ნახტომი





- - - - -

საინტერესო თანაფარდობა


გამოხმაურებათა რაოდენობა: 10

#1 The Architect

    L6: შთამბეჭდავი

  • Admin
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,119 გამოხმაურება
5

დაწერილია 21 June, 2007 - 23:55

დაახლოებით ერთი თვის წინ სურათი იყო ასეთი:

საიტზე შიდა ლინკების რაოდენობა 26800-მდე [გუგლის საიტმეპის მონაცემი]
საიტზე გვერდების რაოდენობა [URL] 52 000 მდე [ყოველ შემთხვევაში გუგლი ასე ეძებდა]

თანაფარდობა 1.9403

დღეისათვის
საიტზე შიდა ლინკების რაოდენობა 39820 [გუგლის საიტმეპის მონაცემი]
საიტზე გვერდების რაოდენობა [URL] 96 100

თანაფარდობა 2.41

ერთი საიტის პირობაზე ძალიან კარგია :) მთავარია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ეს თანაფარდობა იზრდებოდეს

თუ ვინმეს აინტერესებს ამ ყველაფერში რა აზრი დევს, დააფიქსირეთ ინტერესი და დავწერ :)

#2 Davit Mikeladze

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 151 გამოხმაურება
0

დაწერილია 22 June, 2007 - 00:08

ციტატა

თუ ვინმეს აინტერესებს ამ ყველაფერში რა აზრი დევს, დააფიქსირეთ ინტერესი და დავწერ :)


მაინტერესებს :)

#3 The Architect

    L6: შთამბეჭდავი

  • Admin
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,119 გამოხმაურება
5

დაწერილია 22 June, 2007 - 00:26

ამ საკითხის სრულად გასაზრებლად საჭიროა იცოდეთ თუ რა არის გუგლის PageRank და როგორ მუშაობს ეს სისტემა, როგორ ხდება პირველ გვერდზე რენკის კონცენტრირება საიტის გვერდების შიდა სტრუქტურის ოპტიმიზირების საშუალებით. ასევე უნდა იცოდეთ საიტმეპი რა არის, გუგლის საიტმეპი როგორ მუშაობს და რას იძლევა და ა.შ. ბევრი სხვა რამეც ...

ყოველი საიტის რეიტინგს საძიებო სისტემებში დიდწილად განაპირობებს საიტის გვერდების შიდა სტრუქტურა. ბევრ ჰგონია, რომ გააკეთებს გვერდებს, დაადებს ნავიგაციას და მორჩა, საიტი მზადაა. ასე არ არის მეგობრებო. იმისათვის რომ საიტის საძიებოთათვის იყოს ოპტიმიზირებული ბევრი რამ თვით საიტზე უნდა გაკეთდეს. მე ცხადია არ დავიწყებ ლექციებს იმის შესახებ, თუ რა უნდა გაკეთდეს. ასეთი ბევრია. მხოლოდ ერთზე გავჩერდები.

რაც მეტის შიდა ლინკების რაოდებინა [ანუ რაც მეტია შიდა გვერდებს შორის კავშირების რაოდენობა], მით მეტად იკარგება რენკი გვერდებს შორის და მით ნაკლები რენკი გადაეცემა პირველ გვერდს. პეიჯრენკის გაფანტვა კი ერთ-ერთი ფაქტორია, რის გამოც საიტი შეიძლება საძიებო სიტყვებით ვერ მოხვდეს ძებნის ათეულში. [ეს მაშინ არის მნიშვნელოვანი, თუ თქვენ საიტზე საძიებო სისტემებიდან გინდათ რომ ხალხი შემოგივიდეთ.

ანუ იმისათვის რათა მეტი ვიზიტორი შემოგვივიდეს საძიებოებიდან საჭიროა საიტის შიგა გვერდებს შორის რაც შეიძლება მეტი კავშირების მოშლა [ისევ როგორც ბევრი სხვა რამ]. ანუ ყოველი უსარგებლო შიდა ლინკი, რომელიც აუცილებელი არ არის, უნდა მოშალოთ. ამავდროულად მნიშვნელოვანია, რომ საიტის ნებისმიერი გვერდიდან იყოს ლინკი მთავარ დომენზე. ეს ნიშნავს, რომ ეს გვერდი თავის რენკს უზიარებს საიტის პირველ გვერდს [თქვენი საიტის უმთავრეს გვერდს].

ბოლო ორი თვეა მაქსიმალურად ვცდილობდი გამომერიცხ რაც შეიძლება მეტი შიდა ლინკი. ეს საიტი ფორუმის ძრავზეა, ამას კი ბევრი ისეთი ჩაშენებული შიდა ლინკი აქვს, რომელთა მოშლამაც ჩემი დიდი დრო შეიწირა, მაგრამ შედეგი სახეზეა.

რას ველოდები?
ამ და ბევრი სხვა ოპტიმიზაციების შედეგად მინდა, რომ კონფერენციის პეიჯრენკი 5 დან 6-მდე აიწიოს, რაც ნიშნავს, რომ როგორც მინიმუმ ორჯერ მეტი ვიზიტორი შემოვა საძიებო სისტემებიდან.

