ნახტომი





* * * * * 3 ხმა

ჩემი კომპანია


გამოხმაურებათა რაოდენობა: 212

#1 Nino Absandze

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,025 გამოხმაურება
0

დაწერილია 29 October, 2004 - 17:54

ერთი თვალის გადავლებით შესამჩნევია რომ ამ კონფერენციაზე ყველა საქმიანი ადამიანია, საქმიანი ადამიანი კი სამუშაო ადგილის გარეშე სავარაუდოთ არ უნდა იყოს. ამიტომ გთავაზობთ ამ სექციაში ყველა მსურველმა მოკლედ აღწეროს თავისი კომპანიის საქმიანობა და რა როლი უკავია ამ კომპანიაში მას თავად!
www.101.ge

Real Estate Portal

www.nino101.wordpress.com

My Blog

Cell: +995 92 101 801
E-Mail: nino@101.ge

#2 Nino Absandze

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,025 გამოხმაურება
0

დაწერილია 30 October, 2004 - 12:36

ველი ამ პოსტზე გამოხმაურებებს
www.101.ge

Real Estate Portal

www.nino101.wordpress.com

My Blog

Cell: +995 92 101 801
E-Mail: nino@101.ge

#3 Arsena Bortsvadze

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 200 გამოხმაურება
0

დაწერილია 30 October, 2004 - 15:01

საბა და კო.

მშენებლობა , არქიტექტურა, დიზაინი.

ავეჯით ვაჭრობა.

კიდევ რა გაინტერესებს?
“First they ignore you, then they laugh at you, then they fight you, then you win ”

Mahatma Gandhi

#4 Dear Guest, You need to register...Jaba Tarimanashvili_*

  • Guest

დაწერილია 01 November, 2004 - 12:55

<<< სკორპიო საპლაი >>>
გემებისა და ინდუსტრიული მომარაგება - გემების ტექნიკური აღჭურვა და ტექნიკური სერვისი.
-------------------------------------------------------------------------------------------------------

მე უკვე მესამე ცელია ამ ფირმაში ვმუშაობ .. დავიწყე მუშაობა 18 წლის რო ვიყავი ..

ამჟამად > > მოვალეობებში შედის >> კლიებტებთან (გემთმფლობელებთან) ურთიერთობა (მოლაპარაკებები) ,, გაყიდვისა და შესყიდვების ორგანიზება .. ახალი ბიზნეს შესაძლებლობების მონიტორინგი .. და ასე შემდეგ .. (ვებ დიზაინიც მე გავაკეთე) .. (მაილ ადმინისტრაცია) და კომპების შეკეტება (პროგრამული რა თქმა უნდა) .. პროგრამირება .. ყველაფერი ავითვისე :D

#5 Gia Jgharkava

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 227 გამოხმაურება
0

დაწერილია 01 November, 2004 - 17:22

UGT

ოოოო... იმდენი მაქვს სალაპარაკო, დროც არ მეყოფა... მოკლედ მოვჭრი ;)

შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი კომპანია საქართველოში კორპორატიული სულისკვეთების მქონე პირველი IT კომპანიაა. ადრე ძირითადად ყველანაირი კომპიუტერული ტექნიკის გაყიდვით ვიყავით დაკავებულებაი, ამჟამად ვყიდით არა ტექნიკას, არამედ სრულყოფილ გადაწყვეტილებებს. ვართ hp, IBM, CISCO, Sun, Symantech, Microsoft, Checkpoint-ისა და SAP-ის ბიზნეს პარტნიორები. კომპანია გამოირჩევა კლიენტთან განსაკუთრებული მიდგომითა და სრული სერვისის უზრუნველყოფით.

ჩვენი კლიენტები საქართველოს უდიდესი ბანკები, კომპანიები და სახელმწიფო სტრუქტურები არიან... მოკლედ, მეამაყება, რომ ასეთ კომპნიაში ვმუშაობ! ;)
ხვალინდელი გადაწყვეტილებები უკვე დღეს - Business Intelligence Technologies

