვერ დავაყენებ. არ შეიძლება უბრალო მიზეზის გამო. ალუდა არის პიროვნება, რომელიც უპირისპირდება თემში არსებულ ტაბუირებულ თემას, რომელიც მის პიროვნებაში პროტესტს იწვევს. ხოლო ჰომოსექსუალები, ნარკომანები, მეთევზეები და ა. შ. თემს წარმოადგენენ, კასტას, ჯგუფს, რაც გინდა ის დავარქვათ, რომელთაც თავიანთი ხედვა, მისწრაფებები და შეიძლება შიდა ტაბუირებული თემებიც კი გააჩნდეთ. შესაბამისად არ დავაყენებდი პიროვნებას და თემს ერთმანეთთან შესადარებლად.

დემაგოგია ხუმრობით ვთქვი და სმაილიკიც მივახატე, იგულისხმებოდა ის, რომ შენ დააკავშირე ის ორი საკითხი, რომელიც მე გავმიჯნე და არ დამიკავშირებია. ტაბუ, როგორც ასეთი, აბსოლუტურად სხვა მოვლენაა (მე მასზე გამოვთქვი ჩემი აზრი) და კარდინალურად განსხვავდება ტაბუირებული თემებისგან (რომელთაგან ერთერთია ჰომოსექსუალიზმი), შესაბამისად არც მათზე ვისაუბრებდი ერთ კონტექსტში.

#450 Lexo Khubulava

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 251 გამოხმაურება
0

დაწერილია 05 April, 2009 - 16:57

რამდენი გამომიტოვებია... ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ ერთი შეკითხვა გამიჩნდა: ორალური სექსი, ჯგუფური სექსი, პარტნიორის ლოგინზე მიბმა, მსუბუქი BDSM და სხვა ცელქობანი დასაშვებია? ამით ვინმეს ხომ არ განვარისხებ? სად ვავლებთ ხაზს და ვინ წყვეტს თუ რას ვაკეთებთ ლოგინში?
ლექსო ხუბულავა
დირექტორი
ჯობს.გე
lexo@jobs.ge



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share