#4 Davit Mikeladze

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 151 გამოხმაურება
0

დაწერილია 22 June, 2007 - 00:34

შეიძლება ითქვას რომ შედეგი სახეზეა :) მე პირადად google - ის საძიებო სისტემიდან ვიპოვე კონფერენცია :)

#5 The Architect

    L6: შთამბეჭდავი

  • Admin
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,119 გამოხმაურება
5

დაწერილია 22 June, 2007 - 00:37

ჩემთვის კარგა ხანია პრიორიტეტი არის არა ის, რომ ფული ბანერის სადმე დაკიდებაში დავხარჯო, არამედ ის, რომ SEO-ს მივხედო.

#6 Davit Mikeladze

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 151 გამოხმაურება
0

დაწერილია 22 June, 2007 - 01:09

სწორი პრიორიტეტია :)

#7 Sophie Amiranashvili

    L8: პროფესიონალი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 10,227 გამოხმაურება
0

დაწერილია 25 December, 2007 - 15:36

თემა სიღრმეებიდან ამოვქექე :)
ტარიელ, შენი ბოლო პოსტიდან გავიგე, რომ შიდა გვერდების რაოდენობა შეამცირე.
თუმცა, პირველ პოსტში გიწერია, რომ: 1 თვის წინ:

საიტზე შიდა ლინკების რაოდენობა 26800-მდე

ახლა კი:

საიტზე შიდა ლინკების რაოდენობა 39820

და ვერ მივხვდი..
ანუ მაპატიეთ თუ რამე ამერია და ვერ გავიგე - ახლა ვერკვევი მე ამ საკითხში და ყურადღებით ვკითხულობ search engine optimization თემებს. ხოდა შენმა პირველმა და ბოლო პოსტმა დამაბნია - ამბობ, შევამცირეო და თუ სწორად მივხვდი , რისი რაოდენობის შემცირებაზეა საუბარი, რატომ წერია არა შემცირებული, არამედ გაზრდილი რიცხვი?
Sophie Amiranashvili

Linxtelecom Georgia LLC
Sales Manager Georgia

GSM: +995 99 22 15 40
Office: +995 32 56 68 73

#8 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 25 December, 2007 - 15:43

ჰო,
მის მერე ბევრი რამ შევცვალე ...
ეხლა საშინლად გაზრდილია, უფრო სწორად საძიებო სისტემა აფიქსირებს ...
საიტზე შიდა ლინკების რაოდენობა ადრე არ ჩანდა, რადგანაც ხელოვნურად მქონდა შეზღუდული ზოგიერთი ლინკის "აღება" საძიებო სისტემის მიერ

ეხლა მაგალითად 184 ათას გვერდს აფიქსირებს გუგლი
შიდა ლინკების რაოდენობა კი 854182-ზე მეტია ...

ეს მაჩვენებლები ოქტომბრის დასაწყისიდან გაიზარდა, მას შემდეგ რაც ერთი ექსპერიმენტი წამოვიწყე ...
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#9 Sophie Amiranashvili

    L8: პროფესიონალი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 10,227 გამოხმაურება
0

დაწერილია 25 December, 2007 - 15:51

Tariel Zivzivadze
ხოდა იცი რა მაინტერესებს? ძალიან მარტივი ენით რომ ვთქვათ - რაც უფრო ნაკლებია შიდა ლინკი, უკეთესი არაა? ანუ ამას არ გულისხმობდი? როგორც მივხვდი, როდესაც შიდა ლინკების რაოდენობა ნაკლებია, მით უფრო მეტი ვიზიტორი შემოდის საძიებო სისტემიდან, არა? ხოლო რაც უფრო მეტია - ეს იწვევს რენკის გაფანტვას, ხო?
Sophie Amiranashvili

Linxtelecom Georgia LLC
Sales Manager Georgia

GSM: +995 99 22 15 40
Office: +995 32 56 68 73

#10 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 25 December, 2007 - 16:08

რაც ნაკლებია საიტის შიდა ლინკების რაოდენობა, მით ნაკლებია საიტის გვერდებს შორის რენკის გაფანტვა, მით მეტი რენკი კონცენტრირდება პირველ გვერდზე და მით მეტი შანსია, რომ საიტი გამოჩნდეს საძიებოებში.

აი საძიებოდან რა შემოვა ეს კიდევ საკითხავია. სხვა თანაბარ პირობებში რაც მეტი არის საიტის გვერდების რენკი, მით მეტი შანსი აქვს საძიებოებში გამოჩენისას. თუმცა მხოლოდ რენკი ვერ გიშველის
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#11 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 26 December, 2007 - 11:54

ციტატა

ეხლა მაგალითად 184 ათას გვერდს აფიქსირებს გუგლი
შიდა ლინკების რაოდენობა კი 854182-ზე მეტია ...

ეს მაჩვენებლები ოქტომბრის დასაწყისიდან გაიზარდა, მას შემდეგ რაც ერთი ექსპერიმენტი წამოვიწყე ...

სხვათა შორის ამან ის უარყოფითი შედეგი გამოიწვია, რომ კონფერენციის 50-მდე გვერდს ადრე თუ რენკი 4 ჰქონდა, ეხლა კონფერენციის გვერდების აბსოლუტურ უმრავლესობას რენკი 2-ზე დაუვარდა, რაც ძალიან ცუდია. ანუ გამოიწვია რენკის გაფანტვა.

თუმცა მე ყოველთვის შემიძლია დავაბრუნო "ძველი დრო" და რენკი ისევ ავწიო ... რენკი აიწევა მალე, ანუ საძიებოდან შემოსულებზე ეს შედარებით მალე იმოქმედებს, მაგრამ თვით რენკი როდის შეიცვლება -- ღმერთმა იცის და გუგლმა :)
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share