#6 Guram Tsanava

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 62 გამოხმაურება
0

დაწერილია 04 November, 2004 - 22:01

სამწუხაროდ ამჟამად კომპანიაში დასაქმებული არ ვარ, ვინაიდან რამოდენიმე თვის უკან დავამთავრე ბიზნეს სკოლა, ეხლა სორბონაში ევროპული ცივილიზაციების ისტორიას ვეცნობი (ჰობი :)), რადგან ძალებს ვიკრებ DBA -თვის. ასევე მაქვს მოლაპარაკებები სხვადასხვა ბიზნეს სკოლებთან და ბანკებთან საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით. ისე სანამ საქართველოში ვიყავი ძირითადად ბანკებში ვმუშაობდი, რაც მართლა ძალიან მენატრება, ამიტომ გადავწყვიტე მალე ჩამოვიდე და გავაგრძელო ჩემი მოღვაწეობა ჩვენი ქვეყნისთვის, იმედი მაქვს ყველას მალე გაგიცნობთ და ბევრ სერიოზულ პროექტებსაც გავიყვანთ ბოლოში :)
Guram (Guga) Tsanava
MBA - Management Consulting & Strategic Management
Paris, France
Tel: 33 06 64 18 36 14

#7 Nino Absandze

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,025 გამოხმაურება
0

დაწერილია 08 November, 2004 - 10:58

ციტატა

იმედი მაქვს ყველას მალე გაგიცნობთ და ბევრ სერიოზულ პროექტებსაც გავიყვანთ ბოლოში



იმედია
www.101.ge

Real Estate Portal

www.nino101.wordpress.com

My Blog

Cell: +995 92 101 801
E-Mail: nino@101.ge

#8 Tamuna Gelantia

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 32 გამოხმაურება
0

დაწერილია 18 November, 2004 - 18:44

ფირმა "ნიკორა"
ვაწარმოებთ და რეალიზაციას ვუკეთებთ, კვების პროდუქტების განსხვავებულ სასაქონლო ჯგუფებს. ხორცის გადამუშავების პროდუქტები გამოდის "ნიკორა"-ს სავაჭრო ნისნით, გაყინული ნახევარფაბრიკატები _ "მზარეული"-ს, თევზის პროდუქტები _ "ენკი"-ს, გამაგრილებელი სასმელები _ "შხეფი"-ს, ჩაი _ "იბერთი" -ს, სასაქონლო ჯგუფების ინდივიდუალური მარკირების მეთოდის გამოყენება ჩემი იდეა იყო. როგორც კი მუშაობა დავიწყე ამ კომპანიაში, ეს ზუსტად ერთი წლის და სამი თვის წინ იყო, მაშინვე შევთავაზე ჩემს უფროსს. მოეწონა და დამთანხმდა. "ენკი" და "შხეფი" ჩემი შექმნილი ბრენდებია. ისე ბრენდინგის თემა საკმაოდ საინტერესოა. საქართველოში ბევრსა აქვს გემოვნების პრობლება. მე მგონი ჩვენ, მარკეტოლოგებმა უნდა ვიმუშაოთ აქტიურად სწორი საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად ამ მიმართულებით. არ ვიცი ამ თემაზე არის თუ არა დისკუსია გამართული, შეიძლება არის....
სხვა ბევრ რამესთან ერთად, ჩვენი კონკურენტებისგან იმითაც განვსხვავდებით, რომ გვაქვს საკუთარი საფირმო მაღაზიათა ქსელი როგორც თბილისში, ასევე რეგიონებშიც, სადაც ჩვენს მომხმარებლებს შეუძლიათ ისიამოვნონ , როგორც სწორად რეალიზებული და შენახული მაღალი ხარისხის პროდუქციით ასევე, მაღალი დონის მომსახურებით, მაღაზიების თანამედროვე, სასიამოვნო ინტერიერითა და ექსტერიერით.
და რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია ამ თვის ბოლოს იხსნება ახალი ევროპული სტანდარტების ქარხანა, რომელსაც ანალოგი არ მოეძებნება მთელს ამიერკავკასიაში.
რეკლამა გამომივიდა
ეს იყო ნიკორას მარკეტინგის მენეჯერი :)

#9 Shota Megrelishvili

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 2 გამოხმაურება
0

დაწერილია 06 January, 2005 - 19:06

მობილური კავშირგაბმულობის კომპანია "მაგთიკომი" (ხალხში ცნობილი როგორც უბრალოდ "მაგთი")
მარკეტინგის კოორდინატორი. სამუშაო გამოცდილება ამ კომპანიაში - თითქმის ორი წელი. შესრულებული და მიმდინარე ამოცანები ძალიან მრავალფეროვანი და საყოველთაოდ ცნობილი. მარკეტინგის ამოცანების გარდა, მთლიანად ჩემზეა ყველანაირი სახის ვებ-პროექტების, როგორც პროდუქტის, დიზაინი და შემდგომი შესრულება (პროგრამული, დიზაინერული, კონცეპტუალური)

#10 Inga Potskhishvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 314 გამოხმაურება
0

დაწერილია 09 January, 2005 - 18:31

მარკეტინგული კვლევები (ზირითადი მიმართულება - რიტეილ აუდიტი) კავკასიის და შუა აზიის რეგიონებში, აგრეთვე მოლდოვეთში და მონღოლეთში.
GAMMA
Market Measurement&Analysis Group

#11 Jano Zhvania

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 268 გამოხმაურება
0

დაწერილია 15 January, 2005 - 23:26

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2,
ადმინისტრაციული დირექტორი, ჩემი ფუნქციაა ადმინისტრაციულ დეპარტამენტში შემავალი განყოფილებების მართვა, ტოპ მენეჯმენტი, რუსთავი 2-ის პარტნიორ რეგიონალურ ტელევიზიების დირექტორებთან ურთიერთობა და სატელევიზიო ქსელის მენეჯმენტი, ორგანიზებული მაქვს რამდენიმე საერთაშორისო პროექტები: ფოქს კიდს ქაფ - მსოფლიო ჩემპიონატი ბავშვთა ფეხბურთი და ა.შ. აქ მუშაობა ძალიან საინტერესოა და ამასთან ჩემთვის ძალიან სასიამოვნო, ეს ალბათ იმიტომ რომ, ჩემი კოლეგების (სხვა განყოფილებების დირექტორები) და გენერალური დირექტორის შეხედულებები ბიზნესზე, მენეჯმენტზე და სტრატეგიაზე ერთმანეთს ემთხვევა და ვართ ერთი შეკრული გუნდი.
To see or not to see...

#12 Dear Guest, You need to register...Ilia Mchedlishvili_*

  • Guest

დაწერილია 04 February, 2005 - 22:22

ОАО Концерн "КАЛИНА"-ს რეგიონალური სავაჭრო მენეჯერი საქართველოში
ჩემი ფუნქციები:ნებისმიერი სადისტრიბუციო სავაჭრო მენეჯმენტის ეფექტური განხორციელება საქართველოს ბაზარზე, შესაბამისად ОАО Концерн "КАЛИНА"-ს სავაჭრო ინტერესების დაცვა და განხორციელება.
სავაჭრო სფერო: პარფიუმერია, კოსმეტიკა და ყოველდღიური მოხმარების საგნები.
უკვე 6 წელია მიწევს მოღვაწეობა ამ სფეროში.ОАО Концерн "КАЛИНА"-ში ვმუშაობ 2004 წლის ოქტომბრიდან.
ჩემი ერთერთი დიდი პროექტი იყო; სავაჭრო გარიგების ორგანიზება და განხორციელება წამყვან სააფთიაქო და სავაჭრო ქსელებთან.


ОАО Концерн "КАЛИНА"
Региональный Менеджер Грузии
Илья Мчедлишвили
ТЕЛ/Фах (+995 32)751-456
Моб;(+995 99)901-995
E-mail: ilia_mchedlishvili@msn.com
Web: www.kalina.org
Россия, г.Екатеринбург ул.Комсомольская, 80


#13 Lasha Shamatava

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,967 გამოხმაურება
0

დაწერილია 18 March, 2005 - 23:29

შპს ორიფლეიმ-ჯორჯია (კომპანია ორიფლეიმის თბილისის ფილიალი, სერვის ცენტრი, ვემსახურებით საქართველოს და სომხეთს).
თანამდებობა - სისტემური სუპერვაიზორი (იგივე აი-ტი მენეჯერი) და ოპერაციული მენეჯერი. აქ ვმუშაობ 2003 წლის ოქტომბრიდან.
ჩემი ძირითადი მოვალეობაა, რომ კომპანიამ იმუშაოს შეუფერხებლად, როგორც ტექნიკური, ასევე ოპერაციული თვალსაზრისით.

ორიფლეიმი - ერთ-ერთი სამაგალითო ნიმუშია ქსელური (მლმ) მარკეტინგის. კომპანია შვედური წარმოშობისაა, დაკავებულია კოსმეტიკის, პარფიუმერიისა და შესაბამისი აქსესუარების წარმოებითა და დისტრიბუციით თითქმის მთელ მსოფლიოში.

ლაშა შამათავა
Lasha Shamatava
Phone: (+995 32) 37 32 21, 77 22 22
Mob.: (+995 71) 00 6781, (+995 77) 44 44 56
URL: www.HAPPY.ge
Email: Lashat25@gmail.com

#14 Lasha Shamatava

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,967 გამოხმაურება
0

დაწერილია 18 March, 2005 - 23:32

Gia Jgharkava

ციტატა

შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი კომპანია საქართველოში კორპორატიული სულისკვეთების მქონე პირველი IT კომპანიაა. ადრე ძირითადად ყველანაირი კომპიუტერული ტექნიკის გაყიდვით ვიყავით დაკავებულებაი, ამჟამად ვყიდით არა ტექნიკას, არამედ სრულყოფილ გადაწყვეტილებებს. ვართ hp, IBM, CISCO, Sun, Symantech, Microsoft, Checkpoint-ისა და SAP-ის ბიზნეს პარტნიორები. კომპანია გამოირჩევა კლიენტთან განსაკუთრებული მიდგომითა და სრული სერვისის უზრუნველყოფით.


ძალიან სასიამოვნოა ქართული კომპანიის ასეთ დონეზე გასვლა. ვგულისხმობ როგორც მენეჯმენტს, ასევე ტექნოლოგიურ მხარეს. ალბათ თავისი წვლილი ამ საქმეში სანდრო ჯეჯელავამაც შეიტანა. სანდრო ჩემი ჯგუფელი იყო, დიდი მოკითხვა ჩემგან... :))
Lasha Shamatava
Phone: (+995 32) 37 32 21, 77 22 22
Mob.: (+995 71) 00 6781, (+995 77) 44 44 56
URL: www.HAPPY.ge
Email: Lashat25@gmail.com

#15 Rezo Magalashvili

    Marketing Proffesional

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 6,175 გამოხმაურება
1

დაწერილია 23 March, 2005 - 12:45

სს. სადაზღვევო კომპანია "სელბი"
გაყიდვების მენეჯერი

მოვალეობა:
ჩემს მოვალეობაში შედის სამი პროდუქტის რეალიზაცია: ავტოტრანსპორტის დაზღვევა, ნებაყოფლობითი სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა, მძღოლისა და მგზავრის უბედური შემთხვევისაგან დაზღვევა. ასევე, ამ პროდუქტების მუდმივი დახვეწა, კონკურენტუნარიანი ტარიფების შემუშავება, კლიენტებთან მომსახურების ხარისხის კონტროლი, დამატებითი მომსახურებების შემუშავება.

სს. სადაზღვევო კომპანია "სელბი" მხოლოდ 2002 წელს შეიქმნა და მოქმედ 17 სადაზღვევო კომპანიაში უკანასკნელი რეიტინგით მე-6 ადგილზეა.
GBI Autotrade
CEO
Mob: 891 307307
Phone: 307 307
Email: r.magalashvili@gbiautotrade.ge
Web:www.307307.ge
Make the difference!

#16 Davit Mdivani

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 774 გამოხმაურება
0

დაწერილია 24 March, 2005 - 18:25

ფარმაცევტული კომპანია ''პსპ ჯგუფი''
მე სტრატეგიული მართვის მენეჯერი ვარ
რეალურად ეს კომპანია მართლა ჯგუფია, რომელიც ცდილობს ყველაფერი გააკეთოს, ერთი დანიშნულების რეალიზაციისათვის
''გავუადვილოს ადამიანებს ჯანმრთელობაზე ზრუნვა". ჯგუფია იმიტომ, რომ შედის ფარმაცევტული ბიზნესის რამდენიმე მიმართულება:

1. ფარმაცევტული პროდუქციის იმპორტი და დისტრიბუცია (დაახლოებით 900 პარტნიორი აფთიაქი);
2. საცალო რეალიზაცია (პსპ-აფთიაქების ქსელი 40-მდე საკუთარი აფთიაქი მთელი საქართველოს მასშტაბით);
3. ფარმაცევტული წარმოება (ISO სტანდარტის GMP-ის წარმოება);
4. სამედიცინო ჟურნალი ''ჩვენი ჯანმრთელობა"

მართალია სულ ეხლა ხანს გავიგე ამ ფორუმის არსებობის შესახებ მაგრამ მაინც მივეცი თავს იმის უფლება, რომ წარმედგინა ჩემი თავი, რადგან შემდეგ უფრო ადვილი გახდეს ჩვენი ურთიერთობა.
იმედია მაპატიებთ

#17 Lasha Shamatava

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,967 გამოხმაურება
0

დაწერილია 25 March, 2005 - 00:10

DaviT Mdivani

ციტატა

1. ფარმაცევტული პროდუქციის იმპორტი და დისტრიბუცია (დაახლოებით 900 პარტნიორი აფთიაქი);

რიცხვი 900 გადაჭარბებული ხომ არ არის?

ციტატა

2. საცალო რეალიზაცია (პსპ-აფთიაქების ქსელი 40-მდე საკუთარი აფთიაქი მთელი საქართველოს მასშტაბით);

აქედან თბილისზე რამდენი მოდის?

ციტატა

3. ფარმაცევტული წარმოება (ISO სტანდარტის GMP-ის წარმოება);
4. სამედიცინო ჟურნალი ''ჩვენი ჯანმრთელობა"

ესენი "ავერსთან ერთად", ხომ?

ისე რომელია ახლა ლიდერი თქვენ ორს (პსპ და ავერსი) შორის?

ციტატა

მე სტრატეგიული მართვის მენეჯერი ვარ

და რას აკეთებს სტრატეგიული მართვის მენეჯერი "პსპ ჯგუფში"?
Lasha Shamatava
Phone: (+995 32) 37 32 21, 77 22 22
Mob.: (+995 71) 00 6781, (+995 77) 44 44 56
URL: www.HAPPY.ge
Email: Lashat25@gmail.com

#18 Davit Mdivani

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 774 გამოხმაურება
0

დაწერილია 29 March, 2005 - 19:20

Lasha Shamatava
არ არის გადაჭარბებული მარტო ხაშურში იქნება 30 პატარა აფთიაქი, ამ 900-იდან სერიოზული ალბათ 40-45 % -ია

თბილისზე 28

ავერსთან საერთო არაფერი გვაქვს ქარხანა მთლიანად პსპ-ჯგუფში შედის და ჟურნალიც მთლიანად ჩვენია (ისე ჩვენში დარჩეს და ჟურნალის სახელწოდება ავერსსაც იგივე ჰქონდა ჩვენი იდეა მოიპარა მაგრამ მერე ბოდიში მოიხადა და სახელწოდება შეცვალა და ჩვენი ჯანმრთელი სიცოცხლე დაარქვა)

რაც შეეხება ჩემს საქმეს სტრატეგიული, ტაქტიკური, საოპერაციო დაგეგმვა და კონტროლი, კომპანიის ინსტიტუციონალური განვითარება და ისეთი საქმეები, რომლებიც ''უცნაურია'', ჯერ ახალი გადმოსული ვარ და ეხლა ვცდილობ ავეწყო

რაც შეეხება ბაზარზე ლიდერს 2-3%-ით გვჯობია ავერსი, მაგრამ ვცდილობთ გახვდეთ პირველები

#19 Lasha Shamatava

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,967 გამოხმაურება
0

დაწერილია 29 March, 2005 - 20:10

DaviT Mdivani
მადლობა დავით პასუხისთვის. ისე არ დავმალავ - თითქმის 5 წელი ვიმუშავე ავერსში. :)
Lasha Shamatava
Phone: (+995 32) 37 32 21, 77 22 22
Mob.: (+995 71) 00 6781, (+995 77) 44 44 56
URL: www.HAPPY.ge
Email: Lashat25@gmail.com

#20 Gocha Melkadze

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 113 გამოხმაურება
0

დაწერილია 30 March, 2005 - 07:45

შპს ფუდიმპექს ჯორჯია

დანონჯგუფის პარტნიორი კომპანია.

დირექტორი და ერთ-ერთი მეპატრონე.

მოხარული ვიქნები გავიცნო ფორუმის ხშირი ტუმრები.

მეგობრული სალამით,

გოჩა მელქაძე



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share